„მეგატვინი“ - ტრანსფორმაციის კიბე

Admin
ხელოვნება
0
0

ავტორი: მეკო გელაშვილი

მეგატვინი და მეტრომენი უცხოპლანეტელები არიან. ისინი მშობლებმა ერთ-ერთ პლანეტაზე განვითარებული დამანგრეველი კრიზისის დროს დედამიწაზე გამოგზავნეს. მათი ბედი მხოლოდ და მხოლოდ ერთმა მოვლენამ გადაწყვიტა - უსასრულო სივრციდან გამოტყორცნილი 2 პატარა მანქანა სად, რა ადგილას დაეცემოდა და როგორ გაგრძელდებოდა მათი ცხოვრება. მეტრომენის მანქანა წარმატებული, მდიდარი ოჯახის ეზოში ჩავარდა და ოჯახმა მაშინვე სითბოთი და სიყვარულით მიიღო „განგების მიერ ნაჩუქარი ბავშვი.“ მეგატვინის მანქანა კი ციხის ეზოში ჩავარდა და ის დედამიწასთან შეხებისთანავე პატიმარი გახდა. მეტრომენი სიყვარულით გაიზარდა, მეგატვინი მხოლოდ და მხოლოდ სიძულვილით. მეტრომენს არასდროს არაფერი დაუშავებია, ხალხს ეხმარებოდა. მეგატვინს ყველა ჩაგრავდა, სცემდა და ის თვლიდა, რომ ამას იმსახურებდა კიდეც. სუფთა ფურცლიდან დაწყებული ორი გმირის ცხოვრება შეივსო გარშემომყოფების მიერ გაწერილი და დაგეგმილი ისტორიებით.

            როცა ორივე გაიზარდა, მეტრომენი სუპერმენის მსგავსი გმირი გახდა და მთელი ქალაქი მხსნელად მოიხსენიებდა, რადგან, ის მართლა ეხმარებოდა ხალხს. ციხიდან ახალი გამოსული მეგატვინი კი ფიქრობდა, რა დაეშავებინა, რა გაეფუჭებინა პირველი. გადაწყვიტა, მეტრომენისთვის ხელი შეეშალა სიკეთის კეთებაში. როგორც ინი და იანი, მათში მხოლოდ სიკეთე და ბოროტება ფორმირდებოდა მანამ, სანამ მეგატვინი აღმოაჩენდა, რომ ინი და იანი ერთმანეთის გარეშე სრულყოფილები არ არიან.

            ბევრი მცდელობის შემდეგ, მეგატვინი ამარცხებს მეტრომენს. სინამდვილეში, მეტრომენს თავისი ცხოვრების სტილი მობეზრდა და თავისით გაუჩინარდა, თუმცა, მეგატვინს სჯერა, რომ ის დაამარცხა. დაცარიელებულ, გამაყრუებელი სიჩუმით მოცულ ქალაქში რჩება მეგატვინი, რომელსაც მხარდამჭერი არ ჰყავს. დააბიჯებს ქალაქში, სადაც ყველას ეზიზღება. მის ცხოვრებაში ჩნდება საინტერესო გმირი ქალი, რომელიც შეძლებს და მეგატვინს დააჯერებს, რომ მასში არამხოლოდ ტვინი, არამედ, გულიც არსებობს. მეგატვინი ნელ-ნელა იაზრებს, თუ რა საშინელება ჩაიდინა და რა ცუდია, როცა ადამიანებს იმედი გამოაცალა ხელიდან. ერთის მხრივ, ფიქრობს, რომ ყველაფრის მომგვარებელი სუპერგმირის მოშორებით ხალხს გაააზრებინა, რომ თავადაც უნდა ეშრომათ კეთილდღეობის მოსაპოვებლად, თუმცა, ეს თემა შორს წაგვიყვანს.

            მეგატვინმა გრინჩივით საკუთარი გული აღმოაჩინა და შეამჩნია, როგორი ცარიელი იყო ის. ფრაზით „ბედი არ არის გზა, რომელიც თავისთავად მოგვეცა, არამედ, არის გზა, რომელსაც ჩვენ თავად ვქმნით“ იწყებს ახალი მისიის შესრულებას. თავისი გამომგონებლური და გენიალური ტვინით ქმნის ახალ გმირს, რომელიც მეტრომენის მსგავსი იქნება. ის ამ გმირს მეტრომენის ალტერ ეგოდ აყალიბებს, თუმცა, პარალელურად, თავის გულსა და გონებაში გაჩენილ ეგზისტენციალურ ფიქრებსაც აქსოვს. ბევრი რომ აღარ გამიგრძელდეს, საბოლოოდ, ახალი გმირის გამოჩენა უფრო დამანგრეველი ხდება ქალაქისთვის და მეგატვინი მიიღებს მისი კომპიუტერიდან გათიშვის გადაწყვეტილებას.

            საბოლოო ჯამში, მეგატვინი მიდის გააზრებამდე, რომ გარემომ არ უნდა შექმნას და ჩამოაყალიბოს პიროვნება. ადამიანი, რომელსაც თავს კარგიც გადახდება და ცუდიც, მან ეს ყოველივე გამოცდილებად უნდა მიიღოს და ეცადოს, გადაჭარბების გარეშე, ბალანსის შენარჩუნებით შეძლოს ცხოვრება. სიმბოლური მინიშნება, რომ გაურკვეველი პლანეტიდან ჩამოვარდნილი უცხოპლანეტელი არამხოლოდ ადამიანად, არამედ, პიროვნებად ყალიბდება, ნიშანია იმისა, თუ როგორ შეგვიძლია საკუთარ თავზე მუშაობა, შეცდომების გამოსწორება და ჯანსაღი ღირებულებათა სისტემის ნაბიჯ-ნაბიჯ აშენება ისე მყარად, რომ ვერავინ და ვერაფერმა ჩამოანგრიოს.

მსგავსი სტატიები

რიუნოსკე აკუტაგავას „გაურკვეველი შიში მომავლის მიმართ“


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი; Ikigai / იკიგაი   რიუნოსკე აკუტა...

ინტერვიუ უინგ შიასთან


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი    - უინგ შია   &n...

ცნობილი მწერლების რჩევები დამწყებ მწერლებს


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი  წყარო 1. „უპირველესად, მწერალმა ...

რუმისა და შამს თებრიზის შეხვედრა


 ლეგენდის მიხედვით, როცა ჯალალ-ედ-დინ რუმი იჯდა და წიგნებს კითხულობ...

ფლორენ სტეტჰეიმერი


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი ფლორენ სტეტჰეიმერი (19 აგვისტო, 1871-11 მ...

სისტემის კეთილშობილური ცდუნება. ახალი კუთხით დანახული ფილმი „მატრიცა“


მთარგმნელი: ლიკა მარღანია წყარო ახალი ადამიანი - ეს ის ადამიანი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff