სამოთხისეული სიმშვიდე - ინტერვიუ დოქტორ პაპენჰაიმთან

Admin
იოგა და ტანტრა
0
0

PARADIES Serenity (ზეციური, სამოთხისეული ღვთაებრივი სიმშვიდე)

ინტერვიუ დოქტორ მარტინ პაპენჰაიმთან

მთარგმნელი: მოქშა ფეიქარი

სანამ არ დათმობთ თქვენს იდეალურ წარმოდგენებს, ამ ავტოპორტრეტებს, რომლებიც თქვენი უსუსურობიდან შექმენით, საკუთარი რეალობა რომ დაგემალათ, მისთვის ნიღაბი რომ ჩამოგეცვათ... მოიხსენით ეს ნიღბები, იყავით მშვიდი, იყავით ცარიელნი და გადახედეთ თქვენს არსებას -  არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორი არის ის. თავიდან ეს ჯოჯოხეთად მოგეჩვენებათ, მაგრამ ეს არის ფასი რომელიც ჩვენ უნდა გადავიხადოთ. თუ საკმარისად გაბედულები ხართ და გაძლებას ახერხებთ, მალე ჯოჯოხეთი ქრება, ღრუბლები იფანტებიან და უღრუბლო ზეცაზე ანათებს მზე. მაშინ თქვენ მიაღწიეთ თქვენს შინაგან სამოთხეს. (ოშო)

პროფესორმა დოქტორ მარტინ პაპენჰაიმმა კვლევით პროექტში "ნეო-სანიასის მოძრაობა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მე -20 საუკუნის 70-80-იან წლებში" შეისწავლა ოშოს სანიასინთა მოძრაობა და ასევე იპოვა თავისი საკუთარი სამოთხეც.

ინტერვიუ OSHOTIMES -ის რედაქტორ ფრანკთან

ფრანკი: მოგვიყევით თქვენი კვლევითი პროექტის შესახებ.

მარტინი: ჩემს სამეცნიერო შემოქმედებაში ხშირად მაქვს განხილული ის საკითხი, თუ როგორ გამოიყურება პოსტქრისტიანული რელიგია და რამდენად უკავშირდება რელიგია პოლიტიკასა და ეკონომიკას. მასონობის შესახებ საკმაოდ დიდი რაოდენობის სამუშაოების ჩატარების შემდეგ, ამან მიმიყვანა ეზოთერიზმამდე, ოკულტიზმამდე, ანტროპოსოფიამდე, თეოსოფიამდე და აღმოსავლეთ-დასავლეთის დიალოგამდე, რამაც ასევე მომიყვანა თანამედროვე ისტორიამდე და ბჰაგვანის მოძრაობამდეც. ჩემი ეს ნაშრომი ეხება გერმანიაში მათ ისტორიას სამეცნიერო თვალსაზრისით. ეს იყო ყველაზე დიდი ალტერნატიულ-რელიგიური კომუნალური მოძრაობა, რომელიც ოდესმე გაჩენილა გერმანიაში. მინდოდა გამომეკვლია ეს კითხვა, თუ რა გავლენა მოახდინა ამან ფედერალური რესპუბლიკის რელიგიურ ლანდშაფტზე. მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი რაოდენობით ავტობიოგრაფიული და ასევე ბევრი თანამედროვე მასალაც მოიპოვება, განსაკუთრებით

1980-იანი წლების დასაწყისიდან, ჯერ მაინც არ მოიპოვება ამისი არანაირი სამეცნიერო ანალიზი. გერმანიაში ამ მოძრაობის ისტორია ჯერჯერობით არ არის შესწავლილი. არ არსებობს არც საყოველთაო პრეზენტაცია. ამიტომაც ეს კვლევითი პროექტი არის პიონერული ნამუშევარი, რომელსაც თითქმის მთლიანად გავუკეთე რეკონსტრუირება ორიგინალური წყაროების საარქივო მასალისგან. პროექტი 2015 წლიდან 2018 წლამდე დააფინანსა გერმანიის სამეცნიერო ფონდმა, ამის შემდეგ ბოხუმის უნივერსიტეტიდან კეტე-ჰამბურგერ კოლეგმა და ახლა ის დაფუძნებულია ბოხუმის უნივერსიტეტის რელიგიური კვლევების ცენტრში.

ფრანკი: როგორი განცდა გქონდათ სანიასინებთან მიმართებაში?

მარტინი: პროექტისთვის დიდი რაოდენობით ინტერვიუები ჩავატარე თანამედროვე თვითმხილველებთან. გამოკითხული სანიასინებისგან მივიღე ძალიან დიდი რაოდენობით წახალისება. ზოგიერთები სახლში ამანათებს მიგზავნიდნენ, ზოგნი საკუთარ სახლებში, ან სადმე ყავაზე და ტორტზეც კი მპატიჟებდნენ ხოლმე. მათგან არასდროს არ მიგრძვნია რაიმე სექტანტური მენტალიტეტის მსგავსი. სამაგიეროდ, ყოველთვის გულწრფელად, ინტერესით და ინფორმაციის მოწოდების სურვილით მღებულობდნენ ხოლმე. რამდენიმე სანიასინთან უკვე დავმეგობრდი კიდევაც. კიოლნის ოშო UTA ინსტიტუტის გარდა - ჩემი პირველი დაკონტაქტების ადგილი - განსაკუთრებით მადლიერი ვარ ბერლინელი ავაჰანის. ასევე მაჰენდრა მიშკინიკანი, რომელიც ბერლინის FarOut- ის დიჯეი იყო, სახელით Swami Deva Ananya, რჩევასა და ქმედებაში ჩემს გვერდით არის. ის და სხვა სანიასინები ჩემს ნაშრომს თვალს ავლებდნენ ხოლმე, რომ რაიმე ფაქტობრივი შეცდომა არ დამეშვა, თანაც ისე, რომ ამითი რაიმე ფორმით საკუთარი თავის ცენზურა არ გამეკეთებინა. ეს ახლა უკვე თითქმის ერთგვარ სათემო პროექტად იქცა.

ინფორმაციის მიწოდების ხალისის და სანიასინთა მოძრაობის თანამშრომლობის გარეშე, ამ წიგნის შექმნა ვერასოდეს ვერ მოხერხდებოდა. ძირითადად ვიტყოდი, რომ ჩემს მიერ შემხვედრი სანიასინები უფრო მეტად მოდუნებულ შთაბეჭდილებას ახდენენ ჩემზე, ვიდრე საშუალო მოსახლეობა. მე ასევე ზოგიერთ მათგანსაც შევხვდი, ვინც ასევე კრიტიკულად განწყობილია რაჯნიშშპურამის მოვლენებთან დაკავშირებით და რომლებიც ამის შემდეგ ოშოს განუდგნენ. მაგრამ მათ ყველას მაინც აკავშირებთ ის, რომ რომ მათ ისეთი რამ განიცადეს, რისი გამოტოვებაც არ სურთ. მათ აჩვენეს, რომ შეიძლება არსებობდეს ბურჟუაზიული რუტინის ალტერნატივა. მათ არ სურთ ამ გამოცდილების უგულველყოფა. ამავე დროს არავინ უარყოფს, რომ გარკვეული პრეტენზიები არსებობდა.

ფრანკი: როგორ შეძელით თქვენი სამუშაო პროექტის ჩამოყალიბება?

მარტინი: ყველაზე მეტად რთული იყო თეორიული საფუძვლის პოვნა. მოძრაობის სუფთა აღწერითი აღწერა საკმარისი არ არის. ამიტომ, დავიწყე პრაქსეოლოგიური მიდგომიდან, რომელიც ცალკეული მოქმედი პირის მოქმედებებზე - და არა სტრუქტურებზე - ამახვილებს ყურადღებას. ამ გზით მე შემიძლია უკეთესად აღვიქვა მოძრაობის ხშირად დავიწყებული მრავალფეროვნება და მისი ინდივიდუალური მახასიათებლები. ეს მარადიული ისტორია: ჯერ იყო რამდენიმე ჰიპი და ფსიქო-დაინტერესებული ადამიანი, შემდეგ მოვიდა რანჩის დრო და ამის შემდეგ ყველაფერი ჩამოიშალა; და ეს ყველაფერი ოშოს და მისი ხელმძღვანელობის ეკიპაჟის მიერ იყო გამოწვეული - ეს მონათხრობი, რომელსაც ყოველთვის ვისმენთ, არ ასახავხს ამ მოძრაობის სირთულეს. ეს არსებითად ბევრად უფრო მრავალფეროვანი იყო. გარდა ამისა, ეს ასე არ არის, რომ განვითარების პროცესები მხოლოდ ზემოდან ქვევითკენ მიმდინარეობდა. ასევე არსებობენ მოძრაობები, რომლებიც ქვეყანის შიდა მოძრაობებში თანამონაწილეობენ. ძირითადად, სამუშაოს ქრონოლოგიურად ვკრავ ხოლმე. აქცენტი ყოველდღიურ ცხოვრებაზეა, მისი ყველა განზომილებებით, ორგანიზაციული ფორმებით და ესთეტიკით, სადაც მუსიკაც ასევე ცენტრალური ნაწილია. ამაში განსაკუთრებულ როლს ენა თამაშობს. სტუდენტების დახმარებით, 1982 – დან 1992 წლამდე ბოხუმში ვატარებდი Rajneesh Times– ის კომპიუტერულ ანალიზს. გვინდოდა მოძრაობის ლექსიკა გაეანალიზებინა და დაგვენახა, თუ რომელი ცენტრალური ტერმინების გარშემო ტრიალებს ის. გავარკვიე, რომ ენა მოძრაობის სტაბილურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია. რადგან მე უკვე ორი სამეცნიერო სახის წიგნი დაწერილი მაქვს, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ისეთი წიგნი უნდა იყოს, რომელიც მეცნიერულად გამართული და დასაბუთებულია, მაგრამ ამავდროულად ის ასევე ფართო მკითხველსაც უნდა მიმართავდეს. ეს უნდა იყოს დოკუმენტაცია, რომელიც ბევრ ადამიანამდე მიაღწევს. ამასთან ერთად მე მინდა დავუბრუნო სანიასინებს ის, რაც მე მათ მომცეს. ამის გამო და ჩემი სამეცნიერო მუშაობიდანაც გამომდინარე, რამდენიმე სატელევიზიო და რადიო პროგრამაც წამოვიწყე ან ზოგშიერთ მათგანში უბრალოდ მონაწილეობა მივიღე, მაგალითად Bayerischer Rundfunk, NDR და WDR / ARTE.

ფრანკი: რომელი ცენტრალური ტერმინების გარშემო ტრიალებს მოძრაობის ენა?

მარტინი: "სიცოცხლე" ძალიან ცენტრალური ტერმინია. ეს მომდინარეობს ევროპული ფილოსოფიიდან, XIX საუკუნიდან მოყოლებული ინდუსტრიალიზაციის, მექანიზაციისა და მოდერნიზაციის წინააღმდეგ ერთ-ერთი ცენტრალური მოძრაობა. "ადამიანი", "კაცობრიობა" და რა თქმა უნდა "სიყვარული" არიან მომდევნო განმსაზღვრელი ტერმინები. ჯერჯერობით არ არსებობს ნაშრომი, რომელიც ოშოს ენის და მისი იდეებს წარმოშობას შეეხება. აქამდე ყურადღება ყოველთვის რაჯნეიშპურამის გარე ისტორიას ექცეოდა, რადგანაც როგორც ფილოსოფოსი და როგორც რელიგიურად მოაზროვნე ადამიანი ის კოლოსალურად არასაკმარისად იყო შეფასებული. ბოხუმელ ინდოოლოგ დოქტორ პატრიკ კრიუგერთან ერთად გამოვიკვლევ, თუ როგორ ირევა ერთმანეთში აღმოსავლეთისა და დასავლეთის აზროვნება ოშოს ლინვისტიკის მეშვეობით. ჩვენ გვსურს გავაშუქოთ ის, თუ როგორი დატვირთვა ჰქონდა ოშოს მიერ ისეთი ტერმინებს, როგორიც არის "სიყვარული", რა ტრადიციული ფონიდან მოდის და ასევე როგორ ტრანსპორტირდება ისინი ოშოს მიერ. გასაოცარია, რომ სწორედ ამ ტერმინებმა იმოქმედეს დასავლეთის ახალგაზრდა თაობის დროის შეგრძნებაზე. ამასთან, ჯერ არავის გამოუკვლევია ის, თუ რომელი ნიადაგიდან ჩამოაყალიბა ოშომ ეს ტერმინები. ენის ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ ოშო არც ისეთი წინააღმდეგობრივი იყო, როგორც ამას ბევრი ამტკიცებს. ერთის მხრივ, წინააღმდეგობა ე.წ. პარადოქსული ენის ფორმაა. თავად ოშომ თქვა, რომ ტრანსცენდენტზე არ შეიძლება იმანენტური თვალსაზრისით საუბარი. ამაზე მხოლოდ პარადოქსული ფორმებით შეიძლება საუბარი. მეორეს მხრივ, სავარაუდო ურთიერთწინააღმდეგობები წარმოადგენენ აზრის განვითარების სხვადასხვა ეტაპს. ამის მიღმა დგანან გარკვეული აზროვნების ფორმები ან აზროვნების და ენობრივი სტრუქტურები. ჩემთვის ნამდვილად საინტერესოა ინდური ბეგრაუნდიდან ამის გადმოტანა.

martin

“სანიასინები უფრო მეტად მოდუნებულ შთაბეჭდილებას ახდენენ ჩემზე, ვიდრე საშუალო მოსახლეობა. მე ასევე ზოგიერთ მათგანსაც შევხვდი, ვინც ასევე კრიტიკულად განწყობილია რაჯნიშშპურამის მოვლენებთან დაკავშირებით და რომლებიც ამის შემდეგ ოშოს განუდგნენ. მაგრამ მათ ყველას მაინც აკავშირებთ ის, რომ რომ მათ ისეთი რამ განიცადეს, რისი გამოტოვებაც არ სურთ. “ (მარტინ პაპენჰეიმი)

ფრანკი: თქვენ თქვით, რომ ოშო კოლოსალურად არასაკმარისად შეაფასეს. რითი იყო ოშო ასეთი უნიკალური?

მარტინი: მე არც ისე დარწმუნებული ვარ, ის ნამდვილად თუ ასე უნიკალურია. თუმცა ის, რაც მას სხვა სულიერი მოძღვრებისგან განასხვავებს, არის ყველანაირი ასკეტიზმის უარყოფაა. ეს უფრო ეხება ცხოვრების მიღებას, მით დატკბობას და ასევე ტრანსცენდენტულ და მისტიკურ ცნობიერებასთან დაკავშირებას. ინდოეთის იმ დროინდელი ვითარების საპასუხოდ, მისი მრავალი წინამორბედის და თანამედროვისგან განსხვავებით, ის ყოველგვარი განდეგილობის და ასევე სოციალიზმის წინააღმდეგიცაა. ასევე კიდევ ერთ ერთი ასეთი განსხვავებაა ტანტრიზმი. პოზიტიური დამოკიდებულება სექსუალობის მიმართ. გარდა ამისა, ამას თან ერთვება კავშირი რელიგიასა და თერაპიას შორის, რაც ასევე აშკარად ჰუმანისტური ფსიქოლოგიიდან იმპორტს წარმოადგენს, რომელიც ოშოსთან მოიტანეს. ოშოს მრავალი ასპექტი შეგიძლიათ ასევე იხილოთ სხვა მასწავლებლებთანაც. ოშოს სიგიჟის ფორმა, მისი ხუმრობები და ასევე მისი ეს ურთიერთწინააღმდეგობრივი, შეიძლება აგრეთვე ძენის ოსტატებშიც აღმოაჩინოთ. ოშო სინამდვილეში უზარმაზარი სადნობი ქვაბია. გარკვეულწილად მისი აზროვნება ევროპელი პოსტ-სტრუქტურალისტების მსგავსიც არის. ეს უკვე - როგორც ეს ჰიუ ურბანმა დაწერა - აღარ ეხება სისტემის აგებას, არამედ სხვადასხვა პერსპექტივების ერთმანეთთან შერევას და მათ შეხამებას. პირადად მე ვხვდები, რომ ინტელექტუალური ხარისხისა და ინსპირაციის თვალსაზრისით ოშო აღემატება მათ, ვინც მას შემდეგ მოვიდნენ ეპიგონებად.

 

მსგავსი სტატიები

იოგას რვა მეთოდი


ელის ბეილი - "სულის სინათლე" (კომენტარები პატანჯალის იოგა სუტრებზ...

ჯნიანა-იოგა


პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "სამყაროს ახალი მოდელი" მთარგმნელი: ნ...

არომატების სამყარო. როგორ ზემოქმედებს სურნელი გარემომცველ რეალობაზე


მთარგმნელი: მაია სტეფნაძე წყარო ბუდისტურ სუტრებში აღწერილია, რო...

ქალური და მამაკაცური გზა


ავტორი: სერგეი მელნიკოვი მე ხშირად მეკითხებიან, რით განსხვავდება...

ოშო - ძენის ათი ხარი


ოშოს წიგნიდან - "ძენის ათი ხარი" (მზადდება გამოსაცემად) მთ...

ოშო - როგორ ვიმსხვერპლოთ ეგო?


მთარგმნელი: ელენე ხმალაძე როგორ ვიმსხვერპლოთ ეგო? ეს შეუძლებელია,...

გწამდეს, რომ ყოვლისშემძლე ხარ!


ოშოს წიგნიდან - "ვიგიან-ბჰაირავა-ტანტრა" მთარგმნელი: მამუკ...

სიცარიელის გასაღები


მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო ვარსკვლავთა ბუნება კოსმოსი. სი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff