თავი II. ქანქარები

Admin
რეალობის ტრანსერფინგი
0
0

თავი II. ქანქარები   (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი")  მთარ...

27540619_752633778263708_5645549245147482523_n.jpg

თავი II. ქანქარები 

 (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი")

 მთარგმნელი: მამუკა გურული

 ავტორის მიერ ნახსენები ტერმინი - "ქანქარა" შინაარსობრივად იგივეა, რაც ეზოთერიაში გავრცელებული ტერმინი - "ეგრეგორი".(მთარგმნელის შენიშნვნა)

(ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ გვერდზე)

მეორე თავის აუდიო-ვერსიის youtube-ლინკი


 

დესტრუქციული ქანქარები

ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, როგორ დავემორჩილოთ სხვის ნებას, როგორ შევასრულოთ მოვალეობები, როგორ ვემსახუროთ მამულს, ოჯახს, პოლიტიკურ პარტიას, ფირმას, სახელმწიფოს, იდეას... ვისაც გნებავთ, ოღონდ საკუთარი თავს - მხოლოდ ყველაზე ბოლოს. ყველას აქვს ამა თუ იმ დონით მოვალეობის, პასუხისმგებლობის, აუცილებლობის, დანაშაულის გრძნობა. ყოველი ადამიანი ასე თუ ისე „სამსახურში“ უდგას სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებსა და ორგანიზაციებს: ოჯახს, კლუბს, სასწავლო დაწესებულებას, ბიზნესს, პოლიტიკურ პარტიას, სახელმწიფოს და ა.შ. ყველა ეს სტრუქტურა იბადება და ვითარდება, როცა ადამიანთა ცალკეული ჯგუფი იწყებს აზროვნებას და მოქმედებას ერთი მიმართულებით. შემდეგ მათ უერთდებიან სხვა ადამიანები, და სტრუქტურა იზრდება, ძალას იკრებს, აიძულებს თავის წევრებს, რომ დაწესებულ წესებს მიჰყვნენ და საბოლოო ჯამში შეუძლია საზოგადოების დიდი ფენა დაიმორჩილოს.

მატერიალური რეალიზაციის დონეზე სტრუქტურა შედგება ადამიანებისგან, რომლებიც გაერთიანებულნი არიან საერთო მიზნებით, და მატერიალური საგნებისგან, როგორებიცაა შენობები, შეიარაღებები, ავეჯი, მოწყობილობები, ტექნიკა და ა.შ. მაგრამ რა დგას ამ ყველაფრის უკან ენერგეტიკულ დონეზე? სტრუქტურა ჩნდება, როდესაც ადამიანთა ჯგუფების აზრები ერთ მხარესაა მიმართული, და შესაბამისად, აზრობრივი ენერგიის პარამეტრები იდენტურია. ცალკეული ადამიანების აზრობრივი ენერგია ინტერფერენციულ სურათს ქმნის ენერგეტიკულ ველში. ასეთ შემთხვევაში ენერგიის ოკეანის შიგნით იქმნება ცალკეული დამოუკიდებელი ენერგო-ინფორმაციული სტრუქტურა - ენერგეტიკული ქანქარა. ეს სტრუქტურა თავისი ცხოვრებით იწყებს ცხოვრებას და აიძულებს მათში ჩართულ ადამიანებს, რომ მის კანონებს დაემორჩილონ.

რატომ ქანქარა? იმიტომ, რომ იგი მით უფრო ძლიერად ქანაობს, რაც უფრო მეტი ადამიანი - მიმდევარი - კვებავს მას თავისი ენერგიით. ყოველ ქანქარას თავისი დამახასიათებელი რხევის სიხშირე აქვს. მაგალითად, საქანელა შეგვიძლია ვაქანაოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული სიხშირის ძალისხმევას გამოვიყენებთ. ამ სიხშირეს რეზონანსული ეწოდება. თუ ქანქარას მიმდევართა რაოდენობა მცირდება, მისი რხევები თანდათან ქრება, და როდესაც მიმდევრები საერთოდ აღარ რჩება, ქანქარა ჩერდება, და როგორც არსება კვდება. აი, ჩამქრალი ქანქარების რამდენიმე მაგალითი: უძველესი წარმართული რელიგიები, ქვის ხანის შრომის იარაღები, იარაღის ძველი სახეობები, მოდის ძველი მიმდინარეობები, ვინილის ფირფიტები, ყველაფერი, რაც ადრე იყო და ახლა აღარ გამოიყენება.

თქვენ ალბათ გაკვირვებული ხართ: ნუთუ ეს ყველაფერი ქანქარებია? დიახ, ნებისმიერი სტრუქტურა თავისი ატრიბუტებით, ადამიანთა აზრობრივი ენერგიით შექმნილნი - ქანქარებს წარმოადგენენ. საერთოდ, ნებისმიერი ცოცხალი არსებები, რომლებსაც შეუძლიათ ენერგიის ერთი მიმართულებით გამოსხივება, ადრე თუ გვიან ენერგეტიკულ ქანქარებს ქმნიან. აი, ქანქარების მაგალითები ცოცხალ ბუნებაში: ბაქტერიის კოლონიები, ცოცხალი არსებების პოპულაციები, თევზების გუნდები, ცხოველთა ჯოგები, ტყის მასივები, პრერიები, ჭიანჭველების ბუდეები - ცოცხალი ორგანიზმების ნებისმიერი მეტ-ნაკლებად მოწესრიგებული და ერთგვაროვანი სტრუქტურა.

ყოველი ცალკეული ცოცხალი ორგანიზმი თავისთავად ელემენტარული ქანქარაა, რადგანაც ენერგეტიკულ ერთეულს წარმოადგენს. როდესაც ესეთი ერთეული ქანქარების ჯგუფი უნისონში იწყებს რხევას, იქმნება ჯგუფური ქანქარა. იგი თავისი მიმდევრების თავზე დგას, როგორც ზედნაშენი, არსებობს, როგორც ცალკეული დამოუკიდებელი სტრუქტურა და აფუძნებს წესებს თავისი მიმდევრებისთვის, რათა ერთად შეინარჩუნოს ისინი და ახლებიც დაიმატოს. ასეთი სტრუქტურა დამოუკიდებელია იმ თვალსაზრისით, რომ დამოუკიდებლად, თავისი კანონებით ვითარდება. მიმდევრები ვერ აცნობიერებენ, რომ ქანქარას კანონებით მოქმედებენ, და არა თავისი საკუთარი ნებით. მაგალითად, ბიუროკრატიული აპარატი ვითარდება, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურა, ცალკეული ჩინოვნიკების ნებისგან დამოუკიდებლად. რა თქმა უნდა, გავლენიან ჩინოვნიკს შეუძლია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ ეს გადაწყვეტილებები წინააღმდეგობაში ვერ მოვლენ სისტემის კანონებთან, რადგანაც ამ შემთხვევაში იგი განდევნილი იქნება. ერთი ადამიანიც კი, რომელიც თავად წარმოადგენს ქანქარას, ყოველთვის ვერ უწევს საკუთარ თავს ანგარიშს საკუთარ მოტივაციებში. მაგალითად ენერგეტიკული ვამპირი.

ნებისმიერი ქანქარა თავისი ბუნებით დესტრუქციულია, რადგანაც ენერგიას ართმევს თავის მიმდევრებს და თავის ძალაუფლებას აწესებს მათზე. ქანქარას დესტრუქციულობა იმაში ვლინდება, რომ მას საქმე არ აქვს ყოველი ცალკეული მიმდევრის ბედთან, და არ ღელავს მათზე. ქანქარას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - მიიღოს მიმდევრისგან ენერგია, და სასარგებლო იქნება ეს თავად მიმდევრისთვის თუ არა - მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანი, რომელიც სისტემის გავლენის ქვეშ ექცევა, იძულებულია, რომ თავისი ცხოვრება ამ სისტემის კანონებთან შესაბამისობაში ააწყოს, სხვაგვარად მას დაღეჭავენ და გადააფურთხებენ. დესტრუქციული ქანქარის გავლენის ქვეშ მოქცევა და საკუთარი ცხოვრების დანგრევა ძალიან იოლია. მისგან დანაკარგების გარეშე თავის დაძვრენა კი, როგორც წესი, რთულია.

თუ ადამიანს გაუმართლა, იგი პოულობს თავის ადგილს სისტემაში და თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. იგი, როგორც მიმდევარი, ენერგიას აძლევს ქანქარას, ეს უკანასკნელი კი მისთვის საარსებო გარემოს უზრუნველჰყოფს. როგორც კი მიმდევარი სტრუქტურის კანონების დარღვევას იწყებს, მისი გამოსხივების სიხშირე უკვე აღარ შეესაბამება ქანქარის რხევის რეზონანსულ სიხშირეს. ქანქარას აღარ შეუძლია ენერგიის მიღება და გარეთ აგდებს ან ანადგურებს ჭირვეულ მიმდევარს.

 თუკი ადამიანი თავისთვის კეთილსასურველი ცხოვრებისეული ხაზებისგან შორს აღმოჩნდა, მაშინ ცხოვრება უცხო ქანქარაში მისთვის კატორღად, ან უბადრუკ არსებობად იქცევა. ასეთი ქანქარა მიმდევრისთვის სუფთად დესტრუქციული ხდება. ადამიანი, რომელიც დესტრუქციული ქანქარას გავლენის ქვეშ აღმოჩნდება, თავისუფლებას კარგავს. იგი იძულებულია ქანქარას წესებით იცხოვროს და ჭანჭიკი იყოს დიდ მექანიზმში - მოსწონს ეს თუ არ მოსწონს.

 ადამიანს შეუძლია ქანქარას მფარველობის ქვეშ მოხვდეს და დიდ შედეგებს მიაღწიოს. ნაპოლეონი, ჰიტლერი, სტალინი და მსგავსნი - ყველანი დესტრუქციული ქანქარების ფავორიტები არიან. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დესტრუქციული ქანქარა საერთოდ არ ზრუნავს თავისი მიმდევრების კეთილდღეობაზე, არამედ მხოლოდ იყენებს მათ თავისი მიზნებისთვის. როცა ნაპოლეონს ჰკითხეს, იყო თუ არა როდესმე ნამდვილად ბედნიერი, მან მხოლოდ რამდენიმე დღე მოთვალა თავისი ცხოვრებიდან.

 ქანქარა დახვეწილ მეთოდებს იყენებს ახალი მიმდევრების მოსაზიდად, რომლებიც ისე მოფრინავენ, როგორც პეპლები შუქზე. რა ხშირადაა, როცა ქანქარას რეკლამებით მოხიბლული ადამიანები შორს მიდიან იმ ბედნიერებისგან, რომელიც ძალიან ახლოს იყო! მიდიან ჯარში და კვდებიან. აბარებენ სასწავლო დაწესებულებაში და ტყუილად სწავლობენ არა თავის პროფესიას. პოულობენ უცხო და თითქოს პრესტიჟულ სამუშაოს, და იძირებიან პრობლემათა ჭაობში. უკავშირებენ თავის ცხოვრებას უცხო ადამიანს და შემდეგ იტანჯებიან.

 ქანქარას საქმიანობას ძალიან ხშირად მივყავართ მიმდევართა ბედის ნგრევასთან, მიუხედავად იმისა, რომ იგი ცდილობს დაფაროს თავისი მოტივები ყოველგვარი კეთილშობილური და გამამართლებელი ნიღბებით. მთავარი საფრთხე დესტრუქციული ქანქარას ზეგავლენის ქვეშ მოხვედრილი ადამიანისთვის იმაში მდგომარეობს, რომ ქანქარას შორს მიჰყავს თავისი მსხვერპლი იმ ცხოვრების ხაზებისგან, სადაც ადამიანი თავის ბედნიერებას მოიპოვებს.

 ჩამოვთვალოთ დესტრუქციული ქანქარას განმასხვავებელი ნიშნები:

 - ქანქარა იკვებება თავისი მიმდევრების ენერგიით და ამის ხარჯზე აძლიერებს თავის რხევებს.

- ქანქარა ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი მიმდევარი მოიზიდოს, რათა რაც შეიძლება მეტი ენერგია მიიღოს.

- ქანქარა აპირისპირებს თავისი მიმდევრების ჯგუფს ყველა დანარჩენ ჯგუფებთან. (ჩვენ აი, ასეთები ვართ, ისინი კი, სხვები - ცუდები არიან),

- ქანქარა აგრესიულად ადანაშაულებს ყველას, ვინც არ მოინდომა მისი მიმდევრობა, და ცდილობს, რომ ან გადმოიბიროს, ან გაანეიტრალოს და მოიშოროს.

- ქანქარა იყენებს კეთილშობილურ მიმზიდველ ნიღბებს, ინიღბება მაღალი მიზნებით, თამაშობს ადამიანთა გრძნობებზე, რათა გაამართლოს თავისი ქმედებები და დაიპყროს რაც შეიძლება მეტი მიმდევარი.

 ის, თუ როგორ შთანთქავს ქანქარა თავისი მიმდევრების ენერგიას, შეგვიძლია თვალსაჩინოდ ვაჩვენოთ შემდეგი მაგალითით: წარმოიდგინეთ სავსე სტადიონი, მიდის დაძაბული საფეხბურთო მატჩი, ვნებები პიკზეა, გულშემატკივრები ღელავენ. აი, ერთმა ფეხბურთელმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა, რამაც მისი გუნდი დამარცხებამდე მიიყვანა. ფეხბურთელს გულშემატკივართა რისხვის ტალღა ატყდება, ისინი მზად არიან, რომ შუაზე გაგლიჯონ. წარმოიდგინეთ, ნეგატიური ენერგიის რა მასა ატყდება თავს ამ საწყალს? ასეთი უზარმაზარი დარტყმისგან იგი უბრალოდ ადგილზე უნდა მომკვდარიყო. მაგრამ ეს არ ხდება, იგი ცოცხალი და ჯანმრთელია, თუმცა კი დათრგუნულია დანაშაულის გრძნობით. სად წავიდა ფეხბურთელზე მიმართული ნეგატიური ენერგია? იგი ქანქარამ წაიღო. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ბრბოს სიძულვილის ობიექტი მოკვდებოდა, კუმირი კი უბრალოდ ჰაერში აფრინდებოდა ხოლმე.

 მე ვერ განვსჯი, ქანქარა განსულიერებული ენერგეტიკული არსებაა, თუ უბრალოდ ენერგეტიკული ფორმა. და ამას არც აქვს ტრანსსერფინგის ტექნიკისთვის არანაირი მნიშვნელობა. მთავარია - ამოვიცნოთ ქანქარა და არ მივიღოთ მისი თამაში საკუთარი თავისთვის სარგებელის გარეშე. დესტრუქციული ქანქარას ამოცნობა ძალიან მარტივია ერთი განმასხვავებელი ნიშნით. დესტრუქციული ქანქარა ყოველთვის ეჯიბრება თავის მსგავსებს მიმდევრების მოსაპოვებლად ბრძოლაში. ქანქარას მიზანი მხოლოდ ერთია - დაითრიოს რაც შეიძლება მეტი მიმდევარი, რათა მიიღოს, რაც შეიძლება მეტი ენერგია. რაც უფრო აგრესიულად მოქმედებს ქანქარა მიმდევრებისთვის ბრძოლაში, მით უფრო დესტრუქციულია იგი, ანუ წარმოადგენს საფრთხეს ცალკეული ადამიანის ბედისთვის.

 შეგიძლიათ შემეწინააღმდეგოთ, რომ ხომ არსებობენ საქველმოქმედო ორგანიზაციები, ბუნების და ცხოველთა დაცვის საზოგადოებები და ა.შ. რა არის მათში დესტრუქციული? პირადად თქვენთვის ის, რომ ისინი, როგორც არ უნდა შეხედო, თქვენი ენერგიით იკვებებიან, და არანაირი საქმე არ აქვთ თქვენს პირად ბედნიერებასთან და კეთილდღეობასთან. ისინი მოგიწოდებენ, რომ მოწყალენი იყოთ სხვების მიმართ და გულგრილნი რჩებიან თქვენს მიმართ. თუ თქვენ ეს გაწყობთ, და ასეთ საქმეში მართლაც ბედნიერად გრძნობთ თავს, ე.ი. ეს თქვენი მოწოდებაა, და თქვენ იპოვნეთ თქვენი ქანქარა. მაგრამ აქ გულწრფელნი უნდა იყოთ საკუთარ თავთან: ხომ არ ატარებთ კეთილისმყოფელის ნიღაბს? მართლა გულწრფელად გასცემთ თქვენს ფულსა და ენერგიას სხვების საკეთილდღეოდ, თუ ქველმოქმედის როლს თამაშობთ, რათა უკეთესი გამოჩნდეთ?

 დესტრუქციულმა ქანქარებმა დაავიწყეს ადამიანებს საკუთარი ბედის არჩევა. რადგან თუკი ადამიანი თავისუფალი იქნება თავის არჩევანში, იგი დამოუკიდებლობას მოიპოვებს. მაშინ ქანქარები ვერ დაითრევენ ასეთ ადამიანს თავის მიმდევართა რიგებში. ადამიანის ცნობიერება იმდენად შეეგუა, რომ ბედი - ეს ხვედრია, მას მართლაც ძალიან უჭირს დაიჯეროს იმის, რომ შეუძლია ის ბედი აირჩიოს, რომელიც მეტად მოსწონს. ქანქარებისთვის მომგებიანია მიმდევრების კონტროლ-ქვეშ ყოლა, ამიტომ ყველა შესაძლო საშუალებას იგონებენ თავისი მსახურების მანიპულირებისთვის. მომდევნო ტექსტიდან თქვენთვის ცხადი გახდება, როგორ აკეთებენ ამას.

 ტრანსერფინგსაც ასევე შეუძლია გახდეს ქანქარა, თუ მისგან კულტს, მოძრაობას ან სკოლას შექმნით. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ქანქარები სხვადასხვა დონით არიან დესტრუქციულები. ტრანსსერფინგი უარეს შემთხვევაშიც კი ყველაზე ნაკლებად დესტრუქციული იქნება, რადგანაც ემსახურება არა რაიმე ერთი მიმართულების მიზანს, არამედ ცალსახად ყოველი ცალკეული ინდივიდის კეთილდღეობას. ამიტომ ეს ძალზე უჩვეულო ქანქარა იქნებოდა, ერთგვარი ინდივიდუალისტების საზოგადოება, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად საკუთარი ბედით არიან დაკავებულნი. სხვათაშორის, აი, თქვენ, საშინაო დავალება: როგორ ქანქარებს შეგიძლიათ უწოდოთ კონსტრუქციული?

 მაგრამ რატომ გიყვებით ამ ყველაფერს? იმიტომ, რომ აგიხსნათ, რას ნიშნავს საკუთარი ბედის არჩევა და როგორ გააკეთოთ ეს. აღიჭურვეთ მოთმინებით, ძვირფასო მკითხველო, ყველაფერი არც ისე მარტივია, მაგრამ თანდათან სურათი მკაფიო გახდება.

 


 

ქანქარების ბრძოლა

დესტრუქციული ქანქარების მთავარი განმასხვავებელი ნიშანი იმაში მდგომარეობს, რომ იგი აგრესიულად ცდილობს სხვა ქანქარების განადგურებას, რათა მისი მიმდევრები თავის მხარეს გადმოიბიროს. ამისთვის იგი გამუდმებით აქეზებს თავის მიმდევრებს სხვებზე: „ჩვენ ასეთები ვართ, ისინი კი სხვანაირები არიან! ცუდები!“. ამ ბრძოლაში ჩართული მიმდევრები თავის გზას უხვევენ და ცრუ მიზნებისკენ მიდიან, რომლებსაც შეცდომით აღიქვამენ თავიანთ მიზნებად. ესაა დესტრუქციული ქანქარების გამოვლინება. ბრძოლა უცხო მიმდევრების წინააღმდეგ უნაყოფოა და იწვევს როგორც საკუთარი, ასევე სხვების მიმდევრების ცხოვრების დანგრევას.

 ავიღოთ მიმდევრებისთვის ბრძოლის უკიდურესი მაგალითი - ომი. იმისთვის, რომ დაარწმუნოს თავისი მიმდევრები, რომ ომში უნდა წავიდნენ, ქანქარას მოჰყავს არგუმენტები, რომლებიც კონკრეტულ ისტორიულ ეპოქას შეესაბამებიან. ყველაზე პრიმიტიული მეთოდი, რომელიც ადრე გამოიყენებოდა, ეს იყო უბრალოდ ბრძანება - წაერთმიათ სხვებისთვის ის, რაც მათ ეკუთვნით. იმასთან ერთად, რაც საზოგადოება უფრო ცივილიზებული ხდებოდა, არგუმენტები უფრო რაფინირებულ ფორმას იღებდნენ. ერთი ნაცია უმაღლესად ცხადდებოდა, სხვები კი დაბალხარისხოვნებად. „კეთილი“ მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ეს განუვითარებელი ერები მაღალ დონეზე აიყვანონ, ხოლო თუ ისინი წინააღმდეგობას გაუწევენ, მათ წინააღმდეგ ძალა გამოიყენონ. ომის თანამედროვე კონცეფციები კი დაახლოებით შემდეგნაირად გამოიყურება:

 ტყეში ხეზე ფუტკრების სკა ჰკიდია. იქ ველური ფუტკრები ცხოვრობენ, თაფლს გამოიმუშავებენ და თავიანთ პატარებს ზრდიან. მაგრამ აი, სკასთან მიდის ქანქარა და თავის მიმდევრებს უცხადებს: „ესენი ველური ფუტკრები არიან, და ძალიან საშიშები არიან, ამიტომ უნდა გავანადგუროთ, ან სკა მაინც დავაცარიელოთ. არ გჯერათ? შეხედეთ!“ ამ დროს იგი ჯოხს ესვრის სკას. ფუტკრები გამოფრინდებიან და ქანქარას მიმდევრების დანესტვრას იწყებენ. ქანქარა კი ზეიმობს: „აი, ხომ ხედავთ, როგორი აგრესიულები არიან! ისინი უნდა განადგურდნენ!“

 რაც არ უნდა გამამართლებელი ლოზუნგებით ინიღბებოდნენ ომები და რევოლუციები, მათი არსი ერთია - ესაა ქანქარების ბრძოლა მიმდევრებისთვის. ბრძოლის ფორმები შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ ერთადერთი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ რაც შეიძლება მეტი მიმდევარი მოიპოვოს. ისინი სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენენ ქანქარასთვის. მათ გარეშე იგი გაჩერდება, ამიტომ ქანქარების ბრძოლა - ესაა ბუნებრივი და გარდუვალი ბრძოლა არსებობისთვის.

 ომებისა და რევოლუციების შემდეგ მოდის ბრძოლის ნაკლებად აგრესიული, მაგრამ საკმაოდ სასტიკი ფორმები. მაგალითად, ბრძოლა გასაღების ბაზრისთვის, პოლიტიკურ პარტიათა დაპირისპირება, კონკურენცია ეკონომიკაში, მარკეტინგის ყველა შესაძლო ფორმა, სარეკლამო კომპანიები, იდეოლოგიური პროპაგანდა და ა.შ. ადამიანთა საარსებო გარემო ქანქარებზეა აწყობილი, ამიტომ საქმიანობის ყველა სფერო კონკურენციითაა მოცული. კონკურენცია ხდება ყველა დონეზე, დაწყებული სახელმწიფოებს შორის დავებით, დამთავრებული საკლუბო გუნდებით და ცალკეული ადამიანებით.

 ახალი, უჩვეულო და გაუგებარი ყოველთვის ძნელად იკვლევს გზას. რატომ ხდება ასე? ნუთუ მხოლოდ აზროვნების ინერტულობის გამო? მთავარი მიზეზი იმაშია, რომ ძველ ქანქარებს არ აწყობთ ახალბედას გამოჩენა, რომელიც თავის მხარეს გადაიბირებს მათ მიმდევრებს. მაგალითად, შიგა წვის ძრავა, რომელიც ასე ძლიერ აბინძურებს გარემოს, დიდი ხნის წინ უნდა ჩაბარებოდა წარსულს, რადგანაც შემუშავებულია ძრავების მრავალი ალტერნატიული, ეკოლოგიურად სუფთა მოდელი. მაგრამ ეს სიკვდილს უქადის ნავთობ კომპანიების ქანქარებს, ისინი კი ჯერ-ჯერობით ძალიან ძლიერები არიან, ამიტომ საშუალებას არ მისცემენ ვიღაც გამომგონებლებს, რომ აი ასე, უბრალოდ მოიშორონ სცენიდან. იქამდე მიდის, რომ ეს მონსტრები ყიდულობენ პატენტებს ძრავების ახალ მოდელებზე, საიდუმლოთ ინახავენ მათ და აცხადებენ, რომ ისინი დაბალეფექტურნი არიან.

 ახდენენ რა თავისი სტრუქტურის რეალიზაციას მატერიალურ დონეზე, ქანქარები თავიანთ მდგომარეობას ფინანსური საშუალებებით, შეიარაღებით, ტექნიკით და რა თქმა უნდა, ადამიანური რესურსებით ამყარებენ. ადამიანური პირამიდების თავში ქანქარების ფავორიტები დგებიან - ყველა რანგის ხელმძღვანელები, დაწყებული დაბალი რანგის უფროსებით, დამთავრებული სახელმწიფოს პრეზიდენტებით. აუცილებელი არაა, რომ ფავორიტი განსაკუთრებულ თვისებებს ატარებდეს. როგორც წესი, ფავორიტები ის მიმდევრები ხდებიან, რომელთა პარამეტრებიც ყველაზე ოპტიმალურად ეწერება ქანქარას სტრუქტურაში. ფავორიტს შესაძლოა მოეჩვენოს, რომ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია თავის ცხოვრებაში ცალსახად თავისი ღირსებების წყალობით. რაღაც დონეზე ეს მართლაც ასეა, მაგრამ ფავორიტების წინ წამოწევაში სამუშაოს უმეტეს ნაწილს ქანქარას თვითორგანიზებადი სტრუქტურა ასრულებს. თუკი ფავორიტის პარამეტრები უკვე აღარ შეესაბამება სისტემის მოთხოვნებს, იგი უმოწყალოდ იქნება მოცილებული. ქანქარების ბრძოლა დესტრუქციულია მათი მიმდევრებისთვის იმით, რომ მიმდევარს ეჩვენება, თითქოს ასრულებენ რა ქანქარას ნებას, საკუთარი პირადი გადაწყვეტილებით მოქმედებს. მიმდევრების პირადი ნება უმეტეს შემთხვევაში ქანქარების მიერაა შეპყრობილი. როგორც კი ადამიანი განეწყო ქანქარას სიხშირეზე, ჩნდება ურთიერთკავშირი მასა და ქანქარას შორის ენერგეტიკულ დონეზე. მიმდევრის აზრობრივი ენერგიის გამოსხივების სიხშირე ფიქსირდება და მიტაცებული ხდება ქანქარას ენერგიის მიერ. ჩნდება ერთგვარი დაჭერა, მარყუჟი უკუ-კავშირით. მიმდევარი გამოასხივებს ქანქარას რეზონანსულ სიხშირეზე, ის კი, თავის მხრივ, ასევე ცოტათი კვებავს მას ენერგიით, რათა ზეგავლენა შეინარჩუნოს.

 მატერიალური რეალიზაციის დონეზე ჩვენ ასეთ ურთიერთქმედებას ჩვეული სურათის სახით ვხედავთ. მაგალითად, პოლიტიკური პარტიის ქანქარა აგიტაციას ატარებს, იჭერს მიმდევარს და ერთგვარ ენერგეტიკულ გამოკვებას აძლევს მას - სიმართლის შეგრძნების, დაკმაყოფილების, ღირსების, მნიშვნელოვანების სახით. მიმდევარს ეჩვენება, რომ სიტუაციაზე კონტროლს ფლობს - მას შეუძლია აირჩიოს. სინამდვილეში ის აირჩიეს და კონტროლი დაამყარეს მასზე. გარეგნულად ეს ისე გამოიყურება, როგორც მიმდევრის დარწმუნებულობა, რომ იგი საკუთარ ნებას ანხორციელებს. მაგრამ ეს ნება მას ოსტატურად და შეუმჩნევლად ქანქარამ მოახვია თავს. შემდეგ მიმდევარი ქანქარას ინფორმაციულ ველში ხვდება, თავის მსგავსებთან ურთიერთობს იმ თემებზე, რომლებიც ქანქქარას ეხება, ენერგეტიკულ კავშირში შედის და ამით თავის სიხშირეს აფიქსირებს. შემდეგ მიმდევრის მოლოდინები შესაძლოა გაცრუებულ იქნეს, ჩნდება აზრები ქანქარას წინააღმდეგ, და გამოსხივების სიხშირე თავს აღწევს დამჭერ მარყუჟს. დამჭერი ძალა ქანქარას ძლევამოსილების შესაბამისად მერყეობს. ერთ შემთხვევაში მიმდევარს ნებას აძლევენ, რომ უბრალოდ წავიდეს, სხვა შემთხვევებში კი ასეთ ერეტიკოსს შესაძლოა თავისუფლება ან სიცოცხლეც კი წაართვან.

 სიხშირის მიტაცების ილუსტრაცია ასეთი თვალსაჩინო მაგალითითაც შეგვიძლია: თქვენთვის რაიმე მელოდიას ღიღინებთ. მაგრამ ამ მომენტში სხვა ხმამაღალი მუსიკის ხმა გაიგეთ. ახლა, როცა სხვა მუსიკას უსმენთ, ძალიან გიჭირთ წინა მოტივის ღიღინი.

 ტრანსსერფინგის მიზნებისთვის მნიშვნელოვანი არაა, რა სახით ხდება ურთიერთქმედება ქანქარასა და მიმდევრებს შორის ენერგეტიკულ დონეზე. ჩვენ ამ ურთიერთქმედებას ფიზიკური ქანქარას მარტივი მოდელითა და ადამიანური ცნებებით გამოვიკვლევთ. ეს სრულიად საკმარისია. ამ ყველაფრის დეტალურად და ზუსტად ახსნას სინამდვილეში ვერავინ შეძლებს, რადგანაც მაშინ ჩნდება კითხვა: და როგორ გავიგოთ სიტყვა - „სინამდვილეში“? და ა.შ. შემეცნების უსასრულო პროცესის შესაბამისად. დაუფასებელი შრომაა, ამიტომ მოგვიწევს მცირედით დავკმაყოფილდეთ. და თანაც, თავი - ნაგვის ყუთი არაა. უნდა გვიხაროდეს უკვე ის, რომ რაღაცის გაგება მაინც შეგვიძლია. ახლა კი ვნახოთ, როგორ მანიპულირებენ ქანქარები თავიანთი მიმდევრებით.

 


 

მარიონეტთა ძაფები

მოდით, დავსვათ კითხვა: როგორ შეუძლიათ ქანქარებს, რომ აიძულონ თავიანთ მიმდევრებს ენერგიის ნებაყოფლობით მიცემა? დიდ და ძლევამოსილ ქანქარას შეუძლია აიძულოს თავისი მიმდევრები, რომ გარკვეული წესებით იმოქმედონ, მაგრამ როგორ აკეთებენ ამას სუსტი ქანქარები? როცა ადამიანს არ აქვს ძალაუფლება, რომ ძალადობით აიძულოს ვინმეს რამის გაკეთება, იგი გონივრულ არგუმენტებს, დარწმუნებებს, შეპირებებს და ა.შ. იყენებს. ყველაფერი ეს სუსტი მეთოდებია, რომლებიც მხოლოდ ბუნებრივი ძალებისგან მოწყვეტილ ადამიანთა საზოგადოებას ახასიათებს. ზოგჯერ ქანქარებიც იყენებენ ასეთ მეთოდებს, მაგრამ გაცილებით უფრო მძლავრი იარაღიც გააჩნიათ. ქანქარები წარმოადგენენ ენერგო-ინფორმაციულ არსებებს, ამიტომაც მოქმედებენ ამ სამყაროს ურყევი და ძლევამოსილი კანონების შესაბამისად. ადამიანი ენერგიას მაშინ აძლევს ქანქარას, როდესაც გამოასხივებს აზრობრივ ენერგიას ქანქარას რეზონანსულ სიხშირეზე. ამისთვის ადამიანს არ სჭირდება, რომ ცნობიერად წარმართოს თავისი აზრები ქანქარის სასარგებლოდ. როგორც თავადაც ხვდებით, ადამიანთა აზრებისა და ქცევების დიდი ნაწილი არაცნობიერის სფეროში დევს. ადმაიანის ფსიქიკის სწორედ ამ თვისებას იყენებენ ქანქარები. ქანქარა ახერხებს, რომ ენერგია აიღოს არა მხოლოდ თავისი მიმდევრებისგან, არამედ აშკარა მოწინააღმდეგეებისგანაც. ალბათ უკვე მიხვდით, რა სახით.

 წარმოიდგინეთ გრძელ სკამზე ჩამომსხდარი მოხუცი ქალების ჯგუფი, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებას თათხავენ. ისინი არ წარმოადგენენ ხელისუფლების ქანქარის მიმდევრებს, მათ იგი სძულთ მთელ რიგ მიზეზთა გამო. მაგრამ რა ხდება? მოხუცი ქალები ლანძღავენ მთავრობას, თუ რა არაფრისმაქნისი, გამყიდველი, ცინიკური და ბრიყვია იგი. ამ სახით ისინი ინტენსიურად ასხივებენ აზრობრივ ენერგიას ამ ქანქარას სიხშირეზე. სინამდვილეში ხომ, ქანქარასთვის სულერთია, რომელი მხრიდან აქანავებთ მას. მას ამოძრავებს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ენერგია. მთავარია, რომ გამოსხივების სიხშირე იყოს რეზონანსული.

 ამრიგად, ქანქარას მთავარი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ მტკივნეულ წერტილზე გამოსდოს ადამიანს, გააღიზიანოს, მნიშვნელობა არ აქვს როგორ, მთავარია, რომ ადამიანის აზრები ქანქარათი იყოს დაკავებული. მასობრივი საინფორმაციო საშუალებების გამოჩენასთან ერთად ქანქარების მეთოდები უფრო და უფრო დახვეწილი ხდება. ადამიანი უფრო და უფრო მეტ დამოკიდებულებაში შედის. შეგიმჩნევიათ, რომ საინფორმაციო პროგრამებში ჩვეულბრივ ცუდი ამბები ჭარბობს? ისინი ძლიერ ემოციებს, მღელვარებას, შიშს, წუხილს, სიბრაზეს და სიძულვილს იწვევენ. მსს-ს მიზანი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ყურადღება მიიპყროს. მსს თავადვე წარმოადგენენ ქანქარებს და ემსახურებიან უფრო ძლევამოსილ ქანქარებს. გაჟღერებული მიზანია - თავისუფალი წვდომა ნებისმიერი ინფორმაციისადმი. ფაქტიური მიზანი კი ერთია - ყველა შესაძლო მეთოდით ხალხის ქანქარების სიხშირეზე გადაწყობა.

 ქანქარას ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მეთოდი თქვენს ენერგიაზე წვდომის მისაღებად - ესაა თქვენი წონასწორობიდან გამოყვანა. წონასწორობიდან გამოსულნი, თქვენ ქანქარას სიხშირეზე იწყებთ „ქანაობას“ და ამით მის რხევასაც აძლიერებთ. მაგალითად, ფასები გაიზარდა. თქვენ ნეგატიურად რეაგირებთ - ღელავთ, წუწუნებთ, ინფორმაციას უცვლით ნაცნობებს. სრულიად ადეკვატური და ნორმალური რეაქციაა. მაგრამ ეს სწორედ ისაა, რასაც ქანქარა ელოდება. თქვენ ნეგატიურ ენერგიას ასხივებთ ქანქარას სიხშირეზე, ის კი ენერგიას იღებს და უფრო ძლიერად ირხევა - სიტუაცია კი უფრო მძიმდება.

 ყველაზე მაგარი ძაფი, რომლითაც ქანქარას თქვენი დაჭერა შეუძლია - ესაა შიში, ყველაზე ძველი და ძლიერი გრძნობა. მნიშვნელობა არ აქვს, კონკრეტულად რისი გეშინიათ, მაგრამ თუკი შიში დაკავშირებულია ქანქარას რომელიმე ასპექტთან, იგი თქვენს ენერგიას მიიღებს. განგაში და მღელვარება - უკვე უფრო სუსტ, მაგრამ საკმარისად მტკიცე ძაფებს წარმოადგენენ. ეს გრძნობები ძალიან კარგად აფიქსირებენ აზრობრივი ენერგიის გამოსხივებას ქანქარას სიხშირეზე. თუკი თქვენ რაღაც გაღელვებთ, გიჭირთ სხვა რამეზე კონცენტრირება.

 დანაშაულის გრძნობა ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სქელ არხს, რომლითაც ქანქარა თქვენგან ენერგიას იწოვს. დანაშაულის გრძნობას ბავშვობიდან გინერგავენ. ეს მანიპულირების ძალიან მოსახერხებელი მეთოდია: „თუ შენ დამნაშავე ხარ, ვალდებული ხარ აკეთო ის, რასაც გეტყვი“. დანაშაულის გრძნობასთან ერთად ცხოვრება ძალიან არაკომფორტულია, ამიტომ ყველა ცდილობს მისგან განთავისუფლებას. და როგორ შეიძლება განთავისუფლება? სასჯელის მოხდით, ანუ დანაშაულის გამოსყიდვით. ერთიც და მეორეც გულისხმობს მორჩილებას, დაქვემდებარებას და აზრთა დინებას გარკვეული მიმართულებით. მოვალეობის გრძნობა დანაშაულის გრძნობის კერძო შემთხვევას წარმოადგენს. მოვალე ხარ? ე.ი. რაღაცით ვალდებული ხარ, მსჯავრდებული ხარ, რომ შეასრულო. შედეგად, „დამნაშავეები“, როგორც ნამდვილი, ასევე მოგონილი, დახრილი თავებით მიდიან ქანქარასთან და მიაქვთ თავიანთი ძღვენი ენერგიის სახით. დანაშაულის ინდუცირებული, სთაგონებული გრძნობა - მანიპულატორების საყვარელი იარაღია, და ჩვენ მას კიდევ დავუბრუნდებით.

 განსაკუთრებულად უნდა ავღნიშნოთ ადამიანების ყველა შესაძლო ფსიქოლოგიური კომპლექსები. კომპლექსი - ესაა, როცა რაღაც მტკივნეულ ადგილას გხვდებათ.

 არასრულფასოვნების კომპლექსი: მიმზიდველი არ ვარ, არ მაქვს ნიჭი და უნარები, არ მყოფნის გონება ან მახვილგონიერება, არ გამომდის ადამიანებთან ურთიერთობა, უღირსი ვარ.

 დანაშაულის კომპლექსი: მე დამნაშავე ვარ, ყველა განმიკითხავს, ჩემი ჯვარი უნდა ვატარო.

 მეომრის კომპლექსი: მაგარი უნდა ვიყო, ომს ვუცხადებ საკუთარ თავსაც და გარძემომყოფებსაც, მზის ქვეშ ჩემი ადგილისთვის ვიბრძოლებ, ძალით მოვიპოვებ ყველაფერს.

 სიმართლისმოყვარის კომპლექსი: მე ნებისმიერ ფასად დავამტკიცებ, რომ მართალი ვარ და დავუმტკიცებ სხვებს, რომ ისინი არ არიან მართლები.

 ეს და სხვა კომპლექსები წარმოადგენენ პერსონალურ გასაღებებს ცალკეული ადამიანების ენერგიებისთვის. ქანქარა მტკივეულ ადგილას ეხება ადამიანს და ინტენსიურად ქაჩავს მისგან ენერგიას.

 თქვენ შეგიძლიათ თავადაც განაგრძოთ იმ ძაფების სია, რომლებითაც ქანქარები თავის მარიონეტებს იჭერენ: სამართლიანობა, სიამაყე, ამპარტავნება, ღირსება, სიყვარული, სიძულვილი, სიხარბე, ხელგაშლილობა, ცნობისმოყვარეობა, ინტერესი, შიმშილი, და სხვა მრავალი გრძნობა და მოთხოვნილება. გრძნობა და დაინტერესებულობა საშუალებას იძლევა, რომ აზრთა დინება განსაზღვრული მიმართულებით დაფიქსირდეს. თუ თემა არ იწვევს არც ინტერესს და არც ემოციებს, მაშინ მასზე კონცენტრირება რთულია. ამიტომ ქანქარები ახდენენ აზრთა ნაკადის მიტაცებას - ადამიანის გრძნობებზე და მოთხოვნილებებზე შეხებით.

 როგორც წესი, ადამიანებს ჩვევად აქვთ, რომ სტანდარტული რეაგირება მოახდინონ ნეგატიურ გამღიზიანებლებზე. ნეგატიური ამბები უკმაყოფილებას იწვევენ, მღელვარე ამბები - შფოთვის და შიშის გრძნობებს, წყენა იწვევს ზიზღს და სიძულვილს, და ა.შ. ჩვევები სასტარტო ბერკეტს წარმოადგენენ მიტაცების მექანიზმის გასაშვებად. მაგალითად, უმნიშვნელო მიზეზების გამო გაღიზიანების ან მღელვარების ჩვევა, პროვოკაციაზე პასუხის ჩვევა, და ზოგადად - ნეგატიურ გამღიზიანებლებზე ნეგატიურად რეაგირება. ადამიანი შესაძლოა აცნობიერებდეს, რომ ნეგატიური აზრები და ქცევები კარგს არაფერს მოუტანენ, მაგრამ ჩვევის გამო ძველ შეცდომებს იმეორებენ.

 ამგვარად, ჩვევები ხშირად ქმნიან პრობლემებს და გვაიძულებენ, რომ არაეფექტურად ვიმოქმედოთ, მათგან განთავისუფლება კი რთულია. ჩვევები კომფორტის ილუზიას გვაძლევენ. ადამიანი უფრო მეტად ენდობა იმას, რასაც დიდი ხანია იცნობს. ყველაფერი ახალი საფრთხის შეგრძნებას იწვევს. ძველმა და ჩვეულმა, უკვე რეკომენდაცია გაუწია საკუთარ თავს გამოცდილებით. ეს ძველ სავარძელს ჰგავს, რომელშიც სამსახურის შემდეგ ჯდებით. შესაძლოა ახალი უფრო მეტად მოსახერხებელი იყოს, მაგრამ ძველი - უფრო კომფორტულია. კომფორტი ხასიათდება ისეთი თვისებებით, როგორებიცაა: მყუდროება, ნდობა, დადებითი გამოცდილება, წინასწარგანსაზღვრულობა. ახალს ეს თვისებები გაცილებით უფრო ნაკლებად გააჩნია, ამიტომ დიდი დროა საჭირო, რომ ახალი ჩვევა ძველ ჩვეულებად იქცეს.

 ამგვარად, ჩვენ ზოგადად განვიხილეთ ქანქარების ადამიანებზე ზემოქმედების მეთოდები. შეუძლია თუ არა ადამიანს, რომ ქანქარას ზემოქმედებისგან განთავისუფლდეს? განთავისუფლების მეთოდებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. მაგრამ ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანი აღდგება და ღიად გამოდის მისი დამმონებელი ქანქარას წინააღმდეგ. ასეთ შერკინებაში ადამიანი ყოველთვის დამარცხებული გამოდის. ქანქარა შესაძლებელია დამარცხებულ იქნას მხოლოდ სხვა ქანქარას მიერ. ერთი ადამიანი ვერაფერს იზამს. თუ იგი მორჩილების საზღვრებიდან გამოვიდა და ბრძოლა გამოუცხადა მას, ამით მხოლოდ ენერგიას დაკარგავს, და საუკეთესო შემთხვევაში სისტემის მიღმა იქნება მოსროლილი, უარეს შემთხვევაში კი - გაისრისება მის მიერ. მიმდევარი, რომელმაც ქანქქარას მიერ დაწესებული კანონების დარღვევა გაბედა, უკანონოდ გამოცხადდება. გარეგნულად ეს ვლინდება, როგორც ქმედებისთვის გაკიცხვა. სინამდვილეში დანაშაული მდგომარეობს არა თავად ქმედებაში, არამედ იმაში, რომ მიმდევარი მორჩილების საზღვრებიდან გავიდა, ანუ შეწყვიტა ქანქარასთვის ენერგიის მიწოდება.

 რატომ „არ აჭრიან თავს დამნაშავეს“? იმიტომ, რომ ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავში დანაშაულის გრძნობა შეუშვა, ბოლომდე მზადაა, რომ ქანქარას ძალაუფლებას დაემორჩილოს. მოინანიებს თუ არა მიმდევარი, ამას ქანქარასთვის არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ დაკარგული კონტროლის აღდგენას. ქანქარა მაშინვე უფრო კეთილი გახდება, თუკი საშუალებას მისცემთ, რომ თქვენით მანიპულირება მოახდინოს. ხოლო თუ დამნაშავე არ დამორჩილდება, მაშინ უკვე შეიძლება მისი მოშორება, რადგან „მისგან ვეღარაფერს აიღებ“. ქანქარას ჭეშმარიტი მოტივები, როგორც წესი, შენიღბულია მორალური პრინციპებით. ის, ვინც დანაშაულს ინანიებს, უკვე აღარაა ისეთი „ბოროტი“. თქვენ თავად შეძლებთ გაარჩიოთ, სად მოქმედებს მორალური პრინციპი, და სად ხდება სისტემის ინტერესებთან გადაკვეთა, თუკი ყოველთვის გემახსოვრებათ, თუ რას წარმოადგენენ ქანქარები და როგორია მათი ნამდვილი მიზნები.

 


 

თქვენ იღებთ იმას, რაც არ გინდათ

როგორც ზემოთ იყო ნაჩვენები, ქანქარებს შეუძლიათ ენერგია მიიღონ როგორც მიმდევრებისგან, ასევე მოწინააღმდეგეებისგან. მაგრამ ენერგიის დაკარგვა მთელი უბედურების მხოლოდ ნახევარია. თუ ქანქარა საკმარისად დესტრუქციულია, ზიანი ადგება ადამიანის ბედსა და კეთილდღეობას.

 ყოველი ადამიანი დროდადრო აწყდება ნეგატიურ ინფორმაციას ან არასასურველ მოვლენებს. ეს ყველაფერი ქანქარების პროვოკაციებია. ადამიანს არ სურს, რომ ეს მის ცხოვრებაში იყოს, მაგრამ ორიდან ყოველთვის ერთი ვარიანტის სახით რეაგირებს. თუ ინფორმაცია არც ისე ეხება, ატარებს მას და მალე ივიწყებს. მაგრამ თუ ქანქარას მიერ ნასროლი სატყუარა აღიზიანებს ან აშინებს, ანუ გულზე ხვდება, მაშინ ხდება აზრობრივი ენერგიის მიტაცება ქანქარას მარყუჟში და ადამიანი მის რეზონანსულ სიხშირეზე განეწყობა.

 შემდეგ მოვლენები ჩვენთვის ნაცნობი სცენარით ვითარდება. ადამიანი ბრაზობს, ღელავს, შფოთავს, ეშინია, აღელვებული გამოხატავს უკმაყოფილებას, და საერთოდ, აქტიურად ასხივებს ენერგიას დესტრუქცული ქანქარას სიხშირეზე. ეს ენერგია მხოლოდ ქანქარამდე არ აღწევს. აზრობრივი ენერგიების პარამეტრები ისეთია, რომ ადამიანი იმ ცხოვრების ხაზზე გადაეწყობა, რომელშიც ის, რასაც გაურბის და არ მოწონს, ჭარბადაა. როგორც გახსოვთ, თუკი ადამიანის აზრობრივი ენერგიის გამოსხივება გარკვეულ სიხშირეზე ფიქსირდება, ეს ადამიანი ცხოვრების შესაბამის ხაზზე გადაინაცვლებს. ქანქარას დესტრუქციული როლი აქ იმაში მდგომარეობს, რომ იგი ახდენს სიხშირის ფიქსირებას მიტაცების მარყუჟის მეშეობით.

 დავუშვათ, ყურებს მიღმა ატარებთ ინფორმაციას კატასტროფებისა და სტიქიური უბედურებების შესახებ. რადგან თუ ეს თქვენ არ გეხებათ, რაში გჭირდებათ ზედმეტი მღელვარება? ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, სადღაც ხდება კატასტროფა, მაგრამ თქვენ პირადად ცხოვრების იმ ხაზზე იმყოფებით, სადაც თქვენ დამკვირვებელი ხართ და არა მსხვერპლი. ის ხაზი, სადაც თქვენ მსხვერპლი ხართ, გვერდზე დარჩა. და პირიქით, თუკი თქვენ უშვებთ თქვენში ინფორმაციას კატასტროფებისა და უბედურებების შესახებ, ოხრავთ და განიხილავთ ამას ნაცნობებთან, მაშინ სრულიად შესაძლებელია, რომ მალე გადახვალთ იმ ხაზზე, სადაც მსხვერპლი ხართ.

 გამოდის, რომ რაც უფრო ძლიერია თქვენი სურვილი - თავიდან აიცილოთ რაღაც, მით უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ ამას მიიღებთ. აქტიურად ებრძოლოთ იმას, რაც არ გინდათ - ეს ნიშნავს, რომ მთელი ძალით ეცადოთ, რომ ეს თქვენს ცხოვრებაში იყოს. ცხოვრების არასასურველ ხაზებზე გადასასვლელად ისიც კი არაა აუცილებელი, რომ აქტიური ქმედებები განახორციელოთ, ანუ იბრძოლოთ. ამისთვის სრულიად საკმარისია ემოციებით ნაკვები ნეგატიური აზრებიც. თქვენ არ გინდათ ცუდი ამინდი და ფიქრობთ, როგორ არ გიყვართ წვიმა. თავს გაბეზრებენ ხმაურიანი მეზობლები და გამუდმებით ეჩხუბებით მას, ან ჩუმად გძულთ. რაღაცის გეშინიათ და ეს ძალიან გაღელვებთ. მოგბეზრდათ თქვენი სამუშაო, და უკმაყოფილებას გამოხატავთ მის მიმართ.

 თქვენ გამუდმებით თან დაგყვებათ ის, რაც აქტიურად არ გინდათ, ანუ რისიც გეშინიათ, გძულთ ან გეზიზღებათ. მეორე მხრივ, არსებობს ბევრი ისეთი რამ, რაც არ გინდათ, მაგრამ მოცემულ მომენტში ეს არც ისე გაღელვებთ. ასეთ შემთხვევაში თქვენს ცხოვრებაში იგი არცაა. მაგრამ როგორც კი შემოუშვებთ საკუთარ თავში არასასურველს, განიმსჭვალებით მის მიმართ ზიზღით და გამოკვებავთ ამ გრძნობას, ეს არასასურველი აუცილებლად მატერიალიზდება თქვენს ცხოვრებაში.

 ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრებიდან არასაურველი მოიშოროთ, იმაში მდგომარეობს, რომ განთავისუფლდეთ იმ ქანქარას ზეგავლენისგან, რომელმაც თქვენი აზრობრივი ენერგია მიიტაცა. შემდეგ კი აღარ უნდა დაექვემდებაროთ ქანქარას პროვოკაციებს და არ უნდა ჩაერთოთ მის თამაშში. დესტრუქციული ქანქარას გავლენისგან გამოსვლა ორი საშუალებით შეიძლება: ჩაგდებით ან ჩაქრობით. დაწვრილებით განვიხილოთ, თუ როგორ კეთდება ეს.

 


 

ქანქარას ჩაგდება

 ქანქარასთან ბრძოლა უსარგებლოა. როგორც ზემოთ ითქვა, ებრძოლო ქანქარას, ნიშნავს მისცე მას შენი ენერგია. ქანქარასთან წარმატებული ბრძოლის პირველი და მთავარი პირობა მასთან ბრძოლაზე უარის თქმაა.

 პირველ რიგში, რაც უფრო აქტიურად იცავთ თავს თავის მომაბეზრებელი ქანქარებისგან, მით უფრო აქტიურად მოგაბეზრებენ თავს. შეგიძლიათ უსასრულოდ იმეოროთ: „ბოლოს და ბოლოს დამანებეთ თავი! შემეშვით!“ გეჩვენებათ, რომ თავს იცავთ მათგან, სინამდვილეში კი თქვენი ენერგიით კვებავთ ქანქარას, და ისინიც უფრო მეტად გეწეპებიან.

 მეორეც, თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ რაიმე გაკიცხოთ ან შეცვალოთ ამ სამყაროში. ყველაფერი ისე უნდა მიიღოთ, როგორც ექსპონატები მუზეუმში - მოგწონთ ისინი თუ არ მოგწონთ. მუზეუმში შეიძლება მრავალი ექსპონატი იყოს, რომლებიც არ მოგეწონებათ. მაგრამ აზრად არ მოგდით მოითხოვოთ, რომ ისინი იქიდან მოაშორონ. მას შემდეგ, რაც თქვენ აღიარეთ ქანქარას უფლება არსებობაზე, იმის უფლებაც გაქვთ, რომ წახვიდეთ მისგან და არ დაექვემდებაროთ მის ზეგავლენას. მაგრამ მთავარია - არ ებრძოლოთ მას, არ განიკითხოთ, არ გაბრაზდეთ, არ გამოხვიდეთ მწყობრიდან, რადგანაც ეს ყველაფერი მის თამაშში თქვენს მონაწილეობას ნიშნავს. პირიქით, მშვიდად უნდა მიიღოთ იგი, როგორც თავისთავადი, როგორც გარდუვალი ბოროტება, შემდეგ კი წახვიდეთ მისგან. როდესაც ავლენთ მიუღებლობას ნებისმიერი ფორმით, ენერგიას აძლევთ ქანქარას.

 მანამ, სანამ გავარკვევთ, რას ნიშნავს არჩევა, უნდა ვისწავლოთ უარის თქმა. ადამიანებმა, როგორც წესი, ბუნდოვნად იციან, რა უნდათ. მაგრამ ზუსტად იციან, რა არ უნდათ. ისწრაფვის რა განთავისუფლდნენ არასასურველი საგნებისგან და მოვლენებისგან, ბევრი ისე იქცევა, რომ პირიქით გამოდის. იმისთვის, რომ უარი ვთქვათ, აუცილებელია მივიღოთ. სიტყვა „მიღება“ აქ ნიშნავს არა საკუთარ თავში შეშვებას, არამედ იმას, რომ არსებობის უფლება მივცეთ და გულგრილად გვერდზე ჩავუაროთ. მიღება და გაშვება - ნიშნავს საკუთარი თავის მიღმა გაშვებას და დასამშვიდობებლად ხელის დაქნევას. პირიქით, მიღება და დატოვება - ნიშნავს საკუთარ თავში შეშვებას, შემდეგ კი მიჯაჭვას ან შეწინააღმდეგებას.

 თუკი თავს გაბეზრებენ აზრები იმაზე, თუ რა არ მოგწონთ, ეს ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში იქნება. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს ვაშლები არ უყვარს. მას უბრალოდ სძულს ისინი, გული ერევა მათ დანახვაზე. მას შეეძლო უბრალოდ ყურადღება არ მიექცია მათთვის, მაგრამ არ მოსწონს ის ფაქტი, რომ სამყაროში, რომელშიც იგი ცხოვრობს, არსებობს ისეთი საზიზღრობა, როგორიც ვაშლებია. ისინი მას ყოველ ჯერზე აღიზიანებენ, როცა კი თვალში ხვდებიან, და ის აქტიურად გამოხატავს თავის ზიზღს. ეს ხდება მატერიალურ დონეზე. თუმცაღა ენერგეტიკულ დონეზე ეს იმას ჰგავს, თითქოს ადამიანი ხარბად მივარდეს ვაშლებს, პირი ამოივსოს, ხმამაღლა ყვიროდეს, რომ ეზიზღება ისინი, ამ დროს კი ჯიბეებს ივსებდეს და კვლავ წუწუნებდეს, როგორ მობეზრდა ისინი. ამ ადამიანს აზრადაც არ მოსდის, რომ შეიძლება უბრალოდ გადააგდოს ვაშლები თავისი ცხოვრებიდან, თუკი ისინი არ უნდა.

 გიყვართ რაღაც თუ გძულთ, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ თუ თქვენი აზრები დაციკლულია თქვენი გრძნობების საგანზე, აზრების ენერგია გარკვეულ სიხშირეზე ფიქსირდება, ამიტომ ქანქარას მიერ აღმოჩნდებით შეპყრობილი და ცხოვრების შესაბამის ხაზებზე გადადიხართ, სადაც ფიქსაციის საგანი უხვადაა.

 თუკი არ გინდათ, რომ რაღაც გქონდეთ, უბრალოდ არ იფიქროთ მასზე, გულგრილად ჩაუარეთ გვერდით, და იგი თქვენი ცხოვრებიდან გაქრება. ცხოვრებიდან გადადგება ნიშნავს არა თავის არიდებას, არამედ იგნორირებას. თავის არიდება, ნიშნავს ცხოვრებაში შემოშვებას, მააგრამ ამავდროულად მისგან განთავისუფლების აქტიურ მცდელობას. იგნორირება ნიშნავს - არანაირად არ რეაგირებდე, და შესაბამისად არ გქონდეს.

 წარმოიდგინეთ, რომ რადიომიმღები ხართ. ყოველდღე იღვიძებთ და თქვენთვის საძულველი რადიო-სადგურს უსმენთ - სამყაროს, რომელიც თქვენს გარშემოა. ჰოდა, გადაეწყვეთ სხვა სიხშირეზე!

 შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ როდესაც რკინის ფარდას ჩამოუშვებთ თქვენსა და გარესამყაროს შორის, ამით თავს დაიცავთ არასასურველი ქანქარებისგან. ეს ილუზიაა. იმყოფებით რა რკინის ჯავშანში, თქვენ ეუბნებით საკუთარ თავს: „მე ყრუ კედელი ვარ. ვერაფერს ვხედავ, არაფერი მესმის, არაფერი ვიცი, არავის არაფერს არ ვეტყვი. ჩემთან წვდომა არავის აქვს“. იმისთვის, რომ ასეთი დამცავი ველი შეინარჩუნოთ, უზარმაზარი ენერგიის ხარჯვაა საჭირო. ასეთი ადამიანი გამუდმებულ დაძაბულობაშია. ყველაფერ სხვასთან ერთად დამცავი ველის ენერგია განწყობილია იმ ქანქარას სიხშირეზე, რომლის წინააღმდეგაც დაცვაა მიმართული. ქანქარას კი სწორედ ეს სჭირდება. მისთვის სულერთია, როგორ აძლევთ ენერგიას - სურვილით თუ მის გარეშე. მაშ, რა წარმოდგენს ქანქარასგან დაცვას? სიცარიელე. თუ მე ცარიელი ვარ, ვერაფერზე მომეჭიდებიან. მე არ ვერთვები ქანქარას თამაშში, მაგრამ არც მისგან თავის დაცვას ვცდილობ. უბრალოდ იგნორირებას ვუკეთებ მას. ქანქარას ენერგია ისე ჩამოვლის, რომ ვერ შემეხება, და სივრცეში გაიფანტება. ქანქარას თამაში არ მაღელვებს, არ მეხება. მასთან მიმართებაში ცარიელი ვარ.

 ქანქარას მთავარი ამოცანაა - მიიზიდოს რაც შეიძლება მეტი მიმდევარი და ენერგია აიღოს მათგან. თუკი იგნორირებას გაუკეთებთ ქანქარას, იგი თავს დაგანებებთ და სხვებზე გადაერთვება, რადგანაც ის მხოლოდ მათზე მოქმედებს, ვინც მის თამაშს ღებულობს, ანუ მის სიხშირეზე იწყებს გამოსხივებას.

 ყველაზე უხეში მაგალითი: ავი და მყეფარი ძაღლი აგეკიდათ. თუ შებრუნდებით, უფრო ხმამაღლა დაიწყებს ყეფას. თუ სერიოზულად მიიღეთ და „საქმეებს გაურჩევთ“, კიდევ დიდხანს გამოგეკიდებათ, მისი მიზანი ხომ სწორედ ისაა, რომ იპოვოს ვინმე, ვისთანაც სკანდალს მოაწყობს. მაგრამ თუ იგნორირება გაუკეთეთ, იგი სხვა ობიექტზე გადაერთვება. და თავშიც კი არ მოუვა, რომ ნაწყენი დარჩეს თქვენზე იმის გამო, რომ ყურადღება არ მიაქციეთ. იგი ძალზეა შეპყრობილი თავისი მიზნით - მიიღოს ენერგია, და სხვა რამეზე ვერ ფიქრობს. თუ ძაღლს აბეზარი ადამიანით ჩავანაცვლებთ, მოცემული მოდელი ზუსტად ასევე იმუშავებს.

 ერთ სკოლაში, დაწყებით კლასში, სწავლობდა ბიჭი, რომელსაც ძალიან უყვარდა ყველას გაღიზიანება. მას პასუხობდნენ, ზოგი სიტყვებით, ზოგი საქმით, ის კი ყველა შემთხვევაში სიამოვნებას იღებდა ამისგან. ყველას „შეუჭამა“ ტვინი და არ იცოდნენ როგორ მოეშორებინათ თავიდან. მაგრამ კლასში იყო გოგონა, რომელსაც იგი არ ეხებოდა. არა, ის არ განიცდიდა მის მიმართ სიმპათიას, მაგრამ არც თავს აბეზრებდა. მასწავლებელი ვერ ხვდებოდა, რატომ ხდებოდა ასე. როგორც აღმოჩნდა, გოგონაა არანაირ ყურადღებას არ აქცევდა აბეზარას. მისთვის იგი უბ რალოდ არ არსებობდა. სხვა ბავშები ყოველთვის ადეკვატურად რეაგირებდნენ მის გამოხტომებზე, პასუხობდნენ პროვოკაციებზე, სხვა სიტყვებით, ენერგიას ასხივენდნენ ქანქარას სიხშირეზე. ასე, უნებურად, ბავშვები ამ პროვოკატორის მიმდევრები გახდნენ, ის კი მათ ენერგიაში ბანაობდა. მიმდევრაბი ამ შემთხვევაში არ წარმოადგენენ პატივისმცემელებს. ქანქარასთვის სულერთია, უყვართ თუ არა იგი. მთავარია - ენერგიას აძლევენ.

 თუკი ვიღაც თავს გაბეზრებთ, გამოიყენეთ მასზე დესტრუქციული ქანქარას მოდელი. თუკი ვერ აქრობთ მას, მაშინ უბრალოდ არ უპასუხოთ პროვოკაციას - იგნორირება გაუკეთეთ. იგი თავს არ დაგანებებთ მანამ, სანამ ენერგიის მიცემას არ შეწყვეტთ. ენერგიას კი შეიძლება აძლევდეთ როგორც პირდაპირ, კონფლიქტში შესვლით, ასევე ირიბად, ჩუმი სიძულვილით. შეწყვიტო ენერგიის მიცემა - ნიშნავს, საერთოდ არ იფიქრო მასზე, თავიდან ამოიგდოთ. უბრალოდ უთხარით საკუთარ თავს: „ჯანდაბას მაგის თავი!“ და ისიც წავა თქვენი ცხოვრებიდან.

 მაგრამ ხშირად ხდება, რომ ქანქარას უბრალოდ იგნორირება ვერ ხერხდება. მაგალითად, ხელმძღვანელმა გამოგიძახათ. უბრალოდ უარის თქმა ან თავის დაცვა ენერგიის დაკარგვას ნიშნავს, რადგან ერთიც და მეორეც ქანქარასთან ბრძოლაა. ასეთ შემთხვევებში შეგიძლიათ თავი მოაჩვენოთ, რომ ქანქარას თამაშში ერთვებით. მთავარია, აცნობიერებდეთ, რომ მოჩვენებითად ერთვებით თამაშში.

 წარმოიდგინეთ, როგორ გამოექანა თქვენსკენ ვიღაც დიდი მუტრუკი და მთელი ძალით მოგიქნიათ ურო. თქვენ არაფერი გაქვთ საწინააღმდეგო, არც თავს იცავთ და არც თავს ესხმით. ამ მომენტში უბრალოდ გვერდზე გაიწევით, და ეს მუტრუკი უროსთან ერთად სიცარიელეში მიფრინავს. ეს ნიშნავს, რომ ქანქარას არ შეუძლია მოჭიდების წერტილი ჰქონდეს თქვენთან, და ჩავარდება.

 ეს პრინციპი უდევს საფუძვლად აიკიდოს ბრძოლას. იქ სიტყვა-სიტყვით შემდეგი ხდება. თავდამსხმელს ხელზე ჰკიდებენ ხელს, მასთან ერთად მოძრაობენ, თითქოს აცილებენო, შემდეგ კი მსუბუქად უშვებენ ხელს და უშვებენ, რომ იმ მხარეს გაფრინდეს, საითაც მისი ენერგია იყო მიმართული. მთელი საიდუმლო იმაშია, რომ თავის დამცველს არაფერი აქვს თავდამსხმელის საწინააღმდეგო. იგი ეთანხმება თავდამსხმელის ხაზს, მასთან ერთად მოძრაობს გარკვეული დროის განმავლობაში, შემდეგ კი ხელს უშვებს. თავდამსხმელის ენერგია სიცარიელეში ვარდება, რადგანაც თუ თავის დამცველი „ცარიელია“, მაშინ მას ვერაფერზე მოეჭიდები.

 ასეთი რბილი მაანევრის ტექნიკა იმაში მდგომარეობს, რომ ქანქარას პირველ შემოტევაზე თქვენ თანხმობით პასუხობთ, შემდეგ კი დიპლომატიურად იხევთ უკან, ან თავსმოხვევის გარეშე მიმართავთ მის მოძრაობას თქვენთვის საჭირო მიმართულებით. მაგალითად, აგზნებული უფროსი ცდილობს, რომ ბევრი საქმით დაგტვირთოთ და ენერგიულად ითხოვს, რომ იგი ზუსტად ისე იქნეს შესრულებული, როგორც თავად თვლის საჭიროდ. თქვენ იცით, რომ ამის გაკეთება სხვანაირად ჯობია, ან შესაძლოა ეს საერთოდ არაა თქვენი მოვალეობა. თუკი უარყოფას, კამათს და თავის დაცვას დაიწყებთ, იგი უხეში ფორმით მოითხოვს დამორჩილებას. მან ხომ გადაწყვეტილება მიიღო, თქვენ კიდევ - ეწინააღმდეგებით. გააკეთეთ პირიქით. მოუსმინეთ ყურადღებით, დაეთანხმეთ ყველაფერს, საშუალება მიეცით პირველ იმპულსს, რომ ამოიწუროს, შემდეგ კი მშვიდად დაიწყეთ მასთან სამუშაოს დეტალებზე მსჯელობა. მოცემულ მომენტში თქვენ მიიღეთ უფროსის ენერგია და მის სიხშირეზე ასხივებთ. რადგან წინააღმდეგობა არ ხვდება, მისი იმპულსი რაღაც დროის განმავლობაში ნელდება. არ ეუბნებით, რომ მასზე უკეთ იცით, როგორ შეასრულოთ ეს სამუშაო, უარს არ ამბობთ და არც ეკამათებით. უბრალოდ რჩევას იღებთ უფროსისგან იმის შესახებ, როგორ შეგიძლიათ გააკეთოთ სამუშაო უფრო სწრაფად და უკეთესად, ან იქნებ სხვა შემსრულებელს შეუძლია მისი უკეთ გაკეთება. თქვენ ქანქარასთან ერთად ირხევით, მაგრამ ამას ცნობიერად აკეთებთ, ისე, რომ თამაშში კი არ მონაწილეობთ, არამედ გარედან აკვირდებით მას. თქვენი უფროსი ბოლომდეა ჩართული თამაშში. ეს მისი თამაშია - ის იღებს გადაწყვეტილებას, მას კი ეთანხმებიან, ან რჩევებს ეკითხებიან. დაინახავთ, რომ ენერგია, რომელიც მანამდე თქვენსკენ იყო მომართული, სხვაგან წავა - სხვა გადაწყვეტის ან სხვა შემსრულებლის მხარეს. ამგვარად ქანქარა პირადად თქვენთვის ჩავარდნილი იქნება.

 აუცილებელია, რომ შეინარჩუნოთ სიფრთხილე ამ მეთოდის ცალკეულ ადამიანებთან გამოყენებისას, რათა ჩვეულებრივ პირფერობამდე არ დახვიდეთ.

 


 

ქანქარას ჩაქრობა

ხდება ხოლმე შემთხვევები, როცა აფეთქებული ქანქარას ჩაგდება შეუძლებელია. ანუ არც იგნორირება და არც მისგან წასვლა არ ხერხდება.

 მე მყავდა ერთი მეგობარი, მშვიდი, სულგრძელი და კეთილი, მაგრამ უზარმაზარი ფიზიკური ძალით დაჯილდოებული. ერთხელ ტრამვაით მივდივარ მასთან ერთად და იქ აგრესიულად განწყობილი „ძველი ბიჭების“ კომპანიაა - ნამდვილი დესტრუქციული ქანქარა. ისინი ბევრნი არიან, და თანაც ერთმანეთს კვებავენ ნეგატიური ენერგიით და სრული დაუსჯელობის შეგრძნება აქვთ. მაგრამ იმისთვის, რომ მეტი ენერგია დააგროვონ, ასეთი კომპანიებს, როგორც წესი, ჭირდებათ, რომ ვინმე დაჩაგრონ, რომ გარედან მიიღონ საკვები.

 ისინი ჩემს მეგობარს მიადგნენ, რადგანაც მისი სახის მშვიდობისმოყვარე და კეთილი გამომეტყველება არანაირი საფრთხის შეგრძნებას არ იწვევდა მათში. ყველანაირად ცდილობდნენ, რომ შეურაცხყოფებით და დაცინვებით გამოეწვიათ, მაგრამ იგი ჩუმად იჯდა და არ პასუხობდა პროვოკაციებს, ანუ ცდილობდა, რომ ჩაეგდო ქანქარა. მეც არ ვერეოდი, რადგან ვიცოდი, რომ არაფერი ემუქრებოდა, აი, თავად ეს კომპანია კი ძალიან რისკავდა. ბოლოს, ჩემმა მეგობარმა ვეღარ გაუძლო და ჩასასვლელისკენ გაემართა, მაგრამ მას ამ ქანქარის გზა ყველაზე ხარბმა და გათავხედებულმა წევრმა გადაუღობა. მაშინ, კუთხეში მომწყვდეულმა ჩემმა მეგობარმა საყელოში ჩაავლო ხელი და საშინელი დარტყმა მიაყენა.

 დაზარალებულის სახე მაშინვე ფაფად იქცა. დანარჩენი „გმირები“ გაოცებისგან და შიშისგან გაქვავდნენ. ჩემი მეგობარი შემობრუნდა და შემდეგს სტაცა ხელი, მაგრამ მან ხმის კანკალით ჩაილუღლუღა: „კარგი... ძმაო, კარგი... არააა...“ ქანქარას ენერგია მყისიერად ჩაქრა და მისი წევრები ტრამვაიდან გაიძურწნენ.

 რა თქმა უნდა, ეს მეთოდი კარგია მათთვის, ვისაც საკუთარი თავის დაცვა შეუძლია. და თუ არა, მაშინ? თუ უკან დასახევი გზა არაა, მაშინ ქანქარის ჩასაქრობად შეგიძლიათ რაიმე ექსტრაორდინალური მოიგონოთ - ის, რასაც თქვენგან არავინ ელის.

 ერთხელ ასეთი ამბავი მომიყვნენ. ქუჩის ბანდის „მამაცი“ მიმდევრების ხროვამ ერთი ბიჭი კუთხეში მიიმწყვდია და ცემას უპირებდა. მაშინ იგი მეთაურს მიუახლოვდა, გიჟური სახით მიაშტერდა და მიმართა: „რა გაგიტეხო, ცხვირი თუ ყბა?“ კითხვისს ასეთი სახით დასმა აშკარად არ ჯდებოდა სცენარში, და მეთაური წამით გაშეშდა. მაშინ ბიჭმა არაჯანმრთელი ენთუზიაზმით წამოიძახა: „მოდი, ყურს მოგაგლეჯ!“ და მთელი სიშმაგით ყურზე ეცა. ბანდის მეთაურმა განწირულად დაიყვირა. მთელი სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ბანდა იყო მიჩვეული, ჩაიშალა. მეთაურს უკვე აზრადაც არ ჰქონდა, რომ ვინმე ეცემა, მას მხოლოდ ერთი საზრუნავი დარჩა - თავისი ყური გაენთავისუფლებინა. ბიჭს თავი დაანებეს, როგორც გიჟს, სამაგიეროდ იგი ცემას გადაურჩა.

 აი ასე, თუ მოხვდით ისეთ სიტუაციაში, სადაც მოვლენების განვითარების სტანდარტული სცენარი თქვენთვის ცნობილია, გააკეთეთ რაღაც - მნიშვნელობა არ აქვს რა - რაც ამ სცენარში არ ჯდება. ქანქარა ჩაქრება. საქმე იმაშია, რომ სანამ სცენარით თამაშობთ, ქანქარას თამაშის წესებით თამაშობთ და თქვენს ენერგიას მის სიხშირეზე მიმართავთ. მაგრამ თუ თქვენი სიხშირე ძლიერ განსხვავდება, თქვენ დისონანსში მოდიხართ ქანქარასთან, და ამით მის რიტმს აგდებთ.

 ოღონდ ასე არ უნდა გარისკოთ ისეთ ქანქარასთან, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს. თუ გაძარცვის მიზნით დაგესხნენ თავს, ჯობია მაშინვე მისცეთ ფული. ზოგიერთი სპეციალურად ატარებს ასეთი შემთხვევებისთვის ათ დოლარიანების ბღუჯას. მაგალითად, თუ მძარცველი ნარკომანი ან გიჟია, მას ადვილად შეუძლია სიცოცხლეს გამოგასალმოთ მაშინაც კი, თუ თქვენ საბრძოლო ხელოვნების ოსტატი ხართ. ამიტომ არ უნდა დაუპირისპირდეთ მათ, ისევე როგორც ცოფიან ძაღლს. თქვენი სიკვდილი გაუმართლებელი და სულელური იქნება.

 ქანქარას ჩაქრობაში შეიძლება გამოგადგეთ იუმორის გრძნობა და წარმოსახვა. აქციეთ თქვენი გაღიზიანება თამაშად. მაგალითად, თავს გაბეზრებთ ადამიანების გროვა ქუჩაში ან ტრანსპორტში, სადღაც ეჩქარებათ და ხელს გიშლიან. წარმოიდგინეთ, რომ ანტარქტიდაზე ხართ ფრინველების „ბაზარზე“. ადამიაანები პინგვინები არიან, ისინი ძალიან სასაცილოდ ბორძიკობენ, წრიალებენ და აქეთ-იქეთ აწყდებიან. და თქვენ ვინ ხართ? ასევე პინგვინი. ასეთი ტრანსსფორმაციის შემდეგ ადამიანები უკვე სიმპათიას და ცნობისმოყვარეობას უფრო იწვევენ, ვიდრე გაღიზიანებას.

 რა თქმა უნდა, ეს შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ, როცა გაცეცხლება და ყველას თავიდან ჩამოშორება გინდათ. ასეთ მომენტებში ყველაზე რთულია გაიხსენო, რომ ეს მხოლოდ ქანქარა ცდილობს თქვენი ენერგიის მიტაცებას და რომ პროვოკაციას არ უნდა აყვეთ. ქანქარა ვამპირის მსგავსად, ერთგვარ ანესთეზიას იყენებს - თქვენს ჩვევას, ნეგატიური რეაგირება მოახდინოთ გამღიზიანებელზე. ახლაც კი, როცა ამ ტექსტს კითხულობთ, შესაძლოა რამდენიმე წუთში გაღიზიანებულმა უპასუხოთ არასასურველ სატელეფონო ზარს. მაგრამ თუ მიზნად დაისახვთ, რომ ჩვევად აქციოთ გახსენება, თანდათანობით იმუნიტეტი გამოგიმუშავდებათ ქანქარების პროვოკაციაზე.

 მიაქციეთ ყურადღება, როცა რაიმე სავალალო მდგომარეობას შეეჯახეთ და გაღიზიანებით, უკმაყოფილებით, ნეგატიური ემოციებით მოახდინეთ რეაგირება, ამას მაშინვე მოსდევს ნეგატიური სიტუაციის გაგრძელება და განვითარება იმავე სტილში, ან საერთოდ ახალი უსიამოვნებები ჩნდება. ასე ირხევა ქანქარა. ეს თქვენ არხევთ მას. გააკეთეთ პირიქით“ ან არანაირი რეაგირება არ მოახდინოთ, ან უპასუხეთ სრულიად საპირისპირო რეაქციით. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ უსიამოვნებას გათამაშებული ენთუზიაზმით შეხვდეთ, ან საერთოდ, იდიოტური აღტაცებით. ეს ქანქარას ჩახშობაა. თქვენ დარწმუნდებით, რომ ამას გაგრძელება არ მოჰყვება.

 როგორც გახსოვთ, სავალალო ვითარებებზე ნეგატიურად რეაგირების ჩვევა წარმოადგენს სასტარტო ბერკეტს ქანქარას მიერ თქვენი აზრობრივი ენერგიის მიტაცების მექანიზმისთვის. ეს ჩვევა გაფერმკრთალდება, თუკი ითამაშებთ ერთგვარ თამაშს, რომელშიც განზრახ გააკეთებთ შემდეგ ჩანაცვლებას: შიში - თავდაჯერებულობა, სასოწარკვეთილება - ენთუზიაზმი, მღელვარება - გულგრილობა. გაღიზიანება - სიხარული. სცადეთ, არაადეკვატური რეაგირება მოახდინოთ თუნდაც მცირე უსიამოვნებებზე. რას კარგავთ? დაე, ეს სულელურად გამოიყურებოდეს, სამაგიეროდ თამაშის ასეთი სტილი ქანქარას არანაირ შანსს არ დაუტოვებს. ეს მეთოდი იმიტომაც ჩანს სულელური, რომ ქანქარებმა მხოლოდ მათთვის სასარგებლო თამაშების თამაში გვასწავლეს. ამჯერად სცადეთ, რომ თქვენ მოახვიოთ მას თქვენი თამაში, ეს სიამოვნებას მოგანიჭებთ და გაოცებული აღმოაჩენთ, რამდენად მძლავრი ტექქნიკაა ეს. პრინციპი აქ ერთია: როდესაც რეზონანსულისგან განსხვავებულ სიხშირეზე ასხივებთ, ქანქარასთან დისონანსში შედიხართ, ის კი თქვენთან მიმართებაში ქვრება და თავს განებებთ.

 არსებობს რბილი ჩაქრობის კიდევ ერთი საინტერესო მეთოდი. თუ ვინმე თავს გაბეზრებთ, ანუ პრობლემას გიქმნით, სცადეთ განსაზღვროთ, რა არ ყოფნის ამ ადამიანს, რა სჭირდება მას. ეს შეიძლება იყოს: ჯანმრთელობა, თავდაჯერებულობა, სულიერი კომფორტი. თუ დავფიქრდებით, ეს სამი ძირითადი საგანია, რომლებიც გვჭირდება, რომ ტავი კმაყოფილად ვიგრძნოთ. დაფიქრდით, რა სჭირდება სინამდვილეში მას მოცემულ მომენტში?

 დავუშვათ, უფროსმა დაგიყვირათ. იქნებ დაიღალა, ან ოჯახში აქვს უსიამოვნებები? მაშინ მას სულიერი კომფორტი სჭირდება. წარმოიდგინეთ იგი, თითქოს მყუდრო სავარძელში ტელევიზორის, ან ბუხრის წინ ისვენებს, ან ანკესით ხელში ზის მდინარესთან, ან აბანოში ჩამომჯდარა ლუდის კათხით ხელში. იცით, რა უყვარს? იქნებ ზემდგომი ხელმძღვანელისგან აქვს ზეწოლა, და მას პასუხისმგებლობის ეშინია? მაშინ თავდაჯერებულობა სჭირდება. წარმოიდგინეთ, როგორ თავდაჯერებულად სრიალებს თხილამურებით, ან სპორტულ მანქანაზე, ან საღამოზე, სადაც იგი ყურადღების ცენტრშია. იქნებ რამე სტკივა? წარმოიდგინეთ მხიარული და ჯანსაღი, როგორც ცურავს ზღვაში, სეირნობს ველოსიპედით ან როგორ თამაშობს ფეხბურთს. რა თქმა უნდა, ჯობია ის წარმოიდგინოთ, რითაც თვითონაა გატაცებული. მაგრამ გამოცნობა არაა აუცილებელი, ამაზე არ იღელვოთ. სრულიად საკმარისია ამ ადამიანის წარმოდგენა იმ სიტუაციაში, როცა იგი კმაყოფილია.

 რა ხდება ამ დროს? აი, ის გამოჩნდა ჰორიზონტზე თქვენთვის მოტანილი პრობლემით. (ეს კი შეიძლება მძარცველიც იყოს.) განერიდეთ პრობლემას, რომელიც მას თქვენთვის მოაქვს. შედეგად თავიდანვე აარიდებთ თავს სიხშირის მიტაცების მარყუჟში თავის ჩაყოფას. წარმოიდგინეთ, თითქოს ამ ადამიანმა მიიღო ის, რაც ჭირდებოდა. (რა ჭირდება მძარცველს? ჭამოს, დალიოს, გაიჩხიროს?) გაუკეთეთ ვიზუალიზაცია იმ სურათს, როცა ეს ადამიაანი დაკმაყოფილებულია. თუ ეს გამოგივიდათ, ჩათვალეთ, რომ პრობლემა მოგვარდა. ქანქარამ ხომ უბრალოდ ისე არ დაიწყო რხევა. რაღაცამ გამოიყვანა წონასწორობიდან. იგი ცნობიერად ან გაუცნობიერებლაად ეძებს იმას, რაც წონასწორობას დაუბრუნებს. და აი, გარკვეულ სიხშირეზე მყოფი თქვენი აზრების ენერგია აძლევს ამას, თუმცა კი ირიბად. იგი მაშინვე შეცვლის აგრესიას კეთილგანწყობით. რაო, ძნელია ამის დაჯერება? შეამოწმეთ!

 მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნიკა შამანობას გვაგონებს, მას საფუძვლად ქანქარას ჩაქრობის პრინციპი უდევს. ადამიანი-ქანქარა პრობლემთ მოდის თქვენთან, თქვენ კი აკმაყოფილებთ მას, მაგრამ არა პირდაპირი სახით, არამედ ენერგეტიკულ დონეზე. თქვენ მიეცით მას საკუთარი ენერგია, მაგრამ მხოლოდ მცირე ნაწილი იმისა, რაც შეგეძლოთ დაგეკარგათ. ამასთან კეთილი საქმეც გააკეთეთ - დროებით მაინც დაეხმარეთ მას, ვისაც ეს სჭირდებოდა. რაც ყველაზე საინტერესოა, შედეგად იგი განწყობას შეიცვლის თქვენს მიმართ - მეგობრული განწყობით. ვერც კი მიხვდება, რატომ გრძნობს თქვენს გვერდით თავს კომფორტულად. დაე, ეს თქვენი პატარა საიდუმლო იყოს.

 ასეთი ტექნიკის გამოყენება წარმატებით შეიძლება იმ შემთხვევებშიც, როცა თავად გჭირდებათ რაიმეს მირება ადამიანისგან, ის კი თავისი პრობლემებითაა დახუნძლული და სულაც არ აპირებს თქვენს დახმარებას. გჭირდებათ ადამიანის ხელმოწერა? ჯერ „გამოკვებეთ“ იგი პოზიტიური ვიზუალიზაციით, და იგი ყველაფერს გააკეთებს თქვენთვის.

 და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, სად მიდის იმ ქანქარას ენერგია, რომელიც ჩააქრეთ? ის თქვენსკენ გადმოდის. თქვენ უფრო მეტად ძლიერდებით. თუ პრობლემას გაუმკლავდით, ამით უფრო გაძლიერდით. შემდეგ ჯერზე ეს უკვე თქვენთვის აღარ იქნება პრობლემა. ასე არაა? ხოლო თუ ებრძვით პრობლემას, ამით ენერგიას აძლევთ იმ ქანქარას, რომელმაც პრობლემა წარმოშვა.

 ქანქარას ჩაგდებისა და ჩაქრობის მეთოდები ცნობილია ფსიქოლოგებისთვის და ფსიქოთერაპევტებისთვის, როგორც პროფესიონალური უნარები. ამ თვალსაზრისით ეს მეთოდები არ წარმოადგენენ რაიმე პრინციპულად ახალს. სამაგიეროდ ადამიანისთვის, რომელიც არ იცნობს პრაქტიკულ ფსიქოლოგიის მეთოდებს, ეს მეთოდები ფასეულია, რადგანაც იძლევიან იმის გაგებას, თუ რატომ და როგორ მუშაობს ფსიქოლოგიური თავდაცვა.

 


 

რთული პრობლემების მარტივი გადაწყვეტა

 ქანქარას ჩაგდების ან ჩაქრობის კიდევ ერთი ფასეულობა, ამის მეშვეობით ყველა შესაძლო პრობლემის გადაჭრის უნარია. ეს შეიძლება იყოს რთული ცხოვრებისეული სიტუაცია, კონფლიქტი, არასასიკეთო ვითარება, სირთულე, ან უბრალოდ რაიმე გადასაჭრელი ამოცანა. ნებისმიერი რთული პრობლემისთვის არსებობს მარტივი გადაწყვეტა. გასაღები ამ გადაწყვეტამდე ყოველთვის ზედაპირზე დევს, საქმე მხოლოდ იმაშია, როგორ დავინახოთ იგი. მის დანახვაში კი სწორედ ის ქანქარები გვიშლიან ხელს, რომლებმაც ეს პრობლემა წარმოშვეს.

 დესტრუქციულ ქანქარას მიზნად აქვს, რომ თქვენგან ენერგია მიიღოს. ამისთვის მას სჭირდება, რომ დააფიქსიროს თქვენი აზრების გამოსხივების სიხშირე პრობლემაზე. ამის გაკეთება ყველაზე ადვილია, თუ იგი დაგარწმუნებთ პრობლემის სირთულეში. თუ თამაშის ასეთი წესები მიიღეთ, უკვე ადვილია, რომ ხელი ჩაგკიდოთ და ჩახლართულ ლაბირინთში შეგიყვანოთ. მხოლოდ შემდეგ მოდის გაგება, რომ „კარი ძალიან მარტივად იღება“.

 თუ ადამიანს შეაშინებთ, ააღელვებთ და მის კომპლექსებზე ითამაშებთ, მაშინ იგი იოლად დათანხმდება იმას, რომ პრობლემა რთულია, და კაუჭზე წამოეგება. მაგრამ შეშინებაც არაა საჭირო. მრავალი პრობლემაზე ისედაც გავრცელებულია შეხედულება, რომ მათ არ გააჩნიათ მარტივი გადაწყვეტა. ნებისმიერი ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში გამუდმებით აწყდება სხვადასხვა სირთულეებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს რაღაც ახალია, უცნობია. საბოლოო ჯამში, ყველას გამოუმუშავდა ღრმად ფესვებგამდგარი ჩვევა - შეხვდეს პრობლემას საფრთხის, ზოგჯერ კი მოწიწებული შიშის შეგრძნებით. ამასთან, პრობლემის გადაჭრის თავის უნარს ადამიანი ყოველთვის ეჭვების სასწორით წონის. აი ასე გამოუმუშავდება ყოველ ადამიანს ძალიან კარგი კაუჭი ქანქარებისთვის.

 ქანქარას შეუძლია იმოქმედოს როგორც თავისი მიმდევრების მეშვეობით, ანუ იმ ადამიანების, რომლებიც რაღაცით არიან დაკავშირებულნი ამ პრობლემასთან, ასევე არაცოცხალი საგნების მეშვეობითაც. იგი აფიქსირებს აზრობრივი ენერგიის გამოსხივებას გარკვეულ სიხშირეზე და წოვს ენერგიას, სანამ ადამიანი პრობლემასთან იტანჯება. თითქოს სიხშირის ფიქსირება საგანზე კონცენტრაციაში გვეხმარება. და როგორ შეუძლია ამას ხელი შეუშალოს პრობლემის გადაჭრას?

 საქმე იმაშია, რომ ქანქარა ადამიანის აზრებს ინფორმაციული ველის ძალიან ვიწრო სექტორში აფიქსირებს. გადაწყვეტა კი შეიძლება ამ სექტორის მიღმა იყოს. შედეგად გამოდის, რომ ადამიანი ფიქრობს და მოქმედებს ვიწრო კორიდორის საზღვრებში და არ აქვს შესაძლებლობა, რომ პრობლემას უფრო ფართოდ შეხედოს. არასტანდარტული და გენიალური გადაწყვეტები სწორედ მაშინ მოდიან, როცა ადამიანი ქანქარასგან თავისუფლდება და სხვა მიმართულებით აზროვნების თავისუფლებას ღებულობს. გენიოსების მთელი საიდუმლო იმაშია, რომ ისინი თავისუფლები არიან ქანქარების ზემოქმედებისგან. იმ დროს, როცა ჩვეულებრივი ადამიანების აზრთა სიხშირეები ქანქარების მიერაა შეპყრობილი, გენიოსების აზრთა სიხშირეებს შეუძლიათ თავისუფლად გადაეწყონ და ინფორმაციული ველის უცნობ სფეროებშ გადაინაცვლონ.

 რა უნდა ქნათ იმისთვის, რომ მიტაცების მარყუჟში არ ამოვყოთ თავი? თავით არ უნდა გადაეშვათ პრობლემაში, არ უნდა მისცეთ საშუალება ქანქარას, რომ ტავის თამაშში ჩაგრთოთ. გააქირავეთ საკუთარი თავი. იმოქმედეთ ისე, როგორც ჩვეულებრივ იქცევით ხოლმე ასეთ შემთხვევებში, მაგრამ არა როგორც თამაშის მონაწილემ, არამედ როგორც გარე დამკვირვებელმა. დააკვირდით სიტუაციას გვერდიდან. გახსოვდეთ, რომ ქანქარებს თქვენთვის ხელის ჩაკიდება და ლაბირინთში შეყვანა სურს. არ მისცეთ საშუალება პრობლემას, რომ შეგაშინოთ, შეგიპყროთ, აგაღელვოთ, დაგადარდიანოთ. დასაწყისისთვის გახსოვდეთ, რომ ყოველთვის არსებობს ძალიან მარტივი გამოსავალი, თქვენ კი რთულს გახვევენ თავს.

 თუკი პრობლემას ან დაბრკოლეებას შეეჩეხეთ, გამოიჭირეთ საკუთარი თავი ამ პრობლემასთან დამოკიდებულებაზე. პრობლემამ შესაძლოა დაბნეულობა, შიში, სასოწარკვეთილება და ა.შ. გამოიწვიოს. აუცილებელია ჩავანაცვლოთ ჩვეული დამოკიდებულება პრობლემასთან საპირისპირო დამოკიდებულებით, და იგი ან თავად გაქრება, ან სწრაფად და მარტივად გადაწყდება. მიუხედავად გავრცელებული სტერეოტიპებისა და ჩვევებისა, შეხვდით ნებისმიერ პრობლემას არა როგორც დაბრკოლებას, რომელიც უნდა გადალახოთ, არამედ როგორც გზის მონაკვეთს, რომელიც უნდა გაიაროთ. არ დატოვოთ საკუთარ თავში ადგილი პრობლემისთვის. იყავით მასთან მიმართებაში ცარიელი.

 თუ გჭირდებათ რაიმე ისეთი ამოცანის გადაჭრა, სადაც ფიქრია საჭირო, მაშინვე ლოგიკურ მსჯელობაში ნუ გადავარდებით. თქვენი ქვეცნობიერი პირდაპირაა დაკავშირებული ინფორმაციულ ველთან. იქ უკვე დევს ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტა. ამიტომ თავიდან მოდუნდით, განაგდეთ მცირე შიში და მღელვარებაც კი ამ საკითხზე. თქვენ ხომ იცით, რომ პრობლემის გადაწყვეტა არსებობს. გაუშვით საკუთარი თავი, გააჩერეთ აზრთა დინება, ჭვრიტეთ სიცარიელე. ფრიად სავარაუდოა, რომ გადაწყვეტა მაშინვე მოვა, ტანაც ძალიან მარტივი. თუ არ გამოგივიდათ, არ იდარდოთ და ჩართეთ აზროვნების აპარატი. სხვა დროს გამოგივათ. მსგავსი პრაქტიკა კარგად ანვითარებს ინტუიტიურ ცოდნასთან წვდომის უნარს. მხოლოდ ისაა საჭირო, რომ ჩვევად აციოთ ეს.

 ეს მეთოდი ნამდვილად მუშაობს, თუკი მოახერხებთ ქანქარასგან განთავისუფლებას და „საკუთარი თავის მიქირავებას“. თუმცაღა ამის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება. შემდგომში, ამ წიგნიდან გააიგებთ ახალ საიდუმლოებებს, თუ როგორ კეთდება ეს. ეს ხომ მხოლოდ დასაწყისია. და არ გეჩვენებათ, რომ მე ტვითონ ჩაგკიდეთ ხელი და ლაბირინთში მიმყავხართ? მართალია, დარჩით თავისუფალი მათგანაც კი, ვინც თქვენი თავისუფლების შესახებ გიყვებათ.

 


 

გამოკიდებული მდგომარეობა

დესტრუქციული ქანქარებისგან განთავისუფლების შემდეგ თქვენ თავისუფლებას მოიპოვებთ. მაგრამ თავისუფლება მიზნის გარეშე - ესაა გამოკიდებული მდგომარეობა. თუკი გარშემომყოფები ქანქარების ჩაგდებითა და ჩაქრობით გაერთეთ, რისკავთ რომ ვაკუუმში აღმოჩნდეთ. მანამდე არსებული კონფლიქტები სადღაც მიდიან, საზრუნაავები უკან იხევენ, გაუგებრობები უფრო და უფრო იშვიათად ხდება, შფოთვა და მღელვარება წყნარად უჩინარდება. ეს ყვ ელაფერი შეუმჩნევლად ხდება, თითქოს ქარბუქი ნელ-ნელა მშვიდდებაო.

 თუმცაღა მალე აღმოაჩენთ, რომ ამას მედლის მეორე მხარეც აქვს. თუკი მანამდე მოვლენების ცენტრში იყავით, ახლა ისინი გვერდზე ჩაგივლიან. გარშემომყოფებისთვის უკვე აღარ იქნებით უწინდებურად მნიშვნელოვანი, ისინი უფრო და უფრო ნაკლებად მოგაქცევენ ყურადღებას. საზრუნავები შემცირდა, მაგრამ ახალი სურვილებიც არ მოდიან. გარესამყაროს ზეწოლა სუსტდება, მაგრამ განსაკუთრებული დივიდენდები ამას არ მოაქვს. პრობლემების რაოდენობა გიმიცირდებათ, მაგრამ ამასთან მიღწევებიც მცირდება.

 რა ხდება ამ დროს? საქმე იმაშია, რომ ადამიანის არსებობის მთელი გარემო ქანქარებზეა აწყობილი, ამიტომ თუკი იგი ბოლომდე იზოლირდება მათგან, თავად უდაბნოში აღმოჩნდება. გამოკიდებული მდგომარეობა დიდად არ ჯობია ქანქარაზე დამოკიდებულებას. მაგალითად, ბავშვები, რომლებსაც ყველაფერი უხვად აქვთ, მოიწყენენ ხოლმე იმიტომ, რომ „სასურველი აღარაფერი რჩებათ“. ისინი თავადაც იტანჯებიან და სხვებსაც აწუხებენ თავიანთი კაპრიზებით. ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ ყოველთვის სჭირდება - ისწრაფვოდეს რაღაცისკენ.

 თავისუფლება საჭიროა მხოლოდ თქვენთვის უცხო ქანქარებისგან. არსებობენ ქანქარები, რომლებიც სწორედ თქვენთვის იქნებიან სასარგებლო. ეს თქვენი ქანქარებია. სხვა სიტყვებით, აუცილებელია განთავისუფლდეთ მხოლოდ თავსმოხვეული მიზნებისგან, რომლებისთვის ბრძოლაშიც უფრო და უფრო შორს მიდიხართ თქვენი ბედნიერი ცხოვრების ხაზისგან. ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ დარჩეთ თავისუფალნი და აირჩიოთ ცხოვრბეის ის ხაზები, რომლებშიც ნამდვილი წარმატება და ბედნიერება გელით - პირადად თქვენთვის. სირთულე იმაში მდგომარეობს, როგორ იპოვოთ მრავალ ქანქარას შორის საკუთარი. მაგრამ ეს პრობლემაც გადაჭრადია, და ამაზე შემდეგ თავებში ვისაუბრებთ.

 


 

რეზიუმე

ანქარა იქმნება იმ ადამიანთა ენერგიებისგან, რომლებიც ერთი მიმართულებით აზროვნებენ.

 ქანქარა წარმოადგენს ენერგო-ინფორმაციულ სტრუქტურას.

 ქანქარას მიზანია - დაამყაროს თავისი ძალაუფლება და წაგართვათ ენერგია.

 ქანქარა თავისი მიმდევრის აზრობრივ ენერგიას თავის სიხშირეზე აფიქსირებს.

 ქანქარებს შორის მიმდევრებისთვის სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს.

 დესტრუქციული ქანქარა თავის მიმდევრებს მათთვის უცხო მიზნებს ახვევს თავს.

 ქანქარა ადამიანთა გრძნობებზე თამაშობს და თავის ქსელში აბამს მათ.

 თუკი რაღაც აქტიურად არ გინდათ, ეს რაღაც თქვენს ცხოვრებაში იქნება.

 განთავისუფლდე ქანქარასგან - ნიშნავს განაგდო იგი საკუთარი ცხოვრებიდან.

 განაგდო ცხოვრებისგან - ნიშნავს არა თავის არიდებას, არამედ იგნორირებას.

 ქანქარას ჩასაქრობად საჭიროა ჩაშალოთ მისი სცენარი.

 პოზიტიური ვიზუალიზაცია რბილად აქრობს ადამიან-ქანქარას.

 ჩაქრობილი ქანქარას ენერგია თქვენთან გადმოდის.

 პრობლემების გადაწყვეტა მათი წარმომშობი ქანქარების ჩაგდებით ან ჩაქრობით ხდება.

 პრობლემების გადასაჭრელად - გააქირავეთ საკუთარი თავი.

 იმისთვის, რომ თავი აარიდოთ გამოკიდებულ მდგომარეობას, საკუთარი ქანქარები უნდა იპოვნოთ.

 აუცილებელია, რომ გამოიმუშავოთ ჩვევა - გახსოვდეთ ეს ყველაფერი.

 

 შემდეგი თავი

მსგავსი სტატიები

თავი VII. განზრახვა


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

თავი VIII. სლაიდები


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

თავი II. ქანქარები


თავი II. ქანქარები   (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალო...

თავი X. მიზნები და კარიბჭეები


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

თავი XIV. წინ, წარსულში


ფანტასტიკა და მაგია ხანდახან თავისი მისტიური იდუმალებით გვნუსხავს. ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff