ჩენელინგი სერაფიმე საროველთან - არსებობის მიზანი

Admin
სხვადასხვა
0
0

კონტაქტორი - სოფოოსი (8.02.2019) მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო ნაწილი პირველი მოგესალმები...

chenn

კონტაქტორი - სოფოოსი (8.02.2019)

მთარგმნელი: მამუკა გურული

წყარო

ნაწილი პირველი

მოგესალმებით, მე სერაფიმე საროველი ვარ. სანამ ამ საკმაოდ რთული თემის გაშუქებას დავიწყებ. რთულის იმიტომ, რომ ერთი მხრივ გესმით თქვენი თქვენი არსებობის აზრი, მეორე მხრივ, კაცობრიობის ნახევარზე მეტი ეძებს მას. და ეს ე.წ. პარადოქსი არც ისე ადვილად იხსნება, რადგან ბევრმა არ იცის ის ცოდნა, რაც თქვენ გაგაჩნიათ. თქვენს უმეტესობას უკვე ესმის, რომ ადამიანის ცხოვრების ძირითადი ნაწილი, მისი ე.წ. გაჩენის პრეცენდენტი დაკავშირებულია ზემდგომ სისტემებთან: სულთან, მონადასთან და მთავარ განმსაზღვრელთან. მოცემულ შემთხვევაში ყველა ეს სისტემა იძლევა გარკვეულ ვექტორს, გარკვეულ სივრცეს, და ადამიანის არსებობის „წვენს“ (შიგთავსს). „წვენში“ შედის თქვენი ემოციურ-გრძნობადი სტატუსიც, შინაგანი ენერგეტიკაც, რომელსაც სანგვინიკებს, ქოლერიკებს, ფლეგმატიკებს და მელანქოლიკებს უწოდებთ, თქვენი შინაგანი ენერგეტიკული პოტენციალიც, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, და ა.შ. ეს „წვენი“ ჩადებული მდგომარეობაა. იგი გამოყენებადია ნებისმიერი გარე სივრცისადმი, ნებისმიერი მოვლენისადმი. იგია ეგრეთწოდებული აღქმის პლატფორმა. და ეს პლატფორმა ბუნებრივად მოძრაობს ზემოთ-ქვემოთ იმის მიხედვით, თუ რა სტადიაში იმყოფება თავად ადამიანი: აგზნებულში, ავადმყოფურში, ჯანმრთელში, სასიხარულოში და ა.შ. და ყველა ეს ე.წ. მდგომარეობა იკვეთება წარსულთანაც, მომავალთანაც, აწმყოსთანაც, და ბუნებრივია ყველა ამ მრავალწახნაგოვან ვარიანტში ჩვეულებრივი ადამიანისთვის, რომელსაც საკმაოდ დიდი ცოდნა არ გააჩნია, ძალიან ძნელია გარკვევა, განსაკუთრებით ცხოვრების აზრის, ე.წ. მიზნების და ამოცანების თვალსაზრისით.

არსებობს პარადოქსი, რომელსაც ადამიანი ვერ ხედავს იმ ფორმატების, კატეგორიების და განწყობების გამო, რომელიც მას გააჩნია. იგი რეალობას აღიქვამს ან როგორც უსამართლობას, ან როგორც შეუძლებლობას, ან როგორც რაიმე სხვა მოდალობას, მაგალითად ყველაფრის შესაძლობლობას. აქ არ არის შეზუდვა სივრცესთან ურთიერთქმედების ფორმაში. აქ არის ადამიანის გარკვეული მოდელი, რომელზეც უკვე მოგიყევით. და ადამიანის ეს მოდელი ეწერება რეალობის იმ ხილულ დიაპაზონში, რომელსაც თქვენ უწოდებთ სახლს, მოვლენებს, საკუთარ თავს, ნათესავებს, მეგობრებს და ა.შ. რეალობის ეს დიაპაზონი გარკვეულ მომენტამდე 100%-ით დირექტიული იყო, და უბრალოდ გააჩნდა გარკვეული გაცნობიერებულობის ჭრილი ამა თუ იმ ფორმების და დაშვებების სახით, რომლებიც ადამიანს კვლავაც თავისი შინაგანი კატეგორიებიდან გამომდინარე გამოჰყავდა. თუ ადამიანში ე.წ. მუდმივობის კატეგორიები იყო ფორმირებული, - სამსახურისადმი, მოვალეობის შესრულებისადმი, - მაშინ იგი მთელ ცხოვრებას უძღვნიდა ამ სამსახურს, იმ მდგომარეობებს, რომლებსაც თქვენ ე.წ. რაღაცისადმი მსახურებას უწოდებთ: ფულისადმი, სამშობლოსადმი, ოჯახისადმი, კოლექტივისადმი, მნიშვნელობა არ აქვს რისადმი, ამ შემთხვევაში ეს მსახურება მასში იქცეოდა განწყობად, და იგი ამ მსახურებით იგი მსხვერპლს იღებდა იმ მისი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პოზიციებისადმი, რომელსაც ცხოვრების ბოლოს განიხილავდა, როგორც ფასეულს. ხოლო ნამდვილად ფასეულ პოზიციებს ადამიანი ცხოვრების ბოლოს იაზრებს, თუკი საერთოდ მიდის ამ აზრამდე. ესაა ბუნებასთან ურთიერთობის მდგომარეობა, ბავშვებთან, ახლობლებთან ურთიერთობის მდგომარეობა, ესაა 4D კოეფიციენტებთან ურთიერთქმედება, როგორებიცაა თავისუფლება, ჰარმონია, სიხარული. ესაა ურთიერთქმედება საკუთარ სხეულთან თავისუფალი რეზულტირებადი ექვივალენტის სახით. ასე რთულ ტერმინს ვუწოდებ ჯანმრთელობას, რადგან საერთო მდგომარეობის გამოხატვა ძალიან რთულია, რადგან ჯანმრთელი ადამიანი არც ისე ბევრია თქვენს სივრცეში. ჯანმრთელობა - ესაა ის ენერგია, რომელიც ათანხმებს საკმაოდ თავისუფალ მონადურ უჯრედს საკმაოდ თავისუფალ ცნობიერებასთან, რომელიც არაა დაპრესილი ცივილიზაციების მიერ დესტრუქციული აზროფორმების სახით, ჩამკეტავი მოვლენების სახით და ა.შ. და ადამიანი ვერ იქნება ჯანმრთელი, თუკი ის გამუდმებით ფიქრობს ფულზე, თავის მატერიალურ ყოფაზე, მომავალ ექვივალენტებზე. ასეა თუ ისე, ცნობიერების ამ ნაწილში იგი უკვე არაა ჯანმრთელი, და მაშინაც კი, თუ მისი სხეული დაკუნთულია, მოქნილია, არ გააჩნია ხილული ხინჯები მედიცინის თვალსაზრისით, ცნობიერების თვალსაზრისით მას მაინც გააჩნია დამოკიდებულებები და მიჯაჭვულობები.

მთავარ თემაზე გადასვლამდე განზრახ ვამწვავებ ამ მომენტს, და მინდა ვთქვა, რომ ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის ან მაგალითად ჭარბწონიანობის გამოსწორება გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე იმ მდგომარეობების, რომლებსაც ადამიანი ჩვევების, რწმენა-წარმოდგენების, დოგმების სახით იძენს, და რომლებსაც მასში ინფორმაციული სივრციდან ნერგავენ (სპეციალური პროგრამების, შიშის და ა.შ. სახით). და ამ მდგომარეობების განკურნება სამწუხაროდ გაცილებით უფრო ძნელია ადამიანის სტატუსის ცვლილების თვალსაზრისით, რადგან მთელი სივრცე, რომელიც მის რწმენა-წარმოდგენებზე, მის მდგომარეობებზეა ჩამოკიდებული, მისი უკან წაღებ ის, განჯაჭვის შემთხვევაში ინგრევა. ბევრმა თქვენმა მოსწავლემ და თანამზრახველმა ეს პროცესი გაიარა და ახლაც გადიან. და ისინი ამ ნგრევისას იწყებენ ამ ყოფილი სივრცის ნარჩენებზე, ნამსხვრევებზე მოჭიდებას, რადგან მათთვის ეს სივრცე გასაგები იყო. და მათ ძალიან უჭირთ ახალ მდგომარეობებში გადასვლა, რომლებიც თითქოს არც არსებობს, მაგრამ მათი შექმნა, ფანტაზიით, წარმოსახვით აწყობა შესაძლებელია.

თუკი ავიღებთ ამ დამოკიდებულობებს, ე.წ. ტერმიტების ბუდეებს, ასე ვიტყოდი ვიზუალური დაკვირვების თვალსაზრისით, რადგან ტერმიტების ბუდე, ესაა აწყობილი კონუსი, ქსელი, რომელიც იქმნება აზროფორმებით, როგორც ჭიანჭველებით, ადამიანის შინაგანი რწმენების მდგომარეობად. თუ ამ ტერმიტების ბუდეს დავანგრევთ, ადამიანი რჩება დაბნეულ მდგომარეობაში, და კითხვაზე, არის თუ არა იგი ჯანმრთელი, ჩვენ, როგორც მასწავლებელები, ვფიქრობთ, რომ ადამიანი თავში ტერმიტების ბუდით გაცილებით ნაკლებად ჯანმრთელია, ვიდრე დანგრეული მდგომარეობით, რადგან იგი თუმც კი რჩება შფოთვის, არათავისუფლების, ეჭვების მდგომარეობაში, მაგრამ მას მაინც გააჩნია უფრო კონსტრუქციულ, უფრო თავისუფალ, უფრო შემოქმედებით მდგომარეობაში გადასვლის შესაძლებლობა, ვიდრე მანამდე იყო. და თუ ჩვენ კვლავაც შევადარებთ არსებობის მიზანს, მაშინ, თუკი ავიღებთ ორ სხვადასხვა ადამიანს, მაგალითად ერთს ალკოჰოლიკს, რომელიც არ მუშაობს, წყალზე და პურზეა, ბოთლებს აბარებს ან უბრალოდ ფულს სესხულობს, მაგამ გამუდმებით მღერის სიმღერებს, საუბრობს, და ზოგიერთი მათგანი შემოქმედიცაა, როგორც, მაგალითად, ომარ ხაიამი, ბევრი ტალანტი, როგორიც იყო ჰემინგუეი, ასეა თუ ისე, მათი შემოქმედებითი პროდუქტიულობა და თავისუფლების კოეფიციენტები სივრცესთან მიმართებაში გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე იმ ადამიანში, ვინც სატრენაჟორო დარბაზში დადის, კარიერა აწყობილი აქვს, მანქანით დადის, ქმრის ან ცოლის მოვალეობას ასრულებს, ბავშვები ყავს და ა.შ. და თუკი მათ შევადარებთ, ერთი თავისუფლადაა, თუნდაც ტოქსიურ ქიმიურ ნივთიერებებთან ურთიერთქმედებაში იმყოფებოდეს, მეორეს კი არ აქვს ეს დამოკიდებულობები, მაგრამ იგი დამოკიდებულია იმ ნორმებზე, დოგმებზე და ე.წ. ორგანიზაციულ ვარიანტებზე, რომლებსაც მოვლენათა სივრცე ატარებს, მარტივად რომ ვთქვათ - სცენარი ატარებს. და თუ ამ ვარიანტს განვიხილავთ, ამ ადამიანებს, რომლებიც დამოკიდებულნი არიან სცენარზე, რომლებიც ფიქრობენ, რომ თვითკმარობაში ცხოვრობენ, მატერიალურად უზრუნველყოფილნი და თითქოს ბედნიერნი არიან, ამ ადამიანებთან ავადმყოფობა გაცილებით უფრო ხშირად მოდის, და სწაფადვე მიდის, რადგან თავად მათი მონადური უჯრედი უარყოფითი ენერგიებითაა გაჟღენთილი, და ატარებს როგორც კიბოს და ავტოიმუნურ დაავადებებს, მითუმეტეს ინფექციურს, და განსაკუთრებით ვირუსულს, და ბუნებრივია, ადამიანი ასეთ მდგომარეობაში ცხოვრების ბოლოს არათუ ვერ ხვდება, რისთვის მიეცა ეს ცხოვრება, რადგან იგი მსახურობდა, მუშაობდა, წვალობდა, და მას აქვს განწყობა, რომ შვილებისთვის წვალობდა, ოჯახისთვის, სამშობლოსთვის წვალობდა, მაგრამ სინამდვილეში ეს ცხოვრება დამოკიდებულობების ჩვეულებრივ ფორმებში გავიდა. ანუ ადამიანი გარკვეულ როლს ასრულებდა გარკვეული ფეტიშებისთვის - მანქანისთვის, ბინისთვის, ტანსაცმლისთვის, საჭმლისთვის და ა.შ. მაგრამ თუკი ამას ყურადღებით დავაკვირდებით, მაშინ იგივე ალკოჰოლიკი, აუცილებელი არაა ეს ალკოჰოლიკი იყოს, ეს შეიძლება იყოს უსახლკარო ადამიანი, რომელიც არ სვამს, ეს შეიძლება იყოს ნარკომანიც, ან ავადმყოფიც, ასეა თუ ისე, იგი არ ეხება სოციუმის დამოკიდებულებებს, იმ სტრუქტურულ მოვალეობებს, რომლებიც სცენარს შემოაქვს: კანონების შესრულება, გადასახადების გადახდა, შინაგანი მდგომარეობით გარეგანი ინფორმაციის მიღება და განმტკიცება... ესეც სჭირდება სცენარს, რადგან თუ არ გადახარშავთ და დაიჯერებთ იმას, რაც გარშემო ხდება, ეს მდგომარეობა უბრალოდ უსარგებლო გახდება. მთელი ეს პოლიტიკა, მთელი ეს პირობითი კრიზისები, სახელმწიფოს მდგომარეობები ჩვეულებრივ ფეტიშად იქცევა. ამიტომ, რა თქმა უნდა, სცენარის თვალსაზრისით ორგანიზებული ადამიანი, განსაკუთრებით ის, ვისაც ფული ჭირდება და მუდმივად ფიქრობს ამაზე, განიცდის, ეშინია, უფრო საჭიროა, ვიდრე ადამიანი, რომელიც გამოვარდა ე.წ. სოციუმიდან, თითქოს დეგრადირებადი, უინტერესო გახდა იმ სოციალური პოზიციისთვის, რომელსაც ადრე სთავაზობდნენ.

რა თქმა უნდა, რაც მას ემართება ასევე სულის არჩევანია, სულის სცენარული გეგმაა. მაგალითად, ალკოჰოლიკის შემთხვევაში სული იღებს გამოვლინების, გრძნობების ემოციების ერთგვარ თავისუფლებას. იქმნება გარკვეული პატარა 4D – 3D სივრცის შიგნით. სხვა მხრივ, არსებობს კარგად ორგანიზებული მოვლენები, მნიშვნელობა არ აქვს, მდიდარია თუ ღარიბია ადამიანი. ყველა ეს მდგომარეობა არანაირად არ რანჟირდება გარკვეული გარემოებებით. მდიდარ ოჯახებს თან ახლავთ გარკვეული შეზუდულობები, ნაცნობების არჩევის შეზღუდვა, ქონების დაცვის ვალდებულება, ბავშვების დაცვის ვალდებულება, საკუთარი თავის სოციუმთან ურთიერთობისგან შეზღუდვა, იმ ნაცნობებთან, რომლებიც ღარიბები არიან და შეიძლება ფული თხოვონ, და უამრავი სხვა გარემოება, რომელიც მათ სოციალური იერარქიის იმ სართულზე განაწესებს, რომელზეც დაახლოებით მათნაირები არიან. და ეს მათთვის ერთგვარი ციხეა, რადგან როგორც არ უნდა ატრიალო, ეს მაინც შეზღუდვა და მონობაა, რადგან ადამიანი ასულებს ვალდებულებებს და ჩაკერებულია თავის მატერიალურ კეთილდღეობაში, ბინაში, სამსახურში და ა.შ. მაგრამ როცა მოდის პენსიის დროს, როცა ჩნდება შრომისუუნარობა ორგანიზაციული ან ჯანმრთელობის მიზეზებით, ამ დროს ადამიანი იწყებს თავისი შინაგანი განწყობების შეცვლას, აზროვნების შეცვლას. ვიღაც ბოლომდე ცვლის მას, ვიღაც კი ვერ ასწრებს, და მაშინ ჩნდება კითხვა საკუთარი არსებობის მიზანზე: რისთვის ცხოვრობდა? რისთვის მუშაობდა? და აქვს თუ არა საერთოდ აზრი იმ ყველაფერს, რაც დააგროვა, რაც გადასცა, რაც დააფორმირა, და ბევრს უჩნდება სრულიად სხვადასხვა სუბიექტური მომენტები, იმის მიხედვით, თუ რომელიც ცივილიზაცია ახდენს აზროფორმების კარნახს. მაგრამ თავისთავად არსებობის მიზანი, დღეს სამწუხაროდ მხოლოდ იმ ადამიანებში ჩნდება, რომლებიც სიცოცხლის მწუხრში არიან.

ახალგაზრდობაში, ე.წ. ზრდის ადრეულ პერიოდში, ასევე სივრცესთან სრულფასოვანი ურთიერთქმედების პერიოდში, სტუდენტობის დროს, ბავშვების გაჩენის და აღზრდის დროს, ადამიანებს როგორც წესი ეს კითხვები არ უჩნდებათ. ისინი თავისთავად განლაგდებიან სცენარის მიერ ნაკარნახევი გარემოებებით. მათ არ გააჩნიათ არსებობის მიზანი, რადგან მათთვის ისედაც გასაგებია, რომ უნდა აღზარდონ შვილები, უნდა იარონ სამსახურში, უნდა აკეთონ ესა და ეს. არსობრივად, ეს მიზანი ჩანაცვლებული ხდება სივრცის მიერ შემოთავაზებული სცენარით.

მეორე ნაწილი

წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც არ ესმის რას ნიშნავს არსებობის მიზანი, და არსებობს ადამიანი, რომელიც უცებ, ახალგაზრდა ასაკში დაფიქრდა თავისი არსებობის მიზანზე. რა არის მიზანი ადამიანის გაგების თვალსაზრისით? თუ დღევანდელ მდგომარეობას შევადარებთ - მიზანი ესაა ის, რის მიღწევასაც სივრცე გვთავაზობს. და რას გვთავაზობს იგი? მას ე.წ. სოციალური ქვე-კარნახი გააჩნია, აწყობილი მრავალშრიანი მდგომარეობების და შეხედულებების დონე, რომელსაც ადამიანი ამ მიზნობრივი ამოცანების თვით-ორიენტირებამდე მიჰყავს. ესაა სამსახურის შოვნა, ბიზნესის ორგანიზება, ფულის გამომუშავება, სახლის აშენება, ბინის ყიდვა, რაიმე მდგომარეობის ფორმირება, უკეთეს შემთხვევაშ კი ბავშვებისთვის კარგი განათლების მიცემა. ვიღაც მოგზაურობს, ვიღაც კარგ კურორტებზე ისვენებს, ვიღაც მთებში დადის და ა.შ. მაგრამ ასეა თუ ისე, ყველა ეს მდგომარეობა წარმოადგენს წარმატებულობის, კარიერის, ცხოვრების გარკვეული მოდელის ცნებას, რომელიც სივრცეს შემოაქვს და მასზე ადამიანების ორიენტირებას ახდენს. დავუშვათ, ადამიანი მიხვდა, რომ ამ ფორმას, ამ ორიენტირს არაფერ კარგამდე არ მივყავართ, რადგან თავად ორიენტირი აიძულებს ადამიანს, რომ იაროს მაღაზიებში, იდგეს საცობებში, იცხოვროს ბინებში, სადაც ხმაურიანი მეზობლები არიან, სადაც ფანჯრის ქვეშ ავტომობილების ხმაა, მათი გამონაბოლქვი ზედა სართულებამდე აღწევს, სკოლები აიძულებენ მათ ბავშვებს, რომ იფიქრონ ისე, როგორც ფიქრობს სცენარული ეგრეგორი, და აფორმირებს მათ ცნობიერებას. ესაა ყველა ის მდგომარეობა, რომელიც იძულებულია რომ განიცადოს, და თუ უცებ ხვდება, რომ ეს არაა მიზანი, მაშინ იწყებს სხვა, საწინააღმდეგო მოზნებზე, რომლებიც შეიძლება ამ სივრცეში ჰქონდეს.

ასეთი ადამიანების რაოდენობა უფრო და უფრო იმატებს, და ამიტომაც წამოვწიეთ ეს თემა. ანუ ადამიანები სცენარის სისტემაში თავიანთი როლების შესრულებისას, ბიზნესში მუშაობისას, სახელმწიფო სამსახურში მუშაობისას, გარკვეული ოჯახური მოვალეობების შესრულებისას, იწყებენ აბსტრაგირებას და გამოვარდნას სულის გრძნობადი ველების მეშვეობით ე.წ. მოლოდინის მდგომარეობაში, ერთგვარი მომავლის მდგომარეობაში, რომელიც მათ იზიდავთ. ადრე მოვიყვანეთ მაგალითი, როგორ აგდებს მათ სიყვარულის მოლოდინი ფორმირებული რეალობიდან. და ისინი მიდიან ამოუცნობის მიმართულებით, ზოგიერთი აქტურად, ზოგიერთი პასიურად... იწყებენ სხვადასხვა ინფორმაციული წყაროების, ეზოთერული ცოდნის ძიებას, უყურებენ ფილმებს, აფორმირებენ სანაცნობო წრეს. ვიღაც თავისი ცივილიზაციის ზეგავლენით ისეთი ურთიერთობის ფორმებში გადადის, რაც მის ყველა ძალისხმევას წყალში ყრის და უკან აბრუნებს. მაგრამ მათ ყოველ ჯერზე უჩნდებათ კითხვა: რა აზრი აქვს ამჟამად ჩემს ცხოვრებას? რადგან მათ აღარ აინტერესებს არც სამუშაო, აღარც ოჯახი... პირველ რიგში ისინი ელიან მომავალს, და მიზნის ფორმირების საკითხი უკვე დგას, რადგან მაშინ ცივილიზაციამ, რომელიც მათ კურირებს, უნდა შესთავაზოს რაღაც ისეთი, რაც იმ გრძნობად ველს, იმ მდგომარეობას, იმ ფორმატებს შეესაბამება, რომელსაც სული ამ დამკვირვებლისგან, ამ ადამიანისგან ითხოვს.

თავისთავად სულთა გრძნობების სისტემაში ამ ენერგეტიკული პატერნების ჩადების პროცესი მრავალი ცივილიზაციისთვის გადაუჭრელი ამოცანაა, რადგან მათ არაფრის შეკმოთავაზება არ შეუძლიათ გარდა სცენარული პლანისა, ვიწრო დიაპაზონისა. და ისინი ამ დიაპაზონს სხვადასხვა ვარიანტებში ბურთივით ატრიალებენ, მაგრამ თუ ბურთი ყველა მხრიდან ერთი ფერისაა, რაც არ უნდა ატრიალო, არაფერი შეიცვლება. ამიტომ მოვლენების განვითარებისას შესაძლოა ადამიანს შეეცვალოს რაღაც მოდალობები, რაღაც ფაქტორები, ვიღაც ნაცნობები, მაგრამ მთლიანობაში არაფერი დიდად არ იცვლება, რადგან ადამიანი გახევებულია სწორედ ამ კონფლიქტის გამო, იმის გამო, რომ არ შეუძლია ცივილიზაციის საზოგადოების და მთავარი განმსაზღვრელის თვალსაზრისით გადაინაცვლოს იმ მიმართულებით, სადაც ეს მოლოდინები განხორციელებას იწყებენ. და რა მოლოდინებია ეს? ესაა სიყვარულის მდგომარეობა, ესაა საკუთარი თავისუფლების გაფართოება, ესაა თავისუფალი აზროვნების გაჩენა, ამასთან, აუცილებელი არაა ეს ტრენინგების მეშვეობით, ან აზროფორმების ანალიზის მეთოდით ხდებოდეს. ზოგთან ეს სტიქიურად ხდება; ესაა ჰარმონიის და სიხარულის მდგომარეობა, და ყველაზე მთავარი - ესაა იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებთანაც მომავალშიც გინდა ურთიერთობის გაგრძელება. და ეს მდგომარეობები თითქოს შეკუმშულია, გაშლილი არაა, ისინი ადამიანში პოტენციური მიზნის სახით არსებობენ, რადგანაც თუკი ავიღებთ განვითარებას ტექნოგენურ სივრცეში, დესტრუქციული ტიპის 4D სივრცეში, მაშინ ეს მდგომარეობები იქ უფრო მოთხოვნადია, უფრო მეტადაც კი, ვიდრე კონსტრუქციული ტიპის, რადგან თუკი ავიღებთ კონსტრუქციულ სივრცეს, რომელზე მოჭიდებას და იქ წასვლას ბევრი თქვენგანი ცდილობს, ამ სივრცეში სხვასთან დაკავშირებისას ყველა ქმნის უფრო სრული და თავისუფალი შემოქმედების საკუთარ ექვივალენტებს, მაგრამ ყველა თქვენგანი მზად არაა აზრებში და ფანტაზიებშიც კი ბოლომდე გაექცეს ამ რეალობას, დასახლდეს სადმე ბუნებაში და შექმნას თავისი ქმნილების პროდუქტები იმ განწყობებიდან და შინაგანი რწმენებიდან გამომდინარე, რომლებიც შემოქმედებასთან მიმართებაში დაუფორმირდა. ჯერჯერობით ეს პროცესი ახლა დგება. შესაბამისად, აქ არსებობს ამ ველების განვითარების ე.წ. შერეული მდგომარეობები. თუკი სული უკვე აგდებს ადამიანს მისი ჩვეული კატეგორიებიდან, კოორდინატებიდან, აზროვნებიდან, ურთიერთობებიდან, თავად ცივილიზაცია, რომელსაც ეს არ შეუძლია, უბრალოდ ღუზის, მუხრუჭის როლს ასრულებს. და ამ მდგომარეობაში ადამიანს ესმის, რომ ვიღაც ამუხრუჭებს, აჩერებს მას, და აქ უკვე (ეს უფრო ეზოთერიკოსებისთვისაა) უნდა დაიჭიროთ ეს მომენტი, რადგან ამ მომენტში ცივილიზაციას შეგიძლიათ ხელი ჩაკიდოთ და შეიგრძნოთ მისი ენერგეტიკა, შეიგრძნოთ მუხრუჭის ეს მდგომარეობა, შეიგრძნოთ მოვლენებისა და აზროფორმების აწყობის ეს მდგომარეობა. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ შემდგომ უკვე უფრო შემოქმედებით და თავისუფალ მდგომარეობაში გადასვლის შემოქმედებითი პროცესი დაიწყოთ. რადგან თუკი ცივილიზაციას არ შეგიცვლიან და ის ძველი დარჩება, თქვენ ისწავლით ამ ცივილიზაციასთან ურთიერთობას და მისი ენერგეტიკის შეგრძნებას. ამით ისწავლით, ისე მოეპყროთ მას, როგორც კიბეს, როპმლის მეშვეობითაც საკუთარ ბინამდე ადიხართ. თქვენ ხომ არ ვარდებით ამ კიბიდან, ან არ ჩამოგორდებით მასზე, არამედ ყოველ საფეხურთან ერთად ზემოთ იწევით და თითქოს ეყრდნობით ამ მდგომარეობას. ზუსტად ასევე შეგიძლიათ ისწავლოთ ცივილიზაციის ენერგეტიკაზე დაყრდნობა და ამის მეშვეობით სულიერი ზრდა. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ეს ასეა.

თქვენ ერთხელ წაგიკითხეს ძალიან საინტერესო ჩენელინგი მომავლის ხედვის შესახებ, მომავლის სივრცეში იმ აზროფორმების ჩაგდების შესახებ, რომლებიც ადამიანის აუცილებელ თვისებებს განსაზღვრავენ. ზუსტად ასევე ბევრმა თქვენგანმა უნდა ისწავლოს, რომ კი არ გადალახოს დესტრუქციული მოვლენები, კი არ აღმოაჩინოს დესტრუქციული აზროფორმები, არამედ წინ წავიდეს და თვითონ შექმნას ეს დესტრუქციული მოვლენები, დესტრუქციული აზრები, და ოპერირება მოახდინოს ამ ენერგეტიკით ზუსტად ისევე, როგორც სიხარულის და ბედნიერების ენერგეტიკით. ეს შესაძლებლობა ჩადებულია ყველაში, ვისაც ცოტათი მაინც შეუძლია თავისუფალი აზროვნება. აქ საჭიროა როგორც მესამე, ასევე მეოთხე დაკვირვების წერტილი, რომელიც ასე თუ ისე ახდენს ამ მდგომარეობის ეკრანირებას და ცნობიერად აქცევს მას. თუ ეს წერტილები არაა, მაშინ არ არის შესასვლელი ანალიზიც სიტუაციაში და ცივილიზაციურ საზოგადოებასთან თანამშრომლობაში.

რატომ გავუსვი ხაზი ამ მომენტს? საქმე იმაშია, რომ მდგომარეობა იქმნება იმ სცენარიდან, რომელსაც თქვენთვის ცივილიზაციების გარკვეული რაოდენობა ქსოვს, და თუ მათ საერთო ენას ვერ იპოვით და ვერ იგრძნობთ, თქვენი ცხოვრება მუდმივ ბრძოლად, საკუთარი თავის მუდმივ გადალახვად, რაღაცის მიღწევის მცდელობად იქცევა. მაგრამ თუკი შეიგრძნობთ ამ ე.წ. სტატუსს, თავად შინაგან მდგომარეობას, როგორც შემოტანილს, უცხოს, და არა როგორც თანდაყოლილს, არავითარ შემთხვევაში, რადგან თქვენი ცნობიერება თითქოს ყოფს თქვენს კატეგორიებს ორ ნაწილად: ფიჭური ტელეფონი თქვენთვის კარგია, ასევე კარგია საჭმელიც, მაგრამ დავუშვათ ხმაურიანი მანქანები, ან ყვირილი ქუჩაში თქვენთვის პირობითად ცუდია. ასეა თუ ისე, თქვენ მაინც ყოფთ ამ სივრცეს. სინამდვილეში იგი ერთიანია, და უფრო მეტიც, ზოგჯერ ამოტრიალებულ მდგომარეობაშიც კი, რომელიც ასეა თუ ისე იგივე ტექნოგენური კოეფიციენტებისგან შედგება. უბრალოდ ეს შემოტანილი მნიშვნელობები ისეა შენიღბული, ისეა ჩაკერებული თქვენს კატეგორიებში, რომ რაღაც კონკრეტული კარგი გგონიათ. ეს ჩვეულებრივი ტექნოგენური ალგორითმია, რომელიც უფრო მეტადაც კი გაჯაჭვავთ სივრცეს, ვიდრე ის მდგომარეობა, რომელსაც თქვენს მიჯაჭვულობად თვლით. მაგალითად, ტკბილისადმი მიდრეკილებას, ან ცხოვრების ნაკლებად მოძრავ წესს. ასეა თუ ისე, ეს მდგომარეობები ხელშეხებადი და განსაზღვრებადია.

თუკი ცხოვრების მიზანს დავუბრუნდებით, თავად მომავლის სივრცესთან ურთიერთკავშირის მიზანი და ამოცანა ამჟამად თქვენთვის განისაღვრება 4D კატეგორიებთან ურთიერთობით, და სწორედ ესაა ერთადერთი, რომლის დეკლარირებაც შეგვიძლია, როგორც პოსტულატის, მაგრამ არა განვითარების, არამედ მიზნის, რადგან თუ ადამიანი უფრო თავისუფლად და სიხარულით სავსედ გრძნობს თავს რაღაც მდგომარეობაში, სწორედ ესაა მიზანი, მაგრამ თუკი იგი თავს უფრო მდიდრად, უფრო ავტორიტეტულად გრძნობს, იგი უნდა დაფიქრდეს, არის თუ არა ეს მიზანი, და ყოველთვის თქვენი ცხოვრების დასასრულს უნდა უყუროთ, თუნდაც ეს ახლოს არ იყოს, თავი უნდა წარმოიდგინოთ ბაბუად და ბებიად, რომელიც თავისი ურთიერთობების წრეში იმყოფება: შვილების, თანამზრახველების და ა.შ. და როგორც სტატისტიკა ამბობს, სიბერეში მარტოობა ყველაზე ხშირი მდგომარეობაა, მათ შორის მათთვისაც, ვისაც წარმატებული, განსაკუთრებით კი მდიდარი და კარიერისტი შვილები ჰყავს. მათ იშვიათად ახსენდებათ მშობლები. შესაბამისად, ასეთი მომავლის, და მათ შორის საკუთარი შვილების შექმნით, თქვენ ეს მიზანიც უნდა დაინახოთ: რისი მიღება გინდათ სიბერეში? საით მიდის თქვენი ვექტორი? თუკი ვექტორი სიბერეში აჩვენებს, რომ თქვენ სრულფასოვნად განვითარდებით და შემოქმედებითი იქნებით ყველაზე დიდ ასაკშიც კი (80-90 წლის ასაკში), მაშინ სწორედ ესაა თქვენი მიზანი. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა მოახდინოთ ოჯახური ურთიერთობების ფორმირებაც. და რას ნიშნავს ოჯახური ურთიერთობები? თუკი სოციუმის სტატუსში აფორმირებთ მათ, თქვენ შორდებით შვილებს, თუკი შვილებს უკეთებთ კარიერას, ამიტაც ემშვიდობებით მათ, თუკი მდიდრდებით, თავისუფლებას კარგავთ, მაგრამ ეს არაა მოწოდება, რომ ფული არ გქონდეთ, ან შვილები არ აღზარდოთ, საქმე იმაშია, თუ როგორ გააკეთებთ ამას და როგორ დააკავშირებთ ერთმანეთთან. და აქ ყველას თავისი მოქმედების მოდელი გააჩნია. სცენარული თვალსაზრისით, თქვენი ცივილიზაცია, როგორც წესი ბლოკავს ამ სცენარის ფორმირებას შორეულ დისტანციაზე, რადგან მათ ძალიან ეშინიათ ამ მოვლენის. და ამ შემთხვევაში მათ უნდა გაითვალისწინონ ეს სცენარი, რომელსაც ჩვენ, მასწავლებლები, შემდეგ ვატარებინებთ მათ, როგორც ფორმირებულ აზროფორმას დამკვირვებლებისთვის მომავალ პერიოდში. ამ შემთხვევაში ისინი ანგარიშს გაგიწევენ და ვერ გაექცევიან ამას. მაგრამ მეორე მხრივ, მატერიალურ მონაპოვართან დაკავშირებული მიზნებისა და ამოცანების ფორმირება მაშინვე წარმოშობს ცივილიზაციაზე დამოკიდებულობის გარკვეულ დონეს. ეს არსობრივად ისაა, რაც მათ ჭირდებათ, მაგრამ არსებობს სცენარის ფორმირების უამრავი შუალედური და სხვა სახის ფორმა, რომლებიც აფორმირებენ რა ურთიერთქმედებას მოვლენათა სივრცესთან, თავისთავად გულისხმობენ ფულის ეკვივალენტებსაც, მატერიალურ კეთილდღეობასაც, მაგრამ მნიშვნელობათა მხოლოდ მეორე, მესამე და მეოთხე დონეებზე.

დღეისათვის გამოდის, რომ ადამიანი, აფორმირებს რა თავის მომავალ მდგომარეობას, პირველ რიგში ფიქრობს სარგებელზე, მიზანშეწონილობაზე, იმაზე თუ რამდენი, რისთვის და როდის უნდა მიიღოს, და სწორედ ეს ანგრევს მთელ სქემას, სწორედ ეს აქცევს მას სამგანზომილებიანად. მაგრამ ადამიანი რომ სხვაგვარად ფიქრობდეს, და არსებობს თავისუფლების კატეგორიაში მყოფი მდგომარეობები, მაშინ ყველაფერი იგივე გამოვიდოდა, მაგრამ სხვა სტატუსით და ეკვივალენტით. ამიტომ ერთ-ერთი მიზანი, ან უკეთესია თუ ვტყვით - მიზანშეწონილობა - ესაა საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების გადაფორმატება, არა მთლად ფულისგან დამოუკიდებლობა, არამედ სხვა ორიენტირების, სხვა კატეგორიების ფორმირება მომავალში, რაც ადამიანის ცხოვრებას საფუძვლიანად ცვლის. რადგან. დამოკიდებულობის დონე იმისგან, თუ რისი გაკეთებაა საჭირო სოციუმისთვის, საკუთარი „საყვარელი მე-სთვის“, რომელიც მერე აღარც ეყვარება, რადგან სიბერის ასაკში შეგძულდებათ თქვენი თავი იმის გამო, რომ იმას ემსახურებოდით, რაც არ გჭირდებოდათ, მაგრამ ამის გაცნობიერება უკვე ძალიან გვიან მოდის. ეს მოდის იმ აზროფორმების სახით, რომელსაც მასწავლებელთა სისტემა გაწოდებთ სულის შინაგან გრძნობებთან და განცდებთან ერთად, იმისთვის, რომ განახორციელოთ შინაგანი მონანიება, შინაგანი განწმენდა, შინაგანი გასწორება იმ ველებისა, რომლებიც ამ სცენარისთვის აიწყო. დადგა დრო, როცა ეს სცენარი თითქოს არ არსებობს. იგი თითქოს არის, მაგრამ თან არ არის. ამ სივრცეში საკმარისად არიან დამკვირვებლები, რომლებიც ისევე დაიკავებენ მას, როგორც ატლანტებს ეჭირათ ცა. და ისინი კიდევ საკმაოდ დიდხანს დაიჭერენ მას. საქმე იმათშია, ვისაც განთავისუფლება შეუძლია, მაგრამ ბევრ მათგანს არ სურს განჯაჭვის გზით წასვლა, არ სურთ თანამზრახველთა კოლექტივში გაერთიანება, მაგრამ მათაც კი გააჩნიათ ალტერნატივები, მათაც კი გააჩნიათ გარკვეული პარადიგმა, რომელიც უფრო პოლიტიკური ნების, პოლიტიკური წყობის, ან უკეთესია თუ ვიტყვით - სოციალური შეხედულებების ფორმირებას ჰგავს, რომლებიც ასე თუ ისე ახდენენ ადამიანის გადაფორმატებას თავისუფალ შინაგანად მდიდარ ადამიანად. იმ ადამიანად, რომელსაც ესმის თავისი მიზნები და დააფორმირებს მათ, მათ შორის სიბერეშიც. და სწორედ ამაზე უნდა დაფიქრდეთ, სწორედ ესაა მიზანი და ამოცანა, რადგან ხშირად და შემთხვევათა უმეტესობაში, როგორც წესი ადამიანი არ ფიქრობს, რას გააკეთებს მომდევნო კვირაში ან ერთი თვის მერე სწორედ როგორც თავისუფალი, დამოუკიდებელი. იგი არ ამატებს იქ თავის ფანტაზიებს, თავის მიზნებს, თუმცა ისინი თვალნათლივია, ისინი სახეზეა, ისინი არსებობენ მინიშნებების სახით, ჩვენი უამრავი საუბრის სახით.

მსგავსი სტატიები

კვანტური მექანიკა ამხელს მატერიალიზმს (3)


ავტორი: ლეო გურა მთარგმნელი: ქრისტი ჩხაბერიძე ტრანსკრიბცია ვიდე...

ოშო - ქორწინების და ბავშვების შესახებ


– ოდესმე გიფიქრიათ დაქორწინება? – არა, არასდროს. მე დასაწყისშივე ვ...

მათემატიკის სისტემა


შესავალი სიტყვა.. magma-ს ერთ-ერთი ძირითადი მიზანია შემეცნება. შე...

ჩენელინგი სერაფიმე საროველთან - არსებობის მიზანი


კონტაქტორი - სოფოოსი (8.02.2019) მთარგმნელი: მამუკა გურული წყარ...

პალმისტრი - გულის ხაზის ინტერპრეტაცია


მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო ამ ხაზის წაკითხვა ორივე მიმართულე...

აღმოაჩინე შვიდი


ავტორი: ანა თოფურიძე ყოველი დღე ახალი რეალობაა და შანსი რაღაც ახ...

DEEP STATE -ჩრდილოვანი სახელმწიფო (მეორე ნაწილი)


ის რაც ამ ნაწილში მინდა წარმოგიდგინოთ, ზოგს ზღაპარი ჰგონია, ზოგს გა...

ტრადიციების ძალა კოლექტიურ ცნობიერებაში


ავტორი: ანა თოფურიძე კაცობრიობის წარსულმა გამოცდილებებმა უამრავი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff