ფრიდა ჰიუზი მშობლებსა და ხელოვნებაზე

Admin
ხელოვნება
0
0

ფრიდა ჰიუზი თავის პირველ პოეტურ კრებულს ათვალიერებს, ცდილობს, მოძებნოს ლექსი, რომელიც მამამისის (...

მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი
 
2016 წ. 28 მაისი

ავტორი: დონა ფერგიუსონი
 
 
Q&A with Frieda Hughes - TIME ფრიდა ჰიუზი
 


ფრიდა ჰიუზი თავის პირველ პოეტურ კრებულს ათვალიერებს, ცდილობს, მოძებნოს ლექსი, რომელიც მამამისის (ტედ ჰიუზი) მიერ სილვია პლათისთვის, დედამისისთვის მიძღვნილ ლექსებზე დაწერა. „ჩიტები“ ჰქვია. პოეტი (ტედ ჰიუზი) პინგვინად ისახება, რომელიც იმ კვერცხს უვლის, თავისმა ცოლმა რომ დაუტოვა. ჩანან მეზღვიასებრი ფრინველებიც, რომლებიც კლავენ და შემდეგ ჭამენ პატარა პინგვინებს. ეს მამაჩემსა და "დაბადების დღის წერილებზე" (ლექსების კრებული, რომელიც ტედ ჰიუზმა პლათის თვითმკვლელობის საპასუხოდ დაწერა) დავწერე. მაგრამ როცა მამაჩემმა წაიკითხა, მითხრა, რომ ეს ლექსი ჩემს შესახებაა. ახლანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ მართალი იყო.“
 
Frieda Hughes: 'I felt my parents were stolen' | Life and style | The  Guardian  ფრიდა ჰიუზი მამასთან და ძმასთან ერთად
 
 
 

ლექსის კითხვისას ფრიდას ხმა ღრმა და ჩუმია; საშინლად ჰგავს დედამისისას, რომელიც პლათის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე ჩაიწერა. შუაღამისას მან თავი ღუმელში შეყო, ფრიდასა და მის ერთი წლის ძმას კი, საუზმედ, პური და რძე დაუტოვა.
ფრიდა იმ დროს თითქმის სამი წლის იყო. ახლა 56-ის არის და ჩვენ მისი ძველი, უელსური სახლის სასტუმრო ოთახში, ბუხართან ვსხედვართ. სახლში მომზადებულ, ბანანის გემრიელ ტორტსა და ჩაის შევექცევით. თითოეული კედლის თითოეული ინჩი დაფარულია მისი დრამატული, ზეთით შესრულებული უზარმაზარი ნახატებით, რომლებზეც ჩიტები და აბსტრაქტული ფორმებია გამოსახული.
ამბობს, რომ მამამისს მისი ნახატები უყვარდა. ასევე მოსწონდა მისი პოეზიაც და მუდამ აქეზებდა წერისკენ, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ლექსების წაკითხვის უფლება იქამდე არ მისცა, სანამ ფრიდა 34 წლის არ გახდა. მაშინ, დეკადის მანძილზე, ლექსებს ფარულად წერდა და ფეხსაცმლის ყუთში ინახავდა. „მასთან ჩემი ლექსებით მივედი, დასტა რამდენიმე ინჩის სიმაღლის იყო. ვთხოვე, სამი კატეგორიით დაეხარისხებინა: კარგი, ცუდი და საშუალო. და ასეც მოიქცა - თითოეულ კატეგორიაში რამდენიმე ლექსი მოათავსა. მიუკერძოებლობა კარგად გამოსდიოდა და, პოეზიასთან მიმართებით, განსაკუთრებით სამართლიანი იყო.“
„არ უთქვამს, თუ რა უნდა შემეცვალა. მითხრა: „ესენი არ ვარგა, ამათზე მუშაობა შეიძლება და ისინი ისეთები მომწონს, როგორებიც ახლა არიან“. მაგრამ, ბევრი ვიმუშავე იმათზეც კი, რომლებიც მართლა მოსწონდა.“
თავის პოეზიას არამარტო მამამისისგან, არამედ ყველა სხვა ადამიანისგანაც მალავდა, რათა საკუთარი, უნიკალური ხმა მოეძებნა და განევითარებინა. „მსგავსების მეშინოდა. მინდოდა, სხვებს ჩემი ღირსებების მიხედვით განვესაჯე“.
ამის ნაცვლად, საბავშვო წიგნებს წერდა და ექვსი მათგანი გამოსცა კიდეც. შემდეგ, 34 წლის ასაკში, დიაგნოზად ქრონიკული დაღლილობა დაუდგინეს, და ერთადერთი, რისი გაკეთებაც უნდოდა იმ რამდენიმე საათში, როცა ეღვიძა, ზეთის უზარმაზარი ნახატების შექმნა და ლექსების წერა იყო. ამ გამოცდილებამ შეცვალა ის, თუ რასაც ფიქრობდა საკუთარი მშობლების ნაკვალევზე სიარულის შესახებ.
„ჩვენ მხოლოდ ერთი ცხოვრება გვაქვს. ძალიან სევდიანია, რომ არ გავაკეთოთ ის, რამაც შეიძლება გაგვაბედნიეროს, რაც არავის ავნებს და ზოგადად, შეიძლება, რამე ღირებულიც იყოს, მხოლოდ იმის გამო, რომ არის შანსი, იმედები გაგვიცრუვდეს“.
Ted Hughes on How to Be a Writer: A Letter of Advice to His 18-Year-Old  Daughter – Brain Pickings ტედ ჰიუზი და სილვია პლათი
 
 

არასოდეს დამჯდარა ლექსის დასაწერად და უფიქრია, რომ მის მშობლებს წერა ძალიან კარგად გამოსდიოდათ. „თუ ეს აზრი ოდნავ მაინც გამიელვებდა თავში, მაშინვე პარალიზებული ვხდებოდი“.
მშობლების პოეზია იქამდე არ წაუკითხავს, სანამ თავად პირველ კრებულზე მუშაობა არ დაასრულა. სკოლაში პოპულარული იყო და საპატიო ნებართვაც კი მისცეს, რომ პლათისა და ჰიუზის ნამუშევრების სწავლისთვის თავი აერიდებინა. „ყოველთვის მჯეროდა, რომ მათი ლექსები რაღაც მხრივ დამაბინძურებდა. დაბინძურებაში გავლენის მოხდენას ვგულისხმობ. არანაირად არ მინდოდა მათი კოპირება. ასევე, ისინი ჩემთვის დედა და მამა იყვნენ. რისთვის უნდა მნდომებოდა მათი ისეთ რამედ გადაქცევა, რის შესახებაც დისტანციიდან ვისწავლიდი? თუ მათ ლექსებს არ წავიკითხავდი, ისინი, ლიტერატურული პირების ნაცვლად, დედად და მამად დარჩებოდნენ.
მამამისი წერისას უჩინარდებოდა: „ბევრს მუშაობდა. მტკიცე სამუშაო ეთიკა ჰქონდა - ძალიან დისციპლინირებული იყო“.
მაგრამ ფრიდას ისიც ახსოვს, როგორ ამზადებდა ის ომლეტს, როგორ მიჰყავდა სანაპიროზე და როგორ სეირნობდნენ ერთად დარტმორის ირგვლივ. „ბავშვობაში დიდი თავისუფლება მქონდა - ცოტა ველურიც კი ვიყავი. ყველაზე ბედნიერად თავს ცხოველთან ერთად მზეში, მინდორზე ხეტიალისას ვგრძნობდი“.
ამას არ გავუკვირვებივარ. როცა ჩამოვედი, სემს, მის ბუს, მოთმინებით აჭამა დანამცეცებული წიწილა. ცხრა ბუ ჰყავს - ორ ძაღლთან, ორ კურდღელთან, ორ ქათამთან, ექვს შინშილასთან, ცხრა ქრცვინთან და ერთ გველთან ერთად.
 
 

როცა ჰიუზს ცნობისმოყვარეობამ სძლია და მისი მშობლების პოეზია წაიკითხა, გაიგო რამე ისეთი, რაც იქამდე არ იცოდა? - „არა, მაგრამ როცა წავიკითხე რასაც სხვა ადამიანები დედაჩემზე წერდნენ, შოკში ჩავვარდი იმის გააზრებისას, რომ დედა ანგელოზი არ იყო, რადგან მამა სულ ასე გვისახავდა მას. დედაჩემზე ცუდი რამ არასოდეს უთქვამს. ერთხელაც არა“.
 

დედამისის ნამუშევრები აღაფრთოვანებს, განსაკუთრებით "არიელი", და თანაბრად მოსწონს ტედ ჰიუზის პოეზიაც. მამამისის ლექსებიდან ყველაზე მეტად "სავსე მთვარე და პატარა ფრიდა" უყვარს. დედამაც დაწერა მასზე "დილის სიმღერაში". „ძირითადად, მათი ის ლექსები მიყვარს, რომლებიც ჩემზე დაწერეს“ - ამბობს და იცინის.
რამდენიმე ამაღელვებელი ლექსი "ალტერნატიული ღირებულებებიდან", რომელიც მისი ყველაზე ახალი კრებულია ნახატებისა და ლექსების, თავადაც მიუძღვნა მშობლებს. ეს, როგორც თვითონ ამბობს, გამოსწორების მცდელობაა მისი მშობლების ძალიან საჯარო ურთიერთობისა: „როცა უფრო ახალგაზრდა ვიყავი, თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ხალხი მშობლებს მპარავდა. ჩემი მშობლები ჩემი ცხოვრებაა. შენი არა, არც ვინმე სხვის, არამედ ჩემი. თუ მათზე დაწერა მინდა, ეს ჩემი პრეროგატივაა“.
"ალტერნატიულ ღირებულებებში" შესული ბევრი ლექსი სიკვდილსა და დანაკარგზეა, ზოგიერთი მათგანი კი ყველაზე ძლიერად ეხება დედამისის გარდაცვალებამდე და მას შემდეგ პერიოდებს. „მე ველაპარაკები ჩემს ადრინდელ თავს, რომელსაც ადამიანებთან საუბარი არ შეეძლო. ბავშვს ვაძლევ იმ ხმას, რისი ქონის უფლებაც არასოდეს მიმიცია ჩემი თავისთვის. ამას ვერ გავაკეთებდი ჩემი ლექსების პირველ კრებულში, და ვერც მეორეში, ნაწილობრივ იმიტომაც, რომ მამაჩემი ცოცხალი იყო. მამას არ ეწყინებოდა, მაგრამ... მე არ ვიყავი მზად. და იმ დროს უფრო მეტად გახსნაზე რომ მეფიქრა, სწორედ მაშინ დამაწვებოდა ჩემი მშობლების წარმატების სიმძიმე. ალბათ, ასე იქნებოდა: „ოჰ, ისინი ჩემი მშობლები არიან და მე კიდევ გახსნილად ვყვები რაღაც ჭორებზე".
 

ყველაფრის მიუხედავად, ფრიდამ აღმოაჩინა, რომ ლექსის დაწერა რაიმე მტკივნეულ მოგონებაზე, მისთვის, ამ ტკივილის მონელების გზაცაა. „ერთ-ერთი რამე, რაც ვისწავლე, არის ის, რომ თუ ვეცდებით და სევდას სხვა დროისთვის გადავდებთ, ის უბრალოდ მოიცდის. და, ჩემი გამოცდილებით, მისგან გაქცევას არავისთვის მოუტანია რაიმე კარგი“.
 
 
 
 
 ♥ Loving Sylvia Plath ♥ — HAPPY 55th BIRTHDAY Frieda Rebecca Hughes!!!  (born...

მსგავსი სტატიები

ხელოვნების ომი


ხელოვნების ომი: გაარღვიე შინაგანი ბარიერები და გაიმარჯვე შემოქმედებ...

ორაკული მატრიცაში


"მატრიცაში" ორაკულის არ არის მხოლოდ საინტერესო პერსონაჟი, ის თავად ...

"ვარდის სახელი"


უმბერტო ეკოს პირველ რომანში "ვარდის სახელი" მოქმედება, პერსონაჟთა მ...

კურტ ვონეგუტის 1973 წელს დაწერილი წერილი კაცს, რომელმაც მისი წიგნები დაწვა


წყარო მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი (აუდიო-ვერსია იხ. ტექსტის ბოლოს)...

The Show Must Go On...


ავტორი: მამუკა გურული გუშინ ვუყურე ფრედი მერკურიზე გადაღებულ ბიო...

ქართული ხალხური ზღაპარი - "ვაშლა"


 ვაშლას ეძახდნენ ხელმწიფის სამი ვაჟიდან უმცროსს. ერთ-ე...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff