რეჟისორები და მათი მუზები

Admin
ხელოვნება
0
0

  თარგმანი: ანეტ შტრაუსი; Ikigai / იკიგაი წყარო 1. ლორა დერნი და დევიდ ლინჩი ლორა დერნ...

 

თარგმანი: ანეტ შტრაუსი; Ikigai / იკიგაი

წყარო

1. ლორა დერნი და დევიდ ლინჩი

laura dern and david lynch

ლორა დერნი დევიდ ლინჩის 3 ფილმში გამოჩნდა, ოღონდ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეჟისორს 70-იანი წლებიდან (კარიერის დასაწყისიდან) მხოლოდ 10 ფილმი აქვს გადაღებული.


„დევიდი ძალიან კონკრეტულია, რადგან კარგად მიცნობს. მხოლოდ ერთსიტყვიან მითითებებს მაძლევს. მომკლავს, პერსონაჟის შესახებ საუბრის გაბმა რომ ვცადო. ასეთია ხოლმე: „მჭირდება ქარი. მჭირდება საღეჭი რეზინი“. - ლორა დერნი


„ტვინ პიკსის“, დევიდ ლინჩის კარიერაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნამუშევრისა და მსოფლიოში აღიარებული სერიალის გადაღებისას, ლინჩმა პროდუსერს უთხრა: „მჭირდება ცალფეხა კაცი, მაიმუნი და ტყისმჭრელი ღამის 4-ის 15 წუთისთვის“. დერნმა კი, პროდუსერის სახით გახალისებულმა, დევიდ ლინჩს დაუჭირა მხარი: „შენ დევიდ ლინჩის ფილმში ხარ, მეგობარო. უნდა დაჯდე და უბრალოდ ისიამოვნო...“

2. ჯულიეტა მაზინა და ფედერიკო ფელინი

federico fellini and giuletta masina

მაზინასა და ფელინის წყვილმა ბევრი კარგი ფილმი დაგვიტოვა, მათ შორის „ჯინჯერი და ფრედი“ და „გზა“. მაზინა უმეტესად ფედერიკო ფელინის ფილმებისთვის მუშაობდა და თუ არა, მაშინ მის ყველა გადასაღებ მოედანზე იყო. ზოგიერთი კრიტიკოსი ამბობს, რომ ჯულიეტა უბრალოდ თავის თავს განასახიერებდა, ფელინი კი იღებდა მას.


„გზის“ მთავარი პერსონაჟზე, გელსომინაზე, ფელინიმ თქვა: „გელსომინა ის პერსონაჟია, რომელშიც ყველაზე მეტად არის ჯულიეტას პიროვნება გადმოცემული“.

3. ჯენა როულენდსი და ჯონ კასავეტესი

 როულენდსი და ჯონ კასავეტესი

ორმა ხელოვანმა ერთმანეთი ტელევიზიაში მუშაობისას, 1950 წელს გაიცნო. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროს როულენდსი უკვე ცნობილი მსახიობი იყო. კასავეტესის პირველ ფილმამდე მათ უკვე ოჯახიც ჰქონდათ შექმნილი.


„სახეებიდან“ „სიყვარულის ნაკადებამდე“, კასავეტესი ცდილობდა, გამოეკვლია თუ როგორია, როცა ადამიანი ცდილობს, უყვარდეს მეორე, მიუხედავად მარტოსულობის, მენტალური დაავადებების, არტისტიზმისა და პირადი რწმენა-წარმოდგენებისა.


„როცა „სახეების“ დაწერა და გადაღება გადავწყვიტე, სახლში მოვედი და ჯენას ვუთხარი: გინდა, რომ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში ყველანაირი ფუფუნების გარეშე ვიცხოვროთ, მე კი ეს ფილმი გადავიღო? მან კი მიპასუხა - „კი, ოღონდ თმა ყველა შემთხვევაში უნდა მოვიწესრიგო. დაჟინებით მოვითხოვ!“ - ჯონ კასავეტესი


„როცა მე რეჟისორი ვარ, ჯენა კი ჩემს ფილმში როლს ასრულებს, უთანხმოება ცუდი რამე არ არის, პირიქით, საინტერესოა. არ გჭირდება მსახიობი, რომელიც ყოველთვის ზრდილობიანი და სერიოზულია, გჭირდება ვიღაც, ვისაც გაბრაზება შეუძლია. დილის ხუთ საათზე მირეკავენ იმისთვის, რომ მაგინონ და ეს ნორმალურია... სწორედ ეს არის სიცოცხლე - პრობლემებში ცხოვრება და მათი გაზიარება. არა?“-ჯონ კასავეტესი

4. ლივ ულმანი და ინგმარ ბერგმანი

 ულმანი და ინგმარ ბერგმანი

„ჩვენ ერთმანეთს სიცოცხლეს ვანიჭებთ. არ აქვს მნიშვნელობა, ეს მტკივნეულია თუ არა“ - წერს ბერგმანი ლივისთვის მიწერილ წერილში.
ლივ ულმანმა ინგმარ ბერგმანის 10 ფილმში ითამაშა.


მათი რომანი 1965 წელს, „პერსონას“ გადაღებებზე დაიწყო, როცა ორივე დაქორწინებული იყო. 1970 წელს შვილი ეყოლათ. ასეა თუ ისე, ბერგმანი და ულმანი ერთად მუშაობდნენ როგორც რეჟისორი-მსახიობი, მწერალი-რეჟისორი, მამა და დედა.


„45 წლის წინ ჩვენ რომანი გვქონდა, რომელიც ყველაფერ იმას ეწინააღმდეგებოდა, რაც მიმაჩნდა, რომ სწორი იყო. ქმარს დავშორდი, შვილი დაუქორწინებლად გამიჩნდა, ჩემს ქრისტიანულ ოჯახს აღარ უნდოდა, ვენახე. კუნძულზე ვიყავი, რომელიც ინგმარს ეკუთვნოდა, მაგრამ მე ჩემად ვერ აღვიქვამდი.
თუმცა იყო ისეთი დროებიც, როცა თავს ყველაზე უსაფრთხოდ და ყველაზე რეალურად ვგრძნობდი; თვალებში ვუყურებდი და ვიცოდი, რომ მიცნობს. ისევე, როგორც მან იცოდა ეს.


მაშინაც კი, როცა დავტოვე და აღარ დავბრუნდი, ვიცოდი, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო ჩვენს შორის, ეს ყოველთვის დარჩებოდა. მაგრამ ვფიქრობ, რომ მეგობრობა, რომელიც მის სიკვდილამდე შევინარჩუნეთ, სწორედ იმ სიყვარულზე იყო დაფუძნებული, რაც გვაკავშირებდა და რაც ალბათ განსხვავებული იყო იმისგან, როგორიც მე მახსოვს ახლა“.-ლივ ულმანი

5. ანა კარინა და ჟან-ლიუკ გოდარი

jean luc godard et anna karina

კარინამ და გოდარმა ერთად შვიდი ფილმი შექმნეს.


ისინი არამარტო კინოპარტნიორები, არამედ შეყვარებულებიც, და შემდეგ ცოლ-ქმარიც გახლდათ.


„ნელნელა ერთმანეთის მიმართ მიზიდულობა გაგვიჩნდა. რაღაც განსაკუთრებულს ვგრძნობდით, რისი თავიდან მოცილებაც არ შეგვეძლო. ყველაფერი „პატარა ჯარისკაცის“ გადაღებისას დაიწყო. მთელი გუნდი ერთად ვსადილობდით, როცა პატარა ფურცელი მომცა, რომელზეც ეწერა: „მიყვარხარ. შუაღამით შემხვდი კაფეში, სახელად „Café de la Prez“. მაშინ სხვას ვხვდებოდი, მაგრამ ვერ გავძელი, სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. შემდეგ ყველა მეგობარი დავკარგე, რადგან ჩემი ძველი შეყვარებული უფრო მოსწონდათ.“- ანა კარინა


„როცა სხვა რეჟისორებთან ვმუშაობდი, ძალიან ეჭვიანობდა. მეუბნებოდა: „როგორ იტყვი ამ სიტყვებს? ისეთი საშინელია.კომედიაა, ამას ვერასოდეს გააკეთებ“. როცა ის ფილმი, „ამ საღამოს ან არასდროს“ დასრულდა, მითხრა, რომ როლი ძალიან კარგად შევასრულე. შემდეგ მკითხა, მინდოდა თუ არა, მასთან ერთად „ქალი ქალია“ შემექმნა“.-ანა კარინა

მსგავსი სტატიები

„კრედიტის ლიმიტი“ და უმოძრაო კამერა


  ავტორები: ანეტ შტრაუსი და ფჯოსიდ ვრდოორი   ანეტ შტ...

პაბლო პიკასო


    პაბლო რუის ი პიკასო (ესპ. Pablo Ruiz y Pi...

შტეფან თოდოროვიჩი


შტეფან თოდოროვიჩი (Stefan Todorovic) გერმანელი ილუსტრატორი და არქიტ...

ვიდეო თამაშები როგორც ხელოვნება


ავტორი: ანა თოფურიძე ინტერვიუ: გიორგი აბელაშვილთან არის თუ არა ...

εμη τανατογενοσ - რაზედ ჩურჩულებს ველი


 ველი ჩურჩულებს ორი ინგლისურენოვანი ქვეყნის  ურთიერთობაზე, კინოინდუ...

სანდრო ბოტიჩელი


  სანდრო ბოტიჩელი ალესანდრო დი მარიანო დი ვანი ფილიპე ცნობ...

ეგოისტი


ზაფხულის მიწურული იდგა, გრძელმკლავიანი სვიტრი რომ ჩავიცვი და ერთ კვ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff