21 ფაქტი ედვარდ ჰოპერის შესახებ

Admin
ხელოვნება
0
0

21 ფაქტი ედვარდ ჰოპერის შესახებ მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი; Ikigai / იკიგაი  1. ჰოპერი ...

21 ფაქტი ედვარდ ჰოპერის შესახებ

მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი; Ikigai / იკიგაი

EDWARD AND JO HOPPER 1. ჰოპერი ჰადსონისხედიან პატარა ქალაქში გაიზარდა

იმ სახლის საძინებლის ფანჯრიდან, სადაც მან ბავშვობა გაატარა (ნაიეკი, ნიუ-იორკი), გარკვევით ჩანდა მდინარე "ჰადსონი"; ასევე ბევრი ნავი და იახტა, რომელიც პორტიდან გადიოდა. 15 წლის ასაკში მან საკუთარი თავისთვის ხის ერთიალქნიანი გემი ააგო. ხით მამამისმა მოამარაგა, რომელიც ქალაქის ტექსტილის მაღაზიის მფლობელი იყო. ყმაწვილობისას, გემით ცურვის მიმართ მისი სიყვარულის გამო, ცნობილია, რომ პროფესიად გემთმშენებლობა ჰქონდა გადაწყვეტილი.

2. კარიერის დასაწყისში კომერციულ ილუსტრატორობაში დახელოვნდა

სანამ ნიუ-იორკის ხელოვნების სკოლაში დაიწყებდა სწავლას, ჰოპერმა სამხატვრო კარიერა ილუსტრაციაში გაკვეთილების გავლით დაიწყო. ნიუ-იორკის სკოლაში იგი 1900 წელს შევიდა, სადაც საქვეყნოდ ცნობილი მხატვრები ასწავლიდნენ, როგორებიც არიან უილიამ მერიტ ჩეიზი და რობერტ ჰენრი.

3. ჰოპერი გასაოცრად მაღალი კაცი იყო - 6 ფუტისა და 5 ინჩის სიმაღლის (1.98 სმ)

12 წლის ასაკში, ის უკვე 6 ფუტი სიმაღლისა გახლდათ. ამ ფაქტმა ჰოპერს იზოლაციისა და მარტოსულობის გრძნობა გაუმძაფრა. მისმა სიმაღლემ და გამხდარმა აგებულებამ, რის გამოც, ცინიკოსმა კლასელებმა ზედმეტსახელად "კუტკალია" (Grasshoper) შეარქვეს, განაპირობა ჰოპერის ინდივიდუალისტური აზროვნების ჩამოყალიბება.

4. მხატვარს პარიზი იქ დაფუძნების პირველ წლებში შეუყვარდა

1906 წლის ოქტომბერში ჰოპერი პარიზში პირველად მოხვდა, სადაც ის ფრანგ ოჯახთან ერთად, ლის ქუჩის (Rue de Lille) 48 ნომერში ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში არცერთ სამხატვრო სკოლაში არ უვლია, მაინც ხშირად ხატავდა პეიზაჟებს, და შეყვარებული იყო პარიზსა და მის კულტურაზე: „მჯერა, რომ არ არსებობს პარიზზე ლამაზი ქალაქი დედამიწაზე და ღრმად მწამს, რომ არავის შეუძლია სილამაზის დაფასება ისე, როგორც ფრანგ ხალხს“.


5. ჰოპერი, თავისი ცხოვრების უმეტესი პერიოდის განმავლობაში, თავს იმპრესიონისტს უწოდებდა
მიუხედავად იმისა, რომ მას  ხშირად ამერიკელ რეალისტებსა და ამერიკული რეგიონალიზმის მხატვრებთან ერთად განიხილავდნენ, ჰოპერმა 1962 წელს აღნიშნა: „ვფიქრობ, მე მაინც იმპრესიონისტი ვარ“. იმპრესიონისტები ჰოპერს პარიზში გააცნო მეგობარმა, სახელად პატრიკ ჰენრი ბრიუსმა, რომელსაც სამხატვრო სკოლიდან იცნობდა. ჰოპერი განსაკუთრებულად მიიზიდა პიერ-ოგიუსტ რენუარის, ალფრედ სისლისა და კამილ პისაროს ნამუშევრებმა.


6. პირველი ფინანსური წარმატება გრავირების წყალობით მოიპოვა


1915 წელს, ჰოპერმა, მეგობრისა და მხატვრის, მარტინ ლევისისგან, გრავირება შეისწავლა. ის მალევე ამ მედიუმშიც დახელოვნდა და თავდაპირველად, სწორედ თავისი გრავიურებით მიაღწია აღიარებას კრიტიკოსებისგან.


7. პირველი მსოფლიო ომის დროს, ჰოპერი წარმატებული იყო პოსტერების ხატვაში
1918 წელს, მხატვარმა პოსტერების კონკურსში გაიმარჯვა, რომელსაც United States Shipping Board მართავდა. პოსტერმა ამერიკელების სიმპათია დაიმსახურა და ჰოპერს კრიტიკოსებსა და საზოგადოებაში ფართოდ გაუთქვა სახელი.


8. ჰოპერს 37 წლამდე სოლო გამოფენა არ ჰქონია

1920 წლის იანვარში, მას თავისი ნამუშევრების გამოფენა Whitney Studio Club-ში ჰქონდა, რომელიც გერტრუდ ვანდერბილტ უიტნიმ დააარსა. ჰოპერის პირველი სოლო გამოფენა მისი მეგობრის, გაი პენე დებუას დამსახურებით ჩატარდა, რომელმაც ყველაფრის წესრიგში მოყვანა და ღონისძიების დაგეგმვა ითავა.


9. მისმა სტილმა საბოლოო განვითარებას 1920-იანებში მიაღწია


გაკვეთილების გამო, რაც ნიუ-იორკის ხელოვნების სკოლაში ისწავლა, მისი ადრეული ნამუშევრების უმეტესობა ცოცხალი მოდელების ტილოზე გადმოტანით იყო შესრულებული. როცა გრავირებაში ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო, იძულებული გახდა, სურათები უფრო ხშირად მოგონებებით შეექმნა. თავისი კარიერის განმავლობაში, ჰოპერი მუშაობდა სტილით, რომელიც ერთმანეთს უთავსებდა რეალური ცხოვრებიდან გადმოტანილ სკეტჩებსა და წარმოსახვით, სტუდიაში ფრთხილად, ნატიფად კონსტრუირებულ კომპოზიციებს. 


10. ჰოპერის კარიერის მანძილზე, მისი სტილი, ასე თუ ისე, უცვლელი დარჩა


ბევრი სხვა მხატვრისგან განსხვავებით, რომლებიც ექსპერიმენტებს სხვადასხვა არტისტულ მოძრაობებში ატარებდნენ, ჰოპერის ვიზუალური ლექსიკონი გასაოცრად თანმიმდევრული და მყარი იყო 1920-იანების შუა პერიოდიდან, 1967 - მისი გარდაცვალების წლამდე. ედვარდ ჰოპერის ნახატებს მისი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდს ვერ შეუსაბამებ, როგორც ეს სხვა არტისტებთან ხდება.


11. ჰოპერის ნახატებში ყველაზე ხშირი სუბიექტი, მარტოსული, მარტოდმყოფი ფიგურაა


თავისი პირადი ინტროსპექციის გამოსახატად,  ჰოპერი ხშირად უბრუნდებოდა განმარტოებულ ფიგურებს, უფრო ხშირად - ქალებს, რომლებიც ფანჯრიან ოთახებში არიან მოქცეულები. მისი ეს "აკვიატება" ხშირად არასწორი ინტერპრეტაციების მიზეზი იყო: თვლიდნენ, რომ განცალკევებული ადამიანები ჰოპერის მარტოსულობის გრძნობას გამოხატავდნენ. უფრო ვალიდურია ინფორმაცია, რომ ისინი სიმბოლო იყო მხატვრის სიყვარულისა, ჩუმი და აზრიანი თვითანალიზის მიმართ.


12. მისი ცოლი, ჯოზეფინ ნივისონი, რომელიც მხატვრის საყვარელი მოდელიც იყო, უდავოდ არის პასუხისმგებელი ჰოპერის თავდაპირველ წარმატებაზე. 


1924 წელს, როცა წყვილი დაქორწინდა, ჯო თავადაც წარმატებული მხატვარი და მსახიობი გახლდათ. 1923 წელს იგი ბრუკლინის მუზეუმში, ამერიკელი და ევროპელი მხატვრების გაერთიანებულ გამოფენაზე მიიწვიეს, სადაც თავისი ექვსი ნამუშევარი უნდა გამოეფინა, რომლებიც აკვარელით იყო შესრულებული. ჯოზეფინმა კურატორებს შესთავაზა, რომ მხედველობაში ჰოპერის შემოქმედებაც მიეღოთ. მისი რეკომენდაციის წყალობით, კურატორები დასთანხმდნენ, რის შედეგადაც, ჰოპერმაც გამოფინა მისი ექვსი ნამუშევარი, ასევე აკვარელში შესრულებული. გამოფენის შემდეგ, ბრუკლინის მუზეუმი პირველი ინსტიტუცია გახდა, რომელმაც ჰოპერის მიერ აკვარელით შესრულებული ნახატი შეიძინა.  ჯო ჰოპერის საყვარელი მოდელი იყო და დანარჩენი კარიერის განმავლობაში პოზირებდა მისთვის.


13. ძლიერი ინტერესი გააჩნდა ედგარ დეგას ნამუშევრების მიმართ


1924 წელს, ჯომ მას საგულდაგულოდ უსაჩუქრა ფრანგი მხატვრის წიგნი. ჰოპერის ნამუშევრები, 1920-იანებიდან შემდეგ, აჩვენებს, თუ როგორ მკაფიოდ ესმოდა მას დეგას კომპოზიციური მეთოდები, უმეტესწილად კი - მკაცრი მოჭრა, ექსტრემალური დიაგონალები და იშვიათი ვიზუალური პერსპექტივები.


14. აღაფრთოვანებდა ძველი ამერიკული არქიტექტურა


ჰოპერის ინტერესი ამერიკული არქიტექტურის მიმართ ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო და მთელი ცხოვრების მანძილზე გაგრძელდა. შენობების დასახატად არჩევისას, უფრო კონცენტრირებული იყო მათ აბსტრაქტულ ფორმებზე, ვიდრე აშკარა, ცხად ვიზუალურ სილამაზეზე. ხშირად, ქალაქებს, რომლებსაც სტუმრობდა, მათი არქიტექტურული ღირსებების მიხედვით აფასებდა.


15. მთელი ცხოვრების განმავლობაში უყვარდა ლიტერატურა და პოეზია


როცა პატარა ბიჭი იყო, მამამისის ბიბლიოთეკაში ინგლისური კლასიკური ლიტერატურა, ასევე ფრანგული და რუსული თარგმანები აღმოაჩინა. ზრდასრულობისას, ცნობილია, რომ ძალიან უყვარდა პოლ ვერლენი, მარსელ პრუსტი, იოჰან ვოლფანგ გოეთე, რალფ უოლდო ემერსონი, შერვუდ ანდერსონი, ერნესტ ჰემინგუეი, ჯონ დოს პასოსი,  რობერტ ფროსტი და ჰენრიკ იბსენი.


16. საფულეში გოეთეს ფრაზა ედო


ეს ფრაზა, რომელსაც იგი ხშირად იმოწმებდა, ფუნდამენტი გახდა მისი არტისტული მიზნებისა: „ყოველი ლიტერატურული აქტივობის დასაწყისი და დასასრული იმ სამყაროს რეპროდუქციაა, რომელიც გარს მაკრავს, იმ სამყაროს მიერ, რომელიც ჩემშია. ყველა ამ საგნის აღქმა, დაკავშირება, თავიდან შექმნა, ფორმის მიცემა, რეკონსტრუქცია პერსონალური სტილითა და ორიგინალური მანერით“.


17. ჰოპერი მეოთხე სართულზე არსებულ ბინაში მოკრძალებულად ცხოვრობდა


მიუხედავად მისი ფინანსური წარმატებებისა, ჰოპერმა მანჰეტენზე მეუმჩნევლად ცხოვრება არჩია. იქ 1913 წლიდან გარდაცვალებამდე, 1967 წლამდე, მუშაობდა და ცხოვრობდა. მოხუცებულობისასაც კი, მეოთხე სართულზე, კიბით, კალათში ჩაყრილი ნახშირი აჰქონდა ღუმლისთვის, რომელიც ათბობდა მის სტუდიას. 


18. უყვარდა იაფფასიანი ბუფეტები და სასადილოები


იმის გამო, რომ ჰოპერებმა იცოდნენ წარმატების ცვალებადობის შესახებ, ისინი ხელმომჭირნედ ცხოვრობდნენ. ტანსაცმლის უმეტესობას "Sears"-სა და "Woolworths"-ში ყიდულობდნენ, რომლებიც ხშირად გაცვეთილიც ეცვათ; კერძებს კი, თუნუქის ქილებისას მიირთმევდნენ. უფრო ხშირად, ერჩივნათ, გარეთ, იაფფასიან სასადილოებსა და ბუფეტებში ესადილათ. წყვილის ერთადერთი ცდუნება წიგნები და ბილეთები იყო თეატრისა და კინოსთვის.


19. მხატვარი შეყვარებული იყო კინემატოგრაფიაზე და ხშირად დადიოდა ერთკვირიან კინოჩვენებებზე


მან ერთხელ აღნიშნა კიდეც: „როცა ხატვის ხასიათზე არ ვარ, კინოში მივდივარ, ერთი კვირით ან მეტით“.


20. ალფრედ ჰიჩკოკმა, ცნობილი სახლის მოდელი, რომელიც "ფსიქოპატში" (1960) ჩანს, ჰოპერის ნახატის, "სახლი რკინიგზის პირას", მიხედვით ააგო.


მისი შემოქმედება, სადაც ხშირად ირიბად ჩანს კინო და კინოს ხასიათი, დიდი ინსპირაცია გახდა კინემატოგრაფისტებისთვის, მათ შორის, - ალფრედ ჰიჩკოკი, ვიმ ვენდერსი, დევიდ ლინჩი და ტერენს მალიკი.

the house by the railroad. 1925
21. ჰოპერი მიჩნეულია როგორც განსაკუთრებული შთაგონების წყარო თანამედროვე ფოტოგრაფებისთვის

მხატვრის ჩუმი ანალიზი ყოველდღიური, ბანალური საგნებისა, და მისი სიღრმისეული კვლევა ადამიანის სულისა, ცნობიერადაც და არაცნობიერადაც, გამოხატულია ბევრი გამორჩეული ფოტოგრაფის ნამუშევრებში, როგორებიც არიან გრეგორი ქრიუდსონი, რობერტ ადამსი, დიანა არბუსი, უილიამ ეგლსტონი, რობერტ ფრანკი, უოლკერ ევანსი, სტივენ შორი, ნან გოლდინი და ა.შ.

მსგავსი სტატიები

ვულკანური ელვა


მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო 2015 წელს ფოტოგრაფმა ფრანცისკო ...

ფლორენ სტეტჰეიმერი


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი ფლორენ სტეტჰეიმერი (19 აგვისტო, 1871-11 მ...

წამი


ავტორი: ქრისტინე ბებია იყო ერთი ზარმაცი. ეჯავრებოდა შრომა. ღმერ...

εμη τανατογενοσ - რაზედ ჩურჩულებს ველი


 ველი ჩურჩულებს ორი ინგლისურენოვანი ქვეყნის  ურთიერთობაზე, კინოინდუ...

არიადნეს მისტერია


არიადნეს მისტერია კადრი გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა - 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🌞 მზის მანდალა - პიროვნული განვითარების 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🔥 წამყვანი - მამუკა გურული

🔥 დასრულდა მაგმას ყველაზე ხანგრძლივი (108 დღიანი), ყველაზე მრავლისმომცველი, ყველაზე ეფექტური, და სასერთიფიკატო ონლაინ-ტრენინგი: "მზის მანდალა" 

🔥 დღეიდან შეგიძლიათ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ ამ ტრენინგის ჩანაწერები (ლაივ რეჟიმთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო იაფად). შეძენის შემთხვევაში დაგამატებთ ფეისბუქ-ჯგუფში, სადაც ყველა ვიდეო-ჩანაწერი შენახულია. 

🔥 ექსკლუზიურად ამ ტრენინგისთვის - 2 ლექციას მითო-არქეტიპების სისტემაზე (ონლაინ) წაიკითხა „მითოლოგიის ქალღმერთმა“ - ხათუნა თავდგირიძემ (აღწერილობა იხ. ქვემოთ)...

🔥 მათთვის, ვინც სრულად გაივლის ტრენინგს (თუნდაც მხოლოდ თეორიულ ნაწილს) გაიცემა სერთიფიკატები! (სერთიფიკატი გაიცემა ყველა ლაივის ნახვისა და ბოლოს მცირე გასაუბრების შემდეგ)...

🔥 ტრენინგი განკუთვნილია როგორც დამწყებებისთვის, ასევე პროფესიონალი ფსიქოლოგებისთვის, ქოუჩებისთვის, კონსულტანტებისთვის და ა.შ. და რა თქმა უნდა, უბრალოდ საკუთარი თავის შემეცნების მსურველთათვის.

🔥 ამ ტრენინგს 3 მთავარი მიზანი აქვს:

1. სხვადასხვა თვალთახედვისა და სისტემის მეშვეობით (როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ეზოთერული) გამოვიკვლიოთ ჩვენი (და ზოგადად ადამიანის) პირადი არაცნობიერი. ასევე გავერკვეთ კოლექტიური არაცნობიერი მექანიზმების კანონზომიერებებში, არქეტიპებში, ეგრეგორებში და ა.შ.

2. დავამყაროთ ან/და გავაძლიეროთ კონტაქტი ჩვენს შინაგან მზესთან (ზე-მე-სთან, ანუ ზე-ცნობიერთან, უბრალო ენაზე რომ ვთქვათ - „სინდისთან“). 

3. ყველაზე უსაფრთხო, გამოცდილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პრაქტიკების მეშვეობით გავიჯანსაღოთ ფიზიკური, ენერგეტიკული და ემოციური სხეული, და მოვიშოროთ ყველა ის „ბლოკი“, რომელიც ხელს გვიშლის განვითარებაში და რაც მთავარია - სრულად, ტოტალურად და თავისუფლად ცხოვრებაში. 

🔥 პრაქტიკაში გამოვიყენებთ იმ უნივერსალურ პრინციპებს, რომლებიც ყველა სულიერი განვითარების სისტემას აერთიანებს.

🔥 რაც შეხება თეორიას, პრაქტიკა რომ არ/ვერ გააკეთოთ ან მომავლისთვის გადადოთ, ეს თეორიული ლექციები უკვე ძალიან დიდ შემეცნებით ბაზას მოგცემთ. 

ლექციების ჩამონათვალი:

🌞 შესავალი ლაივი - გაცნობა და პროგრამის წარდგენა; 
🌞 დოქტორ ტორსუნოვის სისტემა; ენერგეტიკული შრეები;
🌞 გურჯიევის სისტემა (ზოგადი მიმოხილვა)
🌞 ვექტორული ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 ვილჰელმ რაიხის „კუნთოვანი ჯავშანი“
🌞 ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია; პერინატალური მატრიცები; 
🌞 მითო-არქეტიპების სისტემა: 5 წრედი და 27 არქეტიპი (2 ლექცია): (1) „ცენტრალური და ბინარული არქეტიპები“; „პიროვნული განვითარების ზღურბლური არქეტიპები; (2) სამყაროსული ფუნდამენტური „ფენომენების არქეტიპები“.. ლექციები წაიკითხა სისტემის ავტორმა - ხათუნა თავდგირიძემ
🌞 ტაროს არქეტიპები - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ლირი-ვილსონის წრედების სისტემა (2 ლექცია)
🌞 კაჰუნების სიბრძნე (უძველესი შამანური სისტემა) (2 ლექცია)
🌞 ბავშვის ფსიქოლოგია (ლექცია წაიკითხა ლელა ბექაურმა)
🌞 ვედური ფსიქოლოგია
🌞 აიურვედას ძირითადი პრინციპები
🌞 ეგრეგორები
🌞 იუნგიანური ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 სამყაროს მოწყობა სოფოოსის ჩენელინგების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ჩაკრების სისტემა
🌞 ჯიოტიში - სამყაროს ცხრა ძალა

✅ სულ ჩატარდა 28 თეორიული (საღამოს) და 15 პრაქტიკული (დილის) ლაივი.

✅ თეორიული ლექციების ხანგრძლივობა საშუალოდ - 1.5-დან 2 საათამდე (თემატიკის მიხედვით). ჩანაწერები შეინახება და მათზე წვდომა მუდმივად გექნებათ.

✅ პროგრამას საჩუქრად მოყვება მაგმას ყველა PDF წიგნი ქართულად (სულ 350 ლარის ღირებულების).

☘️ მანდალას ჩანაწერების ღირებულება: 500 ლარი

☘️ მათთვის, ვინც მაგმას რომელიმე მანდალა გაიარა, ან ჩემთან პირადი კონსულტაცია გაიარა, ასევე მაგმას რეგულარული ფინანსური მხარდამჭერებისთვის ფასდაკლებაა - ფასი: 400 ლარი.

☘️ 23 წლამდე სტუდენტებისთვის - ფასი: 300 ლარი

პროგრამის ჩანაწერების შესაძენად მოგვწერეთ მაგმას გვერდზე; ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com,

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598116447

პროგრამის შესაძენად საჭიროა გქონდეთ ფეისბუქ-ექაუნთი.

მონაწილეების შთაბეჭდილებები იხილეთ ამ პოსტის კომენტარებში...

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff