ფსიქოსომატიკა - ნაწილი მესამე

woody180
ფსიქიატრის აზრი (ანდრის საულიტისი)
0
0

ტრანსკრიბცია ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: მამუკა გურული ლექციის პირველი ნაწილი იხ. ამ...

ffdd

ტრანსკრიბცია ანდრის საულიტისის ვიდეოდან

მთარგმნელი: მამუკა გურული

ლექციის პირველი ნაწილი იხ. ამ ლინკზე

განვაგრძობთ ფსიქოსომატიკის თემას, და გთავაზობთ ლექციის მესამე ნაწილს. ეს ნაწილი განსაკუთრებით საინტერესოა. ამის შემდეგ შესაძლებლობა გექნებათ, რომ მშვიდად და ნორმალურად იცხოვროთ. დღეს განვიხილავთ:

რეალობის ფენომენს;
როგორ და სად ჩნდება იგი;
როგორ გამოვიყენოთ;
როგორ გავიგოთ, ჯანმრთელი ვართ თუ ავად ვართ.

დავიწყოთ. პირველი სლაიდი, მესმის რომ რთულია, მაგრამ განზრახ გავაკეთე ერთგვარი გროტესკისთვის.

f1

იდენტობის დისოციაციური აშლილობა. მრავლობითი პიროვნული აშლილობა. კლასიფიკაციით მინდოდა მეჩვენებინა, რომ სხვადასხვა სკოლა ერთმანეთში ურევს ამ განმარტებებს. ერთნი მეორეს ეკამათებიან და ბოლომდე არ იციან. ხშირად სიტყვების რახარუხია, პროცესები და მექანიზმები კი არ ესმით. გამოდიან კლინიკიდან, კლინიკას კი სხვადასხვა განმარტებას უკეთებენ. თუ ავიღებთ ავადმყოფობათა საერთაშორისო კლასიფიკაციას (ასკ) 1965 წელს, ასკ-8 - ეს იყო ისტერიული ნევროზი, ფრანგული სკოლიდან გამომდინარე. DSM (ამერიკული კლასიფიკაცია), DSM-II – დისოციაციური ტიპის ისტერიული ნევროზები. 1988 წელს ამერიკელები გადადიან „მრავლობით პიროვნებებზე“. DSM-III-R - მრავლობითი პიროვნული აშლილობა. 1992 წელს ასკ-იც გადადის მრავლობით პიროვნულ აშლილობაზე. ბოლოს ერთით ერთი, ფრე, DSM-5 - ჩნდება უკვე იდენტობის დისოციაციური აშლილობა, და იგივე მოდის ასკ-11-შიც.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი? იმისთვის, რომ ადამიანებმა გაიგონ, რომ ჩვენს არხზე არქი-პროფესიონალურები ვართ. და იმისთვის, რომ არ მოგატყუონ. ბოლომდე თვითონაც არ იციან, რადგან სიმპტომებიდან და კლინიკიდან გამოდიან. და იმის მიხედვით, თუ როგორ განმარტავენ ამ კლინიკას და სიმპტომებს, იცვლება კიდეც მთელი ეს ცნებები. მორჩა. ამ სლაიდით ტვინს აღარ გაგიღუნავთ.

f2

მრავლობითი პიროვნული აშლილობა, ან მეორენაირად - იდენტობის დისოციაციური აშლილობა. მე შევარჩიე ფოტო, სადაც ადამიანი სხვადასხვა სიტუაციებში სხვადასხვაა. შემდეგ სლაიდებში გაჩვენებთ, თუ როგორ ხდება ეს, მაგრამ მანამდე მინდა გაიგოთ, რომ არსებობენ ძალის ადამიანები, ძალის მეგობრები, ძალის ადგილები, სადაც თავს ყველაზე კარგად გრძნობთ. არსებობს მომენტები, როდესაც რომელიმე ავადმყოფურ პიროვნებას გირთავენ, ნევროტულს, ან ფსიქოზურსაც კი. ის უბრალოდ ირთვება (შემდეგ გაჩვენებთ როგორ), და ამის გაგება ძალიან მნიშვნელოვანია.

წინა ნაწილიდან ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ საიდანაც ირთვება, საიდანაც მოდის ინფორმაცია იმაზე, ვინც უყურებს, ვინც აღიქვამს, იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნებით თქვენ. ფსიქოსომატიკაში ეს უმნიშვნელოვანესია. კლასიკური მაგალითია, როცა ადამიანს ერთვება ერთი პიროვნება, და მას ციტრუსებზე ალერგია არ აქვს, ხოლო როდესაც ერთვება სხვა პიროვნება, მას უკვე ალერგია აქვს.

ამერიკაში არსებობს რომელიღაც ქრისტიანული სექტა. ისინი შედიან ე.წ. სულიწმინდას მდგომარეობაში, გველები კბენენ მათ, და არაფერი ემართებათ. და თქვენ დაინახავთ, რომ შეგიძლიათ იცხოვროთ პიროვნებაში, რომელშიც იმუნიტეტი კარგად მუშაობს, ორგანიზმი კარგად მუშაობს, თქვენ გაფურჩქნული ხართ და კეთილსურნელებას აფრქვევთ. და ასევე შეგიძლიათ იცხოვროთ პიროვნებაში, რომელშიც ყველა ავადმყოფობა მოგერევათ. და ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. მე გაჩვენებთ, როგორ ჩართოთ ესა თუ ის პიროვნებები. ამას თუ გააცნობიერებთ, რეალურად დაგეხმარებათ.

f3

განვაგრძოთ. ამ სლაიდში მინდა გიჩვენოთ ეს კლასიკური სურათი: ძაღლი, ტვინი, როგორ ხედავს მხედველი ნეირონების მეშვეობით. ანუ ტვინი ერთგვარი პროექტორის ფუნქციას ასრულებს. წინა ვიდეოში ვაჩვენე, თუ როგორ ხდება ყველაფერი ტვინში. ვისაც უფრო ღრმად გსურთ გარკვევა, არსებობს კარლ პრიბრამი - ნეიროქირურგი, რომელსაც ბევრი სამუშაო აქვს ჩატარებული, იგი პიონერია ამ სფეროში, და მან აჩვენა, რომ ინფორმაცია და მათ შორის მეხსიერება მთელ ტვინში ინახება. და ცნობიერება ფილმებს ქმნის მთელი ტვინის გამოყენებით. და რა თქმა უნდა დევიდ ბიომეც, ფიზიკოსი, რომელიც ასევე კლასიკაა. ამის გარეშე გაგება იმისა, თუ რას ნიშნავს Holographic Universe, Holographic Consciousness, შეუძლებელია. და თუ ადამიანი ყვება ამ ყველაფერს, ის ცოტა გიჟს ჰგავს. ათი წლის წინ, ერთ კონგრესზე, პრეზენტაციას ვაკეთებდი ფსიქიატრებთან ჰალუცინაციის ფენომენის შესახებ. მე ვაჩვენებდი, თუ როგორ ჩნდება სხვადასხვა რეალობებიდან ჰალუცინაციის ფენომენი. პრეზენტაცია შედგა, აპლოდისმენტებიც იყო. ერთი ხანშიშესული პროფესორი მოვიდა და მითხრა: „ანდრის, ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგე“. (იცინის). მაშინ მივხვდი, რომ ჯერ ადრე იყო. მაგრამ ახლა უკვე მოვიდა დრო.

და სლაიდის ამ ნაწილში (ქვემოთ და მარცხნივ) ვეცადე მეჩვენებინა, თუ როგორ ქმნის ტვინი ფილმებს, და იმის მიხედვით, თუ საიდან იღებს იგი ინფორმაციას, მას თავისი ფილმი გამოსდის. ანუ მას ერთვება ესა თუ ის პიროვნება.

f5

შემდეგ კიდევ უფრო საინტერესოა. იდეა ასეთია, რომ ჩვენ ვერაფერ ახალს ვერ შემოვიტანთ ამ სამყაროში. ყველაფერი უკვე არის. იუნგის არქეტიპები. რა არის ეს? არსებობს ინფორმაცია. დავარქვათ ინფორმაციული ველი, ან არააქტუალიზებული კვანტური ველი - სიტყვებს არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ არსებობს ინფორმაცია, რომელიც ჯერ კიდევ არაა აქტუალიზებული ადამიანური ცნობიერების მიერ. სლაიდის მეორე ნაწილი აჩვენებს, თუ როგორ ხდება ინფორმაციის აქტუალიზირება. ეს პლატა, მატრიცა (ფოტოზე) ჩვენი ტვინია ცნობიერებასთან ერთად. იგი იღებს ყველა ალბათობის შემცველი ინფორმაციული ველიდან ინფორმაციას, და ახდენს ერთი კონკრეტულის აქტუალიზირებას. ამაშია ჩვენი სიხარული, და ესაა ჩვენი მისია, ჩვენ ვართ ეს პლატა, ჩვენ ვახდენთ ამ ინფორმაციის აქტუალიზაციას და შემდეგ დაგემოვნებას. ანუ აქტუალიზაცია, და შემდეგ დაგემოვნება. ეს მნიშვნელოვანია.

ადამიანები მეკითხებიან, კონკრეტულად მე როგორ გავიგო, რისი აქტუალიზირება უნდა მოვახდინო? ერთადერთი, რაც თქვენ შეგიძლიათ, ესაა გაიხსენოთ, სად იყავით კარგად? რას აკეთებდით? როგორ გრძნობდით თავს? პრინციპი: გაიხსენე და სცადე. მე ყოველთვის ვიყენებ ისეთ მაგალითს, როგორიცაა სპორტის სახეობები. უნდა სცადოთ, და იპოვით თქვენსას: შეიძლება ცურვა მოგეწონოთ, შეიძლება ველოსიპედით რბოლა, შეიძლება ჭადრაკის თამაში. თუ ამას ადამიანი თავისი მცდელობით არ აკეთებს, და მას შთააგონებენ, რომ ყველა მოჭადრაკე მსოფლიოს გმირია, და ამიტომ ის მოჭადრაკე ხდება, არადა თავისი გენეტიკური გამოვლინებით ის მოცურავეა, მაშინ ჩნდება ძალიან ბევრი პრობლემა. და თუ ადამიანი არ ახდენს მისთვის განკუთვნილი საუკეთესო არქეტიპის აქტუალიზებას, მაშინ მას სხვადასხვა პრობლემები ექნება, და ვნახოთ, რატომ და როგორ:

f4

როცა მცდელობას იწყებთ, თქვენ უნდა გაზომოთ, როგორც სნაიპერმა. იგი ჯერ ისვრის, და შემდეგ პირველი ნასროლიდან გამომდინარე არჩევს სხვა გასროლებსაც, და თუ პროფესიონალია, ტყვიას ტყვიაში აჯენს. ხოლო თუ მსროლელი ახალგაზრდა და გამოუცდელია, ყოველ ჯერზე ახლიდან უმიზნებს. ამიტომ, ყოველთვის, როცა აკეთებთ რაღაცას, ჯერ უნდა გაზომოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩართოთ თქვენი ის პიროვნება, რომელშიც საუკეთესო ფორმაში ხართ. ძალიან მარტივია: თქვენ აკვირდებით, თუ სად აღწევთ ნაკლები ძალისმხევით და ნაკლებ დროში მეტ შედეგებს. და მორჩა, ეს თქვენია. ადამიანები იტანჯებიან: როგორ ვიპოვო საკუთარი თავი? როგორ ვრეალიზდე? რაშია ცხოვრების აზრი? - ვერ იპოვით, და საერთოდ, დაიღლებით გაზომვით. ეს პირდაპირი გზაა ფსიქიატრიულისკენ. მხოლოდ ქმედებით, მხოლოდ მცდელობებით და გაზომვებით შეგიძლია პოვნა. სადაც ნაკლები ძალისხმევით იღებ მეტ შედეგს, ისაა შენი. და მორჩა, აკეთე, აკეთე და აკეთე. და როცა აკეთებ, შემდეგ კიდევ ზომავ - ესაა პროგრამა მთელი დარჩენილი ცხოვრებისთვის - უკეთ, უკეთ და უკეთ. მარტივი პრინციპია. წინააღმდეგ შემთხვევაში აუტში გახვალთ, ინფორმაციით გადაიტვირთებით და გადაიწვებით. დრო კი გადის, და განზრახ მოვიყვანე ეს ფოტო: გულისცემები, და შემდეგ პიიიიიი... სიკვდილი. ყოველთვის დააფასეთ დრო. ერთადერთი თქვენი რეალური ვალუტა - დროა. არ იფიქროთ ბევრი. აკეთეთ, გაზომეთ, და ისევ აკეთეთ... შემდეგ კიდევ, აკეთეთ, გაზომეთ და ისევ აკეთეთ. უფრო მარტივად აღარ არსებობს...

f6

შემდეგ ძალიან საინტერესო სლაიდია. მილიონ დოლარიანი სლაიდი. როცა მცდელობებით იპოვეთ, სად უფრო უკეთ ხართ, ამოიცანით საკუთარი თავი: მოჭადრაკე, მოცურავე ან სხვა ვინმე, ამით თქვენი საუკეთესო ფორმა ჩართეთ. ეს თქვენი საუკეთესო პიროვნებაა. გახსოვთ, წეღან რომ გაჩვენეთ პიროვნებები? თქვენ ის ჩართეთ. რკოები... ყველა ცდილობს, რომ მაშნვე მუხა გახდეს. ეს უბრალოდ სისულელეა. ადამიანებს მაშინვე სურთ ჯარისკაცებად დაბადება. გესმით? მათ არ ესმით ზრდის პროცესი. ბანალურობამდე სასაცილოა, მაგრამ არ ესმით. ჯერ საჭიროა, რომ შენში მაქსიმალური შედეგის პროგრამა ჩაირთოს (რკო). გაიხსენეთ ისევ ის სლაიდი, სადაც ერთი გოგო სხვადასხვა პიროვნებებში, სხვადასხვა ძალის მდგომარეობებში იყო. თქვენ ძალის ადგილზე ხართ, ძალის სხეულში ხართ, ძალის ტვინში ხართ, ძალის მეგობრებთან ხართ, საუკეთესო ძალის სამუშაოზე ხართ... გესმით? მაგრამ ეს მაშინვე არ მოდის. ჯერ დაინახეთ, ვინ ხართ. მაგალითად, ჩოგბურთელი... შარაპოვა მუხაა, და თქვენ დაიწყეთ ამის კეთება. ამ შემთხვევაში თქვენ უკვე შარაპოვა ხართ, პატარა, რკო, მაგრამ შარაპოვა. მაშინ მუდამ უნდა გეჭიდოთ ეს მდგომარეობა. აი, სადაა „ფიშკა“.

f7

განვაგრძოთ. ეს სლაიდი აჩვენებს, თუ როგორ რთავთ და იყენებთ ეპიგენეტიკას. უყურებთ სამუშაოს, უყურებთ, ვისთან ჯობია ურთიერთობა, ოჯახი და მთელი ეს Lifestyle. თქვენ რკო ხართ, და მუდამ უნდა გეჭიროთ მუხის სურათი. სურათი კი არა, ამ რეალობაში უნდა იცხოვროთ. პრიბრამი და ბიომე სწორედ ამას აჩვენებენ, თუ როგორ ქმნის ტვინი რეალობას. მეც გავიარე ეს, და დავიწყე საუკეთესო მუხის სურათით ცხოვრება - ფსიქიატრიაში. მე სრულიად უბრალო ადამიანი ვარ, მაგრამ ეს მუშაობს. უბრალოდ იყავით, და მორჩა.

f8

სადაა პრობლემა? პრობლემა იქაა, რომ ყოველთვის ეცემიან. აი, თქვენ იპოვეთ თქვენი საუკეთესო პიროვნების ვერსია - პროფესიით, ჯანმრთელობით, პრეზენტაციით, ყველაფრით, მაგრამ ყოველთვის ყველა ეცემა. და მაშინ, როგორც წესი ისინი ამბობენ ხოლმე: „რაში მჭირდება ეს, თუკი დავეცემი?“ ათასჯერ ვუყვები ჩემს პაციენტებს ამ დიალოგს.

„რატომ უნდა ვისწავლო ველოსიპედზე ჯდომა, თუკი დავეცემი?“

„იმიტომ, რომ კარგად და ლამაზად იარო“.

„კი მაგრამ, თუ კარგად ვივლი, ხომ მაინც დავეცემი?“

„დიახ, მაინც დაეცემი“.

„მაშინ რატომ უნდა ვისწავლო?“

ცოტა სულელური და სარკასტული დიალოგია, მაგრამ აუცილებლად ყველამ უნდა იცოდეს, რომ ყველანი, აბსოლუტურად ყველანი დავეცემით, და ერთხელაც ეს უკანასკნელად მოხდება.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისწავლოთ ABC - არგადადება. „ვანკა-ვსტანკასავით“ - როგორც კი დაეცემი, მაშინვე უნდა წამოდგე, რომ ბოლომდე ჩაერთო მუხის ამ პიროვნებაში. ყველამ უნდა იცოდეს თავისი. აი, მე დავეცი, რა უნდა გავაკეთო? ერთს გაქცევა დაჭირდება, მეორეს სადმე სტუმრად წასვლა, მესამეს გამოძინება, მეოთხეს სხვა რამე... ყველას თავისი ABC ექნება. და ეს ყველამ უნდა იპოვოს და ჩაიწეროს. მე ჩემი მაქვს: მეგობრებთან მივდივარ, ვსეირნობ. ჩანაწერები მაქვს ტელეფონში, როცა ამაღლებულ განწყობაზე ვარ, და როცა ცუდად ვარ, მაშინ ამ ჩანაწერებს ვუსმენ და ვამხნევებ საკუთარ თავს: „ანდრის, ყველაფერი არაა დაკარგული, ნახე, როგორ შეიძლება ცხოვრება. ცხვირი აწიე“. თავადვე ვასხივებ საკუთარ თავს ამ ყველაფრით, რომ ისევ ჩავერთო ჩემი მუხის პიროვნებაში, და განვაგრძო ზრდა. ყოველთვის გაიხსენეთ „ვანკა-ვსტანკა“, რაც უფრო მეტად წაიქცევით, მით უფრო მეტი ძალით წამოდექით, და განაგრძეთ ცხოვრების დაგემოვნება. მადლობა ყურადღებისთვის!

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

ფსიქოსომატიკა - ნაწილი მეორე (აფექტის ფენომენი)


ტრანსკრიბცია ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: მამუკა გურული ...

როგორ აღვზარდოთ ბავშვები (4 მთავარი წესი)


ტრანსკრიბცია დოქტორ ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: ...

სოკოების შესახებ (ფსიქიატრის აზრი)...


ტრანსკრიბცია დოქტორ ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: ...

ფსიქოსომატიკა - ნაწილი მესამე


ტრანსკრიბცია ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: მამუკა გურული ...

სრული სიმართლე ჰომეოპათიის შესახებ


ტრანსკრიბცია ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: ლიზი ხუციშვი...

მარიხუანას შესახებ (ფსიქიატრის აზრი)...


ტრანსკრიბცია დოქტორ ანდრის საულიტისის  ვიდეოდან მთარგმ...

ეზოთერიის შესახებ (ფსიქიატრის აზრი)


ტრანსკრიბცია დოქტორ ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: ...

ფსიქოსომატიკა (ნაწილი პირველი)


ტრანსკრიბცია ანდრის საულიტისის ვიდეოდან:  მთარგმნელი: მამუკა გურულ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff