რეინკარნაციის იდეა ქართულ ფოლკლორში

Admin
ხელოვნება
0
0

 ყველა ერის ფოლკლორში პირდაპირ ან ირიბად, მეტ-ნაკლებად ყველგან ვხედავთ რეინკარნაციის იდეა...

 karma

ავტორი: გიორგი დოლიძე

 ყველა ერის ფოლკლორში პირდაპირ ან ირიბად, მეტ-ნაკლებად ყველგან ვხედავთ რეინკარნაციის იდეას. გვაქვს თუ არა ეს იდეა ქართულ ხალხურ შემოქმედებაში? აშკარად არის. და ერთ-ერთი ამის მაგალითი უნდა იყოს ქართული ხალხური ზღაპარი "გულამბარა და სულამბარა". სიტყვა "რეინკარნაცია" პირდაპირ არ არის ნახსენები, მაგრამ სიუჟეტის მთავარი ხაზი ასეთია: ხელმწიფის შვილი, რომელიც ბედს ეძებს და უცხო ქალაქშია, მზეთუნახავი ქალის ცოლად შერთვას მოინდომებს, მაგრამ ერთი პირობაა: ქალი ჯერ გამოსაცდელ შეკითხვას უსვამს ყველა მსურველს და ვინც ვერ უპასუხებს თავს მოაჭრის.

 ვაჟი მივა ქალთან და მზეთუნახავი ეკითხება: "მაშ ჯერ მითხარი ვინ არიან გულამბარა და სულამბარა?"... ვაჟმა ეს არ იცის და ითხოვს სამი დღის ვადას ამბის გასაგებად. ამისთვის ის ქვესკნელში ჩადის და იქ ნახავს ყასაბს, რომელიც განჯინიდან ქალის თავს გადმოიღებს და მათრახით სცემს. ვაჟი ეკითხება, რა დააშავა და ვისი თავი არისო? ყასაბი მოუყვება, რომ ეს მისი მზეთუნახავი ცოლი იყო, სახელად გულამბარა, რომელიც სიყვარულში ეფიცებოდა ქმარს. მაგრამ სინამდვილეში მოჯამაგირეს, სახელად სულამბარას ჰყვარობდა. ერთხელაც ყასაბმა ორივეს ერთად წაასწრო და განჯინაში ჩაკეტა ისინი. მას მერე ჯერ ერთს სცემს მათრახით და მერე მეორეს. იმდენი სცემა, რომ სულამბარა უკვე დაილია და გულამბარასი მარტო თავიღა დარჩენილიყო და ისიც ქვესკნელში ჩასული ვაჟის თვალწინ დაილია...

 ამ ამბის შეტყობის შემდეგ ხელმწიფის შვილი უკან ბრუნდება, ქალს მოუყვება გულამბარასა და სულამბარას ამბავს და ქალიც მას გაჰყვება. მაგრამ ხელმწიფის შვილის ძმობილმა ჯერ ხეზე მიაკრა ქალი და ხმალი სამჯერ მოუქნია, ქალმა კი სამჯერ ბალღამი ამოარწყია. ძმობილმა ახსნა ქალი და ხელმწიფის ვაჟს დაუბრუნა: ეს ქალი თუმცა მშვენიერი იყო, შხამიანი იყო და ადრე თუ გვიან შენც მოგკლავდა. ახლა, რაც შხამი ჰქონდა, სულ ამოვარწყევინე და ნუღარაფრის შიში ნუ გქონდეს, წაიყვანე, ღმერთმა შეგაბეროსო...

როცა ამ სიუჟეტს ვუკვირდებით, მოვლენები ზუსტად იმეორებს კარმული ვალების დახურვას, და რეინკარნაციის იდეებს. დავსვამთ შეკითხვას: სანამ ქალი ცოლად გაყვება ვაჟს, რატომ ითხოვს ჯერ უცხოების, გულამბარასა და სულამბარას ამბის გაგებას? ვინ არიან ამ ორი ადამიანისთვის გულამბარა და სულამბარა, რომ მათი ასავალ-დასავალის გააზრების გარეშე ისინი ვერ შეუღლდებიან? აშკარაა, რომ გულამბარა და სულამბარა არიან ხელმწიფის ვაჟისა და ქალის წინა ცხოვრების ინკარნაციები. მზეთუნახავი ქალი, წინა ინკარნაციაში გულამბარა, იყო ყასაბის ცოლი და მან შესცოდა - მოჯამაგირე სულამბარას (ხელმწიფის ვაჟის წინა ინკარნაცია) ფარული საყვარელი გახდა, რის გამოც ორივემ შესცოდა და ყასაბი აქ გამოდის მათი დამსჯელი ქვესკნელში - ორივეს სცემს მათრახით და როცა მეფის ვაჟი ამ ისტორიას შეიტყობს ქალის თავიც გაილევა ცემით, ანუ გაილევა კარმული საზღაური, რომელიც უნდა ეტვირთათ ორივე შემცოდე სულს.

 სხვანაირად ვერ ავხსნით, თუ რატომ ადარდებს მზეთუნახავს ერთი შეხედვით ვიღაც უცხო ადამიანების ამბავი რათა დაქორწინებულიყო ვაჟზე. ქალი (სამშვინველი) გრძნობს, რომ მას აწევს წარსული ტვირთი, რომელიც არ არის გააზრებული, ანუ მონანიებული და კორექტირებული, რის გასარკვევადაც ვაჟი (გონებას) როგორც მაძიებელი ითხოვს სამ დღეს, სამი დღე არის ის პერიოდი, როცა სხვა განზომილებებთან კავშირს ამყარებდნენ ტრანსში მყოფი ხელდასხმულები. ვაჟი ჩადის ქვესკნელში და გაიაზრებს წარსულ შეცდომებს, და იგივეს აცნობებს ქალს, რაც ნიშნავს მათ მიერ წარსული შეცდომის გაცნობიერებასა და შენანებას, და შეუღლდებიან. ხოლო მეფის ვაჟის ძმობილი ბოლო საქმეს აღასრულებს: ქალს განწმენდს ბალღამისგან, რაც მას მოსდევდა შეცოდების ნიშნად, ხმლის სამჯერ მოქნევით. მხოლოდ წარსული ინკარნაციებიდან გამოყოლილი ვალის გააზრებისა და გასწორების შემდეგ შეუძლიათ ქალ-ვაჟს საბოლოოდ შეერთება...

მსგავსი სტატიები

ლისეტე ალკალდე - როდესაც დედამიწას სხეულით გრძნობ


ავტორი: ანა თოფურიძე ეს საოცარი გოგონა ჩემი ერთ–ერთი აღმოჩენაა, ...

ვულკანური ელვა


მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო 2015 წელს ფოტოგრაფმა ფრანცისკო ...

სილვია პლათი


სილვია პლათი მეოცე საუკუნის გამორჩეული ფიგურაა, რომლის შემოქმედება ...

სიყვარულის მაღაზია


ავტორი: ქრისტინე ბებია  სიყვარულის მაღაზია გაიხსნა. ყველანა...

The Show Must Go On...


ავტორი: მამუკა გურული გუშინ ვუყურე ფრედი მერკურიზე გადაღებულ ბიო...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff