ჩვენი მტაცებლები (კარლოს კასტანედას მიხედვით)

Admin
სხვადასხვა კარლოს კასტანედა
0
0

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე წყარო დონ ხუანმა თქვა: დღეს შესაფერისი დროა იმის გასაკეთებლად რ...

predators

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

წყარო

დონ ხუანმა თქვა: დღეს შესაფერისი დროა იმის გასაკეთებლად რაც მე ადრე გთხოვე. ერთი წუთით ამის გასაკეთებლად საჭირო ყურადღება მოიკრიბე, არ გაჩერდე, ვიდრე მორიალე შავ ჩრდილს არ დაინახავ.

მე ნათლად დავინახე შავი ჩრდილი რომელიც ხეების ფოთლებს შორის გასხლტა.ეს ან ერთი ჩრდილის წინ და უკან მოძრაობა იყო ან აქეთ-იქიდან ბევრი ჩრდილი სხლტებოდა და ჰაერში დალივლივებდნენ. ისინი უზარმაზარ, შავ თევზს მაგონებდნენ, თითქოს გიგანტური ხმალთევზა დაცურავდა ჩემს ზემოთ ჰაერში, ის მთელს ჩემს მხედველობის არეს იკავებდა. ამან შემაშინა ,ძალიან დაბნელდა და ფოთლებს ვეღარ ვხედავდი მაგრამ მორიალე შავი ჩრდილები ისევ ჩანდა.

„რა არის ეს დონ ხუან „- ვკითხე მე"

დიდი ხნის წინ მექსიკელმა შამანებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვენ ცხოვრების თანამგზავრები გვყავდა. მან ეს ისე ამიხსნა, როგორც შეძლო: „ჩვენ გვყავს მტაცებლები, რომლებიც კოსმოსიდან მოვიდნენ და ახლა ჩვენს ცხოვრებას აკონტროლებენ. ადამიანური არსებები მათი ტყვეები არიან, მტაცებლები კი ჩვენი ბატონები და მასწავლებლები. ეს ჩვენ მორჩილებსა და უმწეოებს გვხდის. თუ რამის გაპროტესტებას მოვისურვებთ, ისინი ამ პროტესტს ახშობენ. თუ დამოუკიდებლად მოქმედება გვინდა, ისინი გვაიძულებენ ეს არ გავაკეთოთ.

გარშემო ძალიან ბნელოდა. თითქოს გამოსახულების ნაწილი შემცირებულიყო. ეს რომ დღის შუქი ყოფილიყო, მე საკუთარ თავზე გამეცინებოდა, მაგრამ სიბნელეში მაინც თავი შევიკავე.

„ჩვენ გარშემო უკუნი სიბნელეა“ მითხრა დონ ხუანმა „მაგრამ თუ თვალის კუთხით შეხედავ, შენ ისევ დაინახავ ჩრდილებს, რომლებიც ჩვენს გარშემო სხლტებოდნენ".

ის მართალი იყო. მე მათ ისევ ვხედავდი, მათმა მოძრაობამ თავბრუ დამახვია. დონ ხუანმა შუქი აანთო და ისინის გაიფანტნენ, მე კი მითხრა: შენ უნდა დაბრუნდე, მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით, რასაც მექსიკის უძველესი შამანები საგანთა საგანს ეძახდნენ. მე მთელი ეს დრო ამ თემის შორი ახლოს ვტრიალებდი და ვცდილობდი შენთვის ეს ნელ-ნელა მომეწოდებინა აზრი რომ ჩვენ ვიღაცის პატიმრობაში ვართ. სინამდვილეში ჩვენ პატიმები ვართ!

ეს ენერგეტიკული ფაქტორი იყო მექსიკელი უძველესი ჯადოქრებისთვის.

როგორ გვაკონტროლებენ მტაცებლები რომლებსაც შენ აღწერდი დონ ხუან? - ვკითხე მე - ამას უნდა ჰქონდეს ლოგიკური ახსნა.

ეს არის ახსნა -მიპასუხა დონ ხუანმა - ეს მსოფლიოში უმარტივესი ახსნაა. ისინი გვაკონტროლებენ იმიტომ რომ ჩვენ მათი საკვები ვართ და უმოწყალოდ გვწურავენ და ჩვენით საზრდოობენ. ისევე როგორც ჩვენ გამოგვყავს ქათმები საქათმეებში (gallinero -საქათმე ესპანურად) მტაცებლებს გამოვყავართ ადამიანების გალიებში - "საადამიანეებში". ამიტომ საკვები მათთვის ყოველთვის ხელმისაწვდომია.

ვიგრძენო როგორ ძლიერად ექანებოდა ჩემი თავი აქეთ-იქით არ შემეძლო სიღრმისეულად გადმომეცა ჩემი მოუსვენრობა და უკმაყოფილება მაგრამ სხეული ვერ ჩერდებოდა და ცდილობდა ყველაფერი ზედაპირზე გამოეტaნა. ჩემი სურვილის საპირისპიროდ ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერამდე ვკანკალებდი და საკუთარი ხმა ჩამესმა რომელიც ამბობდა: „არა,არა,არა - წამოიძახა კარლოსმა - ეს აბსურდია დონ ხუან, ის რასაც შენ ამბობ საშინელებაა.ეს უბრალოდ არ შეიძლება სიმართლე იყოს , არც ჯადოქრისთვის არც ჩვეულებრივი ადამიანისთვის არც არავისთვის.

„რატომაც არა? - წყნარად იკითხა დონ ხუანმა - რატომ? შენ რომ ბრაზობ იმიტომ?კარგი,შენ ჯერ კიდევ ყველაფერი არ გაგიგია ცოტაც მოიცადე და ნახავ როგორ იგრძნობ თავს .მე ვაპირებ შენს გონებაზე უდიდესი ზეგავლენა ვიქონიო, შენ კი ვერ ადგები და ვერ წახვალ იმიტომ რომ დაჭერილი ხარ. და ეს იმიtომ კი არა, რომ მე გაკავებ არამედ იმიტომ, რომ რაღაც შენს შიგნით ხელს გიშლის წასვლაში მაშინ, როცა შენი მეორე ნაწილი თითქმის სიგიჟის ზღვარზე იქნება. მაშ გამაგრდი!
ჩემში რაღაც თვითგვემის მსგავსმა გაიღვიძა, ის მართალი იყო, მე არაფრის გულისთვის არ შემეძლო სახლის დატოვება მაგრამ მაინც მომწონდა სიცარიელე, რომელიც მისგან იფრქვეოდა.

„მოგიწოდებ სწორად განსაჯო. ერთი წუთით დაფიქრდი და მითხარი როგორ ახსნი წინაღმდეგობებს ადამიანის გონების აგებულებასა და მისავე რელიგიური სისტემების სისულელეს შორის, ან მისსავე წინააღმდეგობრივ საქციელებს შორის. ჯადოქრებს სჯეროდათ, რომ მტაცებლები გვინერგავენ რელიგიურ სისტემებს , მოსაზრებებს კეთილსა და ბოროტზე, ჩვენს სოციალურ ჩვევებზე. ისინი გვაძლევენ იმედს, მოლდინს, ოცნებას წარმატებასა თუ მარცხზე. მათ მოგვცეს სიხარბე, გაუმაძღრობა და სიმხდალე. ეს მხეცები გვაქცევენ თვითკმაყოფილ,ბანალურ ეგომანიაკებად.“

„მაგრამ როგორ შეძლეს მათ ეს დონ ხუან? - კითხა კარლოსმა და რატომღაც უფრო მეტად გაბრაზდა იმაზე რასაც დონ ხუანი ამბობდა.-ისინი რა ამას ძილის დროს ყურში ჩაგვჩურჩულებენ?

„არა ისინი ასე არ იქცევიან ,ეს ხომ სისულელეა -გაიღიმა დონ ხუანმა- ისინი გაცილებით უფრო ეფექტურადა და ორგანიზებულად მოქმედებენ, იმისთვის, რომ დაგვთრგუნონ და მორჩილებაში გვამყოფონ, მტაცებლები განსაცვიფრებელ მანევრებს მიმართავენ, ხო, განსაცვიფრებელს საბრძოლო სტრატეგიის გადასახედიდან, მაგრამ საშინელს დატანჯული მსხვერპლის გადასახედიდან. ისინი ჩვენ საკუთარ გონებას გვაძლევენ! გესმის ჩემი? მტაცებლებმა თავიანთი გონება მოგვცეს, რომელიც მერე ჩვენი გონება გახდა. მტაცებლების გონება კი უცნაური,წინააღმდეგობრივი და პირქუშია, სავსე შიშით რომ ყოველ წუთს შეიძლება გამოგიჭირონ.
„ვიცი, შიმშილი არასოდეს გამოგიცდია ... შენ საჭმელი გიყვარს და ეს სხვა არაფერია თუ არა მტაცებლის ჟინი რომელსაც ყოველ წუთს ეშინია მისი ქმედება გამჟღავნდება და საკვები ხელმიუწვდომელი გახდება. გონებაში, რომელიც ამავე დროს მტაცებლის გონებაცაა ისინი ადამიანური არსებების ცნობიერებაში აწვეთებენ მათთვის ხელსაყრელ იდეებს. ამით ისინი უზრუნველყოფენ საკუთარი საზრდოს მტკიცე დაცვას და ახშობენ მათ წინააღმდეგ ყოველგვარ გამოვლინებას.
არ იფიქრო თითქოს მე არ მესმოდეს ამისი ზოგადი აზრი დონ ხუან - ვუთხარი მე - მაგრამ არის აქ უჩვეულო რაღაც რაც უკუმაგდებს, ეს მაიძულებს საწინააღმდეგო პოზიცია დავიკავო ,თუკი ისინი ჩვენით იკვებებიან როგორ აკეთებენ ამას?

დონ ხუანმა ფართოდ გამიღიმა და მასხარასავით გამხიარულდა. მან ამიხსნა, რომ ჩვილ ადამიანურ არსებებში ხედავდნენ ენერგიის მანათობელ ბუშტებს თავიდან ბოლომდე დაფარულებს კაშკაშა საფარით, რომელიც პოლიეთილენივით ეკვროდა ენერგიის ბუშტს, მან თქვა რომ სწორედ ამ ცნობიერების კაშკაშა საფარს იყენებდნენ მტაცებლები საკვებად. როცა ადამიანური არსებები ზრდასრულობას აღწევენ, ყოველივე რაც ცნობიერების კაშკაშა ბურთიდან რჩება, ეს მხოლოდ ვიწრო ფოჩია რომელიც მიწიდან მხოლოდ ფეხის თითებამდე გვწვდება.ეს ვიწრო ფოჩი აძლევს კაცობრიობას სიცოცხლის გაგრძელების საშუალებას, მაგრამ უკვე ძალიან სუსტად.

დონ ხუანის ხმა ისე ჩამესმოდა, თითქოს სიზმარში ვიყავი, ის მეუბნებოდა, რომ ადამიანი სამყაროში ერთადერთის სახეობაა რომელსაც ცნობიერების კაშკაშა საფარი გააჩნია მანათობელი ბურთის გარშემო და სწორედ ამის გამოა ის ადვილი საკბილო განსხვავებული ცნობიერებისთვის ისეთი მძლავრისთვის როგორიც მტაცებლების ცნობიერებაა.

ამის შემდეგ მან ყველაზე უფრო საზიანო დებულება წამოაყენა, მან თქვა რომ ცნობიერების ეს ვიწრო ფოჩი იმ თვით-რეფლექსიის ეპიცენტრია სადაც ადამიანი უიმედოდაა მომწყვდეული. ჩვენს თვით-რეფლექსიაზე თამაშით კი, რაც ჩვენთვის დატოვებული ცნობიერების ერთადერთი ნაწილია, მტაცებლები ქმნიან ცნობიერების ნათებებს რომლებასაც ისინი აძლიერებენ რათა მერე დაუნანებლად მოიხმარონ თავიანთი მტაცებლური ჩვეულებისამებრ. ისინი ჩვენ ფუჭ პრობლემებს გვიქმნიან რათა ეს ცნობიერების ნათება უფრო გააძლიერონ და ამგვარად გვინარჩუნებენ სიცოცხლეს რათა მერე ჩვენი ფსევდო-ინტერესების ენერგიით გამოიკვებონ. დონ ხუანის ნათქვამში იყო რაღაც ისეთი დამანგრეველი, რამაც თითქმის ფიზიკურ ტკივილამდე მიმიყვანა.

ერთი წუთის შემდეგ, როგორც კი თავი უკეთესად ვიგრძენი, დონ ხუანს ვკითხე - „ და თუკი მექსიკის უძველესი ჯადოქრებიც და დღევანდელი ჯადოქრებიც ხედავენ მტაცებლების ქმედებას, რატომ არაფერს აკეთებენ?

- იმიტომ, რომ მე და შენ ვერაფერს ვიზამთ, - სევდიანი ხმით მითხრა მან, -ერთადერთი რაც შეგვიძლია საკუთარი თავის კონტროლია, რომ მტაცებლები ახლოს არ მოვუშვათ.

მაგრამ როგორ უნდა მოსთხოვო ახალგაზრდობას დაიცვან მკაცრი დისციპლინა? ისინი დაგცინებენ და მასხარად აგიგდებენ, და ყველაზე აგრესიული მაგრადაც მიგბეგვავს... და ეს არა იმიტომ, რომ არ დაგიჯერებენ. ყოველ ადამიანურ არსების სულის სიღრმეში არის შინაგანი მემკვიდრეობით მიღებული ცოდნა მტაცებლების არსებობის შესახებ.

ჩემი ანალიტიკური გონება იო-იოსავით ზემოთ-ქვემოთ ხტოდა: მტოვებდა და ისევ ბრუნდებოდა, მტოვებდა და ბრუნდებოდა. ის, რაც დონ ხუანმა მტაცებლებად დამიხასიათა დაუჯერებელი იყო, მაგრამ ამავდროულად ყველაზე უფრო მარტივი და კეთილგონივრული. ეს ხსნიდა ყოველგვარ ადამიანურ წინააღმდეგობებს მაგრამ განა ვინმე მიიღებდა ამას სერიოზულად?

დონ ხუანმა ზვავისკენ მიბიძგა, ზვავმა კი ჩამითრია და უფრო ქვემოთ გამაქანა. მუქარის ტალღა მომაწვა, ეს ტალღა ჩემში არ წარმოქმნილა, მაგრამ მაინც მე მიკავშირდებოდა. დონ ხუანმა ჩემთვის რაღაც საარაკოდ კარგი და ამავე დროს წარმოუდგენლად საშინელი გააკეთა. თითქოს ვიღაცამ თვალებზე გადაკრული ლიბრი მომაცილა. ის ჯერ თვალებში დაჟინებით მომშტერებოდა, შემდეგ თვალი მომაცილა და საუბარი ისე განაგრძო, რომ მეტად აღარც შემოუხედავს.

„როგორც კი მტანჯველი ეჭვები შემოგაწვება - მითხრა მან, - რაიმე პრაგმატული გააკეთე, ჩააქრე შუქი და სიბნელეს დააკვირდი, ნახე რას იპოვი. ის შუქის ჩასაქრობად ადგა, მაგრამ მე შევაჩერე „არა,არა დონ ხუან არ ჩააქრო შუქი მე კარგად ვარ“.

ის, რაც მე მაშინ ვიგრძენი, ჩემთვის ძალიან უჩვეულო იყო - სიბნელის შიში. მასზე უბრალო გაფიქრებაც კი სულს მიხუთავდა. მე დანამდვილებით ვიცოდი რაღაცა შინაგანად, მაგრამ ალბათ მთელი მარადისობა ვერ გავბედავდი მასთან შეხებას ან მის გარეთ გამოტანას.

„შენ ხეების წინ მორიალე ჩრდილები ნახე - მითხრა დონ ხუანმა და ისევ სკამზე დაჯდა -ეს ძალიან კარგია, მაგრამ მე მინდა, რომ ახლა ისინი აქ, ამ ოთახში ნახო. შენ ვერაფერს ხედავ. შენ მხოლოდ მოძრავ ლანდებს იჭერ. შენ ამისთვის საკმარისი ენერგია გაქვს.

მე მეშინოდა რომ დონ ხუანი მაინც ადგებოდა და შუქს ჩააქრობდა, რაც გააკეთა კიდეც. ორ წამში საშინლად შევკივლე. მე არა მხოლოდ დავინახე მორიალე ჩრდილები, ყურებში ზუზუნის ხმაც კი გავიგონე. დონ ხუანმა შუქი ისევ აანთო და სიცილისგან ჩაბჟირდა.

„ეს რა ფიცხი ყმაწვილია!- თქვა მან - ერთის მხრივ საერთოდ არ სჯერა და მეორეს მხრივ როგორი პრაგმატულია. შენ თუ შენს შინაგან წინააღმდეგობებს არ დაძლევ გომბეშოსავით გასივდები და გასკდები.

დონ ხუანი უფრო და უფრო ღრმად მასობდა თავის „ნესტარს“

„უძველესი მექსიკელი მაგები ხედავდნენ მტაცებლებს, ისინი მათ მფრინავებს ეძახდნენ, რადგან ისინი ჰაერში რიალებდნენ. ეს დიდი ჩრდილია გაუმჭვირვალე. ბნელი და შავი ლანდი, რომელიც ჰაერში დახტის და ბრტყლად ეშვება მიწაზე.

მექსიკელი უძველესი მაგები შოკირებულნი იყვნენ იმ იდეით, რომ მტაცებლებმა შექმნეს მათი სამყაროს ხატი. ისინი თვლიდნენ, რომ ადამიანი ერთი მხრივ სრულყოფილი არსება უნდა ყოფილიყო, განსაცვიფრებელი ინტუიციითა და მოქნილი ცნობიერებით, რაც დღეს უკვე მითი და ლეგენდაა, მეორეს მხრივ კი ყოველივე გამქრალია და შედეგად გაუწონასწორებელ ადამიანს ვიღებთ.

სიბრაზე მომაწვა და მომინდა მისთვის პარანოიკი მეწოდებინა, მაგრამ სამართლიანობამ, რომელიც ჩემში იყო, არ მომცა ამის უფლება. რაღაც ჩემს შიგნით გაემიჯნა ჩემს საყვარელ შეკითხვას: ნუთუ ყველაფერი რასაც ის ამბობს მართალია? ამავე დროს ის მეუბნებოდა რომ ჩემს გულის გულში მე ვიცოდი რომ ყველაფერი, რასაც ის იმ ღამეს ამბობდა, სიმართლე იყო, თუმცა იმავე დროს და იმავე ძალით მე მის ნათქვამ ყოველ სიტვას აბსურდად ვიღებდი.

„რას ამბობ დონ ხუან?" - ვკითხე მე. ვეღარ ვსუნთქავდი. თითქოს ყელში რაღაცა მიჭერდა.

„მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე უბრალო მტაცებელი არაა. ის ძალიან ნიჭიერი და ორგანიზებულია, ის ჩვენს დასამორჩილებლად მეთოდოლოგიურ სისტემას მიჰყვება. ადამიანი - ჯადოსნული არსება, ან ის რაც წესით უნდა იყოს, უკვე დიდი ხანია ჯადოსნური აღარაა. ის ერთი ჩვეულებრივი ხორცის ნაჭერია.

და ადამიანიც აღარ ოცნებობს ადამიანივით, არამედ სახორცედ გამოყვანილი ცხოველივით: ბანალურად, პირობითად და სულელურად.“

დონ ხუანის სიტყვები ჩემში უცნაურ გულისრევის მსგავს შეგრძნებას იწვევდა. მუცელი ამტკივდა. მაგრამ გულისრების შეგრძნება თითქოს შიგნიდან ძვლის ტვინიდან მოდიოდა. ჩემდაუნებურად გამაკანკალა. დონ ხუანმა მხრებში ხელი მომკიდა და ძლიერად შემანჯღია. ვგრძნობდი, როგორ თავისუფლად იქნევა ჩემი კისერი აქეთ-იქით. ამან მაშინვე დამაწყნარა და თავზე კონტროლი აღვიდგინე.

ეს მტაცებლები - თქვა დონ ხუანმა - რომლებიც აგრეთვე არაორგანული არსებები არიან, არ არიან ჩვენთვის მთლიანად უჩინარნი სხვა არაორგანული არსებების მსგავსად. მე ვფიქრობ, რომ ბავშვობაში ვხედავდით მათ, მაგრამ ეს ისე გვაშინებდა რომ ვცდილობდით მალე დაგვევიწყებინა. ბავშვებს შეუძლიათ მათზე მზერის ფოკუსირება, მაგრამ მოზრდილები როგორც წესი გადააფიქრებინებენ ხოლმე. ერთადერთი ალტერნატივა, რაც კაცობრიობისთვის რჩება დისციპლინაა. მხოლოდ დისციპლინით შეიძლება მათი შეჩერება, მაგრამ მე დისციპლინაში მკაცრ რუტინას არ ვგილისხმობ. მე არ ვგულიცხმობ ყოველ დილით ექვსის ნახევარზე წამოხტომას და გალუჯებამდე ცივ წყალში ბანაობას. მაგებს დისციპლინა ესმით, როგორც უნარი მშვიდად დააუპირისპირდნენ სრულიად მოულოდნელ უცნაურობებს.

მაგებისთვის დისციპლინა ხელოვნებაა, ხელოვნება დაუპისპირდნენ უსასრულოდ თავის არიდების გარეშე. და ეს არა იმიტომ, რომ ისინი ძლიერები და ჭკვიანები არიან, არამედ იმიტომ, რომ ისინი აღსავსენი არიან მოკრძალებით.

- რანაირად აჩერებს ჯადოქრების დისციპლინა მფრინავებს? - ვკითხე მე.

დონ ხუანი ყურადღებით დამაკვირდა სახეზე თითქოს იქ ჩემი ურწმუნოების რაიმე ნიშანს ხედავდა. მერე მითხრა: დისციპლინას შეუძლია ცნობიერების კაშკაშა საფარი მფრინავებისთვის უგემური გახადოს. მტაცებლები განცვიფრებულები რჩებიან. მე ვვარაუდობ, რომ ცნობიერების კაშკაშა ნაწილი, რომელიც საჭმელად უკვე უვარგისია მათი ცნობიერების ნაწილს აღარ წარმოადგენს. გაკვირვებულებს, მათ სხვა აღარაფერი დარჩენიათ იმის გარდა, რომ შეეშვან თავიანთ ბიწიერ ქმედებებს. თუკი გარკვეული ხანი ჩვენი ცნობიერების კაშკაშა საფარს მტაცებლები არ შეჭამენ, ის ზრდას იწყებს.

ეს წინააღმეგობები კიდევ უფრო რომ გავამარტივო, გეტყვი, რომ ჯადოქრები თავიანთი დისციპლინით შორს გაყრიან მტაცებლებს და ცნობიერების კაშკაშა ნათებას ზრდის საშუალებას აძლევენ. ის ჯერ ფეხის თითების დონეს აცდება და მერე კი თავის ბუნებრივ ზომებს აღწევს. მექსიკის უძველესი მაგები ირწმუნებოდნენ, რომ ცნობიერების კაშკაშა საფარი ხეს გავს, თუ მას არ გადაჭრი ის თავისუფლად და ბუნებრივად გაიზრდება. როგორც კი ცნობიერება ფეხის თითების დონეს აცდება აღქმა წინ უზარმაზარი ნაბიჯების გადადგმას იწყებს.

უძველესი ჯადოქრების უდიდესი ფანდი იყო მფრინავების გონების დისციპლინით დატვირთვა. ჯადოქრებმა აღმოაჩინეს, რომ თუ მტაცებლების გონებას შინაგანი მდუმარებით დატვირთავდნენ მაშინ ბინდი იფანტებოდა და აძლევდა პრაქტიკოსს გონების უცხო პირველწყაროში შეღწევის საშუალებას. უცხოპლანეტური გონი, რომელიც ამ არსებებს მართავს, ისევ უკან ბრუნდებოდა, მაგრამ უკვე დაუძლურებული, და იწყებოდა მფრინავების გონების გაფანტვის დამღლელი პროცესი, სანამ ის საბოლოოდ არ გაიფანტებოდა.

ამ დღეს შენ უკვე შეძლებ, შენს საკუთარ თითქმის ნულს გატოლებულ სქემებს დაეყრდნო. მართლაც სევდიანი დღეა. ვეღარავინ გიკარნახებს რა გააკეთო. აღარაა უცხო გონი რომელიც შენთვის ჩვეულ სისულელეებს გიკარნახებს. ჩემი მასწავლებელი ნაგვალი ხულიანი ყოველთვის აფრთხილებდა მოსწავლეებს, რომ ეს მაგის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღეა, როცა ჩვენი გონება უკვე ჩვენ გვეკუთვნის. მთელი ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილება კი მორცხვი, დაუცველი და არასანდო ხდება.

პირადად მე მგონია, რომ მაგის ნამდვილი ბრძოლა სწორედ ამ დღეს იწება,დანარჩენი უბრალოდ მზადებაა.

ამან ძალიან ამაღელვა მეტის გაგება მომინდა მაგრამ უცნაურმა შეგრძნებამ შემომიძახა გავჩერებულიყავი; ის საშინელ შედეგსა და სასჯელს მახსენდებდა, თითქოს ღვთის რისხვა იყო ჩემზე მისთვისაც (ღმერთისთვის) ფარულ ქმედებებში ჩარევისთვის. უდიდეს ძალისხმევას მივმართე, რომ ჩემი ცნობისმოყვარეობა დამეკმაყოფილებინა. საკუთარი ხმა ჩამესმა რომელიც კითხულობდა: “რას ,რას გულისხმობ მფრინევების გონების განდევნაში?“

დისციპლინა დაუსრულებლად ამძიმებს უცხოების გონებას მიპასუხა მან, ამგვარად ჯადოქრები დისციპლინით დაძლევენ უცხოების ინსტალაციებს.

ამ მტკიცებულებებმა წამლეკა. მეგონა, რომ დონ ხუანი ან გაგიჟდა ან ისეთ რაღაცას მეუბნებოდა რაც მთელს გულ-მუცელს მიყინავდა. თუმცა კი შევამჩნიე, როგორ სწრაფად აღვიდგინე ენერგია იმის უკუსაგდებად რასაც ის მიმტკიცებდა. პანიკის შემდეგ სიცილს მოყვევი, თითქოს დონ ხუანს ეხუმროს. ისევ გავიგონე ჩემივე ხმა: „დონ ხუან, შენ არაფერი გამოგასწორებს“.

ჩანს, დონ ხუანი მიხვდა ყველაფერს, რაც ჩემს თავს ხდებოდა,ის ჯერ თავს აქეთ-იქეთ იქნევდა, მერე კი ასწია და ცას მოჩვენებითი სასოწარკვეთით მიაშტერდა. “აბა მე რა გამომასწორებს? მე ხომ ვცდილობ მფრინევების გონება, რომელსაც ასე საგულდაგულოდ მალავ შენში, მაგრად შევაჯანღარო. მე მინდა ჯადოქრების ყველაზე უჩვეულო, განსაკუთრებული საიდუმლო გაგიმხილო მე მინდა გადმოგცე ყველა ის აღმოჩენა რაც მათ ათასობით წლის წინ გააკეთეს, შეამოწმეს და განამტკიცეს".

„შემომხედე - ბოროტად გაიღიმა და ისევ განაგრძო მან - მფრინავების გონი სამუდამოდ გაიფანტება, როგორც კი მაგი წარმატებით მოიხვეჭს ვიბრაციის ძალას. ეს ერთად შეგვკრავს, როგორც ენერგეტიკული ველების კონას. თუ მაგი დიდხანს ეცდება მათზე ზემოქმედებას, მფრინავების გონება საბოლოოდ გაიფანტება, და ეს სწორედ ისაა, რაც შენ უნდა გააკეთო. მოიკრიბე ენერგია რომელიც გამთლიანებს".

წარმოუდგენლად გაუგებარი რეაქცია მქონდა, ჩემს შიგნით თითქოს მოულოდნელი ბიძგებისაგან რაღაცა შეირხა. მე შიშის სამყაროში შევაბიჯე, რამაც მაშინვე გამოძახილი ჰპოვა ჩემი რელიგიური წარსულიდან.

დონ ხუანმა თავიდან ფეხებამდე ამათვალიერ-ჩამათვალიერა.

„ღვთის რისხვის გეშინია არა?" -მკითხა მან -დამშვიდდი ეს შენი შიში არ არის. ეს მფრინავის შიშია, რადგან მან იცის, რომ შენ იმას გააკეთებ, რასაც მე გეუბნები.

მისმა სიტყვებმა ოდნავადაც ვერ დამაწყნარა უარესად გავხდი. უნებურად ვკანკალებდი და ვერ ვჩერდებოდი.

"ნუ ნერვიულობ - წყნარად მითხრა დონ ხუანმა - მე ვიცი, რომ ეს შეტევა მალე გაგივლის. ყველაფრის მიუხედავად მფრინავის გონებას კონცენტრაციის უნარი არ აქვს".

ცოტა ხნის შემდეგ, როგორც დონ ხუანი ვარაუდობდა, ყველაფერი შეწყდა. იმის თქმა, რომ გაკვირვებული ვიყავი გადაჭარბებული იქნებოდა. ეს ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდებოდა, როცა მარტომ თუ დონ ხუანთან ერთად, არ ვიცოდი მივდიოდი თუ მოვდიოდი. მინდოდა სკამიდან ავმდგარიყავი და ფეხით გამევლო, მაგრამ სიკვდილამდე მეშინოდა. უამრავი რაციონალური მტკიცებულება მქონდა და ამავე დროს ბავშვურ შიშს მოვეცვი. ღრმად ვსუნთქავდი და ამავე დროს სხეული ცივი ოფლით დამეცვარა. თითქოს ჩემი ყველაზე უფრო უკეთური ნაწილი გავათავისუფლე, როგორც კი მოვბრუნდი, მუქი შავი ჩრდილები აცეკვდნენ ჩემს გარშემო. თვალები დავხუჭე და თავი მკლავზე სკამის საზურგეზე ჩამოვდე.

"არ ვიცი, რა გზას დავადგე დონ ხუან?"

"ამაღამ შენ რეალურად გამოგივიდა ჩემი მიტოვება და შინაგან ბრძოლაში გაეხვიე. გულის სიღრმეში შენ იცი, რომ არ გაქვს იმის უარყოფის უნარი, რომ ეს შენი განუყოფელი ნაწილია, შენი ცნობიერების კაშკაშა საფარი მტაცებლების მიერ საკვებად გამოყენებული. და შენივე მეორე ნაწილი კი მთელი ძალით ეწინააღმდეგბა ამას. ჯადოქრების რევოლუცია იმაში მდგომარეობს, რომ პატივი არ მიაგონ იმ დებულებებს რომელიც მათთვის მიუღებელია. არავის უკითხავს ჩემთვის მინდოდა თუ არა სხვა ცნობიერების არსებებს შევეჭამე. მშობლებს ხშირად მივყავდი მათ სამყაროში რათა საკვებად ვექციე ისე, როგორც თავად იყვნენ საკვები. აი ესაა ამბის დასასრული .
დონ ხუანი სკამიდან ადგა და ხელები და ფეხები გაჭიმა. უკვე დიდი ხანია აქ ვზივართ სახლში შესვლის დროა, მშია, შეჭამ ჩემთან ერთად?

დავთანხმდი მუცელი უკვე მიყურყურებდა.

-მე ვფიქრობ, რომ შენ ჯობია წახვიდე და დაიძინო - მომიგო მან. ამ შეტევამ ისედაც გაგანადგურა.

მე ხვეწნა აღარც მჭირდებოდა საწოლზე მივწექი და მკვდარივით დამეძინა.

რამოდენიმე ხნის შემდეგ როგორც კი შინ დავბრუნდი მფრნავების არსებობის იდეა ჩემი იდეაფიქსი გახდა. მე იმ დასკვნამდე მივედი, რომ დონ ხუანი არაფერში არ ცდებოდა, როგორც არ უნდა მეცადა მის ლოგიკას წინ აღვდგომოდი, რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, განვიხილავდი და ვსაუბრობდი ამ თემაზე, საკუთარ თავთან თუ ჩემს ახალგაზრდებთან, უფრო მეტად მიმტკიცდებოდა აზრი, რომ ვიღაცა გვმართავდა, გვაწვდიდა ფიქრებს, აზრებს და ურთიერთდამოკიდებულებებს, რომლებსაც არავითარი აზრი არ გააჩნდათ.

ჩემი საზრუნავი, ისევე როგორც ყველა დანარჩენისა მხოლოდ საკუთარი თავი იყო. რადგან მსგავსი უნივერსალური ერთგვაროვნების ახსნა ვერ ვიპოვე, მე ვირწმუნე, რომ დონ ხუანის მოსაზრებები საუკეთესოდ განმარტავდა ამ ფენომენს. მე მითებისა და ლეგენდების კითხვაში ჩავეფალი, კითხვისას ისეთი განცდა გამიჩნდა, რაც აქამდე არასოდეს მეგრძნო, ყოველი წიგნი რომელიც წამეკითხა, მითებისა და ლეგენდების ინტერპრეტაცია იყო. ამ წიგნებიდან ყოველი აშკარას ხდიდა გონების ერთგვაროვნებას მაშინაც კი, როცა შინაარსი ისევე აბსტრაქტული იყო როგორც მითის ან ლეგენდის, ავტორები ყოველთვის ახერხებდნენ საკუთარი მოსაზრების ჩასმას.
ერთგვაროვნება რომელიც ყოველი ამ წიგნის უკანა ფონს წარმოადგენდა არ იყო ამ წიგნების მთავარი თემა. მიუხედავად ამისა, ის თავის თავს თავად ემსახურებოდა. ადრე ამას ვერ ვხვდებოდი და ეხლა ჩემი ეს რეაქციები დონ ხუანის გავლენას მივაწერე. თუმცაღა დარჩა კითხვა, რომელსაც თავს ვერ ვარიდევდი: გავლენის ქვეშ ვიყავი თუ მართლა უცხო გონება მკარნახობდა რა უნდა გამეკეთებინა. დავეცი, ძალაუნებურად ყველაფრის უარყოფა დავიწყე და ღრმად ჩავეფალი თანხმობასა და აურყოფას შორის. რაღაცამ ჩემს შიგნით იცოდა რომ დონ ხუანის ნათქვამი ენერგეტიკული ფაქტი იყო, მაგრამ რაღაცამ, ისევე მნიშვნელოვანმა, როგორც პირველმა იცოდა, რომ ეს ყველაფერი ძალიან სასაცილო იყო.

საბოლოოდ ჩემი შინაგანი ბრძოლა ცუდი წინათგრძნობით დამთავრდა, შეგრძნებით რომ უეჭველი რაღაცა საშინელი დამემრთებოდა. დავიწყე ანთროპოლოგიური კვლევები მფრინავების სხვა და სხვა კულტურებში დასანახად. მაგრამ ცნობებს მათ შესახებ ვერსად მივაგენი. დონ ხუანი ამ ინფორმაციის ერთადერთი წყარო იყო.
შემდეგ ჯერზე როგორც კი კი ვნახე მაშინვე მფრინავებზე წამოვიწყე ლაპარაკი. „მე ყველაფერი ვცადე რათა ამისი რაციონალური ახსნა მომეძებნა მაგრამ ვერ შევძელი და მე სრულიად დავეთანხმე შენს მოსაზრებას მტაცებლების შესახებ“.

შენი ყურადღება იმ მორიალე ჩრდილებისკენ მიმართე რომლებიც უკვე ნახე - გამიღიმა დონ ხუანმა მე კი ვუპასუხე რომ ეს მორიალე ჩრდილები საბოლოოდ მოუღებდნენ ბოლოს ჩემს რაციონალურ აზროვნებას. მე მათ ყველგან ვხედავდი, მას შემდეგ, რაც მისი სახლი დავტოვე, მე სიბნელეში დაძინება აღარ შემეძლო. ანთებული შუქით დაძინება არ მიჭირდა, მაგრამ როგორც კი შუქს ვაქრობდი ჩრდილები ჩემს გარშემო ცეკვას იწყებდნენ აღარ შემეძლო სრულყოფილი ფორმისა და მოხაზულობის გარჩევა, ყველაფერი რასაც ვხედავდი ბნელი მორიალე ლანდი იყო.

მფრინავების გონება არ გტოვებს -თქვა დონ ხუანმა -ის სერიოზულად დაზიანდა და ახლა მთელი ძალით ცდილობს შენთან ურთიერთობა აღადგინოს. მაგრამ თქვენს შორის რაღაც სამუდამოდ გაწყდა და მფრინავებმა ეს იციან. რეალური საფრთხე ის არის, რომ მფრინავის გონება გაიმარჯვებს, ის დაგღლის და გაიძულებს რომ მისა და ჩემს ნათქვამებს შორის წინააღმდეგობების აღმოჩენით გათამაშოს.

ხომ ხედავ, რომ მფრინავის გონებას მეტოქე არ ჰყავს. თუ ის რამეს გთავაზობს, მისივე სურვილები ამაში ეთანხმებიან, ეს კი შენ გაფიქრებინებს რომ რაღაცა ღირებულს აკეთებ. მფრინავის გონება გეუბნება რომ ყოველივე, რასაც ხუან მატუსი გეუბნება, სრული აბსურდიაო და მერე იგივე გონება ამ მტკიცებულებას ეთანხმება, რა თქმა უნდა აბსურდიაო იტყვი შენ და აი სწორედ ასე გამარცხებენ ისინი.

მფრინავები სამყაროს განუყოფელი ნაწილია, და ისინი უნდა მივიღოთ, როგორებიც არიან: საშინელნი და მხეცურნი. ესაა საშუალებები რომლითაც სამყარო გვცდის, ჩვენ საყაროს მიერ შექმნილი ენერგეტიკული ზონდები ვართ - განაგრძობდა ის - თითქოს ჩემი იქ ყოფნა დავიწყებოდა - ეს იმიტომ, რომ ჩვენ იმ ენერგიის მფლობელები ვართ, რომელსაც ცნობიერება აქვს. ჩვენ ვართ საშუალებები, რომლითაც სამყარო საკუთარ თავს შეიმეცნებს. მფრინავები კი შეუბრალებელი მომხმარებლები. ისინი ისე უნდა მივიღოთ, როგორც ყველაფერი სხვა დანარჩენი. თუ ჩვენ ამაში წარმატებას მივაღწევთ, სამყარო სიცოცხლის გაგრძელების საშუალებას მოგვცემს.

 

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ... 

 

მსგავსი სტატიები

რა ხდება ამერიკაში... რა ხდება მსოფლიოში... (ნაწილი პირველი)


ტექსტში მოყვანილი ყველა სიტყვა დადასტურებული იქნება დოკუმენტური მას...

კვანტური მექანიკა ამხელს მატერიალიზმს (3)


ავტორი: ლეო გურა მთარგმნელი: ქრისტი ჩხაბერიძე ტრანსკრიბცია ვიდე...

ინტერვიუ ინდიგოსთან


  ეს ინტერვიუ არის კითხვა–პასუხი 11 წლის ინდიგო ბიჭუნასთან, რ...

კვანტური ფსიქოლოგია (ამონარიდები რობერტ ანტონ ვილსონთან ინტერვიუდან)


ტრანსკრიბცია ვიდეოდან მთარგმნელი: ნანა აბესაძე დაახლოებით 1973 ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff