როგორ ხდება ჩვენი დაპროგრამება დაბადებიდან

Admin
ფსიქოლოგია
0
0

მთარგმნელი: მამუკა გურული ტრანსკრიბცია ვიდეოდან "ჩვენი ცხოვრების 95% პროგრამებისაგან შედგება....

Bruce Lipton in Italia 2011 a Rimini

მთარგმნელი: მამუკა გურული

ტრანსკრიბცია ვიდეოდან

"ჩვენი ცხოვრების 95% პროგრამებისაგან შედგება. იმ პროგრამებისაგან, რომლებითაც ჩვენი სიცოცხლის პირველი 7 წლის მანძილზე ვიტვირთებით". - დოქტორი ბრიუს ლიპტონი.

ამიტომაა რომ ღარიბი ადამიანი ბოლომდე ღარიბად რჩება, მდიდარი ადამიანი კი მდიდარია ბოლომდე (გარდა იშვიათი შემთხვევებისა მ.გ.).

ყურადღებით მისმინეთ. ფილმი მატრიცა შეთხზული სამეცნიერო ფანტასტიკა არ არის, ის უბრალოდ დოკუმენტური ფილმია.

ფაქტი ესაა. ყოველი ადამიანი პირველი 7 წლის მანძილზე ჰიპნოზის ქვეშაა.
7 წლამდე ასაკის ბავშვის გონება დაბალ ვიბრაციულ სიხშირეზეა მომართული, ამაში დარწმუნდებით, თუკი ადამიანის თავზე შესაბამის სადენებს მოათავსებთ და ელექტროენცეფალოგრამას წაიკითხავთ, რომელიც ტვინის მუშაობას ასახავს. ამრიგად, 7 წლამდე ასაკის ბავშვის ტვინის ვიბრაცია უფრო დაბალია ვიდრე ცნობიერი გონებისა და ამ ფენომენს თჰეტა ეწოდება. თჰეტა არის წარმოსახვა. ამის გამოა, რომ ბავშვებს შეუძლიათ ტალახით ისე ითამაშონ, თითქოს ჩაის წვეულებას მართავენ. მათთვის ეს რეალობაა. ბავშვი ცოცხზე ის ჯირითობს, როგორც ცხენზე. სწორედ ეს არის თჰეტა - წარმოსახვა. თჰეტა ასევე არის ჰიპნოზი. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ სანამ შენ ცნობიერი გახდები, როგორ გახდები ცნობიერი, თუ არ გაქვს პროგრამები, რომლებსაც გააცნობიერებ? ამიტომ ბუნება პირველი შვიდი წლის მანძილზე გინერგავს, თუ რომელი პროგრამებია საჭირო ამ პლანეტაზე ცხოვრებისთვის. და როგორ ვიღებთ მათ? თჰეტა ჰიპნოზია... შენ უბრალოდ უყურებ. შენ უყურებ შენს მშობლებს, შენს დედმამიშვილებს, შენს სოციუმს და სწავლობ მათგან. რამდენი ასობით ათასი წესი არსებობს ირგვლივ? აბა დაფიქრდით ამაზე. იმისათვის რომ ოჯახის ფუნქციონალური წევრი გახდე, იმისთვის რომ საზოგადოების ფუნქციონალური წევრი გახდე, წესები უნდა დაიცვა. პატარებს სწორედ ამ წესებს ასწავლიან. მე გეტყვით, რომ ეს სულ არ არის საჭირო. პირველი შვიდი წლის მანძილზე ისინი უბრალოდ აკვირდებიან და პროგრამდებიან. ეს სიახლე არ არის.

მოვიყვან ცნობილ წიგნს „მდიდარი მამა, ღარიბი მამა“. რაც იმაზეა რომ თუკი შენ ღარიბი ოჯახიდან ხარ, მაშინ რაც არ უნდა ბევრი იბრძოლო მთელი ცხოვრების მანძილზე და გამდიდრების გამუდმებულ მცდელობაში იყო, ამას მაინც ვერ შეძლებ. ხოლო თუ მდიდარი ოჯახიდან ხარ, შეიძლება მთელი ცხოვრება სულელივით იქცეოდე, მაგრამ მაინც კეთილდღეობა არ გშორდებოდეს. არა იმიტომ რომ შენ ამაზე ფიქრობდი, არამედ ის იყო უბრალოდ შენი გაუცნობიერებული მოქმედებების შედეგი, ანუ იმ პროგრამების შედეგი, რომლებიც შენმა მდიდარმა მშობლებმა ჩატვირთეს შენში. და ეს ყველაფერი სრულიად არაცნობიერი პროცესებია. ადამიანი მდიდარი ოჯახიდან გაუცნობიერებლად დგამს სწორ ნაბიჯებს წარმატებისკენ. შესაძლოა ისინი სულელებსაც ჰგავდნენ, მაგრამ საქმე გამოსდით და ეს გაუცნობიერებელი განზომილებიდანაა.

ზუსტად იგივე ხდება ღარიბ ადამიანში. მათაც ასევე აქვთ გარკვეული რწმენები ოჯახისგან: „შენ ამას ვერ გააკეთებ, ცხოვრება ბრძოლაა... ყველაფერი რთულია... თავი ვინ გგონია?..“და როდესაც ამ პროგრამებს ინერგავ შენი დღის 95%-ს საკუთარი თავის საბოტაჟში გალევ. ამიტომაა, რომ ღარიბები ღარიბებად რჩებიან, მდიდრები კი მდიდრებად. და ეს მათში ჩატვირთული პროგრამების შედეგია.

ასე რომ ჩვენი ცხოვრების 95% ჩვენი ქვეცნობიერის სიბრტყეში არსებული პროგრამებიდან გამომდინარეობს. ადამიანი ყოველდღიურად ცხოვრების 5 %-ს ატარებს გაცნობიერებულად. და ცნობიერება არის შემოქმედი.

რეპორტიორი: გამოდის რომ ჩვენ მხოლოდ 5% პროცენტით ვცხოვრობთ, მაშინ როდესაც გვგონია რომ სრულფასოვნად ვცხოვრობთ.

დოქტორი ლიპტონი: ზუსტად ასეა. თქვენ ამას ვერ ხედავთ. ეს ქვეცნობიერია. ანუ ცნობირის ქვემოთ მდგომი. იეზუიტები 400 წლის მანძილზე დაჟინებით ამტკიცებდნენ და ამას ხალხი ვერ იგებდა... ისინი ამბობდნენ: „მომეცით ბავშვი 7 წლამდე და ადამიანად დაგიბრუნებთ მას.“ ისინი ამას ამბობდნენ 400 წლის მანძილზე, რადგან იცოდნენ, რომ პირველი 7 წელი დაპროგრამების პერიოდია და ცხოვრების 95% ამის შემდეგ იქნება ისეთი, თუ როგორი პროგრამები ჩაგიტვირთეს.

პრობლემის გადაჭრის გზა ასეთია: პირველი ნაბიჯი - გააცნობიერე, დაინახე სად არის შენი ბრძოლის ეპიცენტრი. რაც იმას ნიშნავს რომ იმაზე ფიქრი კი არ გმართებთ, იფიქროთ თუ რა მოხდა, არამედ უბრალოდ დააკვირდით თქვენს ცხოვრებას. ის რაც მოგწონთ თქვენს ცხოვრებაში, ის უპრობლემოდ მიმდინარეობს, რადგან თქვენ ქვეცნობიერში მისი მხარდამჭერი პროგრამა მოგეპოვებათ, ხოლო ის რაშიც იბრძვი, რასთან მუშაობაც გიძნელდებათ, რაშიც დიდ ძალისხმევას დებთ, რატომ გიჭირთ ასე? რადგან თქვენს ქვეცნობიერში არათუ მისი მხარდამჭერი, არამედ მისი ხელშემშლელი პროგრამაა ჩატვირთული და თქვენ ცდილობთ სხვა პროგრამა გადააწეროთ მას. ამრიგად თქვენ არ გჭირდებათ თავის შემოზღუდვა, დიდი ძალისხმევის გაღება და ფსიქოლოგიური თავსატეხები. თქვენ უბრალოდ საკუთარ ცხოვრებას უნდა შეხედოთ და თქვათ: „სად არის ჩემი ბრძოლის ველი?“ რადგან რაც არ უნდა იბრძოლოთ, თქვენს ქვეცნობიერში ცხოვრობს ეს პროგრამა, რომელიც ხელს გიშლით და უნდა დაინახოთ ის.

მეორე ნაბიჯი: ჩატვირთეთ ახალი პროგრამები თქვენს ქვეცნობიერში. ცნობიერი გონება შემოქმედებითია და მას შეუძლია ისწავლოს ათასგვარი გზით. მაგალითად ჩვენ ვკითხულობთ წიგნს, დავდივართ ლექციაზე, ვუსმენთ ამ პროგრამას და ცნობიერი გონება ამ გზით რაღაცას სწავლობს, მაგრამ ეს არ ეხება ქვეცნობიერს. დიახ ის ასე ვერ სწავლობს. არის ორი ფუნდამენტური გზა, რომლის მეშვეობითაც ქვეცნობიერს შეუძლია ისწავლოს. ესაა ჰიპნოზი, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში პირველი 7 წელი მიმდინარეობს. და ისმის კითხვა: 7 წლის შემდეგ როგორ შეიძლება ადამიანის ქვეცნობიერში პროგრამის ჩანერგვა? ამაზე პასუხია ასეთია: “გამეორებით, პრაქტიკით”. გინდათ მანქანის მართვა? თქვენ ხომ ამას უბრალოდ მანქანაში ჩაჯდომით და გასაღების მორგებით ვერ გააკეთებთ. თქვენ პრაქტიკა გჭრდებათ მანქანის სამართავად. როდესაც თქვენ გსურდათ ანბანი გესწავლათ რამდენჯერ გახვედით “ეი”-დან”, “ზეტ”-მდე. აბა სცადეთ და მანამდე გადით ბოლოში, სანამ ანბანის ყველა ასოს დაიმახსოვრებთ, არადა როგორც კი დაიმახსოვრეთ უკვე უკან დაბრუნება აღარ გჭირდებათ. ამგვარად ორი ფაზაა. გსურთ ქვეცნობიერი ჭკუის გაწრთვნა? ჰიპნოზი და გამეორება. ძალიან მომწონს ეს ახალი ფრაზა: “თავი მოიკატუნე, ვითომ უკვე გამოგივიდა, სანამ მართლა გამოგივა”. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ბედნიერი ადამიანი არ ხართ, არადა გინდათ რომ ბედნიერი ადამიანი გახდეთ, გამუდმებით გაიმეორეთ: “მე ბედნიერი ვარ...მე ბედნიერი ვარ”. დიახ, შესაძლოა, ბედნიერად სულაც არ გამოიყურებით, მაგრამ მაინც. და ვის ვესაუბრები ამ დროს? - ჩემს ქვეცნობიერს. თუ ის მიიღებს, რომ მე ბედნიერი ვარ და არ დაივიწყოთ, თქვენი ცხოვრების 95% სწორედ ამ ქვეცნობიერიდან მოდის, სადღაც აუცილებლად იარსებებს ის წერტილი, როდესაც ქვეცნობიერი მიიღებს: “მე ბედნიერი ვარ”. და თქვენ ამის გამეორება აღარ დაგჭირდებათ. ეს სრულიად თავისთავადი ფაქტი გახდება. რეპორტიორი: ამიტომაა რომ ადამიანები აკეთებენ სხვადასხვა აფირმაციებს, მადლიერების წიგნაკებს და ა.შ. რადგან თუ ამას ყოველდღიურად გააკეთებთ... დოქტორი ლიპტონი: ამას გეტყვით, საიდუმლო გამეორებაშია. თქვენ რაც ბრძანეთ, ეს დაახლოებით ისეა, როგორც სტიკერის დაკვრა მაცივარზე. ეს დაახლოებით შეთავაზებას ჰგავს, მაგრამ ამაში არ არის გამეორების აქტი. და ამიტომ ეს მეთოდი არცთუ ისე კარგად მუშაობს. ხოლო გამეორება ეს არის ჩვევა, ეს არის ჩვევის გამომუშავება. თქვენ რაღაც რელიგიურად უნდა აკეთოთ იმ თვალსაზრისით რომ ეს უნდა გაიმეოროთ ისევ და ისევ და ასე ყველაფერი გამოვა.

მსგავსი სტატიები

კოგნიტური ფსიქოლოგია და კოგნიტური ფსიქოთერაპია


მთარგმნელი: ნანა აბესაძე წყარო ფსიქოლოგია მრავალმხრივი და მრავლ...

ბარნუმის ეფექტი და ფორერის ექსპერიმენტი


მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო ადამიანს უყვარს საკუთარი თავის ...

რამდენად თანდაყოლილია ფსიქოტიპი?


მთარგმნელი: კესო გაგოშიძე წყარო რამდენად თანდაყოლილია ფსიქოტიპი...

ფსიქოლოგიის დაბადება


თარგმანი ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორის - სტივ ჯორდენსის ...

თვითშეფასება


ავტორი: ნანა აბესაძე რა ფაქტორები განაპირობებს მოტივაციის გაქრობ...

როგორ იცვლება ქალის ტვინი მას შემდეგ, რაც დედა ხდება


მთარგმნელი: სოფია შანიძე წყარო სახლის მოწყობა, ახალშობილის დაბა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff