ქართველი მასპინძელი

Admin
ხელოვნება
0
0

ტექსტის და ნახატის ავტორი: ქრისტინე ბებია ღარიბ ქართველს ეწვია სტუმარი სახლში. - ცოლო, გამოგვი...

cristine bebias art

ტექსტის და ნახატის ავტორი: ქრისტინე ბებია

ღარიბ ქართველს ეწვია სტუმარი სახლში.

- ცოლო, გამოგვიტანე პურმარილი, არა ვჭამოთ სირცხვილი!

- კი, ბატონო! სტუმარი ღმერთმა დალოცოს!

დაფაცურდა, დატრიალდა ცოლი, თუმცა კი, სახლში საჭმელი არ იდო. სტუმარი ღვთისა არისო, პატივცემულია და პატივში უნდა ვამყოფოთო, ვადიდოთ!

ნეკნები ამოიღო და ერთმანეთს დააწყო. ძვლები ახახუნა და ცეცხლი დაანთო.

ბარკლებიდან ხორცი აითალა. მწვადები დაბრაწა.

სისხლი დაღვარა. მათრობელი წითელი სითხე კოკაში ჩაასხა.

ძუძუდან რძე გამოიწველა და თასში ჩაღვარა. ნაწილი რძედ შეინახა. ნაწილი ქოთანში მაწვნად შეადედა. ნაწილი საყველედ დააყენა. სულგუნი გადაზილა, გაწელ-გამოწელა.

კბილები დაიმტვრია. ნახევარი მსხვილად დაფქვა, ღერღილად. ნახევარი წვრილად გაცრა, ფქვილად.

სიმწრის ცრემლები წასკდა. ცრემლით ფქვილი მოზილა და მჭადები დააკრა.

ღომი დააგო. სულგუნი ჩაარჭო.

ღომს ყველი ჩააჭყლიტა. ელარჯი ამოზილა.

სისხლს ფქვილი შეაზილა. სურნელოვანი ფელამუში გამოუვიდა.

თმა დაიგლიჯა. თმის ღერებისგან ძაფი დაგრიხა. თავი გაიპო, ტვინი ამოიღო და ძაფზე აანცო. ჩურჩხელა ამოავლო.

კუჭმაჭი რომ მოემზადებინა, გულ-ღვიძლი ამოიგლიჯა.

ნაწლავები გამოიშიგნა. შიგნეულობით დატენა და კუპატი დაკიდა.

აქით მსუქანი ქაბაბი. იქით მრავალნაოჭიანი ხინკალი.

ყველი, პური, ხაჭაპური...

რა არ გააკეთა, ნაირ-ნაირი კერძი _ ნოყიერი, გემრიელი, ერთი მეორეზე უკეთესი! თავი არ დაზოგა, სტუმარი რომ გაეშვა მადლიერი.

სუფრა გაშალა. საჭმელები დაალაგა. ყველა კერძი დააგემოვნა სტუმარმა. თითები ჩაიკვნიტა. მანამ არასდროს მსგავსი არაფერი გაესინჯა. აღფრთოვანებულმა და დაპურებულ-დანაყრებულმა გულში თქვა: ,,აი, სუფრა! დიდებული! გამორჩეული! თითოეულ კერძს ეტყობა, რომ არის ნატურალური, ალალი გულით და სულით მომზადებული!’’

ცოლმა თმები ბღუჯა-ბღუჯად დაიპუტა. ლეიბი და საბან-ბალიში დაბუმბლა. ძილი ნებისა უსურვა სტუმარს.
სტუმარს მშვიდად ეძინა, თითქოს ფაფუკ ღრუბლებზე იწვა და ცაში ეფრინა.

ცოლმა საკუთარი ძვალი, ხორცი და ტყავი რძეში მოხარშა. მადასაღმძვრელი სუნი აუშვა ხაშმა. გამოღვიძებულ სტუმარს გამოუტანა და საუზმედ მიართვა.
სტუმარს ოფლმა დაუწყო დენა. ნაბახუსევზე იგრძნო შვება.

ქმარმა ცოლს დიასახლისობა უქო და სტუმარმა კიდევ უფრო.

კმაყოფილი წავიდა სტუმარი. ადიდა უფალი.

 

მსგავსი სტატიები

ცნობილი მწერლების რჩევები დამწყებ მწერლებს


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი  წყარო 1. „უპირველესად, მწერალმა ...

მარიამ მაგდალელის სახე ლიტერატურასა და ყოველდღიურობაში


 მარიამ მაგდალელს დასავლეთის ეკლესია მეძავად თვლიდა, თუმცა აღმოსავლ...

εμη τανατογενοσ - რაზედ ჩურჩულებს ველი


 ველი ჩურჩულებს ორი ინგლისურენოვანი ქვეყნის  ურთიერთობაზე, კინოინდუ...

რას ნიშნავს იყო „ნამდვილი“?


მონაკვეთი მარჯერი უილიამსის წიგნიდან „ვილვეტის კურდღელი“ მთარგმნ...

ინტერვიუ ლორა მაკაბრესკუსთან


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი; Ikigai / იკიგაი წყარო   ვიდეო-ვ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას PDF წიგნების სრული სია

Screenshot 2025-09-12 at 18.17.44

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 500 ლარის ნაცვლად 250 ლარი იქნება. 

☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.

☘️ ვადიმ ზელანდი - "ქურუმი ტაფტი" - თავისუფალი დონაციით

☘️ ალბერტო ვილოლდო - "შექმენი ახალი სხეული" - თავისუფალი დონაციით

☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ პარამაჰამსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია (35 ლარი)

 

წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff