სრული სიმართლე ჰომეოპათიის შესახებ

Admin
ფსიქიატრის აზრი (ანდრის საულიტისი)
0
0

ტრანსკრიბცია ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: ლიზი ხუციშვილი ძალიან დიდი ხანი გავურბოდი...

tild3139 6132 4438 b636 333464366635 shutterstock 6915410

ტრანსკრიბცია ანდრის საულიტისის ვიდეოდან

მთარგმნელი: ლიზი ხუციშვილი

ძალიან დიდი ხანი გავურბოდი თემას, რომელზეც მთელი მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი კამათია გამართული. დღეს, ჩემთან ვიზიტზე ერთმა ქალბატონმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა, რომ არსებობს პრობლემა და ამ პრობლემას ჰქვია ჰომეოპათია.

რუსეთში ჰომეოპათია ცრუმეცნიერებად გამოაცხადეს. ამაზე დავა დაახლოებიოთ 2 წელი მიდიოდა. თავის დროზე, მკურნალობის ეს მეთოდი მეცნიერულად გამოაცხადეს, ეხლა კი აღარ იციან რა ქნან. ქალბატონი შეშფოთებული მაცნობებდა რომ ისიც და მისი ოჯახიც იყენებდა ჰომეოპათიას უკვე 3-4 წელი, რომ მას ყავს 3 შვილი... და ეს ყველაფერი მუშაობს.

მეცნიერება ამტკიცებს, რომ ის ნივთიერება, რაც ჰომეოპათიურ წამლებში შედის, მემილიონედი თუ მემილიარდელი წილი, წესით ვერ უნდა მუშაობდეს, მეცნიერები ამტკიცებენ რომ ეს არარეალურია, მაგრამ პარადოქსია - ის მუშაობს, თავად მახსოვს დაახლოებით 20 წლის წინ მქონდა კუჭ-ნაწლავის პრობლემები. მაშინ ვიყავი ბრიუსელში და მქონდა კარგი კონტაქტები ... მქონდა ურთიერთობა ერთ პროფესორთან, რომელსაც ავუხსენი ჩემი პრობლემა, მან რაღაც ქილა მომაწოდა, მე ხომ ექიმი ვარ, მაგრამ რაღაც ჯანდაბად მართლა დავიწყე ამ წამლის დალევა... ერთ-ორ კვირაში საერთოდ დამავიწყდა ტკივილი , დღემდე არ ვიცი სად მაქვს კუჭი და საერთოდ არსებობს თუ არა მისი ტკივილი. ამიტომ ამ საკითხს მშვიდად და დაკვირვებით უნდა მივუდგეთ. და სწორედ დღეს, ჩემს პაციენტთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე მოგაწოდოთ საინტერესო და პროფესიონალური აზრი ჰომეოპათიის შესახებ, მე შევიმუშავე ჩემი მიდგომა ამასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, ეს თქვენც გამოგადგებათ.

პუნქტი 1. ჰომეოპათია მუშაობს, თუმცა წარმოდგენა არ გვაქვს როგორ მუშაობს,... კი, არსებობს პლაცებოს ეფექტი, მაგრამ როცა ვაკვირდებით როგორ წარადგენს ფირმა ძალიან სერიოზულ ფარმაკოლოგიურ მედიკამენტს, ვამჩნევთ რომ ჰომეოპათიურ და ჩვეულებრივ მედიკამენტების წარდგენას შორის განსხვავება ფაქტიურად არ არის... პლაცებომ შეიძლება იმოქმედოს 5-10 პროცენტი, თანაც ნუ დაგვავიწყდება, რომ ორი ერთნაირი პაციენტი არარსებობს და ეს პლაცებოც ერთნაირად არ მოქმედებს ყველაზე, მაგრამ კარგით... მაინც დავუშვათ რომ ეს პლაცებო ეფექტია... და მერე? მერე ის რომ ვაკვირდები ერთ რამეს... ყველა ჰომეოპათს ერთნაირი შედეგი არ აქვს, ვფიქრობ აქ უმთავრეს როლს კონკრეტული პიროვნება თამაშობს, რომელსაც კარგად შეუძლია შთაგონება.. ალბათ ყველამ იცით, რომ საუკუნეების წინ არსებობდნენ შამანები, ექიმბაშები, ისინი დღესაც არსებობენ და კურნავენ ხალხს, არსებობს მაგალითად დაავადება კანის სტაფილოკოკი და სხვა ინფექციური დაავადებები, რომელიც კარგად იკურნება თუნდაც ჰომეოპათიის მსგავსი მიდგომით. ვეცდები აგიხსნათ რატომ და როგორ მუშაობს ჰომეოპათია და რატომ არ შემიძლია ვთქვა, რომ ის ცრუმეცნიერებაა.

ფსიქიატრიაში არსებობს ტერმინი მრავალწახნაგოვანი პიროვნება. ერთი და იგივე ადამიანს სამსახურში არაფერი უვლინდება, სახლში მოდის და სრულიად სხვა ადამიანი ხდება, მას უცებ უვითარდება ფორთოხლის წვენის ალერგია. ძალიან ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული როცა ერთი და იგივე ადამიანი 5-6 პიროვნების სიცოცხლეს გადის ერთ ცხოვრებაში, ალბათ ისიც შეგიმჩნევიათ, როცა ადამიანი თავის მშობლიურ ადგილას ხვდება, სიცოცხლით ივსება.. თითქოს 5-10 წლით ახალგაზრდება, კასტანედა ამ ადგილებს ძალის ადგილს არქმევს. ასევე ხდება ისე, რომ აბსოლუტურად ვიცლებით ენერგიისგან რაღაც მიზეზების გამო, როგორ ხდება ეს? ბიბლიაშიც კი აღწერილია შემთხვევა, როცა ერთი ქალი შეეხო ქრისტეს და მან იგრძნო უცებ, როგორ დაკარგა ენერგია.

მადლობა ღმერთს, მეცნიერება ვითარდება და დღეს უკვე ვიცით, რომ ადამიანი მხოლოდ მოლეკულების და კვანტური ნაწილაკების ნაკრები არაა, მასში არსებობს ისეთი ფენომენი, როგორიცაა ცნობიერება. წარმოვიდგინოთ რომ ტვინი არის კომპიტერი, ცნობიერი კი ე.წ. სოფტი- პროგრამა, როგორც მუშაობს პროგრამა- ცნობიერი, ისე მუშაობს კომპიტერიც-ტვინი. ტვინის შესაბამისად კი მთელი ორგანიზმი. რაიმე სერიოზულ ინფორმაციას კომპიუტერის მსგავსად, შეუძლია მთელი ორგანიზმის არევა... ცნობილი მაგალითია - მეორე მსოფლიო ომის დროს ფოსტალიონმა დედას მიუტანა ცნობა შვილის დაღუპვის შესახებ, ქალს წნევამ აუწია და ისე ცუდად გახდა, რომ საწოლიდან ვეღარ დგებოდა, ერთი საათის მერე ფოსტალიონი მოვიდა და აცნობა, რომ მოხდა შეცდომა და მისი შვილი კარგადაა. ქალი კარგად გახდა. ფიზიკურად არაფერი მომხდარა, აქ მხოლოდ ინფორმაციამ იმუშავა. მადლობა ღმერთს, დღეს უკვე არსებობს ისეთი აპარატურა, რომლის მეშვეობით გაზომილია ინფორმაციის ზემოქმედების შედეგად ტვინის ცვლილებები, უკვე დამტკიცებულია, რომ თქვენი აზრების, ქცევების თუ ფიქრების მიხედვით იცვლება თქვენი ფიზიოლოგია. იცვლება ნერვული უჯრედებიც. სწორედ ამას იყენებენ ექიმები, ჰომეოპათები, ტაროლოგები, მკითხავები.

თუ ადამიანს აქვს უნარი, თავის ფსიქოემოციურ ტალღაზე განაწყოს ადმიანი, ადამიანი შედის ამ ველში და მასზე მართლა მოქმედებს ის პროგრამა, რასაც უდებს ექიმი, ჰომეოპათი ტაროლოგი და. ა. შ, ადამიანი იმუხტება სასიცოცხლო ენერგიით და ჯანმრთელდება, ეს მართლა მუშაობს. თავად მინახავს - ადამიანებმა სად აღარ იმკარნალეს და ვიღაც ბებოს შელოცვით გამოჯანმრთელდნენ- დაანებეს თავი სმას. დიახ, ეს მართლა მუშაობს და ამ ყველაფერს აქვს მეცნიერული ახსნაც.

როცა ექიმი მუშაობს, განსაკუთრებით კი ფსიქოლოგი, მან უნდა გაითვალისწინოს, რომ 80% ინფორმაცია პაციენტს უნდა გადასცეს ემოციურად, ჯერ ემოციურად უნდა მიიღოს პაციენტის ინფორმაცია და შემდეგ სხვა სიხშირეზე ემოციურად გადაიყვანოს პაციენტი. იცვლება სიხშირე- იცვლება პაციენტის მდგომარეობა.

რა ხდება თუნდაც ჩვეულებრივ, ჩვენს რეალურ მეცნიერებაში, აქაც რომ დავაკვირდეთ და მაგალითად ავიღოთ ასპირინი, ასპირინი 5 წელი სასწაულებს ახდენს, მეორე 5 წელი სასიკვდილო დაავადებებს იწვევს, რაშია საქმე? როცა მეცნიერებაზე ვსაუბრობთ არ დაგვავიწყდეს, რომ იქ მუდმივად მიდის პროცესები, მეცნიერებაშიც არსებობს გადაჭარბებები, ცდომილებები, 10 ათასი წლის წინ რომ გადავხედოთ მეცნიერებას, გაოცდებით, მაგალითად საუკუნეების მანძილზე სჯეროდათ, რომ მზე ბრუნავდა დედამიწის გარშემო და ეს სხვადასხვა გამოთვლებით იყო დამტკიცებული, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ პირიქით, დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო, კოლუმბიც კი, იძულებული იყო მეზღვაურებისთვის ორმაგი რომის დოზა მიეცა, რადგან ეს საბრალოები დარწმუნებულები იყვნენ , რომ დედამიწის ნაპირს მიადგებოდნენ და უფსკრულში გადაიჩეხებოდნენ, რადგან მაშინ სჯეროდათ რომ დედამიწა ბრტყელი იყო.

და თქვენ გგონიათ, ეხლა უკეთესი მდგომარეობაა? არაა გამორიცხული ჩვენც ეხლა იმ დონეზე, ვიყოთ, როგორც შუა საუკუნეებში იყვნენ. რა თქმა უნდა მეცნიერება ძალიან აუცილებელია, უამრავი სიძნელე გადაილახა, რათა მეცნიერება ამ დონეზე მოსულიყო, როგორც დღეს ვართ, მაგრამ მეცნიერებასაც კი ძალიან კრიტიკულად უნდა მივუდგეთ. გავიხსენოთ თუნდაც ანტიბიოტიკების ერა... ვააუ და ყველა გავგიჟდით, ყვლაფერზე ანტიბიოტიკს ვნიშნავდით, მაგრამ არის უკვე ბაქტერიები, რომლებიც ანტიბიოტიკებს აღარ ექვემდებარება, მორჩა, ანტიბიოტიკების ხანა დამთავრდა. როგორც ვხედავთ მეცნიერებასაც დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ... რა ქნას ამ დროს ჩვეულებრივმა მოკვდავმა, რომელიც უკვე დაბნეულია და აღარ იცის რას დაუჯეროს. მე მინდა ერთი კონკრეტული რჩევა მოგცეთ.. თქვენ მიდიხართ ექიმებთან, იტარებთ ათას გამოკვლევას, ექიმი გინიშნავთ წამლებს და იწყებთ მკურნალობას, აქ შეჩერდით, აუცილებლად გადაამოწმეთ დიაგნოზი, და ვინ გიშლით მიმართოთ სხვა მეთოდებს, სცადეთ თუნდაც ჰომეოპათია.

იცით, არსებობს ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა - სიკვდილი. და სანამ მეცნიერება არ მოიგონებს რამე წამალს, რომელსაც გადაყლაპავთ და აღარ მოკვდებით, მანამდე ზედმეტი საუბრები რაღაც მიღწევებზე, გროშის ფასიც კი არაა. მიეცით ადამიანს ყველა შანსი. მათ შორის ჰომეოპათიურიც, თუნდაც ტაროს კარტი, ყველაფერი რამაც შესაძლოა მასზე დადებითად იმოქმედოს. იქნებ ამით ადამიანი გადარჩეს, რას ვაშავებთ ამით.

აქ უკვე თავს იჩენს კიდევ ერთი ფაქტორი - შარლატანები, კი ნამდვილად არსებობენ ვითომ აკუპუნქტურისტები, ვითომ ჰომეოპათები, მაგრამ განა ასეთები არ არიან მედიცინაში? თქვენ იცით, რომ დღეს ადამიანების სიკვდილიანობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მედიცინის, ექიმების ჩარევაა? 80 % ოპერაციები კეთდება მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენგან ფული აიღონ. მედიკამენტების მაფიაზე აღარ ვსაუბრობ. ასე რომ, არც აქაა მთლად სუფთად საქმე. მთელი ეს კამათი კი ატეხილია იმის გამო, რომ ფული ვერ დაუთმიათ, მიდის გავეშებული ბრძოლა ჰომეოპათიის წინააღმდეგ, თითქოს ძალიან მიცავენ მე, ჩვეულებრივ ადამიანს ჰომეოპათიისგან. სულ მეფიქრება - ასე ჩემს გამო იკლავენ თავს? როცა ჩემს გაძარცვაზე მიდის საუბარი მედიკამენტების მეშვეობით, ეს ადამიანები რატომღაც საერთოდ იკარგებიან. მაგრამ იმისთვის, რომ შეცდომაში არ შევიდე, თურმე თავს იკლავენ. ეს ყოველთვის მაფიქრებდა და ასეთ მიდგომას არ ვეთანხმები. საბოლოო ჯამში ყველაფერი ფულის კეთებისკენ მიდის. ასე რომ, ადამიანს უნდა მიეცეს ჰომეოპათიის გამოყენების შესაძლებლობა.

რა თქმა უნდა ყველგან იქნებიან არაპროფესიონალი და უსინდისო ადამიანები. კიდევ ვიმეორებ - თუ ტაროლოგები, ჰომეოპათები ან ნებისმიერი ვინმე ადამიანს ეხმარება, მას უნდა დავუტოვოთ შანსი - დაე მან აირჩიოს. მილიონობით ადამიანი წლებია ჰომეოპათიით მკურნალობს, ისინი კმაყოფილები არიან ყოველგვარი ანტიბიოტიკების და ათასი მსგავსი წამლის ჩარევის გარეშეც. დღეს კი მათ ეუბნებიან, რომ ჰომეოპათია სისულელეა, და მაშინ როცა კლასიკურმა მედიცინამ ლამის დამარხა ისინი, ჰომეოპათიამ კი გამოაცოცხლა, რა გვინდა - ისევ ამ სასაკლაოს დავუბრუნოთ? რა თქმა უნდა, ადამიანები ნერვიულობენ, რომ ჰომეოპათიას აკრძალავენ. და ის დედა, რომელიც დღეს ჩემთან მოვიდა, რომელმაც თავისი შვილები გამოაჯანმრთელა, ჰომეოპათიით ყოველგვარი პრეპარატების გარეშე, რას ვეუბნებით მას? ასე რომ, ვიყოთ ყურადღებით, დაე რაღაც საიდუმლოდ დარჩეს. გამოვიყენოთ ყველაფერი ადამიანის გაჯანსაღებისთვის იქნება ეს დამტკიცებული, თუ მეცნიერულად დაუმტკიცებელი ექიმბაშობა, გამოიყენეთ ყველა ალტერნატივა. მადლობა ყურადღებისთვის.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

როგორ აღვზარდოთ ბავშვები (4 მთავარი წესი)


ტრანსკრიბცია დოქტორ ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: ...

სოკოების შესახებ (ფსიქიატრის აზრი)...


ტრანსკრიბცია დოქტორ ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: ...

ეზოთერიის შესახებ (ფსიქიატრის აზრი)


ტრანსკრიბცია დოქტორ ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: ...

ფსიქოსომატიკა - ნაწილი მესამე


ტრანსკრიბცია ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: მამუკა გურული ...

ფსიქოსომატიკა (ნაწილი პირველი)


ტრანსკრიბცია ანდრის საულიტისის ვიდეოდან:  მთარგმნელი: მამუკა გურულ...

რისკზე დამოკიდებულება (ფსიქიატრის აზრი)


მთარგმნელი: ნანა აბესაძე წყარო რა მიზეზი განაპირობებს იმას, რომ...

ჰიტლერის დიაგნოზი (ფსიქიატრის აზრი)


ტრანსკრიბცია ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: მამუკა გურულ...

ფსიქოსომატიკა - ნაწილი მეორე (აფექტის ფენომენი)


ტრანსკრიბცია ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: მამუკა გურული ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff