ჰოპონოპონო

Admin
სხვადასხვა
0
0

ავტორი: Ihaleakala Hew Len მთარგმნელი: თამარ რეხვიაშვილი რა არის ჰოპონოპონო? ჰოპონოპონო - ეს...

Hooponopono e1461941790136

ავტორი: Ihaleakala Hew Len

მთარგმნელი: თამარ რეხვიაშვილი

რა არის ჰოპონოპონო?

ჰოპონოპონო - ესაა ცხოვრების ფილოსოფია.

ყველა სიტუაციაში ჩვენი რეაგირება, ჩვენი აზრები და რწმენა, ხშირ შემთხვევაში არაცნობიერია. ჰოპონოპონო განმარტავს, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ ყველა სიტუაციაზე, რაც ჩვენს გარშემო ხდება, მათ შორის, გარე მოვლენებზე.

ჩვენ გვაქვს რწმენა,რომ პრობლემები გარედან მოდის და სხვადასხვა მიზეზების ძიებით ვცდილობთ მათ ჩვეულებისამებრ გადაჭრას. ჰოპონოპონო ასწავლის,რომ ყველაფერი ხდება ადამიანში. ეს არის ჩვენში, რომ ჩვენში უნდა ვეძებოთ პრობლემა და გადაჭრის გზაც. როგორ?

თითოეული ქმნის თავის საკუთარ რეალობას და ერთად ვქმნით "მსოფლიოს" , როგორი მოგონებები,ფიქრები და ემოციები გვაქვს შიგნით, ჩვენს ირგვლივ სამყაროც შესაბამისია.როგორც კი ვასუფთვებთ შინაგან სამყაროს,გარე სამყაროც შესაბამისად იცვლება.

ჩვენ ყველანი, ჩვენი ერთიანი გონება, ჩვენი ინდივიდუალური ევოლუცია ხელს შეუწყობს სხვა ადამიანებს. თითოეულის პროგრესი კი ყველას პროგრესია.

როგორ გამოიყენება ჰოპონოპონო?

როცა ვხვდებით არასასიამოვნო სიტუაციაში ან განვიცდით უარყოფით ემოციებს. გონებაში ვიმეორებ 4 სიტყვას (ერთგვარ "მანტრას").

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ესაა ჩვენი მოგონებების გაწმენდა, რომ ჩვენი გონება შეიძლება განკურნოს. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ პრობლემა მოგვარდება, ეს არ იქნება ძალიან რეალისტური.

ჰონოპონოს მთავარი აფირმაციები:

ვწუხვარ.
მაპატიე.
მადლობა.
მე შენ მიყვარხარ.

თუ კი ყოველ დღე მექანიკურად და ავტომატურად აწარმოებთ ამ აფირმაციებს მოხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩვენს რეალობაში და მსოფლიოში. თუ გსურთ, განიცადოთ ჰოპონოპონოს ჭეშმარიტი ძალა, მაშინ თქვენ უნდა იცხოვროთ ამ 4 ემოციის ვიბრაციებით.

ამ პრაქტიკის ყოველდიურ ცხოვრებაში გამოყენებით ნახავთ რომ თქვენი ცხოვრება დაიწყებს რადიკალურ ცვლილებებს,სწრაფად აისახება კონკრეტული ფაქტები, თქვენი გონება სხვავარად დაიმუხტება პოზიტიური ემოციებით და დამატებით ყველა ბედნიერი სიახლე იქნება შესაძლებელი.

მსგავსი სტატიები

ტრადიციების ძალა კოლექტიურ ცნობიერებაში


ავტორი: ანა თოფურიძე კაცობრიობის წარსულმა გამოცდილებებმა უამრავი...

სად არის გრძობები და სად - აზრები?


ტრანსკრიფცია დიმიტრი ტროცკის ვიდეოდან მთარგმნელი: ქეთევან მიმინო...

მოგზაურობა: დადებითი მხარეები, სიძნელეები და ამ სიძნელეების დაძლევის გზები.


ავტორი:ნუცა აივაზაშვილი დავიწყებ ჩემი ორთვიანი განავრდებით იტალიაშ...

კაჰუნების საიდუმლო ცოდნა


მთარგმნელი: მამუკა გურული ჰუნა (კაჰუნების სწავლება, კაჰუნები – ს...

აპოლონური და დიონისური პრინციპების შეერთება


ძველ ბერძნულ ნახატზე გამოსახულია ვეფხის ტყავით შემოსილი დიონისე... ...

მათემატიკის სისტემა


შესავალი სიტყვა.. magma-ს ერთ-ერთი ძირითადი მიზანია შემეცნება. შე...

ვინ არის ბიძინა ივანიშვილის პირადი შამანი, და ვინ მოუტანა მას წარმატება?


ავტორი: მამუკა გურული სამწუხაროდ სხვანაირად ვერ მივიქციე ბევრი თ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff