მთარგმნელი: მამუკა გურული
ბარნუმის ეფექტი
მიუხედავად ექსპერიმენტის ოფიციალური ავტორის არსებობისა, თავად ეფექტი ატარებს ამერიკელი შოუმენის, ფინეას ბარნუმის სახელს, რომელიც ცნობილი იყო თავისი ფსიქოლოგიური მანიპულაციებით.
ბარნუმის ეფექტი - ესაა ადამიანის განსაკუთრებულობა, სარწმუნოდ აღიქვას პიროვნების ისეთი აღწერები, რომლებიც, როგორც ის ფიქრობს, უშუალოდ მისთვის იწერებოდა, სინამდვილეში კი ბუნდოვანი და საკმაოდ განზოგადებულია. ასეთი ეფექტი შეიძლება აიხსნას ყოველი ადამიანის ინტერესით საკუთარი პერსონისადმი.
ბარნუმის ეფექტის გამოვლენისთვის აუცილებელი პირობები:
1. აღწერა უნდა შეიცავდეს ბუნდოვან, აბსტრაქტულ ფორმულირებებს.
2. აღწერა შეიცავს პიროვნების ისეთ თვისებებს, რომლებიც ადამიანთა უმეტესობას შეესაბამება.
3. ადამიანი უნდა თვლიდეს, რომ ეს აღწერა მიღებულ იქნა ავტორიტეტული წყაროდან.
4. აღწერა ადამიანს პოზიტიური კუთხით უნდა ახასიათებდეს.
როგორი ადამიანები არიან მიდრეკილნი ასეთი ნდობისადმი?
უნდა ითქვას, რომ ადამიანების ქცევაზე ასეთი ექსპერიმენტის დროს მოქმედებენ ე.წ. ფსიქოლოგიური არტეფაქტები. არტეფაქტი - ესაა შედეგი, რომელიც ჩნდება ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის დროს ცდისპირის დაუგეგმავი ქცევის შედეგად ხდება, ანუ როდესაც თავად მკვლევარს არ შეუძლია იმ ყველა ფაქტორის წინასწარგანსაზღვრა, რომლებიც შედეგზე მოახდენენ გავლენას. მაგალითად, „ხათრიანი“ ადამიანები ცდილობენ ყოველმხრივ ასიამოვნონ ექსპერიმენტატორს, „ფრთხილები“ ცდილობენ საუკეთესო სახით წარმოაჩინონ თავი და ყველანაირად არიდებენ ტავს შეცდომებს, „ეგოისტები“ უბრალოდ ცდილობენ, რომ თავიანთი თვითშეფასება აიმაღლონ, „ეჭვიანები“ მალავენ თავიანთ ჭეშმარიტ რეაქციებს, ხოლო „გამჭვირვალენი“ იდეალურები არიან ექსპერიმენტებისთვის - ისინი მზად არიან თანამშრომლობისთვის და თავიანთ ნამდვილ ემოციებს და რეაქციებს აჩვენებენ.
ამიტომ ასეთი აღწერის სარწმუნოდ მიღთებისკენ მიდრეკილნი არიან არც ისე ბედნიერი, რაღაცით შეწუხებული ან გაღიზიანებული, შფოთვით შეპყრობილი ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ განთავისუფლდნენ შემაწუხებელი განცდებისგან და თავდაუჯერებლობისგან. ადამიანები, რომლებიც ნებისმიერი სახის თანადგომას ეძებენ. ანუ ადამიანი მორალურად უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ აღიქვას ასეთი პოზიტიური და ზოგადი აღწერა, რადგანაც იგი მას ეხმარება და იმედს აძლევს. სხვათაშორის, ასეთი გულუბრყვილობა ახასიათებთ როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს.
თავად ფორერი თავის ეფექტს ჩვეულებრივი ადამიანური გულუბრყვილობით ხსნიდა, თუმცაღა მისი ეს აღწერაც საკმაოდ ბუნდოვანია. ამპარტავნება, სურვილებით აზროვნება და იმედის მიღებისკენ მისწრაფება, მიდრეკილება - მნიშვნელობა მიანიჭოს ყველაფერს, რაც თავად ამ ადამიანს ეხება - აი, ზოგიერთი ის ფაქტორი, რომელიც ცდისპირის ნდობაზე მოქმედებს. საქმე იმაშია, რომ ადამიანები მიდრეკილნი ვართ ვენდოთ ცრუ სიტყვებსაც კი, თუკი მათ საკმარისად მისაღებად და პოზიტიურად ჩათვლით. უფრო მეტიც, ასეთი აღწერები ფანტაზიას აღვიძებენ და ისე ვახდენთ მათ ინტერპრეტირებას, როგორც მოვისურვებთ. ზოგჯერ შეგვიძლია განვაზავოთ კიდეც პოზიტიური აღწერები ნეგატიურით - სრულიად შესაძლებელია, რომ ადამიანი თავად გაფილტრავს ნეგატივს და კონცენტრირდება მისი პიროვნების მხოლოდ პოზიტიურ აღწერაზე.
ბარნუმის ეფექტის გამოყენების სფეროები
მრავალი ადამიანი იცნობს ამ ეფექტს და მათ თავიანთი მიზნებისთვის იყენებს - უფრო ხშირად საკუთარი ეგოისტური სარგებელისთვის (თუმცა არა ყოველთვის). ასტროლოგიური ჰოროსკოპების შემადგენლები, თავად ასტროლოგები, ქირომანტები, ჰომეოპათები, ექსტრასენსები, მედიუმები, მკითხავები, და თავად მარკეტოლოგებიც - ყველა ეს ადამიანი ასე თუ ისე იყენებს ამ ეფექტს სარგებელის მისაღებად. მაშინაც კი, თუ ვივარაუდებთ, რომ არიან ადამიანები წინასწარმეტყველების ნიჭით, ისინი უკიდურესად ცოტანი არიან მათთან შედარებით, ვინც ასეთებად თავს ასაღებს.
შეგვიძლია თუ არა ბარნუმის ეფექტის გამოყენება კარგი მიზნებისთვის?
ბარნუმის ეფექტიდან ბუნებრივად გამომდინარეობს როზენტალის ეფექტი - ადამიანის მიდრეკილება, მოიქცეს პროგნოზის, აღწერის ან წინასწარმეტყველების შესაბამისად. მეორე მხრივ, ადამიანს შეუძლია თავი შეიგრძნოს არა ისეთად, როგორიც სინამდვილეშია, რაც მას ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესებამდე მიიყვანს.
უნდა გვახსოვდეს, რომ მრავალი ადამიანი იღებს თქვენგან ფულს ან ცდილობს სარგებელი მიიღოს თავისი აღწერებით. ამასთან, ასეთ ადამიანებთან ურთიერთობის შემდეგ რჩება უკიდურესად უსიამოვნო გრძნობა, თითქოს ვიღაც სულში შეგიძვრა და ჭუჭყიანი ფეხსაცმლით კარგად დასვარა იგი.
ბარნუმის ეფექტის გამოყენება შეიძლება საკუთარი მიზნებისთვის (თუნდაც სახეცვლილი ფორმით) თვითგანვითარებისას. მაგალითად, აფირმაციები ძალიან გვეხმარება, რომ საკუთარ თავში მეტად თავდაჯერებულები, მშვიდები და მოდუნებულები გავხდეთ. იგივეს აკეთებს მედიტაციაც. არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ სხვა ადამიანს უსმინოთ თვითშეფასების ასამაღლებლად კარგი თვისებების ჩამოსათვლელად - ყველაფერ ამას თქვენ თვითონაც შეგიძლიათ მიაღწიოთ.
თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...