რეჟისორები კინოს შექმნაზე

Admin
ხელოვნება
0
0

მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი წყარო დევიდ ფინჩერი: „არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე იმის მოსმენა, თუ რო...

რეჟისორები კინოს შექმნაზე


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი

წყარო

დევიდ ფინჩერი: „არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე იმის მოსმენა, თუ როგორ ამბობს ვიღაც: „ოჰ,ეს ფილმი შენ გადაიღე? მეგონა, არ ვარგოდა“ და შენ უნდა დაეთანხმო. უნდა აიღო ყველანაირი პასუხისმგებლობა, თუ ფილმი ცუდია, ეს შენი ბრალია.“

სპაიკ ლი: „წერე. რეჟისორებო და სცენარისტებო - უნდა წეროთ. თუ გააკეთებდით ბოლო 25 წლის მიმოხილვას და რეჟისორების პირველ ფილმებს ნახავდით, ვიტყოდი, რომ ძალიან დიდი პროცენტი რეჟისორებისა, -მათ თავად დაწერეს სცენარი. თუ გინდა რეჟისორი იყო, წერა უნდა შეგეძლოს“.

ჯიმ ჯარმუში: „მიყვარს რეპეტიციები, რადგან რეპეტიციებისას არ არსებობს შეცდომები, არაფერია ცუდად, რაღაცები გიბიძგებენ პერსონაჟზე უფრო ფოკუსირებისთვის, და ის რაღაცები, რასაც არ იყენებ, ისიც დასაფასებელია, რადგან გიბიძგებს მიმართო ყურადღება იმისკენ, რაც მნიშვნელოვანია და რაც გამოგადგება. მე არ ვარ იმ ტიპის რეჟისორი, ვინც ამბობს: „ შექმენი შენი ხაზი და მიყევი მას“, მე მოგზაურივით ვარ და ვცდილობ, მუდმივად წავახალისო ჩვენი კოლაბორაცია, ვიპოვო საუკეთესო გზა ხილის შესაქმნელად! მე მომწონს ხილი. მომწონს ალუბალი, მომწონს ბანანი“.

სოფია კოპოლა: „ვყოფილვარ კამერის წინ და ვიცი, როგორი მტკივნეული შეიძლება იყოს ეს, ამიტომ, სენსიტიური ვარ ჩემი მსახიობების მიმართ. ვფიქრობ, უნდა იყოს რაღაც კავშირი, სასაცილოდ ერთნაირ რამეებს უნდა მიიჩნევდეთ. ასე თუ მოხდება, ესეიგი ერთიდაიგივე ტალღაზე ხართ და კომუნიკაციაც უფრო მარტივი და ეფექტურია“.

ალფონსო კუარონი: „თუ ფილმის გადაღებას აპირებ, რაღაც, ოპტიმისტივით უნდა იყო. მახსოვს, ჩემი კარიერის დასაწყისში როგორ ვფიქრობდი - თუ ვიშოვი ცოტა ფულს, შევძლებ რაღაცების ორგანიზებას და გადავიღებ ფილმს ორ კვირაში. უბრალოდ გინდა, რომ ეს მოხდეს“.

გილერმო დელ ტორო: „გამოიყენე შენი სისუსტეებიც და სიძლიერეებიც. მნიშვნელოვანია, იცოდე, რაში ხარ კარგი, და რისი კეთება მოგწონს. თითქმის არავინაა კარგი ყველაფერში, მაგრამ იმის გარდა, რაშიც კარგები ვართ, არსებობს რაღაცები, რაც არ გამოგვდის. შენი სტილი იმითაც ყალიბდება, რისი კეთებაც არ გამოგდის. კუბრიკის პირველი ნამუშევარი,- „შიში და სურვილი“ (Fear and Desire), მოუქნელი და ხმაურიანია, მაგრამ ზუსტად ესაა მისი სტილი. რაც შემდეგ კონტროლირებადი და გამოსადეგი ხდება, პირველად დეფექტად მიიჩნეოდა.“

ანიეს ვარდა: „ფილმი სცენარით ან დიალოგით კი არ იწერება, არამედ გადაღების მანერით. გადაწყვეტილებები, რომლებიც უნდა მიიღო: შავ-თეთრი თუ ფერადი, ჩქარი თუ სლოუ-მოუშენი, მოძრავი თუ არამოძრავი კადრი... ყველა ეს არჩევანი, და ლინზა, რომელსაც ირჩევ, და კამერა, რომელსაც ირჩევ, და შემდეგ მონტაჟი, და შემდეგ მუსიკა ან არა, და შემდეგ კი ამ ყველაფრის გაერთიანება - აი, ეს არჩევანი ქმნის ფილმს. და სწორედ ესაა, რასაც კინო-წერა ეწოდება.“

პოლ ტომას ანდერსონი: „კარგი შუალედია „არავითარ დედამოტყნულ შემთხვევაში“ და “აჰ, ხო, ვიცი“-ს შორის. თუ შენ ზღვარს ვერ ავლებ, როცა ემოციებს ეხება საქმე, ეს ცუდია“.

დევიდ ლინჩი: „არ იფიქრო ფულზე, ან იმაზე, თუ რა მოხდება მას შემდეგ, რაც ფილმის გადაღებას დაასრულებ. პირველი, რაზეც უნდა იფიქრო, ისაა, რომ გჭირდება იდეა. იდეა, რომელზეც შეყვარებული გახდები. იდეა ყვება იმ ხასიათის შესახებ რასაც ირჩევ პერსონაჟებისთვის, როგორ ლაპარაკობენ ისინი... ის გაჩვენებს ისტორიას, დეტალებს, და რაც უნდა გააკეთო, სწორედ ესაა -უნდა დარჩე მართალი იმ იდეის მიმართ, ფილმის გადაღების პროცესში. თუ არ გაქვს საბოლოო სიტყვა და თავისუფლება შემოქმედებაში, მაშინ რა აზრი აქვს რამის კეთებას?“

პედრო ალმოდოვარი: „მე ხშირად მივმართავ იმპროვიზაციას რეპეტიციებისას, შემდეგ თავიდან ვწერ სცენებს და მერე ისევ რეპეტირებას გავდივართ. იმპროვიზაციებით, როგორც წესი, სცენები იზრდება დროში, მაგრამ ეს საუკეთესო გზაა ნიუანსების და იმ ალტერნატიული სიტუაციების აღმოსაჩენად, რასაც სცენარის წერისას ვერასოდეს აღმოვაჩენდი. სცენების იმპროვიზაციის და რეპეტიციის მერე, ყველაფერს ერთად ვწერ და შემდეგ ისევ რეპეტიციას გავდივართ, რომ ერთიანად შეიკრას“.

მარტინ სკორსეზე: „შექმენი შენი საკუთარი ინდუსტრია. გადააკეთე ფილმები. ყურადღება არ მიაქციო ინდუსტრიას. შენი საკუთარი რამე გააკეთე.“

ვონ კარ-ვაი: „დამუშავების პროცესი გადაღების პროცესივითაა. როცა ჩარჩოებზე ვლაპარაკობთ, ჩვენ რეჟისორის არჩევანზე ვსაუბრობთ. რა არის რაღაც, რაც გინდა, რომ აუდიტორიამ ნახოს, და რა არის ის, რაც გინდა რომ წაშალო, ამოჭრა?“

სტატია მოამზადა ანეტ შტრაუსმა

მსგავსი სტატიები

გულწრფელობის ხელოვნება კინოში


ავტორი: ფჯოსიდ ვრდოორი ბევრისთვის ხელოვნება თავისუფლებასთან ასოცირდ...

ვიდეო თამაშები როგორც ხელოვნება


ავტორი: ანა თოფურიძე ინტერვიუ: გიორგი აბელაშვილთან არის თუ არა ...

ორაკული მატრიცაში


"მატრიცაში" ორაკულის არ არის მხოლოდ საინტერესო პერსონაჟი, ის თავად ...

სილვია პლათი


სილვია პლათი მეოცე საუკუნის გამორჩეული ფიგურაა, რომლის შემოქმედება ...

ეგოისტი


ზაფხულის მიწურული იდგა, გრძელმკლავიანი სვიტრი რომ ჩავიცვი და ერთ კვ...

ბრძოლა საკუთარ შიშებთან


"ბჰაგავად გიტაში" ბრძოლის წინ მეომარი არჯუნა ევედრება კრიშნას:"მწყუ...

ლისეტე ალკალდე - როდესაც დედამიწას სხეულით გრძნობ


ავტორი: ანა თოფურიძე ეს საოცარი გოგონა ჩემი ერთ–ერთი აღმოჩენაა, ...

ენქიდუს ტრანსფორმაცია


გილგამეში თავის მომავალ ძმობილს, მხეცებთან მცხოვრებ ველურ ენქიდუს მ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff