(რუდოლფ შტაინერმა ეს ლექცია 1909 წლის 04 მარტს ბერლინში თეოსოფიური საზოგადოებაში წაიკითხა და გათვლილი იყო მასწავლებლებზე, მშობლებზე და ანთროპოსოფიით დაინტერესებულ პირებზე. იგი არის რუდოლფ შტაინერის პედაგოგიური კონცეფციის ნაწილი, რომელიც მოგვიანებით ვალდორფის სკოლების საფუძლებში განვითარდა.)
მთარგმნელი: ადილარი წირღვავა
ხშირად აღნიშნულა, რომ ადამიანის უდიდესი გამოცანა არის თავათ თვითონ. საბუნებისმეტყველო და სულიერი მეცნიერება ცდილობს საბოლოოდ ამოხსნას ეს გამოცანა. პირველი ამას ჩვენი გარეგნული ყოფის კანონზომიერებების გაგებით ცდილობს, მეორე – ჩვენი არსებობის შინაგანი არსისა და მიზნის ძიებით.
რამდენადაც სწორია, რომ ადამიანის უდიდესი გამოცანა არის თვითონ ადამიანი, ასევე შეიძლება ითქვას, რომ ყოველი ადამიანი თავისთავად გამოცანაა ხშირად საკუთარი თავისთვისაც. ყველას გვაქვს ამის გამოცდილება, როდესაც სხვებთან ვურთიერთობთ.
დღეს ჩვენ არა ზოგად ამოცანებს შევხებით არამედ იმას, რაც ყოველი ადამიანის მიერ გვეძლევა ყოველი შეხვედრისას და ეს მნიშვნელოვანია. როგორ უსაზღვროდ მრავალფეროვანია ადამიანი. საკმარისია დღეს ლექციის თემად აჩეული ტემპერამენტი გავიაზროთ, რათა გავაცნობიეროთ, რომ რამდენი ადამიანია იმდენი გამოცანაცაა.
თუნდაც ტემპერამენტის ძირითად ტიპებში ისეთი მრავალფეროვნებაა, რომ თითქოს თავათ არსებობის საიდუმლო ამ ტიპებშია გამოხატული. ტემპერამენტი, როგორც ადამიანის პიროვნების ძირითადი მახასიათებელი მონაწილეობს ინდივიდუალობის ყველა გამოვლინებაში, რაც პრაქტიკული ცხოვრებისათვის მნიშნელოვანია. ამ ძირითადი განწყობის გარკვეულ ნაწილს ვგრძნობთ ყოველი ადამიანის შეხვედრისას. ამრიგად ჩვენ შეგვიძლია ვიმედოვნოთ, რომ სულიერი მეცნიერება გვეტყვის რა გვჭირდება ტემპერამენტების შესაცნობად.
ტემპერამენტებზე ჩვენი პირველი შთაბეჭდილება ისაა, რომ იგი გარეგანია, თუმცა შეიძლება ითქვას შიგნიდან გადმოიღვრება, მათი გამოვლინება ყველაფერში ჩანს, რასაც ჩვენ შეგვიძლია გარედან დავაკვირდეთ. მაგრამ ეგ როდი ნიშნავს, რომ ადამიანის გამოცანა შეიძლება გადაიჭრას საბუნებისმეტყველო მეცნიერებით და დაკვირვებით. მხოლოდ იმ დროს როცა ჩვენ გვესმის რა უნდა თქვას სულიერმა მეცნიერებამ, შეგვიძლია ადამიანის პიროვნების ამ უჩვეულო მახასიათებლის გაგებას მივეახლოთ.
სულიერი მეცნიერება გვეუბნება, რომ ადამიანი მემკვიდრეობის ხაზის ნაწილია. ის ამჟღავნებს იმ თვისებებს, რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო მამისაგან, დედისაგან, ბებია–ბაბუისაგან და ა.შ. ამ თვისებებს შემდგომ მემკვიდრეებს გადასცემს. ამრიგად ადამიანი გარკვეულ მახასიათებლებს იმით ფლობს, რომ იგი თაობათა ჯაჭვის შემადგენელია.
თუმცა ეს მემკვიდრეობა, ტემპერამენტის ბუნების მხოლოდ ერთ მხარეს გვაძლევს. ამას ემატება ინდივიდუალობა, რაც მას სულიერი სამყაროდან მოაქვს. იგი მის ინდივიდუალობას ამატებს იმას, რაც დედ–მამისაგან და წინაპრებისგან შეიძლება მიიღოს. ის რაც სიცოცხლიდან სიცოცხლეში, არსებობიდან არსებობაში გადადის თაობათა ნაკადს უკავშირდება
განსაზღვრული თვისებები ჩვენ შეიძლება მივაწეროთ მემკვიდრეობას, მეორეს მხრივ როდესაც პიროვნება ბავშვობიდან ვითარდება, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ როგორ იშლება მისი არსის შუაგულიდან ის, რაც უნდა იყოს მისი წინა ცხოვრების ნაყოფი, რასაც იგი მემკვიდრეობით ვერანაირად მიიღებდა. ამით ჩვენ ვეცნობით რეინკარნაციის კანონს, დედამიწზე ცხოვრებების მონაცვლეობას, რომელიც მთლიანი კოსმოსური კანონის ერთი განსაკუთრებული გამოვლინებაა.
ილუსტრაცია ამას ნაკლებად პარადოქსულს გახდის. განვიხილოთ უსიცოცხლო მინერალი, მაგალითად მთის კრისტალი. თუ კრისტალი დაინგრევა ის თავის ფორმისას არაფერს სტოვებს, რაც სხვა კრისტალებსაც გადაეცემოდა. (შენიშვნა N1) ახალ კრისტალს არაფერი გადაეცემა წინა კრისტალის კონკრეტული ფორმისაგან. თუ მცენარეთა სამყაროში გადავინაცვლებთ, ვამჩნევთ, რომ მცენარე ვერ განვითარდება იმავე კანონებით, როგორც კრისტალი. ის მხოლოდ სხვა წინათ არსებული მცენარისგან წარმოიშვება. აქ ფორმა ინახება და გადაიცემა.
ცხოველთა სამყაროში, რომ გადავინაცვლოთ ჩვენ დავინახავთ, რომ ხდება სახეობათა ევოლუცია. ჩვენ ვიაზრებთ რატომ მიიჩნევა მეცხრამეტე საუკუნის უდიდეს აღმოჩენად ევოლუცია. ცხოველებში არა მხოლოდ ერთმანეთისგან წარმოიშვებიან, არამედ ყველა ცხოველი ემბრიონის ფაზიდან იმეორებს თავისი სახეობების ევოლუციური განვითარების ადრეულ ეტაპებს. თავათ სახეობა უმჯობესდება.
ადამიანებში ვითარდება არა მხოლოდ სახეობა არამედ ინდივიდიც. ის რასაც ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე განათლებისა და გამოცდილების საშუალებით იძენს ისევე დანამდვილებით შენარჩუნებულია, როგორც ცხოველთა წინაპრების ევოლუციური მიღწევები. ერთ დღესაც ადამიანის შინაგან არსის ადრინდელი არსებობასთან დაკავშირება საერთოდ ჩვეულებრივი გახდება. ადამიანი ცნობილი გახდება როგორც წინა ცხოვრების პროდუქტი. ამ დოქტრინის გზაზე მდგარი შეხედულებები ისევე გადაილახება, როგორც ადრეულ საუკუნეებში არსებული სწავლულთა აზრები, რომ ცოცხალი არსება შესაძლოა არაცოცხალისაგან წარმოშობილიყო. დაახლოებით სამასი წლის უკან სწავლულებს სწამდათ, რომ ცხოველები წარმოიშვებოდნენ მდინარის ტალახისაგან ანუ არაცოცხალი მატერიისაგან. იტალიელი მეცნიერი ფრანჩესკო რიდი იყო პირველი ვინც დაამტკიცა, რომ ცოცხალი არსებები წამოიშვებოდნენ მხოლოდ სხვა ცოცხალი არსებებისაგან (შენიშვნა N2). ამის გამო იგი თავდასხმის საგნად იქცა და კინაღამ ჯორდანო ბრუნოს (შენიშვნა N3) ბედი გაიზიარა. დღესდღეობით ადამიანთა ცეცხლში დაწვა აღარაა მოდაში. თუ ვინმე ცდის ასწავლოს ახალი სიმართლე მაგალითად – ფსიქო–სულიერი არსებები უნდა გამომდინარეობდნენ წინა ფსიქო–სულიერი სუბსტანციებიდან – მას არ დაწვავენ ცეცხლზე მაგრამ სულელად გამოაცხადებენ. თუმცა მოვა დრო, როდესაც რეალურ სისულელე იქნება იმის რწმენა, რომ ადამიანი მხოლოდ ერთხელ ცხოვრობს, რომ არ არსებობს მუდმივი არსი, რომელიც ერწყმის ადამიანის მემკვიდრეობით მიღებულ მახასიათებლებს.
მნიშვნელოვანი შეკითხვა წარმოიშვება: როგორ ეძებს დედ–მამას და როგორ განსხეულდება ის რაც წარმოშობილია სრულიად სხვა სამყაროში? როგორ შეიძლება იგი იმ სხეულებრივ მახასიათებლებში განსხეულდეს, რაც მას მემკვიდრეობით ჯაჭვთან დააკავშირებს? როგორ უკავშირდება სულიერ–ფსიქიკური ნაკადი, რომლის ნაწილსაც რეინკარნაციის მეშვეობით ადამიანი წარმოადგენს ფიზიკურ–მემკვიდრეობით ნაკადს? პასუხი არის ის, რომ სინთეზი უნდა მოხდეს. როდესაც ორი ნაკადი შეერწყმება თითოეული თავისი თვისებიდან მეორეს რაღაც ნაწილს აძლევს. იმდაგვარად როგორც ცისფერის და ყვითელის შერწყმა მწვანე ფერს იძლევა, ამ ორი ნაკადის შერწყმა ადამიანში გვაძლევს იმას რასაც ტემპერამენტს ვუწოდებთ. ტემპერამენტში აისახება, როგორც ადამიანის შინაგანი არსი ასევე მემკვიდრეობითი მახასიათებლები. ტემპერამენტი დგას იმათ შორის, რომლებიც ადამიანს აკავშირებს წინაპრების ხაზთან და რაც ადამიანს თან მოაქვს ადრინდელი ინკარნაციებიდან. ტემპერამენტი აბალანსებს მარადიულსა და წარმავალს. ის ამას ისე აკეთებს, რომ ადამიანის სხეულის არსებითი შემადგენელი ნაწილები (შენიშვნა N4), რომლებიც ჩვენ სხვა კონტექსტში გავიცანით ერთმანეთთან ძალიან სპეციფიურ ურთიერთობაში შედიან.
ჩვენთვის ცნობილი ადამიანი ოთხი კომპონენტისაგან შედგება. ფიზიკური სხეული, რომელიც მინერალურ სამყაროსთან გვაერთიანებს, ეთერული სხეული პირველი ზეგრძნობადი სხეული, რომელიც ფიზიკურ სხეულშია ინტეგრირებული და მას გარდაცვალების შემდეგ გამოეყოფა, შემდეგია ასტრალური სხეული ინსტიქტების, ლტოლვების, ვნებების, სურვილების, ასევე მუდმივად ცვალებადი განცდებისა და აზრების მატარებელი. ჩვენი უმაღლესი წევრი, რომელიც გვაყენებს დედამიწის ყველა ბინადარზე მაღლა არის ეგოს მატარებელი, მე სხეული, რომელიც ჩვენ გვაჯილდოებს თვითცნობიერების ძალით. ჩვენ ეს ოთხი წევრი ადამიანის არსებით შემადგენელ ნაწილია.
ამ ოთხი წევრის გაერთიანების ხერხი განისაზღვრება იმ ორი ნაკადის შერწყმით, რომელიც ადამიანის ფიზიკურ სამყაროში შესვლით ხდება. ყოველთვის ამ ოთხი წევრიდან ერთი ყოველთვის დომინანტური ხდება და დანარჩენს თავის შტამპს აკრავს. როდესაც ეგოს მატარებელი, მე სხეული დომინირებს, მაშინ ვიღებთ ქოლერიკულ ტემპერამენტს. თუ ასტრალური სხეული დომინირებს, მაშინ ვიღებთ სანგვინურ ტემპერამენტს. ეთერული ანუ სიცოცხლის სხეულის დომინატობისას ვსაუბრობთ ფლეგმატიკურ ტემპერამენტზე. ფიზიკური სხეულის დომინანტობისას საქმე გვაქვს მელანქოლიურ ტემპერამენტთან. მარადიულისა და წარმავალის გაერთიანების სპეციფიური ხერხი განსაზღვრავს როგორ ურთიერთობაში შევა ეს ოთხი წევრი ერთმანეთთან.
ასევე ხშირად იყო ნახსენები თუ როგორ პოულობს ეს ოთხი წევრი თავის გამოხატულებას ფიზიკურ სხეულში. ეგო გამოხატავს თავს სისხლის მიმოქცევაში, ამიტომაც ქოლერიკის ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის სისტემა დომინანტურია. ასტრალური სხეული ფიზიკურ დონეზე გამოიხატება ნერვულ სისტემაში, ამიტომ სანგვინიკის შემთხვევაში ნერვული სისტემა დომინირებს. ეთერული სხეული ფიზიკურად ჯირკვალთა სისტემაში ვვლინდება, შესაბამისად ფლეგმატიკოსის ორგანიზმში ჯირკვლები არიან დომინანტურნი. ფიზიკური სხეული კი მხოლოდ თავის თავში ვვლინდება, აქედან გამომდინარე მელანქოლიკისადმი გარეგნულად ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი მისი ფიზიკური სხეულია. ამის დაკვირვება შეიძლება ამ ტემპერამენტებთან დაკავშირებულ ყველა მოვლენაში.
ქოლერიკში ეგო და სისხლის მიმოქცევა დომინირებს, აქედან გამომდინარე ქოლერიკი ისეთი ადამიანია, რომელიც მუდამ საკუთარი გზით მოქმედებს, მისი აგრესიულობა და ნებისყოფის ძალა პირდაპირ სისხლის მიმოქცევიდან გამომდინარეობს.
ასტრალურ სხეულში და ნერვულ სისტემაში გრნობები და ემოციები განუწყვეტლივ იცვლება. ნებისმიერი ჰარმონია ან წესრიგი არის შედეგი მხოლოდ ეგოს მარეგულირებელი ზემოქმედებისა. ვინც ამ ზემოქმედებას არ ახდენს, თავიანთ აზრებსა და განცდებზე კონტროლს ჰკარგავს. ისინი მთლიანად შთაინთქმებიან განცდებით სურათებითა და იდეებით, რომლებიც მინავლდებიან და მიედინებიან მათში. რაღაც მსგავსი ხდება როდესაც ასტრალური სხეული არის დომინანტური როგორც ეს სანგვინიკშია. სანგვინიკები გარკვეულწილად ემორჩილებიან გამოსახულებების, შეგრძნებებისა და იდეების მუდმივ და მრავალფეროვან ნაკადს მათში ასტრალური სხეულის და ნერვული სისტემის დომინანტურობის გამო.
ნერვული სისტემის აქტივობა შეზღუდულია სისხლის მიმოქცევით. ეს რომ ასეა ნათლად ჩანს მაშინ როდესაც ადამიანს სისხლის აკლია ან ანემია სჭირს ანუ რდესაც სისხლის შემზღუდველი გავლენა არ მოქმედებს. ასეთ შემთხვევაში გონებაში წარმოშობილი წარმოდგენები უკონტროლოდ ცვალებადია, რაც ხშირად ილუზიებსა და ჰალუცინაციებშიც კი გადადის. ეს თვისება მცირე დოზით სანგვინიკებს ახასიათებთ. სანგვინიკები ვერ ახერხებენ ერთ შთაბეჭდილებაზე გაჩერებას, მათ არ შეუძლიათ ყურადღების გამახვილება კონკრეტულ გამოსახულებაზე ან შთაბეჭდილებისადმი ინტერესის შენარჩუნება, ამის ნაცვლად ისინი გამოცდილებიდან გამოცდილებაში, აღქმიდან აღქმაში გარბიან. ეს განსაკუთებით შესამჩნევია სანგვინურ ბავშვებში, სანგვინიკი ბავშვის ინტერესი ადვილად წარმოიშვება, სურათი ადვილად იმოქმედებეს მაგრამ შთაბეჭდილება სწრაფადვე ქრება.
ახლა გადავიდეთ ფლეგმატურ ტემპერამენტზე. ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ეს ტემპერამენტი ვითარდება, როდესაც დომინირებს ეთერული ანუ როგორც ჩვენ ვეძახით სიცოცხლის სხეული, რომელიც ზრდას და მეტაბოლიზმს არეგულირებს. შედეგი არის შინაგანი კეთილდღეობის გრძნობა. ადამიანი რაც უფრო მეტად ცხოვრობს მის ეთერულ სხეულში, მით უფრო დაკავებულია იგი მისი შინაგანი პროცესებით. იგი ნებას რთავს გარეგან ამბებს მის ნებაზე იდინონ, იმ დროს როდესაც მისი ყურადღება მიმართულია შიგნით.
მელანქოლიკში ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანის სხეულის ყველაზე უხეში სხეული – ფიზიკური სხეული, სხვა სხეულებზე იძენს ძალაუფლებას. შედეგად მელანქოლიკი გრძნობს, რომ იგი არ არის თავისი სხეულის ბატონ–პატრონი, თითქოს სხეული არ ემორჩილება მის ნებას. ფიზიკური სხეული, რომელიც განზრახული იყო, რომ ყოფილიყო ინსტრუმენტი სხეულის უფრო მაღალი წევრებისა, თავათ აკონტროლებს მის თავს და სხვა სხეულებს აფერხებს. ამას მელანქოლიკი განიცდის, როგორც ტკივილს, სასოწარკვეთილების გრძნობას. ტკივილი განუწყვეტლივ აწუხებს მას, ეს იმიტომ ხდება, რომ მისი ფიზიკური სხეული ეწინააღმდეგება ეთერული სხეულის შინაგანი კეთილდღეობის შეგრძნებას, ასტრალური სხეულის – სიცოცხლისუნარიანობას, ეგოს – მიზანსწრაფვას.
სხეულის ოთხი წევრის სხვადასხვა კომბინაციები თავს გარეგნულადაც იჩენს. ადამიანები, რომლებშიც ეგო დომინირებს, ცდილობენ თავი გამოავლინონ და ყველა დაბრკოლება გადალახონ, შესაბამისად მათი ეგო აფერხებს სხვა წევრების ზრდას. ის ასტრალურ და ეთერულ სხეულებს ართმევს მის კუთვნილ წილს და ეგ გარეგნულადაც ძალიან ნათლად ვვლინდება. იოჰან გოტლიბ ფიხტე, ეს ცნობილი გერმანელი ქოლერიკი, ამ ტემპერამენტით სრულიად ცხადად ამოიცნობოდა (შენიშვნა N5). მისი აღნაგობა ცხადად აჩვენებდა, რომ სხეულის სხვა წევრების ზრდა შეფერხებული იყო. ქოლერიკის კიდევ ერთი კლასიკური მაგალითი – ნაპოლეონი, თავისი დაბალი სიმაღლით სწორედ ამას გამოხატავდა. რადგან მისმა ეგომ სხეულის სხვა წევრების განვითარება შეზღუდა (შენიშვნა N6). რა თქმა უნდა არ შეიძლება ზოგადი დასკვნის გაკეთება, რომ ყველა ქოლერიკი დაბალია და ყველა სანგვინიკი – მაღალი. ეს პროპორციის საკითხია. მნიშვნელოვანია ზომის თანაფარდობა მთლიან ფორმასთან.
სანგვინიკში ნერვული სისტემა და ასტრალური სხეული დომინანტურია. ასტრალური სხეულის შინაგანი სიცოცხლისუნარიანობა სხეულის სხვა წევრებზეც აისახება და გარეგნულ ფორმებს ხდის მაქსიმალურად მოძრავს. იმ დროს როცა ქოლერიკს მკვეთრად გამოხატული სახის ნაკვთები აქვს, სანგვინიკის – მოძრავი ექსპრესიული და ცვალებადია. ჩვენ ვხედავთ ასტრალური სხეულის შინაგან სიცოცხლიუნარიანობას გამოვლინებას ყველა გარეგნულ დეტალში, მაგალითად მოხდენილი ფორმაში, ნაზ ძვლოვან სტრუქტურაში, გამხდარ კუნთებში. იგივე შეილება შეინიშნოს ქცევის დეტალებში. არანათელმხილველსაც კი შეუძლია ზურგიდან გაარკვიოს, რომელია ქოლერიკი და რომელი სანგვინიკი, ამისთვის არაა საჭირო სულიერი მეცნიერი იყო. ქოლერიკის სიარულს თუ დააკვირდებით ნახავთ იგი თითოეულ ნაბიჯს ისე მყარად დგამს თითქოს მიწაში ღრმად ჩადგმა სურდეს, ამის საპირისპიროდ სანგვინიკი დგამს მსუბუქ, ელასტიურ ნაბიჯებს. კიდევ უფრო დახვეწილი გარეგნული თვისებების პოვნა შეიძლება. ეგოს შინაგანი ბუნება, ქოლერიკის თვითშეზღუდული შინაგანი ბუნება, შავ და მბრწყინავ თვალებში ვლინდება. სანგვინიკს, რომლის ეგოს არა აქვს ამხელა სიღრმე, რომელიც სავსეა მისი ასტრალური სხეულის სიცოცხლისუნარიანობით პირიქით ცისფერი თვალები აქვს. ამ ტემპერამენტების განმასხვავებელ კიდევ ბევრ მსგავს დამახასიათებელ ნიშნებზე შეიძლება საუბარი.
ფლეგმატიური ტემპერამენტი თავს გამოხატავს სტატიკურ, გულგრილ ფიზიონომიაში, სიმსუქნეში ცხიმის დაგროვება ეთერული სხეულის აქტივობის შედეგია, ამ ყველაფერში ფლეგმატიკოსის შინაგანი კმაყოფილება გამოსჭვივის. მისი სიარული არის მოშვებული და არეული, მანერები ოდნავ მორცხვი, თითქოს გარემოსთან ჰარმონიული კავშირი აკლია.
მელანქოლიკი გამოირჩევა დახრილი თავით თითქოს კისერში გამართვის ძალა აკლდეს, მისი თვალები მქრქალია და არ ბრწყინავს, როგორც ქოლერიკოსისა. მისი სიარული მყარია, მაგრამ მიმე და გაუბედავიც.
ამრიგად ხედავთ რა მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია სულიერ მეცნიერებას ამ თავსატეხის გადაწყვეტაში. ცოდნა მხოლოდ მაშინ შეძლებს პრაქტიკული ნაყოფის გამოღებას, როდესაც რეალობას სრულად ვიგებთ, რაც სულიერსაც მოიცავს. შესაბამისად სულიერ მეცნიერებას შეუძლია ისეთი ცოდნის მოცემა, რომელიც სასარგებლო იქნება როგორც ინდივიდისათვის ასევე კაცობრიობისათვის. ტემპერამენტის ინდივიდუალურ მახასიათებლებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს განათლების სფეროში, ვინაიდან უმნიშვნელოვანესია ბავშვში მათი განვითარების სწორად მართვა და მიმართულების მიცემა. თუმცა ტემპერამენტები ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი პირადი განვითარებისათვისაც ზრდასრულობისას. თუ გვსურს საკუთარი პიროვნების დახვეწა სასარგებლოა ტემპერამენტის გამოვლინებების გათვალისწინება.
აქ აღწერილი ტემპერამენტის ოთხი ფუნდამენტური ტიპიდან მხოლოდ ერთი არასოდეს ვვლინდება. ყველა ადამიანს აქვს ერთი საბაზისო ტემპერამენტი და დანარჩენი სამი სხვადასხვა ხარისხით აღრეული. მაგალითად ნაპოლეონი იყო ქოლერიკი და ასევე ჰქონდა ფლეგმატიკის ბევრი ნიშანი. იმისათვის, რომ ჭეშმარიტად დავეუფლოთ ცხოვრებას, მნიშვნელოვანია ჩვენი სულები იმისთვის გავხსნათ, რაც ტიპიურად აშკარავდება. როდესაც განვიხილავთ, რომ ტემპერამენტები, რომელთაგან თითოეული წარმოადგენს მსუბუქ დისბალანსს, შეიძლება გადაიზარდოს არაჯანსაღ უკიდურესობებად, ჩვენ ვაცნობიერებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს.
ტემპერამენტების გარეშე სამყარო მოსაწყენი ადგილი იქნებოდა არა მხოლოდ ეთიკური, არამედ უმაღლესი მნიშვნელობითაც. სწორედ ტემპერამენტები ქმნიან ცხოვრების მრავალფეროვნებას, მშვენიერებას, სისავსეს. განათლებაში ტეპერამენტების გაწონასწორება ან აღმოფხვრა უაზრობა იქნებოდა, პირიქით საჭიროა მათი სწორი მიმართულებით წარმართვა, რადგანაც ყოველ ტემპერამენტში ძევს დიდი და მცირე გადახრის საფრთხე.
ახალგაზრდა ქოლერიკისათვის მცირე საფრთხეა, რომ მან ვერ ისწავლოს ხასიათის კონტროლი, დიდი საფრთხეა უაზროდ თავისნათქვამა გახდეს. სანგვინიკისათვის მცირე საფრთხე მისი ზედაპირულობაა, დიდი კი – მუდმივი შთაბეჭდილებებით გამოწვეული მანია. ფლეგმატიკის მცირე საფრთხე აპათიაა, დიდი კი სულიერი დაბინდვა და მონოტონურობა. მელანქოლიკისათვის მცირე საფრთხეა საკუთარი ტკივილის გარდა ყველარისადმი უგრნობლობა, უფრო დიდი კი – სიგიჟე.
ნათელია, რომ ტემპერამენტების ხელმძღვანელობა და მიმართულების მიცემა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ამოცანაა. ამ ამოცანის შესასრულებლად ერთი მნიშვნელოვანი პრინციპის დაცვაა საჭირო: ყოველთვის ის უნდა გავითვალისწინოთ რაც არსებობს და არა ის რაც არ არსებობს. მაგალითად თუ ბავშვს სანგვინური ტემპერამენტი აქვს მას არანაირად არ დაეხმარება თუ უფროსები შეეცდებიან ძალით გაუღვივონ ინტერესი. მისი ტემპერამენტი უბრალოდ არ დაუშვებს ამას. იმის მაგივრად, რომ ვიკითხოთ რა აკლია ბავშვს რათა ეგ ძალით ჩავნერგოთ მასში ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება რისი ინტერესიც მას გააჩნია და ამას უნდა დავეყრდნოთ. როგორც წესი ყოველთვის არის ერთი საგანი რისკენაც ჩვენ შეგვიძლია სანგვინიკს ინტერესი გავუღვივოთ. რაც არ უნდა ზერელე იყოს ბავშვი ჩვენ ყოველთვის შეიძლება გავაღვივოთ მისი ინტერესი კონკრეტული პიროვნების მიმართ. თუ ჩვენ თვითონა ვართ ასეთი პიროვნება ან შევახვედრებთ ვინმეს ვინც ასეთია, შეუძლებელია ბავშვი არ დაინტერესდეს. მხოლოდ პიროვნებისადმი სიყვარულით შეიძლება გავაღვიძოთ სანგვინიკის ინტერესი. სხვა ტემპერამენტის ბავშვებისაგან განსხვავებით სანგვინიკს აუცილებლად სჭირდება ვინმე ვისაც აღფრთოვანებით შეხედავს. აღფრთოვანება აქ ერთგვარად ჯადოსნური სიტყვაა და ჩვენ ყველაფერს უნდა ვეცადოთ, რომ იგი გავაღვივოთ.
ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ იმით, რაც გვაქვს. სანგვინიკ ბავშვს უნდა გავაცნოთ მავალფეროვანი საგნები, რომლებზეც მან ინტერესი გამოავლინა. ამ საგნებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ მასთან „ილაპარაკონ“, მასზე გავლენა მოახდინონ. შემდეგ ისინი დროებით უნდა ამოვიღოთ, რათა ბავშვის ინტერესი კიდევ უფრო გაძლიერდეს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მათი დაბრუნება. სხვა სიტვებით, რომ ვთქვათ ჩვენ სანგვინიკისათვის უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც მის ტემპერამენტს შეესაბამება.
ქოლერიკული ტემპერამენტის ბავშვის აღზრდას განსაკუთრებულ მიდგომა სჭირდება. მისი განათლების გასაღებია ბუნებრივი ავტორიტეტისადმი პატივისცემა და მოწიწება. განსხვავებით სანგვინური ბავშვისა, რომელსაც სიყვარულს პირადი თვისებების მეშვეობით უნერგავენ, ქოლერიკ ბავშვს უნდა შეუნარჩუნდეს ურყევი რწმენა თავისი მასწავლებლის უნარებისადმი. მასწავლებელმა უნდა გამოავლინოს გაგება იმისა, თუ რა ხდება ბავშვის გარშემო. ნებისმიერი უუნარობის გამოვლენა თავიდან უნდა იქნას აცილებული. ქოლერიკი ბავშვისათვის ჯადოსნური ელექსირია პატივისცემა და ნდობა ადამიანის ღირსების მიმართ. ისევე, როგორც სანგვინური ბავშვისათვის ეს იყო პიროვნებებისადმი სიყვარული. გარეგნულად ქოლერიკი ბავშვი უნდა დაუპირისპირდეს გამოწვევებს. მას წინააღმდეგობა და სირთულეები უნდა შეხვდეს, თორემ თუ ცხოვრება ძალიან გაუადვილდება იგი არასწორად განვითარდება.
არც მელანქოლიკი ბავშვის აღზრდაა ადვილი. მასთან განსხვავებული მაგიური ფორმულა გამოიყენება. სანგვინიკისათვის ეს იყო პიროვნებისადმი სიყვარული, ქოლერიკისათვის – პატივისცემა და ნდომა მასწავლებლის ღირსებისადმი, ამათგან განსხვავებით მელანქოლიკისათვის მნიშვნელოვანია, რომ მისი მასწავლებლები იყვნენ გამოცდილი ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ და საუბრობენ წარსული ცხოვრების გამოცდილების საფუძველზე. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ მასწავლებელმა იცის ნამდვილი ტკივილი. გახადეთ ცხოვრების ყველა მცირე დეტალი იმის შესაძლებლობად, რომ ბავშვმა დააფასოს ის, რაც თქვენ განგიცდიათ. თანაგრნობა მის გარშემო მყოფთა ბედის მიმართ ხელს უწყობს მელანქოლიკის განვითარებას. აქ უნდა გავითვალისწინოთ ის რომ მელანქოლიკ ბავშვს აქვს ტანჯვის დისკომფორტის განცდის უნარი, რომელიც მტიცედაა ფესვგადგმული მის არსებაში, რისი ვარჯიშით აღმოფხვრა შეუძლებელია. ბავშვს უნდა გავუმჟღავნოთ მართლზომიერი გარე ტკივილი და ტანჯვა, რათა გააცნობიეროს, რომ არსებობს მისი თავის მიღმა ისეთი რეალობა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მასში ტკივილი და ტანჯვა. მელანქოლიკის გართობას ან ყურადღების გადატანის მცდელობას უნდა ვერიდოთ, რადგან ეს მხოლოდ აძლიებს მის სასოწარკვეთილებასა და შიდა ტანჯვას. ამის ნაცვლად მისი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმაზე, რომ ცხოვრებაში ობიექტური მიზეზები არსებობს ტკივილისათვის. მელანქოლიკი ბავშვის ტკივილის გადამისამართება გარე ობიექტებზე აუცილებელია, თუმცა არ უნდა გადავაჭარბოთ.
ფლეგმატიკი ბავშვი არ უნდა გავზარდოთ მარტო. ბუნებრივია ყველა ბავშვს უნდა ჰყავდეს თანატოლები თამაშისათვის, ურთიერთობისათის თუმცა ფლეგმატიკოსისათვის ეს განსაკუთრებით აუცილებელია. ფლეგმატიკოსთან მოურთიერთონი უნდა იყვნენ სხვადასხვა ინტერესის მქონენი. ფლეგმატიკოსი ბავშვები სწავლობენ ინტერესების გაზიარებით, რაც უფრო მეტია მით უკეთესი. ფლეგმატიკოსის სამყაროსადმი თანდაყოლილი ინდიფერენტულობას გადალახავს მისი მეგობრების ენთუზიაზმი. თუ მელანქოლიკისათვის მნიშვნელოვანი სხვისი ბედის განცდაა, ფლეგმატიკოსისათვის ეს მასთან ურთიერთობაში მყოფი ბავშვების ინტერესების მთელი სპექტრის განცდაა. ფლეგმატიკს მოვლენები არ წარმოუშობს ემოციას, იგი ინტერესს მაშინ იჩენს, როცა ამ მოვლენების სხვებში ხედავს ასახულს და ეს ინტერესები მასშიც აისახება. ფლეგმატური ბავშვს ისეთი გარემო უნდა შევუქმნათ, სადაც მისი ფლეგმატური დამოკიდებულება იქნება ადეკვატური, მათი უგრძნობლობა უნდა მივმართოთ იმ საგნებისა და მიმართულებისადმი, რომლებიც რეალურად იმსახურებენ ასეთ დამოკიდებულებას.
პედაგოგიური პრინციპების ამ მაგალითებიდან ჩვენ ვხედავთ სპირიტუალური მეცნიერება, როგორ ეხმაურება პრაქტიკულ პრობლემებს. ეს პრინციპები ასევე შესაძლოა გამოიყენონ თვითგანვითარებისათვის. მაგალითად სანგვინიკს ცოტა სარგებელი მოაქვს თუ იგი თავის თავს კიცხავს. ჩვენი გონება ხშირად დაბრკოლებლად გვევლინება, როდესაც იგი პირდაპირ ეჯახება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ტემპერამენტები. არაპირდაპირი გზით კი გონებას ბევრი რამ შეუძლია. მაგალითად სანგვინიკს შეუძლია გაითვალისწინოს თავისი თავი და შეეშვას თვითდამოძღვრას, რადგან ეს უსარგებლოა. მთავარი ის არის, რომ სანგვინურობა გამოჩნდეს შესაბამის გარემოებებში. გააზრებული დაგეგმვით შესაძლებელია მისი მოკლე ყურადღების მასშტაბის შესაფერისი გამოცდილებების შექმნა. ფიქრის ამგვარი გამოყენება თუნდაც უმცირეს მასშტაბზე აუცილებელ შედეგს გამოიღებს.
ქოლერიკული ტემპერამენტის ადამიანებმა განზრახ უნდა ჩაიყენონ თავი ისეთ სიტუაციებში სადაც რისხვა უსარგებლოა და მხოლოდ სასაცილოდ წარმოაჩენთ მათ. მელანქოლიკებმა არ უნდა დახუჭონ თვალი სხვების ტკივილზე, პირიქით უნდა ეძებონ იგი. თანაგრძნობის მეშვეობით ისინი საკუთარ ტანჯვას გარე შესაბამის ობიექტებზე და მოვლენებზე მიმართავენ. თუ ჩვენ ფლეგმატიკები ვართ, რომლებსაც განსაკუთრებული ინტერესები არ გააჩნიათ, მაშინ უნდა დავკავდეთ, რაც შეიძლება უინტერესო საქმეებით, გარშემორტყმული უნდა ვიყოთ მრავალი მოსაწყენი წყაროთი, რათა ძალიან მოვიწყინოთ. ყოველივე ამის შემდეგ ჩვენ სრულად განვიკურნებით ჩვენი ფლეგმისაგან ამით მას მთლიანად გამოვიტანთ ჩვენი სისტემიდან. ასე ვმოქმედებთ იმით, რაც გვაქვს და არა იმით, რაც არ გვაქვს.
ამგვარ პრაქტიკულ ცოდნით აღვსებულები ჩვენ ვსწავლობთ ცხოვრების ძირითადი გამოცანის – სხვა ადამიანის ამოხსნას. ის გადაიჭრება არა აბსტრაქტული იდეებითა და პოსტულატებით, არამედ ცოცხალი გამოსახულებების საშუალებით. აბსტრაქტული თეორიების შეთხზვის ნაცვლად, უნდა ვცდილობდეთ თითოეული ადამიანის უშუალო გაგებას, თუმცა ამას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, თუ გავიცნობთ იმას, რაც ჩვენი სულის სიღრმეებში იმალება. ნელ–ნელა თანმიმდევრულად სულიერი მეცნიერება გაანათლებს ჩვენს გონებას, რათა შევძლოთ არა მხოლოდ მთლიანობის არამედ უმცირესი დეტალების აღქმაც. გაუმართლებელი თეორიების შეთხზვის სანაცვლოდ უნდა ვეცადოთ თითოეული ადამიანის უშუალო გაგებას. ამას შევძლებთ როცა გავიგებთ რა იმალება სულის სიღრმეებში. ნელ–ნელა და თანდათანობით სულიერი მეცნიერება გვინათებს გონებას და გვაძლევს უნარს არა მხოლოდ მთლიანი სურათი, არამედ უმცირესი დეტალებიც აღვიქვათ. სულიერმა მეცნიერებამ შესაძლებელი გახადა, რომ როდესაც ორი სული ხვდება ერთმანეთს და ერთი სიყვარულს ითხოვს მეორე მას სთავაზობს. თუ სხვა რამაა მოთხოვნილი ეს სხვა რამ მიეცემა. ასეთი ცოცხალი ჭეშმარიტი სიბრძნით ჩვენ საზოგადოების საფუძველს ვქმნით. ეს არის ის რასაც ვამბობთ, რომ გამოცანა ყოველ მომენტში უნდა გადაიჭრას.
ანთროპოსოფია არ მოქმედებს ქადაგებებით, მოწოდებებით ან კატეხიზმოთი, არამედ ქმნის სოციალურ საფუძველს ადამიანებმა ჭეშმარიტად, რომ გაიცნონ ერთმანეთი. სულიერი მეცნიერება ცხოვრების საფუძველია, ხოლო სიყვარული ამ მეცნიერებით გაღრმავებული ცხოვრების შედეგი – ყვავილი და ნაყოფი. სწორედ ამიტომ შეუძლია სულიერ მემცნიერებას განაცხადოს, რომ იგი საფუძველს უყრის კაცობრიობის უმშვენიერეს მიზანს – ადამიანისადმი ჭეშმარიტ და გულწრფელ სიყვარულს.
შენიშვნები
1) ამ შენიშვნიდან მკითხველმა შეიძლება დაასკვნა, რომ შტაინერი არ იცნობდა სათესლე იგივე გამომწვევი კრისტალების (seed crystals) მნიშვნელობას, თუმცა უფრო სავარაუდო ახსნა ისაა, რომ რუდოლფ შტაინერმა ისარგებლა რიტორიკული ჰიპერბოლით. მან უდავოდ იცოდა, რომ სათესლე კრისტალები აჩქარებს კრისტალიზაციის პროცესს გაჯერებულ მარილიან ხსნარში, მაგრამ ირკვევა, რომ ეს ფაქტი არ არის მნიშვნელოვანი მისი მთავარი აზრისათვის, რომელიც ამ ლექციაში თანდათანობით ირკვევა. მისი მთავარი აზრი არ არის ის, რომ ახლად ფორმირებადი კრისტალი ვერ იღებს გარკვეულ წვლილს უკვე არსებული კრისტალისგან, არამედ ისაა, რომ ეს არის აუცილებელი; ეს განსხვავდება ცოცხალი არსებებისგან, რომლებსაც წარმოშობისათვის სჭირდებათ წინამორბედი (შენიშვნა ეკუთვნის გერმანულიდან ინგლისურ ენაზე მთარგმნელს).
2) ფრანჩესკო რედი – იტალიელი ფიზიკოსი, ნატურალისტი და პოეტი, თანამედროვე პარაზიტოლოგიის მამა. უარყო ცოცხალი არსებების ტალახიდან თავისთავად გაჩენის თეორია (შენიშვნა ეკუთვნის გერმანულიდან ინგლისურ ენაზე მთარგმნელს).
3) ჯორდანო ბრუნო – იტალიელი ფილოსოფოსი, დომინიკანელი ბერი, რომელიც გამოაცხადეს ერეტიკოსად და ცეცხლში დაწვეს. მისი სწავლება: სამყარო სივრცეში და დროში უსასრულოა და იგი უამრავი მზით არის სავსე (შენიშვნა ეკუთვნის გერმანულიდან ინგლისურ ენაზე მთარგმნელს).
4) რუდოლფ შტაინერი გულისხმობს ფიზიკურ, ეთერულ, ასტრალურ და მე სხეულებს.
5) იოჰან გოტლიბ ფიხტე – გერმანელი ფილოსოფოსი, იდეალისტი (შენიშვნა ეკუთვნის გერმანულიდან ინგლისურ ენაზე მთარგმნელს).
6) ნაპოლეონ ბონაპარტე – ფრანგი მმართველი და იმპერატორი (შენიშვნა ეკუთვნის გერმანულიდან ინგლისურ ენაზე მთარგმნელს).