წარსულის ადეპტების სკოლა. სულის, ძისა და მამის მისტერიები 

Admin
ანთროპოსოფია
0
0

მთარგმნელი: ადილარი წირღვავა

(რუდოლფ შტაინერმა ეს ლექცია 1906 წლის 07 მარტს დიუსელდორფში წაიკითხა. იგი შედიოდა ლექციების კურსში - „ეზოთერიული კლასები“ და ასახავდა სულიერი ინიციაციის ისტორიულ ფორმებს ანთროპოსოფიული გაგებით. ლექცია გერმანულიდან ინგლისურზე ნათარგმნია ანნა მეუსის მიერ, საიდანაც შემდგომ ითარგმნა ქართულად)

სულიერ–სამეცნიერო მოძრაობა ჩვენს დროში აღმოცენდა არა ამა თუ იმ პიროვნების ან საზოგადოების თვითნებური ქმედების გამო, არამედ იმიტომ, რომ იგი დაკავშირებულია მთელი კაცობრიობის ევოლუციასთან და შესაბამისად იგი უნდა მივიჩნიოთ ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ იმპულსად. 

ზუსტად ისე, როგორც ცალკეული ადამიანი განვითარდა ღვთაების წიაღიდან ინდივიდუალურ სულებად ჩამოსვლის მომენტიდან, ასევე განვითადა კაცობრიობა მთლიანობაში. განიხილეთ განსხვავებები, ცვლილებები და განვითარება, რომელიც შეინიშნება დედამიწის ზედაპირზე ათასობით წლის განმავლობაში! გაითვალისწინეთ როგორ სრულად შეიცვალა ყველაფერი ამ ხნის განმავლობაში! ზოგადად ამის გაცნობიერება და ნათლად გააზრება რთულია. 

პირველ რიგში უნდა ავხსნთ, რომ ტერმინი „კაცობრიობა“ ე.წ. მეხუთე ძირეული რასის პროდუქტია. მანამდე სხვა ადამიანთა რასა არსებობდა- მეოთხე ძირეული რასა, რომელიც უნდა ვიფიქროთ, რომ ცხოვრობდა ახლანდელი ევროპისა და ამერიკას შორის გადაჭიმულ კონტინეტზე. ეს კონტინენტი იყო ატლანტიდა, სადაც ჩვენს წინაპრებს საკმაოდ განსხვავებული ფორმა და სრულიად განსხვავებული ცივილიზაცია ჰქონდათ. ძველ ატლანტიდელები არ ფლობდნენ განვითარებულ ინტელექტს და აზროვნებას, ისინი აღჭურვილნი იყვნენ ძლიერი ინტუიტიური წინასწარმეტყველური უნარებით. ლოგიკური ძალა, განვითარებული ინტელექტი, მეცნიერება და ხელოვნება, იმ ფორმით როგორც ისინი დღეს არსებობენ, ძველ ატლანტიდაში არ არსებობდა. ადამიანი აზროვნებისა და გრძნობის უნარები სრულიად განსხვავებული იყო. მას  არ შეეძლო აზრების დაკავშირება, ანგარიში, დათვლა და კითხვა, ისე როგორც დღეს შეუძლია, თუმცა განსაზღვრული სომნამბულურ-ნათელმხილველური უნარები ცხოვრობდნენ მასში. იგი იგებდა ბუნების ენას, მეხის გრიალს, ტყის შრიალს, ყვავილების ნაზ სურნელს, ღმერთის სიტყვას ისმენდა ტალღების ჩურჩულში. მას ესმოდა ბუნების ეს ენა და თვითონაც იყო ბუნების ნაწილი. იმ დროს მეზობელთან შესათანხმებლად არც კანონი და არც იურისპრუდენცია არ იყო საჭირო. ატლანტიდელი უბრალოდ გადიოდა გარეთ უსმენდა ხეებისა და ქარის ხმებს და ეს ხმები ეუბნებოდნენ რა უნდა გაეკეთებინა. 

ფოლკლორი, რომელიც არასოდეს შეიცავს რაიმეს გაზვიადებულს ან შემთხვევით შეთხზულს, კარგად ინახავს ძველი ატლანტიდის ხსოვნას, როდესაც მაგალითად „ნიბელჰეიმს“ (შენიშვნა N1) მოიხსენიებს ნიბელუნგების პოემაში. მშვენივრად არის აღწერილი რაინი და სხვა მდინარეები, როგორც წყლები, რომლებიც უძველესი ატლანტიდის ნისლიდან დარჩნენ. ატლანტიდის სიბრძნე იმ საგანძურშია, რომელიც მათი ტალღების სიღრმეშია დამარხული. ევროპასა და ამერიკას შორის გადაშლილ კონტინენტზე უნდა ვეძიოთ ძველი ადეპტების სასწავლებელი. უდიდეს ინდივიდუალობების, ჩვენს მიერ ჭეშმარიტებისა და ჰარმონიული გრძნობის ოსტატებად წოდებულებთა მოწაფეები ამ სკოლებში იყვნენ განსწავლულნი.

ატლანტიკის ოკეანის შუაგულში უნდა ყოფილიყო პირველი ადეპტების სკოლა, რომელიც აყვავდა მეოთხე ატლანტური ქვერასის დროს. იქ მოსწავლეები სწავლობდნენ დღევანდელისგან სრულიად განსხვავებული მეთოდით. იმ დროს სიტყვაში ჯერ კიდევ არსებული ძალით ძლიერი ზეგავლენა შეიძლებოდა გადაცემულიყო ადამიანიდან ადამიანზე. 

უბრალო ხალხი სიტყვის შინაგანი სულიერი და ოკულტური ძალის დახვეწილ შეგრძნებას დღემდე ფლობს, მაგრამ შეუძლებელია სიტყვის დღევანდელი ძალა შევადაროთ ადრინდელს. წარსულში ეს იყო რაღაც უზარმაზარი და მხოლოდ სიტყვაც კი აღვიძებდა ძალებს მოსწავლის სულში. თანამედროვე მანტრებს არა აქვს ისეთი ძალა, როგორც ადრინდელ დროში, როდესაც სიტყვები ისე არ იყო გაჯერებული აზრებით, როგორც დღესაა. გავლენა, რომელიც გადმოიღვრებოდა ამ სიტყვებიდან აღვიძებდა მოსწავლის სულიერ ძალებს. ვინმემ ამას შეიძლება ადამიანის ინიციაცია უწოდოს ბუნების ენის მძლავრი ეფექტით...  მაგალითად სიტყვა კვამლის შემთხვევაში ენა ნათლად "ლაპარაკობს" ისეთ ნივთიერებაზე, როგორიცაა  საკმეველი.

იქ იყო უფრო მეტი პირდაპირი კავშირი მასწავლებლისა და მოწაფის სულებს შორის. ძველი ატლანტიდის ადეპტთა სკოლაში დაწერილი სიმბოლოები ბუნების ფენომენების იმიტაცია იყო და ჰაერში ხელით იწერებოდა. ამ სიმბოლოებს ჰქონდა მისი ზეგავლენა და ზემოქმედებდა მოსახლეობის სამშვინველზე სულში ძალების აღძვრით.

ასე რომ ითქვას იდეებითა და ცნებებით უნდა გამოიღვიძოს გაგებამ. ყველა რასას მისი ამოცანა აქვს კაცობრიობის ევოლუციაში. ჩვენი რასის, მეხუთე ძირეული რასის ამოცანაა მანასის დამატება ადამიანის ოთხწევრა სხეულზე, ანუ ადამიანების გონებრივი შესაძლებლობები უნდა განვითარდეს ცნებებისა და იდეების მეშვეობით. ატლანტიდური რასას ეგოს განვითარების ამოცანა ჰქონდა. ჩვენმა რასამ, მეხუთე ძირეულმა რასამ, იგივე პოსტატლანტიდური ერა, უნდა განავითაროს მანასი, თვითსული (შენიშვნა N2).

ატლანტიდელების მიღწევები არ დაიკარგა. როდესაც ატლანტიდა ჩაიძირა ატლანტიდის ადეპტთა სკოლაში არსებული ყველა სიბრძნის არსი ადამიანთა მცირე ჯგუფმა გადაარჩინა. მანუს წინამძღოლობით ადამიანთა მცირე ჯგუფი გაემგზავრა რეგიონში, რომელიც ახლა გობის უდაბნოდაა ცნობილი. შემდეგ ადამიანების ამ მცირე ჯგუფმა მოამზადა წინა კულტურისა და სწავლებების ასლი უფრო ინტელექტუალური ფორმით. ადრინდელი სულიერი ძალები სიმბოლოებად და აზრებად გარდაიქმნა. კულტურის სხვადასხვა დინებები ამ ცენტრიდან სხივების მსგავსად გავრცელდა. ჯერ წინა ვედური, ინდური კულტურა გაჩნდა, რომელმაც პირველად გარდაქმნა შემოდინებული სიბრძნე აზროვნების ფორმებად.

მეორე კულტურა, რომელიც ადეპტთა უძველესი სკოლიდან გაჩნდა იყო სპარსული კულტურა, მესამე - ქალდეურ-ბაბილონური კულტურა, მისი გასაოცარი ვარსკვლავური და მაღალი სასულიერო სიბრძნით, მეოთხე კულტურა, რომელიც აყვავდა მისი პიროვნული ფერებით ბერძნულ-ლათინური იყო. და საბოლოოდ მეხუთე კულტურა, რომელიც დღევანდელია, მეექვსე და მეშვიდე მომავალში იქნება. 

მე ახლა აღვწერ ჩვენს ამოცანას კაცობრიობის ევოლუციაში: რაც ერთხელ არსებობდა როგორც კოსმოსური სიბრძნე, აზრებად უნდა ტრანსფორმირდეს და ჩამოტანილი იქნეს ფიზიკურ პლანზე. 

მოხუც ატლანტიდელს მის ირგვლივ გაჟღერებულ ბგერათა შორის შეეძლო მოესმინა სახელი, რასაც იგი ღვთაებრივად აღიარებდა: „ტაო”. ეგვიპტურ მისტერიებში ეს ბგერა გარდაიქმნა აზრებად, დამწერლობად და სიმბოლოებად - ტაო სიმბოლო, ტაო წიგნები. ცოდნის წერისა და აზროვნების ყველა ფორმა პირველად სწორედ პოსტატლანტიდურ პერიოდში გამოჩნდა, მანამდე არაფერი იწერებოდა, რადგანაც არ არსებობდა ამის გაგება. 

ჩვენ ახლა ვცხოვრობთ მანასის განვითარების შუაპერიოდში. ჩვენი რასის ამოცანაა ინტელექტუალური კულტურის განვითარება და იმავდროულად ეგოიზმის უკიდურეს ფორმამდე მიყვანა. შეიძლება გროტესკულად ჟღერს, თუმცა ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ მანამდე არასოდეს ყოფილა ასეთი ინტელექტუალური ძალა მსოფლიოში და ასე მცირე შინაგანი ხედვის უნარი. აზრი ძლიერ დაშორებულია საგნების შიგანი არსისაგან. ის შორსაა შინაგანი სულიერი ხედვიდან. 

როდესაც ატლანტიდელი ქურუმი ჰაერში რამეს სწერდა მისი ზემოქმედება მოწაფის შინაგან სულიერ გამოცდილებაზე ვვლინდებოდა.

პიროვნული ელემენტი წინ წამოიწია მეოთხე - ბერძნულ-ლათინურ ეპოქაში. საბერძნეთში იგი ხელოვნებაში განვითარდა, რომში კი - მმართველობის სტრუქტურაში და ა.შ. ჩვენს ეპოქაში ჩვენ განვიცდით ეგოიზმს, მშრალ პერსონალურ, ინტელექტუალურ ელემენტს. თუმცა დღესდღეობით ჩენი ამოცანაა ჩავწვდეთ ოკულტურ ჭეშმარიტებებს მანასში. აზროვნების უწმინდეს ელემენტში. სულიერების გააზრება გონების ამ ყველაზე დახვეწილ ნაყოფში, ჩვენი ეპოქის ნამდვილი მისიაა. აზრის იმ დონემდე გაძლიერება, რომ მან ოკულტური ძალა შეიძინოს - ესაა ის დავალება რომელიც ჩვენ მოგვეცა. ეს მისია აუცილებლად უნდა შესრულდეს, რათა მომავალში ჩვენი ადგილი დავიკაოთ.

მძვინვარე ცეცხლმა გაანადგურა უძველესი ლემურია, ძლიერმა წყალდიდობამ - ძველი ატლანტიდა. ჩვენი ცივილიზაციაც დაიღუპება ომით - ყველა ყველას წინააღმდეგ. ეს ისაა, რაც შეგვემთხვევა. ჩვენი მეხუთე ძირეული რასა განადგურდება, რადგანაც ეგოიზმი მიაღწევს მის პიკს. მაგრამ ამავდროულად ადამიანთა მცირე ჯგუფი განავითარებს ბუდჰის - სიცოცხლის სულიერ ძალას (შენიშვნა N3), რათა იგი ახალ ცივილიზაციაში გადაიტანოს. ყველაფერი, რაც პროდუქტიულია მაძიებელ ადამიანში გახდება უფრო ძლიერი, მანამ სანამ პიროვნება თავისუფლების მწვერვალს არ მიაღწევს. დღეს ყველა ინდივიდმა მისი სულის სიღრმეებში უნდა იპოვოს წარმმართველი სულის მსგავსი - ეს ბუდჰია, სიცოცხლის სულის ძალა. თუ მომავალს წარსული ეპოქების კულტურული იმპულსების მიღებით მივუდგებით ჩვენ მომსწრენი გავხდებით კაცობრიობის განადგურებისა.

რას ვხედავთ ახლანდელ ეპოქაში? ყველას სურს იყოს თავის ბატონ-პატრონი: ეგოიზმი, თვითნებობა უკიდურესობამდეა მიყვანილი. მოვა დრო როდესაც არანაირ ძალაუფლებას არ ცნობენ გარდა იმ ძალაუფლებისა, რომლის ავტორიტეტი თავისუფალი რწმენიდან გაჩნდება და რომელსაც ადამიანები მხოლოდ საკუთარი სურვილით დაემორჩილებიან. 

მისტერიები, რომლებიც სულის ძალაზე იყო დაფუძნებული სულის მისტერიები (შენიშვნა N4) ეწოდება, მომავლის საიდუმლოებები, რომლებიც ნდობაზე არის დაფუძნებული ეწოდება მამის მისტერიები. (შენიშვნა N5) ისინი მონიშნავენ ჩვენი ცივილიზაციის დასასრულს. ნდობის ახალი ძალის იმპულსი აუცილებად უნდა მოვიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანის განადგურებისთან მივალთ - ეგოსა და ეგოიზმის უნივერსალური კულტისაკენ.

სულის მისტერიების ეპოქაში, რომელიც სულის ნამდვილ ძალაზე, ავტორიტეტზე და უპირატესობაზე იყო დაფუძნებული, იყვნენ განსაზღვრული ადამიანები, რომლებიც ფლობდნენ სიბრძნეს. მათ მიერ ინიცირებული მხოლოდ ის სული შეიძლებოდა ყოფილიყო, რომელიც რთული გამოცდებს გაივლიდა. მომავალში ჩვენ მივუახლოვდებით მამის მისტერიებს და სულ უფრო უნდა ვეცადოთ, რომ ყველა ინდივიდუალურმა ადამიანმა სიბრძნეს მიაღწიოს.  

შეეწინააღმდეგება ეს ეგოიზმს და მოახლოებულ დეზინტეგრაციას? დიახ! მხოლოდ მაშინ, როდესაც მივაღწევთ უმაღლეს სიბრძნეს, რომელშიც არ არსებობს განსხვავებები, არც პირადი მოსაზრებები და არც პირადი პოზიციები, არამედ მხოლოდ ერთი შეხედულება, მაშინ შეთანხმდებიან ადამიანები. თუ ისინი დარჩებიან სხვადასხვა პოზიციების მიმდევრებად, ისეთებად, როგორებიც ახლა არიან, ისინი უფრო და უფრო გაიყოფიან. 

უმაღლესი სიბრძნე ყოველთვის წარმოშობს ერთსულოვან ხედვას ადამიანთა შორის. ნამდვილი ჭეშმარიტება ერთია და ის კვლავ აერთიანებს ადამიანებს, და მათ ტოვებს თავისუფალს ყოველგვარი იძულებითი ავტორიტეტის გარეშე. ისევე როგორც დიდი თეთრი საძმოს წევრები (შენიშვნა N6) არიან ყოველთვის ჰარმონიულად ერთმანეთთან და კაცობრიობასთან, ისევე ყველა ადამიანი ერთ დღეს იქნება ამ ჭეშმარიტების მეშვეობით. მხოლოდ ამ სიბრძნემ შეიძლება დააფუძნოს ძმობის ჭეშმარიტი იდეა. სულიერ მეცნიერებას აქვს ერთი ამოცანა: რომ მიიტანოს ეს იდეა ადამიანებამდე თვითსულისა (მანასი) და მოგვიანებით სიცოცხლის სულის (ბუდჰი) განვითარებით. სულიერ-სამეცნიერო მოძრაობის დიდი მიზანია შესაძლებელი გახადოს ადამიანებისათვის თავისუფლების და ნამდვილი სიბრძნის მიღწევა. მისი მისიაა, რომ ეს ჭეშმარიტება და სიბრძნე ადამიანებში ჩავიღვაროს.

სულიერი მეცნიერების თანამედროვე მოძრაობა დაიწყო უმარტივესი სწავლებებით. ბევრი მნიშნელოვანი მოვლენა გამჟღავნდა მას შემდეგ რაც დაფუძნდა ეს მოძრაობა, და კიდევ უფრო მეტი და უფრო მნიშნელოვანი გამჟღავნდება. სულიერ-სამეცნიერო მოძრაობის სამუშაო ჯერ კიდევ ატლანტიდის დროიდან არსებული დიდი თეთრი საძმოს სიბრძნის თანდათანობით გადმოღვრაა ადამიანებში. ასეთი მუშაობა ყოველთვის დიდი ხნის განმავლობაში მზადდება. რელიგიების დიდი დამფუძნებლების მთელი საქმიანობა იყო ერთი დიდი მოვლენის, იესო-ქრისტეს გამოჩენისთვის მომზადება.

სულიერი მეცნიერება ცდილობს იყოს ქრისტიანობის ანდერძის აღმასრულებელი და ეს ასეც იქნება. როდესაც მამის მისტერიები განხორციელდება, ანუ როდესაც თითოეულ ინდივიდში ბუდჰის განვითარება დასრულდება, მაშინ ყველა ადამიანი აღმოაჩენს საკუთარ თავში თავის ყველაზე ღრმა არსებას - ატმანს, სულის-ადამიანს (შენიშვნა N7).

იესო ქრისტეს მოსვლა რელიგიების დამფუძნებლების თანმიმდევრობით იყო მომზადებული: ზარათუსტრა, ჰერმესი, მოსე, ორფეუსი, პითაგორა (შენიშვნა N8). ყველა მათგანის სწავლება ერთიდაიგივე მიზანს ემსახურებოდა: სიბრძნის ადამიანში ჩაღვრას, თითოეული ხალხისათვის ყველაზე შესაბამისი ფორმით. არსებითად ახალი ელემენტი რაც ქრისტემ თქვა ის კი არ იყო, არამედ ის ძალა, რომელიც მის გამოჩენაში და სწავლებაშია, რომელიც აღვიძებდა სიცოცხლეში ყველაფერს, რაც ადრე მხოლოდ სწავლება იყო.

ქრისტიანობამ ადამიანებს მისცა ძალა, რომ თავისუფალი ნებით დაეთანხმონ ქრისტე-იესოს ავტორიტეტს, ამავდროულად მაქსიმალურად შეინარჩუნონ ინდივიდუალურობა, რათა ძმური ერთობაში გაერთიანდნენ მისი რწმენის, მისი გამოვლინებისა და მისი ღვთაებრიობის საფუძველზე.

სულისა და მამის მისტერიებს შორის დგას ძის მისტერიები. მათი სასწავლებელი იყო წმინდა პავლეს სკოლა, რომელმაც დიონისოსი (შენიშვნა N9) დანიშნა მის ხელმძღვანელად. ეს სკოლა მისი ხელმძღვანელობით ჰყვაოდა. დიონისოსი ამ მისტერიებს განსაკუთრებული გზით ასწავლიდა, ხოლო წმინდა პავლე უფრო გახსნილი, ეგზოტერიული ფორმით ავრცელებდა.

მოდით ახლა სხვა კუთხიდან მოვიძიოთ ახსნა, რომ გავიგოთ მნიშვნელობა სიტყვების - „მამის მისტერიები მოვა“. ძველ ატლანტიდის ადეპტთა სკოლაში მასწავლებლები არ იყვნენ ადამიანები, არამედ ადამიანებზე უმაღლესი სულიერი არსებები, რომლებიც სხვა პლანეტარული განვითარებებიდან ჩამოვიდნენ დედამიწაზე. ისინი ასწავლიდნენ რჩეულ ადამიანების ჯგუფს სულის მისტერიებს. 

ძის მისტერიებში თავათ ქრისტე გამოჩნდა, როგორც მასწავლებელი ყველაზე საზეიმოდ ცერემონიებში და შესაბამისად ასევე იყო მასწავლებელი, რომელიც არ იყო ადამიანი არამედ - ღმერთი. მაგრამ მამის მისტერიებში მასწავლებლები იქნება ადამიანები. ის ადამიანები, რომლების სხვებზე უფრო სწრაფად განვითარდნენ, რომლებიც იქნებიან ნამდვილი ოსტატები სიბრძნისა და გრძნობის ჰარმონიისა. მათ უწოდებენ „მამებს“. მამის მისტერიებში კაცობრიობის ხელმძღვანელობა სხვა სამყაროებიდან ჩამოსული არსებებიდან გადადის თავათ ადამიანების ხელში. ეს მნიშვნელოვანია.

სულიერი მეცნიერების ამოცანაა: ადამიანთა მომზადება, რომ შექმნან გარკვეული ცენტრი ამ მიზნისათვის, მოამზადოს ისინი უნივერსალური ჭეშმარიტებისათვის, ნდობასა და რწმენაზე დაფუძნებული მმართველობისათვის, განავითაროს ამის გაცნობიერება თუნდაც თავდაპირველად ადამიანთა მცირე ნაწილში.

მატერიალისტური ცივილიზაციის განვითარებამ მის აპოგეას მიაღწია მე-19 საუკუნეში, ამიტომაც შემოვიდა სულიერი მეცნიერების იმპულსი ამ დროს სამყაროში. სულიერი მეცნიერებით სიცოცხლეს მიეცა რაღაც, რაც ახლა არსებობს, რაც შეეწინააღმდეგა მატერიალიზმს: ესაა მოძრაობა სულიერებისაკენ. სულიერი მეცნიერება არ არის რაღაც ახალი და არც სულიერ-სამეცნიერო მოძრაობაა ახალი, ეს მხოლოდ გაგრძელებაა იმისა, რაც უკვე არსებობდა.   

მატერიალიზმს და ეგოიზმს კაცობრიობისათვის განადგურება მოაქვს, რადგან ინდივიდი მხოლოდ მის პირად ინტერესებს ითვალისწინებს. ამიტომ სიბრძნემ კვლავ უნდა გააერთიანოს ადამიანები, რომლებიც განცალკევებულები არიან. სიბრძნე იძულების გარეშე მაქსიმალური თავისუფლებით აერთიანებს მათ. ეს არის სულიერ სამეცნიერო მოძრაობის ამოცანა ამ დროში.

უნდა გავაცნობიეროთ, რომ სიბრძნე უნდა მოვიპოვოთ საკმაოდ კონკრეტულად. ყველამ ვიცით ღუმელის მაგალითი, რომელსაც ოთახის გათბობა დაევალა. რაც არ უნდა ამაღელვებელი სიტყვებით არ უნდა ვთხოვით ღუმელს ოთახის გათბობა იგი ამას არ გააკეთებს, სანამ ჩვენ არ გავათბობთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს იგი თვის ამოცანის შესრულებას. მსგავსად ყველა საუბარი ძმობაზე და ძმური სიყვარულის შესახებ უსარგებლოა. მხოლოდ ცოდნის მეშვეობით ვუახლოვდებით მიზანს. ინდივიდუალური ადამიანები და კაცობრიობა მხოლოდ ცოდნის მეშვეობით შეძლებენ ჭეშმარიტებისა და საძმოს გზაზე დადგომას. 

ჩვენ ამ ბილიკს მივყვებით სამი მისტერიის გათვალისწინებით. სულიერ მეცნიერებას უნდა შეძლოს გააცოცხლოს ამგვარი მოვლენების გაცნობიერება ადამიანთა მცირე ჯგუფებში, რათა მეექვსე ძირეული რასის გამოჩენისას ეს გაცნობიერება ყველა ადამიანში მოხდეს. ეს არის ამოცანა, რომელიც სულიერმა მეცნიერებამ უნდა განახორციელოს. 

მეხუთე ძირეული რასის მცირე ნაწილი გაუსწრებს ევოლუციას. ის გაასულიერებს მანასს და განავითარებს თვით სულს. უმრავლესობა მიაღწევს ეგოიზმის მწვერვალს. მხოლოდ ადამიანთა ეს მცირე ბირთვი, რომელიც თვითსულს განავითარებს გახდება მეექვსე ძირითადი რასის ჩანასახი და მათგან ყველაზე გამორჩეულები, როგორც ჩვენ მას ვეძახით - ოსტატები, გახდებიან კაცობრიობის ლიდერები. სულიერი ცოდნა ამ მიზნისაკენ მიილტვის.

 

 

 

შენიშვნები

 

1) ნიბელჰაიმ - ნიბელუნგების (ჯუჯების) სამეფო, სადაც ინახება ლეგენდარული ოქროს განძი;

2) მანასი - ადამიანის სხეულის უმაღლეს წევრთაგან ერთ-ერთი, ასტრალური სხეულის გარადაქმნილი ფორმა.

3) ბუდჰი - ადამიანის სხეულის უმაღლეს წევრთაგან ერთ-ერთი, ეთერული სხეულის გარადაქმნილი ფორმა;

4) სულის მისტერიები (mysteries of spirit) – რუდოლფ შტაინერის ხედვით ეს მისტერიები ეფუძნება სულის ძალას ანუ ინდივიდის შინაგან სულიერ ძალისხმევას, თვითშემეცნებისა და ცნობიერების ამაღლებას, რაც მოითხოვს შინაგან დისციპლინას, მედიტაციასა და სულიერი სამყაროს გაგებას. იერარქიული სისტემა, სადაც სიბრძნე იყო ელიტარული და მხოლოდ გამოცდილების მქონე ინიციანტებისათვის ხელმისაწვდომი; 

5) მამის მისტერიები (mysteries of father) – მომავლის სულიერი განვითარება, რაც ეფუძნება თავისუფალ ნდობას სადაც ადამიანი არ ემორჩილება ძალაუფლებას შიშით ან იძულებით, არამედ თავისი ნებით ცნობიერი გაგებითა და სიყვარულით. ეს არის სულიერი თავისუფლებისა და ნდობის ეპოქა, რომელიც რუდოლფ შტაინერის აზრით მომავალში განვითარდება. დემოკრატიზებული სულიერება, სადაც სიბრძნისკენ სწრაფვა ყველა ადამიანის უფლება და მოვალეობა ხდება;

6) დიდი თეთრი საძმო -  სიბრძნისა და გრძნობის ჰარმონიის ოსტატები,  მაღალსულიერი განვითარებული არსებების გაერთიანება, რომლებიც კაცობრიობის ევოლუციას ხელმძღვანელობენ. 

7) ატმანი - ადამიანის სხეულის უმაღლეს წევრთაგან ერთ-ერთი, ფიზიკური სხეულის გარადაქმნილი ფორმა.

8) რუდოლფ შტაინერის ხედვით კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწე დიდი ინიციანტები და რელიგიურ-სასულიერო მოძღვარნი, რომლებმაც თავიანთი კულტურულ-ისტორიული მისიის ფარგლებში მოამზადეს კაცობრიობა ქრისტეს მოვლინებისათვის. 

9) რუდოლფ შტაინერის მიერ ნახსენები „დიონისოსი“ ბერძნული მითოლოგიის ღმერთი არ არის. იგია სულიერი მასწავლებლის სიმბოლური სახელი, რომელიც წმინდა პავლეს სკოლის ხელმძღვანელი იყო ეზოტერიულად.  

მსგავსი სტატიები

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი III)


IV. სხეული, სამშვინველი და სული თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მ...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი VIII)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო III. სულეთი...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი X)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო V. ფიზიკური...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი IV)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო ბავშობისას,...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff