სწორი კვების ძირითადი პრინციპები

Admin
ჯანსაღი კვება
0
0

ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ადრე გამოქვეყნდა სტატია სწორი კვების შესახებ. ეს სტატია, ფაქტიურად წინა ...

healthy food

ავტორი: ვლასი ჯიბლაძე

ადრე გამოქვეყნდა სტატია სწორი კვების შესახებ. ეს სტატია, ფაქტიურად წინა სტატიის გადამღერებაა. ჯგუფში დაწერილი კომენტარებისა და სხვადასხვა პასუხების გამო, მგონია, რომ მაინც უნდა „გადამღერდეს“ ის სტატია. ამ სტატიას კითხვა-პასუხის სახით შემოგთავაზებთ.

? - ასე აღვნიშნოთ კითხვა
! - ასე კი, პასუხი.
? - რაში მდგომარეობს სწორი კვების მთავარი პრონციპი, წესი?
! - ძირითადი წესი ისაა, რომ კვებისას კუჭში ერთდროულად არ მოხვდეს სხვადასხვანაირი, ერთმანეთთან არათავსებადი საკვები.
? - რას ნიშნავს სხვადასხვანაირი საკვები?
! - სხვადასხვანაირი საკვებია: ცილოვანი, სახამებელიანი, ბუნებრივი ნახშირწყლები, ხელოვნური ნახშირწყლები, წვენები, ნახარშები და სხვა.
? - მაგალითად?
! - მაგალითად ხორცი და კარტოფილი, თევზი და კარტოფილი, ხორცი და ყველი, თევზი და ყველი, ხორცი და პური, ნებისმიერი საკვები და წვენი, ნებისმიერი საკვები და ხილი, საკვები და წყალი....
? - რატომ არ უნდა მოხვდეს ერთად სხვადასხვა საკვები კუჭში?
! - გარკვეული საკვების მირთმევისას, კუჭში მის გადამუშავებას სწორედ ამ საკვებისათვის განკუთვნილი გარემო (ტუტე-მჟავიანობა, ტემპერატურა, ხანგრძლივობა) ესაჭიროება. მაგალითად, ხორცის მონელებას მჟავე გარემო სჭირდება, კარტოფილის მონელებას კი თითქმის ნეიტრალური - მსუბუქად ტუტე. თუ ხორცი და კატროფილი ერთდროულად იქნა შეჭმული, რომელი გარემოა საჭირო მის მოსანელებლად?
? - რომელი?
! - ასეთი გარემო არ არსებობს. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში კუჭი გამოყოფს საკმაოდ ძლიერ (მაღალი კონცენტრაციის) მჟავას და იწყება რისი გადამუშავება? სწორია, ხორცის.
? - კარტოფილს რომ ამ დროს მჟავე გარემო „არ აწყობს“?
! - არ აწყობს, ამიტომაც ხორცი მუშავდება და კარტოფილი კი ტყუილად ყრია კუჭში.
? - ტყუილად როგორ ყრია, არაფერი არ ემართება?
! - ემართება, და თუ მიხვდები რა
? - ლპება?
! - რა თქმა უნდა, ლპება.
? - რას ნიშნავს ლპება?
! - ლპება, ნიშნავს ჩვეულებრივ ლპობას. კარტოფილზე მრავლდება ჩვეულებრივი ლპობის ბაქტერიები და იწყება პროდუქტის ლპობა. კარტოფილზე გამრავლებული ლპობის ბაქტერიები „გადაინაცვლებს“ ხორცზეც და ხორცის მონელების პარალელურად მისი ლპობაც იწყება. ლპობის პროცესში ძალიან ცუდი (აგრესიული) შხამები გამოიყოფა, რომელიც კანცეროგენულია და მოაქვს თავისი არასასიამოვნო შედეგები. ეს შხამები შეიწოვება სისხლში საკვებთან ერთად და იწყება სხეულის მოწმლვა.
? - რამდენ ხანს გრძელდება ლპობის პროცესი და შესაბამისად შხამების გამოყოფა?
! - მანამ, სანამ ხორცი მთლიანად არ მონელდება კუჭში.
? - ხორცი რამდენ ხანს ნელდება კუჭში?
! – 3-4 საათი.
? - კარტოფილი?
! – 1,5-2 საათი.
? - ე.ი. რა გამოდის, კარტოფილი რამდენ ხანს ლპება კუჭში?
! – 3-4 საათი. ჭამის დაწყებიდან, ხორცის მონელების დამთავრებამდე.
? - როდესაც საკვები კუჭიდან წვრილ ნაწლავში გადავა იქ უკვე ყვველაფერი კარგადაა?
! - კარგად როგორ იქნება. კუჭში „გაჩენილი“ ლპობის ბაქტერიები წვრილ ნაწლავშიც გადაჰყვება საკვებს და იქაც აგრძელებს თავის მავნე საქმიანობას, ებრძვის საკუთარ, მეგობარ ბაქტერიებს და გვიწამლავს სხეულს.
? - ეს მსჯელობა ყველა შემთხვევაში სამართლიანია?
! - თუ კუჭში სხვადასხვა ტიპის საკვებია მოხვედრილი, კი.
? - ხილი რამდენ ხანს ნელდება კუჭში?
! - რაოდენობას გააჩნია, 20-30 წუთიდან, მაქსიმუმ 1 საათი.
? - მაშ რა გამოდის, ყველა საკვები მინიმუმ 1,5-2 საათია კუჭში და ხილი კი, სულ რაღაც 30 წუთი?
! - კი, მასეა
? - ე.ი. ხილის ჭამა არაფერთან ერთად არ შეიძლება?
! - არა.
? - გამოდის, არც საჭმელზე დაყოლება არ შეიძლება, რადგან საჭმელი კიდევ 2 საათი (სულ ცოტა) უნდა იყოს კუჭში და ამ საჭმელზე ზემოდან დაყრილი ხილი 30 წუთის მერე კუჭში აღარ უნდა იყოს?
! - კი, მასეა.
? - გავიდეს კუჭიდან 30 წუთის მერე.
! - ვერ გავა.
? - რატომ? რადგან საჭმელს დავაყოლეთ, მაგიტომ? ხილი საჭმლის ზემოდანაა მოქცეული და იმიტომ? მის ქვემოთ მდებარე საჭმელი არ უშვებს? სანამ საჭმელი კუჭიდან არ გავა, მანამდე ხილიც იქ იქნება?
! - კი, იქ იქნება და 30 წუთის მერე ლპობას დაიწყებს. უკეთეს შემთხვევაში სპირტულ დუღილს. მოწამლავს საჭმელსაც და თავის თავსაც.
? - რა გამოდის, ხილი ცარიელ კუჭზე უნდა ვჭამო?
! - საუკეთესო აზრია. ხილი საოცრად სასარგებლო პროდუქტია თუ ცალკე, ცარიელ კუჭზეა (უზმოზე, ჭამიდან 4-5 საათის შემდეგ) მირთმეული, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვეულებრივი შხამია, რომელიც გულსა და სისხლძარღვებს (და არა მარტო) აზიანებს.
? - წყალი რატომ არ უნდა დავაყოლო საკვებს?
! - თუ წყალი ცივია, მონელებისათვის (ბიო-ქიმიური რეაქციების მიმდინარეობისათვის) საჭირო ტემპერატურას დაბლა აგდებს და მონელება წყდება. თანაც, მონელებისათვის საჭირო კუჭის წვენის კონცენტრაციასაც დაბლა წევს, აზავებს და ისევ წყდება მონელების პროცესი. ცხელი წყალი წყვეტს მონელებას ერთი მიზეზით: აზავებს კუჭის წვენს. ცივი წყალი წყვეტს ორი მიზეზით: აზავებს წვენს და დაბლა აგებს ტემპერატურას.
? - მერე ეს ცუდია?
! - რა თქმა უნდა ცუდია. კუჭში საჭმელს შეუძლია იყოს მხოლოდ ორ მდგომარეობაში: ან მიდის მონელება, ან მიდის ლპობა.
? - სხვა ვარიანტი არ არსებობს?
! - არა.
? - რამდენ ხანს გრძელდება ლპობა?
! - სანამ არ აღდგება საწყისი ტემპერატურა და კუჭის წვენის საწყისი კონცენტრაცია.
? - ტემპერატურა როგორ უნდა აღდგეს? კუჭმა უნდა გაათბოს ცივი წყლით გაზავებული კუჭის შიგთავსი?
! - მართალია, ტემპერატურა უნდა აღდგეს (გათბეს), მაგრამ ამას კუჭი ვერ შვრება, კუჭი ვერ ათბობს საკვების გაცივებულ მასას. საჭირო რაოდენობის ენერგიის, სითბოს აღება თირკმელებიდან ხდება და „ბონუსად“ თირკმელებზეც დატვირთვაც გველის.
? - კუჭის წვენის კონცენტრაცია როგორ უნდა აღდგეს?
! - სხეულმა დამატებითი წვენები უნდა გამოიმუშაოს. წვენების გამომუშავებაში კი ჰორმონალური (ენდოკრინული) სისტემა უნდა ჩაერთოს დამატებით და შესაბამისად, დამატებითი რესურსები ხარჯოს. სანამ არ დასრულდება ორივე პროცესი (ტემპერატურის აღდგენა და კონცენტრაციის აღდგენა), მანამდე ლპობა მიდის.
? - მერე ყველაფერი კარგადაა? მონელება ჩვეულებრივად გრძელდება?
! - ყველაფერი კარგად ვერაა, რადგან უკვე წარმოქმნილია ლპობის ბაქტერიები და შხამები, რომელთაც თავიანთი საქმე უკვე შეასრულეს.
? - არანაირი საკვების შერევა არ შეიძლება?
! - ცოცხალ ბოსტნეულთან მირთმეული საჭმელი შერევად არ ითვლება.
? - ე.ი. ცოცხალ ბოსტნეულს შეიძლება დავაყოლო რაც მინდა?
! - არა. „რაც მინდა“, არ შეიძლება. ცოცხალ ბოსტნეულს შეიძლება დააყოლო ერთი სახეობის საკვები.
? - რას ნიშნავს ერთი სახეობის?
! – „ერთი სახეობის“ ნიშნავს რაიმე ერთ პროდუქტს. მაგალითად, შეიძლება ჩამოთვლილთაგან რომელიმე ერთი: სალათი და ხორცი, სალათი და კარტოფილი, სალათი და ლობიო, სალათი და წიწიბურა ან სხვა ბურღულეული, სალათი და ყველი, სალათი და ნიგოზი (თხილი, ნუში, მზესუმზირა...).
? - სალათი და მოხარშული ხორცი კარგი შოთის პურით?
! - ეს უკვე გამოვიდა სალათი და ორი, ნაცვლად ერთისა.
? - რატომ?
! - სალათი, ხორცი და პური. ისევ მივიღეთ ხორცი და სახამებელი ერთდროულად.
? - სალათი და მაწონი?
! - მაწონი ფერმენტირებული პროდუქტია, მისი ჭამაც ცარიელ კუჭზეა კარგი, ისევე, როგორც ხილის.
? - ცოცხალ ბოსტნეულთან ერთად მირთმეული საკვები რატომ არ ითვლება „შერევად“?
! - ცოცხალი ბოსტნეული შეიცავს ძალიან სასარგებლი და აქტიურ ნივთიერებებს - ენზიმებს. ისინი აქტიურდება კუჭის გარემოში და თვითონ, კუჭის წვენის გარეშე იწყებს სალათების მონელებას. ის ენზიმები სალათასთან ერთად მირთმეული იმ ერთი პროდუქტის მონელებასაც იწვევს ნაწილობრივ. ე.ი. ხდება თვითმონელება, იზოგება სხეულის ენერგია და წვენები, იზოგება იმუნური სისტემაც.
? - გამოდის, რომ სალათი ეხმარება სხეულს საჭმლის მონელებაში?
! - ნამდვილად ასეა. ეს თვითმონელებაა. ოფიციალურ მედიცინაში ამ პროცესს ტერმინიც კი მოუგონეს - ინდუცირებული აუტოლიზი.
? - რას გულისხმობ, როდესაც ამბობ სიტყვას „სალათი“?
! - სეზონს გააჩნია. ზაფხულში - კიტრი, მწვანე სალათის ფურცლები, ისპანახის ფურცლები, მწვანილი, პომიდორი, ახალი ფუშფუშა და ნაზი კომბოსტოს ფურცლები, ბოლოკი, თალგამი, ბროკოლი, ყაბაყი და სხვა. მათი ნებისმიერი კომბინაცია. ზამთარში - კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო.... ყველაფერი სეზონურად.
? - მე რომ სალათები მბერავს?
! - მცირეოდენი ფერმენტირებული (უმარილოდ დამჟავებული) ბოსტნეული (კომბოსტოს ბაზაზე) სცადე, ნელ-ნელა ცოტაოდენი ცოცხალი სალათები მიუმატე.
? - როდესაც ცოცხალ სალათებს მივეჩვევი, ფერმენტირებულს შევეშვა?
! - არავითარ შემთხვევაში. ფერმენტირებული ბოსტნეული საოცრებაა, ვიტამინების, მიკროელემენტების, ამინომჟავების და საოცრად სასარგებლო ბაქტერიების უმდიდრესი წყაროა.
? - რომელი ჯობია, ხორცი და პური თუ სალათი ხორცი და პური?
! - თუ მაინც უნდა დაარღვიო, ისევ სალათით ჯობს დაიწყო.
? - თაფლზე რას იტყვი? რამდენ ხანს ნელდება კუჭში?
! – თაფლი საერთოდ არ ნელდება, შეჭამ თუ არა, იმწუთასვე იწყება მისი შეწოვა-შეთვისება.
? - ე.ი. თაფლის ჭამა არაფერთან ერთად არ შეიძლება?
! - თაფლი შეიძლება ბალახების ჩაის მივაყოლოთ, ჩაი არ უნდა იყოს 45 გრადუსზე მეტი, რომ თაფლი არ მოვკლათ. თაფლი შეიძლება ვჭამოთ ხილთან ერთად.
? - თაფლი და კარაქიანი პური?
! - პური 1-2 საათი ნელდება, თაფლს მონელება არ ესაჭიროება, ცხიმიც დიდხანს მუშავდება, დასკვნა თავად ჰააკეთე.
? - ისევ ლპობა?
! - დიახ. თანაც, თუ პური თერმოფილურ საფუარზეა ამოყვანილი (ასეთ საფუარს ხმარობს თითქმის ყველა მასიური მწარმოებელი), ეს საფუარი იწყებს თაფლის ალკოჰოლურ დუღილსაც.
? - აბა „ჯანზე მოსასვლელი“ რეცეპტები რომ არსებობს თაფლის შემცველიბით? მაგალითად, თაფლი, კარაქი, კაკაო, ალოე და შავი ღვინო?
! - ამ შემთხვევაში, ყველა კომპონენტი ერთმანეთთან რეაქციაში შედის, ხდება თაფლის ფერმენტაცია. ნაზავი გარკვეული პერიოდი ინახება, იქ მიმდინარე პროცესები დასრულდება და მიიღება არა საკვები, არამედ წამალი, რომელიც თავის სასარგებლო საქმიანობას ეწევა სხეულში.
? - დღეში რამდენჯერ შემიძლია ვჭამო?
! - ადამიანს გააჩნია. ზოგადად დღეღამეში საკვების 1-2-ჯერ მიღება სრულიად საკმარისია. ზოგი ერთხელ ხილით იკვებება და მეორეჯერ ბოსტნეულითა და იმ რაიმე ერთით. ბოლო ჭამა ჯობია 16 საათზე, ეს საუკეთესო ვარიანტია. ბოლო ჭამა 18 საათზე ძალიან კარგია, მზის ჩასვლამდე ბოლო ჭამა კარგია. დაძინებამდე 4 საათით ადრე ჭამას არაუშავს.
? - სულ ესაა?
! - სულ არა, მაგრამ ძირითადი პრინციპები ესაა.
? - მოდი თეზისებად ჩამოვაყალიბოთ?
! - კარგი:
· წყალი ისმევა ცარიელ კუჭზე. დილით, უზმოზე. მყარი საკვების მიღება შეიძლება ბოლო ყლუპიდან 30-40 წუთის შემდეგ. საერთოდ დღე წყლის სმით იწყება.
· წყალი საჭმელს შეიძლება დავაყოლოთ ჭამიდან 3-4 საათის შემდეგ.
· ზამთარში სასურველია თბილი ან მოცხელო წყლის სმა.
· ხილი იჭმევა ცალკე.
· მაწონი იჭმევა ცალკე.
· თაფლი იჭმევა ცალკე ან ხილთან ერთად, ან ბალახების ჩაისთან ერთად.
· ბალახების ჩაის დალევაც ხდება ცარიელ კუჭზე ან ჭამიდან 3-4 საათის შემდეგ.
· საჭმელის მიღებისას ვღებულობთ მხოლოდ ერთ პროდუქტს სალათასთან ერთად, ან მხოლოდ იმ ერთ პროდუქტს (სალათთან ერთად, ცხადია, უკეთესია).
· არ შეიძლება მავნე საკვების მიღება: შაქრის შემცველი, მარგარინის შემცველი, ფენოვანი, ძეხვეულობა და სოსისები, საფუარის შემცველი, გაზიანი გამაგრილებელი უალკოჰოლო თუ ალკოჰოლიანი სასმელები, მაღაზიის წვენები, რაფინირებული ზეთები და ცხიმები, ე.წ. სამარხვო კარაქები, თეთრი ფქვილი, ნამცხვრები და ტორტები, კანფეტები და სხვა.
· ძალიან სასარგებლოა რაციონში ფერმენტირებული ბოსტნეულის ჩართვა.
· ერთ იჯრაზე მიღებული საკვები უნდა იყოს მაქსიმალურად ერთფეროვანი, მაგრამ სხვადასხვა იჯრები ერთმანეთისაგან მრავალფეროვნებით უნდა გამოირჩეოდეს.
? - ამ წესებიდან გადახრა გამორიცხულია?
! - პირიქით, თვეში 1-2-ჯერ კარგიცაა „არევ-დარევა“, რადგან ფსიქიკა დუნდება და მომავალი „ჯილდოს“ (მომავალი „არევის“) მოლოდინში, უფრო ადვილია სწორი კვების ძირითადი პრინციპების დაცვა.
? - ამ წესების დაცვა ყველასათვის მკაცრად სავალდებულოა?
! - თუ ადამიანი ავადაა (სიმსივნე, ჰიპერტონია, ჰიპო/ჰიპერთირეოზი და სხვა, მათთვის მკაცრად სავალდებულოა. რაც უფრო ჯანმრთელია ადამიანი, მეტად შეუძლია „აურიოს“, მაგრამ რაღაც მთავარი წესები ძირითადად უნდა დაიცვას. ასევე, რაც უფრო მაღალია ადამიანის სხეულში ნივთიერებათა ცვლა (მეტაბოლიზმი), მისთვის უფრო ადვილია შერეული საკვების მონელება. იგივე ითქმის ჯანმრთელ ახალგაზრდებზე და სპორტის მიმდევრებზეც. რაც უფრო ასაკში შედის ადამიანი, მისთვის მით უფრო აუცილებელია ამ წესების დაცვა. ასაკის მატებასთან ერთად იკლებს საჭმლის მომნელებელი ცეცხლის სიმხურვალე, ინტენსივობა. არასწორი კვება კი კიდევ უფრო აქრობს ამ ცეცხლს.
? - რითი შეიძლება ასაკში ამ ცეცხლის აგუზგუზება?
! - ჯანჯაფილის ჩაი, მიხაკის ჩაი, ამათი ნაზავი, ამათი ნაზავი პილპილთან ერთად და სხვა.
? - კიდევ რა სარგებლობა მოაქვს ასეთ კვებას?
! - ჩინჩლავს
? - ხუმრობის გარეშე.
! - ადამიანი ჭამის მერე არაა დაღლილი, მთელი დღე მხნედაა, ჰყოფნის ცოტა ძილი, უფრო ჯანმრთელია, იმუნიტეტი უფრო მაღალი აქვს და სხვა.... და ის წინა პასუხიც არ იყო მთლად ხუმრობა. ასეთი კვებისას იზოგება ძალიან დიდი რაოდენობის ენერგია და ადამიანი თითქმის ღრმა მოხუცებულობამდე ინარჩუნებს სქესობრივ პოტენციას, რაც ჯანმრთელობის მაჩვენებელიცაა.
? - მართლა?
! - კი
მერე როგორ გაგრძელდა მათი საუბარი აღარ მომისმენია....

 

მსგავსი სტატიები

რითი სჯობს თევზი ხორცს?


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე 1) თევზი შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგას ტიპი...

ნიორი - ძალიან მაგარი რეცეპტები


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე როდესაც ნიორი კარგად შემოვა (აგვისტო-სექტემბ...

ტოპინამბური


ტოპინამბური, ანუ მიწავაშლა, მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა.

ჩიას თესლი- ბუნებრივი აფთიაქი


ავტორი: ეკატერინე დგებუაძე  ​ჩიას თესლი წვრილი მარცვლეულია,...

პროდუქტები, რომელიც არასოდეს არ უნდა გამოვიყენოთ


თეთრი პურის შესახებ ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ნებისმიერი ჯიშისა და ხა...

რა არის კანცეროგენი?


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე კანცეროგენებს უწოდებენ ისეთ ნივთიერებებს, რო...

აღდგენის დღეები (შიმშილობა, #1)


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ტერმინში, აღდგენის დღეები, იგულისხმება განტვ...

ნაღვლის ბუშტის და თირკმელების წმენდა კენჭებისა და მარილებისაგან


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ნაღვლის ბუშტში და თირკმელებში კენჭების არსებ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff