მთარგმნელი: სალომე თორაძე
ახალ ადამიანთან შეხვედრისას თითოეული პიროვნება ნაჩქარევ შეფასებას აკეთებს. ადამიანის პირველად დანახვიდან წამის მეათედში, ჩვენი ტვინი ამ პიროვნების სახის შესახებ ინფორმაციას ამუშავებს, რასაც ახალი ნაცნობის თვისებების შესახებ სწრაფ დასკვნებამდე მივყავართ. მათ შორის, სანდოობის, კომპეტენტურობის, კეთილგანწყობის, პატიოსნებისა და მორალის თვალსაზრისით - ვკითხულობთ Psychological Science - ში 2006 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში.
ეს ტენდენცია ევოლუციის პერიოდიდან მოდის , როდესაც უცნობთან შეხვედრისას თვითგადარჩენისთვის, უნდა შეფასებულიყო წარმოადგენდა თუ არა ის საფრთხეს, თუ ჩვენს წინაშე ახალი მოკავშირე იდგა - აცხადებს ვივიან ზაიასი, ფსიქოლოგიის პროფესორი კორნელის უნივერსიტეტში.
უმეტესობა ჩვენგანს სჯერა პირველი შთაბეჭდილების - აცხადებს ალექსანდრ თოდოროვი, პრინსტონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი და ავტორი წიგნისა Face Value: The Irresistible Influence of First Impressions. თუმცა მათ ხანდახან შესაძლოა დაგვაბნიონ. პირველი შთაბეჭდილება პიროვნებაზე ადამიანის შეხედულებას აყალიბებს.
„მას შემდეგ რაც წარმოდგენა შეგვექმნება, მას ფილტრად ვიყენებთ“ - აცხადებს ზაიასი. ფიქრობთ, რომ ვიღაც მყისიერ ნდობას იმსახურებს? შესაძლოა თქვენ მეტი უამბოთ მას. და თუკი მასს „ჩამოწერთ“, როგორც ნეგატიურ პიროვნებას, შესაძლოა მის შესახებ თქვენ კოლეგებთანაც დაიჩივლოთ.
საბედნიეროდ არსებობს ძლიერი შთაბეჭდილების დატოვების გზები. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ, თუ როგორ დარწმუნდეთ, რომ სხვები თქვენ პოზიტიურად განგიხილავენ
იცოდეთ თქვენი კონტექსტი
მნიშვნელოვანია პირველ რიგში დაფიქრდეთ, თუ სად ცდილობთ კარგი შთაბეჭდილების მოხდენას - იქნება ეს გასაუბრება სამსახურში ასაყვანად თუ პაემანი, რადგან ის გაძლევთ სიგნალს თუ როგორ უნდა ჩაიცვათ, გამოიყურებოდეთ და იქცეოდეთ - აღნიშნავს ზიასი. მაგალითისთვის, თუ თქვენ გასაუბრება გაქვთ ბანკში, კოსტუმში გამოწყობა უფრო აჯობებს. გარემოსთან შესაფერისი ჩაცმულობა, საუბარი ეს ის მნიშვნელოვანი ასპექტებია, რომელიც კარგ შთაბეჭდილებას ახდენს.
„როგორც სოციალური ქმნილებები ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა დავტოვოთ კარგი შთაბეჭდილება ადამიანზე, რომელსაც პირველად ვხვდებით“ - აცხადებს ზაიასი.
შეცვალეთ თქვენი დამოკიდებულება
თუ კარგი დღე გაქვთ , სავარაუდო ბედნიერად გამოიყურებით და მეტი შანსია ხალხს პოზიტიური შთაბეჭდილება დარჩეს თქვენზე -აცხადებს თოდოროვი. შესაბამისად, თუ ცუდი დღე გაქვთ, თქვენ შესაძლოა მიუწვდომელი იყოთ.
„ჩვენ თითქოს სკანირებით ვახარისხებთ მსოფლიოს საფრთხის მიხედვით , და სახის გამომეტყველება ნამდვილად პირველ რიგში ფასდება“ - აცხადებს ენ დემარაი, „პირველი შთაბეჭდილებების „ დამაარსებელი. ძალიან ღრმა/ ქვეცნობიერ დონეზე თუ ვინმე კოპებშეკრულია ან საფრთხის შემცველი გამოხედვა აქვს, ჩვენ მის კლასიფიკაციას ვახდენთ როგორც „ფრთხილად“.
დამოკიდებულების კარგ-ად და ცუდ-ად დიფერენცირების ნაცვლად, იფიქრეთ მათზე როგორც სასარგებლოსა და გამოუსადეგარზე - გვირჩევს ბუტმანი. სასარგებლო დამოკიდებულება თავისი ხასიათით კეთილგანწყობილი, საინტერესო და აღმაფრთოვანებელია. გამოუსადეგარი კი - მოსაწყენი, უხეში და მტრული.
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ სასარგებლო დამოკიდებულება ვინმესთვის გაღიმებით, საკმარისად ხანგრძლივი თვალისმიერი კონტაქტით, რა დროსაც შეძლებთ პიროვნების თვალის ფერის გარჩევას. ასევე სწორად ჯდომით, თუკი არ გექნებათ გადაჯვარედინებული ხელები ან ფეხები. ეს ჩამოაყალიბებს თბილ, ღია და პოზიტიურ გავლენას.
თუ გიჭირს განწყობის შექმნა, შეეცადეთ იფიქროთ იმ დროზე, როდესაც თქვენ აღფრთოვანებას გრძნობდით ან გაიხსენოთ სასიამოვნო ადგილი - გვირჩევს ბუტმანი.
თუ ნერვიულობთ, თქვით რაიმე სულელური საკუთარ თავზე, ვიდრე ოთახში შეაბიჯებთ. ნახავთ, რომ თქვენი განწყობა და გამომეტყველება მყისიერად შეიცვლება.
გამონახეთ საერთო ენა
ადამიანებს რომელთაც სხვებთან კონტაქტი მარტივად გამოსდით , ხშირად მათთან საერთო ენის გამონახვა რამდენიმე წამში შეუძლიათ - ამბობს ბუტმანი. ისეთი „დამკვირვებლური“ კითხვების დასმა, როგორიცაა „ამ პიროვნებას აქცენტი აქვს?“ ან „გეცნობა რა აცვია?“ - ამარტივებს კომუნიკაციას.
„ჩვენ მივისწრაფით მოვეწონოთ იმ ადამიანებს, რომელთაც რაღაცით ვგავართ“ - აცხადებს ზაიასი.
თუ სუფთა ფურცლიდან გიწევთ მოქმედება, დაიწყეთ საუბარი საერთო გარემოზე, მაგალითად აღნიშნეთ ამინდი ან გარშემო არსებული მდგომარეობა, შემდეგ გადადით ფაქტებზე, მაგალითად, ერთად შეკრების მიზეზზე ან ბოლოდროინდელ ახალ ამბებზე - აღნიშნავს დემარაი. სავარაუდოდ, თქვენ აღმოაჩენთ საერთოს.
ფოკუსი თქვენიდან სხვებზე გადაიტანეთ
ახალ ვითარებაში აღმოჩენისას, გვახასიათებს აღვნიშნოთ, თუ რას ვგრძნობთ ჩვენ, ნაცვლად იმისა, რომ ვისაუბროთ სხვების გრძნობებზე. - აღნიშნავს დემარაი. თუმცა, ექსპერტები აცხადებენ, რომ ჩვენ მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ ჩვენს გარშემო მყოფ პირებს. „ხალხს ყოველთვის ახსოვს თუ როგორ აგრძნობინეთ მათ თავი“ - ამბობს დემარაი.
ყურადღების თქვენგან სხვაზე გადატანა დაგეხმარებათ ხალხის თვალში უკეთესად წარმოჩნდეთ. მაგალითისთვის, ვინმეს თავი დაფასებულად აგრძნობინოთ, იპოვოთ შეხების საერთო წერტილი და გაუზიაროთ მას თქვენი ცოდნა. ამ ყველაფერს შეუძლია გააუმჯობესოს, თუ როგორ იქნებით აღქმული.
კარგად გამოიძინეთ
როდესაც თქვენ ძილის ნაკლებობას განიცდით, თქვენ სხვაგვარად გამოიყურებით. კანი უფრო მკრთალია, რაც ავადმყოფობის ნიშანია, გაქვთ სიშავეები თვალის უპესთან, ტუჩის კუთხეები ქვემოთ მიმართულია.
მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ ძილის ნაკლებობა სხვების თვალში დეპრესიულს და ამავე დროს ნაკლებად ჭკვიანს, მიმზიდველსა და ჯანმრთელს გხდით.
„ თუ თქვენ ნამდვილად გაკლიათ ძილი, შეუძლებელი იქნება კარგად გაუმკლავდეთ სხვადასხვა ამოცანას“. ძლიერ გადაღლას შეუძლია გავლენა მოახდინოს, თქვენს შესახებ შექმნილ პირველ შთაბეჭდილებაზე - აღნიშნავს თოდოროვი.
მნიშვნელოვანი მოვლენის წინ კარგად დასვენება და 8 საათიანი გამოძინება, თქვენი კარგად წარმოჩენის საშუალებაა.
იყავით ის რაც ხართ
კარგი პირველი შთაბეჭდილების მოსახდენად, მნიშვნელოვანია იყოთ გულწრფელი და ბუნებრივი. თუ თქვენ მუდმივად იმაზე იშფოთებთ იქცევით და საუბრობთ თუ არა შესაფერისად, შესაძლოა თქვენ არაგულწრფელი აღმოჩნდეთ, რასაც სხვა პიროვნება შენიშნავს და ერთგვარ სიგნალად მიიჩნევს, რომ თქვენ შესაძლოა რაღაცას მალავთ. ამან კი ადამიანს შეიძლება გაუჩინოს გრძნობა, რომ თქვენ სანდო არ ხართ“ - აღნიშნავს ზაიასი.
იმ შემთხვევაში თუ ადამიანი, რომელზეც შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობს, შეარჩევს ფილმს რომელიც თქვენ არ გიყვართ, ნუ მოატყუებთ. აჯობებს შეარჩიოთ ფილმიდან კონკრეტული მომენტი, რომელიც მოგეწონათ და ის აღნიშნოთ - ამბობს დემარაი.