ხელოვნური ვიტამინების შესახებ

Admin
ჯანსაღი კვება
0
0

ავტორი: ვლასი ჯიბლაძე საკვებში ვიტამინების არარსებობის გამო წარმოქმნილ დაავადებებს ეწოდება ავიტა...

No more pillsავტორი: ვლასი ჯიბლაძე

საკვებში ვიტამინების არარსებობის გამო წარმოქმნილ დაავადებებს ეწოდება ავიტამინოზური დაავადებები. თვითონ ვიტამინების დეფიციტს სხეულში, ავიტამინოზი. ასეთ შემთხვევებში მივიღოთ თუ არა ხელოვნური ვიტამინები? ვნახოთ პრაქტიკული შედეგები, რომელიც გამოწვეულია ხელოვნური ვიტამინების მიღების შედეგად.

20-ე საუკუნის დასაწყისში, უკვე თითქმის ყველა ვიტამინი იყო დამზადებული ხელოვნურად. მაშინ ხელოვნურ ვიტამინებს უნიშნავდნენ ისეთი პროფესიის ადამიანებს, რომელთაც დიდი შანსი ჰქონდათ დამართოდათ ავიტამინოზი. ესენი იყვნენ, მეზღვაურები, წყალქვეშა გემის მეზღვაურები, პოლარული ექსპედიციების მკვლევარები, შორეული გადაფრენის თვითმფრინავის პილოტები და მოგვიანებით კოსმონავტები.

როდესაც ადამიანი ვიტამინს იღებს საკვებიდან, ის ვიტამინი გარემოცულია სხვადასხვა ნივთიერებებით, ამ გარემოცვის გამო მას ორგანული შინაარსი აქვს და ამ გარემოცვის საშუალებით ხდება მისი შეთვისება.

ვიტამინების ხელოვნური სინთეზისას მიიღება ვიტამინი გარემოცვის გარეშე (ორგანულ ვიტამინს თან ახლავს ე.წ. ცილოვანი მატარებელი და ამ მატარებელს შეჰყავს ის უჯრედში), ასეთი ვიტამინი არაორგანული შინაარსისაა და სხეული მას ვერ შეითვისებს. ასეთ ვიტამინი უბრალო კრისტალია.

ასეთი მაგალითი მოვიყვანოთ: ვიცით, რომ თუ ადამიანს მოაკლდა რკინა, მას დაუვარდება ჰემოგლობინი და დაეწყება სისხლნაკლებობა. მან გადაწყვიტა მისი სხეულის რკინით შევსება და დაიწყო ნაჯახების ლოკვა ან რკინის ნაქლიბის დალევა და რკინის ჟანგის ჭამა, როგორ გგონიათ, მას ჰემოგლობინი აეწევა? არა, რადგან ასეთი არაორგანული სახით მიღებულ რკინას სხეულის უჯრედები ვერ შეითვისებს. თუ დალევს ისპანახის წვენს ან შეჭამს ალუბალს? მაშინ, რა თქმა უნდა მას ჰემოგლობინი მოემატება. ასეთ პროდუქტებში რკინის ატომი უამრავი სხვა ატომით ისე და ისეთნაირადაა გარემოცული, რომ ასეთ მოლეკულას სხეულის უჯრედი თავისიანად ცნობს და ითვისებს მას. ჩვენ რომ ცალკე ტილო გვაჩვენონ, ცალკე ზეთი, ცალკე სხვადასხვა ფერის საღებავი, ცალკე ფუნჯი და ცალკე ჩარჩო, შევძლებთ გავიგოთ რა დახატა მხატვარმა? თუ მთლიან ნახატს გვაჩვენებენ სადაც ყველა კომპონენტს (ტილოს, საღებავს...) თავისი ადგილი აქვს მიჩენილი, უმალ დავინახავთ ნახატს და ამოვიცნობთ მის შინაარსს.

ჯერ მოდით ფაქტებს გავყვეთ:

გამოქვეყნდა 82 000 მონაწილეზე ჩატარებული ექსპრიმენტის შედეგები, რომელთაც ჰქონდათ ათეროსკლეროზის, ინფარქტისა და ინსულტისაკენ „მიდრეკილება“, 1,5-დან 12 წლამდე დროის განმავლობაში აძლევდნენ ხელოვნურ E ვიტამინსა და ბეტა-კაროტინს (სხეულში მოხვედრისას გადაიქცევა A ვიტამინად). ექსპერიმენტში მონაწილეებს საერთოდ არ შეუმცირდათ ათეროსკლეროზის, ინფარქტისა და ინსულტის რისკი და არ გაეზარდათ სიცოცხლის ხანგრძლივობა.

140 000 ჯანმრთელი ადამიანის მიერ ყოველდღიურად მიღებულმა ხელოვნურმა ბეტა-კაროტინმა, ცოტა, მაგრამ, მაინც შეამცირა მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა. მეცნიერებმა დღეს-დღეობით მიმდინარე მსგავსი ექპერიმენტების შეწყვეტაც კი მოითხოვეს.

ისრაელში ჩატარებული სხვა ექსპრიმენტის მიზანი იყო, გაერკვიათ, ამცირებს თუ არა სისხლძარღვების კალცინირებას (ძარღვების შიდა კედლებზე დანალექების წარმოქმნა) E და C ვიტამინების მიღება. ექსპერიმენტი სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ექსპერიმენტში მინაწილეთა ნახევარს აძლევდნენ ნამდვილ ვიტამინებს, ხოლო მეორე ნახევარს კი არაფრის შემცველ აბებს. შედეგები: ნამდვილი ვიტამინების მსმელთა საზოგადოების მესამედს, აღმოაჩნდა, რომ დანალექი სისხლძარღვთა კედლებზე არათუ შეუმცირდა, არამედ, პირიქით, დანალექის სისქემ მოიმატა და შესაბამისად დაწვრილდა სისხლძარღვის გამტარი არე. მონაწილეთა ნახევარის სისხლძარღვებს არანაირი ცვლილება არ შეეტყო. მსგავსი შედეგები მიიღეს სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმაც.

აქ პატარა ჩართვას გავაკეთებ:

მეცნიერებმა წამოწიეს ე.წ. თავისუფალი რადიკალების თემა. ორგანიზმში, რიგ მიზეზთა გამო წარმოიქმნება ჟანგბადოვანი ნაერთები ძლიერი დამჟანგავი თვისებებით. ისინი ჟანგავენ და ანადგურებენ სხეულის უჯრედების შემადგენელ ნაწილებს და იწვევენ სხვადასხვა დაავადებებს, მათ შორის სიმსივნეებს. საბედნიეროდ, არსებობს ნივთიერებები, ანტიოქსიდანტებად წოდებულნი, რომლებიც იერთებენ და სხეულიდან გარეთ გამოდევნიეან თავისუფალ რადიკალებს ან მათ საერთოდ არ აძლევენ წარმოქმნის საშუალებას. ძლიერ ანტიოქსიდანტთა რიცხვს უპირველეს ყოვლისა მიეკუთვნება C და E ვიტამინები და ბეტა-კაროტინი (A ვიტამინის პროვიტამინი). განსაკუთრებით ბევრი ანტიოქსიდანტია ცოცხალ ხილსა და ბოსტნეულში, განსაკუთრებით თუ ისინი არა ქიმიურად დამუშავებული.

ამ თეორიის მიხედვით C, E და A ვიტამინების მომატებული დოზით მიღებას შეუძლია ებრძოლოს გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიურ დაავადებებს. ამის დასადგენად კვლევითი ცენტრები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იკვლევენ ხელოვნური ვიტამინების მიღებით გამოწვეულ შედეგებს ადამიანის ორგანიზმზე. როგორც ზემოთ ვნახეთ და შემდგომ, ქვემოთაც ვნახავთ, ხელოვნური ვიტამინების სმა სრულიად უსარგებლოა და მეტიც, რიგ შემთხვევებში საკმაოდ საშიშიცაა.

მაშ ასე, გავაგრძელოთ:

არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოქვეყნდა ამერიკულ-სერბულ-დანიური ერთობლივი კვლევის შედეგები, რომელიც ჩატარდა 170 000 კაცზე. კვლევას უნდა ეჩვენებინა, არის თუ არა A, C და E ვიტამინები ანტიოქსიდანტები და შესაბამისად იცავს თუ არა ამ ვიტამინების მიღება კიბოსაგან კუჭ-ნაწლავის ტრაქტსა და საჭმლის მომნელებელ ორგანოებს? აღმოჩნდა, რომ ამ ვიტამინების მიღება არა თუ ამცირებს, არამედ, დიდად არა, მაგრამ მაინც, ცალსახად მაღლა წევს კიბოს წარმოქმნის რისკს ამ ორგანოებზე. განსაკუთრებით საშიში აღმოჩნდა A ვიტამინისა და ბეტა-კაროტინის ერთად მიღება. ამ შემთხვევაში ნაწლავების კიბოს რისკი 30 (!) პროცენტით იმატებს.

shutterstock 654510328 1თურმე, ასაკოვან ქალებში C ვიტამინის დამატებითი დოზის მიღება გულის დაავადების განვითარებას უწყობს ხელს.

გულის დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის გერმანულმა ფონდმა გამოსცა გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ხელოვნური ვიტამინები სულაც არაა უსაფრთხო.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში საუბარია ხელოვნურ ვიტამინებზე, რომლებიც ბუნებრივის ანალოგიურია მოლეკულის ფორმულით, მაგარამ ვერანაირად ვერ შეცვლის მათ ნატურალურ ანალოგებს. ჩვენი სხეული კი თავისუფლად არჩევს ამ განსხვავებას.

ფარმა ინდუსტრიამ კარგად „გაწრთვნა“ ხალხი, რომ გაზაფხულის (და რატომ მაინც და მაინც გაზაფხულის? ზამთრიდან რომ დაიწყონ „უკეთესი“ არაა? ან საერთოდ მთელი წელიწადი არ შეწყვიტონ და კიდევ უკეთესი არ იქნება?) დადგომასთან ერთად დაიწყონ ხელოვნური ვიტამინების მიღება, რადგან ამის გარეშე სხეული გამოიფიტება. ევროპის ქვეყნების მოსახლეობა საშუალოდ 100 მილიონ დოლარს ხარჯავს ვიტამინებში, ანტიოქსიდანტებსა და ახალგაზრდობის სხვადასხვა ელექსირებში. დაახლოებით იგივე სურათია ამერიკის მოქალაქეთა შორისაც. რუსეთისა და საქართველოსათვის მსგავსი სტატისტიკა ვერსად ვნახე (უბრალოდ ამ მიმართულებით არ აკვირდებიან მოსახლეობას).
რაც მეტ ხელოვნურ ვიტამინს, ანტიოქსიდანტს, სხვადასხვა დანამატებს, ჯანმრთელობის ხელოვნურ გამაძლიერებლებს და ა.შ. მიიღებს ადმიანი, მით მეტია რისკი, რომ ის უფრო ადრე მოკვდება.

ამას ბოლოს ვამატებ: ხელოვნური ვიტამინების მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიზანშეწონილი, როდესაც ჩვენი სხეული, რაღაც მიზეზების გამო საერთოდ ვერ იღებს მათ. ეს კი, დღევანდელ დღეს, თუ ადამიანი იკვებება არა თუ ჯანმრთელად, არამედ საშუალო სტატისტიკურადაც კი, თითქმის წარმოუდგენელია. ვიტამინების საუკეთესო წყარო ცოცხალი ხილი და ბოსტნეულია. ცოცხალი მცენარეული საკვები ათი ათასამდე სხვადასხვა, ბუნებრივად ბალანსირებულ ნივთიერებას შეიცავს. ყველას გვსმენია ასეთი მარტივი ფაქტი, რომ ვინც უპირატესობას მცენარეულ საკვებს ანიჭებს, გაცილებით ჯენმრთელნი არიან და უფრო დიდხანსაც ცოცხლობენ.

ხელოვნურ ვიტამინს სხეული აღიქვამს როგორც უცხო სხეულს, ვერ ცნობს მას და კი არ შეითვისებს, არამედ პირიქით, ებრძვის მას. საბოლოო ჯამში ეს ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც გროვდება სხეულში და წამლავს მას. ნებისმიერი საწამლავი კი, მეტ-ნაკლებად კანცეროგენია! ამის მშვენიერი დამამტკიცებელი საბუთია შარდის ფერი და სუნი ხელოვნური ვიტამინების მიღების შემდეგ. ეს თირკმელები ცდილობენ თავიდან მოიცილონ სისხლში შესული ხელოვნური ვიტამინი. შარდს კი იმ ხელოვნური ვიტამინის დამახასიათებელი სუნი აქვს, რაც ადამიანმა დალია, მისი ფერიც შეცვლილი და არაბუნებრივია. გარდა ამისა, ღვიძლიც დამატებით დატვირთვას განიცდის.

და, რა ხდება, როდესაც ადამიანი ნატურალურ ვიტამინებს მიიღებს ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის სახით? შარდი ჩვეულებრივი და ჯანსაღია. წარმოგიდგენიათ, რომ ადამიანმა, დავუშვათ, ზედმეტი მარწყვი, ან სხვა მაღალვიტამინიზირებული ნატურალური პროდუქტი შეჭამოს და შარდმა მისი სუნი მიიღოს? ექნება როდესმა შარდს მარწყვის სუნი, რამდენი მარწყვიც არ უნდა ვჭამოთ? რა თქმა უნდა არა. სად მიდის ის ზედმეტი ვიტამინი, რომელსაც სხეული ვერ ითვისებს? თუ ვიტამინი იმ ტიპისაა, რომელიც სხეულში შეიძლება დაგროვდეს და შეინახოს, ის მართლაც გროვდება და ინახება და მას სხეული მომავალში, როდესაც ამის საჭიროება დადგება, იყენებს. თუ ვიტამინის ტიპი ისეთია, რომელსაც სხეული ვერ იგროვებს, მას გადაამუშავებს და შარდთან ერთად გარეთ გამოიყოფა. ნაწილი კი ნაწლავში მოხვედრისთანავე გადამუშავდება ჩვენი მიკროფლორის მიერ და გარეთ გამოიდევნება.

თითქმის შეუძლებელია ზედმეტი მოგვივიდეს ნატურალური ვიტამინის მიღება. მაგალითად, ზედმეტი A ვიტამინი რომ მიიღოს სხეულმა და ამის გამო დისკომფორტი იგრძნოს (ჩვენი სხეულისათვის ამდენად საჭირო და აუცილებელი ბუნებრივი A ვიტამინი ბუნებრივადაც მსუბუქად, ოდნავ ტოქსიკურია), დღეში 4-5 ლიტრი სტაფილოს წვენი უნდა დავლიოთ 15-20 დღის განმავლობაში! თუ ადამიანი დაიბომბა ნატურალური ვიტამინებით და მას სხეულზე გაუჩნდა გამონაყარი, ეს არაა ალერგია. ნატურალურმა ვიტამინებმა აამოძრავა სხეულში წლობით ნაგროვები წიდა, რომლის ნაწილი სხეულს ტოვებს ჩვეული გზით (უნიტაზში), ნაწილი გამოდის პირის ღრუდან, ნაწილი კი სხეულს ტოვებს კანიდან. ერთ-ორ კვირაში კანი ფორმაში დგება.

თვით „უვნებელი“ ასკორბინის მჟავაც კი (C ვიტამინი) ტოქსიკურია, როდესაც ის ხელოვნურია. ამ ხელოვნური ვიტამინის დიდი დოზები (დღიური დოზა სულ რაღაც 0,1 გრამია, მაშინ როდესაც გაცივებისას, ან პროფილაქტიკის მიზნით, ექიმები ამ ვიტამინის 1-დან 10 გრამამდე მიღებას გვირჩევენ. ეს საჭირო დოზაზე 10-100-ჯერ გადაჭარბებაა) რევმატიზმებისა და ტრომბოზების მიზეზი შეიძლება გახდეს. ამ ვიტამინის დიდი დოზა სისხლის შედედების უნარს მკვეთრად აძლიერებს. ეს ვიტამინი მჟავაა და აღიზიანებს კუჭ-ნაჭლავის ლორწოვან გარსს. შეიძლება ფაღარათი, პირღებინება და გულძმარვა გამოიწვიოს. ბუნებრივად C ვიტამინის შემცველი პროდუქტი კი, რამდენიც არ უნდა ვჭამოთ, შეუძლებელია ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები დაგვემართოს და დისკომფორტები შეგვექმნას.

ხელოვნური A ვიტამინი იწვევს ღვიძლის ფუნქციის მოშლას, ღვიძლის დაავადებების წარმოქმნას, ძვლის სტრუქტურის გადაგვარებას, შეიძლება ადამიანს დამართოს შაკიკი. ამ ვიტამინის დანამატის სახით მიღება სრულიად უაზრობაა ამ მიზეზთა გამო და ასევე იმის გამო, რომ ნორმალურ ადამიანურ საკვებში საკმარისია და საკმარისზე მეტიცაა.
თუ ვინმეს მაინც უნდა ბიოლოგიურად აქტიური დანამატების ჩართვა რაციონში, მაშინ მხოლოდ ნატურალური კომპონენტებისაგან შექმნილი დანამატები მოძებნეთ. ისინი გაცილებით ძვირია, სამაგიეროდ რიგ შემთხვევებში უვნებელიცაა და სარგებელიც მეტია.

ამ სტატიაშიც გავიმეორებ, რომ ყურადღება მიაქციეთ მიკროფლორას. თუ მიკროფლორა გამართულად მუშაობს, ვიტამინების ნაკლებობის დეფიციტის შანასი ნოლია.


მსგავსი სტატიები

ჰემოგლობინის შესახებ


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ყველას გვგონია და ვიცით ასე, რომ სხეულში რკი...

არც ერთ დაავადებას, კიბოს ჩათვლით, არ შეუძლია იარსებოს ტუტე გარემოში


წყარო ავტორი: ვლასი ჯიბლაძე "არც ერთ დაავადებას, კიბოს ჩათვლით,...

თაფლის შესახებ


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე თაფლი ცოცხალი პროდუქტია. თაფლში შემავალი შაქ...

სოდა - ღვთაებრივი ფერფლი


 გამოყენების სფეროები: • კიბოს პროფილაქტიკა და მკურნალობა. ...

ახალი კარტოფილი


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ახალი კარტოფილი ნაკლებად კალორიულია, ვიდრე ძ...

კანონიერია - კვებისთვის მოკვლა?


მონაკვეთი მიჰაილ ნაიმის წიგნიდან - "მირდადის წიგნი" მთარგმნელი: ...

პროდუქტები, რომლებიც არასოდეს არ უნდა გამოვიყენოთ (I)


 ავტორი: ვლასი ჯიბლაძე  კბილის პასტების, დეზედორების, მა...

 კოლაგენი


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე სტატიებში საჭმელი სოდის შესახებ, ვრცლადაა ახ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff