ამარანტი

Admin
ჯანსაღი კვება
0
0

ამარანტი არის წლიური ბალახოვანი მცენარე მას აქვს სხვა სახელებიც ჯიჯლაყა, დედალი მხალი, შავმხალა, ...

amaranti

ავტორი: მაგდა პატარაშვილი

წყარო

ამარანტი არის წლიური ბალახოვანი მცენარე მას აქვს სხვა სახელებიც ჯიჯლაყა, დედალი მხალი, შავმხალა, წოწნარა, კივიჩა, შირიცა, თვითმავალა... მისი სახელი „უკვდავს" ნიშნავს. სასარგებლო ნივთიერებების შემადგენლობით უდრის ქალის რძეს. ამიტომ გამოიყენება ბავშვის კვებაშიც. მას კიდევ აქვს სხვა ბევრი ფართო გამოყენების სპექტრი, იგი გამოიყენება მედიცინაში, კოსმეტოლოგიასა და კულინარიაში. უფრო მეტიც, მცენარის აბსოლუტურად ყველა ნაწილი გამოიყენება: ბალახი, ფოთლები, ფესვები, თესლი. განსაკუთრებით სასარგებლოა ამ მცენარის ახლადამოსული თესლები. ფოთლები კი გემოთი ისპანახს ჰგავს. თესლიდან ხდიან ზეთს და ამზადებენ ფქვილს.

ამარანტისფქვილი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და მინერალებით. ასევე ის შეიცავს ცილისა და უჯრედისის დიდ რაოდენობას და ბევრად მეტ მნიშვნელოვან ბიოლოგიურადაქტიურ ნივთიერებას, ვიდრე სხვა მცენარეული პროდუქტები. მისი ფქვილისგან გამომცხვარ ნაწარმს აქვს ნაზი თხილის გემო და ცილის მაღალი დონის წყალბით დიდი ხნის განმავლობაში არ ხმება. ვისაც დაავადება ცელიაკია აწუხებს ან უბრალოდ უპირატესობას ანიჭებს გლუტენისგარეშე პროდუქციას, შეუძლია კვების რაციონში თამამად შეიტანოს ამარანტის ფქვილი. ფქვილის რეგულარული გამოყენება სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონეს არეგულირებს, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და ხელს უწყობს წონის კონტროლს მასში არსებული ბოჭკოებისა და ამინომჟავების შედეგად. ასევე ხელს უწყობს კალციუმის და სხვა მინერალების ათვისებას. მას გამოჰყავს ორგანიზმში დაგროვილი ტოქსინები და შლაკები.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს კიდევ ერთი ნივთიერება ამარანტში - ეს არის ამარანტინი. ის აქტიურად უწყობს ხელს ადამიანის სხეულის ყველა სისტემის მუშაობის დაჩქარებას. ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია მასში არსებული ნივთიერება – სქვალენიც, რომელსაც შეიცავს ამარანტი დაახლოებით 10%-მდე. ამ ნივთიერებას, სანამ აღმოაჩენდნენ ამარანტში, მეცნიერები მოიპოვებდნენ ზვიგენის ღვიძლიდან, სადაც მისი შემცველობა მხოლოდ 1%-ია. სქვალენის საჭირო ოდენობა ორგანიზმში ხელს უწყობს უჯრედების გაახალგაზრდავებას და ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და ასტიმულირებს იმუნური სისტემის მუშაობას, რაც იცავს ორგანიზმს ინფექციებისა და ვირუსებისგან.

მსგავსი სტატიები

ხორცის შესახებ (ნაწილი I)


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე მოდით, გავარჩიოთ ხორცის ყველა ის თვისება, რი...

კბილების ხეხვის შესახებ


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე უამრავი შეკითხვა მოდის, თუ როგორ გავიხეხოთ კ...

ახალი კარტოფილი


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ახალი კარტოფილი ნაკლებად კალორიულია, ვიდრე ძ...

კანონიერია - კვებისთვის მოკვლა?


მონაკვეთი მიჰაილ ნაიმის წიგნიდან - "მირდადის წიგნი" მთარგმნელი: ...

ნაღვლის ბუშტის და თირკმელების წმენდა კენჭებისა და მარილებისაგან


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ნაღვლის ბუშტში და თირკმელებში კენჭების არსებ...

ალუბალი


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ალუბალი ხილია, თუმცა ზოგიერთი მას კენკრას უწ...

ფერმენტირებული საკვები


  ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ბოსტნეულის ფერმენტაციას საქართველოში...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff