გაკვეთილი ისლანდიიდან: ხალხს შეუძლია ჰქონდეს ძალა

Admin
სხვადასხვა
0
0

წყარო: The Guardian ავტორი: ბირგიტა ჯონსდოტირი მთარგმნელი: ნინა ლაზარიაშვილი ისლანდიაში არსე...

Protesters demonstrate in 007

წყარო: The Guardian

ავტორი: ბირგიტა ჯონსდოტირი

მთარგმნელი: ნინა ლაზარიაშვილი

ისლანდიაში არსებულმა საბანკო კრიზისმა დაგვანახა, რომ 21-ე საუკუნე, ჩვენი, ჩვეულებრივი ადამიანების იქნება.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის სიტყვაში თავისუფალი პრესის დღეზე თქვა: „კანონშემოქმედება სოსისის მომზადებას გავს, სინამდვილეში არავის უნდა იცოდეს, თუ რისგან შედგება შიგთავსი“. ამით მან ხაზი გაუსვა ფაქტს, თუ რამდენად ძვირად უჯდება სახელმწიფოს კანონი ინფირმაციის თავისუფლების შესახებ. მან ასევე მოუწოდა ჟურნალიტებს, რომ ისინი არ უნდა ითხოვდნენ მსგავსი მოცულობით სამთავრობო ინფორმაციას. მისმა სიტყვებმა გააშიშვლა თანამედროვე დემოკრატიის უმთავრესი პრობლემა: მეტისმედად დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც არ აინტერესებთ თუ რისგან შედგება სოსისის შიგთავსი, არამხოლოდ, ეგრეთ წოდებულ კანონშემოქმედებს, პარლამენტარებს.

თუ ჩვენიდან 99% გვინდა, რომ ჩვენი ძალა დავიბრუნოთ, საიდანმე უნდა დავიწყოთ. მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია კორპორაციებს და სახელმწიფოს შორის კავშირის გაწყვეტა, ამისათვის კანონშემოქმედების პროცესი უფრო გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ ყველასთვის, ვისაც სურს იცოდეს ან მონაწილეობა მიიღოს მასში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ რისგან შედგება „სოსისის კანონი“; კორპორატიული ლობისტების მონოპოლია უნდა დასრულდეს, მით უმეტეს თუ კანონი არეგულირებს საბანკო და ინტერნეტ სფეროს.

ისლანდიის მოსახლეობა 311 000 ადამიანისაგან შედგება, რაც ჩვენ პატარა ბიუროკრატიულ სისტემას უფრო სწრაფს და მოქნილს ხდის ვიდრე ის სხვა ქვეყნებშია. ბევრს ისლანდია იდეალურ ქვეყნად მიაჩნია ექპერიმენტებისთვის, ახალი გადაწყვეტილებებისთვის ტრანსფორმაციის ერაში.

ამ მხრივ, პირველი რევოლუციია ჩვენ 2008 წელს გვქონდა ფინანსური პრობლემების შემდეგ. გამჭვირვალობის ნაკლებობის კორუფციისა და ნეპოტიზმის გამო ისლანდიამ მესამე მსოფლიო ფინანსურ კრიზისში მასშტაბით მესამე ადგილი დაიკავა, რამაც დიდი გავლენა იქონია ჩვენზე. ისლანდიელმა ხალხმა გაიაზრა, რომ ყველაფერმა რისიც გვწამდა იმედი გაგვიცრუა. ერთ- ერთ მოთხოვა, რომელიც პროტესტს მოჰყვა და რამაც მთავრობისგან გათავისუფლებამდე მიგვიყვანა, ცენტრალური ბანკის მენეჯერი და ფინანსური მმართველი- იყო ის, რომ ჩვენ შეგვეძლო ხელახლა დაგვეწერა ჩვენი კონსტიტუცია. „ჩვენ“-ში ვგულისხმობ 99% და არა პოლიტიკოსებს რომლებმაც იმედები გაგვიცრუეს. მეორე მოთხოვნა იყო რეალური დემოკრატიის ინსტრუმენტების ქონა, როგორიცაა პირდაპირი გზით ნაციონალური რეფერენდუმის მოწვევის უფლება და პარლამენტის დათხოვნა.

როგორც აქტივისტს, ვებ დეველოპერსა და პოეტს, არასოდეს მქონია სურვილი ვყოფილიყავი პოლიტიკოსი ან/და რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი. ამ განსაკუთრებულმა დრომ მაიუძულა შევცვლილიყავი. კრიზისიდან გამომდინარე, მე დავეხმარე ისეთი პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბებას, რომელიც შედგებოდა უბრალო ხალხისგან. ჩვენი გაერთიანება ოფიციალურად შეიქმნა არჩევნებამდე 8 კვირით ადრე და დამყარებული იყო ისეთ ღირებულებებზე როგორიცაა ჰორიზონტალიზმი და კონსესუსი. ჩვენ არ გვყავდა ლიდერები, მაგრამ გვყავდა სპიკერები, რომლებიც ერთანეთს ანაცვლებდნენ; ჩვენს იდენტიფიცირებას არ ვახდენდით როგორც მემარჯვენეების ან მემარცხენეების, არამედ კონკრეტული საკითხების მოსაგვარებლად შექმნილ დემოკრატიულ რეფორმას, გამჭვირვალეს და ხალხის დასახმარებლად შექმნილს და არა ბანკების. დავიფიცეთ, რომ პარლამენტში არავინ დაჰყოფდა 8 წელზე მეტ დროს და ჩვენი მოძრაობა დაიშლებოდა, მაშინაც კი, თუ ამ ხნის მანძილზე დასახულ მიზანს ვერ მივაღწევდით. ჩვენ არ გვქონდა ფული, არ გვყავდა ექსპერტები; ჩვენ უბრალო ადამიანები ვიყავით, რომელთაც მანამდე არ ჰქონიათ საკმარისი ძალაუფლება, მაგრამ სჭირდებოდათ იგი, როგორც სისტემის შიგნით, ისე მის გარეთ. ჩვენ მივიღეთ ხმების 7% რის საშუალებითაც მტრის ბანაკში შევაღწიეთ.

ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა 2008 წლის მოვლენების შემდგომ. ჩვენი კონსტიტუცია გადაიწერა ხალხის მიერ, ხალხისთვის. კონსტიტუცია მნიშვნელოვანი საზომია იმისა, თუ როგორ საზოგადოებაში უნდათ ადამიანებს ცხოვრება. ესაა სოციალური შეთანხმება/ხელშეკრულება. მისი მიღების შემდეგ, იგი მისცემს ხალხს ძალაუფლებას და საჭირო მექანიზმებს მათ შესაკავებლად ვინც ხელისუფლებაშია. კონსტიტუციის საფუძველი შექმნა 1000 მოქალაქემ რომელთა არჩევაც მოხდა ნაცინალური რეესტრუდან. ავირჩიეთ 25 ადამიანი იმისათვის, რომ მოცემული ხედვა ტექსტად ჩამოეყალიბებინათ. ახალი კონსტიტუცია ახლა პარლამენტშია. ეს იქნება 99% გარანტი იმის, რომ მის საფუძველზე მოწვეული იქნება რეფერენდუმი, რათა პარლამენტის შეგნით კარგად ვიცოდეთ რა სურს ერს და მივყვეთ მის სურვილებს.თუ კონსტიტუცია მიღებული იქნება, ფაქტობრივად ყველა დასახული მიზანი თითქმის მიღწეული გვექნება. ჩვენი გეგმა დაწერილი იყო სხვადასხვა ღია პლატფორმის საფუძველზე; პირდაპირი დემოკრატია ჩვენი პოლიტიკური კომპასის უკიდურესი ჩრდილოეთია, ყველაფერში რასაც ვაკეთებთ.

თუმცა, პირდაპირი დემოკრატიის ინსტრუმენტების ქონა არაა საკმარისი. ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზები, რომ საზოგადოება შთავაგონოთ იმ რეალობის თანაშემოქმედნი გახდნენ, რომელში ცხოვრებაც მათ თავად სურთ.ეს მხოლოდ იმ შემთხვევასია შესაძლებელი თუ პირდაპირი დემოკრატია უფრო ლოკალური გახდება. მაშინ საზოგადოება იგრძნობს მათი წვლილის მნიშვნელობას. ჩვენ არ გვჭირდება უფრო დიდი სისტემები, არამედ უკვე არსებულების შემცირება, მაშინ ისინი ნამდვილად მოემსახურებიან ჩვენ ინტერესებს, ხოლო ჩვენ შევძლებთ მათ ახლებურად ჩამოყალიბებას.

დედაქალაქში უკვე იქნა გაშვებული პირდაპირი დემოკრატიის პლატფორმა, სადაც ნებისმიერს შეუძლია დააფიქსიროს თავისი შეთავაზება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ქალაქს ეხება. ქალაქის საბჭომ უნდა აარჩიოს 5 საუკეთესო შეთავაზება და დაამუშაოს ისინი, ყოველ თვეს. შემდეგი ნაბიჯია იგივე სისტემის შექმნა პარლამეტისთვის, ხოლო ამის შემდეგ უკვე ლოგიკური ნაბიჯია იგივე სისტემის შექმნა მინისტრთა კაბინეტისთვის.

საუბრებიდან, რომლებიც მე “Occupy London” წარმომადგენლებთან მქონდა ირკვევა რომ ყველანი ერთ აზრზე ვართ. არცერთი სისტემა არ მუშაობს: საბანკო, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, სოციალური, პოლიტიკური- ყველაზე ლოგიკური იქნებოდა ახალი სისტემის შექმნა, რომელიც არ იქნება დაფუძნებული სამომხმარებლო პრონციპებზე, რომელიც ზდრის მოგებას და ხელს უწყობს თვით განადგურებას. ჩვენ ძლერები ვართ, ძალაუფლება ჩვენია; ჩვენ უმრავლესობა ვართ, ისინი უმცირესობა. არსებობა კრიზისის პერიოდში გვიწევს.მოდი გამოვიყენოთ ეს დრო რეალური ცვლილებებისთვის რომლის განხორციელებაც მასებს შეუძლიათ.

 

მსგავსი სტატიები

კვანტური ფსიქოლოგია (ამონარიდები რობერტ ანტონ ვილსონთან ინტერვიუდან)


ტრანსკრიბცია ვიდეოდან მთარგმნელი: ნანა აბესაძე დაახლოებით 1973 ...

ტრავმების წყარო


ტრავმების წყარო (I ნაწილი ანიშა დილანის წიგნიდან - "ტანტრა - გზა ნ...

CDC-ის ყოფილი პრეზიდენტი საეჭვო მანევრს აკეთებს


წყარო პირველადი წყარო სააქციო ბირჟის ვებ-გვერდზე (წყარო-1) დაფი...

ოშო - ქორწინების და ბავშვების შესახებ


– ოდესმე გიფიქრიათ დაქორწინება? – არა, არასდროს. მე დასაწყისშივე ვ...

ჩენელინგი სერაფიმე საროველთან - არსებობის მიზანი


კონტაქტორი - სოფოოსი (8.02.2019) მთარგმნელი: მამუკა გურული წყარ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას PDF წიგნების სრული სია

Screenshot 2025-09-12 at 18.17.44

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 420 ლარის ნაცვლად 200 ლარი იქნება. 

☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.
☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ ჰაინრიხ კორნელიუს აგრიპა - "ოკულტური ფილოსოფია" (10 ლარი)

წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff