ტოპინამბური

Admin
ჯანსაღი კვება
0
0

ტოპინამბური, ანუ მიწავაშლა, მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა.

topinamburi

ავტორი: მაგდა პატარაშვილი

წყარო

ტოპინამბური, ანუ მიწავაშლა, მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა.

 მისგან ამზადებენ სიროფს, კრისტალურ ფრუქტოზას, სპირტს, საკვებსაფუარს და სხვა. გამშრალი ტოპინამბურის ფქვილი გამოიყენება პურის, მაკარონის და საკონდიტრო წარმოებაში.
მიწავაშლა ყინვაგამძლე, უპრეტენზიოა ნიადაგის მიმართ და არ საჭიროებს ქიმიურ დამუშავებას. ასევე მდგრადია სხვადასხვა დაავადებების მიმართ. მაგალითად, მცენარის ბოლქვი სასარგებლოა ანემიით დაავადებულთათვისაც, რადგან ის რკინის შემცველობით საგრძნობლად უსწრებს კარტოფილს, სტაფილოს, თალგამსა და ჭარხალს... მიწავაშლას შესწავლისას მეცნიერები გაოცებული დარჩნენ მასში შემავალი მინერალებისა და ვიტამინების მრავალფეროვნებით. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში შედის ინულინი, უჯრედისი, პექტინი, ორგანული მჟავები, ცხიმები, ცილები, შეუცვლელი ამინომჟავები (არგინინი, ვალინი, ლიზინი, ლეიცინი და სხვა).

 უმი ნაყოფის კვებითი ღირებულება ყველაზე მაღალია. დიაბეტით დაავადებულებს ყოველთვის ურჩევენ მიწავაშლას მიღებას, რადგან ორგანიზმში ინსულინის მოვალეობას ასრულებს- ის შაქრის აქტიური დამშლელია. ორგანიზმიდან გამოაქვს მძიმე ლითონები, მარილები, ტოქსინები, რადიონუკლიდები და ზედმეტი ქოლესტერინი. ამას მის შემადგენლობაში ინულინი და უჯრედისი განაპირობებს. ასევე გამოიყენება გასტრიტის (კუჭის მომატებული მჟავიანობის) მკურნალობისას. მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებების დროს. ხელს უწყობს ვიტამინების ათვისებას. მას გამოიყენებენ წონის დაკლებისას, ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად. ეფექტის მისაღწევად რეკომენდებულია 30-40 გრამი გახეხილი გორგლის მიღება დღეში სამჯერ, ჭამამდე10 წუთით ადრე.

მიწავაშლას ბოლქვები სხვადასხვა ფერის შეიძლება იყოს: თეთრი, ყვითელი, ვარდისფერი, იისფერი ან წითელი.

მსგავსი სტატიები

ფარისებრის შესახებ (ჰიპოთირეოზი)


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე  ჰიპოთირეოზი ნიშნავს ფარისებრი ჯირკვლის...

ცხარე წიწაკა


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე იადიგარ დაუდში არაერთგზისაა დაწერილი, რომ ...

მკურნალობა ბოსტნეულის და ხილის წვენებით


ავტორი: ნორმან უოკერი მთარგმნელი: ჯუმბერ თითმერია (1991 წელი) რ...

აღდგენის დღეები (შიმშილობა, #2)


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ამ სტატიაში ვისაუბროთ 3-4 დღიანი ხანგრძლივობ...

ხორცის შესახებ (ნაწილი I)


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე მოდით, გავარჩიოთ ხორცის ყველა ის თვისება, რი...

ნაღვლის ბუშტის და თირკმელების წმენდა კენჭებისა და მარილებისაგან


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ნაღვლის ბუშტში და თირკმელებში კენჭების არსებ...

ახალი კარტოფილი


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ახალი კარტოფილი ნაკლებად კალორიულია, ვიდრე ძ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff