ძილის პარალიზი და ფეთქებადი თავის სინდრომი

Admin
მეცნიერება
0
0

ზოგი პარანორმალური მოვლენა შეიძლება აიხსნას ძილის პარალიზით და ფეთქებადი თავის სინდრომით. ავტო...

Paralisis

ზოგი პარანორმალური მოვლენა შეიძლება აიხსნას ძილის პარალიზით და ფეთქებადი თავის სინდრომით.

ავტორი: ალისა გრეგორი (ფსიქოლოგიის პროფესორი, გოლდსმიტი, ლონდონის უნივერსიტეტი)

წყარო

მთარგმნელი: ნიკა ვასაძე 

თუ პარანორმალურის გჯერა არ გაგიკვირდება, ის ისტორიები, სადაც ადამიანებს სიზმრებში გარდაცვლილი საყვარელი ადამიანები ევლინება. ჩაძინებისას გაგონილი აფეთქების ხმები, რომელსაც არ ახლავს აშკარა მიზეზი და ა შ.
მაგრამ იქნებ არ გჯერათ ?

ჩემი ინტერესი პარანორმალური აქტივობების მიმართ დაიწყო კოლეგასთან, კრის ფრენჩთან, შემთხვევითი შეხვედრით. იგი პარანორმალურ აქტივობებს იკვლევს. უამრავი ისტორია მომიყვა იმ ადამიანებზე, ვისაც მსგავსი გამოცდილება ჰქონდა. ეს ყველაფერი კი ძილში იწყებოდა. შემდეგ რაღაც უცნაური ხდებოდა - შეიძლება დემონი ჩნდებოდა, ან გარემო ჩანდა უცხო, ან კიდევ ოთახში ვიღაცის ყოფნას გრძნობდნენ. ადამიანმა, ვინც მსგავს რამეებს ყვება, შეიძლება დაამატოს, რომ ასეთ დროს ისინი მატრასზე იყვნენ მიწეპებულნი და საერთოდ არ შეეძლოთ მოძრაობა.

არ არის გასაკვირი, რომ ადამიანები, რომლებიც ამას განიცდიან, აღნიშნულ მოვლენას პარანორმალურს უწოდებენ, მაგრამ კონკრეტული ფენომენები, მაგალითად: ძილის პარალიზი, გვიჩვენებს პარანორმალურისგან განსხვავებულ ახსნას ასეთი შემთხვევებისთვის.
რამაც გამოიწვია ჩემი დაინტერესება ძილის კვლევაში.

ძილის პარალიზი

როდესაც გვძინავს ჩვენ ვიცვლით ფაზებს. თავიდან ვიწყებთ NREM ფაზით, რომელიც პროგრესულად ღრმავდება. შემდეგ ფაზა უკუსვლით მიდის, სანამ REM ფაზამდე მიაღწევს.

სწორედ REM ფაზაში ვხედავთ სიზმრებს ნათლად. ამ ფაზაშიც პარალიზებულები ვართ, შეიძლება დაცვის მექანიზმის გამო, რომ რეალურად არ ვცადოთ ფრენა.
მაგრამ ძილის პარალიზის დროს REM ფაზა ფხიზელ მდგომარეობაზეც ვრცელდება.

ისინი, ვისაც ეს გამოცდილება ექნება, იგრძნობენ თავს გაღვიძებულად, მაგრამ ასევე შეიძლება გამოცადონ ძილის მაგავარი ჰალუცინაციები და სირთულე ჰქონდეთ მოძრაობასთან დაკავშირებით. ეს ხშირი შემთხვევაა და ადამიანების 8% განიცდი მას (მაგრამ ეს აღრიცხვა დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის ვეკითხებით). ასევე შესაძლებელია ძილის პარალიზის ხელოვნურად გამოწვევა, ადამიანის ძილის სპეციფიკურად დარღვევით.

ზოგი მკვლევარი, მათ შორის ფრანგებიც, თვლის, რომ ეს ხსნის პარანორმალური აქტივობების მნიშვნელოვან ნაწილს. ძილის პარალიზის შესახებ ინფორმაცია ხალხშიც ვრცელდება, მაგრამ ჩვენ უკეთესად უნდა გავუგოთ ამ ჩივილის მიზეზს.

ჩვენი წინარე ნაშრომი, რომელზეც ჩემს წიგნში “თვლემა: ძილის მეცნერება აკვნიდან კუბომდე“ მქონდა საუბარი, მიანიშნებს პოტენციურ გენეტიკურ და გარემოებრივ კავშირზე, თუ რატომ არის ზოგი ადამიანი უფრო მიდრეკილი ძილის პარალიზისკენ. ამას განმეორებითი ცდები სჭირდება უფრო ფართო მასშტაბებზე. ლიტერატურის განხილვისას ასევე აღვნიშნეთ ისეთი სიტყვები, რომლებიც კავშირშია ამ გრძნობასთან, მაგალითად: სტრესი, ტრამვა, ფსიქიატრიული პრობლემები და ფიზიკური ავადმყოფობა.

ფეთქებადი თავის სინდრომი(EHS)

ძილის პარალიზი რომ გვერდზე გადავდოთ, სხვა რით შეუძლიათ ახსნან ძილის მკვლევარები პარანორმალური აქტივობები? ადამიანები ზოგჯერ ამბობენ, რომ თითქოს დიდი აფეთქების ხმა ესმით, რაც მარტივად არ იხსნება. მათ თავზე სახურავი არ ვარდება, მანქანას არაფერი არ დამართნია და არც მეზობელი უკრავს ელექტრო გიტარაზე.

ესეც ჩვენს ძილს შეიძლება უკავშირდებოდეს, რაც ფეთქებადი თავის სინდრომით იხსნება. ეს შედარებით ახალი ტერმინია, რომელიც ნევროლოგისტმა ჯ.მ.ს პირსმა გამოიყენა. როდესაც ჩვენ ვიძინებთ, ჩვენი ტვინის რეტიკულარული ფორმაციის ნაწილი აყოვნებს მოძრაობის, სმენის და ხედვის უნარს. როცა ეს აფეთქება გვესმის, ეს შეიძლება სწორედ ამ პროცესის ბრალი იყოს. იმის ნაცვლად რომ ამ რეტიკულარულმა ფორმაციამ ჩაახშოს აუდიო სისტემა, ის მას ერთიანად რთავს. როგორც ძილის პარალიზი, ეს ფენომენიც კვლევის პროცესშია. სწორედ ამ მიზეზის გამო 2017 წელს მე და ჩემი კოლეგები გავერთიანდით „BBC focus“ -თან და ბრაიან შარფლესთან, რათა ერთად შეგვეგროვებია ინფორმაცია ამ ფენომენზე.

 ეშმაკები და მონსტრები

საბოლოოდ, როგორ ხსნის მეცნიერება პრეკოგნიტურ სიზმრებს? ჩვენ შეიძლება დაგვესიზმრომს მეგობარი, რომელიც წლებია არ გვინახავს და ზუსტად მეორე დღეს ის ტელეფონზე გვირეკავს. ფრენჩი ფიქრობს, რომ მეცნიერებას ამის ახსნაც შეუძლია. მოვიშველიოთ ჯონ ალენ პაულოს ნაშრომი, რომელიც კონცენტრირდება ალბათობებზე.
ის ხსნის, რომ ასეთი დამთხვევა ნებისმიერ ერთ დღეს გასაოცარი შეიძლება იყოს, მაგრამ დროთა განმავლობაში დიდი ალბათობით მოხდებოდა.

ჩემი წიგნის კვლევისას მე ვესაუბრე მარტო მცხოვრებ, 70 წლის ქალბატონ სინკლერს.ის მიამბობდა მოჩვენების შესახებ, რომელიც მის სახლში ცხოვრობდა. დემონი, რომელიც მას ღამღამობით ახრჩობდა და სხვადასხვა გზებით აშეშებდა.მეცნიერული ახსნის წყალობით მას აღარ სჯერა პარანორმალური მიზეზების და კომფორტულად ცხოვრობს. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ პარანორმალურის მეცნიერული ახსნის წყალობით ადამიანებში დაიწევს შიშის დონე. სხვათაშორის, შიშის დონის დაწევა არის ერთ-ერთი ჰიპოთეზური მეთოდი ძილის პარალიზის მკურნალობისთვის. და იქნებ ასეთ უცნაურ ფაქტებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წყალობით შემცირდეს მსგავსი შემთხვევები.

 

მსგავსი სტატიები

ორი გენი რომელიც სიზმრებზე აგებს პასუხს


მთარგმნელი: დავით ბექაური. წყარო სიამოვნებას ღებულობ სიზმრების ...

ვაქცინები: რას ვუკეთებთ ჩვენი ბავშვების ტვინს?


ტრანსკრიბცია დოქტორ ლარი პალევსკის ლექციიდან: მთარგმნელი: მამუკა...

სტანდარტული მოდელი (ზოგადად)


მთარგმნელი: იოანე შენგელია სტანდარტული მოდელი აღწერს, თუ როგორ ურთ...

ფსიქოდელურ ნივთიერებებს ნამდვილად მივყავართ ცნობიერების „უმაღლეს“ მდგომარეობამდე


მთარგმნელი: ია გოისაშვილი წყარო ადამიანებს, რომლებიც მოიხმარენ ...

საკვებად გამოსადეგი 7 მცენარე ველურ ბუნებაში


მთარგმნელი: ეთერ ჭოხონელიძე წყარო მორიგი გასეირნების თუ ლაშქრობის...

თეორიული ფიზიკა (ძალიან ზოგადი მიმოხილვა)


ავტორი: იოანე შენგელია წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დაგავალეს რაიმე პრო...

ვართ თუ არა მარტონი სამყაროში?


 ჯილ ტარტერი - TED-ის ვიდეოებიდან მთარგმნელი: ლია ქიმე...

ათი რამ, რაც არ იცით ორგაზმის შესახებ


ტრანსკრიბცია TED-ის ვიდეოდან. კეთილი. მე გაჩვენებთ რამოდენიმე სუ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff