ნიორი - ძალიან მაგარი რეცეპტები

Admin
ჯანსაღი კვება
0
0

ავტორი: ვლასი ჯიბლაძე როდესაც ნიორი კარგად შემოვა (აგვისტო-სექტემბერი) და ძალას მოიკრეფს, ყოველ ...

post 106 1340288507ავტორი: ვლასი ჯიბლაძე

როდესაც ნიორი კარგად შემოვა (აგვისტო-სექტემბერი) და ძალას მოიკრეფს, ყოველ საღამოს წვრილად დაჭერით ერთი საშუალო თავი, ისე, რომ წვენი არ გამოადინოთ (არ შემოგეჭყლიტოთ), გაშალეთ თეფშზე და გააჩერეთ 15-20 წუთი. შემდეგ გადაიტანეთ ჭიქაში, დაასხით ო დ ნ ა ვ თ ბ ი ლ ი წყალი და დალიეთ. დაღეჭვა არაა საჭირო, პირდაპირ გადაუძახეთ კუჭში.

თუ დაჭრილ ნიორს ჰაერზე არ გააჩერებთ 15-20 წუთი და ისე გადაყლაპავთ ან შეჭათ, მაშინ თქვენი ორგანიზმი მიიღებს უბრალოდ ძალიან სასარგებლო და ძლიერმოქმედ პროდუქტს - ნიორს, თავისი ყველა საოცარი თვისებით.

როდესაც დაჭრილი ნიორი 15-20 წუთი ჰაერზეა გაჩერებული, ამ შემთხვევაში ეს საოცრად სასარგებლო პროდუქტი გადაიქცევა ჯადოსნურ პროდუქტად. ჰაერთან შეხებისას ნიორი იცვლის თვისებებს, მისი ძალა ათმაგდება...

ასეთი წესით მიღებული ნიორი "აღმოაჩენს" ორგანიზმში ცუდ უჯრედებს და იქვე სპობს მათ, საოცრად ასუფთავებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, უხდება სისხლძარღვებს, ამაგრებს, ასუფთავებს და ელასტიურს ხდის მათ. უხდება თავის ტვინს, ტვინის სისხლძარღვებს და შესაბამისად, მეხსიერებასაც. წმენდს ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს. შეიცავს გოგირდის დიდ რაოდენობას და ამის გამო ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს ჩვენს ორგანიზმში. კოლაგენი ჩვენი სახსრების ხრტილებისა და კანის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია, ამიტომ უხდება სახსრებს და აახალგაზრდავებს კანს. კლავს სხეულში პარაზიტებს...

ჯერ ყველაფერი არ მითქვამს. აი კიდევ ერთი საშუალება ნივრის გამოყენებისა: კვირაში 2-3-ჯერ წვენი გამოადინეთ რამოდენიმე კბილ ნიორს და შეიზილეთ თავის კანში. ვისაც დიდი თმა აქვს, იმას ალბათ 12-15 კბილი ნიორი დაჭირდება, ვინც მელოტია 3-4 კბილი. შეიზილეთ ულუფებად. როდესაც მთელ თავის კანზე შეიზელთ წვენს, კანი მალევე შეიწოვს. შემდეგ შეიზილეთ მეორე ულუფა და ასე ვიდრე მთელ წვენს არ შეიზელთ. შემდეგ დაიხურეთ თავზე ცელოფანი, ან სხვა საშუალება და გაიჩერეთ 1,5-2 საათი. ცოტა ხანში კანი დაიწყებს ძლიერ წვას, მაგრამ გაუძელით, წვა მალე გაივლის.

ვისაც თმები გაქვთ, უხდება თმებს და ამოყავს ახალი ღერები, ახშირებს თმას. მაგრამ ეს არაა ამ ხერხის მთავარი ეფექტი. საქმე იმაშია, რომ უხდება თმიანებსაც და მელოტებსაც. ეს პროცედურა არის თავის ტვინის სისხლძარღვების გასაწმენდი საშუალება. თავის კანიდან შეწოვილი წვენი ძალიან ადვილად აღწევს ტვინის სისხლძარღვებში და იქ თავის სასარგებლო საქმიანობას ეწევა. თავის ტვინის სისხლძარღვების გასუფთავება კი აისახება ჩვენს მეხსიერებაზე და აზროვნების ხარისხზე.
გისურვებთ წარმატებებს. ნუ დავტოვებთ უყურადღებოდ ასეთ ძვირფას პროდუქტს.

ჰო, მართლა: გამოიყენეთ ქართული ნიორი! ჩინელებს და ვიღაცეებს ცოტა უცნაურად მოჰყავთ ეს საოცარი პროდუქტი...
დამატება სტატიისათვის ნივრის შესახებ - "ძალიან მაგარი რეცეპტი".

ზოგი ადამიანი ფიზიკურად ვერ იტანს, ან არ უყვარს, ან ძნელად ეგუება ნიორს,
მაგალითად, არსებობენ ადამიანები, ერთი კბილი ნივრის ჭამის მერეც კი გრძნობენ თავბრუსხვევას, ან გულის რევას, ზოგს მუხლებში სისუსტე ეწყება და ფეხები ეკვეთება, ან ყველაფერი ერთად.

ძალიან დიდი ალბათობით, ეს მეტყველებს ორგანიზმის ძლიერ დაბინძურებაზე.

66e994cb233a887b005a01f25261f813ნიორი მეოთხე ხარისხის პროდუქტების რიგს განეკუთვნება თავისი სიძლიერითა და გამწმენდი თვისებებით. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები იმას ნიშნავს, რომ ნიორმა დაიწყო თავისი გამწმენდი მოქმედება. ერთმა კბილმა ნიორმა რა უნდა გაწმინდოსო, იკითხავთ, მაგრამ, როდესაც ორგანიზმი საკმაოდაა დაბინძურებული, ის ცოტაც საკმარისია, რომ მსგავსი სიმპტომები გამოიწვიოს.

რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში? დავიწყოთ ერთი კბილით, უბრალოდ საჭმელს მივაყოლოთ. ერთი კბილიც ბევრია? ნახევარით დავიწყოთ.... და ა.შ. და ნელ-ნელა გავზარდოთ დოზა. როდესაც შევძლებთ, რომ ერთ ჭამაზე საჭმელს თავისუფლად მივაყოლებთ 4-5 კბილ ნიორს გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. თუ ერთ ჭამაზე 4-5 კბილ ნიორს თავისუფლად ვატანთ საჭმელს, ე.ი. სხეულმა გამოყრამდე მიყვანილი ნაგავი მოიცილა...

ნიორი მივიღოთ იმ რეცეპტით, როგორც ზემოთაა აღწერილი (სტატიაში) და ნელ-ნელა ავიდეთ ერთ თავზე, ოღონდ არ დაგვავიწყდეს დაჭრილი ნივრის ჰაერზე გაჩერება.
ვეცადოთ, ნიორი დავჭრათ წვრილად და არ გაუვიდეს წვენი.
სრული კურსი არის ერთი თვე + ორი კვირა დასვენება და + ერთი თვე.

მეორე რეცეპტი

გახსოვთ რეცეპტი, რომელიც გამოქვეყნდა სათაურით: "ძალიან მაგარი რეცეპტი"?
იქ ნიორი წვრილად იჭრება და 15-20 წუთი ჩერდება ჰაერზე და შემდეგ ისმევა. ჰაერზე გაჩერება მას უნიკალურ თვისებებს სძენს, რომელიც ზემოთნახსენებ სტატიაშია აღწერილი.

ამ რეცეპტში ნიორი არ იჭრება. ნივრის მიღება ხდება შემდეგი სქემით:
საღამოს, ჭამიდან 3-4 საათის შემდეგ იყლაპება დაუღეჭავად 2 კბილი ნიორი. წყლის ნაცვლად უნდა დავლიოთ მაწვნით. კბილი ნიორი, ყლუპი მაწონი, შემდეგ ისევ კბილი ნიორი, ყლუპი მაწონი...
მეორე დღეს 4 კბილი ნიორი მაწვნით.
მესამე დღეს 6 კბილი ნიორი მაწვნით.
................
ყოველ დღე ვუმატებთ 2 კბილს და ავდივართ 10-12 კბილამდე ყოველ საღამოს.
ამ მომენტიდან იწყება მკურნალობის კურსის ათვლა!

ყურადღება!!!
ნივრის კბილები იყლაპება მთლიანი. არ დაღეჭოთ, არ დაჭრათ.
კურსის ხანგრძლივობა:

1) მინიმუმ 2 კვირა. შემდეგ 1-2 კვირა შესვენება და ისევ 2 კვირიანი კურსი. (არასრული კურსი)

2) ერთი თვე. შემდეგ 2 კვირა შესვენება და ისევ 2-4 კვირიანი კურსი. (სრული კურსი)

თუ ნივრის კბილები დიდია და ძნელია მათი ჩაყლაპვა შეიძლება გაიჭრას 2-4 ნაწილად, რათა ადვილად გადასაყლაპი იყოს.
მაწვნის ნაცვლად შეიძლება ქლიავის წვენის, კეფირის, პომიდვრის წვენის (თუ ღვიძლი სუსტია, პომიდვრის წვენს მოერიდეთ), ვაშლის წვენის მიყოლება.
ამ მეთოდის სხვანაირობა იმაშია, რომ, რადგან ნივრის კბილები მთლიანია, ის ვერ ასწრებს კუჭში გადამუშავებას და პროცესი გრძელდება წვრილ და შემდეგ მსხვილ ნაწლავშიც. ფაქტიურად მთელი ტრაქტის სიგრძეზე ასწრებს ნიორი ზემოქმედების მოხდენას, სანამ გადამუშავდება.
ნიორი არ იღეჭება, რადგან:
ძნელია ამდენი ნივრის დაღეჭვა.

დაღეჭილი ნიორი უბრალოდ გადამუშავდება კუჭში და შემდეგ ნაწილებში გადავა ძალადაკარგული.
ამდენი ნივრის დაღეჭვისას ბევრი ძლიერი წვენი გამოიყოფა, რაც სერიოზული დატვირთვაა გულზე, პანკრეასზე...
მთლიანი კბილები ან დიდი ნაჭრები რბილად და ბოლომდე მუშაობს.

კუჭიდან გასული მთლიანი ან შედარებით დიდი ნაჭრები გააგრძელებს მუშაობას ჯერ წვრილ და შემდეგ მსხვილ ნაწლავებში და იქ ამოხოცავს ყველა პარაზიტსა და უცხო სხეულს.

შემდეგ, დაიწყება ნელ-ნელა შეწოვა ორგანიზმში და წმენდასა და აღდგენას დაიწყებს ღვიძლი, შემდეგ სისხლი.
სისხლში გახსნილი ნიორი შევა კუნთებში. ბევრი ადამიანის კუნთებშიც კი ცხოვრობს სხვადასხვა ტიპის პარაზიტები. ნიორი იმათაც მიხედავს.
რაღაც დროის შემდეგ (1-2 კვირა), შეიძლება მოხდეს სისხლის შემადგენლობის გაუარესება. ეს იმიტომ, რომ დახოცილი პარაზიტები თავიანთ წვენებს სისხლში ტოვებენ.
ასევე, რაღაც დროის შემდეგ შეიძლება ადამიანს კანზე აუვიდეს ნივრის სუნი, მაგრამ შედეგი ამად ღირს.
შედეგი კი არის სხეული პარაზიტების, სოკოებისა და სხვა უცხო წარმონაქმნების გარეშე.
შემდეგ, სისხლის შემადგენლობა ნელ-ნელა ისევ იწმინდება. შემდეგ იწმინდება ლიმფა და ერთი თვის თავზე პროცესი სრულდება.
სწორედ ამიტომ, სასურველია, რომ კურსი გაგრძელდეს 1 თვე და რამოდენიმე დღე.

თუ მოხდება კურსის გამეორება 1-2 კვირიანი შესვენების შემდეგ, ეს იქნება საკონტროლო გასროლა ყველაზე ურჩი პარაზიტის ყველაზე სქელ შუბლში :D

უპარაზიტო სხეული = ენეგიის მომატებას, დაუღალავ დღეებს, მშვიდ ძილს, იმუნიტეტის დასვენება-დამშვიდებას, ღვიძლისა და თირკმელების განტვირთვასა და დასვენებას, ჰემოგლობინის მატებას და ბევრ კარგ რამეს :)

ამ მეთოდის გამოყენება არ შეიძლება მათთვის, ვისაც აქვს:
კუჭისა და 12-გოჯას წყლული.
ღვიძლისა და თირკმელების II ხარისხის (და მეტი) პრობლემები.
გულ-სისხლძარღვთა პრობლემები.

მსგავსი სტატიები

კანონიერია - კვებისთვის მოკვლა?


მონაკვეთი მიჰაილ ნაიმის წიგნიდან - "მირდადის წიგნი" მთარგმნელი: ...

კბილების ხეხვის შესახებ


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე უამრავი შეკითხვა მოდის, თუ როგორ გავიხეხოთ კ...

ფარისებრის შესახებ (ჰიპოთირეოზი)


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე  ჰიპოთირეოზი ნიშნავს ფარისებრი ჯირკვლის...

ლურჯი იოდი


  ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ეკოლოგიური პირობების, მასიური წარმოე...

ხელოვნური ვიტამინების შესახებ


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე საკვებში ვიტამინების არარსებობის გამო წარმოქ...

რა არის კანცეროგენი?


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე კანცეროგენებს უწოდებენ ისეთ ნივთიერებებს, რო...

ხორცის შესახებ (ნაწილი II)


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე კიდევ არსებობს მითები ხორცზე, რომ ისაა ფოსფო...

სწორი კვება


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე სულხან-საბასთან წერია: ვინათგან ორთა ჯერთა ჭ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff