მსოფლიო გეგმა, ქიუ - გამოიღვიძეთ

Admin
სხვადასხვა
0
0

მოამზადეს ლიზი ხუციშვილმა და თამარ ჩუბინიძემ 
 
გამოიღვიძეთ... დიდი გამოღვიძება...ამაზე  ალაპარაკდნენ დღეს  მსოფლიოში და თითოეულ ადამიანს მოუწოდებენ - ეძიეთ... აკრიტიკეთ, იფიქრეთ, იაზროვნეთ... დღეს მთავარი სწორედ ისაა, რომ ადამიანებმა გაახილონ თვალი, დაინახონ სიმართლე, თვითონ გააცნობიერონ ბევრი რამ და დაიწყონ ფიქრი, აზროვნება, კრიტიკა, .... და მეც ამ სტატიაში სწორედ ამ ხაზით წავალ...აქ მოყვანილი ფაქტების გარდა, გთხოვთ თავადაც ეძიოთ, იფიქროთ... იაზროვნოთ, მე კი ამ ფიქრის და აზროვნების ძალიან საინტერესო მიზეზს მოგცემთ... 
 
პანდემია, კორონავირუსი... სიკვდილი.. საავადმყოფო, პანიკა... ამ საგიჟეთში ჩუმად... ისე, ვითომც არაფერი გააჟღერებენ ხოლმე ფრაზებს „ყველაფერი ძველებურად აღარასოდეს იქნება...„ რატომ? ვითომ რას ცვლის ეს პანდემია ისეთს, რომ ძველებურად აღარაფერი იქნება... უამრავი პანდემია გამოვიარეთ... მაგრამ რატომღაც ამ პანდემიის მერე ძველებურად აღარაფერი აღარ იქნება... ამ საკითხზე წინა სტატიაშიც გვქონდა საუბარი ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ.
 
რა ხდება დღეს
 
მსოფლიოში ორი მნიშვნელოვანი ფაქტი ხდება ეხლა...
 
1. რა თქმა უნდა პანდემია....
2. ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნები.
 
1. პანდემიის შესახებ ასე თუ ისე  ვიცით რაც ხდება... ბევრი წყაროა, სადაც საუბრობენ ამ პანდემიის აფიორაზე, იმაზე, რომ ეს პანდემია სპეციალურად შექმნეს რათა რაღაც სხვა გეგმა განახორციელონ, კონკრეტულად კი მსოფლიო ახალი წესრიგი, რომლის მერეც მართლა ყველაფერი ძველებურად აღარ იქნება და გამეფდება ტოტალური კონტროლი, სხვების თანხმობის გარეშე პურსაც ვერ ვიყიდით, ვერ ვიმოგზაურებთ და ა.შ, მოკლედ თავისუფლება მინიმუმამდე დავა.. ... ბოლო ინფორმაციით დადგინდა, რომ კორონას აქვს პატენტიც.. ანუ პატრონი, გამომცემელი, შემქმნელი, ანუ ის ბუნებრივი არ არის.. მის უკან ისევ როდშილდები დგანან, როდშილდი კი პირდაპირ დაკავშირებულია DEEP STATE-ტთან, ანუ კორონავირუსი დიპ სტეიტის პროექტია.

q1

q2

q3

 ბევრი ექიმი გამოდის უკვე მსოფლიოში და ჩივის რომ ტესტები, პანდემია, ავადმყოფობები და ხშირ შემთხვევაში სიკვდილიც ხელოვნურად არის გამოწვეული... ადამიანებს კლავენ საავადმყოფოებში,  (ამის შესახებ საჩივარი წარადგინეს იტალიაში) კორონავირუსის და დიპ სტეიტის შესახებ, წინა სტატიაში გვქონდა საუბარი, ეს ისტორიები ლეგენდებივით დადის და თუ მოინდომებთ, თქვენც მოძებნით ამის დამამტკიცებელ ბევრ მასალას... ერთ მაგალითს მოგიყვანთ .. ჩაატარეს საცდელი ტესტიც, სადაც კორონა ტესტებს დაასხეს კოკა-კოლა და ტესტმა დადებითი აჩვენა (ლინკი)
 
 ის რაც ადამიანებს ზღაპარი ეგონათ, დღეს უკვე რეალობაა, მაგალითად, კანადაში მთელი რიგი შეზღუდვები გავრცელდა - თუ ადამიანი აცრილი არ არის კორონა ვირუსის აცრით, ეზღუდება გარკვეული ადგილებში შესვლა, მოგზაურობა...  (ლინკი), გახსოვთ არა გამოთქმა?, „პურს ვერ იყიდი მაღაზიაში , თუ... „ და ეს „თუ“ უკვე რეალობაა... მთელ მსოფლიოში არის გამოსვლები... კორონა აფიორის წინააღმდეგ..
 
ლონდონი
 
საფრანგეთი
 
შვეიცარია
 
გერმანია
 
ამაზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას, თავადაც მოიძიებთ ინფორმაციას. 
 
2. ამერიკის არჩევნები... აი აქ ისეთი ჩახლართულობაა რომ , როგორც ქართველები ვამბობთ ხოლმე, ძაღლი პატრონს ვერ სცნობს ... ყველა ულოცავს ბაიდენს მოგებას... არადა ტრამპი აცხადებს - ნურას უკაცრავად, მოგებული მე ვარო.. და სანამ მთავარ საკითხს „ქიუს“, შევეხებოდეთ,  მოდით ამ რეალობაზე ვისაუბროთ, რაც პირდაპირ კავშირშია ჩვენს დღევანდელ თემასთან ., რაც ძალიან ბევრმა არ ვიცოდით და რაც, ცოტა არ იყოს შოკის მომგვრელიცაა, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ასე იყო.
 
     ცოტა თვალი გადავავლოთ დღევანდელ ამერიკის მოვლენებს და იმას, თუ რატომ ებრძვიან ტრამპს ასე გამწარებულები არამხოლოდ ამერიკაში, არამედ მსოფლიოში... დიახ მსოფლიოში... მას უბლოკავენ ტვიტებს ტვიტერში, ფეისბუქი დასდევს მის პოსტებს და აღნიშნავს როგორც სიცრუეს... გუგლი აფერხებს ყველაფერს, რაც კორონა ვირუსს და ტრამპის არჩევნებს დადებითად ეხმიანება, იუთუბი ბლოკავს ვიდეოებს და მთლიან არხებს, ვინც ამაზე ზედმეტად საუბრობს და რამე დეტალი მოჰყავს... რა ხდება...  ის ხომ ერთი უბრალო რესპუბლიკელია... ჩვეულებრივი წარმომადგენელი ერთი პარტიისა, რომელიც პერიოდულლად ჩაენაცვლებოდა ხოლმე დემოკრატებს... და ხმასაც არავინ იღებდა... ეხლა კი .. ეხლა სულ სხვანაირად წავიდა საქმე. ალბათ კარგად იცით აშშ-ს საარჩევნო სისტემა. ის მარტივი ნამდვილად არ არის, ამერიკაში არ ტარდება პირდაპირი არჩევნები, ანუ მხოლოდ მოსახლეობა არაა საკმარისი არჩევნების შედეგების დასათვლელად. თითოეულ შტატს აქვს თავისი კონკრეტული რაოდენობის ხმა.. ზოგს 6 ხმა, ზოგს 55, ზოგს 30 და. ა.შ. თითოეულ შტატში რომელი პარტიაც იმარჯვებს, სწორედ იმ პარტიის ხმოსნებს აქვთ უფლება დაუჭირონ ხმა პრეზიდენტს,,,მაგალითად თუ 55 ხმიან შტატში იმარჯვებენ რესპუბლიკელები, ხმის დათვლის დროს გათვალისწინებული იქნება რესპუბლიკელების 55 ხმა ... და ა.შ. ამგვარად კანდიდატმა უნდა უნდა დააგროვოს 270 ხმა მთელი ამერიკის მასშტაბით.
 
3 ნოემბრის არჩევნები... ყველაფერი ჩვეულებრივ მიდიოდა გამთენიამდე... ტრამპი უკვე ზეიმობდა ფაქტიურად გამარჯვებას, როცა ბაიდენის ხმებმა სულ რაღაც 1 საათში ასი ათასობით მატება დაიწყო... მაშინ, როცა ტრამპს ხმები ფაქტიურად არ მომატებია... აი აქ დაისვა პირველი შეკითხვები... იმიტომ, რომ ასეთი რამ აბსოლუტურად შეუძლებელია... დაიწყო გამოძიება...
 
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვეცდები აქ მოვიყვანო მხოლოდ ფაქტები და მოვლენების მოკლე აღწერა... აქვე ავღნიშნავ, რომ ფეისბუქში ყველა ვიდეოს მიწერილი აქვს, თუ რამდენად კარგად ჩატარდა არჩევნები და რომ ამერიკის საარჩევნო სისტემა უზრუნველყოფს კარგი არჩევნების ჩატარებას, ალბათ მიხვდებით რამდენად უსუსური მცდელობაა, შავზე თეთრი ამტკიცონ, მითუმეტეს, რომ დაბლა ვნახავთ მარკ ცუკერბერგი რამდენს ხარჯავდა არჩევნების გასაყალბებლად, შეიძლება უკვე ამაზე პირდაპირი საუბარიც... 
 
დადგინდა , რომ ბევრ ადგილას ხმა მისცა იმაზე მეტმა ადამიანმა, ვიდრე საერთოდ რეგისტრირებულები იყვნენ ამა თუ იმ ოლქში (იხილეთ ფოტო) ბევრმა მიცვალებულმა, 1800-იან წლებში დაბადებულებმა მისცეს ხმები (ლინკი)

q 4

ზოგ ბიულეტინს საერთოდ არ ეწერა თარიღი (ლინკი).
 
ასევე მოხდა ათასობით ბიულეტინის გაყალბება, ჩუმად ხელახლა ბაიდენის ხმების გადათვლები , ტრამპის ხმების გადაყრა და სხვა მანიპულაციები (ლინკი-1) (ლინკი-2).
 
დამთვლელი აპარატების მიერ გაყალბება, რითაც ტრამპის ხმები ავტომატურად ბაიდენს მიეწერა (ლინკი). 
  
 აქ მოვიყვან რამდენიმე ვიდეოს, სადაც მოწმეები საუბრობენ გაყალბებაზე:
 
ლინკი 1

ლინკი 2

ლინკი 3

ლინკი 4

ლინკი 5

ლინკი 6

 
ასევე საქმე აღიძრა ბაიდენის შვილზე - ჰანტერ ბაიდენზე, რომელიც მხილებულია ჩინეთთან საიდუმლო ფინანსურ მაქინაციებში, ამერიკის საქმეებში ჩინეთის ინტერესების გატარების სანაცვლოდ და რომ ამაში მისი მამიკო - ჯო ბაიდენიც არის გარეული (იხ. ფოტო),

q5

როგორც ხვდებით ეს ჩვეულებრივი სახელმწიფო ღალატია... მთელი ეს მასალა წარედგინა სასამართლოებს და მოითხოვეს ხმების გადათვლები, უმრავლესმა სასამართლომ მთელი ამ ფაქტების ნახვის მიუხედავად, უარი განაცხადა სარჩელის განხილვაზე, ან არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, ხოლო იქ სადაც დააკმაყოფილეს, აღმოჩნდა რომ 68 % უზუსტობა იყო დაფიქსირებული აპარატების მიერ არცევნების დროს... და ეს მხოლოდ ერთ ოლქში (ლინკი).
 
მთელი ამ მასალის მიუხედავად, სასმართლოები გაიყიდნენ, მათ შორის ამერიკის უზენაესი სასამართლო, გაიყიდნენ რესპუბლიკელებიც , სავარაუდოდ გაიყიდა სენატი,  გაიყიდა გენერალური პროკურორი ბარიც, რომელმაც წლის დასაწყისიდან იცოდა ჰანტერ ბაიდენის მაქინაციების შესახებ და ხმა არ ამოიღო, როდესაც ტრამპმა მას მოსთხოვა საქმის აღძვრა მის წინააღმდეგ არჩევნების წინ... ბაიდენი კი ამას უარყოფდა... თურმე ტრამპი მართალი ყოფილა... ამის გამო ტრამპმა პროკურორი ბარი „ საშობაო არდადეგებზე“ გაუშვა (იხ. ფოტოები) ... ამ დროს გენერალი ფლინი, რომელიც ისევ ტრამპის სამსახურში ჩადგა, ითხოვს საომარი მდგომარეობის გამოცხადებას და ახალი არჩევნების დანიშვნას. 

q6

q7
 
Michael Flynn calls for Trump to suspend the constitution and declare martial law to re-run election
 
(ლინკი)
 
... ამჟამად ელოდებიან დაზვერვის სამსახურის მოხსენებას არჩევნების თაობაზე, რომელიც გადაიდო და 18 დეკემბრის ნაცვლად , სხვა დროს გაიმართება ახალი ფაქტების აღმოჩენის გამო. ამავე დროს დადგინდა, რომ ცუკერბერგმა-ფეისბუქის შემქმნელმა, 500 მილიონი გადარიცხა საარჩევნოდ იმ შტატებში, სადაც პრობლემები შეიქმნა, არსებობს სერიოზული ბრალდება, რომ ცუკერბერგი ჩაერია ამერიკის არჩევნებში ბაიდენის სასარგებლოდ. ლინკი.

ბაიდენი კი ისევ „გამოცხადებული“ პრეზიდენტია.. ამერიკაში ყოველდღე ელვის სისწრაფით იცვლება მოვლენები და თუ მიაქცევთ ყურადღებას თქვენც ამ ფაქტებს და დაიწყებთ ძიებას, ძალიან ბევრ საინტერესო მასალას აღმოაჩენთ... სხვა თუ არაფერი ამ პანდემიის გამო სახლში გამოკეტილებს, საინტერესო საქმე გამოგვიჩნდება.
 
მოკლედ ასეთი მოვლენები ვითარდება ამერიკაში... ტრამპი არ თმობს პრეზიდენტობას და აცხადებს, რომ ბაიდენი ვერასოდეს გახდება პრეზიდენტი, ტრამპის წინააღმდეგ გამოდიან დემოკრატები, უკვე ნაწილი რესპუბლიკელების, თითქმის მთელი მედია... ერთი ორი ტელევიზიის გარდა, მათ შორის სიენენი,. ბიბისი... თითქმის მთელი მსოფლიო... ასეთი რა ხდება , რატომ ებრძვიან ასე ამ კაცს...
 
დიდხანს რომ აღარ გავაგრძელო, საქმე ისაა, რომ მთელი ეს მსოფლიო... დაქსელილია DEEP STATE-ის ქსელით... სწორედ მის ინტერესებს ატარებენ უმრავლეს ქვეყნებში...  დიპ სტეიტზე წინა სტატიაში გვქონდა საუბარი, ისიც გემახსოვრებათ, რომ ტრამპი უკვე პირდაპირ  ებრძვის დიპ სტეიტსს, თუმცა ტრამპი მარტო არ არის ამ ბრძოლაში... მთელ მსოფლიოში უკვე საუბრობენ , ორგანიზაცია „თეთრი ქუდების“ და საიდუმლო ორგანიზაცია „ქიუს“ შესახებ.
 
პირველად ორგანიზაცია ქიუს შესახებ საჯაროდ გაჟღერდა 2017 წლის ოქტომბერს... გამოჩნდა ინტერნეტ საიტი, სადაც ქიუ გარკვეულ შეკითხვებს ავრცელებდა, და გარკვეულ ფრაზებს მარცვლებივით, ეს ფრაზები შემდეგ რეალიზდებოდნენ... ლინკი დააკოპირეთ და ისე გახსენით... იბლოკება ესეც...
 
https://qalerts.app/

მაგალითად ქიუ აცხადებდა პედოფილების შესახებ, რომლებიც მთავრობაში არიან და ძალიან ცუდ სავაჭრო ურთიერთობებში არიან ჩაბმულები ამ კუთხით, ახმაურებდა დიპ სტეიტის ინფორმაციებს, აცხადებდა სხვადასხვა საეჭვო რიტუალებზე, რაშიც ლამის მთელი მსოფლიოა ჩართული და ამ რიტუალსებში მონაწილეები შანტაჟდებიან, აცხადებდა დიდ სამყაროსეულ მოვლენებზე , რომელიც საკმაოდ სახიფათოა მთელი მსოფლიოსთვის, გარდა ამისა აგზავნიდა კონკრეტულ მინიშნებებს... მაგალითად, აცხადებდა აგვისტოში რომ დაიწყებოდა დიდი გამოსვლები ... და დაიწყო კიდეც... ქიუ აცხადებდა რომ მოდიოდა წითელი ტალღა... წითელი ოქტომბერი... ასე მოიხსენია ქიუმ ის .. https://qalerts.app/?n=4800 იგულისხმებოდა რესპუბლიკელების უზარმაზარი რაოდენობდა, რაც გულისხმობდა ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერას ტრამპისთვის ( რესპუბლიკელების ფერი წითელია, დემოკრატების კი - ლურჯი) და მართლაც, თუ დააკვირდებით ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიას, მართლაც წითელმა ფერმა წალეკა მთელი ამერიკა... და ბოლოს რაც ქიუმ განაცხადა, იყო:- „ვერაფერი შეცვლის იმას, რაც მოდის“ ... და დაიწყო ტრამპის პროტესტი...ალიაქოთი, რაც დღემდე გრძელდება...
 
https://qalerts.app/?n=4950

ამ ორგანიზაციას დამამცირებლად მოიხსენიებენ კონსპიროლოგიის თეორიის ნაწილად, დასცინიან, ამასხარავებენ, იდიოტებად და გიჟებად რაცხავენ მის მომხრეებს, თუმცა ყველაფერი, რაც ქიუს უკავშირდება, აუცილებლად სიმართლე აღმოჩნდება ხოლმე .... და ტრამპიც საკმაოდ დადებითად არის განწყობილი ოფიციალურ დონეზე, თუმცა ძალიან ფრთხილობს და მაქსიმალურად არიდებს თავს მასზე საუბარს.....მაგალითად, როცა პრეზიდენტ ტრამპს ჰკითხეს ქიუს შესახებ იცოდა თუ არა რამე, მან იუარა და განაცხადა „აზრზე არ ვარ რაზე საუბრობთ, ერთადერთი ვიცი, რომ მათ ვუყვარვარ და ამას რა ჯობიაო“... ასევე ქიუ პატრიოტებად მოიხსენია...
 
ლინკი 1

ლინკი 2

ლინკი 3

ამის მერე დაიწყეს ქიუს დემონიზაცია,  განაცხადეს რომ ის არის ფაშისტური ორგანიზაცია, ანარქისტები, გიჟები და ლამის კაციჭამიებად მონათლეს, კიდე კარგი მეტი არაფერი უთქვამს ტრამპს, თორემ ალბათ ნადირობას დაიწყებდნენ ქიუს მომხრეებზე ... ქიუ არსად არ ჩანს, გარდა პატარა შეტყობინებებისა და ქიუს მომხრეებიც მხოლოდ ტრამპის მიტინგებზე ჩნდებიან, ისიც მშვიდობიანად და ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე.

q8
 
ქიუს შესახებ არ მოიპოვება კონკრეტული ინფორმაცია, რაც იყო, ისიც დაბლოკეს, თუმცა მის არსებობას ყველა ამჩნევს... მათი მიზანია შეწყვიტოს დიპ სტეიტის მავნებლური გეგმა მოსახლეობის დეპოპულაციის და მასობრივი კონტროლის შესახებ, და მსოფლიო გადაიყვანოს მშვიდობიან და წარმატებულ რელსებზე... ყოველგვარი გლობალიზმის და გადაჭარბებული, უაზრობამდე მისული ლიბერალიზმის გარეშე, იყოს ყველაფერი, მათ შორის ლიბერალიზმი, მაგრამ ზომიერად.. ისე, რომ ყველაფერი განვითარებას ემსახურებოდეს, ახალი ტექნოლოგიები, ცხოვრების მაღალ დონეზე.. სწორედ ეს ძალა დგას ტრამპის უკან, სწორედ ამის გამო ებრძვიან მას, თუმცა ტრამპმა შეძლო ის, რაც ვერავინ შეძლო აქამდე... დღეს მთელ მსოფლიოში ტრამპის მხარდამჭერი მიტინგები იმართება, (ამას რა თქმა უნდა არავინ აშუქებს)  ოღონდ ყველას, ვინც ამ მიტინგებზე გამოდის,იცის, რომ სინამდვილეში ისინი ტრამპს კი არა, მის უკან მდგარ ძალას ქომაგობენ, სწორედ ეს ძალაა მთავარი და გადამწყვეტი ამ ბრძოლაში. ლინკი 

წარმოგიდგენთ ქიუს ერთ-ერთ პროექტს, რომელიც ჩაფიქრებული იყო სულ სხვაგვარად 1990 წელს, მაგრამ ტრამპმა და მის უკან მდგარმა ძალამ ამჟამად ასე შემოგვთავაზა სახელით - NESARA and GESARA.
 
აქვე მინდა გითხრათ, რომ ძებნა ამ საკითხზე ძალიან გართულებულია, დაბლოკილია და სულ სხვა გვერდზე გადაყავს საძიებო სისტემას ამ საკითხზე ძებნა, ალბათ ხვდებით რატომ... ახლა კი წარმოგიდგენთ რამდენიმე საკვანძო თეზისს, რომელიც იმოქმედებს არამარტო ამერიკაში, არამედ მსოფლიოში:
 
1.    ყველა საკრედიტო ბარათის, იპოთეკის და სხვა საბანკო სესხის განულება და პატიება, ბანკების და სახელმწიფოს უკანონო ქმედებების გამო.
2.    საკვები და სამედიცინო წარმოება დაიბეგრება მხოლოდ 15 %
3.    პენსიების მატება
4.    საკონსტიტუციო კანონმდებლობის აღდგენა სასამართლოებში
5.    ახალი საპრეზიდენტო და კონგრესის არჩევა გესარას გამოცხადებიდან 120 დღის განმავლობაში
6.    დროებითი ხელისუფლება გააუქმებს ყველა საგანგებო მდგომარეობას რაც არსებობდა.
7.    არჩევნებზე სპეც ჯგუფების მიერ დაკვირვება უკანონობის დაუშვებლობის მიზნით
8.    ახალი ვალუტის შექმნა ამერიკაში, რომელიც უზრუნველყოფილია ოქროთი, ვერცხლით ან სხვა ძვირფასი მეტალით (ამჯერად ასე არაა, ძვირფასი მეტალით უზრუნველყოფის უარყოფამ 1933 წელს გამოიწვია ამერიკის ბანკროტი) 
9.    ბანკების ახალი სისტემის შექმნა ამერიკის საკონსტიტუციო კანონმდებლობის შესაბამისად.
10. ფედერალური რეზევრის სისტემის გაუქმება და ყველა სხვა ცენტრალური ბანკის გაუქმება მსოფლიოში (ეს სისტემა ამჟამად როგორც გვახსოვს მთლიანად დიპ სტეიტის ხელშია, გესარას ამუშავების მერე კი ასე აღარ იქნება) 
11. ნატოს და ამერიკის ყველა აგრესიული ქმედების შეწყვეტა მთელ მსოფლიოში
12. მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამყარება (რასაც ტრამპი უკვე ცდილობს, მისი ადმინისტრაციის დროს რამდენიმე სერიოზულ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, მათ შორის ბოლო ისრაელს ეხებოდა) 
13.  ჰუმანიტარული დახმარების გაზრდა მტელ მსოფლიოში
14. 6 000 ზე მეტი დაბლოკილი სასარგებლო პროექტის ამუშავება, რაც დაფარული იყო საზოგადოებისგან, მათ შორის თავისუფალი ენერგიის მოწყობილობების, ანტიგრავიტაციის პროექტების, ბგერით მკურნალობის მანქანების და ა.შ.
15. არსებული და მომავალი ბირთვული იარაღის აღმოფხვრა მთელ მსოფლიოში.
 

q9

 
ლინკი

ეს უნდა ქიუს... ეს უნდა ტრამპს... ამას ებრძვიან სწორედ დიპ სტეიტის წარმომადგენლები, რადგან ამ პროგრამის (და არამარტო) ამოქმედების შემთხვევაში, ისინი სერიოზულ ძალაუფლებას დაკარგავენ, სხვა თუ არაფერი საბანკო სისტემის გამო. 
 
წინ კარგი მომავალი გვაქვს. აღიჭურვეთ მაქსიმალური ოპტიმიზმით, მხნეობით და პოზიტივით. 
 

მსგავსი სტატიები

ინტერვიუ ინდიგოსთან


  ეს ინტერვიუ არის კითხვა–პასუხი 11 წლის ინდიგო ბიჭუნასთან, რ...

შვიდი საფეხური სუფიზმში


ჩვენ წინ ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზა გადაჭიმულიყო თავისი შვიდი ...

მარსის ეგრეგორი


ატლანტების და სხვა რასების წარმოშობის შესახებ... ავტორი: ბორის მონ...

DEEP STATE -ჩრდილოვანი სახელმწიფო (მეორე ნაწილი)


ის რაც ამ ნაწილში მინდა წარმოგიდგინოთ, ზოგს ზღაპარი ჰგონია, ზოგს გა...

რატომაა დედამიწაზე ამდენი წყალი? (ლირიკული გადახვევა)


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე გიფიქრიათ, როდესმე, რატომაა დედამიწაზე ამდ...

კვანტური მექანიკა ამხელს მატერიალიზმს (3)


ავტორი: ლეო გურა მთარგმნელი: ქრისტი ჩხაბერიძე ტრანსკრიბცია ვიდე...

პალმისტრი - გულის ხაზის ინტერპრეტაცია


მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო ამ ხაზის წაკითხვა ორივე მიმართულე...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff