ოშო - რაიხის შესახებ

Admin
იოგა და ტანტრა ოშო
0
0

(ვილჰელმ რაიხი) კითხვა: თავის წიგნში „მისმინე, პატარა ადამიანო“, ვილჰელმ რაიხი ამბობს, რომ ...

reich

(ვილჰელმ რაიხი)

კითხვა: თავის წიგნში „მისმინე, პატარა ადამიანო“, ვილჰელმ რაიხი ამბობს, რომ მან აღმოაჩინა, როგორ გამოანთავისუფლებს ადამიანი თავის სასიცოცხლო ენერგიას, როდესაც სიყვარულს და სიკეთეს განიცდის; და იგი უარს ამბობს ამ ენერგიაზე, როცა ეშინია. მან აღმოაჩინა, რომ ეს სასიცოცხლო ენერგია, რომელსაც „ორგონი“ დაარქვა - ატმოსფეროში იმყოფება, სხეულის გარეთ. იგი ამბობს, რომ შეძლო მისი დანახვა და შექმნა აპარატი, რომელიც აძლიერებს მას. სწორია თუ არა მისი დაკვირვებები?

მანიშა, ვილმჰელმ რაიხი ამ საუკუნეში დაბადებული ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური გონება იყო. ის, რაც მან აღმოაჩინა, აღმოსავლეთში ცნობილია, როგორც აურა. ალბათ გინახავთ იგი ბუდას, მაჰავირას ან კრიშნას ქანდაკების გარშემო - წრიული აურა თავის გარშემო. ეს აურა რეალურია. რაც რაიხმა თქვა, სიმართლე იყო, მაგრამ ადამიანები, ვისაც ამას ეუბნებოდა, ის ადამიანები არ იყვნენ, რომლებიც მის გაგებას შეძლებდნენ. ისინი მას გიჟად თვლიდნენ, რადგანაც იგი აღწერდა სიცოცხლეს, როგორც ენერგიას, რომელიც სხეულის გარშემოა. ეს სწორედ ასეა.

სიცოცხლე - ენერგიაა, რომელიც თქვენს სხეულს გარშემო აკრავს. არა მხოლოდ თქვენს სხეულს, არამედ ყვავილებს, ხეებს... ყველაფერს თავისი აურა აქვს. და ეს აურა, ეს ენერგია, რომელიც თქვენს გარშემოა, იკუმშება და ფართოვდება სხვადასხვა სიტუაციებში.

ნებისმიერი სიტუაცია, სადაც თქვენი ენერგია იკუმშება, შეგვიძლია ცუდად, არაჯანმრთელად ჩავთვალოთ. და ყოველ სიტუაციას, სადაც თქვენი ენერგია ფართოვდება, უნდა მიესალმოთ და გიყვარდეთ. სიყვარულში თქვენი ენერგია გამონთავისუფლდება, უფრო ცოცხალი ხდებით. ხოლო როდესაც შიშში ხართ, ენერგია იკუმშება და ნაკლებად ცოცხალი ხდებით.

საწყალ ვილჰელმ რაიხს ამერიკელები გიჟად თვლიდნენ, რადგანაც მან არა მხოლოდ გაზარდა ეს ენერგია - მან რამდენიმე სავარჯიშოც კი აღმოაჩინა, რომლებითაც ეს ენერგია იზრდება - იმასაც კი ახერხებდა, რომ ეს ენერგია სპეციალურ ყუთებში დაეჭირა, დიდ ყუთებში, რომელშიც ადამიანს შეეძლო შესვლა. და თუ ადამიანი ავად იყო, ამ ყუთიდან ჯანმრთელი გამოდიოდა. ბუნებრი ვია, რაიხი გიჟად უნდა ჩაეთვალათ. იგი ყიდიდა ამ ყუთებს, ცარიელ ყუთებს - მაგრამ ისინი სულაც არ იყო ცარიელი. მან ატმოსფეროში არსებული ენერგიის დაგროვების მეთოდს მიაგნო. თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ ამ ენერგიას, რომელიც ხის გარშემოა, მაგრამ შეუიარაღებელი თვალით ვერ დაინახავთ მას.

მას შემდეგ, რაც იგი გიჟად შერაცხეს და ციხეში ჩასვეს, მისი ფოტოზე გადაღება კიდევ ერთმა ადამიანმა შეძლო საბჭოთა კავშირში. და ახლა ფსიქოლოგიამ საბჭოთა კავშირში აღიარა, რომ სიცოცხლეს აურა გააჩნია. ამ ადამიანმა, კირლიანმა, შეიმუშავა სპეციალური მგრძნობიარე ფირფიტა აურის ფოტოგრაფირებისთვის.

მას შეეძლო ფოტო ხელისთვის გადაეღო ფოტო, და ფოტოზე ხელის გარშემო აურა ჩანდა. რაღაც უცნაური გზით მისი ფოტოები იმასაც კი ავლენდნენ, გახდებოდა თუ არა ავად ეს ადამიანი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში: „უშუალოდ იმ დროს იგი ავადმყოფობის არანაირ ნიშანს არ ავლენდა, მაგრამ მისი აურა გარკვეულ წერტილში დეფორმირებული იყო...“ თუ გარკვეულ წერტილში აურა შეკუმშულია, ადამიანი შესაძლოა დაყრუვდეს, ან დაბრმავდეს - თუ აურა თვალების მიდამოში დეფორმირდა. და ყველა მისი ფოტო მის სიმართლეს ამტკიცებდა. როცა ამბობდა: „ამ ადამიანს დაბრმავების საშიშროება ემუქმრება“ - ნიშნები არ ჩანდა, არ იყო ამის დაჯერების საფუძველი, მაგრამ ექვსი თვის განმავლობაში ადამიანი დაბრმავდებოდა.

ამჟამად საბჭოთა ფსიქოლოგიაში კირლიანის ფოტოგრაფია ოფიციალურადაა აღიარებული. იგი სხვა ქვეყნებშიცაა გავრცელებული.

ადამიანი შეგვიძლია მანამდე განვკურნოთ, სანამ იგი ავად გახდება. კირლიანის ფოტოგრაფია წინასწარ გვამცნობს ამ მოვლენის შესახებ. იგი პროგნოზირებას ახდენს მინიმუმ ექვსი თვით ადრე.

აღმოსავლეთში ასწლეულებით ადრე იყო ცნობილი, რომ სიკვდილის წინ - ექვსი თვით დრე - თვენ არ შეგიძლიათ საკუთარი ცხვირის წვერის დანახვა. იმის გამო, რომ თქვენი თვალები ზემოთკენაა აპყრობილი, მათ არ შეუძლიათ საკუთარი ცხვირის წვერის დანახვაც კი. როგორც კი მიხვდებით, რომ არ შეგიძლიათ საკუთარი ცხვირის წვერის დანახვა, ეს ნიშნავს, რომ ექვსი თვის განმავლობაში თქვენი ენერგია შეიკუმშება, თავის წყაროს დაუბრუნდება. და ყოველგვარი ფოტო-ტექნოლოგიის გარეშე აურას იოგები ხუთიათასი წლის წინ აღიარებდნენ. მაგრამ ახლა ეს მეცნიერული საფუძვლებითაც მტკიცდება.

ვილჰელმ რაიხის გენია უნიკალურია. მან შეძლო დაენახა და ეგრძნო ის, რაც ჩვეულებრივ შეუძლებელია.

მაგრამ თუ თქვენ ძალიან მედიტატიური ხართ, მაშინ თქვენც დაიწყებთ ადამიანების აურის დანახვას, საკუთარი აურისაც კი. საკუთარი ხელის გარშემო სინათლის ნათებას დაინახავთ. და როცა ჯანმრთელი ხართ, გრძნობთ, რომ თქვენი აურა ფართოვდება. ხოლო როცა ავად ხართ, გრძნობთ, რომ თქვენი აურა იკუმშება - რაღაც იკუმშება თქვენს შოგნით.

როდესაც ავადმყოფის გვერდით ხართ, გიჩნდებათ უცნაური შეგრძნება, რომ იგი რაღაცნაირად თქვენც ავად გხდით, რადგანაც ავადმყოფი, ისე, რომ თვითონაც არ იცის, სხვების აურის ექსპლუატაციას ახდენს. მას მეტი სიცოცხლე სჭირდება, ამიტომ ართმევს სიცოცხლეს ყველას, ვინც მის ახლოსაა.

თქვენთვისაც ცნობილია გამოცდილებით, ამის გააზრების გარეშე, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც ცდილობთ თავი აარიდოთ, რადგანაც მათთან შეხვედრისას ავად ხდებით, გრძნობთ, როგორ გერთმევათ რაღაც. და არიან ადამიანები, რომლებსაც სიხარულით ხვდებით, რადგანაც მათთან შეხვედრისას გაფართოებას გრძნობთ, მეტ სიცოცხლეს გრძნობთ.

ვილჰელმ რაიხი მართალი იყო, მაგრამ საუბედუროდ მასებს არასოდეს არ ესმით თავიანთი საკუთარი გენიოსის; პირიქით, ცდილობენ განსაჯონ. რამდენადაც რაიხი მართალია, თითქმის ყველა ბრმა გამოდის. გაბრაზებულმა, მან დაწერა წიგნი „მისმინე, პატარა ადამიანო“. მაგრამ ეს შესანიშნავი წიგნია, მას კი გაბრაზება შეგვიძლია ვაპატიოთ, რადგანაც მას ცუდად მოექცა „პატარა ადამიანი“, მასა. მას გიჟად თვლიდნენ და ფსიქიატრიულში გამოამწყვდიეს.

აღმოსავლეთში მას შეეძლო გაუტამა ბუდა ყოფილიყო. მას ისეთი თვისებები ჰქონდა, ისეთი გასხივოსნება. მაგრამ ბრიყვი საზოგადოება, ყველაზე პატარა ადამიანების, მეწვრილმანეების საზოგადოება... ადამიანების, რომლებსაც არ შეუძლიათ აღიქვან უსასრულო, არ შეუძლიათ აღიქვან მისტიური.

მთელი ატმოსფერო სიცოცხლითაა სავსე. და თუ საკუთარ სიცოცხლის წყაროებს გაიგებთ, უეცრად გააცნობიერებთ, რომ ჩიტებიც ცოცხლები არიან, ხეებიც ცოცხლები არიან, ბალახებიც ცოცხლები არიან - ყველგან სიცოცხლეა! და შეგიძლიათ იცეკვოთ ამ სიცოცხლესთან, შეგიძლიათ დიალოგში შეხვიდეთ ატმოსფეროსთან. რა თქმა უნდა, ხალხი იფიქრებს, რომ გაგიჟდით, ისინი ხომ ისეთებად რჩებიან, როგორებიც იყვნენ. იგივე ადამიანებმა გააკრეს ჯვარზე იესო, იგივე ადამიანებმა ჩასვეს რაიხი ფსიქიატრიულში, იგივე ადამიანებმა მოწამლეს სოკრატე... თუმცაღა ეს პატარა ადამიანები - უმეტესობაა.

ვილჰელმ რაიჰის გაბრაზება სამართლიანია, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, რომ გაბრაზებაზე მეტად პატარა ადამიანს თანაგრძნობა სჭირდება. იგი განრისხდა, რადგანაც ცუდად მოექცნენ, მთელი ცხოვრება დაუნგრიეს. იმის ნაცვლად, რომ გაეგოთ მისთვის - მას შეეძლო ახალი კარი გაეხსნა განცდებისკენ, სიყვარულისკენ, სიცოცხლისკენ - მათ სრულიად გაანადგურეს ეს ადამიანი. ბუნებრივია, ის გაბრაზდებოდა.

აღმოსავლეთში ასეთივე პატარა ადამიანები არიან, მაგრამ აღმოსავლეთელი ადამიანი არ ბრაზდებოდა მათზე. იმის ნაცვლად, რომ გაბრაზებულიყო, იგი თანაგრძნობას ავლენდა, თანაუგრძნობდა მათ სიბრმავეს და ყველა გზით ცდილობდა მიეტანა მათთვის სინათლე, მიეტანა მათთვის ცოტა გაგება.

Osho 520

(ოშო)

წიგნიდან - "ძენის მანიფესტი"

მთარგმნელი: მამუკა გურული

მსგავსი სტატიები

ოშო - როგორ ვიმსხვერპლოთ ეგო?


მთარგმნელი: ელენე ხმალაძე როგორ ვიმსხვერპლოთ ეგო? ეს შეუძლებელია,...

სანთლის პოზა


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე იოგაში, იოგების გიმნასტიკაში სხვადასხვა პოზე...

მედიტაციის არსი და მეთოდი


ავტორი: სერგეი მელნიკოვი მთარგმნელი: მამუკა გურული ისევე, როგორ...

ოშო - რაიხის შესახებ


(ვილჰელმ რაიხი) კითხვა: თავის წიგნში „მისმინე, პატარა ადამიან...

ადამი და ევა


მონაკვეთი იოგანანდა პარამაჰამსას წიგნიდან “იოგის ავტობიოგრაფია” ...

სიკვდილის ძალა


ავტორი: სერგეი მელნიკოვი მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე ჩემი ბ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff