მთარგმნელი: ნანა აბესაძე
რა მიზეზი განაპირობებს იმას, რომ ადამიანები მუშაობენ რისკისშემცველ სამუშაოზე, ან ანქვთ სარისკო ურთიერთობები და ან რატომ მონაწილებოენ რისკის შემცველ ღონისძიებებში?
რისკი- ჩვენი ცხოვრების წესის ნაწილია თუ ხასიათის თავისებურება? იქნებ რისკისადმი მიდრეკილება გენეტიკურად დატერმინირებულია? სანამ ამ შეკითხვებს პასუხს გავცემთ, მანამდე აუცილებელია დავაზუსტოთ, თუ რას ნიშნავს ტერმინი „რისკი“.
«Riscus» ლათინურად ნიშნავს „მოჭრილ ფესვს“, ან „მიწიდან აღებულ ქვას“. ძველი ბერძნები, ტერმინის ქვეშ «rhizikon» გულისხმობდნენ ზღვაოსნური მოგზაურობის სირთულეებს.
ადამიანთა უმეტესობა, სარისკო ქმედებებში ცნობისმოყვარეობის გამო ღებულობს მონაწილეობას.
ფსიქიკურად ჯანმრთელი ინდივიდი იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ ამ ტიპის საქმიანობას მივყავართ:
*ფინანსური ამა თუ იმ შესაძლებლობების (სახსრების) დაკარგვამდე
*დროის უქმ ხარჯვამდე
*ჯანმრთელობისატვის ზიანის მიყენებამე.
*ახლობლებისა და ნათესავების ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის შესაძლო საფრთხემდე
* მსუბუქი ან ზომიერი დეპრესიის განვითარებამდე.
*ძილის დარღვევებამდე და სხვა.
ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც მონაწილეობას ღებულობს რისკთან დაკავშირებულ ქმედებებში, არ განიცდის სიამოვნებას და მითუმეტეს კომფორტს. იმის სურვილი, რომ შემდგომში მსგავსი რამ არ განიცადონ, ადამიანები გაურბიან რისკთან დაკავშირებულ ქმედებებს, მაგრამ სამწუხაროდ ყველა არა.
ასეთ გამონაკლის შემთხვევებს, ყველაფერს ადამიანის სახიათს ვერ დავაბრალებთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამის პასუხი, ჰომოსაპიენსის ევოლოციაშია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩვენი ევოლუცია დაფუძნებულია შიშზე, ან უფრო სწორად თუ ვიტყვით, შიშის დაძლევის უნარზე.
ერთერთი მნიშვნელოვანი შიში, ცეცხლის შიშია, რომელიც თან სდევდა ჩვენს წინაპრებს. ევოლუციის პროცესში, ეს შიში დაძლეულ იქნა. ცეცხლი როგორც ბუნებრივი მოვლენა, რომელიც შიშის ზარს სცემდა ჩვენს წინაპრებს, ახლა უკვე საიმედო საშუალებაა ადამიანისთვის, რის გარეშიც ცხოვრება შეუძლებელი იქნებოდა. ახლა ის აზრი, რომ ადამიანებს არ ექნებათ ცეცხლი, სრულიად წარმოუდგენელია. უფრო მეტიც, ცეცხლმა დაიწყო მითოლოგიზაცია და აღიქმება როგორც უსაფრთხოების სიმბოლო.
ევოლუციური ბირთვი კოდირებულია ადამიანის გენომში. რა როლს ასრულებს გენომი იმ სიტუაციაში, როდესაც ადამიანი საფრთხის წინაშე დგას?
გარე საფრთხისას, ჩვენი ტვინი აღიქვამს ინფორმაციას გამღიზიანებელზე, რის შედეგადაც ორგანიზმი ემზადება წინააღმდეგობის გაწევისთვის. ამ ავტომატურ ქმედებაში ცნობიერი არ მონაწილეობს. ასეთ რეაქციებს, ქვეცნობიერ რეაქციებს უწოდებენ.
ინფორმაციული გამღიზიანებელი ჩნდება საფრთხის შედეგად. შემდეგ, ნეიროქიმიური პროცესების შედეგად ტრანსფორმირდება და ხდება ადრენალინის, სეროტონინის და სხვა ნივთიერებების გამოყოფა, რომლებიც ორგანიზმის აქტივობას იწვევენ. ბევრი ჩვენთაგანი ამას გრძნობენ გამოცდის, საჯარო გამოსვლის, რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიებების წინ. ამ დროს ჩვენ გვეუფლება განგაშის განცდა, გვიჩქარდება პულსი, გვიშრება პირი და ა. შ. ამ დროს ჩვენ ვახდენთ ყურადღების კონცენტრირებას. ამგვარად, ჩვენი ორგანიზმი ემზადება წინააღმდეგობისთვის.
რატომ ჩნდება პრობლემები რისკის აღქმისას და მასზე საპასუხო რეაქციისას?
გარკვეულ ეტაპზე ადამიანის ტვინი იწყებს გამღიზიანებლის გამოყენებას, რომელსაც ჩვენი ტვინი რისკისას გამოიმუშავებს როგორც ფსიქოსტიმულატორის (ნარკოტიკის), რათა ორგანიზმმა ეფექტური ფუნქციონირება შეძლოს. ამის შედეგად ადამიანის მენტალური სფერო აღმოჩნდება უძლიერესი გამღიზიანებლის „ძალაუფლების“ ქვეშ.
მაგალითად, თქვენ გაქვთ პრობლემები სახლში ან სამსახურში. თქვენ არ შეგიძლიათ თავი აარიდოთ შემაშფოთებელ აზრებს, ისინი თითქოს გაიჭედნენ თქვენს ტვინში.
ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანები ცნობისმოყვარეობის გამო, ან მაგალითად რაიმე საქმიანობის შესრულებისას, რაც შეიცავს რისკს, როდესაც იგრძნობენ საფრთხეს, სწრაფად კარგავენ ინტერესს.
ადამიანები კი, რომლებსაც აღენიშნებათ ფსიქიკური გადახრა, იქცევიან საპირისპიროდ. რისკი მათთვის ერთგვარი წამალია და ამის გამო თავს საფრთხეს უქმნიან.
რატომ ხდება, რომ ადამიანები თავიანთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიან?
ასეთ შემთხვევაში ადამიანი კარგავს ინდივიდუალურობას, საკუთარ მეს. იგი მთლიანად დამოკიდებული ხდება გარეგან გამღიზიანებლებზე. კარგავს უნარს ააწყოს თავისი ცხოვრება,მოახდინოს საკუთარი გეგმების რეალიზება. ხდება მძიმედ დამოკიდებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველი რისკდამოკიდებულების ეპიზოდის შემდეგ, იძულებულია გაზარდოს „წამლის“ დოზა და სულ უფრო მეტად იძირება დამოკიდებულების ჭაობში.
რისკდამოკიდებულება, სერიოზული ფსიქიკური დაავადებაა. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, რადგან იგი ეფუძნება კონკრეტული ადამიანის კონკრეტულ ფსიქიკურ აშლილობას.
რისკზე დამოკიდებულების მკურნალობის თანამედროვე მიდგომა ემყარება ორი ხელის პრინციპს, რომელიც მოიცავს:
მედიკამენტოზურ და არამედიკამენტოზურ თერაპიას.
Vitamodo (ანდრის საულიტისი) მკურნალობის გამოცდილება:
მკურნალობა უნდა დაიწყოს ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკით. უნდა დადგინდეს, თუ რატომაა ადამიანი დეპრესიული, დათრგუნული, ზედმეტად მგრძნობიარე. მკურნალობის საწყის ეტაპზე გამოიყენება ფარმაკოლოგიური საშუალებები-ანტიდეპრესანტები, გუნებ-განწყობის სტაბილიზატორები, ნეიროლეპტიკები, ვიტამინები. მნიშვნელოვანია დღის რეჟიმის დაცვა. შემდეგ ეტაპზე კი თვითჰიპნოზი, აუტოტრეინინგი და ფსიქოთერაპიაა.