სიყვარულის ოთხი წესი ბუდას თანახმად

Admin
იოგა და ტანტრა
0
0

მთარგმნელი: ნუცა აივაზაშვილი წყარო   1. მაიტრი. მაიტრი ითარგმნება როგორც სიკეთე. ეს ნიშნ...

მთარგმნელი: ნუცა აივაზაშვილი

წყარო

 

1. მაიტრი.

მაიტრი ითარგმნება როგორც სიკეთე. ეს ნიშნავს არა მარტო სურვილს, რომ ვინმე გააბედნიეროთ, არამედ - ქმედებასაც. თქვენ შესაძლოა ვინმე გიყვარდეთ, მაგრამ ის გზა, რომლითაც გიყვართ, შესაძლებელია მას კი არ აბედნიერებს, არამედ აუბედურებს. საჭიროა ღრმა ხედვა საყვარელი ადამიანისადმი და მცდელობა, გაიგოთ ვინაა სინამდვილეში ის, როგორც პიროვნება. ამ გზით შეძლებთ ისწავლოთ, თუ როგორ გიყვარდეთ ის, მისი სურვილების, ამბიციებისა და გასაჭირის გათვალისწინებით. როგორ დანერგოთ მაიტრი თქვენს ცხოვრებაში: გამოყავით დრო მისადმი ყურადღებისთვის, შეისწავლეთ ის. დაუსვით კითხვები ფიქრებზე, იმედებზე, ამბიციებზე. ეს გაგიხსნით კარს რომ უკეთ გაუგოთ მას.

buddahlove

2. კარუნა.

მეორე ელემენტია კარუნა, ანუ - თანაგრძნობა. ესაა სურვილი და უნარი შეუმსუბუქოთ სხვას ტკივილი. კარუნაც გაგების უნარს ემყარება, მაგრამ სხვისი ტკივილის გაგების უნარს. როდესაც ღრმად გაიაზრებთ და განიცდით სხვის დარდს, მხოლოდ მაშინ შეძლებთ საყვარელი ადამიანის დახმარებას. მედიტაცია კარგი საშუალებაა სხვის ადგილას თავის წარმოდგენისთვის და სხვისი ტკივილის გასაგებად. როგორ დანერგოთ კარუნა თქვენს ცხოვრებაში: შეეკითხეთ საყვარელ ადამიანს რა აწუხებს და თუ არსებობს რაიმე გზა მის დასახმარებლად, შეგიძლიათ თუ არა თქვენ, პირადად, რამის გაკეთება. კომუნიკაციის ამგვარი გზით, თქვენ ურთიერთობას გაამყარებთ.

3. მუდიტა.

მესამე ელემეტია მუდიტა, ანუ სიამოვნება და ბედნიერება. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი ამ ოთხიდან. თუ თქვენს სიყვარულს არ მოაქვს სიამოვნება და ბედნიერება, ე.ი ეს არაა ნამდვილი სიყვარული. თუ თქვენ იტანჯებით და ნერვიულობთ, ე.ი ეს არ ყოფილა სიყვარული ან უბრალოდ ის გაქრა, აღარაა. სიყვარული უნდა გავსებდეთ სიხარულით და არა -პირიქით. თუ სიყვარული გვაბედნიერებს, ე.ი ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და ამგვარად უფრო გაძლიერდება ის. როგორ დანერგოთ მუდიტა თქვენს ცხოვრებაში: გამონახეთ დრო აკეთოთ ის საქმეები, რასაც თქვენთვის სიამოვნება მოაქვს, ერთადაც და ცალ-ცალკე. თუ თქვენ, როგორც ინდივიდუალს, შეგიძლიათ თქვენთვის სასიამოვნო საქმეების კეთება, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ სხვას გაუნაწილოთ ბედნიერება. თქვენ უნდა შეგეძლოთ ბედნიერების პოვნა საკუთარ თავში და ერთმანეთში, მხოლოდ ამ გზით გამოცდით ნამდვილ სიყვარულს.

4. უპეკშა.

ბოლო ელემენტი არის უპეკშა, ანუ თავისუფლება. ნამდვილი სიყვარულის შემთხვევაში, ადამიანები თავისუფლები არიან. ინდივიდუალს აქვს თავისუფლების შეგრძნება, რაც მას პიროვნულ განვითარებაში ეხმარება. უპეკშა გაძლევთ საშუალებას იყოთ მარტოები საკუთარ თავთან, რათა განვითარდეთ, იმის ცოდნით და გაანალიზებით, რომ თქვენი საყვარელი ადამიანიც იმავეს აკეთებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თავად ურთიერთობა იყოს თავისუფალი, თქვენ უნდა შეგეძლოთ საკუთარი აზრებისა და იდეების გამოხატვა განსჯისა და გაკიცხვის შიშის გარეშე. იყოთ თავისუფალი სხვასთან ერთად, ესაა ნამდვილი სიყვარული. როგორ დანერგოთ უპეკშა თქვენს ცხოვრებაში: გაატარეთ დრო საკუთარ თავთან, იმის გადამოწმების სურვილის გარეშე, თუ რას აკეთებს ის. ისიამოვნეთ იმ საქმეების კეთებით, რაც გსიამოვნებთ როგორც ინდივიდუალს და როდესაც კვლავ ერთად იქნებით, განიხილეთ და იმსჯელეთ ამ ყველაფერზე. შემდეგ დაგეგმეთ ერთიანი აქტივობები იმ იდეების გათვალისწინებით, რომლებიც ცალ-ცალკე განიჭებთ სიამოვნებას.

მსგავსი სტატიები

მედიტაციის არსი და მეთოდი


ავტორი: სერგეი მელნიკოვი მთარგმნელი: მამუკა გურული ისევე, როგორ...

სურია ნამასკარი - მზის მისალმება


მთარგმნელი: მარი სოლოღაშვილი წყარო კომპლექსი სურია ნამასკარი, რ...

რაჯა-იოგა


პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "სამყაროს ახალი მოდელი" მთარგმნელი: ნ...

ქალური და მამაკაცური გზა


ავტორი: სერგეი მელნიკოვი მე ხშირად მეკითხებიან, რით განსხვავდება...

არომატების სამყარო. როგორ ზემოქმედებს სურნელი გარემომცველ რეალობაზე


მთარგმნელი: მაია სტეფნაძე წყარო ბუდისტურ სუტრებში აღწერილია, რო...

როგორ აღმოვაჩინე 7 სხეული


ავტორი: Shivo Ramadatta პირადი გამოცდილება თითოეული მათგანის ფუნ...

ოშო - როგორ ვიმსხვერპლოთ ეგო?


მთარგმნელი: ელენე ხმალაძე როგორ ვიმსხვერპლოთ ეგო? ეს შეუძლებელია,...

სუფიური ფსიქოტექნიკა


სუფიზმი (არაბ. ატ-ტასავუფ) - სიტყვა, რომელსაც არ აქვს ერთვაროვანი ი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას PDF წიგნების სრული სია

Screenshot 2025-09-12 at 18.17.44

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 500 ლარის ნაცვლად 250 ლარი იქნება. 

☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.

☘️ ვადიმ ზელანდი - "ქურუმი ტაფტი" - თავისუფალი დონაციით

☘️ ალბერტო ვილოლდო - "შექმენი ახალი სხეული" - თავისუფალი დონაციით

☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ პარამაჰამსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია (35 ლარი)

 

წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff