მკურნალობა ბოსტნეულის და ხილის წვენებით

Admin
ჯანსაღი კვება
0
0

ავტორი: ნორმან უოკერი მთარგმნელი: ჯუმბერ თითმერია (1991 წელი) რის ნაკლებობას განიცდის ჩვენი ო...

walker1

ავტორი: ნორმან უოკერი

მთარგმნელი: ჯუმბერ თითმერია (1991 წელი)

რის ნაკლებობას განიცდის ჩვენი ორგანიზმი?

მე ვიცი, რომ თუ ახალი, უმი ბოსტნეულის წვენების საჭირო რაოდენობა არ დავლიე, ჩემს ორგანიზმს დააკლდება საკვების მნიშვნელოვანი ნაწილი - ენზიმები. თქვენი საქმე კი როგორ იქნება?

თქვენ და მხოლოდ თქვენა ხართ პასუხისმგებელი იმაზე, თუ როგორ კვებავთ თქვენს ორგანიზმს. (თქვენს კვებაში ყველაზე მნიშვნელოვანია სიცოცხლე).
თქვენი ორგანიზმი შედგება მილიარდობით მიკროსკოპული უჯრედებისაგან. თქვენი არსებობა სწორედ მათი დამოკიდებული. ისინი საჭიროებენ ცოცხალ აქტიურ კვებას. თქვენზე და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული თქვენს მიერ კარგად თუ ცუდად მიღებული საკვები როგორ კვებავს ორგანიზმს!


 

ენზიმები

თქვენი ორგანიზმის გამოკვების ეფექტურობის ძირითად არსს წარმოადგენს სიცოცხლე, რომელსაც შეიცავს თქვენი საკვები, და ის შეუმჩნეველი ელემენტები, რომლებიც ცნობილია ენზიმების სახელით.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ელემენტები, რომელიც ორგანიზმს, კვებისა და სიცოცხლის შესაძლებლობას აძლევს, და რომელიც მცენარეთა თესლებსა და ყლორტებშია მოთავსებული, წარმოადგენს სიცოცხლის საფუძველს და ენზიმად იწოდება.

ენზიმები წარმოადგენენ რთულ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ საკვების მონელებას და მის შთანთქმას სისხლის მიერ. ამტკიცებენ, რომ ენზიმები „ინელებენ“ კიბოვან წარმონაქმნებს.

როცა ყოველივე ეს გვეცოდინება, ჩვენ გავიგებთ, თუ რატომ უნდა იყოს ჩვენი საკვები გონივრულად და საჭიროებისამებრ შერჩეული. რატომ უნდა იყოს ის უმი და დაუმუშავებელი.

სიცოცხლისა და სიკვდილის ერთდროულად არსებობა შეუძლებელია. ეს შეეხება ჩვენს ორგანიზმს თუ ბოსტნეულს, ხილეულს. კაკალ-ნიგოზს და თესლებს. იქ, სადაც სიცოცხლეა, იქ ენზიმებიცაა. ენზიმები მგრძნობიარეა ცელსიუსით 47 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის მიმართ. 49 გრადუსს ზევით ენზიმები ხდება ისეთივე ინერტული, როგორი დუნე და უძლურიც ხდება ადამიანის ორგანიზმი ცხელ წყალში. 54 გრადუსზე ენზიმები ისპობა.

თესლებში ენზიმები მიძინებულ მდგომარეობაში არიან და ხელსაყრელ პირობებში მათ შეუძლიათ შეინარჩუნონ თავიანთი თვისება ასობით და ათასობით წლის განმავლობაში.

წინარეისტორიულ ცხოველთა გვამებში, რომლებიც ნაპოვნია შორეულ ჩრდილოეთში, ციმბირსა და დედამიწის სხვა ნაწილებში, სადაც ისინი დაახლოებით 50000 წლის წინათ ყინულოვანი კატაკლიზმების დროს სწრაფად გაიყინნენ, აღმოჩენილია ენზიმების უდიდესი რაოდენობა. ისინი მაშინვე გააქტიურდნენ, როგორც კი ამ ცხოველთა ნაშთები სხეულის ტემპერატურამდე გაათბეს. ამგვარად ენზიმები შეიძლება იყვნენ დაცულნი ნებისმიერ დაბალ ტემპერატურაზე დანაკარგების გარეშე.

სიცოცხლის ახსნა შეუძლებელია, ამიტომ ენზიმებს ჩვენ დავარქმევთ კოსმიურ ენერგიისა ან ვიბრაციის დონის ნივთიერებებს, რომლებიც ატომებსა და მოლეკულებში ზრდიან ქიმიურ ზემოქმედებას ან ცვალებადობას, იწვევენ რედაქციას, მაგრამ, ამავე დროს თავად არ იცვლებიან და არც ისპობიან.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ენზიმები წარმოადგენენ კატალიზატორებს, რომლებიც ზრდიან მოქმედებას ან ცვალებადია და ამავე დროს ინარჩუნებენ თავის თვისებებს.

ამ მოკლე განმარტების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ უკეთ გააკეთოთ საკვების გონივრული არჩევანი, რომლითაც აპირებთ თქვენი ორგანიზმის გამოკვებას, შეარჩიოთ არა მარტო უმი საკვები, არამედ მომზადებულია და გამოიყენოთ ისე, რომ მან თქვენი სხეულის უჯრედები და ქსოვილები უსწრაფესად და ძალზე ეფექტურად ასაზრდოოს.

სიცოცხლის უდიდესი კანონია შევსება. ჩვენ თუ არ შევჭამთ, დავიხოცებით. ზუსტად ასევე, ჩვენ თუ არ მივიღებთ იმ საკვებს, რომელმაც ორგანიზმი უნდა ასაზრდოოს კონსტრუქციულად, არა მარტო ნაადრევად დავიხოცებით, რამედ დავიტანჯებით კიდეც.

ორგანიზმისადმი იმ ნივთიერებების მიწოდებით, რომელთაგანაც ის შედგება, ვიძენთ ჩინებულ ჯანმრთელობას იმ პირობით, თუ ყურადღებას, მივაქცევთ ჩვენი არსების სხვა ნაწილებსაც, კერძოდ. აზრსა და სულს.

ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ საუკეთესო და ყველაზე კონსტრუქციული საკვები, მაგრამ მას არ შეუძლია აგვაცდინოს ორგანიზმის რღვევა, თუ კი ჩვენ თან გვდევს შიში, მოუსვენრობა, აღშფოთება, შური და სხვა უარყოფითი გრძნობები.

ჯანმრთელობა ჩვენი ცხოვრებისეული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უდაო საფუძველია.

ცხოვრებაში ყველაფერი - ოჯახური სიხარულიცა და შემოქმედებითი წარმატებებიც - ჯანმრთელობასა და სიმხნევეს ემყარება.

საკვები უნდა იყოს ცოცხალი, ანუ ორგანული, ისევე, როგორც მარილები და მინერალური ნივთიერებები, იმისათვის რათა ადამიანის ორგანიზმს შეეძლოს მათი ათვისება მისი უჯრედებისა და ქსოვილების აღსადგენად.

მზის სხივები მცენარეებს უგზავნიან მილიარდობით ქვანტ ენერგიას, რაც ააქტიურებს ენზიმებს, არაორგანულ ელემენტებს გარდაქმნის ორგანულ ელემენტებად, რომლებიც შეიცავენ კვების სასიცოცხლოდ აუცილებელ ელემენტებს. მეცნიერების მიღწევათა წყალობით ჩვენ დღეს შეგვიძლია გამოვავლინოთ და გავაანალიზოთ საკვებში შემავალი ელემენტები და ორგანიზმის მოთხოვნილების შესატყვისად დავაბალანსოთ ისინი.

ჩვენი ორგანიზმი შედგება ბევრი ნივთიერებისაგან, რომელთაგანაც მთავარია:

ჟანგბადი, კალციუმი, ნატრიუმის ქლორი, ნახშირბადი, ფოსფორი, მაგნიუმი, ფთორი, წყალბადი, კალიუმი, რკინა, კრემნიუმი, აზოტი, გოგირდი, იოდი, მანგანუმი.

უბედურ შემთხვევებს თუ გამოვრიცხავთ, ორგანიზმის უჯრედთა აღდგენის მთელი პროცესი თვით ორგანიზმის შიგნით მიმდინარეობს.

თუ სისხლის უჯრედები, ქსოვილები, ჯირკვლები, და ორგანიზმის ყველა სხვა ნაწილი ამ ელემენტებს საჭირო პროპორციით არ შეიცავენ, ან ამ ელემენტთაგან რომელიმე არასაკმაო რაოდენობითაა, ირღვევა ორგანიზმის ფუნქციათა წონასწორობა და წარმოიქმნება მდგომარეობა, რომელსაც ტოქსემია, ან უბრალოდ მოწამვლა ჰქვია.

ჯანმრთელობის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის საჭიროა საკვები შედგებოდეს ცოცხალი, ორგანული ელემენტებისაგან, რომლებსაც შეიცავს მხალი, უმი ბოსტნეული და ხილი. თხილეული და თესლები.

ჟანგბადი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. საკვების ხარშვისას კი მასში არსებული ჟანგბადი იკარგება, 54 გრადუსზე ენზიმები ქრება და კვებისთვის აუცილებელი სასიცოცხლო ძალის უდიდესი ნაწილი იკარგება.

ის ფაქტი, რომ მრავალი თაობის მილიონობით ადამიანი თითქოს მხოლოდ მოხარშული საკვებით იკვებება, იმაზე მეტყველებს, თითქოს მათი არსებობა მოხარშული საკვებით კვების შედეგი იყოს. სინამდვილეში ისინი დაქვეითების მდგომარეობაში იმყოფებიან, რაც დასტურდება მათი ორგანიზმის ტოქსიკური მდგომარეობით, იმისგან დამოუკიდებლად, იციან მათ ამის შესახებ თუ არა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომაა გაჭედილი საავადმყოფოები, ყოველწლიურად რატომ იყიდება მილიონობით კილოგრამი ტკივილგამაყუჩებელი წამლები, რატომაა უამრავი რაოდენობით გულ-სისხლძარღვთა დაავადებანი, დიაბეტი, კიბო, ემფიზემა, ნაადრევი სიბერე და ა. შ.

ადამიანის ორგანიზმს ბუნებამ კოლოსალური, თანდაყოლილი ამტანობის უნარი უბოძა.

როცა ჩვენ ვჭამთ ისეთ რამეს, რაც ჩვენთვის ცუდია ან ჩვენი ორგანიზმის მოთხოვნილებებსა და ბალანსს არ შეესატყვისება, ვიტანჯებით. ამ შემთხვევაში ჩვენი სხეული გვაფრთხილებს ტკივილის ან კრუნჩხვის სახით, რასაც კაცობრიობის მტანჯველი აურაცხელი დაავადებებიდან რომელიმე ერთ-ერთ სნეულებამდე მივყავართ.
ამგვარი სასჯელი შეიძლება მაშინვე არ გამოვლინდეს, მაგრამ ჩვენი ორგანიზმის განსაცვიფრებელი ამტანიანობის წყალობით, ეს სასჯელი თავს იჩენს მრავალი დღის, თვის და, შესაძლოა, მრავალი წლის შემდეგაც. და მაშინ დგება ჟამი ბუნების შურისგებისა მისი კანონების დარღვევის გამო.
მას შემდეგ, რაც ჩვენი ჯანმრთელობის მიღწევისას და მაღალ დონეზე შენარჩუნების ბუნებრივი გზები აღმოვაჩინეთ და განვიცადეთ ის ნეტარი გრძნობაც, რომელიც ამ აღმოჩენის ყოველდღიურ გამოყენებას მოჰყვა შედეგად, ჩვენ უცნაურად გვეჩვენება ის, თუ რაოდენ ბევრი ადამიანი არ უფიქრდება ამას და თითქოს განზრახ ადგას ნელი ტოქსიკური დაქვეითების მიმავალ გზას, მაშინ, როცა ცოტაოდენ ცოდნას, გონებრივ და შინაგან სიმტკიცე-შეუპოვრობასთან ერთად, შეეძლო აეცილებინა ორგანიზმის ნაადრევად და ზოგჯერ მტკივნეულად დანგრევა.


 

რატომ არ უნდა ვჭამოთ ბოსტნეული?

ისინი, ვინც არ იცნობენ ბოსტნეულის და ხილის წვენების მიღებასთან დაკავშირებულ პრინციპებს, სავსებით ბუნებრივად გვკითხავენ: „რატომ არ უნდა ვჭამოთ ბოსტნეული და ხილი იმის მაგივრად, რომ მათგან წვენი გამოვწუროთ და ბოჭკო გადავყაროთ?“

პასუხი მარტივია: მაგარი საკვების მონელებისათვის, ვიდრე მისი სასარგებლო ნივთიერებები ორგანიზმის უჯრედებისა და ქსოვილების კუთვნილება გახდებოდეს, დიდი დროა საჭირო. იმის მიუხედავად, რომ ბოჭკო ფაქტიურად არ წარმოადგენს სასარგებლო ფასეულობას, იგი არეგულირებს ნაწლავების პერისტალტიკურ მოქმედებას. წვენებს. კი ორგანიზმი ძალზე სწრაფად, ზოგჯერ რამდენიმე წუთშიც კი ინელებს და ითვისებს, თანაც ისე, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემა ამისათვის მინიმალურ ენერგიას ხარჯავს.

ბოსტნეული და ხილეული მრავალი უჯრედისგან შედგება. ბოჭკოთა შუალედებს შორის მოქცეულია ჩვენთვის აუცილებელი საკვები ელემენტების ატომები და მოლეკულები. სწორედ ეს ელემენტები და ახალ უმ წვენებში მათი შესაბამისი ენზიმები უწყობენ ხელს უჯრედების, ქსოვილების, ჯირკვლებისა და ჩვენი სხეულის ყველა სხვა ნაწილის გამოკვებას.

მაგრამ ასევე ფასეულია ბოსტნეულისა და ხილეულის ბოჭკოც. როცა ჩვენს მიერ მიღებული საკვები უმი და დაუმუშავებელია, ეს ბოჭკო შინაგანი (ნაწლავების) ცოცხივით მოქმედებს. მაგრამ როცა იგივე საკვები იხარშება, ცეცხლი სპობს მის სასიცოცხლო ძალას, ბოჭკო კარგავს თავის მაგნიტიზმს და უკვე მკვდარი, მოქმედებს როგორც ნაწლავებში გატარებული ჩვარი, რომელიც ნაწლავის კედლებზე ძალზე ხშირად სტოვებს შლამის ფენას. დროის განმავლობაში ეს შლამი გროვდება, იხრწნება, ლპება და იწვევს ტოქსემიას. შემდეგ სქელი ნაწლავი დუნდება, კარგავს ფორმას და კოლიტში, დივერტიკულოზსა და სხვა მოშლილობებში გადადის.

ახალი, უმი ბოსტნეულისა და ხილეულიდან გამოწურული წვენი წარმოადგენს იმ საშუალებას, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის ყველა უჯრედსა და ქსოვილს ელემენტებითა და საკვები ენზიმებით, რომლებიც მათ იმ სახით სჭირდებათ, როგორითაც ისინი ყველაზე უკეთ მოინელებიან და შეითვისებიან.

ყურადღება მიაქციეთ იმას, რასაც მე საკვები ენზიმები ვუწოდე. ეს ტერმინი ჩვენს საკვებში არსებულ ენზიმებს ეფარდება. ჩვენი ორგანიზმის უჯრედებსა და ქსოვილებს შესაბამისად აქვთ თავიანთი ენზიმები, რომლებიც ჩვენი საკვების მონელებისა და შეთვისების პროცესში ერთმანეთს ეხმარებიან. ერთმანეთზე მოქმედებენ. ამის გარდა, ჩვენი ორგანიზმის ყოველი უჯრედი უხვად შეიცავს ენზიმებს.

მაგალითად, ჩვენს ფილტვებში ჩასუნთქული ჰაერი შეიცავს დაახლოებით 20 % ჟანგბადსა და 80 % აზოტს. მეორე მხრივ, ჩვენგან ამოსუნთქული ჰაერი ძირითადად ნახშირორჟანგისა და ნახშირმჟავა აირისაგან შედგება. აზოტს რაღა ემართება? აი, რა! როგორც კი ჰაერი უმცირესი ზომის ყურძნის მტევნის მსგავს ალვეოლებს აღწევს, - ფილტვში არსებული ენზიმების ორი ჯგუფი იწყებს მოქმედებას. ენზიმების ერთი ჯგუფი, რომელსაც ოქსიდაზა ეწოდება, გამოჰყოფს ჟანგბადს, მეორე ჯგუფი კი რომელსაც ნიტრაზა ჰქვია, აზოტს გამოჰყოფს ჰაერიდან. ჟანგბადი გროვდება ასევე ენზიმების მეშვეობით და სისხლით ვრცელდება მთელ ორგანიზმში, აზოტი კი „სატრანსპორტო“ ენზიმების დახმარებით შედის ორგანიზმში პროტეინის წარმოსაქმნელად.

პირის ღრუში, კუჭში, ნაწლავებსა და მთელ ორგანიზმში დიდი რაოდენობით ენზიმებია, რომელთაგან თორმეტზე მეტი სახეობა მონაწილეობს საკვების მონელებასა და შეთვისებაში, თვით საკვების ატომებსა და მოლეკულებში არსებული ენზიმების შემწეობითა და მონაწილეობით.

 


 

მოხარშული საკვები

ჩვენ ვცხოვრობთ ატომის საუკუნეში და მოხარშული საკვების ჭამა გვასუსტებს, ქმნის ფიზიკურ და გონებრივ კონფლიქტს, რაც, თავის მხრივ აბრკოლებს ჩვენი ცხოვრების ნორმალურ მიმდინარეობას.

როგორც უკვე ითქვა, ახალი უმი ხილეულისა და ბოსტნეულის წვენები ორგანიზმის ყველა უჯრედს აუცილებელი ელემენტებით უზრუნველყოფს იმ სახით, როგორითაც ისინი ყველაზე უკეთ მოინელებიან და შეითვისებიან.

უნდა გვახსოვდეს, რომ კვების პროდუქტების მონელება და შეთვისება ჩვენს არსებობას კი უწყობს ხელს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს მათ შეეძლოთ ჩვენი ორგანიზმის სასიცოცხლო ძალებით უზრუნველმყოფელი ატომების რეგენერირება. სწორედ რომ პირიქით. მოხარშული და დამუშავებული საკვები იწვევს უჯრედებისა და ქსოვილების გადაგვარებას.

ამქვეყნად არ არსებობს ისეთი წამალი, რომელსაც შეეძლოს სისხლის უზრუნველყოფა იმით, რის გამოყენებასაც შეძლებდა ორგანიზმი აღდგენისა და რეგენერაციისათვის.

ადამიანმა შეიძლება დღეში ოთხ - ან ხუთჯერ კარგად იკვებოს და ორგანიზმმა მაინც იშიმშილოს საკვებში აუცილებელი ელემენტების უკმარისობისა და ენზიმთა წონასწორობის დარღვევის გამო.

ხილის წვენები ადამიანის ორგანიზმის განწმენდის საშუალებაა, მაგრამ ხილი, ამასთან მწიფე უნდა იყოს. არ შეიძლება ხილის (მცირედი გამონაკლისის გარდა) ჭამა სახამებლისა და შაქრის შემცველ საკვებთან ერთად. ხილის საკმაოდ მრავალფეროვნება ორგანიზმს ყველა აუცილებელი ნახშირწყლებითა და შაქრით უზრუნველყოფს.

ბოსტნეულის წვენები ორაგნიზმის მშენებლები და აღმდგენლებია. ისინი შეიცავენ ადამიანის სხეულისათვის აუცილებელ ყველა ამინომჟავას. მინერალურ მარილს, ენზიმსა და ვიტამინს, იმ პირობით, თუ ისინი გამოიყენებიან მხოლოდ ახალი, უმი სახით, წახდენისგან დამცველი საშუალებების გამოუყენებლად, და, თანაც, თუ ბოსტნეული კარგადაა გამოწურული. ყველაზე უფრო ფასეული ნივთიერებები ბოჭკოში ღრმადაა მოქცეული და ისინი უფრო ძნელად გამოიყოფიან, ამიტომ ბოსტნეული კარგად უნდა დაიღეჭოს.

საბოლოო ანგარიშში უმი მცენარეული საზრდოა ადამიანის საკვები, მაგრამ ყველას არ ძალუძს, უეცრად ადგეს და შეცვალოს ის, რასაც ბავშვობიდან შეეჩვია, - მიიღოს ძირითადად მთლიანად მოზარშული საკვები და მხოლოდ უმი საკვებით დაიწყოს კვება. ასეთმა ანაზდეულმა ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს შფოთიანობა, რასაც ვერ მიხვდება ბუნებრივ კვებაზე გადასული პირი, მაგრამ ეს შოკიანობა მაინც მხოლოდ სასარგებლო გამწმენდი რეაქცია იქნება. ასეთ შემთხვევაში გონივრული იქნება კონსულტაციის მიღება იმ ადამიანისაგან, რომელსაც უკვე განუცდია ამგვარი რეაქცია. რაც შეიძლება მოყვეს უმ საკვებზე გადართვას.

ამგვარი გამართვისა და შემდგომში ბუნებრივი საკვების მიღებისათვის საკმაოდ დიდი გონებრივი და შინაგანი ნებისყოფაა საჭირო, მაგრამ ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ეს ჭარბად ანაზღაურდება.

ყველა შემთხვევაში ახალი, უმი ბოსტნეულის წვენი აუცილებლად უნდა დავაყოლოთ ნებისმიერ საკვებს. ეს განსაკუთრებით იმათთვისაა აუცილებელი, ვინც შერეულ კვებაზეა, რადგან სწორედ მათ აკლიათ ის ცოცხალი ელემენტები და ვიტამინები, რომლებსაც ორგანიზმი ბუნებრივი ახალი წვენისგან ღებულობს.

აუცილებელია ისიც აღინიშნოს, რომ დიეტაში საკმაო ოდენობისა და სახეობების ახალი წვენების გარეშე მხოლოდ უმი კვების მიღება მიზანშეუწონელია. ეს იმით აიხსნება, რომ უმ პროდუქტთა შემადგენელი საკვები ნივთიერებების ატომთა გასაოცრად დიდ პროცენტს საჭმლის მომნელებელი ორგანოები იყენებენ საკვების მონელებისა და შეთვისების დროს როგორც საწვავს ენერგიისთვის. საჭმლის მონელების პროცესი ჩვეულებრივ საჭმლის მიღებიდან 3, 4 ან 5 საათი გრძელდება. ორგანიზმის ნაწილობრივ მკვებავი ის ატომები ძირითადად სათბობად იხარჯება და მისი მხოლოდ მცირე ნაწილი რჩება უჯრედებისა და ქსოვილების აღსადგენად.

მაგრამ როცა ჩვენ ბოსტნეულთა უმ წვენებს ვსვამთ, სულ სავა სიტუაცია იქმნება, რამეთუ წვენები მათი მიღებიდან ზუსტად 10-15 წუთის შემდეგ მოინელება და შეითვისება, თანაც, ისინი თითქმის მთლიანად უჯრედების, ქსოვილების, ჯირკვალთა და ორგანიზმის სხვა ნაწილთა გამოკვებისა და აღდგენისათვის გამოიყენება.

ამ შემთხვევაში შედეგი თვალსაჩინოა, რადგან მონელებისა და შეთვისების პროცესი მაქსიმალურად ჩქარა და ეფექტურად - მომნელებელ ორგანოთა მინიმალური დატვირთვით გვირგვინდება.

მთავარი ისაა, რომ თქვენ ეს ახალი (დიახ, ახალი!) წვენები ყოველდღე სვათ.


 

წვენები კონცენტრირებული საკვები არაა

სისულელე იქნებოდა გვეთქვა, რომ ხილის წვენი კონცენტრირებული საკვებია. არაფერი იქნებოდა სიმართლისგან ასე შორს. კონცენტრირებული საკვები გაუწყლოების, წყალგაცლის პროცესგავლილი საკვებია, წვენები კი ფრიად თხევადი; უმეტესწილად უმაღლესი ხარისხის წყლის შემცველი საკვები, რომელიც თითქმის მიკროსკოპული ოდენობის, სახელდობრ იმ ატომებსა და მოლეკულებს შეიცავს, რომლებიც ყველაზე მეტად სჭირდება ორგანიზმის უჯრედებსა და ქსოვილებს.

„სრულფასოვანი“ წვენების მისაღებად მნიშვნელობა აქვს, რომ ბოსტნეულისა და ხილეულის ბოჭკო კარგად გაიხეხოს. ბოჭკოსაგან მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოთავისუფლდება უმთავრესი ელემენტები, ხოლო ასეთ „სრულფასოვან“ წვენებს - ორგანულ თუ ცოცხალ საკვებს - ადამიანის ორგანიზმი ძალზე ჩქარა ითვისებს და ხდება მთელი ორგანიზმის საოცრად სწრაფი აღდგენა.

წვენები კონცენტრირებული კი არაა, ყველაზე უფრო ნოყიერი საკვებია.

მაგალითისათვის ვიტყვით რომ თუ სტაფილოს წვენს ახალ ძროხის რძეს შევადარებთ, ვნახავთ, რომ მათ ბუნებრივ ქიმიურ შემადგენლობაში წყალი თითქმის თანაბარი ოდენობით შედის.

რასაკვირველია, ძროხის რძის სტაფილოს წვენთან შედარება სავსებით აბსურდულია. ძროხის რძე ადამიანის ორგანიზმში ლორწოს ყველაზე მეტად წარმომშობი პროდუქტია. ძროხის რძეში კაზეინის შემცველობა განსაკუთრებით, მაღალია (კაზეინი რძიდან მიღებული ცილოვანი ნივთიერებაა, გამოიყენება როგორც წებო). დედის რძესთან შედარებით ის 300% მეტია ძროხის რძეში. ეს ფაქტი არის მიზეზი ლორწოს გაჩენისა ბავშვებსა და სრულ ასაკოვნებში, რომლებიც ასეთ რძეს სვამენ და სურდოთი, ტონზილიტი; (ნუშურების ჰიპერპლაზიითა, და ქრონიკული ანთებით), ადენოიდით (ცხვირ-ხახის ორგანოების ლიმფურ-ადენოიდური ქსოვილის ჰიპერპლაზიით) და ბრონქულ მოშლილობებით ავადდებიან მაშინ, როცა სტაფილოს წვენი ორგანიზმი ლორწოსგან განწმენდის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა!

ძროხის რძის მიღების გამო ორგანიზმში წარმოქმნილი ლორწოს დიდი რაოდენობა შეიმჩნევა არა მარტო ბავშვებში, არამედ სრულ ასაკოვნებშიც. ამ უკანასკნელთათვის ლორწოს დაგროვება გაცილებით უფრო საშიშია, რადგან მათი წინააღმდეგობის გაწევის უნარი, ასაკის შესაბამისად, ახალგაზრდა თაობის უნარზე ნაკლებია.

თუ მაინცდამაინც ასე გინდათ რძის დალევა, იცოდეთ, რომ ადამიანის საჭმლის მონელებისათვის მისაღები რძე, ბავშვის ასაკიდან დაწყებული სიბერემდე, აუდუღებელი თხის რძეა. აუდუღებელი თხის რძე ლორწოს არ წარმოქმნის და მისი დალევა მხოლოდ 47 გრადუსამდე გამთბარისა თუ შეიძლება. ბავშვისათვის საუკეთესო რძე დედის რძეა (რასაკვირველია, თუ დედა ბუნებრივი საკვებით იკვებება), დედის რძის შემდეგ თხის რძე მოდის. კარგი იქნება, თუ მას დაემატება მოუხარშავი სტაფილოს წვენი ან ნებისმიერი სხვა ახალი მცენარეული წვენი. რძეზე ჩვენ მოგვიანებით კიდევ ვილაპარაკებთ.

კარგად უნდა გვახსოვდეს ცოცხლაი ბოსტნეულის და ხილის წვენების გამოყენებისას, რომ მის ხარისხს პირდაპირი კავშირი აქვს მიღებულ შედეგთან.

როდესაც წვენი არ არის გამოწურული სწორად, ის სიცოცხლისთვის საჭირო წვენის ფორმას ინარჩუნებს და ასე თუ ისე სასარგებლოა, მაგრამ მისი ძალა ძალიან სუსტია, რადგან მასში არ შედის ვიტამინების და ენზიმების დიდი რაოდენობა, რომელიც რჩება ბოჭკოში და რბილობში. (ამიტომ ბოსტნეული და ხილი უნდა გამოიწუროს სპეციალური მანქანის საშუალებით).

ადამიანის სხეულის ნაწილები და ორგანოები შედგება მიკროსკოპული უჯრედებისაგან, რომლებიც შეიცავენ ზემოთ უკვე დასახელებულ ელემენტებს. ადამიანის ნორმალური ცხოველმოქმედების პროცესში უჯრედები მუდმიცვად საჭიროებენ აღდგენას. ამ მიზნისათვის აუცილებელია, რომ ჩვენ ვიკვებოთ ცოცხალი ბუნებრივი საკვებით, რომელიც ორგანიზმის ეფექტური ფუნქციონირებისა და მისი ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებისათვის უნდა შეიცავდეს დიდი რაოდენობით ცოცხალ ორგანულ მინეიალურ ნივთიერებებს და მარილებს.

მთლიანად ან ძირითადად სიცოცხლისეული ძალისაგან დაცლილი საკვებისგან შედგენილი დიეტა უცილობლად იწვევს ამ უჯრედების მოშლას და დაავადებებს. ამ შემთხვევაში, იმისათვის, რომ ორგანიზმი ბუნებრივად დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას, აუცილებელია ის საფუძვლიანად გაიწმინდოს და უმი ბოსტნეულის წვენების დახმარებით დაიწყოს მისი აღდგენითი პროცესი.

დამტკიცებულია რომ ბოსტნეულისა და ხილის წვენების გამოყენება წარმოადგენს არასაკმარისი ელემენტებით ორგანიზმის შევსების უსწრაფეს და ყველაზე უფრო სტაბილურ საშუალებას.

ქვემოთ იხილეთ აუცილებელი მითითებები წვენების გამოყენებისათვის, თუ ისინი ჯეროვნად არიან მიღებული.


 

როგორ შევძლებთ თავი დავიცვათ სოფლის მეურნეობაში ხმარებული ქიმიური ნივთიერებების გავლენისაგან

ძალიან ცოტა რამაა ცნობილი იმის შესახებ თუ რა გავლენას ახდენენ პესტიციდები ჩვენს ბოსტნეულზე და ხილზე. ამ დროში უფრო მეტად საჭიროა საჯარო გახდეს ეს ინფორმაცია.

ჩვენ შევძელით დაგვედგინა, რომ სოფლის მეურნეობაში მავნებლების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები დამაზიანებელია ხილისა და ბოსტნეულისთვის, რადგან შხამიანი ნივთიერებები შეიწოვება ბოჭკოში. ენზიმები მოლეკულები და ატომები არ იერთებენ ამ შხამებს.

ეს ინფორმაცია შეიძლება კარგად იქნეს მომავალში გამოყენებული, როდესაც დავაპირებთ წვენის გაწურვას. ხილი და ბოსტნეული, რომელიც მოყვანილია გამოფიტულ ან არასწორად გამდიდრებულ ნიადაგზე განიცდის სასიცოცხლო ნივთიერებების დანაკლისს.

კარგადაა ცნობილი, რომ ბუნებრივ საკვებ პროდუქტებში ელემენტების ნაკლებობა გამომდინარეობს უშუალოდ იქიდან, რომ ნიადაგში, სადაც ის იზრდება, საერთოდ არ არის ან ნაკლულადაა ელემენტები.

იმ შემთხვევაშიც კი სადაც ყველაზე კარგი ნიადაგია, პესტიციდები შეიწოვება მცენარესა და მის ფესვში, რაც საბოლოოდ თავს იყრის მის ბოჭკოში მცენარე გააგრძელებს ზრდას იმიტომ, რომ ენზიმები, მოლეკულები და ატომები გააგრძელებენ თავის სამუშაოს შესრულებას იმისდა მიუხედავად რომ ეს საწამლავები შეწოვილია ბოჭკოში.

ჩნდება კითხვა, თუ რანაირად შეგვიძლია მოვიხმაროთ ხილში და ბოსტნეულში არსებული ენზიმები, მოლეკულები და ატომები ისე, რომ არ გამოვიყენოთ მოწამლული ბოჭკო? ენზიმები, მოლეკულები და ატომები ჩვენ ხომ ორგანიზმის გამოსაკვებად გვჭირდება, ბოჭკოს კი თითქმის არანირი ღირებულება არ აქვს.

პასუხი მარტივია: როდესაც ხილს და ბოსტნეულს სწორად ვწურავთ ბოჭკოს უჯრედები სკდება და ჩვენ ვათავისუფლებთ ელემენტებს, გამოვწურავთ წვენს, შხამიანი ქიმიური ნივთიერებები კი ჩენჩოში რჩება, რადგან ისინი არ შედის რეაქციაში ამ შხამებთან, ისე როგორც ზეთი არ შედის რეაქციაში წყალთან. ასე გამოწურული წვენი შეიცავს ბოსტნეულსა და ხილეულში შემავალი ელემენტების ყველა ენზიმს, ატომსა და მოლეკულას და ასევე თავსუფალია ქიმიკატებისაგან.
ამგავარად, ჩვენ ვიპოვე პასუხი კითვაზე, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი მთელ მსოფლიოში ასე ფართოდ გამოყენებული შხამიანი ქიმიური ნივთთიერებების ზემოქმედებისაგან. (იგულისხმება, რომ ხილის და ბოსტნეულის მიღების დროს ჩვენ დაზღვეული არა ვართ ქიმიკატებისაგან. ამ შემთხვევაში უნდა შევეცადოთ, ვიყიდოთ ქიმიკატებშეუბრქვეველი პროდუქტები, ან ეს პროდუქტები თავად მოვიყვანოთ.)

იმისდა მიუხედავად, რომ მრავალი ელექტრონული მოწყობილობა არსებობს, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ისეთი დანადგარი, რომელიც ცენტრიფუგასავით მუშაობს. ტრიალებს და თან ხეხავს ბოსტნეულს და ხილს უწვრილეს ნაწილაკებად, რის შემდეგაც გამოწურული წვენი ცალკე მიდის და არ ერევა მოწამლულ ბოჭკოს. ჩენჩოს (რომელიც შეიცავს მოწამლულ ბოჭკოს) არ უნდა ჰქონდეს შეხება წვენთან, რასაც ჩვეულებრივი ბლენდერი და სახეხი მანქანები ვერ უზრუნველყოფს. საჭიროა შეიძინოთ სპეციალური წვენის მანქანა.

 


 რა რაოდენობის წვენი შეიძლება დავლიოთ?

წვენი იმდენი შეიძლება დავლიოთ, რამდენსაც სიამოვნებით, ძალდაუტანებლად დავლევთ. როგორც წესი, შესამჩნევი შედეგების მისაღებად აუცილებელია დღეში მინიმუმ 450 გრამი წვენი მაინც მივიღოთ. უმჯობესია დღეში 900 დან 3600 გრამამდე წვენის დალევა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაც მეტ წვენს დავლევთ, მით უფრო ჩქარა მივაღწევთ სასურველ შედეგს.

ქალაქ ნოვოკის „კვების ქიმიისა და სამეცნიერო გამოკვლევათა ლაბორატორიაში“ დადგენილია, რომ მხოლოდ გაჩეხვის მეთოდით შეიძლება მივაღწიოთ ბოჭკოდან ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტის გამოთავისუფლებას. მაგრამ თუ არა „გახეხვის“ ტიპის წვენსაწური ან ჰიდრავლიკური წნეხის შეძენის საშუალება, მაშინ ჩვეულებრივი ცენტრიდანული წვენსაწური შეგვიძლია გამოვიყენოთ. გაწურვის შედეგად მიღებული ბოჭკოც აუცილებლად უნდა იქნას გაწურული მარლაში, რადგან მთლიანად მოხდეს ყველა სასარგებლო ნივთიერების გამოტანა ბოჭკოდან.

ბევრმა არ იცის, რომ არსებობს ცოცხალი ორგანული წყალი და არაორგანული წყალი.

ბუნებამ მცენარეები აღჭურვა ლაბორატორიით, რომელშიც არაორგანული წვიმისა და მდინარის წყლები გარდაიქმნება ცოცხალი ატომების შემცველ ცოცხალ ორგანულ წყლად. წყალსადენის წყალი არა მარტო არაორგანული წყალია, რომლის ატომები მთლიანად მკვდარი მინერალური ელემენტებია, არამედ იგი თითქმის ყველა ქალაქში ბინძურდება არაორგანული ქლორითა და სხვა ქიმიური ნივთიერებებით და სრულად უვარგისი ხდება ადამიანებისა და ცხოველებისათვის. წყაროს წყალი. ისევე, როგორც წვიმის წყალი. არაორგანულია.

ცოცხალი ორგანული წყლის ერთადერთი წყარო მცენარეებია - ჩვენი ბოსტნეული და ხილი განსაკუთრებით კი მათგან მიღებული წვენები.
ოღონდ, ვიმეორებთ, წვენები უმი უნდა იყოს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ცოცხალი, ორგანული თვისებები.

საწვენე ბოსტნეული და ხილი არ უნდა მოიხარშოს, არ უნდა დამუშავდეს, არ უნდა დაკონსერვდეს, საჭირო არაა მისი პასტერიზება. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ენზიმი ისპობა. ატომები კი არაორგანულ მკვდარ ატომებად გადაიქცევა, ეს ეხება H2O-ს (წყალს), ასევე წვენების შემადგენელ მინერალებსა და ქიმიურ ატომებს.

წვენი, რომელიც სწორად არის გამოწურული და მასში არ შეიცავს ბოჭკოს ორგანიზმის მიერ 15 წუთში გადამუშავდება, მაგრამ თუ ის ბოჭკოებს შეიცავს მისი მონელება საათები შეიძლება გაგრძელდეს. ამასთანავე კუჭში მოხვედრილი ბოჭკო და წვენი ერთად უფრო ძნელი მოსანელებელია და უფრო მეტ ენერგიას მოითხოვს ვიდრე თავად მთლიანი ბოსტნეული და ხილი იმიტომ, რომ ბოჭკოს დაღეჭვა სჭირდება, რითიც გადამუშავების პირველ ეტაპს პირში გადის. წვენში ბოჭკოს შეყოლებით ჩვენ ვტოვებთ ღეჭვის ეტაპს და გადაუმუშავებელ ბოჭკოს ვაწვდით კუჭს მოსანელებლად. როდესაც ჩვენ წვენს ბოჭკოს გარეშე ვიღებთ მისი ათვისება უპრობლემოდ 10 დან 15 წუთამდე ხდება.


 

იონჯა

იონჯა განსაკუთრებით ძვირფასი პარკოსანი მცენარეა. ის არა მარტო ადამიანის ორგანიზმში შემავალი ყველა ძირითადი მინერალით და ქიმიური ელემენტითაა მდიდარი, არამედ ნიადაგი სიღრმეში არსებული მრავალი იშვიათი ელემენტითაც, რადგან მისი ფესვები 10-30 მეტრის სიღრმეს აღწევს.

აღვნიშნავ, რომ იონჯა მდიდარია კალციუმით, მანგანუმით, ფოსფორით, ქლორით, ნატრიუმით, კალიუმითა და სილიციუმით. ეს ნივთიერებები მასში სათანადოდ ბალანსირებულია. ყველა ეს ელემენტი ძალზე აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოთა სწორი ფუნქციონირებისათვის. იონჯა ფართოდ გამოიყენება როგორც საკვები მცენარე. მაგრამ ის კოლოსალურად ფასეულია ადამიანისათვის მისგან მიღებული ახალი წვენის გამოყენების თვალსაზრისით.

თუ არ არსებობს ქორფა იონჯას შეძენის შესაძლებლობა, მისი გაღვივებული თესლი, რომელიც საკმაოდ მარტივი გასაღვივებელია და ასევე ქალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით ზამთარში.

იონჯას წვენი

მცენარეები საოცრად აცოცხლებენ და გარდაქმნიან არაორგანულ (უსიცოცხლო) ნივთიერებას ცოცხალ უჯრედებად და ქსოვილებად.

მეორე მხრივ, მცენარეები, ბოსტნეული იქნება ეს, ხილეული თუ ბალახეული, არაორგანულ ელემენტებს იღებენ ჰაერისა და წყლისაგან და გარდაქმნიან მათ ცოცხალ ორგანულ ელემენტებად. ისინი აზოტსა და ნახშირბადს ჰაერიდან იღებენ. მინერალურ ნივთიერებასა და მინერალურ მარილებს - ნიადაგიდან, ჟანგბადსა და წყალბადს - წყლიდან.

გარდაქმნის ამ პროცესში ყველაზე არსებითი და უძლიერესი ფაქტორებია ენზიმები და სიცოცხლისათვის აუცილებელი ქლოროფილების გამომყოფი მზის სხივები.

ქლოროფილის მოლეკულა შედგება მაგნიუმის ერთი ატომის ირგვლივ არსებული ნახშირბადის, წყალბადის, აზოტისა და ჟანგბადის ატომებისაგან. საინტერესოა ატომთა ასეთი განლაგების შედარება სისხლის წითელ ბურთულებში არსებულ ჰემოგლობინთან, რომელშიც რკინის ერთი ატომის ირგვლივ ისევეა განლაგებული ელემენტები, როგორც ქლოროფილთან, ერთი განსხვავებით ქლოროფილში მაგნიუმის ატომია რკინის ატომის მაგივრად.

ამ ანალოგიაში ვხედავთ ჩვენ ერთ-ერთ საიდუმლოს, რომელიც გვიხსნის, თუ რატომაა ასე ძვირფასი ქლოროფილი ადამიანის სხეულისათვის. მკაცრი ვეგეტარიანელები, რომლებიც მარცვლეულსა და სახამებელს არ ეკარებიან, მაგრამ ბევრ ახალ წვენს სვამენ, მათ შორის მწვანე წვენებსაც, უფრო ჯანმრთელნი არიან, დიდ ხანს ცხოვრობენ, სნეულებათაგან უფრო დაზღვეულნი არიან, ვიდრე ისინი, ვინც ძირითადად მოხარშული საკვებით იკვებებიან და ცოტას, ან სულ არ ღებულობენ უმ ბოსტნეულსა და წვენებს.

ქლოროფილთა ერთ-ერთი უმდიდრესი მცენარეა იონჯა. საკვებში იონჯის გამოყენება ადამიანს აჯანმრთელებს, ღრმა სიბერემდე ძალას და ენერგიას უნარჩუნებს, თანაც, ორგანიზმს ინფექციების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფენომენალურ უნარს ანიჭებს.

ქორფა იონჯის წვენი ძალზე ძლიერია, ამიტომ უმჯობესია მისი სტაფილოს წვენთან ერთად დალევა. ასეთ შემთხვევაში ამ წვენების ცალ-ცალკე დალევით მიღებული სარგებლიანობა იზრდება. აღინიშნა, რომ ასეთი კომბინაცია არტერიათა დაავადებისა და გულის მუშაობის მოშლასთან დაკავშირებული პროცესების მოწესრიგებას უწყობს ხელს.
ქლოროფილი ძალიან შველის სასუნთქი სისტემის მოშლას, განსაკუთრებით ფილტვებისა და სახის ქალას ღრუების დაავადებებს!

იღლიათა დასნებოვნებისა და ტკივილების, ბრონქული და ასთმური მდგომარეობის გართულების, თავის ცხელების ჩათვლით - მიზეზი არის ლორწო.

მკაცრი ვეგეტარიანელები, რომლებიც ძროხის რძეს, ფქვილის პროდუქტებსა და კონცენტრირებული შაქრის პროდუქტებს არ ღებულობენ. ამ სნეულებებით არ ავადდებიან, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი ამგვარ საკვებს ბავშვობიდანვე ერიდებოდნენ. ყოველივე ზემოთქმული სრულიადაც არ არის ფანატიზმი. უბრალოდ, საღი აზრი გვკარნახობს, რომ ეს ასეც უნდა იყოს, ეს აბსოლუტურად ბუნებრივია და დამტკიცებულია ექსპერიმენტებით, რომელთა შედეგებიც ეჭვს არ იწვევენ.

ადამიანებს, რომლებიც უმი მცენარეული საკვებით იკვებებიან, ძალუძთ ხანში შესულებსაც კი. ქირურგიისა და წამლების გარეშე თავიდან აიცილონ ზემოთჩამოთვლილი სნეულებანი.

საჭიროა აღინიშნოს, რომ იღლიათა დასნებოვნება საქმეა ჩვენი დამცველი მეგობრებისა, ბაქტერიებისა, რომლებიც ცდილობენ დაგვეხმარონ და ამისათვის ისე დაშალონ დაგროვილი ლორწო, რომ ორგანიზმიდან მისი მოცილება შესაძლებელი გახდეს. იმის მაგივრად, რომ სხეულს დახმარება გაეწიოს შესაძლებელი გახდეს. იმის მაგივრად, რომ სხეულს დახმარება გაეწიოს ან დაგროვილი ნარჩენებისაგან ოყნით გაიწმინდოს, ცდილობენ ლორწოს „დაშრობას“ და ადრენალინისა და სხვა წამლების გამოყენებით „გარსის შეკვრას“. ზოგჯერ სულფიდურ და ვირულენტურ წამლებსაც კი იყენებენ (ვირულენტური - საშიში, შხამიანი, სასიკვდილო დიდად საზიანო საშუალებებადაა აღიარებული, თუ მხედველობაში არ მივიღებთ, რომ მათ გამოყენებას შემდგომ ზიანი და საშიში შედეგი მოჰყვება.

ყველაზე დიდი ზიანი იმის გამო ხდება, რომ მიკრობებისა და ამ წამალთა კოლონიების (კოლონიები - ბაქტერიების თავმოყრა საკვებ გარემოში) ნარჩენები იმის ნაცვლად, რომ ორგანიზმიდან რაც შეიძლება ჩქარა განიდევნონ, მასში, მის „დასნებოვნებულ“ და მიკედლებულ ნაწილებში რჩება.

ჩვენი ფილტვები თავისუფალი უნდა იყოს გაბინძურებული ჰაერისაგან, თამბაქოს ბოლისაგან და ა. შ. ჩვენი კანი აქტიური უნდა იყოს საიმისოდ, რომ მისმა ფორმებმა შესძლონ მასთან ლიმფის მიერ მოტანილი შტამების გაძევება. თირკმლებს ალკოჰოლისა და შარდმჟავის შემცველი მავნებელი საკვების გარეშე თავისუფალი მოქმედება უნდა ჰქონდეს; მსხვილი ნაწლავი უნდა გამოირეცხოს 30, 40 და 50 წლის მანძილზე დაგროვილი შლამისა და ტოქსინების (შხამების) მოსაცილებლად.

მაგრამ ეს პრობლემათა მხოლოდ ნაწილია. მთელი ორგანიზმის უჯრედები და ქსოვილები ცოცხალი ორგანული საკვებით უნდა იკვებებოდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვა:“ საკვებზე ,რომლის ცოცხალი ენერგიაც ცეცხლით ან გადამუშავებითაა განადგურებული. თქვენ შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ჩემი წიგნით „კვება და სალათები“, რომელმაც მკითხველთა ქება დაიმსახურა, ვინც პრაქტიკულად გამოიყენა მასში მოყვანილი უბრალო წესები და მენიუ.

სტაფილოს, იონჯისა და სალათის (lettuce) წვენები ავსებენ, ამდიდრებენ სხეულს თმის ძირებისათვის საჭირო საკვები ნივთიერებებით. ამ ნარევის ყოველდღიური გამოყენება (0,5 ლიტრი) მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თმის ზრდას.


 

სატაცურის წვენი

სატაცური შეიცავს ასპარაგინის სახელით ცნობილი ალკალოიდის მცირე რაოდენობას. (ალკალოიდები ცოცხალ მცენარეებშია. ისინი შეიცავენ მცენარის სასიცოცხლო ელემენტებს, რომელთა გარეშეც ის ვერ გაიზრდება). ის შედგება ნახშირბადის, წყალბადის, აზოტისა და ჟანგბადისაგან.

როცა სატაცური იხარშება ან კონსერვდება, ალკალოიდი იკარგება, რადგან ქრება წყალბადი და ჟანგბადი, ხოლო ალკალოიდის სხვა ელემენტებთან შეერთებით მიღებული ბუნებრივი მარილები ისპობა.

სატაცურის წვენი ეფექტური შარდმდენი საშუალებაა, განსაკუთრებით სტაფილოს წვენთან ერთად, რადგან მან. ცალკე სმის შემთხვევაში, შეიძლება ძლიერი რეაქცია მოახდინოს თირკმელებზე.

ეს წვენი სასარგებლოა დაავადებული თირკმელებისა და ჯირკვლების სამკურნალოდ. სისხლნაკლებობისა და დიაბეტის დროს ეს წვენი სასარგებლოა ამ დაავადებათა სამკურნალოდ გამიზნულ სხვა წამლებთან ერთად (იხილეთ „დაავადებები და რეცეპტები“).

რამდენადაც ეს წვენი თირკმლებსა და მთელ კუნთოვან სისტემაში მჟაუნმჟავას კრისტალთა დაშლას უწყობს ხელს, ის სასარგებლოა რევმატიზმით. ნევროზით და სხვა დაავადებების დროს. რევმატიზმის მიზეზია საჭმლის მონელების საბოლო პროდუქტები, რომელიც მიიღება ხორცისა და ხორცის ნაწარმი პროდუქტების მიღების შემდეგ - რომლებიც დიდი რაოდენობის შარდოვანას წარმოქმნიან.

იმის შედეგად, რომ ადამიანის ორგანიზმს არ ძალუძს მთლიანად მოინელოს და შეითვისოს ხორცში და ხორცის პროდუქტებში ეგრეთწოდებული „სრულფასოვანი ცილები“, მათი ჭარბად მიღების შემთხვევაში შარდმჟავის დიდი ნაწილი კუნთებში გროვდება.

ცხოველთა ცილების გამუდმებით მიღება გადატვირთავს თირკმელსა და გამოყოფის სხვა ორგანოებს, რის შედეგადაც შარდმჟავის სულ უფრო და უფრო ნაკლები რაოდენობა გამოიყოფა ორგანიზმიდან და შესაბამისად მის მეტსა და მეტ რაოდენობას ნთქავენ კუნთები.

ყოველივე ამის შედეგი კი რევმატიზმია.
წინამდებარე ჯირკვლის დაავადების ერთერთი მიზეზიც ესაა. ასეთ შემთხვევაში სატაცურის წვენი, სტაფილოს, ჭარხლისა და კიტრის წვენებთან ერთად. ძალიან შველის მკურნალობას.


 

ჭარხლის წვენი

ჭარხლის წვენი ყველაზე ძვირფასი წვენია სისხლის წითელი ბურთულების წარმოსაქმნელად და საერთოდ სისხლის შემადგენლობის გასაუმჯობესებლად.

ეს წვენი განსაკუთრებით ქალებისთვისაა სასარგებლო, თუ მას ყოველ დღიურად 0,5 ლიტრს სვამენ (სტაფილოს წვენთან შერეულად).

თუნდაც მხოლოდ ჭარხლის წვენს, თუ მას ერთ ჯერზე ერთ ღვინის ჭიქაზე მეტი ოდენობით დავლევთ, შეუძლია გამოიწვიოს დამწმენდი რეაქცია, კერძოდ, ოდნავი თავბრუსხვევა ან გულისრევა. გამოცდილებამ ცხადყო რომ თავიდან სჯობია ნარევის დალევა, რომელშიც ჭარბობს სტაფილოს წვენი, ამის შემდგომ კი თანდათან გაიზარდოს ჭარხლის ოდენობა მანამდე, სანამ ორგანიზმი უკეთ შეეგუება მის სასარგებლო გამწმენდ მოქმედებას. ჩვეულებრივ საკმარისია 1-დან 1,5 ჭიქა ჭარხლის წვენი დღეში ორჯერ.

მენსტრუალური პერიოდის დროს ჭარხლის წვენი ძალზე სასარგებლოა, განსაკუთრებით თუ ამ პერიოდში წვენს სვამენ პატარა ულუფებით, არა უმეტეს ერთი ღვინის ჭიქისა (50 - 100 გრამი) დღეში ორჯერ ან სამჯერ. კლიმაქტერულ პერიოდში ასეთი პროცედურა გაცილებით დიდ და ეფექტურ შედეგს იძლევა, ვიდრე წამლები ან სინთეტიკური ჰორმონები. ბოლოს და ბოლოს, არცერთ წამალს ან არაორგანულ სინთეტიკურ ქიმიურ ნივთიერებას არ შეუძლია დროებით დამამშვიდებელ ეფექტზე მეტი შვების მოცემა. ამგვარი წამლების ან სინთეტიკური ჰორმონების მიღების შემდეგ ხშირად წვალობენ, რადგან უჭირთ ორგანიზმიდან ამ არაორგანული ნივთიერების განდევნა. საბოლოო ჯამში, უჭირს იმას, ვინც წამალს იღებს, და არა იმას, ვინც ამ წამალს უწევს რეკლამას ან ნიშნავს მას.

ბუნებამ ჩვენს განკარგულებაში მოგვცა ბუნებრივი წესები, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია ვეძიოთ ჯანმრთელობა, ენერგია, ძალა და სიცოცხლისუნარიანობა. მანვე მეტ-ნაკლებად მოგვცა, აგრეთვე, გონება, ცოდნის შეძენის უნარი. როცა ჩვენ გონებას ვიყენებთ - ბუნებაც გვიღიმის. და როცა მას არ ვიყენებთ, ბუნება ჩვენს გვერდით დგას, დგას უსაზღვრო მოთმინებითა და თანაგრძნობით, გაკვირვებული - ჩემი ქმნილება ასეთი სულელი რატომ გამოდგაო.

იმის მიუხედავად, რომ წითელ ჭარხალში რკინის შემცველობა ფაქტიურად (დიდი არ არის, მაინც, მისი მაღალი ხარისხის გამო ის სისხლის წითელი ბურთულებისთვის ჩინებული საკვებია. წითელ ჭარხალში შემავალ ქიმიურ ელემენტთა ყველაზე დადებითი თვისება ისაა, რომ მასში შედის დაახლოებით 50 % ნატრიუმი და სულ 5% კალციუმი. ეს თანაფარდობა მნიშვნელოვანი გარემოებაა კალციუმის ხსნადობის შენარჩუნებისათვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოხარშული საკვების მიღების შედეგად ორგანიზმი - სისხლძარღვებში დაგროვდა. არაორგანული კალციუმი, მაგალითად, ვენების გაგანიერებისას და გამაგრების ან სისხლის შედედების დროს, რაც იწვევს მაღალ სისხლის წნევას და გულის მუშაობის სხვა მოშლილობებს.

წითელ ჭარხალში კალიუმის 20%-იანი შემცველობა უზრუნველყოფს საერთო კვებას ორგანიზმის ყველა ფიზიოლოგიური ფუნქციისათვის მაშინ, როცა ქლორის 8%-იანი შემცველობა ღვიძლის, თირკმლებისა და ნაღვლის ბუშტის ორგანული განწმენდის ჩინებული საშუალებაა, აგრეთვე სტიმულს აძლევს მთელ სხეულში ლიმფების ქმედებას.

სტაფილოსა და ჭარხლის წვენების ნარევი უზრუნველყოფს ერთ მხრივ, ფოსფორისა და გოგირდის და მეორე მხრივ, კალიუმისა და სხვა ტუტიანი ელემენტების მაღალ შემცველობას. ყოველივე ეს, ვიტამინის მაღალ შემცველობასთან ერთად, სისხლის უჯრედების, განსაკუთრებით წითელ სისხლის ბურთულების წარმოადგენს საუკეთესო ბუნებრივ მშენებელს.


 

სტაფილოს, ჭარხლისა და ქოქოსის კაკლის წვენების ნარევი

ეს ნარევი იმის გარდა, რომ ორგანიზმის მძლავრი მშენებელია, თირკმელებისა და ნაღვლის ბუშტის გამწმენდი ფრიად ეფექტური საშუალებაცაა. სწორი მომზადების დროს ეს ნარევი დიდი რაოდენობით შეიცავს ტუტიან ელემენტებს: კალიუმს, ნატრიუმს, კალციუმს და მაგნიუმს, აგრეთვე სწორი თანაფარდობით შეიცავს ბევრ რკინას, ფოსფორს, გოგირდს, სილიციუმს და ქლორიდს.


 

სტაფილოს, ჭარხლისა და კიტრის წვენების ნარევი

ნაღვლის ბუშტსა და თირკმლებში ქვები და ქვიშა ბუნებრივი შედეგია იმისა, რომ ორგანიზმს არ ძალუძს მასში კონცენტრირებულ სახამებელთა და შაქრების მიღების გამო დაგროვილი არაორგანული კალციუმის გამოყოფა.

ნაღვლის ბუშტი უშუალოდაა დაკავშირებული ღვიძლთან, სისხლის ნაკადთან კი - ნაღვლისა და ღვიძლის სადინარებით. ჩვენგან მიღებული მთელი საკვები იშლება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, მასში შემავალი ელემენტები კი სისხლს ღვიძლში შეაქვს შემდგომი გადამუშავებისთვის. არავითარი კონცენტრირებული მარცვლეული და ფქვილეული პროდუქტები არ გამოიყენება მთლიანად უჯრედებისა და ქსოვილების აღსადგენად განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი ცეცხლის მიერ დაცლილია სასიცოცხლო ძალისგან. მაგრამ ამ ელემენტებმა ღვიძლი უნდა გაიარონ; და ისინი კალციუმს შეიცავენ. სახამებლის ასეთი მოლეკულები წყალში არ იხსნება.

ცოცხალი ორგანული კალციუმი აუცილებელია მთელი ორგანიზმისთვის, ასეთი კალციუმი კი ერთადერთი სახეობაა კალციუმისა, რომელიც წყალში იხსნება და მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ უმი ახალი ხილისა და ბოსტნეულიდან და მათი წვენებიდან. ასეთი კალციუმი ღვიძლს გაივლის და მთლიანად შეითვისება. ცეცხლ გავლილი ყველა კონცენტრირებულ სახამებელსა და შაქარში შემავალი კალციუმი არაორგანული და წყალში უხსნადი ნივთიერებაა. ამიტომ ეს არაორგანული კალციუმი ორგანიზმისთვის უცხო ელემენტია და იგი ყველა შესაძლებელ შემთხვევაში გააქვს სისხლისა და ლიმფის ნაკადს. არაორგანული კალციუმის გატანის პირველი მოსახერხებელი ადგილია ნაღვლის სადინარი, რომელსაც იგი ნაღვლის ბუშტში გადააქვს. შემდეგი მოსახერხებელი ადგილია სისხლძარღვთა ე. წ. მკვდარი ბოლოები, საიდანაც ის გადის ან მუცლის ღრუში, რაც სიმსივნეს იწვევს, ან უკანატანში, რაც ბუასილს აჩენს. ამ ღრუებში შემთხვევით გავლილი არაორგანული კალციუმის ატომები, ჩვეულებრივ, თირკმლებამდე აღწევს.

პურის, მარცვლეულისა და ფქვილეულის პროდუქტთა გამუდმებით მიღებისას თანდათან იზრდება დაგროვილი არაორგანული კალციუმის რაოდენობა და ამ ორგანოებში წარმოიქმნება ქვიშა და ქვები.

მრავალი ცდით დადგენილია, რომ ამ წარმონაქმნთა მოშორება ქირურგიული ჩარევით (გადაუდებელი შემთხვევების გარდა) საჭირო არაა და უაზრობაა. უკეთესი შედეგების მიღწევა ბუნებრივ საშუალებათა გონივრული გამოყენებით შეიძლება.

300 მილილიტრი ცხელ წყალში გაზავებული ერთი ლიმონის წვენის დღეში რამდენჯერმე და 300 მილილიტრი სტაფილოს, ჭარხლისა და კიტრის წვენების ნარევის დღეში 3-4-ჯერ მიღება ხელს უწყობს რამდენიმე დღეში ან კვირაში (ქვების რაოდენობისა და ზომის შესაბამისად) ქვიშისა და ქვის გაქრობას. მოვიტანოთ მრავალთაგან მხოლოდ ერთი მაგალითი: დაახლოებით 40 წლის კაცი ოცი წელი იტანჯებოდა მწვავე ტკივილებით. ექიმებმა დაადგინეს, რომ მას ნაღვლის ბუშტში ქვები ჰქონდა, რაც რენტგენოგრამებმაც დაადასტურა. ავადმყოფს ძალიან ეშინოდა ოპერაციისა და მხოლოდ ამან დატოვა მისი ნაღვლის ბუშტი იქ, სადაც უნდა ყოფილიყო.

როცა წვენებით მკურნალობის წარმატების ამბავი შეიტყო და ამ წიგნის ერთ-ერთი ადრეული გამოცემა წაიკითხა, ჩემთან მოვიდა. ვუთხარი, რომ წვენებით სწრაფმა მკურნალობამ შეიძლება ადრინდელზე უფრო მწვავე ტკივილები გამოიწვიოს-მეთქი, მაგრამ იგი გაგრძელდება, რამდენიმე წამიდან ერთ საათამდე, განზავებული კალციუმის გავლის შემდეგ კი ტკივილი მთლიანად გაუყუჩდება. მან დაიწყო 10 - 12 ჭიქა ცხელი წყლის სმა ლიმონის წვენით და ამასთანავე იღებდა ნახევარ ლიტრამდე სტაფილოს, ჭარხლისა და კიტრის წვენების ნარევს. მეორე დღეს მას დაეწყო საშინელი მოვლითი ტკივილები, რომელიც 10 - 15 წუთი გრძელდებოდა. კვირის ბოლოს რომლის დროსაც ჰქონდა აუტანელი ტკივილი დადგა კრიზისი, მაგრამ უეცრად ტკივილი მიცხრა და მალე იმის შემდეგ, რაც კენჭის გავლა დამთავრდა კენჭები შევიდა რეაქციაში შარდთან და ნალექის სახით გარეთ გამოვიდა. იმ საღამოს ის სულ სხვა კაცი გახდა. მომდევნო დღეს ნიუ-იორკიდან გაემგზავრა ვაშინგტონში და შემდეგ ჩემთან ერთად, ჩემი ავტომანქანით კანადაში ჩავიდა ისე, რომ თავს 20 წლით გაახალგაზრდავებულად გრძნობდა და ბუნების სასწაულმოქმედების სიმარტივით იყო განცვიფრებული.

ეს გამონაკლისი შემთხვევა არაა. მთელ მსოფლიოში ათასობით ადამიანი მადლობის გრძნობით ადასტურებდა მათ მიერ ახალი, უმი ბოსტნეულის წვენებისგან მიღებულ სარგებლობას.

უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც ხორცეულ საკვებს ვღებულობთ, ორგანიზმში წარმოიქმნება შარდმჟავის დიდი რაოდენობა, რომლის მთლიანად გამოყვანა მხოლოდ თირკმლების საშუალებით მას არ ძალუძს, რაც ამ ორგანოს გადამეტებულად დაძაბვას იწვევს. თავის მხრივ ეს მთელ ორგანიზმზე მოქმედებს. ამიტომ ამ მიმართებით წვენების ასეთ შეფარდებას სხეულის განწმენდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამავე დროს, აუცილებელია თავის შეკავება, თუნდაც გარკვეული ხნით, კონცენტრირებული სახამებლებისა და შაქრისგან, აგრეთვე ხორცისგან, რათა ორგანიზმს ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნების საშუალება მიეცეს. გამოცდილებით ვიცით, რომ ჯანმრთელობის აღდგენის შემდეგ, თუ მის კვლავ გაუარესებას ვირჩევთ, ამისათვის არაცოცხალი საკვების მიღებაზე გადასვლა იკმარებს. ნამდვილად სასიხარულოა, ის, რომ ბევრს არ სურს საშუალო ან უარესი ჯანმრთელობის დაბრუნება. ისინი დარწმუნდნენ, რომ ჯანმრთელობისთვის, სიმხნევისა და ძლიერებისთვის შეიძლება თავის შეკავება საკვებისგან, რომელიც მართალია უფრო გემრიელია, მაგრამ ნაკლებ სასარგებლო.

და მაინც, ჯანსაღი საკვები შეიძლება გემრიელიც იყოს, თუკი მისი მომზადების უბრალო, მარტივ მეთოდს შეისწავლით. შეისწავლეთ ჩემი წიგნი „კვება და სალათები“.


 

ბრიუსელის კომბოსტოს წვენი

ბრიუსელის კომბოსტოს ნარევი სტაფილოს, სალათისა და პარკი ლობიოს წვენებთან იძლევა ელემენტების ისეთ შეხამებას, რომელიც კუჭქვეშა ჯირკვლის პანკრეასის ფუნქციის გაძლიერებასა და აღდგენას უწყობს ხელს. დადგენილია, რომ ეს წვენები განსაკუთრებით ძვირფასია დიაბეტის დროს.

მაგრამ ისინი მხოლოდ მაშინაა სასარგებლო, როცა დიეტიდან გამოირიცხება ყველა კონცენტრირებული სახამებელი და შაქარი, ნაწლავები კი დაგროვილი წიდისგან განუწყვეტლივ გაიწმინდება ოყნით.


 

კომბოსტოს წვენი

კომბოსტოს წვენის მიღებისას საოცრად სწრაფად რჩება თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (ამ შემთხვევაში ერთადერთი ხინჯი აირების ხშირი დაგროვებაა). ასევე წარმატებით შეიძლება გაცილებით უფრო გემრიელ სტაფილოს წვენის გამოყენება.

კომბოსტოს წვენი სხეულის განწმენდისა და წონის დაკლების ჩინებული საშუალებაა. ნაწლავებში აირის წარმოქმნა იმით აიხსნება, რომ კომბოსტოს წვენი ნაწლავებში დაგროვილ ლპობის პროდუქტებს შლის ქიმიური რეაქციით. ოყნა დაგვეხმარება როგორც აირის, ისე აირის გამომწვევი ლპობის პროდუქტების მოშორებაში.

კომბოსტოს ყველაზე ძვირფასი თვისებაა გოგირდისა და ქლორის უხვი შემცველობა და იოდის შედარებით მაღალი პროცენტი. გოგირდისა და ქლორის შეხამება წმენდს კუჭისა და ნაწლავის ლორწოვან გარსს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომბოსტოს წვენი უმი სახით და მარილის დაუმატებლად მიიღება.

კომბოსტოს წვენის მიღების შემდეგ დიდი რაოდენობის გაზი წარმოიქმნება ან შეიმჩნევა სხვა არასასიამოვნო შეგრძნება, ეს შეიძლება ნაწლავების არანორმალური, ტოქსიკური მდგომარეობის შედეგი იყოს. ასეთ შემთხვევაში გირჩევთ ამ წვენის დიდი ოდენობით მიღების წინ გაიწმინდოს ნაწლავები - ყოველდღე დალიოთ სტაფილოს წვენი ან სტაფილოსა და ისპანახის წვენების ნარევი ორი ან სამი კვირის განმავლობაში და ყოველდღიურად გაიკეთოთ ოყნა. შემჩნეულია, რომ როცა ნაწლავებს შეუძლიათ კომბოსტოს წვენის შეთვისება, ის მოქმედებს როგორც იდეალური მწმენდავი საშუალება. განსაკუთრებით მეტისმეტი სიმსუქნის დროს.

სტაფილოსა და კომბოსტოს წვენების ნაზავი ქმნის „C ვიტამინს, როგორც გაწმენდის საშუალებას, განსაკუთრებით ღრძილების პიორეის (ჩირქდენის) გამომწვევი ინფექციის დროს. მაგრამ როცა კომბოსტო იხარშება, ენზიმების, ვიტამინების, მინერალებისა და მარილების მოქმედება ისპობა. 5 კილოგრამ ნახარშ ან კონცენტრირებულ კომბოსტოს არ ძალუძს იმდენი რაოდენობის ორგანული საკვების მოცემა, რამდენის შეთვისებაც შეუძლია ორგანიზმს სამასი გრამი კომბოსტოს უმი წვენიდან, თუ ის სწორადაა შემზადებული.

კომბოსტოს წვენი ძალზე ეფექტურად გამოიყენება სიმსივნეთა და კუჭში შეკრულობათა შემთხვევაში. ვინაიდან კუჭში შეკრულობა ძირითადი მიზეზია ტანზე გამოყრისა, ამ წვენის ხმარებით გამონაყარიც ქრება.

კომბოსტოსა ან მისი წვენისათვის მარილის დამატება არა მარტო სპობს კომბოსტოს წვენის ღირებულებას, არამედ მავნეცაა.


 

უმი სტაფილოს წვენი

ადამიანის მდგომარეობისგან დამოკიდებულებით, შეიძლება დღეში 0,5 - დან 3 - 4 ლიტრამდე უმი სტაფილოს წვენის დალევა. ეს წვენი ხელს უწყობს მთელი ორგანიზმის ნორმალურ მდგომარეობაში მოყვანას. ის შეიცავს A ვიტამინის ყველაზე მდიდარ წყაროს, რომელსაც ორგანიზმში სწრაფად ითვისებს. ამ წვენში შედის აგრეთვე B, C, D, E, G და K ვიტამინები.

ვიტამინების დიდი ოდენობა. სტაფილოს წვენი აუმჯობესებს მადას, საჭმლის მონელებასა და კბილების სტრუქტურას.

დედამ, რომელიც ძუძუს აწოვებს ბავშვს, რძის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ყოველდღე უნდა სვას ბევრი სტაფილოს წვენი, რადგან დედის რძე, ზოგიერთი გარემოების გამო, შესაძლოა სასიცოცხლოდ აუცილებელ კვების ელემენტებს არ შეიცავდეს. ორსულობის ბოლო თვეებში მიღებული უმი სტაფილოს წვენის საკმარისი რაოდენობა ამცირებს შვილოსნობის დროს მეორადი სეფსისის შესაძლებლობას. ყოველდღიურად ნახევარი ლიტრი სტაფილოს წვენის დალევას ორგანიზმისთვის მეტი კონსტრუქციული მნიშვნელობა აქვს, ვიდრე თორმეტი კილო კალციუმის ტაბლეტების მიღებას.

უმი სტაფილოს წვენი წყლულებისა და ავთვისებიანი დაავადებების დროს ბუნებრივი გამხსნელია. ის ამაღლებს ინფექციების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის უნარს, ძალზე ეფექტურად მოქმედებს თირკმელზედა ჯირკვალთან ერთად. ის ამაღლებს თვალის, ყელის, აგრეთვე ნუშურას, თავის ქალას ფოსოების და მთლიანად სასუნთქი ორგანოების ინფექციების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის უნარს. ეს წვენი ნერვიულ სისტემას იცავს და ენერგიისა და ძალის მომატებაში მას ვერაფერი შეედრება.

ზოგჯერ ღვიძლისა და ნაწლავების დაავადებებს იწვევს ორგანიზმში უმი სტაფილოს წვენში შემავალი ზოგიერთი ელემენტების არ არსებობა. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ისე მოხდეს. რომ ღვიძლი შესამჩნევად გაიწმინდოს. ხოლო სადინარების დამცობი ელემენტები გაიხსნას. არაიშვიათად, გაწმენდისას წიდის ისე დიდი რაოდენობა გამოიყოფა, რომ ნაწლავებისა და საშარდე გაზებს არ ძალუძთ გახსნილი წიდის ასეთი რაოდენობის გამოყოფა და ის სავსებით ბუნებრივად შედის ლიმფაში ორგანიზმიდან კანის ფორებიდან გამოსაყოფად. აქ გახსნილ წიდას ნარინჯისფერი ან ყვითელი პიგმენტები აქვს და ამიტომ კანი ზოგჯერ შეიძლება გაფერმკრთალდეს. სტაფილოს წვენების შემდეგ კანის გაფერმკრთალება მოწმობს იმას, რომ მიმდინარეობს ღვიძლის გაწმენდის პროცესი, რომელიც შემდეგ გაივლის.

კანის გაფერმკრთალების მიზეზი ასევე შეიძლება იყოს უძილობა, არასაკმარისი დასვენება და გადაღლა.
ენდოკრინული ჯირკვლების, განსაკუთრებით თირკმელზედა ჯირკვლის და გონადები საჭიროებენ უმი სტაფილოს წვენში შემავალ საკვებ ელემენტებს. ზოგჯერ უშვილობას ამ წვენის სმით არჩენენ. დადგენილია, რომ უშვილობის მიზეზია ხანგრძლივი მიღება საკვებისა, რომელშიც ატომები და ენზიმები ხარშვით ან პასტერიზაციით ისპობა.

ორგანიზმში სტაფილოს წვენში შემავალი ზოგიერთი ქვების ელემენტის უკმარისობაა კანის გამოშრობის, დერმატიტის (კანის ანთება) და კანის სხვა დაავადებათა მიზეზიც. იგივე ითქმის თვალის დაავადებებზეც, როგორიცაა ოფთალმია (თვალის ანთება), კონიუნქტივიტი (თვალის შემაერთებელი გარსის - კონიუნქტივის მწვავე ან ქრონიკული ანთება) და სხვა.

ქორფა, კარგი ხარისხის სტაფილოსგან ჯეროვნად გამოწურული წვენი ძალიან მდიდარია ცოცხალი ორგანული ტუტიანი ნივთიერებებით, როგორიცაა ნატრიუმი და კალციუმი. ეს წვენი შეიცავს აგრეთვე ბევრ კალციუმს, მაგნიუმს და რკინას, ცოცხალი ორგანული ელემენტები ფოსფორი, გოგირდი, სილიციუმი (კაჟბადი) და ქლორი კი ადამიანის ორგანიზმზე მათი ზემოქმედების დროს ჩინებულად ეხამებიან ზემოთჩამოთვლილ ელემენტებს.

როგორც წყლულებისა და ავთვისებიან დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება, უმი სტაფილოს წვენი ჩვენი საუკუნის საოცრებაა. მაგრამ აუცილებელია, რომ ის სწორად იყოს გამზადებული (კარგად იყოს გამოწურული ბოჭკოდან), ხოლო კონცენტრირებული შაქრის, სახამებლისა და ნებისმიერი ფქვილის შემცველი ყოველგვარი საკვები მთლიანად უნდა გამოირიცხოს.

დადგენილია, რომ წყლულებისა და ავთვისებიანი დაავადებათა წარმოშობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ხანგრძლივად აგზნებული ნერვული სისტემა, განსაკუთრებით ბავშვის ასაკში. ამ დაავადებათა მკურნალობა უნდა დაიწყოს ნერვული აგზნების გამომწვევის მიზეზების (გულისწყრომა, შიში, შური და ა. შ.). აღმოფხვრით, წინააღმდეგ შემთხვევაში მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდებიც კი ფუჭია, ამაოა.

ზოგჯერ, სტაფილოს წვენის დიდი ოდენობით სმის შემდეგ ხდება გამწმენდი რეაქცია და ერთგვარი შფოთვა, მღელვარებაც კი იწყება. ეს პროცესი სავსებით ბუნებრივია და იმაზე მიუთითებს, რომ ორგანიზმმა დაიწყო გაწმენდა და სტაფილოს წვენი აღმოჩნდა ამ მიზნისათვის ყველაზე უფრო საჭირო საშუალება.

სტაფილოს წვენი არის საუკეთესო ორგანული სითხე და ისეთი საკვები, რაც აგრერიგ სჭირდება ორგანიზმის ნახევრადმშიერ უჯრედებსა და ქსოვილებს.

აუცილებელია გვახსოვდეს რომ როცა ჩვენ დაღლილობა, შფოთვა და ა. შ. გვერევა, ამის მიზეზი ძირითადად მსხვილი ნაწლავია. ცდით დავადასტურეთ, რომ მსხვილი ნაწლავი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განვითარდეს და მოქმედებდეს ნორმალურად, თუ ადამიანი ძირითადად ან მხოლოდ მოხარშული და დამუშავებული საკვებით იკვებება. ამიტომ თითქმის შეუძლებელია ჯანმრთელი მსხვილი ნაწლავის მქონე ადამიანის პოვნა. რაკი ეს ვიცით, თუ ცუდად ვიგრძნობთ თავს, პირველ მოვალეობად უნდა მივიჩნიოთ მსხვილი ნაწლავის სერიული გაწმენდა ან რამდენიმე გზის ოყნის გაკეთება ამის შემდეგ გრილი, უმი ბოსტნეულის წვენები უფრო ეფექტურად ახორციელებენ რეგენერაციის (აღდგენის) პროცესს, ჩვენ დავადგინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში საუკეთესო საკვებია სტაფილოს წვენისა და ისპანახის ნარევი. რეცეპტები წიგნის ბოლოშია მოცემული.

ერთხელ და სამუდამოდ დაიხსომეთ, რომ წვენები საუკეთესო საკვებია და თუ ჩვენ მათ მთელი სიცოცხლის მანძილზე მივიღებთ, ჩვენი ჯანმრთელი სიცოცხლე იმაზე უფრო ხანგრძლივი იქნება, ვიდრე ამ წვენების მიუღებლად იქნებოდა.

სტაფილოს წვენი შედგება ისეთი ელემენტების შენაერთისაგან, რომლებიც ისე კვებავენ მთელ ორგანიზმს, რომ მის წონასა და ქიმიურ წონასწორობას აწესრიგებენ.

ეს წვენი განსაკუთრებით კარგად ოპტიკურ სისტემას კვებავს. ბევრი ახალგაზრდა ცუდი მხედველობის გამო საფრენოსნო სასწავლებლის გამოცდებზე არ დაუშვეს. ახალი უმი სტაფილოს წვენის მიღების შემდეგ ისინი კვლავ გამოიკვლიეს და ვარგისებად ჩათვალეს.

არანაკლებ ეფექტურია წყლულებისა და კიბოს სამკურნალოდ ახალი უმი სტაფილოს წვენი. ქსოვილები რომლებიც დასუსტებულია უჯრედების შიმშილობისაგან სახეშეცვლილია წყლულებისა და სიმსივნური წარმონაქმნებისაგან, შეიძლება უფრო გაჯანსაღდეს ძირითადად სტაფილოს წვენით. როგორც ძირითადი საკვების გამოყენებას, ამას უნდა დაემატოს საგანგებოდ შერჩეული და დამზადებული უმი მცენარეული საკვები.

საქმეში ჩაუხედავ კაცს, ჩვეულებრივ. აშინებს ამ დაავადებებზე უბრალო გაფიქრებაც კი, სინამდვილეში მათი გაჩენისა და განვითარების მიზეზების გაგება სულ უბრალო საქმეა იმის გამო, რომ საკვებში, რომლითაც იკვებებიან განსაკუთრებით ამ რამდენიმე უკანასკნელი თაობის ადამიანები, ცოცხალი ატომების ნაკლებობაა, ორგანიზმის სათანადო და ეფექტურად ფუნქციონირების უნარდაკარგული მშიერი და ნახევრადმშიერი უჯრედები „ჯანყდებიან“ და არაორგანიზებული ხდებიან. ეს ცოცხალმკვდარი უჯრედები თავიანთი ადგილებიდან იძვრიან, მთელ სხეულში ირევიან და დაჯგუფებისთვის რაღაც ადგილს პოულობენ. რამდენადაც მთელი ორგანიზმი მეტნაკლებად განიცდის ცოცხალი მკვებავი ატომების ნაკლებობას, სხეულის ბევრ ნაწილს დაბალი დამცველობის უნარი აქვს.

მაგრამ აქედან გამომდინარე ჩვენ არ უნდა დავასკვნათ, რომ წყლულები და კიბო მხოლოდ ფიზიკური არასრულყოფილების შედეგია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს და სხვა ბევრი დაავადება შესაძლოა შურისგან, სიძულვილისგან, შფოთისა და სხვა უარყოფითი ემოციებისაგან გამოწვეული განუწყვეტელი ნერვიულობის, სტრესის შედეგიც იყოს. ამის მიუხედავად, ჩვენ არ უნდა უგულვებელვყოთ ის ფაქტი, რომ არასწორ კვებას, აგრეთვე ორგანიზმის როგორც შინაგანად, ისე გარეგნულად შეძლებისდაგვარად სუფთად შენახვისა და ფსიქოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების უუნარობასაც უდავოდ შეუძლია დასახელებულ დაავადებათა წარმომშობი ხელშემწყობი ფაქტორი გახდეს.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, აგრეთვე ჩვენს მეცნიერულ კვლევაზე დაყრდნობით, რომ სიმსივნურ დაავადებათა წარმოქმნის მიზეზების ძიება არ უნდა ხდებოდეს თვით რადიაქტიულ ექსპერიმენტებსა და ფანტასტიკურ მოსაზრებებზე დაყრდნობით, არამედ ეს მიზეზები უფრო ჩვენ მიერ მიღებულ საკვებში ცოცხალ, ორგანულ ატომთა ნაკლებობით უნდა ავხსნათ. მეორე მხრივ. თერაპიამ ეს სნეულებები გონივრულად უნდა იკვლიოს, კვლევა უნდა წარმართოს წიდისგან ორგანიზმის გათავისუფლების მიმართებით, თან იმის გათვალისწინება, რომ დაგროვებული შხამიანი ნივთიერებები ხელს არ უშლიდნენ ბუნების სამკურნალო პროცესებს. ამავდროულად, ორგანიზმში უხვად უნდა მოვამარაგოთ საკვები ატომებით (კომპონენტებით) აღსადგენად (სარეგენერაციოდ) იმ უჯრედებისა, რომლებიც ქსოვილებს საშუალებას მისცემენ ჯერ შეიძინოს შემდგომი დაშლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის უნარი და შემდეგ გააგრძელონ რეგენერაცია.

რაც უფრო ჩქარა შევიგნებთ, რომ მუშაობისას ადამიანის ორგანიზმის არცერთი ორგანო არ ფუნქციონირებს მექანიკურად ან ავტომატურად, მთელ ორგანიზმთან კავშირის გარეშე, მით უფრო ჩქარა შევძლებთ ჩვენი ორგანიზმის ფუნქციების გაკონტროლებას. ჩვენ არ ვიცით, გონების როგორი ფორმები, გააჩნია ჩვენი ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილს ან როგორ მოქმედებენ ისინი. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ გონების რომელიღაც თანდაყოლილი ფორმა ცდილობს ჩვენი სხეულის ყოველი ჯირკვლის, ძვლის, ნერვისა და კუნთის დაცვას, იმის მიუხედავად, თუ რას აკეთებს ადამიანი, ჩვეულებრივ, თავისი გაუნათლებლობის გამო, მისგან მოხმარებული საკვებით თვით მოსპობისთვის.

ნებისმიერი დაავადების მოუსვენრობის მიზეზთა ძიება, პირველ რიგში, მიგვიყვანს გასტრონომიული მაღაზიების კონსერვირებულ საკვებთა ქილებთან, წისქვილებთან, შაქრის ქარხნებთან, საკონდიტრო ფაბრიკებსა და „უალკოჰოლო“ სასმელების ქარხნებთან. ჩვენ მათში უნდა ვეძიოთ მკვდარი ატომების შემცველი ნივთიერებები, რომელთა შექმნასაც ადამიანის ორგანიზმის საკვებად შეეცადა შეექმნა თანამედროვე ცივილიზაცია. სიცოცხლე და სიკვდილი ერთდროულად ვერ იარსებებენ და არცერთი კონსერვირებული პროდუქტის გაყიდვა არ უნდა დავუშვათ, ვიდრე მასში სიცოცხლის ყველა ნიშანი არ მოისპობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დალპება.

პური, დამუშავებული ბურღული არ იხმარება, ვიდრე არ იქნება გამომშრალი ღუმელსა ან სამზარეულოში, რაც სპობს მათში ყოველგვარ ცოცხალ ელემენტს. საკვებს ამ თვალსაზრისით თუ გავაანალიზებთ, ცხადი გახდება, რომ, მიუხედავად იმისა, შეგვიძლია თუ არა ჩვენს გარემოებათა, გარემოსა და ამდაგვარ რამეთა მიუხედავად, ვიარსებოთ ისე, რომ უმი ცოცხალი საკვები მივიღოთ, იმ დასკვნამდე უნდა მივიდეთ, რომ აუცილებელია დიდი ოდენობით სხვადასხვაგვარი უმი ბოსტნეულისა და ხილის წვენების მიღება. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ბოსტნეულის წვენები ორგანიზმისთვის საშენი მასალაა, ხილის წვენები კი ძირითადად წმენდენ ორგანიზმს დაშლის პროდუქტებისა და ტოქსინებისგან (შხამისაგან). ამათგან პირველნი შეიცავენ პროცენტულად შედარებით მეტ ცილოვან, მეორენი კი - პროცენტულად მეტ ნახშირწყლოვან ელემენტებს.

საინტერესოა იმის ცოდნაც, რომ ადამიანებს, რომლებიც მარტოოდენ უმი, ახალი მცენარეული საკვებითა და მას დამატებული საკმაო რაოდენობის სხვადასხვაგვარი ბოსტნეულისა და ხილეულის მოუხარშავი წვენებით იკვებებიან, სიმსივნური დაავადებები არ უვითარდებათ. აურაცხელმა დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ როცა კიბოთი დაავადებულნი უმი მცენარეული საკვებითა და უმი წვენებით კვებაზე გადადიან და სტაფილოს წვენსაც იღებენ, უკეთ გრძნობენ თავს.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ მეცნიერული ძიებები სწორედ ამ მიმართებით უნდა ჩავატაროთ. უკვე მრავალი წელია მეცნიერულ გამოკვლევებს ატარებენ ის მეცნიერები, რომლებიც თვით ბუნებაში ეძებენ დახმარებას და იყენებენ მას. ამ ფაქტმა ზოგიერთი მეცნიერი შეიძლება ძალიან შეაშფოთოს, მაგრამ ის განსაკუთრებით სასარგებლო იქნება თვით დაავადებულთათვის.

ჩვენგან დადგენილია და, ვიმედოვნებთ, მალე მთელი კაცობრიობაც დარწმუნდება, რომ ორგანიზმის გაწმენდა ნაწლავების გამორეცხვით და ყოველდღე უმი მცენარეული საკვებისა და საკმაო რაოდენობის სხვადასხვაგვარი ცოცხალი, უმი ბოსტნეულის წვენების მიღებით ყველა დაავადებას ავიცდენთ.


 

ნიახურის წვენი

უმი, ნიახურის ყველაზე ძვირფასი თვისებაა ის, რომ იგი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიური (ცოცხალი) ორგანული ნატრიუმის განსაკუთრებით დიდ პროცენტს. ნატრიუმის ერთ-ერთი ქიმიური თვისებაა კალციუმის ხსნად მდგომარეობაში შენარჩუნება. როგორც ახლა დავინახავთ, ეს სწორედ ისაა, რაც ადამიანის ორგანიზმისთვისაა დამახასიათებელი;

უმი ნიახური ოთხჯერ მეტ ორგანულ ნატრიუმს შეიცავს, ვიდრე კალციუმს. ეს ფაქტი მას ხდის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მარგებელს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მთელი ცხოვრება მეტად თუ ნაკლებად განუწყვეტლივ კონცენტრირებულ შაქარსა და სახამებელს ხმარობენ. პური, ნამცხვარი, ტორტები, ღვეზელები მაკარონი, ბრინჯი, მარცვლოვანი, ერთი სიტყვით, ფქვილისგან დამზადებული ყოველგვარი საკვები კონცენტრირებული სახამებლების კლასს მიეკუთვნება. თეთრი, ყავისფერი და ნებისმიერი სხვა დამუშავებული შაქარი (კანფეტების, უალკოჰოლო სასმელების, ნაყინის და ა. შ. ჩათვლით) კონცენტრირებული ნახშირწყლების კლასს მიეკუთვნება.

გამოცდილებამ გვასწავლა, რომ ამგვარი საკვები ორგანიზმის დამარღვეველია, მისი ხანგრძლივად მიღება კი იწვევს ჯერ საზრდოს ნაკლებობას, ხოლო შემდეგ მრავალ დაავადებას.

ჩვენ დავადგინეთ, რომ ასეთი კონცენტრირებული ნახშირწყლები უეჭველად ჩვენი „ცივილიზებული“ საზოგადოების ყველაზე გამანადგურებელი კვების პროდუქტების რიცხვს მიეკუთვნება. ბუნებას არასოდეს ჰქონია მიზნად ადამიანის საჭმლის მომნელებელი ორგანოებისთვის დაეკისრებინა პროცესები, რომელთა მიზანი იქნებოდა ეგრეთწოდებული კვების პროდუქტების გადაქცევა ორგანიზმის უჯრედებისა და ქსოვილების საკვებ პროდუქტებად. ჩვენთვის ამ პროდუქტების მოხმარების შედეგია ადამიანის სხეულის გადაგვარება სასიკვდილო მდგომარეობამდე მანამდე, ვიდრე ადამიანი ივიწყებს თავის ახალგაზრდულ წლებს. სიცოცხლის მოკლე დროის -40 -60 წლის სიბერედ მიჩნევა სხვა არაფერია, თუ არა ბუნების შეურაცხყოფა, სამარცხვინოა იმის აღიარება, რომ ჩვენ არ ვიცით როგორ ვიცხოვროთ და თავს არ ვიწუხებთ იმისთვის, რომ შევისწავლოთ ჩვენი ორგანიზმის აღდგენის ძირითადი პრინციპები. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ჩვენს თავს ვნთქავთ და ჩვენი მადის ნებას აყოლილნი, ნაადრევად ვწვებით საფლავში.

ჯერ ერთი, კალციუმი ჩვენი დიეტის ერთ-ერთი ყველაზე მეტად აუცილებელი ელემენტია. მაგრამ ის უნდა იყოს ბიოლოგიურად აქტიური - ორგანული, როცა ნებისმიერი. კალციუმის შემცვლელი საკვები იხარშება ან მუშავდება, ისევე როგორც ზემოხსენებულ ნახშირწყლოვან პროდუქტებში, კალციუმი მათში ავტომატურად გადაიქცევა არაორგანულ ატომებად, ისინი არ იხსნება წყალში და ვერ იქცევიან იმ უჯრედების საკვებად, რომლებიც საჭიროა მის აღსადგენად. გარდა ამისა, 57 და უფრო მეტ გრადუსზე განადგურებული ენზიმები ამ ატომებს მკვდარ ნივთიერებად აქცევს, რის შედეგადაც ამგვარი საკვები ორგანიზმს თრგუნავს, წარმოშობს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: ართრიტი, დიაბეტი, კორონალური მოშლილობანი (გულის), ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ბუასილი, ქვები ნაღვლის ბუშტსა და ნაწლავებში და ა. შ. )

მეორეც, არაორგანული, მკვდარი კალციუმის ეს დაგროვება თანდათან მატულობს, თუ რამეს არ ვიღონებთ მის ასაცდენად. ორგანიზმიდან გასაძევებლად. თუმცა, ბიოლოგიურად აქტიური ორგანული ნატრიუმის არსებობის, სხვა ელემენტებისა და ქვემოთ აღწერილი პროცესების შემწეობით, ამ ნალექებს შეიძლება მოვაშოროთ ორგანიზმიდან.

ნატრიუმი ფრიად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ პროცესში. ერთ-ერთი ასეთი უმნიშვნელოვანესი პროცესია სისხლისა და ლიმფის გათხევადება, რაც მათ საჭიროზე მეტად შესქელებისგან გვაზღვევს. თუმცა, ამ მიმართებით ფასეულია მხოლოდ ახალი ბოსტნეულისა და ზოგიერთი ხილისგან მიღებული ორგანული ნატრიუმი.

მშრალი, ცხელი ამინდის ატანა უფრო ადვილია, თუ დილასა და ნაშუადღევს. საკვების მიღების შუალედებში, დავლევთ ჭიქა ქორფა ნიახურის წვენს. ეს სხეულის ტემპერატურას აზომიერებს და თავს ჩინებულად ვგრძნობთ.

ნატრიუმი ორგანიზმიდან ნახშირორჟანგა გაზის გამომყვანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. ორგანული ნატრიუმის ნაკლებობა იწვევს ბრონქებისა და ფილტვების დაავადებებს, რომლებიც ფილტვებში უცხო ნივთიერებების, როგორიცაა, ვთქვათ თამბაქოს კვამლი, არსებობითაც მძიმდება. ორგანული ნატრიუმის საკმარისი რაოდენობის უქონლობა ხდება ნაადრევი სიბერის, განსაკუთრებით ქალთა ნაადრევი სიბერის მიზეზი. ფაქტიურად, მწეველი ქალები ხუთ წელიწადში თხუთმეტი წლით ბერდებიან.

დიდი ოდენობით მიღებული ნიკოტინი არის მიზეზი ეგრეთწოდებული „აშლილი ნერვებისა“. თამბაქოს წევა, სრულიადაც არ ამსუბუქებს ამ მდგომარეობას, პირიქით, აუარესებს მას. თამბაქოს მოწევისას განცდილი გარკვეული შემსუბუქება ქსოვილების მუდმივი მეტად ან ნაკლებად გადაგვარების ხარჯზე გონებრივი დაძაბულობის დროებითი მოხსნით მიიღწევა. თამბაქოს კვამლი თრგუნავს გემოს ჯირკვლების ფუნქციებს.

ნიახურისა და სხვა წვენების ნარევი ძალზე სასარგებლოა და ავიტამინოზისა და სხვა დაავადებების შემთხვევაში თითქმის ფენომენალურ შედეგს იძლევა. ამ ნარევებისა და რეცეპტების აღმოჩენამ ყველა ასაკის ავადმყოფებს უსაზღვროდ დიდი სარგებლობა მოუტანა.

ნერვების მოშლილობისას, რაც ნერვების ბადურის გადაგვარების (დეგენერაციის) შედეგია, სტაფილოსა და ნიახურის წვენები მათ აღდგენას უწყობს ხელს.

ნიახური ძალიან მდიდარია მაგნიუმითა და რკინით, არადა, სწორედ ამ ნივთიერებების შეხამება ძალზე ძვირფასი რამ სისხლის ქსოვილების გამოსაკვებად. ნერვული და სისხლძარღვთა სისტემის ბევრი დაავადება უმთავრესად ორგანიზმში არაორგანულ მინერალურ ელემენტთა და მარილების შეტანის შედეგია.

ნერვულ და სისხლძარღვთა სისტემის დაავადების ძირითადი მიზეზი სიცოცხლის ძალისგან დაცლილი საკვებისა და გამაყუჩებელი წამლების მეოხებით ორგანიზმში არაორგანულ მინერალურ ელემენტთა და მარილების შეტანაა.

თუ საკვები არ შეიცავს საკმარისი რაოდენობის გოგირდს, რკინასა და კალციუმს, ან თუ ის დიდი რაოდენობით შეიცავს ამ ელემენტებს, ოღონდ სიცოცხლისგან დაცლილი, არაორგანული სახით, შეიძლება გაჩნდეს ისეთი დაავადებები როგორიცაა: ასთმა, რევმატიზმი, ბუასილი და სხვა. საკვებში გოგირდისა და ფოსფორის არასწორმა თანაფარდობამ შეიძლება გამღიზიანებლობა, ნევრასთენია და ჭკუიდან შეშლაც კი გამოიწვიოს. ბევრი დაავადება, რომლებსაც აქამდე ორგანიზმში მეტისმეტად დიდი რაოდენობის შარდმჟავის არსებობით ხსნიდნენ. ფაქტიურად შეიძლება გამოიწვიოს ფოსფორმჟავით მდიდარი, მაგრამ ცოტა გოგირდის შემცველი საკვებით კვებამ. სტაფილოსა და ნიახურის წვენი უზრუნველყოფს ამ ორგანულ ნივთიერებათა იდეალურ შეხამებას ამ დაავადებათა ასაცილებლად და ორგანიზმის აღსადგენად ამ დაავადებათა არსებობის შემთხვევაში.


 

კიტრის წვენი

კიტრი, ალბათ, საუკეთესო ბუნებრივი შარდმდენი საშუალებაა. მაგრამ მას აქვს ბევრი სხვა ძვირფასი თვისებაც, როგორიცაა, ვთქვათ, სილიციუმისა და გოგირდის დიდი ოდენობით შემცველობის გამო, განსაკუთრებით სტაფილოს, ისპანახისა და სალათის წვენებთან შერევისას, თმის ზრდის გაუმჯობესება.

კიტრი შეიცავს 40%-ზე მეტ კალციუმს, 10% ნატრიუმს, 7% კალციუმს, 25% ფოსფორს და 7% ქლორს.

სტაფილოს წვენისთვის კიტრის წვენის დამატება მეტად კეთილ გავლენას ახდენს რევმატული დაავადებების დროს, რადგან ასეთი დაავადებები ორგანიზმში შარდმჟავის შეკავების შედეგია.

ამ ნარევისათვის გარკვეული რაოდენობით სტაფილოს წვენის დამატება კი აჩქარებს საერთო პროცესს.

კიტრში კალციუმის დიდი ოდენობით შემცველობა მას ძალზე ძვირფას საკვებად ხდის მაღალი და დაბალი სისხლის წნევის მქონეთათვის.

კიტრის წვენი ასევე უუმჯობესებს მდგომარეობას იმ ადამიანებს, რომლებსაც კბილები და ღრძილები ვერა აქვთ რიგზე, მაგალითად, პიორეა (ჩირქდენა) ამწარებთ.

თქვენი ფრჩხილები და თმები განსაკუთრებით საჭიროებენ ახალ შეხამებას კიტრის წვენში შემავალი ელემენტებისა, რომლებიც ფრჩხილების დახლეჩა-დანაფოტებასა და თმების ცვენას აგვაცდენენ.

ბევრი სახეობის კანის დაავადების დროს კარგი შედეგი მიიღწევა სტაფილოსა და სალათის წვენებს დამატებული კიტრის წვენის რეგულარულად სმით. ზოგიერთ შემთხვევაში ამ ნარევისთვის ცოტა იონჯის წვენის დამატება მათ ეფექტურობას აჩქარებს.


 

ბაბუაწვერას წვენი

ეს წვენი ერთ-ერთი უძვირფასესი მატონიზებელი (ტონუსის ამწევი. ამამაღლებელი) საშუალებაა. ის აუცილებელია ორგანიზმის ზედმეტი მჟავიანობის ნეიტრალიზაციისა და ტუტის შემადგენლობის ნორმალიზაციისათვის.

კალიუმის, კალციუმისა და ნატრიუმის განსაკუთრებით დიდი პროცენტის შემცველი ეს წვენი მაგნიუმისა და რკინის ასევე დიდი წყაროა.

მაგნიუმი აუცილებელია ჩონჩხის გამაგრებისათვის და ხელს უშლის ძვლების დარბილებას. ორსული ქალის საკვებში ორგანული მაგნიუმისა და კალციუმის საკმარისი რაოდენობა მშობიარეს იცავს კბილების დაკარგვისა ან გაფუჭებისგან, რაც გამორიცხული არაა მშობიარობის დროს, აგრეთვე ხელს უწყობს ბავშვის ძვლების გამაგრებას.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანული მაგნიუმი მაშინ გვარგებს, როცა ის მხოლოდ ახალი, ქორფა მცენარეულობიდანაა მიღებული და უმი სახით გამოიყენება.

მაგრამ ის არ უნდა აგვერიოს მაგნიუმის პრეპარატებში, რადგან ეს პრეპარატები არაორგანული მინერალებია, რომლებიც აბრკოლებენ ორგანიზმის სწორ, სასარგებლო ფუნქციონირებას.

მაგნიუმის ყველა ქიმიური პრეპარატი, ფხვნილის სახით იქნება ის თუ რძის სახით, ორგანიზმში არაორგანული ნარჩენების დაგროვებას იწვევს. მართალია, ამ პრეპარატმა შეიძლება მეტი ან ნაკლები სიჩქარით იმოქმედოს, მაგრამ ასეთი მოქმედება დროებითია. ორგანიზმში ამგვარი არაორგანული ნივთიერების დაგროვების შედეგებს შეიძლება მომავალში მეტნაკლებად დამანგრეველი ხასიათი მიეცეს. ჩვენ გვირჩევნია ვიაროთ იმ ბრძენის კვალზე, რომელიც მოქმედებს პრინციპით: „უმჯობესია თავიდან ვიყოთ კეთილგონიერნი და ფრთხილნი, ვიდრე შემდეგ ვინანოთ“.

უმი ბოსტნეულის წვენების ორგანული მაგნიუმი ორგანიზმისათვის უდიდესი მნიშვნელობის მკვებავი ნივთიერებაა.

ბაბუაწვერას ფოთლებისა და ფესვებისაგან მიღებული უმი წვენი ხერხემლის სნეულებათა და ძვლების სხვა დაავადებათა განკურნების კარგი საშუალებაა, ის, აგრეთვე, ამაგრებს კბილებს, აიცილებს მათს დაშლასა და პიორეას (ჩირქდენას).


 

არდის (endive) წვენი

არდი არის სალათის მსგავსი ქოჩორა მცენარე, რომელიც ენდივის და ვარდკაჭაჭას სახელწოდებითაცაა ცნობილი.

არდი ბაბუაწვერას ახლო ნათესავია, მათი ქიმიური შემადგენლობა თითქმის ერთნაირია. მაგრამ არდი შეიცავს მკვებავ ნივთიერებებს, რომლები უწყვეტად სჭირდება თვალის ოპტიკურ სისტემას.

სტაფილოს, ოხრახუშისა და ნიახურის წვენებთან ერთად არდის წვენით თვალის მხედველობის ნერვსა და კუნთოვან სისტემას ჩვენ ვამაგრებთ საკვებით, რომელიც მხედველობის დეფექტების აღდგენის პროცესში განსაცვიფრებელ შედეგებს იძლევა.

500 დან 1000 გრამამდე ასეთი წვენის ნარევი ყოველდღე რამდენიმე თვეში ნორმალურამდე აღადგენს ხოლმე მხედველობას და ბევრ შემთხვევაში სათვალის ტარება აუცილებელი არ ხდება.

ძალზე ყურადსაღებია დასავლეთ ვირჯინიაში, პიტსბურგის სამხრეთით მცხოვრებ ერთი ქალის ამბავი. კატარაქტამ მას მთლიანად წაართვა მხედველობა სამი წლის უშედეგოდ მკურნალობის შემდეგ კი მას უთხრეს, რომ უკვე ვერასოდეს დაიბრუნებდა თვალის სინათლეს.

მან ყური მოჰკრა უმი, ბოსტნეულის წვენების „საოცრებებზე“ ნათქვამს და პიტსბურგში წაიყვანეს წვენებით მკურნალობის მიზნით, რადგან ამ ქალაქში მოქმედებდა კარგი ფაბრიკა, რომელიც დიდი „შემზავებელი“ და ჰიდრავლიკური წნეხის მეშვეობით ამზადებდა ახალი ბოსტნეულის წვენებს.

გამსუფთავებელი პროცედურის გავლის შემდეგ იმ ქალმა დაიწყო ყოველდღე, მხოლოდ ქორფა, უმი ხილისა და ბოსტნეულის კონცენტრირებული სახამებლებისა და შაქრის გარეშე) წვენების დალევა:

500 გრამი სტაფილოს, ნიახურის, ოხრახუშისა და არდის წვენი;
500 გრამი სტაფილოს წვენი;
500 გრამი სტაფილოს ნიახურის, ოხრახუშისა და ისპანახის წვენი;
500 გრამი სტაფილოსა და ისპანახის წვენი;

მან ერთ წელიწადში ნაკლებ დროში იმდენად დაიბრუნა მხედველობა, რომ უკვე შეეძლო გამადიდებელი შუშით გაზეთებისა და ჟურნალების კითხვა!

მწვანე ბოსტნეულებს შორის არდის წვენი A ვიტამინის ერთ-ერთი უმდიდრესი წყაროა.

სტაფილოს, ნიახურისა და არდის წვენების ნარევი ძალზე ეფექტურია ასთმითა და თივისმიერი ცხელებით (ზაფხულის ცხელებით) დაავადებისას იმ შემთხვევაში, როდესაც დაავადებათა მიზეზები დიეტიდან ერთხელ და სამუდამოდ იძირკვება. ამ დაავადებათა მიზეზები კი არის რძე და რძის პროდუქტები, კონცენტრირებული სახამებლები და შაქარი.

ნიახურისა და ოხრახუშის წვენთან შერეული არდის წვენი ძალზე სასარგებლოა ანემიისა (სისხლნაკლებობა, ერითროციტების და ჰემოგლობინის რაოდენობის პათოლოგიური შემცირება. გულის ფუნქციური მოშლილობის დროს, ის, აგრეთვე. სისხლის მატონიზირებელი საშუალებაცაა. ეს წვენი განსაკუთრებით სასარგებლოა ელენთისათვის.

არდის წვენი სხვა წვენებთან ყოველგვარ კომბინაციაში ასტიმულირებს ნაღვლის სეკრეციას (ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებათა - სეკრეტების გამომუშავება და გამოყოფა ჯირკვლების მიერ - მთარგმ.) და ამიტომ ძალზე სასარგებლოა როგორც ღვიძლის, ასევე ნაღვლის ბუშტის დისფუნქციის (რაიმე ფუნქციის, მაგალითად, ყნოსვის შეგრძნების, მოშლა, დარღვევა - მთარგმ.) დროს.


 კამის წვენი

არსებობს ორი სახის კამა - ჩვეულებრივი, ბოსტნის ანუ ტკბილი კამა, რომელსაც, ჩვეულებრივ, სანელებლად, საკმაზად იყენებენ, და ფლორენციული კამა, რომელიც ფინოკიოს სახელითაა ცნობილი (ძალზე დიდი დოზით ხმარობენ იტალიელები)

პირველი ბალახეულთ მიეკუთვნება და წვენის სახით მისაღებად უვარგისია.

ფლორენციული კამისგან კი ჩინებული წვენი გამოდის. ის ნიახურების ოჯახს განეკუთვნება, მაგრამ მისი წვენი ნიახურის წვენზე უფრო ტკბილი და სურნელოვანია.

კამის წვენი გამოირჩევა მაღალი სისხლის წარმომქმნელი თვისებით (ჰემოპოეზი -სისხლის ფორმის ელემენტების წარმოშობის პროცესი - მთარგმ.), და ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა მენსტრუალური დარღვევების დროს. ასეთ შემთხვევაში ის წარმატებით გამოიყენება ცალკე ან სტაფილოსა და ჭარხლის წვენებთან ერთად.


 

ნივრის წვენი

უსიამოვნო სუნის მიუხედავად, ნივრის წვენი ძალზე სასარგებლოა ორგანიზმის სწრაფი განწმენდისათვის.

ნიორი მდიდარია ზეთითა და სხვა გამწმენდი ელემენტებით, რომლებიც ძალზე სასიკეთო გავლენას ახდენენ მთელ ორგანიზმზე, მადის სტიმულირებითა და კუჭის წვენის გამოყოფით დაწყებული და ნაწლავების პერისტალტიკის (ნაწლავთა ჭიისებრი მოძრაობა - მთარგმ.) გაუმჯობესებითა და შარდის გამოყოფის გაძლიერებით დამთავრებული.

ნივრის ეთეროვანი ზეთები იმდენად ძლიერი და სხეულში შემღწევია, რომ ისინი ფილტვებსა და ბრონქებს ასუფთავებენ დაგროვილი ლორწოსგან. ის აგრეთვე ხელს უწყობს ორგანიზმიდან ფორმების, სვრეტების მეოხებით შხამების გამოდენას.

ნივრის წვენი მეტად ეფექტური აღმოჩნდა ნაწლავების პარაზიტებთან ბრძოლაში, აგრეთვე დიზენტერიის დროსაც, მაგრამ პარაზიტები და ბაქტერიები ვერ იარსებებენ და ვერ გამრავლდებიან, თუკი მათთვის არ არსებობს საკვები. თუ გამოყოფის ორგანოები დამპალი გამონაყოფითაა სავსე, ბუნებრივია, რომ ასეთ გარემოში მილიონობით მიკრობი მრავლდება და თუ ყოველდღე ხორცის პროდუქტების, სხვა არაორგანულ საკვებისა და წამლების ხმარებით ორგანიზმში წიდებისა და შხამების რაოდენობას გავზრდით, თავის სტიქიაში მოხვედრილი მიკრობები და პარაზიტები კიდევ უფრო სწრაფად გამრავლდებიან.

ეს შესანიშნავია მიკრობებისთვის, მაგრამ დამღუპველია მათი მსხვერპლისთვის. ამგვარად, ნივრის წვენი დიდად უწყობს ხელს ამ მდგომარეობის თავიდან აცილებას. მაგრამ ასეთი მდგომარეობის გამოსარიცხად ვალდებული ვართ გაცილებით შორს წავიდეთ, მეტი გავაკეთოთ. ჩვენი საკვები ისეთი უნდა იყოს, რომ ის რაც შეიძლება მაქსიმალურად შეითვისებოდეს, თან უნდა მივაღწიოთ ორგანიზმში წიდების უმცირეს დატანებას. ყველაფერ ამას მივაღწევთ კარგად დაბალანსებული მოუხარშავი მცენარეული საკვებისა და მოუხარშავი ბოსტნეულის წვენების მიღებით.

მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ ნივრის წვენს წვენსაწურით თუ გამოვწურავთ, მაშინ მისი სუნი არ გადის რამდენიმე დღის განმავლობაში.


 

პირშუშხას წვენი

ჩვენ არ ვიყენებთ პირშუშხას წვენს, რადგან პირშუშხას ეთერული ნივთიერებები ძალზე ძლიერია, როდესაც ის გახეხილია ან დაფქულია. დღეში ერთნახევარი კოვზი დაფქული პირშუშხას მიღება ძალიან კარგ გავლენას ახდენს გონებაზე და ეხმარება ლორწოს გაწოვის პროცესს ჰაიმორიალური და ფრონტალური ღრუებიდან. როდესაც მას მიიღებთ დაფქული სახით თქვენ მარტივად გასცემთ პასუხს, თუ რატომ არ ვიყენებთ მას წვენის სახით.
გახეხილი სახით მიღებისას დაუმატეთ ლიმონის წვენი გახეხვისთნავე და მიიღეთ დღეში ორჯერ ერთ ნახევარი კოვზის ოდენობით თითო მიღებაზე. პირშუშხას წვენი არამარტო წმენდს ჰაიმორიალურ და ფრონტალურ ღრუებს ის ხელს უწყობს ლორწოს დაგროვების ადგილებში მის დაშლას, ლორწოვანი გარსის დაუზიანებლად.

პირშუშხას ისე გამოყენება, როგორც ზემოთ ითქვა, არ აღიზიანებს თირკმლებს, ნაღვლის ბუშტს ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან გარსს.

პირშუშხას ფაფა ლიმონის წვენთან ერთად მიღებისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ მას არ უნდა მიაყოლოთ არაფერი 2 საათის განმავლობაში. მან შეიძლება გამოიწვიოს ცრემლდენა იმის მიხედვით თუ რამდენი ლორწოა დაგროვილი ჰაიმორიალურ და ფრონტალურ ღრუებში.

როგორც წესი, ყველაზე დამაკმაყოფილებელი შედეგები მიიღება, თუ პირშუშხას სქელ ფაფას შემდეგი შემადგენლობით მივიღებთ: 2–3 ლიმონის წვენი და 100 გრამი პირშუშხა. იხილეთ ასევე თავი „ბოლოკის წვენი“.


 

არტიშოკის (მიწის მსხლის) წვენი (Jerusalem artichoke)

არტიშოკი მდიდარია ტუტიანი მინერალური ელემენტებით, განსაკუთრებით კალიუმით, რომელიც, ერთად აღებული, ყველა მინერალური ელემენტების 50%-ზე მეტს შეადგენს.

არტიშოკი მზესუმზირისებრი მცენარეების სახეობაა და ის დიდი რაოდენობით იტალიაში მოჰყავთ. იქ ცნობილია კარჩიოფოს ან არჩიჩიოფო - ჯირასოლის სახელწოდებით (ჯირასოლი მზესუმზირას ნიშნავს).

უმი სახით ეს ბოსტნეული შეიცავს ენზიმ ინულაზას და ინსულინის დიდ რაოდენობას. ინსულინი დიდი რაოდენობის სახამებლის მსგავსი ნივთიერებაა, რომელიც ენზიმ ინულაზას შემოქმედებით გადაიქცევა ლევულოზად (ლევულოზა ანუ ფრუქტოზა - ხილის შაქარი, ორგანული ნივთიერება, მონოსაქარიდი, თაფლსა და ტკბილ ნაყოფში შემავალი შაქარი - მთარგმნ.), ამიტომ დიაბეტით დაავადებულთ შეუძლიათ არტიშოკის ბოლქვები თამამად ჭამონ. მისი წვენი ძალზე სასარგებლოა და გემრიელი ცალკეც და სტაფილოს წვენთან შერეულიც.


 

კალეს წვენი

ბოსტნის კომბოსტო კალე ისეთივე ქიმიური შემადგენლობისაა, როგორც თავხვეული კომბოსტო, ამდენად, მისი მიღება თავხვეული კომბოსტოს წვენის მსგავსად შეიძლება. იხილეთ თავი „კომბოსტოს წვენი“.


 

მურა წყალმცენარე (ლამინარია)

მილიონობით წლების განმავლობაში, გორაკებიდან და მთებიდან, წვიმები ფენა-ფენა რეცხავდნენ ნიადაგს, ჩაჰქონდათ ის ზღვებსა და ოკეანეებში და ამით ჩვენი პლანეტის უმდიდრეს ნიადაგს ქმნიდნენ.

ზღვის მცენარეულობას რაც შეეხება, ზღვის წყალმცენარე ჩვენი ყველაზე ძვირფასი დამატებითი საკვები პროდუქტია. წყალმცენარის ფესვები წყლის ზედაპირიდან ზოგჯერ 20 000-დან 30 000 ფუტის (ფუტი დაახლოებით 30,5 სანტიმეტრია - მთარგმ.) სიღრმემდე ჩადის, მისი ბუსუსები კი დაცურავენ ზედაპირზე, სადაც ენზიმების დახმარებით, მზის სხივების ზემოქმედებით იქმნიან კვირტებსა და ფოთლებს.

წყალმცენარეთა ფოთლები ზღვის სალათისა და მუქი წითელი საჭმელი წყალმცენარის სახელითაა ცნობილი. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანი დამატებითი საკვებია შოტლანდიაში, ირლანდიასა და სხვა ქვეყნებში. აშშ-სა და კანადაში იგი წყალმცენარეთა გამხმარი ფოთლების სახით ფართოდ გამოიყენება დამატებით დიეტურ საკვებად.

ეს წყალმცენარეები ორგანული იოდის ჩინებული წყაროა. ამას გარდა, ისინი შეიცავენ მინერალურ ნივთიერებებსა და მიკროელემენტებს, რომლებიც ჩვენს ჩვეულებრივ ბოსტნეულში ყოველთვის როდია.

ცნობილია, რომ ზღვის წყალი შეიცავს 59-ზე მეტ ელემენტს, ამდენად ადვილად შეგვიძლია ჩვენს რაციონში ზღვის საკვების მნიშვნელობის შეფასება.

59 ელემენტის სია:

აქტინიუმი, ალკაბინიუმი, არგონი, დარიშხანი, ბარიუმი, ბისმუტი, ბორი, ბრომი, კალციუმი, ნახშირბადი, ცეზიუმი, ცერიუმი, ქლორი, ქრომი, კობალტი, სპილენძი, ერბიუმი, ფტორი, ოქრო, წყალბადი, ინდიუმი, რკინა, ლანთანი, ტყვია, ლითიუმი, მაგნიუმი, მანგანუმი, ვერცხლისწყალი, ნეპტენიუმი, აზოტი, ოსმიუმი, ჟანგბადი, ფოსფორი, პლატინა, პლოუტონიუმი, კალიუმი, რადიუმი, რენიუმი, რეზიდიუმი, რუტენიუმი, სამარიუმი, სკანდიუმი, სელენი, სილიციუმი, ვერცხლი, სტონციუმი, გოგირდ, ტანტალი, ალიუმი, თორიუმი, თულიუმი, ურანი, იტრიუმი, თუთია, ცირკონიუში, ნატრიუმი.

წყალმცენარეთა, როგორც დამატებითი საკვების, ზომიერი დოზების მიღებით ჩვენს ორგანიზმს უზრუნველვყოფთ ჯანმრთელობისათვის აუცილებელი იმ ზოგიერთი მიკროელემენტით მაინც, რომლებიც ხილსა და ბოსტნეულში არ შედის. კალიუმიანი წვენების ნარევს (სტაფილო-ნიახური-ოხრახუში და ისპანახი) წყალმცენარეთა ფხვნილს თუ დავამატებთ, კიდევ უფრო გავამდიდრებთ ამ ძვირფას ნარევს, რომელიც სასარგებლოა ჯირკვლების მთელი სისტემისათვის, განსაკუთრებით კი ფარისებრი ჯირკვლისთვის.


 

პრასის წვენი

პრასის წვენი ხახვისა და ნივრის წვენზე სუსტია, ნივრის წვენის მონაცემები მეტწილად პრასის წვენსაც შეეფარდება.


 

სალათის წვენი

სალათის წვენში ადამიანის ორგანიზმისთვის ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა. შეიცავს რკინისა და მაგნიუმის დიდ რაოდენობას. რკინა ორგანიზმში ყველაზე აქტიური ელემენტია და საჭიროა, რომ ის ნებისმიერ სხვა ელემენტზე ხშირად ახლდებოდეს. ღვიძლი და ელენთა რკინის დაგროვების ადგილები და ორგანიზმი მათ იყენებს მოულოდნელი აუცილებლობის შემთხვევაში, ვთქვათ, ბევრი სისხლის დაკარგვისას, სისხლის წითელი ბურთულების სწრაფად წარმოქმნისათვის. ყველაფერთან ერთად, ღვიძლში რკინის რეზერვები მინერალური ელემენტებით უზრუნველყოფენ ორგანიზმის ნებისმიერ ნაწილს კრიტიკულ მომენტებში. ვთქვათ, სისხლის დენისას. აგრეთვე, როცა მიღებული საკვები ამ ელემენტის აუცილებელ რაოდენობას არ შეიცავს ორგანული სახით.

ელენთაში რკინის რეზერვები იმ ელექტრული აკუმულატორული ბატარეის როლს ასრულებენ, რომელშიც სისხლი ელექტროობით იმუხტება თავისი ნორმალური ფუნქციების შესასრულებლად. სალათაში შემავალ მაგნიუმს აქვს განსაკუთრებული ცხოველმყოფელი უნარი, უმთავრესი კუნთოვან ქსოვილების, ტვინისა და ნერვებისთვის.

მაგნიუმის ორგანული მარილები უჯრედების, უმთავრესად ნერვული სისტემისა და ფილტვების ქსოვილთა საშენი მასალაა. ისინი ხელს უწყობენ აგრეთვე, ნორმალურ სისხლის მიმოქცევასა და სხვა ფუნქციების მოქმედებას, რომელთა გარეშე შეუძლებელია ნივთიერებათა წესიერი ცვლა.

რამდენადაც მაგნიუმის მარილების მოქმედება ეფექტურია მხოლოდ ორგანიზმში კალციუმის საკმაო რაოდენობის არსებობისას, სალათაში აღნიშნული ელემენტების შეხამება ამ ბოსტნეულს განსაკუთრებით ძვირფასს ხდის.

სტაფილოს წვენთან შერეული სალათის წვენის თვისებები მდიდრდება სტაფილოში შემავალი ვიტამინის დამატებით, აგრეთვე დამატებით ძვირფასი ნატრიუმისა, რომელიც ხელს უწყობს სალათაში კალციუმის გახსნილი სახით შენარჩუნებას.

სალათი შეიცავს 38% -ზე მეტ კალიუმს, 15% კალციუმს, 5% -ზე მეტ რკინას და დაახლოებით 6% მაგნიუმს.

სალათი აგრეთვე 9% -ზე მეტ ფოსფორს შეიცავს, რომელიც ტვინის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ელემენტია, და ბევრ გოგირდს, რომელიც შედის ჰემოგლობინის შემადგენლობაში და მჟანგველის როლს ასრულებს. ბევრი ნერვული დაავადება ორგანიზმში ამ ორი ელემენტის - გოგირდისა და ფოსფორის არაორგანული სახით, მაგალითად, ხორცის და ბურღულის მეშვეობით შეღწევის გამო ჩნდება.

სილიციუმთან ერთად, რომელსაც სალათა 8% -ზე მეტი ოდენობით შეიცავს, გოგირდი და ფოსფორი აუცილებელია კანისა და მყესების ნორმალური მდგომარეობისა და თმის ზრდისათვის. მარცვლოვნებისაგან დამზადებულ საკვებსა და სხვა მოხარშულ პროდუქტებში ამ ელემენტების არაორგანული სახით გადაჭარბებული რაოდენობა იმის მიზეზია, რომ თმების ძირები საჭირო საკვებს არ იღებენ და ისინი ცვივა.

სტაფილოს, სალათისა და ისპანახის წვენების ნარევის მიღება თმის ძერებისა და ნერვების საკვებით უზრუნველყოფას განაპირობებს. თმების ზრდისა და მათი ბუნებრივი ფერის აღდგენის გაუმჯობესებისთვის წვენების სხვა ეფექტური შეხამებაა საჭირო სტაფილოს, სალათის, მწვანე წიწაკისა და იონჯას წვენების ნარევი (იხილე თავი „იონჯას წვენი“)

სალათიდან წვენის მიღებისას აჯობებს მუქი მწვანე ფერის ფოთლები შევარჩიოთ და არა მკრთალი მწვანე (ესე იგი, შიდა) ფოთლები, რადგან პირველნი ბევრად უფრო მდიდარია ქლოროფილითა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტებით, ვიდრე მეორენი.

სალათის წვენი ძალზე სასარგებლოა მათთვის, ვისაც ტუბერკულოზი და კუჭის დაავადებები აქვთ. ის შარდმდენი საშუალებაა.

გირჩევთ, რომ ეს წვენი, რომელიც რკინისა და სხვა ძვირფასი ელემენტების მდიდარი წყაროა, სტაფილოს წვენთან შეხამებით ასვათ ბავშვებს (როგორც ძუძუთა ბავშვებს, ისე უფრო დიდი ასაკისას - საწოვარათი) - ის ძალზე ეფექტურ შედეგებს იძლევა.


 

სალათა რომენის წვენი

სალათა რომენი სალათების ოჯახს მიეკუთვნება. ამ სალათის სამშობლოა ბერძნულ არქიპელაგზე მდებარე კუნძული კნოსი, დიდ ბრიტანეთში კი ის ცნობილია „კოს სალათის“ სახელით.

ზღვის წყალმცენარეთა ცოტა ფხვნილგარეული სალათა რომენის წვენი ხელს უწყობს თირკმელზედა ჯირკვლების მუშაობის გააქტიურებას, კერძოდ, ორგანიზმის წონასწორობის შესანარჩუნებლად აუცილებელი ჰორმონ ადრენალინის გამოყოფის ფუნქციის შესრულებას. სალათა რომენის განსაკუთრებით ძვირფასი თვისებაა მაღალი შემცველობა ნატრიუმისა, რომელიც ამ სალათაში 60%-ით მეტია, ვიდრე კალიუმი. ეს გარემოება ამ სალათას ერთ-ერთ უძვირფასეს წვენად ხდის იქ, სადაც ნატრიუმისა და კალიუმის ასეთ შეფარდებას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, ბრინჯაოს დაავადებისას, როცა დაზიანებულია თირკმელზედა ჯირკვლები, რომლებიც მოითხოვენ ორგანული ნატრიუმის მაქსიმალურ რაოდენობას და შედარებით ნაკლები კალიუმის შემცველობას თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ჰორმონის უკმარისობის კომპენსირებისათვის.

ამ დაავადების მკურნალობისას მიღწეულია დადებითი შედეგები, როცა პაციენტი ყოველდღე დიდი რაოდენობით იღებდა ახალ უმ წვენებს, რომლებშიც ელემენტების ზემოაღნიშნული შეფარდება ჭარბობდა. ავადმყოფის საკვებიდან გამოირიცხებოდა ყველა კონცენტრირებული სახამებელი და შაქარი ყოველგვარი ხორცი, ხორცის პროდუქტი და ნატრიუმზე მეტი კალიუმის შემცველი ყველა ბოსტნეული, ეს გარემოება შემოფარგლავს ბოსტნეულისა და მათი წვენების არჩევანს, კერძოდ კი ესენია: ჭარხალი, ნიახური, სალათა რომენი. ისპანახი. ავადმყოფის კვების რაციონს ემატებოდა ახალი ბროწეული, ხენდრო, მარწყვი, პამიდორი, ლეღვი, ნუში და წიფლის წიწიბო.

ნებისმიერი წვენისთვის სტაფილოს წვენის დამატება კარგ შედეგს იძლევა.

კიდევ უკეთესი შედეგები მიიღწევა, მხოლოდ უმი მცენარეული საკვების მიღებით და მათი ზემოთდასახელებულ ბოსტნეულთა წვენების დამატებით.


 

მდოგვის ფოთლების წვენი

სალათებში ერთ-ერთი ძვირფასთაგანია მდოგვის ფურცლები. ამ ფოთლების წვენი შეიცავს მდოგვის ზეთის დიდ რაოდენობას, რასაც შეუძლია გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი ტრაქტისა და თირკმლების გაღიზიანება.

მდოგვის ფურცლები შეიცავს მჟაუნმჟავას მაღალ პროცენტს, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი მოხარშული სახით ჭამა. წაიკითხეთ თავი „მჟაუნმჟავა“

ცალკე აღებულმა მდოგვის ფოთლების წვენმა შეიძლება დისკომფორტი შეუქმნას ადამიანს, მაგრამ, ამის მიუხედავად, სტაფილოს, ისპანახისა და თალგამის წვენებთან შერეული ცოტა ეს წვენი სასიკეთოა ბუასილის დროს.

ისევე, როგორც წყლის წიწმატი, მდოგვის ფოთლებიც ძალზე ბევრ გოგირდსა და ფოსფორს შეიცავს და ორგანიზმზე მათი ზემოქმედება თითქმის. წყლის წიწმატის ზემოქმედების მსგავსია. იხილეთ თავი „წყლის წიწმატი“.


 

ხახვის წვენი

ხახვის წვენს რამდენადმე ნაკლებ მძაფრი სუნი აქვს, ვიდრე ნივრისას და ის უდავოდ გამაჯანსაღებელი საშუალებაა. ნიორზე რაც ითქვა, ის ხახვსაც ესადაგება.


 

ნესვის ხის ნაყოფის (პაპაიას) წვენი

ნესვის ხის ნაყოფი ხილია და არა ბოსტნეული, მაგრამ, ამის მიუხედავად, გვინდა მასზე აქ ვისაუბროთ მისი განსაკუთრებული სამკურნალო თვისებების გამო.

შედარებით ცოტა ხნის წინათ ეს ხილი პრაქტიკულად არ იყო ცნობილი ჩრდილოეთში, რადგან ის ტროპიკებში ხარობს.

ფორმით ის საზამთროს ან გოგრას მოგვაგონებს და სხვადასხვა ზომისაა - თითოეული ოთხასი გრამიდან ცხრა კილოგრამამდეა და უფრო მძიმეც.

ამ ნაყოფის წვენი შეიცავს პაპაინს (მცენარეული ფერმენტი, რომელიც ხელს უწყობს ცილების, პეპტიდების, ამიდებისა და რთული ეთერების ჰიდროლიზს. მნიშვნელოვანი რაოდენობით შედის ნესვის ხეში - პაპაიაში. რომელსაც იგივე თვისებები აქვს, რაც პეფსინს (კუჭის წვენის ფერმენტი, რომელიც საჭმლის მონელებისას შლის ცილას - მთარგმ.) ის შეიცავს, აგრეთვე, ფიბრონს, რომელიც თითქმის მხოლოდ ადამიანისა და ცხოველთა ორგანიზმშია (ფიბრინი - სისხლის ცილოვანი ნივთიერება; წარმოიშობა სისხლის პლაზმაში გახსნილი ფიბროგენისაგან ამ უკანასკნელის ფერმენტ თრომბინთან ურთიერთმოქმედების შედეგად. ფიბრინი თრომბის სტრუქტურული საფუძველია - მთარგმ.). ის კუჭსა და კუჭუკანა ჯირკვალში ადვილად შეითვისება და განსაკუთრებით ძვირფასია, როგორც სისხლის შედედების საშუალება.

ნესვის ხის მწვანე, დაუმწიფებელი ნაყოფი მწიფეზე გაცილებით მეტ აქტიური პაპაინის ენზინს შეიცავს. მწვანე ნაყოფის წვენი წარმატებით გამოიყენება ნაწლავთა მოშლილობის (წყლულებისა და უფრო სერიოზული შემთხვევის ჩათვლით) წარმოუდგენლად მოკლე დროში განსაკურნებლად.

ჩვენ ხშირად გვიხდებოდა დავკვირვებოდით, თუ როგორ უწყობდა ხელს მძიმე ჭრილობების სწრაფად შეხორცებას ნესვის ხის მწვანე ნაყოფიდან დამზადებული მალამო.

ნესვის ის როგორც მწვანე, ისე მწიფე ნაყოფის წვენი შეუცვლელი საშუალებაა ორგანიზმის ფუნქციების თითქმის ნებისმიერი მოშლის დროს. ერთი სიტყვით, ამ ხილის სახით ბუნებამ ჩვენ დაგვასაჩუქრა მრავალი დაავადების დროს პირველი დახმარების აღმოჩენის უშესანიშნავესი საშუალებით.


 

ოხრახუშის წვენი

ოხრახუშის წვენი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერმოქმედი წვენია. მარტო ეს წვენი არასოდეს არ უნდა დაილიოს 30-60 გრამზე მეტი.

აჯობებს, თუ ამ რაოდენობას შევურევთ სტაფილოს, სალათის, ისპანახის ან ნიახურის წვენში.

ახალი ოხრახუშის უმ წვენს აქვს ჟანგბადის ცვლის, თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლების ნორმალურ ფუნქციათა შენარჩუნების უნარი. მასში შემავალი ელემენტები ისეთ თანაფარდობას იცავენ, რომელიც ხელს უწყობს სისხლძარღვების, განსაკუთრებით კაპილარების და არტერიების გამაგრებას. ეს წვენი შესანიშნავი წამალია შარდ-სასქესო ტრაქტის დაავადებებისას და ძალიან კარგი საშუალებაა თირკმლებსა და საშარდე ბუშტში ქვების გაჩენისას, ნეფრიტის (თირკმლების ანთების) დროს, როცა შარდში ცილაა, და თირკმლების სხვა დაავადებების შემთხვევაშიც. ის წარმატებით გამოიყენება წყალმანკის სამკურნალოდაც.

ოხრახუშის წვენი ეფექტურია თვალისა და მხედველობის ნერვის სისტემის ნებისმიერი დაავადების დროს. თვალის რქოვანი გარსის დაწყლულების, კატარაქტის, კონიუნქტივის, ოფთალმიის გამოვლინება ნებისმიერ სტადიაზე ან გუგის მოდუნებულობა ეფექტურად იკურნებოდა ოხრახუშის უმი წვენისა, ან სტაფილოს, ნიახურის და ახალ წვენებთან შერევით.

ოხრახუშის წვენი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის შერეულია ჭარხლის ან ჭარხალ-სტაფილოს, აგრეთვე კიტრის წვენთან, წარმატებით გამოიყენება მენსტრუაციის გასაუმჯობესებლად. მენსტრუალური მოშლილობით გამოწვეული სპაზმები (ყელის, საყლაპავი მილის, კუჭ-ნაწლავისა და მისთანათა კუნთების კრუნჩხვითი შეკუმშვა - მთარგმ.). ძალიან ხშირად მთლიანად წყდებოდა ამ წვენების რეგურალურად გამოყენების შემდეგ. ამასთან, დიეტიდან გამოირიცხებოდა კონცენტრირებული სახამებლები და შაქარი, აგრეთვე, ხორცეული პროდუქტები.

 


 

უმი კალიუმის „წვნიანი“

ბევრი ბოსტნეული მდიდარია კალიუმით, მათგან კი განსაკუთრებით სტაფილო, ნიახური, ოხრახუში და ისპანახი. კალიუმის უკეთ შესათვისებლად უნდა ვსვათ ამ ბოსტნეულთა უმი შეუზავებელი წვენები, რათა ორგანიზმმა შეძლოს ნატურალური კალიუმის შეწოვა და შეთვისება.

კალიუმის „წვნიანის“ ამ ნარევში ორგანული მინერალები და მარილები ორგანიზმისთვის აუცილებელ პრაქტიკულად ყველა ელემენტს შეიცავს. ის საოცრად სწრაფად ამცირებს კუჭის მომატებული მჟავიანობას. ალბათ, არ არსებობს ორგანიზმისთვის ისეთი საკვები, რომელიც რაიმე მიმართებით ამ ნარევზე უფრო სრულფასოვანი იქნებოდა.

როცა ავადმყოფი სხვა საკვებს ვერ იღებს, უმი კალიუმის „წვნიანი“ ორგანიზმს ნოყიერი ნივთიერებით უზრუნველყოფს და აწესრიგებს მას. გამოჯანმრთელების გზაზე დამდგარი ავადმყოფისთვის ეს „წვნიანი“ ფასდაუდებელი რამაა, და ისღა დაგვრჩენია გვიკვირდეს, საავადმყოფოებსა და სანატორიუმში რატომ არ რთავენ მას ავადმყოფთა ყოველდღიურ რაციონში.

ზოგს არ მოსწონს ზოგიერთ ბოსტნეულის წვენში კალიუმის გემო. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ორგანიზმს აკლია ცოცხალი ატომები, უსიამოვნო გემოს შეგრძნებებს უნდა შევურიგდეთ და გონების კარნახით უნდა ვიმოქმედოთ.

როგორც უკვე ვთქვით, მთელ ფარმაკოპეაში ავადმყოფობის შემდეგ ორგანიზმის აღსადგენად აუცილებელ ცოცხალ ორგანულ მკვებავ ატომებს, ვიტამინებსა და ჰორმონებს არცერთი წამალი არ იძლევა. ასეთ საკვებს ორგანიზმს ყველაზე სწრაფად ახალი უმი ბოსტნეულის წვენები აწვდის.

რამდენადაც ჩვენი უჯრედებისა და ქსოვილების შემადგენელი ატომები მინერალებსა და ქიმიურ ელემენტებს წარმოადგენენ, ხოლო ჯირკვლები ორგანოები და მთლიანად ორგანიზმი გარკვეული წესრიგით განლაგებულ ატომთა ერთობლიობაა, ძალგვიძს დავადგინოთ, ჩვენს საკვებსა და განსაკუთრებით წვენებში ქიმიური და მინერალური ცოცხალი ელემენტების სახელდობრ რომელ შენაერთებს შეუძლია ჩვენი სხეულის შესაბამისი ნაწილების გამოკვება.


 

სათესი ძირთეთრას წვენი

ძირთეთრას წვენი შეიცავს ძალზე ცოტა კალციუმს და კიდევ უფრო ცოტა ნატრიუმს, მაგრამ, სამაგიეროდ, ძირთეთრა ძალზე მდიდარია კალიუმით, ფოსფორით, გოგირდით, სილიციუმითა და ქლორით. კალციუმისა და ნატრიუმის მცირე რაოდენობით შემცველობის გამო ამ ბოსტნეულის, როგორც საკვების, ღირებულება ზოგიერთი სხვა ბოლქვების ღირებულებასავით დიდი არაა, მაგრამ ძირთეთრას ფოთლებისა და ფესვების წვენის სამკურნალო ღირებულება ძალზე დიდია.

სილიციუმისა და გოგირდის დიდი რაოდენობით შემცველობა იცავს ფრჩხილებს დამტვრევისგან. ფოსფორი და ქლორი განსაკუთრებით სასარგებლოა ფილტვებისა და ბრონქებისთვის, აქედან გამომდინარე კი ეს წვენი ტუბერკულოზით, ფილტვების ანთებით და ემფიზემით დაავადებულთა ჩინებული საკვებია.

კალიუმის შემცველობის დიდი პროცენტი იმდენად ძვირფასია ტვინისთვის, რომ ეს წვენი გამოიყენება მრავალგვარი გონებრივი მოშლილობის დროს.

ყველაფერი ზემოთქმული მხოლოდ სათეს ძირთეთრას შეეხება, ველური ძირთეთრა კი არ გამოდგება საკვებად, რადგან ის შხამიან კომპონენტებს შეიცავს.

 


 

მწვანე წიწაკის წვენი

ეს წვენი შეიცავს დიდი რაოდენობით სილიციუმს, რომელიც ასე აუცილებელია ფრჩხილებისა და თმისთვის. შველის ქონის ჯირკვლებსა და ცრუ ცრემლის სადინარსაც. სტაფილოს წვენთან შერეული წვენი (ის 25-დან 50%-ს უნდა შეადგენდეს) შესანიშნავად წმენდს კანიდან ლაქებს (იგულისხმება კანზე ის ლორწოვან გარსზე განსხვავებული სიდიდის, ფორმისა და ფერის ლაქები - მთარგმ), ნაწლავებში აირის წარმოქნით, ჭვალით, სპაზმებით გამწარებული ადამიანები დიდ შვებას გრძნობდნენ ყოველდღე ხუთასი გრამი ამ წვენისა და ამდენივე სტაფილოსა და ისპანახის წვენების ნარევის დალევით. გვმართებს გავითვალისწინოთ, წვენების მიღება უზმოზე. ორი-სამი საათის ინტერვალით.


 

კარტოფილის წვენი

უმი კარტოფილი შეიცავს ადვილად შესათვისებელ შაქრებს, რომლებსაც ხარშვა სახამებლად აქცევს. ვენერიული დაავადებებით შეპყრობილმა, აგრეთვე იმ ადამიანებმა, რომლებსაც სქესობრივი აგზნება ახასიათებთ, კარტოფილი არ უნდა ჭამონ.

მოხარშული ხორცისა და კარტოფილის ერთად ჭამა აძლიერებს მოქმედებას სოლანინისა (სოლანინი– ასკალოიდური შხამი, რომელიც უფრო მეტი რაოდენობით მწვანე კარტოფილშია), რომელმაც ხორცის ჭამის შემდეგ წარმოქმნილი შარდმჟავას კრისტალებთან ერთად შეიძლება მეტისმეტად აღაგზნოს სასქესო ორგანოების მაკონტროლებელი ნერვები.

მაგრამ უმი კარტოფილის წვენი ძალზე სასარგებლოა სახიდან ლაქების გასაქრობად, რაც იმით აიხსნება, რომ იგი დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს, გოგირდს, ფოსფორსა და ქლორს. მაგრამ ეს ძვირფასი ნივთიერებები მარტო უმ კარტოფილშია. ამ სახის კარტოფილი ორგანული ატომებისაგან შედგება.

როცა კარტოფილი მოიხარშება, ეს ნივთიერებები არაორგანულ ატომებად იქცევა და ორგანიზმის საშენ მასალად ოდნავ ან საერთოდ არ გამოდგება.

ხელოვნური სასუქების გამოუყენებლად მოყვანილი ქორფა, უმი კარტოფილი ძალიან გემრიელია, ის ბევრს უყვარს და. რასაკვირველია, კარგი საკვებია.

უმი კარტოფილის წვენი ასუფთავებს ორგანიზმს და ის განსაკუთრებით სტაფილოს წვენთან ერთადაა სასარგებლო.

უმი კარტოფილის წვენი, სტაფილოსა და ნიახურის წვენებთან ერთად, ძალიან მარგებელია მოშლილი საჭმლის მომნელებელი სისტემის, ნერვების დაავადებათა, ვთქვათ, იშიაზისა და ჩიყვის მკურნალობისას. ასეთ შემთხვევებში ყოველდღიურად ნახევარი ბოთლი სტაფილოს, ჭარხლისა და კიტრის წვენის დალევა ძალზე ხშირად გასაოცრად მოკლე დროში იძლევა დადებით შედეგებს, ოღონდ, იმ პირობით, დიეტიდან ყველა ხორცეული და თევზეული საკვები მთლიანად თუ გამოირიცხება.

სტაფილოს, კარტოფილისა და ნიახურის წვენების სმა სასიკეთო გავლენას ახდენდა ემფიზემით დაავადებულებზე (ემფიზემა ბერძ. გაბერვა 1. ჰაერის დაგროვება რაიმე ორგანოში, ქსოვილში. 2. ფილტვის მოცულობის ავადმყოფური გადიდება მთარგმ.).

ბატატი (მრავალწლიანი ბალახეული მცენარე, რომლის ტუბერებს იყენებენ საჭმელად; ხარობს თბილ ქვეყნებში; ტკბილი კარტოფილი მთარგმ.) ბოტანიკურად, ჩვეულებრივ კარტოფილს არ მიეკუთვნება. ის შეიცავს ბევრად უფრო მეტ ნახშირბადს ნატურალური შაქრების სახით, ვიდრე ჩვეულებრივი კარტოფილი და სამჯერ მეტ კალიუმს, ორჯერ მეტ ნატრიუმს, ორჯერ მეტ სილიციუმს და ოთხჯერ მეტ ქლორს. ამიტომ ბატატის (ტკბილი კარტოფილის) ჩვენი ჩვეულებრივი კარტოფილის წვენზე ძვირფასია. ბატატის შერჩევისას სიფრთხილე გვმართებს და, აი, რატომ: ჩვეულებრივი კარტოფილი იტანს უხეშ მოპყრობას, ბატატს კი ხშირად უჩნდება ნაღვენთი თუ დამპალი ლაქები, რაც მთელ ბოლქვს აფუჭებს.


 

ბოლოკის წვენი

ეს წვენი ფოთლებიდან და ფესვებიდან იწურება და ცალკე არასოდეს არ უნდა დაილიოს, რადგან ძლიერ რეაქციას გამოიწვევს.

სტაფილოს წვენთან შეხამებით ის ხელს უწყობს ორგანიზმის ლორწოვანი გარსის ტონუსის აღდგენას. განსაკუთრებით ეფექტურია, თუ მას პირშუშხას წვენის მიღებიდან ერთი საათის შემდეგ დავლევთ (პირშუშხას წვენი შესაბამის თავშია აღწერილი). ბოლოკის წვენი აყუჩებს სატკივარს და ორგანიზმს ასუფთავებს ლორწოსგან, რომელიც პირშუშხას წვენმა გახსნა, ამას გარდა, ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის აღდგენას.

ბოლოკის შემცველობის დაახლოებით ერთ მესამედს შეადგენს კალიუმი, დანარჩენი ორი მესამედიდან კი ერთ მესამედზე მეტი ნატრიუმია. მასში როგორც რკინის, ისე მაგნიუმის შემცველობის პროცენტი მაღალია, რითაც აისახება ბოლოკის წვენის სასიკეთო გავლენა ლორწოვან გარსზე.

ჩვეულებრივ, უმეტეს შემთხვევაში აუცილებელი არაა ფისტულების გამომწვევი ლორწოს ოპერაციით მოცილება. ამ ოპერაციის წყალობით ისპობა ლორწოს გარკვეული რაოდენობა, მაგრამ ოპერაციის შემდგომი ეფექტი საბოლოო ჯამში შესაძლოა უარყოფითი იყოს. ამ მიმართებით პირშუშხასა და ლიმონის საწებელა იძლევა შესანიშნავ შედეგს. ლორწოს წარმოქმნის მიზეზია რძისა რძის პროდუქტების, კონცენტრირებული სახამებლებიანი პურისა და ბურთულის გადაჭარბებული დოზებით მიღება.


 

რევანდის წვენი

რევანდი უფრო მეტად ბავშვებში თირკმლების ფუნქციათა მოშლას იწვევს. რევანდი შეიცავს უფრო მეტ მჟაუნმჟავას, ვიდრე ნებისმიერი სხვა ბოსტნეული. ხარშვისას ეს მჟავა გადაიქცევა არაორგანულ ქიმიურ ნივთიერებად, რომელიც, ორგანიზმში მოხვედრისას, მჟაუნმჟავას აურაცხელ კრისტალს ლექავს.

(რევანდი - დიდფოთოლა მაღალი მცენარეა, რომელიც მატიტელასებრთა ოჯახს მიეკუთვნება; ზოგიერთი სახეობა ბოსტნეულად გამოიყენება, ზოგი სამკურნალოდ, ზოგიც სადეკორაციოდ - მთარგმ.)

რევმატიზმითა და რევმატული ციებ-ცხელებით დაავადების უთვალავი შემთხვევა შეიძლება მოხარშული რევანდის ხმარებით ავხსნათ.

იმის გამო, რომ ორგანიზმში დალექილი მჟაუნმჟავას კრისტალები დაუყოვნებელ რეაქციას არ იწვევენ, მათი მოქმედება კი უფრო ნელი და ვერაგულია, შედეგები არასოდეს არ მიეწერება ნამდვილ მიზეზს მოხარშული რევანდის ჭამას.

მჟაუნმჟავას თემა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას ცალკე თავი ენდა დაეთმოს.

გარკვეული სარგებლობა შეიძლება მოგვიტანოს ცოტა რევანდის წვენის სმამ, ოღონდ მხოლოდ სხვა წვენებთან, მაგალითად, სტაფილოს, ნიახურის ან ხილის წვენებთან შერევით. ამ სახით მას შეუძლია ნაწლავთა პერისტალტიკის სტიმულირება. რევანდის წვენი შაქრით არასოდეს დაატკბოთ, ამისთვის თაფლი გამოიყენეთ.


 

მჟავე კომბოსტოს წვენი

მლაშე, მარილიან წყალში წვრილად დაკეპილი კომბოსტოს ფერმენტაციის პროცესი განსაკუთრებით საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან გარსს ვნებს. დიდად აზიანებს აგრეთვე კანს, აუხეშებს მას. მასში არაორგანული მარილის ხსნარის დიდი რაოდენობით შემცველობა საჭმლის მომნელებელი ორგანოების გაღიზიანებას იწვევს.(დუღილი/ფერმენტაცია: ნახშირწყლოვან ნივთიერებათა სწრაფი დაშლა მიკროორგანიზმების შემოქმედებით - მთარგმ.).


 

მჟაუნას წვენი

მჟაუნას წვენი დიდად უწყობს ხელს მოდუნებული ნაწლავების აღდგენას. ეს ბოსტნეული მდიდარია კალიუმის ოქსალათით (ოქსლათი ბერძნ. მჟავე მარილი. ჯგუფი ორგანული შენაერთებისა, მარილებისა და მჟაუნმჟავას ეთერებისა მთარგმ.), რომელიც ძვირფასია ადამიანის ორგანიზმისთვის, ოღონდ ორგანული სახით. მოხარშული მჟაუნა არასოდეს არ უნდა ჭამოთ.

მჟაუნა შეიცავს განსაკუთრებით ბევრ რკინასა და მაგნიუმს, რომლებიც განუწყვეტლივ სჭირდება სისხლს და, აგრეთვე, ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს გამსუფთავებელ ელემენტებს ფოსფორს, გოგირდსა და სილიციუმს (კაჟბადს), რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ყველა ნაწილისთვის - თხემით ტერფამდე.


 

ისპანახის წვენი

უხსოვარი დროიდან იცოდნენ, რომ ისპანახი ძალზე აუცილებელია მთელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტისთვის, კუჭიდან დაწყებული და მსხვილი ნაწლავით დამთავრებული.

უმი ისპანახის სახით ბუნებამ ადამიანი მოამარაგა ჩინებული ორგანული ნივთიერებით ნაწლავის ტრაქტის გასასუფთავებლად და ფუნქციათა აღსადგენად. კარგად მომზადებული უმი ისპანახის წვენს, ყოველდღე ნახევარი ლიტრის დალევის შემთხვევაში. შეუძლია რამდენიმე დღეში ან კვირაში უშველოს უმძიმესი ფორმის ყაბზობას (კუჭში შეკრულობას). სასაქმებლებს სამწუხაროდ, ისე იყენებენ, რომ არ ესმით რა ხდება სინამდვილეში. ნებისმიერი ქიმიური ან არაორგანული სასაქმებელი გამაღიზიანებლად მოქმედებს, ხელს უწყობს ნაწლავის კუნთებს მის სასაქმებლის გამოყოფას. პრაქტიკამაც სავსებით თვალნათლივ დაადასტურა, რომ სასაქმებლის მიღების ჩვევა იწვევს სულ უფრო და უფრო ძლიერი სასაქმებლების მიღების აუცილებლობას. ამის შედეგად ყაბზობის განკურნვა კი არ ხდება, არამედ ვითარდება ადგილობრივ ქსოვილთა, კუნთებისა და ნერვების ქრონიკული უმოქმედობა.

სასაქმებელი საშუალებები უბრალოდ ნაწლავთა პროგრესული დეგენერაციის გამომწვევი გამაღიზიანებლებია.

უმი ისპანახის წვენი ძალზე ეფექტურია არა მარტო ნაწლავების ქვედა ნაწილს, არამედ მთელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გასუფთავებისათვის, ხელს უწყობს მათ გაჯანსაღებას.

ისპანახის სხვა ძვირფასი თვისებაა მისი ზემოქმედება კბილებსა და ღრძილებზე და პიორეასგან (ჩირქ დენისგან) დაზღვევა. ეს დაავადება სურავანდის მსუბუქი ფორმაა და იწვევს ორგანიზმში სწორედ იმ ელემენტების ნაკლებობას, რომლებსაც სტაფილოსა და ისპანახის წვენები შეიცავს. მოხარშული ბურღულების, გასუფთავებული შაქრისა და სხვა არასრულფასოვანი საკვებით კვების, აგრეთვე ვიტამინის ნაკლებობის შედეგად იწყება ღრძილებიდან სისხლდენა და კბილის პულპის ფიბროიდული დაშლა. (კბილის პულრბილობი, რომლითაც ამოვსებულია კბილის გვირგვინისა და ფესვის ღრუ მთარგმ.).

ამის საბოლოოდ აღმოფხვრა მხოლოდ უმი ნატურალური მცენარეული საკვების და განსაკუთრებით საკმარისი დოზის სტაფილოსა და ისპანახის წვენის მიღებითაა შესაძლებელი. ორგანიზმის ისეთი დარღვევები, როგორიცაა: ნაწლავთა წყლულები, ავთვისებიანი ანემია, კონვულსიები, ნერვული სისტემის აშლილობა, თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლების სეკრეციები, ნევრიტი (ნერვის ანთება), ართრიტი, აბსცესები (ქსოვილის ჩირქგროვა ან ორგანოს შემოფარგლული დაჩირქება) და ფურუნკულები (კანის საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლების ჩირქოვანი ანთება; ძირმაგარა - მთარგმ.), კიდურების შეშუპებები, სისხლდენისკენ მიდრეკილება, ძალ-ღონის დაკარგვა, რევმატული და სხვა ტკივილები, გულის ფუნქციების მოშლა, დაბალი და მაღალი სისხლის წნევა, მხედველობის დაქვეითება, თავის ტკივილი (შაკიკისებურიც). უწინარეს ყოვლისა, შედეგია ნაწლავების ქვედა ნაწილებში ნარჩენების დაგროვებისა, აგრეთვე ორგანიზმში ზოგიერთი იმ ელემენტის ნაკლებობისა, რომლებსაც შეიცავს უმი სტაფილო და ისპანახი. ორგანიზმისთვის ამ ელემენტების, მიწოდების ყველაზე ეფექტური და სწრაფი საშუალებაა ყოველდღიურად არანაკლებ თითო პინტა (პინტა 0,473 ლიტრი) უმი ბოსტნეულის წვენის დალევა, იმ აუცილებელი პირობით, რომ დიეტიდან გამოირიცხოს ხორცეული ორგანიზმის სხვა დამანაგვიანებელი პროდუქტები.

ისპანახი, სალათა და წყლის წიწმატი, სტაფილოსა და მწვანე წიწაკასთან ერთად, ბოსტნეულის ის სახეობებია, რომლებიც ყველაზე ბლომად შეიცავენ C და E ვიტამინებს. ორგანიზმში ვიტამინის ნაკლებობაა მუცლის მოშლის, აგრეთვე, როგორც დედაკაცთა, ისე მამაკაცთა სქესობრივი უძლურებისა და უნაყოფობის ერთ-ერთი მიზეზი. დამბლის ბევრი ფორმაც ვიტამინის ნაკლებობის შედეგია. მისი ნაკლებობა იწვევს ნივთიერებათა ცვლისა და საერთოდ კარგი გუნებაგანწყობის გაფუჭებას.

მჟაუნმჟავა ნაწლავების მუშაობის იმდენად მნიშვნელოვანი ელემენტია, რომ ჩვენ მას ცალკე თავი დავუთმეთ.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოხარშული ისპანახის მიღება (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ძალიან გვინდა ჩვენს თირკმლებში მჟაუნმჟავას კრისტალების დაგროვება, რასაც თირკმლების ტკივილები და დაავადებები მოჰყვება). როცა ისპანახი იხარშება ან კონსერვირდება, მჟაუნმჟავას ატომები მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით არაორგანულ ატომებად იქცევა და მათ შეუძლიათ თირკმლებში მჟაუნმჟავას კრისტალების წარმოქმნა.


 

მჟაუნმჟავა

ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი საიდუმლოებაა პერისტალტიკური მოძრაობა (პერისტალტიკა ბერძ. მომჭერი. ღრუ ორგანოს საყლაპავი მილის, კუჭის, ნაწლავების და მისთ. კედლების ტალღისებური რიტმული შეკუმშვა - გაფართოება მთარგმ.) ეს მოძრაობა ანუ მოქმედება ხდება საჭმლის მომნელებელ არხში, სისხლის მიმოქცევის სისტემაში, სათესლე ბაგირაკებსა და შარდისა თუ ნერწყვის გამომყოფ ორგანოებში. ეს მოძრაობა შედგება ნერვებისა და კუნთების თანმიმდევრული შეკუმშვათა და მოდუნებათა სერიისაგან, ხდება უნებურად, და როგორც ჩანს, სრულიად ავტომატურად.

მაგრამ, სავსებით ბუნებრივია, რომ ამ პერისტალტიკური მოძრაობის ეფექტურობა დამოკიდებულია ამ ნერვებისა და კუნთების ტონუსისა და ფიზიკური მდგომარეობისგან.

მჟაუნმჟავა ტონუსის დაცვისა და პერისტალტიკის სტიმულირებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი მნიშვნელოვანი ელემენტია. სავსებით ცხადია, რომ ორგანიზმში ყოველი უნებლიე მოძრაობა დამოკიდებულია ორგანოების უჯრედებისა და ქსოვილებში სიცოცხლის არსებობისაგან. სიცოცხლე აქტიურია, მაგნიტურია, მაშინ, როცა მკვდარ მატერიაში არაა მოძრაობა და ეს, რასაკვირველია, ჩვენი ორგანიზმის უჯრედებსა და ქსოვილებზეც ვრცელდება.

თუ ისეთი მნიშვნელოვანი ორგანოები, როგორიცაა საჭმლის მომნელებელი და გამომყოფი ორგანოები, ან მათი ნებისმიერი ნაწილი, უძლურდება და კვდება, მათი ფუნქციების ეფექტურობაც უარესდება. ეს ვითარდება მხოლოდ მაშინ, როდესაც უჯრედებისა და ქსოვილებისთვის მიწოდებულ საკვებში ცოცხალი ატომების ნაკლებობა ან არარსებობაა. ცოცხალი საკვები ის საკვებია, რომელიც ცოცხალ ორგანულ ატომებსა და ენზიმებს შეიცავს, ესენი კი მხოლოდ უმ საკვებშია.

წინა თავებში ჩვენ უკვე შევეხეთ მნიშვნელოვან საკითხს ჩვენს საკვებში ორგანული და არაორგანული ატომების თანაფარდობას. ძალზე მნიშვნელოვანია ამ მომენტის ხაზგასმა მჟაუნმჟავასთან მიმართებაში. როცა საკვები უმია ბოსტნეული იქნება ეს, თუ მისგან დაყენებული წვენი, მასში ყოველი ატომი ცოცხალი ორგანული სახითაა და მასში უხვადაა ენზიმები. ამიტომ მჟაუნმჟავა ჩვენს უმ ბოსტნეულში თუ მათ წვენებში ორგანულია და ის არა მარტო მარგებელია, არამედ ჩვენი ორგანიზმის ფიზიოლოგიური ფუნქციებისთვის აუცილებელიცაა.

ამასთან, მჟაუნმჟავა მოხარშულ და დამუშავებულ საკვებში გარკვეულწილად მკვდარია, ან არაორგანული ხდება და ის არა მარტო მავნეა, არამედ ორგანიზმის დამრღვეველიცაა. მჟაუნმჟავა ადვილად უერთდება კალციუმს. თუკი ორივე ეს ნივთიერება ორგანულია, მაშინ ასეთი შეხამება სასარგებლოა და კონსტრუქციული, რადგან მჟაუნმჟავა ხელს უწყობს კალციუმის შეთვისებას და, იმავდროულად, ასტიმულირებს ორგანიზმის პერისტალტიკურ ფუნქციას.

მაგრამ, როცა საკვებში შემავალი მჟაუნმჟავა ხარშვისა და დამუშავების შემდეგ არაორგანული ხდება, ის უერთდება მიღებულ თუნდაც სხვა საკვებში შემავალ კალციუმს და, ამასთან სპობს ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებათა საკვებ ღირებულებას ეს იწვევს კალციუმის სერიოზულ ნაკლებობას, აქედან გამომდინარე კი ძვლის ქსოვილის დაშლას. აი, რატომ არ შეიძლება მოხარშული ან კონსერვირებული ისპანახის ჭამა. რაც შეეხება მჟაუნმჟავას, როცა ის საკვების მოხარშვისა და დამუშავების შედეგად არაორგანული ხდება, თირკმლებში ხშირად წარმოშობს მჟაუნმჟავას არაორგანულ კრისტალებს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს საკვებში შემავალ მინერალურ ნივთიერებებს მაგალითად, რკინას, ორგანიზმი ხშირად ვერ ითვისებს მთლიანად, როცა ისინი საკვების მოხარშვის არაორგანულნი ხდებიან და ქიმიური და სხვა ზემოქმედებით ზოგჯერ აფერხებენ, აბრკოლებენ სხვა ელემენტების შეთვისებას. მაგალითად, უმი ისპანახის ახალდაყენებულ წვენში შემავალი რკინის გამოყენება შესაძლებელია ასი პროცენტით, მაგრამ მოხარშულ ისპანანში შემავალი რკინის ერთი მეხუთედი ან კიდევ უფრო ნაკლები თუ გამოიყენება.

ამიტომ გვმართებს გვახსოვდეს, რომ მჟაუნმჟავა ჩვენი სხეულისთვის ძვირფასი პროდუქტია და ჩვენ ყოველდღე უნდა დავლიოთ მისი შემცველი ბოსტნეულების ახალ-ახალი წვენები და ჩვენს საკვებს დავუმატოთ უმი ბოსტნეული სალათების სახით.

ორგანულ მჟაუნმჟავას ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს ქორფა ისპანახი (ჩვეულებრივიც და ახალზელანდიურიც), ჭარხლის, თალგამისა და მდოგვის ფოთლები, ბოსტნის კომბოსტო და ფართოფოთლიანი ფრანგული მჟაუნა.


 

პომიდვრის წვენი

პომიდვრის წვენი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე უფრო ფართოდ გამოყენებული კონსერვირებული წვენია. ახალი, უმი პომიდვრის წვენი ერთ-ერთი ყველაზე უფრო სასარგებლოა. მას ტუტე რეაქცია ახასიათებს, იმ პირობით, თუ დამატებული არ აქვს კონცენტრირებული სახამებლები და შაქრები; წინააღმდეგ შემთხვევაში აშკარად მჟავურ რეაქციას მივიღებთ.

პომიდორი შეიცავს ლიმონისა და ვაშლის მჟავების საკმაოდ დიდ პროცენტს, აგრეთვე მჟაუნმჟავას გარკვეულ პროცენტს. ყველა ეს მჟავა მარგებელი და აუცილებელია გაცვლითი პროცესების დროს, თუ ისინი ორგანული სახითაა. როცა პომიდორი იხარშება ან კონსერვირდება, ეს მჟავეები არაორგანული ხდება და ადამიანის ორგანიზმისათვის მავნეა, მაგრამ მათი მავნებლობა მაშინვე არ იჩენს თავს, შეუმჩნევლად, გარკვეული დროის შემდეგ მჟღავნდება. ზოგიერთ შემთხვევაში თირკმლებსა და შარდის ბუშტში ქვების წარმოქმნა მოხარშული და კონსერვირებული ტომატების ან წვენების, განსაკუთრებით სახამებლიანი და შაქრიანი წვენების სმის პირდაპირი შედეგია.

ახალი, უმი ტომატის წვენი მდიდარია ნატრიუმით, კალციუმით, კალიუმითა და მაგნიუმით.

არსებობს ძალზე ბევრი ჯიშის პომიდორი და ყველა მათგანი, როცა უმი და ნედლია, ფრიად მარგებელია. მათგან შესანიშნავი და მარგებელი წვენი მზადდება.


 

ჭოტოსანი (პარკი) ლობიოს წვენი

ეს წვენი განსაკუთრებით დიაბეტით დაავადებულთათვისაა მარგებელი: დიაბეტი არასწორი კვებით, კერძოდ, კონცენტრირებული სახამებლებისა და შაქრების გადამეტებული გამოყენებით გამოწვეული სნეულებაა. ხორცისა და ხორცეული პროდუქტების მიღებით დიაბეტიანთა მდგომარეობა უარესდება.

აღიარებულია, რომ ინსულინის ინექცია ამ სნეულებას ვერ არჩენს. დიაბეტი მემკვიდრეობითი ავადმყოფობა არაა. მაგრამ ის შეიძლება გამოწვეული იყოს კონცენტრირებული ნახშირბადების ჭარბი გამოყენებით. არაორგანული, მოხარშული ფქვილეულისა და ბურღულეულის პროდუქტების, აგრეთვე პასტერიზებული ან ნადუღი ძროხის რძის მიღებაა ბავშვებსა და მოზარდებში, შემდეგ კი სრულ ასაკოვნებში, დიაბეტის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი.

ინსულინი არის კუჭუკანა ჯირკვლის (პანკრეასის) მიერ იმისთვის გამოყოფილი ნივთიერება, რათა ორგანიზმს მიეცეს საშუალება გამოიყენოს ნატურალური (მაგრამ არა ქარხნის მიერ დამზადებული) შაქარი როგორც სათბობი ენერგიის მისაღებად. როგორც უკვე ვთქვით, ორგანიზმს შეუძლია კონსტრუქციულად გამოიყენოს ნატურალური ორგანული შაქრები, რომლებსაც უხვად შეიცავს ნედლი ბოსტნეული და ხილი, მაგრამ არ შეუძლია გამოიყენოს სახამებელი და შაქარი, მან ისინი უნდა გადააქციოს „პირველად“ შაქრად. სახამებელი არაორგანული პროდუქტია, მისგან ორგანიზმში მიღებული შაქრები კი, რასაკვირველია, ასევე არაორგანულია. არაორგანულ ნივთიერებებში ცოცხალი ენზიმები არაა, ამიტომ კუჭუკანა ჯირკვალი სახამებლის შაქრად გადაქცევის პროცესში ზედმეტად იტვირთება და იღებს უკვე უსიცოცხლო ატომებს, რომლებსაც სრულიად არ გააჩნიათ აღდგენის ან მშენებლობის უნარი. ყოველივე ეს დიაბეტით დაავადებას იწვევს.

ის ფაქტი, რომ დიაბეტის დროს გროვდება ზედმეტი ცხიმოვანი ქსოვილები, არაორგანული ინსულინის ცრუ სტიმულის შედეგია არაორგანული ინსულინი არა მარტო არ წვავს წიდებს, არამედ, პირიქით, ხელს უწყობს მათ დაგროვებას.

დადგენილია, რომ პარკი ლობიოსა და ბრიუსელის კომბოსტოს წვენი შეიცავს ელემენტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ნატურალური ინსულინის გამოყოფას საჭმლის მომნელებელი ორგანოების საჭიროებისათვის.

დიაბეტის დროს აუცილებელია დიეტიდან ყველა კონცენტრირებული სახამებლისა და შაქრის (და რასაკვირველია, ხორცეული პროდუქტების) ამოღება და ყოველდღე თითო ლიტრი სტაფილოს, სალათის, პარკი ლობიოსა და ბრიუსელის კომბოსტოს ნარევი წვენის დალევა. ამას გარდა, აუცილებელია ყოველდღიურად ნახევარი ლიტრი სტაფილოსა და ისპანახის წვენების ნარევის მიღება. რეკომენდებულია, რეგულარულად კუჭის გამწმენდი ოყნის გაკეთება.


 

თალგამის წვენი

ბოსტნეულის არცერთი სახეობა არ შეიცავს კალციუმის ისეთ დიდ პროცენტს, როგორც თალგამის ფოთლები. კალციუმი აქ ორმოცდაათ პროცენტზე მეტით აღემატება ყველა დანარჩენ მინერალსა და მარილს ერთად.

ამიტომ ეს წვენი შესანიშნავი საკვებია ძვლებისა და კბილების დარბილებით დაავადებული ბავშვებისა და სრულასაკოვანთათვის. თალგამის ფოთლების წვენის სტაფილოსა და ბაბუაწვერას წვენებთან შერევით მივიღებთ ერთ-ერთ უეფექტურეს საშუალებას კბილებისა და ორგანიზმის ყველა ძვლოვანი ქსოვილის გასამაგრებლად. ბაბუაწვერაში მაგნიუმის შემცველობის ძალიან მაღალი პროცენტი, თალგამის ფოთლებში შემავალ კალციუმთან და სტაფილოს წვენში შემავალ ელემენტებთან შეხამებით, ძვლებს ამყარებს და ამაგრებს.

კალიუმი ბლომადაა თალგამის ფოთლებშიც, რაც ამ წვენს ანიჭებს ორგანიზმის ტუტე შემადგენლობის გაზრდის უნარს, განსაკუთრებით მაშინ, თუ იმ წვენს ნიახურისა და სტაფილოს წვენებთან ერთად მივიღებთ. ამიტომ ის საუკეთესო საშუალებაა მჟავიანობის დასაწევად. თალგამის ფოთლები ასევე ბევრ ნატრიუმსა და რკინას შეიცავს.

საქმეში ჩაუხედავთ რა უცნაურადაც არ უნდა მოეჩვენოთ, ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობა შესაძლებელია ზოგჯერ გამოწვეული იყოს პასტერიზებული ძროხის რძის მოხმარებით. რასაკვირველია, ფქვილეულისა და ბურღულეულის პროდუქტების, აგრეთვე შაქრის, ხშირი მოხმარებაც იწვევს კალციუმის ნაკლებობას, თუმცა ეს პროდუქტები კალციუმის დიდ პროცენტს შეიცავენ, მაგრამ ეს კალციუმიც, ცემენტის დამზადებისთვის რომ იყენებენ, იმ კალციუმივით არაორგანულია.

ორგანიზმის უჯრედებსა და ქსოვილებს არ შეუძლიათ საშენი მიზნებისთვის ამგვარი არაორგანული კალციუმის ატომების გამოყენება და ამიტომ ისინი ორგანიზმიდან იდევნება სისხლის მიმოქცევის მეოხებით, რათა ორგანიზმის ნორმალური მოქმედება არ დააბრკოლოს.

ამ არაორგანული ატომების დიდი ნაწილი გადადის სისხლძარღვების ბოლოებში. რამდენადაც ყველაზე მოსახერხებელი ადგილი სწორი ნაწლავია, ეს ნარჩენები თანდათან იქ გროვდება და მისი რაოდენობა თანდათან მატულობს, რაც აწუხებს ავადმყოფს და იწვევს ტკივილს. ამ მდგომარეობას ბუასილი ჰქვია.

იმის გამო, რომ ადამიანთა უმეტესობა დიდი რაოდენობის ნახარში, არაორგანული საკვებით იკვებება, სავსებით ბუნებრივია, რომ დაახლოებით მათ ნახევარს აქვს ბუასილი და მათ იციან ეს, მეორე ნახევარ კი შეიძლება სჭირდეს, მაგრამ არ იცოდნენ.

ჩვენ არ ვიცით ერთი შემთხვევაც კი, რომ ბუასილი აწუხებდეს იმათ, ვინც მთელი თავის სიცოცხლის მანძილზე არაორგანული პროდუქტებით კვებას გაურბის. მეორე მხრივ, ვხედავთ ამ სნეულების აურაცხელ მსხვერპლს, რომლებიც ცდილობენ ეს ბუნებრივი დაავადება მოირჩინონ ინექციის, ელექტრული კოაგულაციის (ლათ. შედედება კოლოიდურ ხსნარში ნივთიერების ნაწილაკების ნალექად გამოყოფის, შედედების პროცესი მთარგმ.) და ქირურგიული ჩარევის მეშვეობით, რაც სასურველ შედეგებს არ იძლევა, რადგანაც ცდილობს არა სნეულების მიზეზის (არაორგანული საკვები), არამედ მისი შედეგის თავიდან აცილებას.

გავიხსენებთ ასეთ შემთხვევას:

ერთ ცნობილ ვექილს აშკარად გამოკვეთილი ბუასილი ჰქონდა და ამ ბატონს ურჩიეს ყოველდღე ესვა თითო ლიტრი სტაფილოს, ისპანახის, თალგამისა და წყლის წიწმატის წვენების ნარევი და მხოლოდ ნედლი ბოსტნეული და ხილი ეჭამა. ერთ თვეზე ნაკლებ დროში, გულდასმითი საექიმო გასინჯვის შემდეგ, ადვოკატმა აღფრთოვანებით განაცხადა, რომ მას ბუასილი სავსებით გაუქრა. რასაკვირველია, ეს ერთეული შემთხვევა არაა. ზემოთ დასახელებულ წვენთა ნარევებმა უშველა ამ სნეულებით შეპყრობილ მრავალ ადამიანს, ყველას, ვინც კი მკაცრად შეასრულა ის, რაც ურჩიეს - ბუნებრივი საკვებით ისაზრდოვა და ბუნებრივი ცხოვრებით იცხოვრა.

 


 წყლის წიწმატის წვენი

ეს წვენი განსაკუთრებით მდიდარია გოგირდით, რომელიც წყლის წიწმატის ერთად აღებული ყველა მინერალური ელემენტისა და მარილის ერთ მესამედზე მეტს შეადგენს. ელემენტების დაახლოებით 45% წარმოქმნის მჟავეებს (გოგირდის. ფოსფორისა და ქლორის შემცველობით). რამდენადაც ეს წვენი ნაწლავების ძლიერი გამწმენდელი საშუალებაა, არასოდეს არ უნდა გამოვიყენოთ ცალკე. არამედ მხოლოდ სხვა, ვთქვათ, სტაფილოსა და ნიახურის წვენებთან ერთად.

წყლის წიწმატში ტუტე ელემენტთაგან ჭარბობს კალიუმი 20% -ზე ცოტათი მეტი. შეიცავს 18% კალციუმს. ნატრიუმს 8%. მაგნიუმს - 5%, რკინას კი - 0.250. ისპანახის წვენთან გაზავებული სტაფილოს წვენი, ცოტა სალათის, წყლის წიწმატისა და თალგამის ფოთლების წვენსაც თუ დავუმატებთ, შეიცავს სისხლის ნორმალური აღდგენისა და განსაკუთრებით სისხლის ჟანგბადით მომარაგების გაუმჯობესებისთვის აუცილებელ ნივთიერებებს. სისხლნაკლებობის, დაბალი სისხლის წნევის შემთხვევაში ასეთი ნარევი შესანიშნავი საკვებია.

სტაფილოს, ისპანახის. თალგამის ფოთლებისა და წყლის წიწმატის წვენებით ნარევს აქვს ბუასილის ჰემოროიდული კვანძებისა და ბევრი სახის სიმსივნისას სისხლის შემადედებელ ფიბრინთა გახსნის უნარი.

ყოველდღე თითო ლიტრი ამ ნარევის დალევას, როცა დიეტიდან ფქვილეულის, ხორცეულის პროდუქტები და შაქარი სავსებით გამოირიცხებოდა, ერთი თვიდან ექვს თვემდე განვლილ დროში ორგანიზმში ნორმალურ მდგომარეობაში მოჰყავდა. ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში აღდგენის პროცესი შეიძლება მეტ ხანს გაგრძელდეს. ეს საკითხი უფრო სრულად განიხილება თავში „თალგამის წვენი“.

ემფიზემის მკურნალობისას სტაფილოს, ოხრახუშისა და კარტოფილის წვენების მნიშვნელოვანი დამატებაა წყლის წიწმატის წვენი. წვენების ამ ნარევში განსაკუთრებით ფასეულია ფოსფორისა და ქლორის სიჭარბე. ((ემფიზემა ბერძ. გაბერვა) 1, ჰაერის დაგროვება რაიმე ორგანოში, ქსოვილში. 2. ფილტვების მოცულობის ავადმყოფური გადიდება მთარგმ.).


 

დიახ! თქვენ გაცივებული ხართ, ასე არაა?

სუნთქვა გიჭირთ? ცხვირს აცემინებთ? სისუსტეს, ძალ-ღონის გამოცლას გრძნობთ?
მრავალი წელი ცდილობდნენ მკვლევარები და ახლაც ცდილობენ იპოვონ, გამოჰყონ და ამოიცნონ უსაზღვროდ მცირე, მოუხელთებელი „მიკრობი“, რომელსაც ჩვენი ჩვეულებრივი გაცივება შეიძლებოდა დაბრალებოდა.

სადღაც, 1920 წელს მეცნიერებმა განაცხადეს, რომ გაცივების გამომწვევი „მიკრობი აღმოაჩინეს“, მაგრამ ეს მიკრობი მეტისმეტად მცირე ზომის და მოძრავია, რის გამოც იმ დროს არსებული უმძლავრესი მიკროსკოპებით მისი დანახვა და „დაჭერა“ შეუძლებელი იყო. მაგრამ აღმოაჩინეს კი მათ ისეთი „მიკრობი“?!

ტექნიკის განვითარების კვალდაკვალ ელექტრონულმა მიკროსკოპიამ ისეთი დიდი ნაბიჯები გადადგა წინ, რომ ახლა ყველაფერი უხილავი ათას და ასიათასჯერაც კი შეიძლება გადიდდეს. მეცნიერნი დღემდე იქცევენ თავს იმ აზრით, რომ ამ „მიკრობის“ აღმოჩენა შესაძლებელია, მაგრამ, ის კი ფაქტია, რომ ყველა გამოკვლევისა და ჩატარებული ცდით თუ ვიმსჯელებთ. ასეთი „მიკრობი“ არ აღმოჩენილა და კონტროლზე არ აყვანილა.

დაწყებული 1946 წლიდან. ზოგიერთმა ინგლისელმა მეცნიერმა დაიწყო ნადირობა (თქვენ კი მოგეხსენებათ, ინგლისელებს, როგორც მონადირეებს, სახელი აქვთ განთქმული!) გაცივების მიკრობზე ანუ ვირუსზე, როგორც ჩვეულებრივი გაცივების გაჩენაში დამნაშავეზე.

აქამდე, ამდენი წლის განმავლობაში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად ვერც მოინახა, ვერც „დაიშალა“ ასეთი „მიკრობი“. რასაკვირველია, ამ დროის მანძილზე აღმოაჩინეს ასამდე სახეობის მიკრობი. ვირუსი და ბაქტერია, მაგრამ არც ერთს არ შეეძლო გაცივების გამოწვევა. ყველა ეს მიკრობი იკვებებოდა ჩვეულებრივი გაცივების დროს გამოყოფილი ლორწოთი, ანუ ასრულებდა სწორედ იმ სამუშაოს რისთვისაც გაჩნდნენ, სახელდობრ, გაციებისას წარმოქმნილ ლორწოს ხსნიდნენ, აზავებდნენ, შლიდნენ და სპობდნენ.

რამდენადაც ვიცი, ამ ინგლისელ „მეცნიერებს“ აქვთ სამეცნიერო-კვლევითი ჰოსპიტალი, სადაც ისინი ათი დღით იწვევენ მსურველთ, უფასოდ კვებავენ მათ და დღეში ორმოცდაათ შილინგს უხდიან იმისთვის, რომ სცადონ იმ მიკრობის ანუ ვირუსის მონახვა, რომელსაც შეეძლო გაცივების გამოწვევა.

ჯერჯერობით ამ დაწესებულებაში მისული გაციებული ხალხის გამოკვლევის შემდგომ, გაციებაში დამნაშავე მიკრობი ანუ ვირუსი ვერ მოინახა.

სინამდვილეში არ არსებობს გაცივების გამომწვევი მიკრობი. ორგანიზმში დაგროვილი ნარჩენები თუ არ გამოიყოფა, არ მოიცილება, ისინი, სავსებით ბუნებრივია, იწვევენ დუღილსა და ტემპერატურას. თუკი ასეთი დუღილი საკმაოდ მაღალ ტოქსიკურობას აღწევს, ორგანიზმი ჩვენ გვაფრთხილებს ლორწოს გამოყოფით და ამ მდგომარეობას „გაცივება“ დაერქვა. მორჩა, ესაა და ეს. ჩვენ კვლავ და კვლავ ვრწმუნდებოდით, რომ სხეულის ამ გაფრთხილების იგნორირებას უფრო სერიოზული შედეგები მოსდევდა. ეს შედეგები იმდენად კარგადაა ცნობილი, რომ ისინი სამედიცინო ენციკლოპედიას ავსებენ.

ნურასოდეს დაადანაშაულებთ გაცივებას, უმალ ორგანიზმის დროულ გაფრთხილებას დაუმადლეთ და იზრუნეთ მასზე.

მოკლედ, გაცივება ორგანიზმის ნარჩენთა მეტისმეტად დიდი რაოდენობის დაგროვებისა და მათი არასაკმაო, ცუდი გამოყოფის შედეგია. მსხვილი ნაწლავი მთელი ამ ნარჩენის მიმღებია. ტოქსინები მთელ სხეულში მოძრაობენ და სინუსურ ფოსოებში წარმოქმნიან არაჯანსაღ ლორწოს. ორგანიზმის წიდების (ნარჩენთა) დიდი რაოდენობა ხელს უწყობს ლორწოს წარმოქმნას, ამის შედეგი კი უკვე გაციებაა.

გონიერი ადამიანი უნდა ჩაუფიქრდეს ამ ფაქტებს და გააკეთოს ის, რასაც აკეთებენ მრავალნი გაცივების პირველი ნიშნებისთანავე, სახელდობრ: უნდა გაიწმინდონ მთელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, ერთი ან ორი დღე იშიმშილონ და მხოლოდ წყალი და ახალი ხილის წვენები სვან. ორგანიზმის გასუფთავებისთვის ასეთი მეთოდი ძალზე ეფექტურია.

უმი მცენარეული საკვებისა და წვენების მიღება საუკეთესო საშუალებაა ორგანიზმში ნარჩენებისა და ლორწოს დაგროვების თავიდან ასაცილებლად.


 

თქვენი შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები

ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ფუნქციონირება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების გარეშე. ჯირკვლები გააქტიურებული მექანიზმებია, რომლებიც მონაწილეობენ ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე ყველა ფუნქციასა და პროცესში.

არსებობს შინაგანი და გარეგანი სეკრეციის ჯირკვლები. ეს ჯირკვლები მცირე, ძალზე მცირე რაოდენობით გამოჰყოფენ ჰორმონებად წოდებულ ნივთიერებებს.

ჰორმონები ძირითადად შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებში გამოიყოფა და გადადის სისხლძარღვთა და ლიმფურ სისტემებში, ზოგიერთ შემთხვევაში კი მათი მოქმედება ჰგავს ერთ ადგილზე ელექტრული კონტაქტის წარმოქმნას, რომელიც სხვა, შესაძლოა, დაშორებულ ადგილზე იწვევს, აჩერებს ან ცვლის რაღაც მოქმედებას.

ენდოკრინული ანუ შინაგანი იმას ნიშნავს, რომ ჰორმონების წარმოქმნა ხდება ჯირკვლებში, რომელსაც არ გააჩნიათ ნარჩენის გამომყოფი სადინარები. ჰორმონები ჯირკვალს შიგნით ოსმოსური (ოსმოსი ბერძ. ბიძგი, დაწოლა. გამხსნელის თანდათანობით შეღწევა ხსნარში მათი გამყოფი თხელი ტიტრის გავლით - მთარგმ.) ჯირკვლის გარსის გავლით სისხლსა და ლიმფაში გადადიან.

გარეგანი სეკრეციის ჯირკვლები ის ჯირკვლებია, რომელთა სადინარებსაც სეკრეცია სისხლში ან ლიმფებში ან კიდევ ჯირკვლის გარემომცველ სივრცეში გადააქვთ. ნუშურა ჯირკვლები და ბრმა ნაწლავის დანამატი ჭიაყელა ნაწლავი შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებია. ნუშურა ჯირკვლები თავიანთ პროდუქტს ყელში გამოჰყოფენ. ჭიაყელა ნაწლავი კი თავისას მსხვილ ნაწლავში გამოჰყოფს.

ერთ ჯერზე გამოყოფილი ჰორმონების მოცულობა იმდენად მცირეა, რომ, მაგალითად, ერთი მეოთხედი უნცია (დაახლოებით შვიდი გრამი) კოპისებრი გლანდის ჰორმონის ექსტრაქტის მოსაგროვებლად საჭირო იქნებოდა ჰორმონების 20 000 000-ზე მეტი ჯირკვლიდან გამოყოფა. (ექსტრაქტი ლათ. გამოღებული. გამოწურული პრეპარატი, რომელსაც იღებენ სამკურნალო ნივთიერების გამოწურვით მცენარეული და ცხოველური ქსოვილებიდან რაიმე გამხსნელის წყლის, სპირტის და სხვა საშუალებით - მთარგმ.).

როგორც ადამიანის ორგანიზმის ყველა სხვა ნაწილი, ჯირკვლებიც განუწყვეტლივ უნდა იკვებონ, რათა ეფექტური ფუნქციონირება შეეძლოთ. ისინი საუკეთესო საკვებით უნდა იკვებებოდეს.

მე შევადგინე შინაგანი სეკრეციის ჯირკვალთა სისტემის სქემა, რომელიც გვიჩვენებს ადამიანის სხეულს, ავხსენი და მივუთითე სხვადასხვა ენდოკრინული ჯირკვლის განლაგება და მათი ურთიერთკავშირი (ენდოკრინული ბერძ. შიგნით გამოვყოფთ. რაც დაკავშირებულია შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებთან. მაგალითად, ენდოკრინული დაავადებანი ენდოკრინული ჯირკვლები, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები, რომელთაც გამომტანი სადინარები არა აქვთ და რომლებიც ჰორმონებს გამოყოფენ სისხლში - მთარგმნ.). სქემაზე ნაჩვენებია მათი ფუნქციები და დისფუნქციები, რაც ასტიმულირებს და თრგუნავს მათ. ჩამოთვლილია მათი შემადგენელი ელემენტები და მითითებულია ის ახალი ბოსტნეულის წვენები, რომლებიც სასარგებლოა მათთვის.

ჯირკვალთა შესანიშნავი სისტემის ეფექტური მუშაობისთვის ყველაზე აუცილებელი პირობაა ის, რომ ჩვენს ორგანიზმში არ დაგროვდეს წიდები და ტოქსინები. ვკვებოთ ის საუკეთესო ბუნებრივი უმი მცენარეული საკვებითა და წვენებით და ვისწავლოთ ჩვენი ცნობიერებისა და ემოციების სრულყოფილ მართვა.

ამ პროგრამის გულმოდგინედ შესრულებით მოვიპოვებთ ჩვენთვის აუცილებელ ენერგიას, რათა სავსე, ლაღი და გონიერი სიცოცხლით ვიცოცხლოთ.


 

ძმარი

ჩემს წინანდელ პუბლიკაციებში ყველა მტკიცება ორგანიზმზე ძმრის მავნე ზემოქმედების შესახებ ეხება მხოლოდ თეთრ დისტილირებულ (დისტილაცია - ლათ. წვეთვა. დისტილირება - სითხის გამოხდა, გამოხდით გაწმენდა - მთარგმნ.) და ღვინის ძმრებს, რომლებშიც დამშლელი ელემენტი ძირითადად ძმარმჟავაა.

მაგრამ ახალი ვაშლებისგან დაყენებული და გაუზავებელი ძმარი შეიცავს ვაშლის მჟავას, რომელიც აუცილებელია საჭმლის მონელების პროცესებისთვის. ჩვეულებრივ სამი სახეობის ძმარი გამოიყენება. ჩვენთან (ამერიკაში) - ვაშლის სიდრი და თეთრი დისტილირებული ძმარი. ღვინის ძმარი გავრცელებულია ლათინურ ქვეყნებში სანელებლად, საკმაზად. ისიც, ისევე, როგორც დისტილირებული ძმარი, ძმარმჟავას შეიცავს.

თეთრი დისტილირებული ძმარი ჩქარა შლის სისხლის წითელ ბურთულებს, იწვევს ანემიას (სისხლნაკლებობას). ის აგრეთვე არღვევს საკვების მონელების პროცესებს, ანელებს მათ და ხელს უშლის საჭმლის ნორმალურად შეთვისებას. ეს ძმარი (C2H2O4) წარმოადგენს მჟავის დუღილის, ფუილის პროდუქტს ისეთ ალკოჰოლურ სითხეებში, როგორიცაა: დამჟავებული ღვინო და ალაოს ხსნარი. თეთრი დისტილირებული ძმარი, რომელიც მდიდარია მჟავით, ფართოდ გამოიყენება ჩვენში (ე. ი. ამერიკაში). ვაშლისგან დაყენებული ძმარი შეიცავს ვაშლის მჟავას (C2H2O5) წარმოადგენს ვაშლის ბუნებრივ ორგანულ შემადგენელ ნაწილს, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესებს.

ღვინის დუღილის პროცესში მიღებული ძმარი შეიცავს სამიდან ცხრა პროცენტამდე ძმარმჟავას და ცოტა ღვინის მჟავას. ცნობილია, რომ ძმარმჟავა ღვიძლის ციროზის (პარენქიმული ორგანოების პროდუქციული ანთება, რომლის დროსაც ადგილობრივი შემაერთებელი ქსოვილის სტრომა დიფუზიურად მრავლდება მთარგმნ.), წყლულოვანი კოლიტის (კოლიტი მსხვილი ნაწლავის ანთება. კოლიტის კლინიკურ სინდრომს იწვევს ინვაზიური ან მიკრობული ინფექცია, ეგზოგენური ინტოქსიკაცია და სხვ. მიმდინარეობებით კოლიტი შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული და სხვა ამგვარი დაავადებების) გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია.

ვაშლის ძმარი კი შეიცავს ვაშლის მჟავას, რომელიც წარმოადგენს საშენ კონსტრუქციულ მჟავას და ორგანიზმში უერთდება ტუტე ელემენტებსა და მინერალურ ნივთიერებებს, ის წარმოქმნის ენერგიას, რომელიც ილექება ორგანიზმში გლიკოგენის სახით (როგორც მარაგი). ვაშლის ძმრის ზომიერად ხმარება დიდად სასარგებლოა ადამიანებისა და ცხოველებისათვის.

ვაშლის ძმრის გამოყენებით მიღებული დადებითი შედეგების უამრავი მგალითი გვაქვს, ის ამაღლებს სისხლის შედედების უნარს, აღადგენს ნორმალურ მენსტრუალურ ციკლს, აჯანსაღებს სისხლძარღვებს, აგრეთვე ხელს უწობს სისხლის წითელი ბუშტულების წარმოქმნას.
ვაშლის წვენის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი თვისებაა, მასში დიდი შემცველობა კალიუმისა, რომელიც აგრერიგ აუცილებელი ელემენტია ორგანიზმის ენერგიის შემუშავებასა და მისი მარაგის შესაქმნელად, აგრეთვე ნერვულ სისტემაში ჰარმონიისა და სიმშვიდის მისაღწევად. ვაშლის ძმარში შემავალი კალიუმი იოლად უერთდება ორგანიზმში ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ერთეულებს, როგორიცაა: კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, სილიციუმი (კაჟბადი) და ა. შ.

ვაშლის ძმარი უნდა მომზადდეს საღი ვაშლისაგან, გამოიყენება მისი კინიც.

ზემოთქმულის გარდა, უნდა აღინიშნოს, რომ ვაშლის წვენს აქვს საოცრად ანტისეპტიკური თვისება (ანტისეპტიკი - ნივთიერებანი, რომლებიც ხოცავს მიკრობებს და ხელს უშლის ლპობას ცოცხალ ორგანიზმში. - მთარგმნ.) ვაშლის წვენით უშუალოდ კანის დაზელა ხელს უწყობს კანის ბევრი დაავადების მკურნალობას, აგრეთვე კანზე ლაქების გაქრობას.

შოტლანდიაში ვაშლის ძმარს ფართოდ იყენებენ ქუთუთოების ვენების ვარიკოზისა (ვენების ვარიკოზული გაგანიერების, ვენების დაავადების - კვანძოვანი გაგანიერების მთარგმ.) და გაგანიერების დროს, დაზიანებულ ადგილებს მთელ სიგრძეზე, დილით და საღამოთი უსვამენ ვაშლის ძმარს და იმავდროულად სვამენ ორ-სამ ჭიქა წყალს, რომელშიც დამატებულია ორი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი. წარმოიდგინეთ, რომ ეს ძალიან შველის ადამიანს!

თქვენი სიცოცხლე განისაზღვრება სისხლის მდგომარეობით, რომელიც გამოიყოფა ძვლის ტვინში, აქტიურდება ელენთაში და ცირკულირებს მთელ სისხლძარღვთა სისტემაში. ბუნებრივი, სისტემატური პროცესია სისხლის სრული განახლება ყოველ 28 დღეში და თუ ეს პროცესი ირღვევა, ჯანმრთელობაც ირღვევა.

სისხლის განახლების ნორმალური ციკლის შესანარჩუნებლად ძალზე ეფექტური საკვებია ბოსტნეულისა და ხილის უმი წვენები. აგრეთვე კარგი ხარისხის ვაშლის ძმარი.

ერთ ჭიქა წყალში გაზავებული ორი ჩაის კოვზი ვაშლის ძმრის დღეში ორ-სამჯერ დალევა ჩინებულ შედეგს იძლევა მენსტრუაციის ციკლისას მეტისმეტად ბევრი სისხლდენის, სისხლდენადი ბუასილის, ცხვირიდან სისხლდენის, სისხლდენადი ჭრილობების დროს.

საჭმლის მომნელებელ სისტემაში მარილმჟავას ნაკლებობისას მას არ ძალუძს ცილების კარგად მონელება, რაც უკვე იწვევს სისხლის წნევის ამაღლებას. როცა ასეთი ვითარებაა, საჭიროა ყოველდღიურად ჭამის წინ ერთიდან სამ ჩაის კოვზამდე ვაშლის ძმრის დალევა. ეს სისხლის წნევას შესამჩნევად წევს დაბლა.

 


 

რძის შესახებ

რძის ხმარების აუცილებლობის შემთხვევაში, დედის რძის შემდეგ ყველა ასაკის ადამიანის ორგანიზმისთვის ყველაზე სასარგებლოა აუდუღარი თხის რძე.

რძე არავითარ შემთხვევაში არ უნდა ადუღდეს 47°-ზე მაღლა, რადგან 54°-ზე ენზიმები ისპობა. ამავე მიზეზით არასოდეს არ შეიძლება პასტერიზებული (პასტერიზაცია და პასტერიზება საკვები პროდუქტების გაცხელება იმდენად, რომ დაიღუპოს მავნე მიკროორგანიზმები, მაგრამ შენარჩუნებულ იქნეს პროდუქტის გემო, ვიტამინები და სხვა სასარგებლო თვისებები - მთარგმნ.) რძის გამოყენება. ყველაფერს სჯობია თხის რძე მაშინვე, მოწველისთანავე დაილიოს, მაგრამ მისი ორი დღით შენახვაც შეიძლება დახურულ ჭურჭელში, მაცივარში.

ამას წინათ შემდეგ შემთხვევას მივაქციეთ ყურადღება: ჩვენი მეგობრის ორი წლის გოგონა ერთი წლის ასაკამდე დედის რძით იკვებებოდა. მთელი ამ ხნის მანძილზე ცხვირიდან სისხლი ან ლორწო არ სდიოდა, ჯანმრთელად იყო და თავს კარგად გრძნობდა, ვიდრე ერთხელ პასტერიზებული რძე არ დაალევინეს, ვინაიდან ბავშვის მამას ჰყავდა ორი თხა, რომლებსაც რძე გაუშრათ, და ამიტომ ბავშვისთვის მაღაზიის პასტერიზებული რძის დალევინება მოუხდათ.

ორი დღის შემდეგ ბავშვს ცხვირიდან გამონადენი დაეწყო, ადვილად ღიზიანდებოდა და ვერ ისვენებდა. მამამ მაშინვე ორი სხვა თხა იყიდა და ბავშვს ისე აუდუღარი რძის მიცემა დაუწყო.

ორ დღეში ყველაფერი მოწესრიგდა. ბავშვი რეგულარულად აუდუღარი თხის რძესა და ახალი სტაფილოს წვენს სვამს. ეს ერთადერთი შემთხვევა სულაც არ გახლავთ. აუდუღარი თხის რძე ერთ-ერთი ყველაზე უფრო სუფთა პროდუქტია, მაშინ, როცა ძროხის რძე იშვიათად თუა სუფთა.

დადგენილია, რომ ძროხის რძე ბევრ ლორწოს წარმოქმნის, მაშინ, როცა თხის რძე ლორწოს არ წარმოქმნის. მაშ ჩვენს დროში ასე ცოტა თხის რძეს რატომ ხმარობენ? მიზეზი სავსებით კანონზომიერია: ძროხა თხაზე მეტ რძეს იწველება.

საერთოდ კი იდეალური შემთხვევა ისაა, რომ კაცს ნაკვეთი ჰქონდეს: თავისი ხილი და ბოსტნეული მოიყვანოს ორგანული სასუქით, ჰქონდეს რამდენიმე სკა, ჰყავდეს ორი-სამი თხა და იცოცხლოს ხანგრძლივად, ჯანმრთელად, ბედნიერად და დიდხანს შეეძლოს სარგებლობის მოტანა.
ამ ოცნების განხორციელება შესაძლებელია. ეს ბევრმა შესძლო და თქვენც შეგიძლიათ, მხოლოდ სურვილია საჭირო.

დავუბრუნდეთ რძის პრობლემას. გახსოვთ, რომ თხა, ალბათ, ყველაზე სუფთა შინაური პირუტყვია. მისი გამოყოფის ორგანოები იდეალურს უახლოვდება, და მისი გულითადი ზნე და მშვიდი ხასიათიც აქედან მოდის. თხის რძე ბევრად სჯობია ძროხისას და, რასაკვირველია, სჯობია მწეველი და მსმელი (ალკოჰოლიანი სასმელები) დედის რძესაც.

რაკი თხა სუფთა პირუტყვია, არ ავადდება ტუბერკულოზით, ბრუცელოზით, სხვა დაავადებებით, რომლებითაც ძროხები ავადდება.

თხის რძის ხარისხი ბევრად სჯობია ძროხისას; ის უფრო ერთგვაროვანია, მეტ უცილებო აზოტს შეიცავს, მისი ცილები საუკეთესო ხარისხისაა, მასში ნებისმიერ სხვა საკვებზე მეტი ნიაცინი და თიამინია.

თხის რძე განსაკუთრებით ეფექტურია ბავშვების ფაღარათისას, რაც მასში ნიაცინის დიდი შემცველობით აიხსნება.

თიამინი B ჯგუფის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვიტამინია, რომელიც მონაწილეობს ადამიანის ცხოვრების დაბადებიდან სიკვდილამდე ყველა ძირითად სასიცოცხლო პროცესში. თხის რძეში უხვადაა თიამინი.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თხის რძე არ გააცხელოთ 47°-ზე მაღლა. უმჯობესია გადახურებული, პასტერიზებული ან ადუღებული რძე გადაღვაროთ, ვიდრე ბავშვს დაალევინოთ პასტერიზებულ რძეს თიკნებს თუ დავალევინებთ, ისინი ექვს თვეში დაიხოცებიან.

მომდევნო თავები ეტაპობრივად დაემატება...

მსგავსი სტატიები

ლურჯი იოდი


  ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ეკოლოგიური პირობების, მასიური წარმოე...

კანონიერია - კვებისთვის მოკვლა?


მონაკვეთი მიჰაილ ნაიმის წიგნიდან - "მირდადის წიგნი" მთარგმნელი: ...

ხორცის შესახებ (ნაწილი I)


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე მოდით, გავარჩიოთ ხორცის ყველა ის თვისება, რი...

პროდუქტები, რომლებიც არასოდეს არ უნდა გამოვიყენოთ - მარგარინი და სამარხვო კარაქი


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე სადაც გამოვიყენებ სიტყვას - მარგარინი, იქ სა...

D ვიტამინის შესახებ


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ეს ვიტამინი მონაწილეობს კალციუმის შეთვისებაშ...

რითი სჯობს თევზი ხორცს?


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე 1) თევზი შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგას ტიპი...

დინდგელი ანუ პროპოლისი


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ფუტკრები დინდგელის შემადგენლობას ყოველ წელიწ...

სუნთქვის ტექნიკები


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე 1) ღრმად ჩაისუნთქეთ, ფილტვები გაავსეთ ბოლო...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff