მთარგმნელი: ირაკლი მიქავა
ჩვენ შესაძლოა კომპიუტერულ პროგრამაში ვცხოვრობთ, მაგრამ შესაძლოა ამას არ ჰქონდეს მნიშვნელობა
რამოდენიმე ფიზიკოსის აზრით ჩვენი სამყარო არ არის რეალური და ის გიგანტური სიმულაციაა.
ხარ შენ ნამდვილი? ან მე?
მსგავსი შეკითხვები მხოლოდ ფილოსოფოსებს აწუხებდათ. მეცნიერები კი იმის გარკვევით იყვნენ დაკავებულნი, თუ როგორ იყო სამყარო მოწყობილი და რატომ? მაგრამ, რამოდენიმე უკანასკნელმა აღმოჩენამ სამყაროს მოწყობასთან დაკავშირებით, მეცნიერები საგონებელში ჩააგდო.
რამოდენიმე ფიზიკოსის, კოსმოლოგის და ტექნოლოგის აზრით ჩვენ ყველანი გიგანტურ კომპიუტერულ სიმულაციაში ვცხოვრობთ, და მატრიცის მსგავს ვირტუალურ სამყაროს შეცდომით აღვიქვამთ როგორც რეალურს.
რასაკვირველია, ჩვენი ინსტინქტები საპირისპიროს ამტკიცებენ. სიმულაციისგან განსხვავებით, ყველაფერი ძალიან რეალურია. ფინჯნის წონა ჩემს ხელებში, მასში არსებულის ყავის მძაფრი არომატი, ბგერები ჩემს ირგვლივ - როგორ შეიძლება მსგავსი მძაფრი განცდები არ იყოს რეალური?
მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ კომპიუტერულ და ინფორმაციულ ტექნოლოგიების სფეროში, უკანასკნელი წლების განმავლობაში მიღწეული წარმოუდგენელი პროგრესი. ჩვენ გვაქვს ზებუნებრივი რეალიზმის შემცველი კომპიუტერული თამაშები - არჩევითი ავტონომიური პერსონაჟებით, და საოცარი დამაჯერებელი ძალის მქონე ვირტუალური რეალობის სიმულატორებით.
ფილმ მატრიცას(The Matrix) ნარატივს უპრეცედენტო სიცხადე გააჩნია. ფილმის სიუჟეტში ადამიანები გამოკეტილნი არიან ვირტუალურ სამყაროში, რომელსაც ეჭვმიუტანლად აღიქვამენ, როგორც რეალურს. თუმცა მსგავსი ნარატივის მქონე სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმები უფრო შორეულ წარსულშიც გხვდება, მაგალითად დევიდ კრონენბერგის „ვიდეოდრომი“ (VideoDrome (1983)) და ტერი გილიამის „ბრაზილია“ (Brazil(1985)).
ამ დისტოპიურ წარმოდგენებთან დაკავშირებით ორი კითხვა იბადება. საიდან ვიცით, რომ ვირტუალურ სამყაროში არ ვცხოვრობთ? და საერთოდ აქვს კი ამას რაიმე მნიშვნელობა?
იდეას, რომ ჩვენ ვირტუალურ სიმულაციაში ვცხოვრობთ, ყავს რამოდენიმე გამოჩენილი მომხრე.
2016 წლის ივნისში, გამომგონებელმა და ბიზნესმენმა ილონ მასკმა განაცხადა; იმის შანსები, რომ საწყის რეალობაში ვცხოვრობთ მილიარდიდან მხოლოდ ერთია.
ასევე, Google-ის ხელოვნური ინტელექტის გურუმ რეი კურცვაილმა ივარაუდა, რომ შეიძლება მთელი ჩვენი სამყარო, რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის სამეცნიერო ექსპერიმენტი იყოს სხვა სამყაროდან.
რამოდენიმე ფიზიკოსი მზადაა განავრცოს ეს შესაძლებლობა. 2016 წლის აპრილში, ამ პრობლემის განსახილველად,რამოდენიმე მათგანი შეიკრიბა ისტორიის ამერიკულ მუზეუმში, ნიუ იორკში.
არცერთი მათგანი არ თვლის, რომ ჩვენ ფიზიკური არსებები, გამოკეტილნი ვართ რაღაც უცნაურ კაფსულებში, და სამყაროს აღვიქვამთ როგორც მატრიცაში. ნაცვალად ამისა, არსებობს ორი სხვა გზა, იმის სანახავად, რომ სამყარო ჩვენს გარშემო არ არის რეალური.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კოსმოლოგ ალან გატის აზრით, მთელი ჩვენი სამყარო შესაძლოა რეალურია, მაგრამ ამავდროულად ის რაღაც ლაბორატორიული ექსპერიმენტის მსგავსია. იდეის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი სამყარო შექმნილია რაღაც ზეინტელექტის მიერ, ისევე, როგორც ჩვენი ბიოლოგები ქმნიან მიკრო-ორგანიზმების კოლონიებს.
პრინციპში არაფერი გამორიცხავს, ხელოვნური „დიდი აფეთქების“ შედეგად სამყაროს წარმოქნის შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება შედგებოდეს რეალური მატერიისა და ენერგიიდან, ამბობს გატი.
და თან ეს სამყარო არ გაანადგურებდა იმ სამყაროს სადაც ის წარმოიშვა. ახალ სამყაროს ექნებოდა საკუთარი სივრცისა და დროის სფერო, იმ სამყაროსგან განცალკევებით, სადაც ის წარმოიქმნა. ეს სფერო მალე განცალკევდება მშობელი სამყაროსგან და დაკარგავს მასთან ყველანაირ კონტაქტს.
მაგრამ ეს მაინც არ ცვლის არაფერს. შესაძლოა ჩვენი სამყაროს მართლაც დაიბადა ზებუნებრივი არსებების სინჯარაში, მაგრამ ის ფიზიკურად ისევე რეალურია, როგორც ბუნებრივად წარმოშობილი.
თუმცა არსებოს მეორე სცენარიც. და სწორედ ამ სცენარმა მიიპყრო მთელი ყურადღება, რადგან ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს რეალობის აღქმას.
სავარაუდოდ, ვიღაცამ შექმნა ჩვენი სამყარო
ილონ მასკის და მის მსგავსად მოაზროვნეების აზრით ჩვენ მთლიანად მოდელირებული არსებები ვართ. ჩვენ, შესაძლოა, მხოლოდ ინფორმაციული სტრიქონები ვართ გიგანტურ კომპიუტერში, ვიდეო თამაშის პერსონაჟების მსგავსად. ჩვენი ტვინებიც კი მოდელირებულია და რეაგირებს მოდელირებულ სიგნალებზე.
ამ თვალსაზრისით, არ არსებობს მატრიცა რისგანაც თავის დაღწევა შესაძლებელია. და ეს არის ჩვენი არსებობის ერთადერთი შესაძლებლობა.
რატომ უნდა გვჯეროდეს მსგავსი არაორდინალური შესაძლებლობის? არგუმენტი ძალიან მარტივია; ჩვენ უკვე თავად ვქმნით სიმულაციებს, და უკეთესი ტექნოლოგიებით სავსებით შესაძლებელია უმაღლესი ხარისხის სიმულაციის შექმნა, ცნობიერი წარმომადგენლებით, რომლებიც სიმულაციას აღიქვამენ როგორც რეალობას.
ჩვენ ვქმნით კომპიუტერულ სიმულაციებს არა მხოლოდ თამაშებისთვის, არამედ კვლევებისთვისაც. მეცნიერები ცდილობენ სამყაროს ასპექტების სიმულირებას, როგორც სუბატომური ნაწილების, ასევე მთლიანი საზოგადოებების და გალაქტიკების, და თავად სამყაროს დონეზეც კი.
მაგალითად, კომპიუტერულ სიმულაციებს ცხოველებზე შეუძლიათ გვიამბონ, თუ როგორ ანვითარებენ ცხოველები ისეთ კომპლექსურ ქცევებს, როგორიცაა გუნდებად თუ ჯგუფებად შეგროვება. სხვა სიმულაციებს შეუძლიათ იმის გარკვევაში დაგვეხმარონ, თუ როგორ ყალიბდება პლანეტები, ვარსკვლავები და გალაქტიკები.
ჩვენ ასევე შეგვიძლია შევქმნათ საზოგადოების სიმულაციაც, „მარტივი“ წარმომადგენლებით, რომლებიც არჩევანს გარკვეული წესების შესაბამისად აკეთებენ. ეს გვეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ იწყება თანაარსებობა, როგორ ვითარდება ქალაქები, როგორ ფუნქციონირებს საგზაო მოძრაობა და ეკონომიკები, და ასევე ბევრ სხვა რამეში.
კომპიუტერების შესაძლებლობების ზრდასთან ერთად სიმულაციებიც უფრო კომპლექსური ხდება. უკვე ადამიანთა ქცევის ამსახველი რამოდენიმე სიმულცია ცდილობს, შემეცნების მარტივი სახეობის შექმნას. მკვლევარების აზრით შორს არ არის ის დრო, როდესაც ამ „წარმომადგენლების“ გადაწყვეტილებების საფუძველი არ იქნება მარტივი „თუ ეს... მაშინ ის“ (if… then..) წესი. ნაცვლად ამისა მკვლევარები მათ მისცემენ ტვინის მარტივ მოდელს და დააკვირდებიან შედეგს.
მეცნიერებმა სამყაროს დაბადების სიმულაცია შექმნეს
ვის შეუძლია იმის თქმა, რომ უახლოეს მომავალში ვერ შევქმნით კომპიუტერულ აგენტებს - ვირტუალურ არსებებს, რომელთაც ექნებათ ცნობიერების ნიშნები. მიღწევები ტვინის გაგებასა და კარტირებაში, ასევე კვანტური გამოთვლებით მიღებული უზარმაზარი რესურსები, ამ ყველაფერს დღითიდღე რეალურს ხდის.
თუ ამ ეტაპს ოდესმე მივაღწევთ, ჩვენ მივიღებთ განუსაზღვრელი რაოდენობის სიმულაციებს. და ისინი ნამდვილად გადაწონიან ჩვენს გარშემო არსებულ „რეალურს“.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მსგავ განვითარების დონეს, ვინმე სხვამ არ მიაღწია უკიდეგანო კოსმოსში.
და თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენთვის, ცნობიერი არსებებისთვის უკვე აზრი აქვს იმის ვარაუდს, რომ ჩვენ მართლა ვცხოვრობთ სიმულაციაში, და არა იმ ერთადერთ რეალურ სამყაროში, სადაც იბადება სხვა სიმულაციები. უბრალოდ ამის შესაძლებლობა ძალიან მაღალია.
ოქსფორდის უნივერსიტეტის ფილოსოფოსმა ნიკ ბოსტრომმა მსგავსი სცენარის სამი სხვადასხვა შესაძლო ვარიანტი წარმოგვიდგინა:
1. გონიერი საზოგადოება ვერასოდეს მიაღწევს განვითარების იმ დონეს, როდესაც ისინი შეძლებენ მსგავსი სიმულაციების შექმნას, ალბათ იმიტომ, რომ მანამდე ისინი თავიანთ თავს გაანადგურებენ.
2. ან მიაღწევენ განვითარების ამ დონეს, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, არ დაიწყებენ მსგავსი სიმულაციების შექმნას.
3. ან ჩვენ დიდი ალბათობით უკვე ვცხოვრობთ მსგავს სიმულაციაში.
საკითხავია ამ ვარიანტებიდან, რომელია ყველაზე მეტად შესაძლებელი.
ჩვენ უკვე შეგვიძლია შევქმნათ გალაქტიკათა კლასტერის სიმულაცია
ნობელის ლაურიატ ასტროფიზიკოს ჯორჯ სმუტის აზრით, არ არსებობს რაიმე უდავო არგუმენტი პირველი და მეორე ვარიანტის სასარგებლოდ.
რა თქმა უნდა, ამ მომენტისთვის კაცობრიობა უკვე იქმნის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ატომური შეიარაღება და მოსალოდნელი მასიური განადგურება. მაგრამ ეს პრობლემები არ არის საბოლოო და შეუქცევადი.
და უფრო მეტიც, არაფერი გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ჭეშმარიტად დეტალურ სიმულაციაში მყოფი წარმომადგენლების, თავისუფლებისა და რეალობის აღქმა შეუძლებელი რამეა. და იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რაც გაგვაჩნია სხვა პლანეტების შესახებ, უაზრო ქედმაღლობა იქნებოდა იმის ვარაუდი, რომ ჩვენ ვართ ყველაზე განვითარებული ცივილიზაცია მთელ სამყაროში, დაამატა სმუტმა.
რაც შეეხევა მეორე ვარიანტს, ჩვენ შეიძლება თავი შეგვეკავებინა მსგავსი სიმულაციების შექმნისგან ზნეობრივი მიზეზებით. შესაძლოა ზნეობრივად არ იყოს გამართლებული, მოდელირებული არსებების შექმნა, რომელთაც სჯერათ, რომ არსებობენ და არიან დამოუკიდებლები.
მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა, ამბობს სმუტი. ბოლოს და ბოლოს, ერთერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ვქმნით მსგავს სიმულაციებს, არის სურვილი მეტი გავიგოთ რეალურ სამყაროზე. სიმულაციების მეშვეობით, ჩვენ შეგვიძლია გავხადოთ მსოფლიო უკეთესი და გადავარჩინოთ ბევრის სიცოცხლე. ასე რომ, ამისთვის არსებობს შესაბამისი ზნეობრივი მიზეზები.
ამ ყველაფრისგან გამომდინარე გვრჩება მხოლოდ ერთი ვარიანტი; ჩვენ სავარაუდო სიმულაციაში ვცხოვრობთ. მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია. საკითხავია. შევძლებთ კი რეალური სამხილის პოვნას.
ბევრი მკვლევარის აზრით, ეს დამოკიდებულია სიმულაციის ხარისხზე. საუკეთესო საშუალება იქნება პროგრამაში ხარვეზების ძიება, ისევე როგორც ფილმ მატრიცაში ხარვეზები ავლენს „ჩვეულებრივი სამყაროს“ ხელოვნურ ბუნებას. მაგალითად, შეიძლება აღმოვაჩინოთ რაიმე შეუსაბამობა ფიზიკის კანონებში.
ხელოვნური ინტელექტის ექსპერტის მარვინ მინსკის აზრით, რომელიმე მსგავსი შეცდომა შეიძლება გამოუწვეულ იყოს, გამოთვლებში მიახლოებითი დამრგვალების გამო. მაგალითად, როდესაც რაიმე მოვლენას რამდენიმე შესაძლო შედეგი აქვს, მათი ალბათობა უნდა გახდეს 1. და თუ არ გახდა, ეს არ იქნება ბოლომდე სწორი.
ზოგი მეცნიერის აზრით, უკვე არსებობს რამოდენიმე ხელჩასაჭიდი მიზეზი, იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ სიმულაციაში ვცხოვრობთ. მათ შორის არის ის ფაქტი, რომ ჩვენი სამყარო გამოიყურება, როგორც გეგმის მიხედვით შესრულებული.
ბუნების ფუნდამენტური ძალები შესანიშნავ გარემოს ქმნიან სიცოცხლის არსებობისთვის, და მცირეოდენი გადახრაც კი გამოიწვევდა ცვილელებებს, მაგალითად ატომის არასტაბილურობას, რაც სიცოცხლეს შეუძლებელს გახდიდა. ის, თუ რატომ არის ყველაფერი ასე მოწყობილი, კოსმოლოგიის ერთერთი ყველაზე ამოუცნობი საიდუმლოა.
ერთი შესაძლო პასუხი უკავშირდება „მულტისამყაროს“. იქნებ დიდი აფეთქების შედეგად წარმოიშვა უამრავი სამყარო და ყველა მათგანს საკუთარი ფიზიკის კანონები გააჩნია. და შემთხვევით ზოგიერთ მათგანში არსებობს სიცოცხლისთვის შესანიშნავად მოწყობილი პირობები, და ჩვენ რომ არ ვიყოთ ასეთ სამყაროში, ვერ დავსვამდით კითხვას ამაზე, რადგან არც ვიარსებებდით.
თუმცა, პარალელური სამყაროები ძალიან სპეკულაციური იდეაა. და შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი სამყარო არის სიმულაცია, რომლის პარამეტრებიც შესანიშნავად არის მოწყობილი და იძლევა შესანიშნავ რეზულტატს, როგორიცაა ვარსკვლავები, გალაქტიკები და ადამიანები.
თუ ეს შესაძლებელია, მსგავსი მსჯელობა მაინც არაფერს გვაძლევს. რადაგან სავარაუდოდ, ჩვენი შემქმნელების „რეალური“ სამყაროც უნდა იყოს სიცოცხლისათვის შესანიშნავად მოწყობილი. და ამ შემთხვევაში, ვარაუდი რომ ჩვენ სიმულაციაში ვცხოვრობთ, სულაც არ ხსნის“ შესანიშნავად მოწყობის“ საიდუმლოს.
სხვებს კი იმის დასამტკიცებლად, რომ რაღაც რიგზე არ არის, თანამედროვე ფიზიკის ძალიან უცნაური აღმოჩენები მოყავს მაგალითად.
კვანტური მექანიკა, მცირე ზომების თეორია, გვთავაზობს ძალიან უცნაურ რამეებს. მაგილათად, მატერია და ენერგია. ისე ჩანს, თითქოს ორივეს გრანულირებული ფორმა აქვს. ასევე, იმ რეზოლუციას გააჩნია ზღვარი, რის საშუალებითაც შეგვიძლია სამყაროს დავაკვირდეთ, და თუ ძალიან პატარა ობიექტებს ვაკვირდებით, გამოსახულებას ერთნაირი ბუნდოვანი ფორმა გააჩნია.
სმუტის აზრით, კვანტური ფიზიკის ეს განსაკუთრებული მახასიათებლები, არის სწორედ ის, რასაც უნდა მოველოდეთ სიმულაციისგან. როდესაც მათ ძალიან ახლოდან უყურებ, ყველაფერი გამოიყურება როგორც ეკრანის პიქსელიზაცია.
მაგრამ მაინც, ეს ძალიან უხეში შედარებაა. როგორც ჩანს, ბუნების კვანტური გრანულირება არც თუ ისე ფუნდამენტურია, და გამომდინარეობს უფრო ღრმა პრინციპებიდან, რომელთა მეშვეობითაც ხდება რეალობის შეცნობა.
მეორე არგუმენტის მიხედვით, სამყარო მუშაობს მათემატიკური ხაზების მეშვეობით, ისევე როგორც კომპიუტერული პროგრამა. რამოდენიმე ფიზიკოსის აზრით კი, რეალობა სხვა არაფერია, თუ არა მათემატიკა.
თავის ფესვებში სამყარო შეიძლება იყოს მათემატიკა
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფიზიკოსის და კოსმოლოგის მაქს ტეგმარკის აზრით, ფიზიკის კანონები დაფუძნებული, რომ ყოფილიყო გამოთვლით ალგორითმებზე, სწორედ ასეთ შედეგს მივიღებდით.
თუმცა ეს არგუმენტი ძალიან ცირკულარულად გამოიყურება. რადგან, თუ სადმე რომელიმე ზეინტელექტი ახორციელებს თავისი „რეალური“ სამყაროს სიმულაციას, შეიძლება გვეფიქრა, რომ მისი ფიზიკური პრინციპები დაფუძნებულია მათ საკუთარ სამყაროზე, ისევე როგორც ჩვენთან. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი სამყროს მათემატიკურობის მიზეზი ის კი არ არის,რომ ის შესაძლოა კომპიუტერში მუშაობდეს, არამედ ის, რომ „რეალური“ სამყაროც ასეთია.
და პირიქით, არ არის აუცილებელი, რომ სიმულაციები დაფუძნებული იყოს მათემატიკურ პრინციპებზე. მაგალითად, სიმულაციების მოწყობა შესაძლებელია ისე, რომ მუშაობა შეძლონ შემთხვევითობის პრინციპით. გაურკვეველია მივიღებთ თუ არა ადეკვატურ შედეგს, მაგრამ ამ ყველაფრის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიყენოთ სამყაროს სავარაუდო მათემატიკური ბუნება, რაიმეს შესახებ რეალურობის დასკვნის გამოსატანად.
თუმცა, მერილენდის უნივერსიტეტის ფიზიკოსი ჯეიმს გეითსი, საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ არსებობს სპეციფიკური მიზეზები იმის სავარაუდებლად, რომ ფიზიკის კანონები ნაკარნახევია კომპიუტერული სიმულაციით.
გეითსი სწავლობს მატერიას სუბატომურ დონეზე, ატომური ბირთვის შემადგენელ ნაწილებს, პროტონებსა და ნეიტრონებს. ის ამბობს, რომ ამ ნაწილაკების ქცევის განმსაზღვრელ წესს, გააჩნია თვისება, რომელიც მოგვაგონებს კომპიუტერში მონაცემთა დამუშავების დროს გამოყენებად შეცდომების გამასწორებელ კოდს. ასე რომ, იქნებ ეს წესები სინამდვილეში კომპიუტერული კოდებია მხოლოდ.
ან შესაძლოა, ამ ფიზიკურ კანონების, შეცდომების გამასწორებელ კოდებად ინტერპრეტირება, უბრალოდ უკანასკნელი მაგალითია იმისა, რომ ბუნების ყველა ინტერპრეტაცია დაფუძნებულია წამყვან ტექნოლოგიებზე.
ოდესღაც მიაჩნდათ, რომ ნიუტონისეული მექანიკა სამყაროს საათის მექანიზმის ფორმას აძლევდა, ხოლო სულ ახლახან, კომპიუტერული ეპოქის გარიჟრაჟზე, გენეტიკა აღიქმებოდა როგორც ციფრული კოდის მსგავსი, მონაცემთა შესანახი და წამკითხველი ფუნქციებით.
როგორც ჩანს, იმის დამამტკიცებელი სამხილის პოვნა, რომ ჩვენ სიმულაციაში ვცხოვრობთ, ძალიან რთულია, თუ საერთოდ შესაძლებელია. სანამ სიმულაცია არ იქნება შეცდომებით სავსე, მანამდე ძალიან რთული იქნება ისეთი ტესტის შემუშავება, რომლის შედეგების ახსნაც შეუძლებელი იქნება სხვა გზებით.
შეიძლება სიმართლე ვერასოდეს გავიგოთ, უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენი გონება ვერ გაართმევს თავს ამ ტესტს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ იმისათვის ვქმნით წარმომადგენლებს (აგენტებს) სიმულაციებში, რათა დაემორჩილონ რაღაც წესებს, და არა იმისთვის, რომ დაარღვიონ ეს წესები. შესაძლოა ამ ეტაპს თავი ვერ გავართვათ ტრადიციული აზროვნებით.
ასევე არსებობს მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გვადარდებდეს იდეა, რომ ჩვენ შესაძლოა ინფორმაციული ველები ვართ კომპიუტერულ გამოთვლებში.
კვანტური თეორია უკანასკნელ პერიოდში, სულ უფრო ხშირად განიხილება ინფორმაციული და გამოთვლითი ტერმინებით. ზოგიერთი ფიზიკოსის აზრით, ფუნდამენტურ დონეზე ბუნება შეიძლება იყოს არა წმინდა მათემატიკური, არამედ უფრო ინფორმაციული სახის; ბიტები, როგორც ერთიანები და ნულები კომპიუტერებში. გავლენიანმა ფიზიკოსმა ჯონ უილერმა არ თეორიას უწოდა „ის არის ბიტიდან“(It From Bit). ამ თვალსაზრისით, ყველაფერი რაც ხდება, დაწყებული ფუნდამენტალური ნაწილაკების ურთიერთზემოქმედებით, არის თავისებური გამოთვლები (კომპიუტერული).
„ეს სამყარო შეიძლება განვიხილოთ, როგორც გიგანტური კვანტური კომპიუტერი“, ამბობს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფიზიკოსი სეთ ლოიდი.“ თუ დავაკვირდებით სამყაროს „შიგნეულობას“, მატერიის სტრუქტურას უმცირესი მაშსტაბის დონეზე, ვნახავთ რომ, ეს „შიგნეულობა“ შედგება მხოლოდ ბიტებისგან (კვანტური), რომლებიც ახორციელებენ ლოკალურ ციფრულ ოპერაციებს“.
ამას მივყავართ საკითხის დედაარსამდე. თუ რეალობა მხოლოდ ინფორმაციაა, ვიმყოფებით თუ არა სიმულაციში, ჩვენ არ ვართ უფრო მეტად ან ნაკლებად „რეალურები“. ორივე ვარიანტში ჩვენ შეიძლიბა ვიყოთ მხოლოდ ინფორმაცია.
აქვს რაიმე მნიშვნელობა, ბუნებამ შექმნა (დააპროგრამა) ეს ინფორმაცია, თუ ზეინტელექტის მქონე შემოქმედებმა? თუ აქვს მხოლოდ იმიტომ, რომ მეორე შემთხვევაში ჩვენს შემქმნელებს შეუძლიათ ჩაერიონ სიმულაციის ფუნქციონირებაში ან საერთოდ გამორთონ ის.
კვანტური სამყარო ბუნდოვანი და გაურკვეველია
ტეგმარკი ამ შესაძლებლობასთან დაკავშირებით გვირჩევს,რომ უმჯებესია საინტერესო ცხოვრებით ვიცხოვროთ, რათა ჩვენს შემქმნელებს არ მობეზრდეთ.
ეს ალბათ მხოლოდ ნახევრადაა ხუმრობა. ბოლოს და ბოლოს, არსებობს უფრო მნიშვნელოვანი მიზეზები ცხოვრების საინტერესოდ გატარებისთვის, ვიდრე ის რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ცხოვრება შეიძლება უბრალოდ წაშალონ. თუმცა სწორედ ეს ავლენს ამ თეორიის ხარვეზებს.
იდეა, რომ სიმულაციის შემქმნელი ზეინტელექტის მქონე ამბობს; „შეხედე, ეს ძალიან მოსაწყენია, მოდი ამას წავშლი და ახალს შევქმნი“. კომიკურად ანტროპომორფულია. როგორც კურცვაილის კომენტარი სკოლის პროექტზე, რომლსაც ჩვენი შემქმნელები წარმოუდგენია როგორც, მერყევი თინეიჯერები იქსბოქსის ჯოისტიკებით ხელში.
დისკუსია ბოსტრომის სამ შესაძლებლობაზე პროცესში რთავს, მსგავსი სახის სოლოპსიზმს. ეს არის სამყაროს შესახებ რაიმე ღრმა აზრის გამოთქმის მცდელობა, იმაზე დაკვირვებით თუ რითი არაინ ადამიანები XXI საუკუნეში დაკავებულნი. და არგუმენტი მსგავსი სახით გადმოიცემა; „თუ ჩვენ ვქმნით კომპიუტერულ თამაშებს, მაშინ ზებუნებრივი არსებებიც ქმნიან მათ, ოღონდ მათ მიერ შექმნილი თამაშები გაცილებით უკეთესია“.
იმის წარმოდგენისას, თუ რითი შეიძლება იყვენენ დაკავებულნი ზეინტელექტის მქონე არსებები, ან საერთოდ რისგან შეიძლება ისინი შედგებოდნენ, ჩვენ უნდა დავიწყოთ საკუთარი თავისგან, რადგან სხვა არჩევანი არც გვაქვს. მაგრამ ამან არ უნდა დაჩრდილოს ის ფაქტი, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ვქსოვთ ქსელს არცოდნის ძაფებით.
რა თქმა უნდა, სულაც არ არის დამთხვევა ის ფაქტი, რომ „უნივერსალური სიმულაციის“ ბევრი მომხრე, ახალგაზრდობაში სამეცნიერო ფანტასტიკით იყო გატაცებული. შეიძლება სწორედ ეს ფაქტი იქცა მათთვის შთაგონების წყაროდ, რათა მომავალში წარმოედგინათ ზეინტელექტის მქონე არამიწიერი არსებები, მაგრამ ასევე სწორედ ამან მოაქცია მათი წარმოდგენები ადამიანურ ჩარჩოებში; დაინახონ კოსმოსი საგალაქტიკაშორისო კოსმიური ხომალდის ფანჯრიდან.
ალბათ სწორედ ამ ფაქტის გათვალისწინებით, ჰარვარდის უნივერსიტეტის ფიზიკოსი ლიზა რენდალი გაოგნებულია იმით, თუ რა ენთუზიაზმით სპეკულირებენ მისი კოლეგები კოსმიური სიმულაციაზე. ისინი ვერაფერს ცვლიან იმაში, თუ როგორ უნდა ვხედავდეთ და ვიკვლევდეთ სამყაროს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა გვინდა, რომ გვესმოდეს სიტყვა „რეალობაში“.
თითქმის დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ილონ მასკი არ ფიქრობს, იმ ადამიანებზე ვინც გარს ახვევია, არც მეგობრებზე ან ოჯახის წევრებზე, რომ ისინი იმ გამოსათვლელ კვანძებში შემავალი მონაცემთა ნაკადის მიერ შექმნილი კომპიუტერული კონსტრუქციები არიან, რომლის კოდირებასაც მისი ცნობიერება ახდენს.
ნაწილობრივ ის ასე არ ფიქრობს, რადგან შეუძლებელია გონებაში მსგავსი სურათის გარკვეული განგრძობითი დროით შენარჩუნება. მაგრამ მთავარი მიზეზია ის ერთადერთი ღირებული საშუალება რეალობის შესაცნობად, რომელიც ვიცით რომ არსებობს და ეს რეალობის უშუალო განცდაა, და არა რაღაც ჰიპოთეტური და დამალული.
თუმცა არაფერი ახალი არ არის კითხვაში, თუ რა იმალება ხილვადის და ჩვენს შეგრძნებიბის მიღმა. ფილოსოფოსები ამ საკითხით საუკუნეების განმავლობაში იყვნენ დაკავებულნი.
ჯერ კიდევ პლატონი ფიქრობდა, რომ ის, რასაც ჩვენ აღვიქვამთ რეალობად, შესაძლოა გამოქვაბულის კედლებზე ჩრდილების პროექციის მგსავსი ყოფილიყო. იმანუელ კანტის ვარაუდიდ, სანამ არსებობს „რაიმე (საგანი) თავის თავში“(Thing in itself), რაც ხაზს უსვამს იმ გარეგნობას რასაც აღვიქვამთ, ჩვენ ვერასოდეს შევიცნობთ მას. თავის ცნობილ გამონათქვამში, „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“, რენე დეკარტი ამბობს, რომ აზროვნების შესაძლებლობა არის ჩვენი არსებობის ერთადერთი დადასტურება.
კონცეფცია „სამყარო როგორც სიმულაცია“, თანამედროვე ტექნოლოგიებით შემოსილი ძველი ფილოსოფიური სენტენციაა. ამით არაფერი შავდება. რადგან როგორც ბევრი სხვა ფილოსოფიური თავსატეხი, ეს გვიბიძგებს გამოვცადოთ ჩვენი ვარაუდები და წინასწარ შექმნილი აზრები.
XVIII საუკუნის დასაწყისში ფილოსოფოსი ჯორჯ ბარკლი თვლიდა, რომ ეს სამყარო მხოლოდ ილუზიაა. ამ იდეის, უარსაყოფად ინგლისელმა მწერალმა სამუელ ჯონსონმა, წამოიძახა „მე ამას ამგვარად ვაბათილებ“, და ქვას ფეხი მიარტყა. სინამდვილეში ჯონსონმა ვერეფერი გააბათილა. მაგრამ, ასე შეძლო სწორი პასუხის მოიფიქრება.