კარლ გუსტავ იუნგის წიგნიდან - „ადამიანი და მისი სიმბოლოები“

მთარგმნელი: თამარ მელიქიძე

სიზმრების ზოგადი ფუნქციაა აღადგინოს ჩვენი ფსიქოლოგიური წონასწორობა სიზმრის მასალის წარმოების მეშვეობით,  რომელიც  დახვეწილი გზით, ხელახლა აღადგენს  ფსიქიკის მთლიან წონასწორობას. 

ეს არის ის, რასაც მე ვუწოდებ დამატებით (ან კომპენსატორულ) სიზმრების როლს ფსიქიკის აგებულებაში.  ეს განმარტავს, თუ რატომ ხედავენ თავიანთ სიზმრებში გაფრენას ან დაცემას ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ არარეალური იდეები ან ძალიან მაღალი მოსაზრება საკუთარი თავის შესახებ, ან ისინი, რომლებიც გეგმავენ გრანდიოზულ , პროპორციებიდან გაბერილ გეგმებს თავიანთი რელური შესაძლებლობების მიუხედავად. სიზმარი ანაზღაურებს მათ პიროვნულ ნაკლოვანებებს, და ამავდროულად, აფრთხილებს მათ აწმყო კურსის საშიშროებების შესახებ. 

თუ სიზმრის გაფრთხილებები უგულებელყოფილია, შეიძლება ადგილი ქონდეს რეალურ უბედურ შემთხვევებს. მსხვერპლი შესაძლოა კიბეებიდან დაგორდეს ან  საგზაო შემთხვევა მოუვიდეს. 

მახსენდება ერთი კაცის შემთხვევა, რომელიც რიგ საეჭვო საქმეებში იყო გახლართული. მას თითქმის პათოლოგიური მთასვლელობის საშიში გატაცება განუვითარდა, ერთგვარი კომპენსაციის სახით. ის ეძებდა „საკუთარ თავზე მაღლა ამაღლებას“. ერთ ღამეს, სიზმარში, მან  თავისი თავი დაინახა, რომელიც მაღალი მთის მწვერვალიდან ცარიელ სივრცეში გასულიყო. როდესაც თავისი სიზმრის შესახებ მიამბო, მე მყისვე დავინახე მისი საშიშროება და შევეცადე ხაზის გასმას გაფრთხილებაზე და ვარწმუნებდი თავი შეეკავებინა. მე ისიც კი ვუთხარი, რომ სიზმარი  მთაში უბედური შემთხვევის შედეგად მის სიკვდილს წინასწარმეტყველებდა. უშედეგოდ. ექვსი თვის თავზე „მან სივრცეში შეაბიჯა“.  მთის მეგზური უყურებდა როგორ ეშვებოდნენ თოკით ის და მისი მეგობარი რთულ ადგილას.  მეგობარმა იპოვა დროებითი დასაყრდენი რაფაზე და სიზმარმხილველი მას ქვემოთ მიჰყვებოდა. მეგზურის თანახმად, მან მოულოდნელად თოკს ხელი გაუშვა „თითქოს ჰაერში ახტა“. იგი მეგობარს ზემოდან დაეცა და ორივე ქვემოთ გადაეშვა და დაიღუპა. 

კიდევ ერთი ტიპიური შემთხვევა იყო ქალბატონი, რომელიც საკუთარ თავზე მაღლა ცხოვრობდა. ის გახლდათ მაღალი და ძლიერი თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ მას ქონდა შოკისმომგვრელი სიზმრები, რომლებიც ყველანაირ არასასურველ საგნებს ახსენებდნენ. როდესაც მე ისინი აღმოვაჩინე, იგი უარს ამბობდა მათ აღიარებაზე. შემდგომ სიზმრები გახდა საშიში, სავსე მინიშნებებით იმ გასეირნებებზე, რომელსაც იგი  ტყეში მარტო ახორციელებდა, სადაც სულიერ ფანტაზიებში იკარგებოდა. მე დავინახე მისი საშიშროება, მაგრამ იგი ჩემს მრავალ გაფრთხილებას ყურს არ უგდებდა. მალევე, მას ტყეში სექსუალური მანიაკი სასტიკად გაუსწორდა; და, იმ ადამიანების ჩარევის გარეშე, რომლებმაც მისი ყვირილი გაიგეს, მას მოკლავდნენ.

ამაში არაფერი სასწაული არ ყოფილა. რაც მისმა სიზმრებმა მითხრეს იყო ის, რომ მას  ამგვარი თავგადსავლის მიმართ საიდუმლო ლტოლვა ჰქონდა - ისევე როგორც მთასვლელი, იგი ქვეცნობიერად ეძებდა კმაყოფილებას თავისი სირთულეებიდან განსაზღვრული გამოსავალის პოვნის გზით.

ცხადია, რომ არცერთი მათგანი არ ელოდა ამგვარ მკაცრ საზღაურს: ქალბატონს ქონდა რამდენიმე ძვლის მოტეხილობა, მთასვლელმა კი სიცოცხლის ფასი გადაიხადა. 

ამრიგად, სიზმრებმა შეიძლება ზოგჯერ განაცხადონ გარკვეული სიტუაციები, სანამ ისინი რეალურად მოხდება. ეს სულაც არ არის სასწაული ან მისი წინასწარი შეცნობის ფორმა. ჩვენი ცხოვრების მრავალ კრიზისს  გრძელი ქვეცნობიერი ისტორია აქვს. ჩვენ მათკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ, დაგროვებული საფრთხეების გაუცნობიერებლად. მაგრამ ის, რის დანახვასაც შეგნებულად ვერ ვახერხებთ, ხშირად აღიქმება ჩვენი არაცნობიერის მიერ, რომელსაც შეუძლია ინფორმაციის გადაცემა სიზმრების საშუალებით.

სიზმრებს ხშირად შეუძლიათ გაგვაფრთხილონ ამგვარი გზით;  მაგრამ ხშირად, ისე ჩანს, თითქოს ამას არ აკეთებენ. აქედან გამომდინარე, საეჭვოა ყოველგვარი ვარაუდი, რომ კეთილგანწყობილი ხელი დროულად გვაკავებს. ანუ, უფრო პოზიტიურად რომ ვთქვა, როგორც ჩანს, კეთილგანწყობილი სააგენტო ხან მუშაობს, ხან არა. იდუმალმა ხელმა შესაძლოა განადგურებისკენაც კი მიუთითოს;  სიზმრები ზოგჯერ ხაფანგებია, ან ამგვარად ჩანს. ისინი ზოგჯერ დელფოსის ორაკულის მსგავსად იქცევიან, რომელმაც მეფე კრიოსს უთხრა, რომ თუ იგი ჰალის მდინარეს გადალახავდა, დიდ სამეფოს გაანადგურებდა. მხოლოდ მას შემდეგ რაც მდინარის გადალახვის შედეგად ბრძოლაში ბოლომდე დამარცხდა, მან აღმოაჩინა, რომ სამეფო, რომელსაც ორაკული გულისხმობდა, თავად მისი იყო!

ადამიანი არ შეიძლება იყოს გულუბრყვილო სიზმრებთან მიმართბაში. ისინი სათავეს იღებენ სულში, რომელიც არ არის ბოლომდე ადამიანური, არამედ ბუნების სუნთქვაა - ის როგორც ლამაზი და საშიში, ასევე სასტიკი ქალღმერთის სულია. თუკი გვსურს ამ სულის დახასიათება, საჭიროა მას  უძველესი მითოლოგიების სფეროში დავუახლოვდეთ, ან  პირველყოფილი ტყის ზღაპრებში, ვიდრე თანამედროვე ადამიანის ცნობიერებაში. მე არ უარვყოფ რომ დიდი მიღწევები განპირობებულია ცივილიზებული საზოგადოების ევოლუციის შედეგად. მაგრამ ეს მიღწევები მიღწეულია უდიდესი დანაკარგების ხარჯზე, რომლის მოცულობის შეფასებაც ძლივს დავიწყეთ. ჩემი შედარებები პრიმიტიულ და ცივილიზებულ ადამინთა მდგომარეობებს შორის მიზნად ისახავს ამ დანაკარგების და მიღწევების ბალანსის ჩვენებას. 

პრიმიტიულ ადამიანს ბევრად უფრო მართავდა მისი ინსტინქტები, ვიდრე მის "რაციონალურ“ თანამედროვე შთამომავლებს, რომელბმაც საკუთარი თავის „კონტროლი“ ისწავლეს.  ამ ცივილიზაციის პროცესში, ჩვენ საგრძნობლად გამოვყავით ჩვენი ცნობიერება ადამიანის ფსიქიკის უფრო ღრმა ინსტინქტური ფენებისგან, და საბოლოოდ ფსიქიკის ფენომენის სომატური საფუძველიდან. საბედნიროდ, ჩვენ არ დაგვიკარგავს ეს საბაზისო ინსტინქტური ფენები; ისინი არაცნობიერის ნაწილებად დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიძლება საკუთარი თავი მხოლოდ სიზმრისეული გამოსახულებებით გამოხატონ. ეს ინსტიქტური ფენომენი, შესაძლოა, უნებლიედ, ადამიანმა ყოველთვის ისეთად არ მიიჩნიოს როგორიც ის არის სინამდვილეში, ვინაიდან მათი მახასიათებლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმაში, რასაც მე სიზმრების კომპენსაციური ფუნქცია ვუწოდე. მენტალური სტაბილურობის გულისთვის და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვისაც კი, არაცნობიერი და ცნოიბერი ინტეგრალურად უნდა იყოს დაკავშირებული და ამრიგად პარალელურ ხაზებზე გადაადგილებოდნენ. თუ ისინი გაყოფილია ან "დაშორებულია", ამას ფსიქოლოგიური აშლილობა მოსდევს. ამის გათვალისწინებით, სიზმრის სიმბოლოები არსებითი გზავნილების მატარებლებია ინსტიქტურიდან ადამიანის გონების რაციონალურ ნაწილებამდე, მათი ინტერპრეტაცია ამდიდრებს ცნობიერების სიღარიბეს, ისე, რომ ის ხელახლა სწავლობს დავიწყებული ინსტინქტების ენის გაცნობიერებას. 

რა თქმა უნდა, ადამიანებს აქვთ მიდრეკილება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ ეს ფუნქცია, რადგან მისი სიმბოლოები ხშირად შეუმჩნეველი და გაუცნობიერებელია. ნორმალურ ცხოვრებაში, სიზმრების გაგება ხშირად ზედმეტად ითვლება. ამის ილუსტრაცია შემიძლია აღმოსავლეთ აფრიკაში პრიმიტიულ ტომთან ჩემი გამოცდილებით. ჩემდა გასაოცრად, ამ ტომის წევრებმა უარყვეს, რომ რაიმე სიზმრებს ხედავდნენ. მაგრამ მათთან მომთმენი, არაპირდაპირი საუბრის საშუალებით მალევე მივხვდი, რომ მათ სიზმრები ისევე ქონდათ, როგორც ყველას, მაგრამ ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათ სიზმრებს  არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნდათ. „უბრალო ადამიანების სიზმრები უმნიშვნელოა“ მათ მითხრეს. ისინი ფიქრობდნენ რომ მხოლოდ ბელადების და მკურნალების სიზმრებს ქონდათ მნიშვნელობა; ისინი, ვისაც ტომის კეთილდღეობა ებარა, ძალიან ფასობდნენ. ერთადერთი ნაკლი იყო ის, რომ ბელადიც და მკურნალიც, ორივე ამბობდნენ, რომ მნიშვნელოვან სიზმრებს აღარ ნახულობდნენ. ისინი ამ ცვლილებას მათ ქვეყანაში ბრიტანელების მოსვლიდან ათარიღებდნენ. რაიონის კომისარს, მათზე პასუხისმგებელ ბრიტანელ ჩინოვნიკს აეღო "დიდი სიზმრების" ფუნქცია, რაც აქამდე ტომის ქცევას ხელმძღვანელობდა. როდესაც ამ ტომებმა აღიარეს, რომ სიზმრები ქონდათ, მაგრამ ისინი უმნიშვნელო იყო, ისინი ჰგავდნენ თანამედროვე ადამიანს, რომელიც თვლის რომ სიზმრებს არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია მხოლოდ იმიტომ, რომ მას ის არ ესმის. მაგრამ ცივილიზებულმა ადამიანმაც კი, შეიძლება სიზმარზე დაკვირვევის შედეგად შეამჩნიოს, (რომელიც მას შესაძლოა არც კი ახსოვდეს) რომ სიზმარს შეუძლია მისი ხასიათი უკეთესობისკენ ან უარესობისკენ შეცვალოს.  სიზმარი „იქნა გააზრებული“, მაგრამ მხოლოდ ქვეცნობიერი გზით. და ეს არის ის, რაც ჩვეულებრივ ხდება. მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც სიზმარი განსაკუთრებით შთამბეჭდავია ან რეგულარულად მეორდება, ხალხის უმეტესობა თვლის, რომ ინტერპრეტაცია სასურველია. აქ უნდა დავამატო გაფრთხილება არაინტელექტუალური ან არაკომპეტენტური სიზმრის ანალიზის წინააღმდეგ. არიან ადამიანები, რომელთა ფსიქიური მდგომარეობა იმდენად გაუწონასწორებელია, რომ მათი სიზმრის ახსნა შეიძლება ძალიან სარისკო იყოს; ასეთ შემთხვევაში, ძალზე ცალმხრივი ცნობიერება წყდება შესაბამისად ირაციონალური ან "გიჟური" ქვეცნობიერი მდგომარეობიდან და ეს ორი არ უნდა იყოს გაერთიანებული განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების გარეშე.

 

 

მსგავსი სტატიები

ცხოვრების ოთხი ეტაპი


ავტორი: მარკ მენსონი მთარგმნელი: გუგა გეგეჭკორი წყარო ცხოვრება...

როგორ ხდება ჩვენი დაპროგრამება დაბადებიდან


მთარგმნელი: მამუკა გურული ტრანსკრიბცია ვიდეოდან "ჩვენი ცხოვრები...

არსებობს თუ არა მხოლოდ 16 ფსიქოტიპი?


არსებობს თუ არა ადამიანების მხოლოდ 16 კატეგორია? რა თქმა უნდა, არ...

7 უცნაური კითხვა, რომელიც დაგეხმარებათ ცხოვრების მიზნის პოვნაში


მთარგმნელი: ნინო მამულაძე წყარო ერთ დღეს, როდესაც ჩემი ძმა 18-ის ...

ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი (წესი VI)


ავტორი: ჯორდან პიტერსონი მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე შესავალი წესი ...

როგორია CT-ს მეთოდოლოგია?


  მთარგმნელი: კესო გაგოშიძე წყარო: cognitivetype.com ...

ინტერვიუ კარლ გუსტავ იუნგთან


მთარგმნელი: მაია სტეფნაძე  წყარო ნება მომეცით, შეკითხვა დაგი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff