ორაკული მატრიცაში

Admin
ხელოვნება
0
0

"მატრიცაში" ორაკულის არ არის მხოლოდ საინტერესო პერსონაჟი, ის თავად შემსრულებლის, გლორია ფოსტერის ...

oracle

 ავტორი: გიორგი დოლიძე

 "მატრიცაში" ორაკულის არ არის მხოლოდ საინტერესო პერსონაჟი, ის თავად შემსრულებლის, გლორია ფოსტერის ბოლო და ყველაზე დასამახსოვრებელი როლია. მსახიობი აქ უკვე არა მხოლოდ როლს, არამედ საკუთარ ცხოვრებასაც თამაშობს: ტრილოგიის მეორე ნაწილში, როცა ნეოს კიდევ ერთხელ გაესაუბრება, ის ტკბილეულს ჭამს, რაც მინიშნებაა მის დაავადებაზე - დიაბეტზე, საუბრის ბოლოს კი შეახსენებენ წასვლის დროს და მსახიობი ამბობს "ჩემი დრო ამოიწურა", დაემშვიდობება ნეოს და კარს გაიხურავს. ფილმის გადაღებისას გლორია ფოსტერი გარდაიცვალა.

 მისი პერსონაჟი კი ტოვებს მინიშნებებს, რომელიც ყოველ მაძიებელ ადამიანს გზას უკვალავს, ხოლო რასაც თავისი პირით არ ამბობს, ნეო თავად ხვდება ამას. ორაკული თავად ელოდა, როდის მივიდა იგი ამ დასკვნებამდე. ნეო უკვე მეორე და ბოლო საუბარში ორაკულს ეუბნება, რომ ის პიროვნება არც უნდა იყოს, ის არის პროგრამა მანქანების სამყაროდან, შესაბამისად ორაკულიც კონტროლის სისტემის ერთ-ერთი ნაწილია. და ნეო ეკითხება "როგორ შემიძლია გენდოთ?".

 სწორედ ამ შეკითხვას ელოდა ორაკულიც. მას სურს, რომ ნეომ კარგად გააცნობიეროს: ვინც რაიმე პროგნოზს, წინასწარმეტყველებას, და განვითარების კონკრეტულ გეგმას დადებს, ის ადამიანიც კი თავად არის პროგრამის სახეობა, განვითარების მხოლოდ ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი ვარიანტი და რომ არსებობს სხვა გამოსავალიც. რისთვის მივდივართ ასეთ ადამიანებთან, ვისგანაც რაიმე პროგნოზი გვინდა გავიგოთ? ან რა აზრი აქვს პროგნოზის ცოდნას, თუ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია და ვიღაცამ იცის რა არჩევანსაც გავაკეთებთ? ამაზე ორაკული პასუხობს: "შენ ჩემთან არჩევანის გასაკეთებლად არც მოსულხარ, შენ უკვე აირჩიე. ახლა კი ცდილობ გაიგო რატომ აირჩიე." ჩვენი ქმედებები წინ უსწრებს ჩვენს აზრებს, ჯერ ვმოქმედებთ, ხოლო შემდეგ ვიაზრებთ რა მოვიმოქმედეთ და ავირჩიეთ. ორაკული ასევე ანგრევს წარმოდგენებს ყველა იმ "მიღმა ძალებზე" რომლებსაც მივაწერთ ჩვენი ბედის გადაწყვეტას. "მოჩვენებებზე, ანგელოზებზე ხომ გსმენია რომ ყვებიან... ისტორიები ვამპირებზე, მოჩვენებებზე, უცხო პლანეტელებზე რომლებიც ყველას გაშინებთ, გაჩენილია იმ სისტემის მიერ, რომელიც ცვლის იმ პროგრამას, რომელიც არეულად იწყებს მუშაობას." ჩვენი რწმენა-წარმოდგენებიც ისეთივე პროგრამაა, რომლის არევის შემთხვევაში შიშის ზარს გვცემს მისი გამოვლინებები, რომლებსაც ზებუნებრივ შესაძლებლობებს მივაწერთ, ჩვენი ბედის მართვის ჩათვლით.

 სინამდვილეში კი ვუფრთხით საკუთარი წარმოსახვიდან ამოტივტივებულ სიმულაციებს. ორაკული ამბობს, რომ განადგურების შიშით პროგრამა ანუ ჩვენი ცნობიერება ზოგჯერ თანხმდება ასეთ სიმულაციებზე. მაგრამ ფილმის ამ პერსონაჟის მთელი სათქმელი სწორედ ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილი ბედის, ფატალიზმის საწინააღმდეგო ქადაგებაა. ის ტრილოგიის პირველ ნაწილში აღნიშნავს, რომ ნეოს არ უნდა სჯეროდეს არავითარი ფატუმის, და ის თავად არის საკუთარი ბედის პატრონი. კურიოზულია, რომ მიდიხარ ადამიანთან ბედის გასაგებად, ის კი უკან გაბრუნებს პასუხით, რომ თავად უნდა შეიტყო შენი ბედი. "მატრიცის" ტრილოგიის ბოლო ნაწილი კი მთავრდება ეპიზოდით, როცა ორაკული საკუთარ ცოდნა-არცოდნას თვითონ ახდის ფარდას, როცა მზის ამოსვლას უყურებს. მას ეკითხებიან, იცოდა თუ არა რომ ისე მოხდებოდა ყველაფერი, როგორც დასრულდა სიუჟეტის განვითარება, რაზეც ორაკული პასუხობს: "არა, არ ვიცოდი. მე ამის მჯეროდა. მხოლოდ მჯეროდა..."
მან არაფერი დანამდვილებით არ იცოდა, როცა მას როგორც ყოვლისმცოდნეს მიმართავდნენ, მას მხოლოდ იმდენად ჰქონდა შინაგანი ჭვრეტის უნარი განვითარებული, რომ სხვებში ჩადებულ პოტენციალს ხედავდა და ამას უმატებდა მხოლოდ თავის რწმენას და ნდობას... ეს არის ნდობა სამყაროსადმი, როცა სხვებს დაარწმუნებ იმაში, რაც შენ თვითონაც არ იცი, მოხდება თუ არა ეს. იმდენად დიდ ნდობას გამოუცხადებ იმას, რაც ადამიანში დევს, რომ ის სხვანაირად ვეღარც მოიქცევა...

 მაშინაც კი, როცა არ იცი რჩეული ხარ თუ არა, ორაკულის მსგავსი ადამიანები გამჭოლი მზერით წაგიკითხავენ, გამოგიცნობენ და ჯერ არც გეტყვიან ხარ თუ არა რჩეული. ამ დროს ის გეტყვის: "იყო რჩეული იგივეა რაც იყო შეყვარებული. ვერავინ გეტყვის ხარ თუ არა შეყვარებული. შენ ეს უბრალოდ იცი". როგორც მხოლოდ შენ გრძნობ, ხარ თუ არა შეყვარებული, ისევე მხოლოდ შენ უნდა მიხვდე შენს მოწოდებას, რჩეულობას კონკრეტულ მისიაში, შენ თვითონვე შექმნა საკუთარი პიროვნების განვითარების ხაზი და ბედი.

მსგავსი სტატიები

ეგოისტი


ზაფხულის მიწურული იდგა, გრძელმკლავიანი სვიტრი რომ ჩავიცვი და ერთ კვ...

ხელოვანები თავიანთი ნამუშევრების მიღმა


ავტორი: ანეტ შტრაუსი „ნამდვილად შემოქმედებითი გონება არაფერია გარდ...

რეინკარნაციის იდეა ქართულ ფოლკლორში


 ყველა ერის ფოლკლორში პირდაპირ ან ირიბად, მეტ-ნაკლებად ყველ...

The Show Must Go On...


ავტორი: მამუკა გურული გუშინ ვუყურე ფრედი მერკურიზე გადაღებულ ბიო...

რეჟისორები კინოს შექმნაზე


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი წყარო დევიდ ფინჩერი: „არაფერია იმაზე უარ...

დიდოსტატის მარჯვენა და იერუსალიმის ტაძრის ხუროთმოძღვარი ჰირამი


კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენაში" სამი მთავარი გმირი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას ლექციების ვიდეო-ჩანაწერები

  MAGMA, გთავაზობთ უკვე ჩატარებული ლექციების ვიდეო-ჩანაწერებს ფასდაკლებით.

 

- გურჯიევის სისტემა - გასაგებად და მარტივად - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: პიოტრ უსპენსკის - "მეოთხე გზა"

  - რაიხიანული ფსიქოლოგია - ენერგეტიკული ბლოკები, კუნთოვანი ჯავშნები და მათგან განთავისუფლების გზები - 30 ლარი

  მოყვება წიგნი:ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ"

  - შამანური ფსიქოლოგია - კაჰუნების სიბრძნე - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა"

  - ფსიქიკის შრეები და მათი გადაპროგრამების მეთოდები ლირი-ვილსონის სისტემის მიხედვით - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: რობერტ ანტონ ვილსონი - "პრომეთეს აღზევება"

  - მეხუთე ლექცია: "ცხოვრების თამაშით კაიფის" 8 მთავარი არხი (ორი ლექცია ვექტორული ფსიქოლოგიის თემაზე) - 60 ლარი

  - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (ორი ლექცია) - 45 ლარი

 

დაგამატებთ ლექციების შესაბამის ჯგუფებში, სადაც მუდმივი წვდომა გექნებათ ჩანაწერებზე.

ყველას ერთად შეძენის შემთხვევაში ფასი 225 ლარის ნაცვლად 150 ლარია.

შესაბამის ჯგუფში დასამატებლად ჩარიცხეთ თანხა რომელიმე ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე და მოგვწერეთ მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ან ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე: https://www.facebook.com/info.magma.ge/

 

ანგარიშის რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი:
#GE04BG0000000621532700

TBC ბანკი:
#GE30TB7154245061100005

მიმღები: მამუკა გურული

პირადი ნომერი: 35001029103

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff