სიყვარულის მაღაზია

Admin
ხელოვნება
5
1

ავტორი: ქრისტინე ბებია  სიყვარულის მაღაზია გაიხსნა. ყველანაირი სიყვარული იყიდებოდა: სეირნ...

cristi1

ავტორი: ქრისტინე ბებია 

სიყვარულის მაღაზია გაიხსნა. ყველანაირი სიყვარული იყიდებოდა: სეირნობის, ჭორაობის, სამსახურის, ცურვის, ძილის, წვიმის, პოეზიის, ჯაზის, ზამთრის, აჯაფსანდალის... სულო და გულო, რა სიყვარული გინდა, არ გეპოვა ამ მაღაზიაში!

მიაწყდა ხალხი. ვიღაც სამშობლოს სიყვარულს ყიდულობდა, ვიღაც _ თაფლის, ვიღაც _ ქსოვის. ვის რა უნდოდა ან რა სჭირდებოდა. ზოგიერთს ისედაც ჰქონდა ესა თუ ის სიყვარული და ახლა სხვა სიყვარულს ყიდულობდა. იმატებდნენ. რაც მეტი სიყვარული გაქვს, მით უკეთესი! მე კი, არანაირი სიყვარული არ გამაჩნდა. სწორედ ჩემთვის იყო ის მაღაზია, თუ იყო გახსნილი, მაგრამ ძალიან ღარიბი ვიყავი, კაპიკიც არ მებადა. ეგ, ფულის სიყვარული რომ არ მქონდა, იმიტომ.

ვიფიქრე, წავალ, გავიგებ, ეგებ, არც ისე ძვირია სიყვარულები, ფულს ვისესხებ, ცოტას კი მასესხებენ-მეთქი. გზას გავუდექი. იმდენი ხალხი ირეოდა ქუჩაში! იმ კაცს ცოლის სიყვარული მიჰქონდა. ნეტავ, უსიყვარულოდ შეირთო თუ მერე გადაუყვარდა? ახალგაზრდა ყმაწვილს ღვინისა და ლუდის სიყვარული უყიდია; იმ ქალს _ მეცადინეობის. შვილისთვის უნდა ეჩუქებინა, სავარაუდოდ; ამას კიდევ - ჭურჭლის რეცხვის... მოკლედ, ძლივს გავიგენი გზა მაღაზიამდე.

დიდი რიგი იყო. ორი დღე-ღამე მომიწია რიგში დგომამ მხოლოდ იმისთვის, რა ფასები იყო, გამეგო. სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით განისაზღვრებოდა ფასები. რამდენიც გინდოდა, იმდენ სიყვარულს აგიწონიდნენ. თუ ბევრს აიღებდი, საბითუმო ფასშიც გაძლევდნენ.

ყველაზე ნაკლები მოთხოვნით თავად სიყვარულის სიყვარული სარგებლობს, თითქმის საერთოდ არ გვეყიდებაო, - გამყიდველის სიტყვებს მოვკარი ყური.

ტყუილად ვიდექი მაღაზიაში, არაფრის მყიდველი მე არ ვიყავი და სხვებს კი ვუშლიდი ხელს. ,,გაიწი, რა, თუ არაფერს ყიდულობ!“ _ მრისხანედ შემომიბღვირა ვიღაცამ. არ ვიცი, რა სიყვარულის ყიდვას აპირებთ, მაგრამ კაცთმოყვარეობა არ გაწყენდათ-მეთქი, - თავაზიანად ვურჩიე და თავჩაქინდრული გამოვედი.

რამდენსაც მასესხებენ, იმდენს ვისესხებ და ცოტ-ცოტა სხვადასხვანაირ სიყვარულს ვიყიდი, - ვთქვი ჩემთვის ჩუმად გულში.

არავინ მასესხა ფული. ახლა ძალიან გვჭირდება, არ გეწყინოსო. რა უნდა მექნა?! დავნაღვლიანდი. ეგ თუ შემეძლო მხოლოდ.

ბოლოს გამიჭრა გონებამ. განცხადება გამოვაქვეყნე გაზეთში, ვეძებ ადამიანს, ფულის გასესხების სიყვარული რომ აქვს-მეთქი. ან არავის წაუკითხავს განცხადება ან საერთოდაც არ არსებობს ადამიანი, ფულის გასესხების სიყვარული რომ ჰქონდეს.

ერთი კვირა ვიფიქრე, რა გზას დავდგომოდი. ხალხი კი ყიდულობდა და ყიდულობდა სიყვარულებს. მეორე კვირაც ფიქრში გავატარე. მაღაზიას კი არ ელეოდა მუშტარი. პირიქით!

კარგი მოგება ნახა სიყვარულის მაღაზიამ. კლიენტებიც რომ არ აკლდებოდა?!

აუცილებლად უნდა გაიხსნასო ფილიალი, - ჭორი გავარდა. ფილიალი გაიხსნასო?! თავში დამკრა შუქმა. ალბათ, გამყიდველებიც დასჭირდებათ-მეთქი. ,,ხელფასს რომ ავიღებ, მერე ვიყიდი რაღაც-რაღაც სიყვარულებს. თან, ცოტ-ცოტას ყველა მომხმარებელს მოვუტეხავ, ძაან არ მიხვდნენ! ერთ-ორ გრამს რას შეატყობენ?! ჩემთვის ეგ გრამებიც ბევრს ნიშნავს და მნიშვნელოვანია!”, - გავიფიქრე იმედმოცემულმა.

მართლაც გამოცხადდა ვაკანსია.

თავი არ დამიზოგავს, თავი მომეწონებინა, მაგრამ ვერ აგიყვანთო, - მითხრეს. იმდენი ვეხვეწე, დავუჩოქე კიდეც, მაგრამ მაინც არა და არაო, შენ მუშაობის სიყვარული არ გაგაჩნიაო. პირველივე ხელფასით ეგრევე მაგ სიყვარულს ვიყიდი, პირობას გაძლევთ-მეთქი. როდის, ერთი თვის შემდეგო? მანამდე, ნახე, რამდენი მუშაობის სიყვარულის მქონე ადამიანი დგას რიგში, მათგან საუკეთესოს არჩევაც კი გვიჭირსო. გამომაბუნძულეს.

მოწყენილი უაზროდ დავხეტიალობდი ქუჩაში. ხალხის ბედნიერება კიდევ უფრო მაუბედურებდა. ჩემს ჯიბრზე რა გაცისკროვნებული სახეებით ბრუნდებოდნენ ნავაჭრით მაღაზიიდან?! ზოგიც, შოპინგის სიყვარული რომ ჰქონდა, ახლა მიდიოდა სიყვარულის მაღაზიაში უზომოდ გახარებული, წინ რომ დიდი სიამოვნება ელოდა.

ფილიალიც გაიხსნა და ფილიალებიც!

თვეები ისე გავიდა, ერთი გრამი სიყვარულიც კი არ მიყიდია. ეეჰ!.. გული ისე დამისივდა, ლამის კაპილარები დახეთქა და ნეკნები დაბზარა. სასოწარკვეთილებისგან გადაღლილს არც ფიქრის თავი მქონდა და ასე ბედს მიბარებული ვაგრძელებდი ცხოვრებას. ალბათ, მან თუ მიმიყვანა ერთი წლის შემდეგ სიყვარულის მაღაზიაში.

- შეიძლება, უფროსს დაველაპარაკო?

- რა გნებავთ?

- კონფიდენციალური საქმეა. პირადად მასთან მსურს საუბარი.

- კი, ბატონო!.. ორ წუთში დავბრუნდები.
გავიდა და ბევრი არ მალოდინა, მართლა ორ წუთში დაბრუნდა. სიტყვის შესრულება და პუნქტუალურობა ჰყვარებია.

- გამომყევით.

კაბინეტში შემიძღვა.

- შემობრძანდით... დაბრძანდით... აბა, რა საქმეზე მოსულხართ?

- ძალიან მინდა, რაღაც სიყვარული შევიძინო თქვენთან, თუნდაც, სულ მცირედი, მაგრამ კატასტროფულად ღარიბი ვარ... ძალიან გთხოვთ, ჩემი სიყვარულიც გაყიდოთ თქვენს მაღაზიაში.

გაოცებულმა შემომხედა. რამე რომ არ ეთქვა, ეგრევე გავაგრძელე:

- თუ გაიყიდა ჩემი სიყვარული, ხომ კარგი! ფულს რომ ავიღებ, იმით ვიყიდი რამე სიყვარულს. თან, ჩემს სიყვარულს რომ იყიდიან, მერე დამეხმარებიან კიდეც და მეშველება მეც!

- კი, მაგრამ...

- არავითარი ,,მაგრამ”, გემუდარებით. უმორჩილესად გთხოვთ, უარს ნუ მეტყვით... პროცენტებს თქვენც აიღებთ, რასაკვირველია.

დაფიქრდა.

შევთანხმდით. ფასი დაადო ჩემს სიყვარულს - იაფი. არც იმდენი ვღირდი, ალბათ, მაგრამ მასაც ხომ უნდა დარჩენოდა რაღაც, არა?!

ასე გამოვჩნდი სიყვარულის მაღაზიის ვიტრინაში, მაგრამ ზედაც არავინ მიყურებდა. ტყუილ-უბრალოდ ვუჟუჟუნებდი სევდიან, ძალით გამხიარულებულ თვალებს დამთვალიერებლებს. ერთი-ორმა კი შეაჩერა ჩემზე დაფიქრებული მზერა, თითქოს ვერ გადაეწყვიტათ, ღირდა თუ არა ჩემი სიყვარულის ყიდვა. არა, ეს არაფერში გამოგვადგებაო, - დაასკვნიდნენ ბოლოს. ფულის გაფლანგვააო ამ სიყვარულის ყიდვა, - ერთის სიტყვებმა ჩამიკლა გული. ერთსაც ბავშვი ეხვეწებოდა, დედი, დედი, ეს მიყიდე რაო. სადა მაქვსო უაზროდ გადასაყრელი ფული, რაც გამოგადგება, იმას გიყიდიო. დედი, გთხოვ, რა, არ დამწყვიტოო გული. შენ ფულის ყადრი არ იცი და პირველ რიგში, ფულის სიყვარულს გიყიდიო.

- უკაცრავად, ფულის სიყვარული რა ღირს?

გავიდა ხანი და ჩამოაფასეს ჩემი სიყვარული. რომც გავსაღებულიყავი, მაინც გროშები შემხვდებოდა. მაგ ფულით ძაან ცოტა სიყვარული თუ მომივიდოდა, მაგრამ სულ არარაობას ცოტა არა ჯობია?! ფასდაკლებამაც ვერ მოიზიდა ჩემკენ ხალხი.

ამასწინათ ჩემს ფეხებთან ხურდა დაუვარდა ვიღაცას და ვერ შენიშნა. არც მე მოვქცეულვარ ისე, წესიერი ადამიანი რომ მოიქცეოდა ასეთ ვითარებაში. ფრთხილად, სხვას რომ არ შეემჩნია, ისე ავიღე ხურდა. კი შემეშინდა, ეჭვი არ აეღოთ, ხომ არ მოიპარაო და სხვა რამ მსგავსი, მაგრამ იმავე დღეს, მაღაზია რომ იკეტებოდა, გამყიდველს მაინც ვუთხარი, ამ ფულით რამდენიც მომივა, იმდენი ყველაზე იაფფასიანი სიყვარული ამიწონეთ-მეთქი. მაგით არაფერი მოგივა, დაიტაცეს იაფფასიანი სიყვარულებიო.

ახლაც სიყვარულის მაღაზიის ვიტრინას ,,ვამშვენებ“. ან მიყიდიან, ან არა, მაგრამ მაინც იმედით უდგას ადამიანს პირში სული. ერთ დღესაც გამოივლის, ალბათ, ვიღაც მადლიანი და იყიდის ჩემს სიყვარულს, ან რა ვიცი, ეგებ, კიდევ დაუვარდეს ვინმეს ხურდა და შევაგროვებ, სანამ რაღაც სიყვარული არ მომივა, მანამ თუ არ მომისროლეს სანაგვეში, ტყუილად იკავებს ადგილს, მაინც არავინ ყიდულობსო.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

გაი რიჩის დანახული "უძღები შვილის დაბრუნების" იგავი..


  მთარგმნელი: ანა თოფურიძე წყარო "..ამ იგავის გაგება ადვი...

ხელოვნების ომი


ხელოვნების ომი: გაარღვიე შინაგანი ბარიერები და გაიმარჯვე შემოქმედებ...

რენე მაგრიტი


(ფოტოს ავტორი: Bill Brandt)   რენე მაგრიტი (დ. 21 ნოე...

ვენერა ვერტიკორდია


ჩვ.წ. 114 წელს რომაელებმა სიკვდილით დასაჯეს ვესტას სამი ქურუმი ქალი...

ენქიდუს ტრანსფორმაცია


გილგამეში თავის მომავალ ძმობილს, მხეცებთან მცხოვრებ ველურ ენქიდუს მ...

წამი


ავტორი: ქრისტინე ბებია იყო ერთი ზარმაცი. ეჯავრებოდა შრომა. ღმერ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff