ცოდნის ადამიანის ოთხი მტერი

Admin
კარლოს კასტანედა
0
0

(კარლოს კასტანედას მიხედვით)

მთარგმნელი: მამუკა გურული

როცა ადამიანი ცოდნის გზაზე დგება, მან არასოდეს არ იცის მკაფიოდ დაბრკოლებების შესახებ. მისი მიზანი ბუნდოვანია, მისი განზრახვა კი - არამყარი. იგი ჯილდოს ელოდება, რომელსაც ვერასოდეს მიიღებს, რადგან არც კი ეჭვობს მოსალოდნელ გამოცდებზე.

სწავლება არასოდეს არ აღმოჩნდება ხოლმე ისეთი, როგორსაც ელიან. ყოველი ნაბიჯი - ახალი ამოცანაა, და შიში, რომელსაც ადამიანი განიცდის, უმოწყალოდ და ურყევად იზრდება. მისი მიზანი ბრძოლის ველად იქცევა. და ამგვარად მის წინ პირველი ბუნებრივი მტერი ჩნდება: შიში! საშინელი, ვერაგი, უმოწყალო მტერი. იგი ყოველი მოსახვევის მიღმაა ჩასაფრებული. და თუ ადამიანი შეკრთება მისი სახის წინაშე და გაიქცევა, მისი მტერი ბოლოს მოუღებს მის ძიებებს. ეს ადამიანი უკვე ვეღარასოდეს გახდება ცოდნის ადამიანი. ის შეიძლება გახდეს მოლაყბე ან უვნებელი შეშინებული ადამიანი; მაგრამ ყოველ შემთხვევაში იგი დამარცხებული იქნება.

იმისთვის, რომ შიში გადალახოთ, უბრალოდ არ უნდა გაიქცეთ.

ადამიანმა უნდა დაამარცხოს თავისი შიში და მის მიუხედავად გადადგას მომდევნო ნაბიჯი სწავლაში, კიდევ და კიდევ... ის შეიძლება ბოლომდე შეშინებული იყოს, და მაინც არ უნდა გაჩერდეს.

და დადგება დღე, როცა მისი პირველი მტერი უკან დაიხევს. ადამიანი თავდაჯერებულობას იგრძნობს. მისი განზრახვა გამყარდება. სწავლა აღარ იქნება საშიში ამოცანა. როცა ეს ბედნიერი დღე დადგენა, ადამიანს შეუძლია უყოყმანოდ თქვას, რომ დაამარცხა თავისი პირველი ბუნებრივი მტერი. ეს თანდათანობით ხდება, და მაინც, შიში უეცრად, ერთ წამში ქრება.

ის, ვინც ერთხელ დაამარცხა შიში, სიცოცხლის ბოლომდე თავისუფლდება მისგან, რადგან შიშის ნაცვლად სიცხადე მოდის, რომელიც შიშს ფანტავს.

ამ დროისთვის ადამიანმა ყველა თავისი სურვილი იცის, და იცის, რა მოუხერხოს მათ; მას შეუძლია ახალი აღმოჩენები გააკეთოს და ახალი ნაბიჯები გადადგას სწავლაში, და ყველა მის მოქმედებას მკაფიო სიცხადე განმსჭვალავს. ადამიანმა იცის, რომ მისთვის საიდუმლოებები არ არსებობს.

მაშ ასე, იგი ხვდება მეორე მტერს: სიცხადეს!...

kass

ეს სიცხადე იმდენად რთულად მისაღწევია, და შიშსაც ფანტავს, მაგრამ ისვე აბრმავებს...

იგი აიძულებს ადამიანს, რომ ეჭვი არ შეეპაროს საკუთარ თავში. იგი აძლევს მას თავდაჯერებას, რომ ყველაფერს ნათლად ხედავს. მაგრამ ეს ყველაფერი ილუზიაა. თუ ადამიანი დანებდება თავის წარმოსახვით ძლევამოსილებას, ეს ნიშნავს, რომ იგი დამარცხდა მეორე მტრის მიერ და სწავლებაში ერთი ადგილის ტკეპნას განაგრძობს. იგი წინ გავარდება მაშინ, როცა დალოდებაა საჭირო, ან დაელოდება მაშინ, როცა დაყოვნება დაუშვებელია.

ასე, ნაცვლად ცოდნის ადამიანისა, იგი შეიძლება გახდეს მამაცი მეომარი, ან ვთქვათ, მასხარა. თუმცა სიცხადე, რომლისთვისაც ასე ძვირი გადაიხადა, აღარასოდეს შეიცვლება კვლავ სიბნელით და შიშით.
იმისთვის, რომ მარცხს თავი დააღწიოს, უნდა დაამარცხოს სიცხადე და მხოლოდ იმისთვის გამოიყენოს იგი, რომ დაინახოს და მოთმინებით დაელოდოს, და ყოველი ახალი ნაბიჯის წინ გულდასმით აწონ-დაწონოს; და უპირველეს ყოვლისა - იცოდეს, რომ სიცხადე არსობრივად ილუზორულია.

და ერთხელაც იგი იხილავს, რომ სიცხადე მხოლოდ და მხოლოდ წერტილი იყო თვალების წინ. მხოლოდ ასე შეძლებს თავისი მეორე ბუნებრივი მტრის გადალახვას და ისეთი მდგომარეობის მიღწევას, რომელშიც მას უკვე ვეღარაფერი დააზიანებს. და ეს არ იქნება ილუზია. ეს ნამდვილი ძალა იქნება.

ამ ეტაპზე მისთვის ცხადი გახდება, რომ ძალა, რომელსაც ამდენი ხანი დასდევდა, როგორც იქნა მას ეკუთვნის. ყველაფერი შეუძლია გაუკეთოს მას, რასაც მოისურვებს. მისი სურვილი - კანონია. იგი ყველაფერს გამჭოლად ხედავს გარშემო. სწორედ ესაა იმის ნიშანი, რომ მის წინ მესამე მტერია: ძალა!

ძალა - ეს ყველაზე მრისხანე მტერია. და რა თქმა უნდა, ყველაზე ადვილი უბრალოდ დანებებაა; მისი მფლობელი ხომ, ბოლოს და ბოლოს, მართლაც დაუმარცხებელია. 

აქ ადამიანი იშვიათად ამჩნევს მესამე მტერს, რომელიც უკვე თავზე ადგას. და არც კი ეჭვობს, რომ ბრძოლა უკვე წაგებულია. თავისმა მტერმა იგი სასტიკ, კაპრიზულ ადამიანად აქცია. მაგრამ არც სიცხადეს და არც ძალას იგი აღარასოდეს დაკარგავს. 

ცოდნის ადამიანისგან საკუთარი ძალისგან დამარცხებული ადამიანი იმით განსხვავდება, რომ ეს უკანასკნელი ისე კვდება, რომ ვერც კი გებულობს რა მოუხერხოს მას. ძალა - მხოლოდ ტვირთია მისთვის. ასეთ ადამიანს არ აქვს ძალაუფლება საკუთარ თავზე და არ შეუძლია თქვას, როდის და როგორ გამოიყენოს თავისი ძალა. 

მაგრამ თუ ადამიანი დროებით იყო ძალით დაბრმავებული, შემდეგ კი უარი თქვა მასზე, ე.ი. ყველაფერი არაა დაკარგული, და ის ჯერ კიდევ ცდილობს, რომ ცოდნის ადამიანი გახდეს. 

ადამიანი მხოლოდ მაშინაა დამარცხებული, როცა იგი დანებდა და ყველანაიც ძალისხმევაზე უარი თქვა. 

მესამე მტრის დამარცხება გაგებით შეიძლება. ადამიანი უნდა მივიდეს იმის გაგებამდე, რომ ძალა, რომელიც თიტქოს დაიმორჩილა, სინამდვილეში მას არ ეკუთვნის და შეუძლებელია ოდესმე ეკუთვნოდეს. იგი უნდა გამყარდეს თვითკონტროლში, და ფხიზლად და უანგაროდ გამოიყენოს ყველაფერი, რაც შეიცნო. თუკი მას შეუძლია დაინახოს, რომ თვითკონტროლის გარეშე სიცხადე და ძალა ილუზიაზე უარესია, მაშინ მიაღწევს იმ წერტილს, სადაც ყველაფერი დაემორჩილება. 

მაშინ გაიგებს, როდის და როგორ გამოიყენოს თავისი ძალა. სწორედ ეს ნიშნავს იმას, რომ მან დაამარცხა თავისი მესამე მტერი და სწავლაში თავისი მოგზაურობის ბოლოში გავიდა. 

და აქ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მას მოადგება ბოლო მტერი: სიბერე!

ეს ყველაზე სასტიკი მტერია, რომლის დამარცხებაც შეუძლებელია, შესაძლებელია მხოლოდ გადადო საკუთარი მარცხი. ეს ის მიჯნაა, როცა ადამიანი თავისუფლდება შიშებისგან, გაუმაძღარი სიცხადისგან, მიჯნა, როცა მთელი მისი ძალა მის განკარგულებაშია, მაგრამ ასევე ის მიჯნა, როცა მას იპყრობს დასვენების, დაწოლის, თავდავიწყების გადაულახავი სურვილი. თუკი დანებდება მას, თუკი თავს გაიმართლებს დაღლილობით, მაშინ ხელიდან გაუშვებს თავის ბოლო შერკინებას, და მოპარული მტერი დაამარცხებს, აქცევს რა მოხუც, უბადრუკ არსებად. 

უკან დახევის სურვილი გადაფარავს მის სიცხადეს, ხაზს გადაუსვამს მთელ მის ძალას და მთელ მის ცოდნას. 

მაგრამ თუ ადამიანი შეიფერთხავს დაღლილობას და ბოლომდე გაივლის თავის ბედს, მაშინ მას ნამდვილად შეგვიძლია ვუწოდოთ ცოდნის ადამიანი, დაე, ცოტა ხნით, დაე, მხოლოდ იმ მოკლე მომენტში, როცა მოახერხებს რომ განდევნოს ბოლო და დაუმარცხებელი მტერი. 

სიცხადის, ძალის და ცოდნის ეს ერთი წამიც კი უკვე საკმარისია. 

მსგავსი სტატიები

გადახედვა (სტალკინგის პრაქტიკა)


 ავტორი: მამუკა გურული გადახედვის პრაქტიკა ინდიელების მაგიურ ...

ჩვენი მტაცებლები (კარლოს კასტანედას მიხედვით)


მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე წყარო დონ ხუანმა თქვა: დღეს შესაფ...

სტალკინგის ხელოვნება


სტატია მომზადებულია კარლოს კასტანედას წიგნებსა და სხვადასხვა ეზოთერ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა - 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🌞 მზის მანდალა - პიროვნული განვითარების 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🔥 წამყვანი - მამუკა გურული

🔥 დასრულდა მაგმას ყველაზე ხანგრძლივი (108 დღიანი), ყველაზე მრავლისმომცველი, ყველაზე ეფექტური, და სასერთიფიკატო ონლაინ-ტრენინგი: "მზის მანდალა" 

🔥 დღეიდან შეგიძლიათ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ ამ ტრენინგის ჩანაწერები (ლაივ რეჟიმთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო იაფად). შეძენის შემთხვევაში დაგამატებთ ფეისბუქ-ჯგუფში, სადაც ყველა ვიდეო-ჩანაწერი შენახულია. 

🔥 ექსკლუზიურად ამ ტრენინგისთვის - 2 ლექციას მითო-არქეტიპების სისტემაზე (ონლაინ) წაიკითხა „მითოლოგიის ქალღმერთმა“ - ხათუნა თავდგირიძემ (აღწერილობა იხ. ქვემოთ)...

🔥 მათთვის, ვინც სრულად გაივლის ტრენინგს (თუნდაც მხოლოდ თეორიულ ნაწილს) გაიცემა სერთიფიკატები! (სერთიფიკატი გაიცემა ყველა ლაივის ნახვისა და ბოლოს მცირე გასაუბრების შემდეგ)...

🔥 ტრენინგი განკუთვნილია როგორც დამწყებებისთვის, ასევე პროფესიონალი ფსიქოლოგებისთვის, ქოუჩებისთვის, კონსულტანტებისთვის და ა.შ. და რა თქმა უნდა, უბრალოდ საკუთარი თავის შემეცნების მსურველთათვის.

🔥 ამ ტრენინგს 3 მთავარი მიზანი აქვს:

1. სხვადასხვა თვალთახედვისა და სისტემის მეშვეობით (როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ეზოთერული) გამოვიკვლიოთ ჩვენი (და ზოგადად ადამიანის) პირადი არაცნობიერი. ასევე გავერკვეთ კოლექტიური არაცნობიერი მექანიზმების კანონზომიერებებში, არქეტიპებში, ეგრეგორებში და ა.შ.

2. დავამყაროთ ან/და გავაძლიეროთ კონტაქტი ჩვენს შინაგან მზესთან (ზე-მე-სთან, ანუ ზე-ცნობიერთან, უბრალო ენაზე რომ ვთქვათ - „სინდისთან“). 

3. ყველაზე უსაფრთხო, გამოცდილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პრაქტიკების მეშვეობით გავიჯანსაღოთ ფიზიკური, ენერგეტიკული და ემოციური სხეული, და მოვიშოროთ ყველა ის „ბლოკი“, რომელიც ხელს გვიშლის განვითარებაში და რაც მთავარია - სრულად, ტოტალურად და თავისუფლად ცხოვრებაში. 

🔥 პრაქტიკაში გამოვიყენებთ იმ უნივერსალურ პრინციპებს, რომლებიც ყველა სულიერი განვითარების სისტემას აერთიანებს.

🔥 რაც შეხება თეორიას, პრაქტიკა რომ არ/ვერ გააკეთოთ ან მომავლისთვის გადადოთ, ეს თეორიული ლექციები უკვე ძალიან დიდ შემეცნებით ბაზას მოგცემთ. 

ლექციების ჩამონათვალი:

🌞 შესავალი ლაივი - გაცნობა და პროგრამის წარდგენა; 
🌞 დოქტორ ტორსუნოვის სისტემა; ენერგეტიკული შრეები;
🌞 გურჯიევის სისტემა (ზოგადი მიმოხილვა)
🌞 ვექტორული ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 ვილჰელმ რაიხის „კუნთოვანი ჯავშანი“
🌞 ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია; პერინატალური მატრიცები; 
🌞 მითო-არქეტიპების სისტემა: 5 წრედი და 27 არქეტიპი (2 ლექცია): (1) „ცენტრალური და ბინარული არქეტიპები“; „პიროვნული განვითარების ზღურბლური არქეტიპები; (2) სამყაროსული ფუნდამენტური „ფენომენების არქეტიპები“.. ლექციები წაიკითხა სისტემის ავტორმა - ხათუნა თავდგირიძემ
🌞 ტაროს არქეტიპები - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ლირი-ვილსონის წრედების სისტემა (2 ლექცია)
🌞 კაჰუნების სიბრძნე (უძველესი შამანური სისტემა) (2 ლექცია)
🌞 ბავშვის ფსიქოლოგია (ლექცია წაიკითხა ლელა ბექაურმა)
🌞 ვედური ფსიქოლოგია
🌞 აიურვედას ძირითადი პრინციპები
🌞 ეგრეგორები
🌞 იუნგიანური ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 სამყაროს მოწყობა სოფოოსის ჩენელინგების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ჩაკრების სისტემა
🌞 ჯიოტიში - სამყაროს ცხრა ძალა

✅ სულ ჩატარდა 28 თეორიული (საღამოს) და 15 პრაქტიკული (დილის) ლაივი.

✅ თეორიული ლექციების ხანგრძლივობა საშუალოდ - 1.5-დან 2 საათამდე (თემატიკის მიხედვით). ჩანაწერები შეინახება და მათზე წვდომა მუდმივად გექნებათ.

✅ პროგრამას საჩუქრად მოყვება მაგმას ყველა PDF წიგნი ქართულად (სულ 350 ლარის ღირებულების).

☘️ მანდალას ჩანაწერების ღირებულება: 500 ლარი

☘️ მათთვის, ვინც მაგმას რომელიმე მანდალა გაიარა, ან ჩემთან პირადი კონსულტაცია გაიარა, ასევე მაგმას რეგულარული ფინანსური მხარდამჭერებისთვის ფასდაკლებაა - ფასი: 400 ლარი.

☘️ 23 წლამდე სტუდენტებისთვის - ფასი: 300 ლარი

პროგრამის ჩანაწერების შესაძენად მოგვწერეთ მაგმას გვერდზე; ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com,

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598116447

პროგრამის შესაძენად საჭიროა გქონდეთ ფეისბუქ-ექაუნთი.

მონაწილეების შთაბეჭდილებები იხილეთ ამ პოსტის კომენტარებში...

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff