ინტერვიუ ლორა მაკაბრესკუსთან

Admin
ხელოვნება
0
0

მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი; Ikigai / იკიგაი წყარო   ვიდეო-ვერსია: 2018 წ.ინტერვიუ ლორა...

მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი; Ikigai / იკიგაი

წყარო

5

 

ვიდეო-ვერსია:


2018 წ.
ინტერვიუ ლორა მაკაბრესკუსთან

სულიერის სურეალურთან შეთავსებით, პოლონელი ფოტოგრაფი, ლორა მაკაბრესკუ, მომაჯადოვებელ ფოტოებს იღებს, რომლებიც ზღაპრებით არის ინსპირირებული. ფოტოგრაფი თითოეულ სურათში ავლენს როგორც თავის ტექნიკურ უნარებს, ასევე მის მიზიდულობასაც ფანტაზიური სამყაროს მიმართ.


თავდაპირველად, მაკაბრესკუს ნამუშევრებზე დიდი გავლენა ჰქონდა ძმები გრიმების ზღაპრებს, თუმცა ახალგაზრდა ფოტოგრაფი ახლა კათოლიციზმში პოულობს შთაგონების წყაროს. ტრადიციულ ბიბლიურ ნარატივებთან ფანტაზიის შეთავსებით, საშუალება ეძლევა, რომ შეიცნოს და გამოხატოს თავისი სპირიტუალური რწმენა-წარმოდგენები.

 

6

- რამ მოგცათ ინსპირაცია იმისთვის, რომ ფოტოგრაფიას გაყოლოდით?
- ადამიანის სული თავისი არსით შემოქმედებითია, შექმნის სურვილი სამყაროსა და საკუთარი თავის გამოცდის ინტენსივობით იბადება. ეს არის მცდელობა, რომ თვალი გაუსწორო აზრებს, რომლებიც ამ გამოცდილებების შემდეგ მოდიან. რაც თავი მახსოვს, შექმნის მიმართ ძლიერი სურვილი სულ მქონდა. დავიწყე ლექსების წერა, შემდეგ ფოტოგრაფიაში წასვლა გადავწყვიტე. ვფიქრობ, ეს ჩემი მოგზაურობის დასასრული არ არის.
- როგორ დაახასიათებდით თქვენს სტილს? დროსთან ერთად თუ შეიცვალა?
- ჩემი სტილი პროგრესირდა დროის გასვლასთან ერთად. დავიწყე ძალიან ბნელი, უსიცოცხლო ფოტოების გადაღებით, რომლებიც უმეტესწილად ანდერსენისა და ძმები გრიმების ზღაპრებით იყო ინსპირირებული. წლები რომ გავიდა, როცა ჩემმა პიროვნებამ სახე იცვალა და ჩემი სული სიჩუმისთვის უფრო გახსნილი გახდა, ფოტოებიც უფრო ნაზი და მინიმალისტური გამოვიდა.
- რამე სპეციფიური გავლენები თუ არსებობს თქვენი ფოტოების მიღმა?
- ჩემი შთაგონების წყარო სარიტუალო ნახატებია, განსაკუთრებით, ორთოდოქსული ხატების. ასევე უდიდეს გავლენას ახდენს ჰაგიოგრაფია და ბიბლია.
ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორც ხელოვანისთვის, ჩემთვის ინსპირაციაა ადამიანები, როგორებიც არიან პოლ დელვო, ჯენ ვან ეიკი, როჯერ ვან დერ ვეიდენი, არნოლ ბოკლინი, ვილჰელმ ჰამერშოი, ჰიერონიმუს ბოხი, ჯერზი ნოვოსიელსკი, ანდრეი ტარკოვსკი, სემუელ ბეკეტი, არვო პარტი და წმინდა მარია ფაუსტინა კოვალსკა.
- თქვენს შემოქმედებას ახასიათებთ როგორც "ფოტო-ბიოგრაფიას". შეგიძლიათ განავრცოთ ეს იდეა?
- ორივე - ჩემი ფოტოების ესთეტიკაც და თემებიც, ეხმიანება ჩემს პირად გამოცდილებებს. ეს უფრო მეტად 2014-2015 წლებში დაიწყო, როცა მე ღრმა სულიერი ცვლილებები განვიცადე. ასეა თუ ისე, ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ნებისმიერ ხელოვანს შეიძლება შევხედოთ, რადგან ხელოვნების განცალკევება, თვითონ ხელოვანისგან, რთულია. ამ ორს ერთმანეთზე ძალიან ძლიერი გავლენა აქვს.
- სიზმრისებური პორტრეტების გარდა, ფოტოგრაფიის რაიმე სხვა მიმდინარეობაშიც თუ მუშაობთ?
- იმ ფოტოების ხასიათი, რომლებიც მაინტერესებს, მაიძულებს, რომ ფოტოგრაფიას უფრო შემოქმედებითად მივუდგე (რაც კონტრასტში მოდის დოკუმენტურ ფოტოგრაფიასთან), აქედან გამომდინარე, არ ვცდილობ, რომ რამე სხვაც ვაკეთო.
ვფიქრობ, ახლა უფრო მეტად იმ საგნებში ვცდილობ ღრმად ჩაძირვას, რომლებიც რელიგიას ეხება, - ტრანსცენდენტურ თემებს, და უკან ვიტოვებ პირად ემოციებსა და პორტრეტებს.
- რაიმე სამომავლო გეგმები თუ გაგაჩნიათ?
- დიახ. ფილმის გადაღებაზე ვფიქრობ და ძალიან გამიხარდება, თუ საჭირო სიმამაცესა და კომპეტენტურ ხალხს ვიპოვი. აგრეთვე, წელს გამოიფინება ჩემი ნამუშევრებიც - ზოგიერთი მათგანი პოლონეთში, ზოგი კი, საფრანგეთსა და ბელგიაში.

 

7

 

laura makabresku fairytale photography 12

 

laura makabresku fairytale photography 12

მსგავსი სტატიები

შტეფან თოდოროვიჩი


შტეფან თოდოროვიჩი (Stefan Todorovic) გერმანელი ილუსტრატორი და არქიტ...

ხელოვანები თავიანთი ნამუშევრების მიღმა


ავტორი: ანეტ შტრაუსი „ნამდვილად შემოქმედებითი გონება არაფერია გარდ...

ინტერვიუ მაქს რიხტერთან


წყარო მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი; Ikigai / იკიგაი   მაქს რიხტ...

პაბლო პიკასო


    პაბლო რუის ი პიკასო (ესპ. Pablo Ruiz y Pi...

რიუნოსკე აკუტაგავას „გაურკვეველი შიში მომავლის მიმართ“


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი; Ikigai / იკიგაი   რიუნოსკე აკუტა...

სტუმარ-მასპინძელი


ვაჟას "სტუმარ-მასპინძელში" როცა ზვიადაური უნდა მოკვდეს, პოეტი გადმო...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას PDF წიგნების სრული სია

Screenshot 2025-09-12 at 18.17.44

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 500 ლარის ნაცვლად 250 ლარი იქნება. 

☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.

☘️ ვადიმ ზელანდი - "ქურუმი ტაფტი" - თავისუფალი დონაციით

☘️ ალბერტო ვილოლდო - "შექმენი ახალი სხეული" - თავისუფალი დონაციით

☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ პარამაჰამსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია (35 ლარი)

 

წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff