εμη τανατογενοσ - რაზედ ჩურჩულებს ველი

ალქიმიკოსი
ხელოვნება
0
0

 ველი ჩურჩულებს ორი ინგლისურენოვანი ქვეყნის  ურთიერთობაზე, კინოინდუსტრიაზე, მწერლის ცხოვრებაზე , ...

loved%20one 

ავტორი: ეკატერინე  სამხარაძე

   ველი ჩურჩულებს ორი ინგლისურენოვანი ქვეყნის  ურთიერთობაზე, კინოინდუსტრიაზე, მწერლის ცხოვრებაზე , ამ ქვეყნების ტრადიციებზე , ჩვეულებებზე , ღირებულებეზე, სიყვარულზე , სიკვდილზე . . .  და შაბლონებზე. რადგან ყველაფერს რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ წითელ ხაზად გასდევენ შაბლონები, ყველგან და ყველაფერში მეფობს მოდა. ისე რომ ქვეყნის ერთ ბოლოში ნანახი გოგონა მეორე ბოლოში მცხოვრები მისი ტოლის თითქმის ზუსტი ასლია, თითქოს მათი სხეულები პოლიეთილენის პარკში გახვეული იყიდებოდეს და მხოლოდ მსუბუქი თავის მიხრახვნა სჭირდებოდეს.
         

     მოთხრობა თვითმკვლელობით იწყება და თვითმკვლელობით მთავრდება, მაგრამ ის ადამიანები რომლებიც ასეთ აღსასრულს ირჩევენ სრულიად განსხვავებულნი არიან ერთმანეთისგან. სერ ფრანსის ჰინსლი ცნობილი მწერალი და განათლებული ადამიანია;  თუ მხედველობაში მივიღებთ მისი ერთადერთი რომანის სათაურს "თავისუფალი ადამიანი განთიადს ეგებება" პარადოქსულია რომ სწორედ მისი ავტორი ხდება ჰოლივუდის პროტოტიპი, „მეგალოპოლიტენს სტუდიოს“ მსხვერპლი. სერ ფანსისის დაკრძალვა პომპეზურია და სწორედ აქ შემოდის დამკრძალავი კონცერნი "მოჩურჩულე ველი" ეს სწორედ ის ველია რომელიც იმ ყოველივეს კვინესენციას წარმოადგენს რაც კი რამ საუკეთესოა ამერიკული ცხოვრების სტილში.(ეს ვოს შეხედულებაა რომელსაც ნაწარმოებში ემე გამოხატავს).
         

     "მოჩურჩულე ველი " ყველაზე ძლიერი და ყოვლისმომცველი შაბლონია მთელს ნაწარმოებში, თუ სხვა გმირები მეტნეკლებად ახერხებენ ოდნავ მაინც გვაჩვენონ თავისი ხასიათი, ის საგულდაგულოდაა მოქცეული ჩარჩოებში, ინტერიერის უწვრილესი დეტალიც კი, თანამშრომელთა ჩაცმულობა , ბაღი როლემსაც არაფერი აქვს მისი საკუთარი, ყველაფერი ასლია, და საუბრის მანერაც, შერჩეული ლექსიკა ( " ნეტარხსენებული"  ) სულ დამავიწყდა აღმენიშნა რა არის ეს , "მოჩურჩულე ველი". დამკრძალავი ბიუროა, ამასთან ყველაზე პომპეზური , რომელსაც კონკურენციას უწევს მცირე დაწესებულება ცხოველების დამკრძალავი ბიურო "სამოთხის ბედნიერი სანახები". სიკვდილი აქ სრულიად მოკლებულია ყოველგვარ საკრალურობას და რიგით კომერციულ საქმიანობადაა ქცეული. არანაირი გლოვა,  არანაირი მარადისობა...  მხოლოდ საგულდაგულოდ დამუშავებული შეღებილ-შეთხიპნილი  გვამი ( უკაცრავად ნეტარხსენებული ), როგორც ამაოების გროტესკი, დაკრძალვის კარგად ორგანიზებული ცერემონიალი, შერჩეული ადგილი სასაფლაოზე და მორჩა.
           

     სიყვარული ხომ ყოვლისშემძლეა! და ამ გარემოშიც კი გამოჩნდნენ რომეო და ჯულიეტა, დენისია და ემეს სახით. ერთი "მოჩურჩულე ველში“ მუშაობს და ეს არის მისი ოჯახი, ხოლო მეორე "სამოთხის ბედნიერ სანახებში" ინგლისიდან გადმოხვეწილი პოეტია რომელიც უკვე ვეღარაფერს წერს. მოთხრობას არ ჰყავს დადებითი გმირი ყველა მათგანი ჩარჩოშია მოქცეული.
           

     ემე. - მისი სახელი ძველი ბერძნულიდან ითარგმნება როგორც - მე სიკვდილმა მშობა  - და ამასთანავე, ემე წარმოადგენს ეგოს პასიურ ფორმას, რაც მშვენივრად ერგება გმირს. მისი ეგო თითქმის გამოთიშულია ხოლო ემე ეგზალტირებული. გადაწყვეტილებებს ვისიმე დახმარების გარეშე ძნელად იღებს , მოქმედებენ მასზე და არა ის თავისით. ემე ამერიკული შეცდომების მსხვერპლია , თავისთავად ის გულმოდგინე მშრომელი და პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანია მაგრამ თავისი განათლება და სამუშაო არ აძლევენ მის პიროვნებას გახსნის საშუალებას. დენისი თითქოს მხსნელი უნდა ყოფილიყო მისთვის მაგრამ . . .

    ემე, როგორც გაკვრითაა მინიშნებული   -    ელენე -  განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა , და განსაკუთრებული უსუსურობითაც, ემე ეწირება საკუთრ თავს, არა საკუთარ მცდარ არჩევანს , წესები წესები  და უცრად საოცარი შეუსაბამობა !დენისი ბედნიერ სანახებში მუშაობს და უფრო დიდი სირცხვილი დენისი ჯოიბოის თუთუყუშს კრძალავს ! მაგრამ სიყვრული , ვენუსი ყველაფერს ცდილობს ამ ორი სულის გასაერთიანებლად , მაგრამ არც დენისია პარისი და არც ემე მითიური ელენე. გმირის უკან მიმალულ ცინიკოსს არ შეუძლია საყვარელი ქალის ხსნაც კი.
                   

      და აი მთავრდება „the loved one“ ისევე როგორც დაიწყო,  თვითმკვლელობით. ეს ერთ დროს საყვარელიც ემეა , რომელმაც თავისი სიკვდილით შეძლო დენისის გულში გაყინული სინაზე გაელღო და უკან დაახევინა ცინიზმს. ავტორმა ვერ გაიმეტა ემე მოჩურჩულე ველისთვის და არ აქცია ძალით გაღიმებულ მოთხუპნულ ნიღბად ორქიდეების სალონში, ემეს ცხედარს შეყვარებული მიაბარებს ცეცხლს ძველი ბრიტანული ჩვეულების მიხედვით, ხოლო ბარათი ( "დღეს თქვენი პაწია ემე კუდს გიქიცინებთ და თქვენზე ფიქრობს სამოთხეში") მისი ერთგვარი შურისძიებაა.

მსგავსი სტატიები

„შენი სახელი დამიძახე“: მიმზიდველი კადრების მიღმა


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი (ფოტოები იხილეთ გალერეაში) წყარო ფილმი ...

„კრედიტის ლიმიტი“ და უმოძრაო კამერა


  ავტორები: ანეტ შტრაუსი და ფჯოსიდ ვრდოორი   ანეტ შტ...

გველთან როგორც სიბრძნესთან ზიარება


გველი რომ სიბრძნის საყოველთაოდ აღიარებული სიმბოლოა, ჩვენთვის კარგად...

ვენერა ვერტიკორდია


ჩვ.წ. 114 წელს რომაელებმა სიკვდილით დასაჯეს ვესტას სამი ქურუმი ქალი...

ეგოისტი


ზაფხულის მიწურული იდგა, გრძელმკლავიანი სვიტრი რომ ჩავიცვი და ერთ კვ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას PDF წიგნების სრული სია

Screenshot 2025-09-12 at 18.17.44

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 420 ლარის ნაცვლად 200 ლარი იქნება. 

☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.
☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ ჰაინრიხ კორნელიუს აგრიპა - "ოკულტური ფილოსოფია" (10 ლარი)

წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff