ჩვენი აზრები - მენტალური ღრუბლები

Admin
სხვადასხვა
0
0

ავტორი: დოქტორი გენადი ნეპოკოიჩიცკი (ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი; აკადემიკოსი) მ...

Causes of Brain Fog111

ავტორი: დოქტორი გენადი ნეპოკოიჩიცკი (ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი; აკადემიკოსი)

მთარგმნელი: ნანა აბესაძე

წყარო

აზროვნება არის სულის ძირითადი ფუნქციაა. აზროვნების პროცესის შესწავლა საკმაოდ რთულია. წარმოვიდგინოთ ჩვენი ფიქრის პროცესი. აზრები აქეთ-იქით დახტიან,მითუმეტეს იმდენად მოულოდნელად რომ მათ ვერ ვმართავთ. დავუშვათ უსმენთ ადამიანს, მერე ასოციაციურად გადადიხართ სხვა ფიქრზე, შემდეგ სხვაზე და ა.შ. ეს პროცესი რომ გავაანალიზოთ, აზრების ასეთი მონაცვლეობა, შეიძლება სრულიად მოულოდნელი და არაპროგნოზირებადია. ხშირად ხდება ისე, რომ ჩვენ არ გვყოფნის აზრები, სავსე ვართ ემოციით და ამ დროს ადამიანი იყენებს ჟესტებს, მოძრაობებს. ეს რაღათქმაუნდა ჩვენი ტვინის აქტივობასთანაა კავშირში. ფიქრების გაკონტროლებას უდუდესი ძალისხმევა სჭირდება. ამით იმის თქმა შეიძლება, რომ აზროვნების პროცესი აუხსნელია.

ფიზიოლოგიის თვალსაზრისით ჩვენს ცხოვრებას ხელმძღვანელობს თავის ტვინი. ნეირონულ ქსელებში მიმდინარეობს მჟავე რეაქცია, რომლის დროსაც გამოიყოფა სითბო. ელექტროენცეფალოგრამა რომ დავაკვირდეთ, ტვინის რომელიღაც უბანი აქტიურია, რომელიღაც პასიური. ანუ ტვინის ფრაგმენტები, რომლების აქრიური არიან აზროვნების პროცესში, შეიძლება განვიხილოთ როგორც სამგამზომილებიანი სურათი, რომლის გაშიფვრა მეცნიერებს არ შეუძლიათ. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ტვინის აქტიური უბნები, მაგრამ არ შეგვიძლია ვთქვათ - რაზე ფიქრობს ადამიანი. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს უნდა რაიმე კონკრეტული ამოცანის გადაჭრა, მაგალითად, შემოაბრუნოს ინვალიდის ეტლი. აიღოს რაღაც საგანი, რომელიც სჭირდება, და ა. შ. ამ დროს მისი ტვინი გასცემს კონკრეტულ ბრძანებას, ერთხელ, ორჯერ რომ შესძლოს რაიმე მატერიალური ობიექტის მართვა. ეს ის შემთხვევებია, როდესაც ძალიან კონკრეტული და მარტივი მიზნებია, ცხოვრებისთვის აუცილებელ, კრიტიკულ სიტუაციაში. თუმცა მთლიანობაში, აზროვნების პროცესი, დღემდე ამოუცნობია მეცნიერთათვის და ამის აღწერა, ახსნა და გაკონტროლება შეუძლებელა, მიუხედავად იმისა რომ არსებობს სიცრუის დეტექტორი,ან რაიმე ხელსაწყო, რომელიც ტვინის აქტივობის ანალიზს ახდენს. რა გამოდის საერთო ჯამში? რომ განვიხილოთ თავის ტვინი ფიზიკური პროცესების თვალსაზრისით, ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რომელ უბანში უფრო ძლიერია მჟავე რეაქცია და რომელში უფრო სუსტი. ელექტროხელსაწყოებით, მხოლოდ და მხოლოდ იმის დაფიქსირება შეიძლება, თუ როგორ მუშაობს ტვინში ესა თუ ის უბანი. ანუ ჩვენ ვხედავთ, ესა თუ ის უბანი, მუშაობს მეტად ან ნაკლებად აქტიურად.

ჩვენ ვიცით, რომ თუ არის მჟავე რეაქცია, გამოიყოფა ენერგია. სად მიდის ეს ენერგია? ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ენერგია იფანტება მენტალურ ველში. შევეცდები მარტივად ავხსნა. წარმოვიდგინოთ ჩვენი ტვინი, როგორც სამგანზომილებიანი ობიექტი. არტერიებით მას მიეწოდება ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი, რომელიც შემდეგ კაპილარებში აღწევს, შემდებ წარმოიქმნება ქიმიური რეაქცია და გამოიყოფა სითბო და შესაბამისად სხვადასხვა უბნებში მოიხმარება და გამოიყოფა ენერგია. ე. ი. მიმდინარეობს ქიმიური რეაქცია, ტვინი იკვებება , მოიხმარს და გამოყოფს ენერგიას.

ნებისმიერი ჩვენი აზრი, გარკვევული ენერგეტიკული, თბური პროცესების სამგანზომილებიანი სურათია.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ არსებობს ეთგვარი საიდუმლო ეთერი, რომელშიც ყველგან არიან მიკრობურთულები, ზოგადად მიკროობიექტები, ჩვენი ცხოვრება კი გაედინება დედამიწის გრავიტაციულ ველში.
ჩვენ ვიცით, რომ მსუბუქი ობიექტები იწევიან მაღლა, ხოლო მძიმე ობიექტები ეშვებიან დაბლა,მათ იზიდავს დედამიწა.

თუკი ვივარაუდებთ, რომ ტვინის ელექტრიქიმიურ პროცესში წარმოქმნილი ენერგია მიდის არა გაურკვეველი მიმართულებით, არამედ ის ათბობს ამ ეთერს, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, გამოდის, რომ არსებობს ჰიპოთეტიური მოდელი, რომელშიც არსებობენ აზრების ფორმები, აზრების სურათები,რომლებზეც ლაპარაკობენ ყველანი, თუმცა რა იგულისხმება ამაში, ვერ ხსნიან.

ჩემი ჰიპოთეზის მიხედვით, თავის ტვინის ელექტროქიმიური კონტაქტურობა იწვევს ყოვლისმომცველი ეთერის გათბობას. ეთერის გარკვეული ფრაგმენტები თბებიან მეტად, ხოლო გარკვეული ფრაგმენტები ნაკლებად, ზოგიერთი კი საერთოდ არ თბება. დავუშვათ მე რაღაც გავიფიქრე, ეს ფიქრი,იგივე თავის ტვინის სამგანზომილებიანი სურათი, როგორც ღრუბელი ადის გრავიტაციულ ველში.

როცა ქუჩაში ცივა, ჩვენ ვისუნთქავთ ცივ ჰაერს. ამოსუნთქვისას ვუშვებთ თბილ ორთქლს.
აზროვნების პროცესი, სიცივეში ჩვენს სუნთქვას რომ შევადაროთ, გამოდის რომ ჩვენი თავის ტვინი ღებულობს ცივი ეთერის რაღაც პარტიას,მერე ეს ეთერი თბება თავის ტვინის სამგანზომილებიან სურათში და ჩვენს აზრებთან ერთად ის ადის გრავიტაციულ ველში. შემდეგ გავიფიქრებთ ისევ და მეორე დამუხტული პარტია ადის ზემოთ, გრავიტაციულ ველში. გამოდის, რომ ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერ მომენტში ახდენს იმ აზრების გენერირებას, რომლებიც იყვნენ მის ტვინში.ანუ აზრი გაიტყორცნა გამთბარი ეთერის სახით, როგორც სამგანზომილებიანი სურათი. გამოდის რომ დასაშვებია,ადამიანის ტვინი ასხივებს მენტალურ ღრუბლებს, რომლებიც დამუხტულია იმ აზრებით, რომელიც ადამიანს ჰქონდა. გამოდის, რომ ყოველი ჩვენი აზრი არის მენტალური ღრუბელი, იმ სივრცეში რომელშიც ვარსებობთ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ფიქრი მატერიალურია, თუკი ვვარაუდობთ რომ ეთერი არის მატერიალური, მაშინ ის სტრუქტურირებულია ჩვენი აზრებით და მას აქვს სამგანზომილებიანი სურათი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ტვინის აქტივობასთან,მაშინ გამოდის, რომ ფიქრი არის მატერიალური, რადგან როდესაც ფიქრი სცდება ჩვენს ტვინს და ერევა ეთერს ვღებულობთ მატერიალურ ობიექტს.

ჯერჯერობით ამის რაიმე ხელსაწყოთი დაფიქსირება არ შეგვიძლია, თუმცა ვიცით რომ ეს მოვლენა არსებობს. ჩვენ შეგვიძლია აზრებით, მზერით მოვახდინოთ სხვა ადამიანებზე გავლენა და ეს ცნობილი ფაქტია.

ჩვენ ცნობიერი აზროვნების გარდა, ცხოვრების აქტივობისთვის გაგვაჩნია უდიდესი პლასტი, არაცნობიერის მოქმედებისა. ჩვენში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესები ეყრდობა არაცნობიერს, თუმცა რათქმაუნდა ესეც თავის ტვინის მუშაობაზეა დამოკიდებული. თუმცა აქ არის ერთი სხვა ობიექტი. შევეცდები გასაგებად ავხსნა-თავის და ზურგის ტვინის აქტივობა, დაკავშირებულია ადამიანის არაცნობიერთან, თუმცა ის მაინც ახდენს დამუხტული ეთერის ფორმირებას, მაგრამ პირველ რიგში ის ურთიერთქმედებს ეთერულ სხეულთან, ანუ იმ მმართველ სტრუქტურასთან, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ფიზიკურ სხეულთან. ჩემი ვარაუდით, ჩვენი არაცნობიერის ქმედება, ასევე ახდენს დამუხტული ეთერის ფორმირებას,მაგრამ პირველ რიგში ურთიერთქმედებს ეთერულ სხეულთან. მაგალითან ჩაკრებში, ეს ენერგია გარკვეულად ტრანსფორმირდება და და ასრულებს ჩვენი ორგანიზმის ამა თუ იმ ფუნქციებს.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ცნობიერიც და არაცნობიერიც, ორივე დაკავშირებულია ტვინის გარკვეულ ენერგეტიკასთან. ცნობიერის შემთხვევაში გაედინება გარესამყაროში მენტალური ღრუბლების სახით და არაცნობიერის შემთხვევაში კი ეთერული სხეულის დონეზე მოქმედებს, ხოლო ეთერული სხეული ზემოქმედებს ფიზიკურ სხეულზე, რის შემდეგად ჩვენს ორგანოზმში მიმდინარეობენ ესა თუ ის პროცესები, რომლებიც დაკავშირებული არიან ჩაკრებთან, არხებთან, ბიოლოგიურად აქტიური წერტილებთან. ეს ყვალაფერი საზრდოობს დამუხტული ეთერით, რომელიც გენერირდება თავის ტვინში.

მენტალური ღრუბელი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც სიცივეში ამოსუნთქული ორთქლი,რომელსაც აქვს ენერგეტიკა და სამგანზომილებიანი სტრუქტურა.იგი მოიცავს ჩვენს აზროვნებას,ჩვენი ტვინის აქტივობას ამა თუ იმ მომენტში და დროის მონაკვეთში.

ჩვენ გვიჩნდება უამრავი აზრი, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და წინასწარ არასოდეს ვიცით, რას გავიფიქრებთ ამა თუ იმ მომენტში. ჩვენ რომ გავაანალიზოთ ჩვენი აზრები, მივხვდებით რამხელა ქაოსია. სრულიად სხვადასხვა არზები, სრულიად სხვადასხვა დროის მონაკვეთში... ყოველი ჩვენთაგანი სხვადასხვა ენერგეტიკისა და სხვადასხვა სისავსის აზრების გენერირებას ახდენს. შესამაბისად, მენტალური ღრუბლები, რომელშიც არის ჩვენი ენერგეტიკა, გამომდინარე ჩვენი ტვინის აქტივობიდან და ენერგეტიკიდან, ფორმას იცვლიან.
აზრი არის თავის ტვინის ნეირონების აქტივობა, რასაც ახლავს თბური პროცესი. ეს შეიძლება შევადაროთ ელექტრონული ხელსაწყოს მუშაობას. როდესაც მას ჩავრთავთ, ის ხურდება და გამოყოფს სითბოს. ასეა ადამიანის ტვინიც. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი აზრები, რომლებიც წარმოიქმნება ნეირონების აქტივობის შედეგად გენერირდება და ხვდება გარესამყაროში, ერთგვარი ეთერული ღრუბლებია.

მსგავსი სტატიები

კვანტური მექანიკა ამხელს მატერიალიზმს (2)


ავტორი: ლეო გურა მთარგმნელი: ქრისტი ჩხაბერიძე ტრანსკრიბცია ვიდე...

1.5 მილიონმა მოხალისემ 66 მილიონი ხე დარგო 12 საათში და გინესის რეკორდი დაამყარა


ცენტრალურ ინდოეთში, მადჰია პრადეშის შტატში ახალი გინესის რეკორდი ...

მზის შვილები


ავტორი: ანა თოფურიძე იყო და არა, იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა...

ადამიანი და ეგრეგორები


მთარგმნელი: მამუკა გურული (ბორის მონოსოვის წიგნიდან - "ფსიქოტრონ...

რატომაა ტრადიციული სკოლა უსარგებლო


მთარგმნელი: მაქსიმე ქავთარაძე წყარო ამჟამინდელ ინტერვიუში, გამო...

ტრადიციების ძალა კოლექტიურ ცნობიერებაში


ავტორი: ანა თოფურიძე კაცობრიობის წარსულმა გამოცდილებებმა უამრავი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff