თავი XI. ენერგია და ჯანმრთელობა

Admin
რეალობის ტრანსერფინგი
0
0

(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მამუკა გურული (ტექსტის სანახავ...

surfer1

(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი)

მთარგმნელი: მამუკა გურული

(ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ თავზე)


 energyyyy

ენერგეტიკა

ეფექტური ტრანსერფერობისთვის საჭიროა კარგი ჯანმრთელობა და საკმაოდ მძლავრი ენერგეტიკა. დავუშვათ, თვლით, რომ ისედაც კარგი ჯანმრთელობა გაქვთ. მაგრამ ალბათ თქვენ უბრალოდ არ იცით, რას ნიშნავს კარგი ჯანმრთელობა. თუ დილით ადგომა, სამსახურში ან სასწავლებლად წასვლა გეზარებათ, თუ სადილის შემდეგ მოღვენთილი ხართ და გეძინებათ, თუ საღამოს სხვა არაფერი გინდათ, ტელევიზორთან მოკალათების გარდა, ეს ნიშნავს, რომ არანაირი ჯანმრთელობა არ გაქვთ. ასეთ შემთხვევაში ენერგია მხოლოდ იმაზე გყოფნით, რომ თანაბარ-ზომიერი არსებობა შეინარჩუნოთ.

როდესაც ჭარბი პოტენციალების ტვირთს მოიხსნით და ქანქარებისგან განთავისუფლდებით, ამით საკმაოდ ბევრ ჭარბ ენერგიას მიიღებთ, რომელსაც ადრე ფუჭად ფლანგავდით. მაგრამ ახლა შეგიძლიათ ბუნების მიერ ჩადებული დამატებითი რეზერვებიც გამოათავისუფლოთ. შემდეგ ამ თავში მოყვანილი იქნება რეკომენდაციები, როგორ შეგიძლიათ შესამჩნევად გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა და აიმაღლოთ ენერგეტიკა.

ენერგეტიკაში ვიგულისხმებთ ენერგიის ათვისებისა და გამოყენების უნარს. პირობითად ადამიანში შეგვიძლია გამოვყოთ ენერგიის ორი ფორმა: ფიზიოლოგიური და თავისუფალი. ფიზიოლოგიური ენერგია მიიღება საკვების მონელების შედეგად. თავისუფალი ენერგია - ესაა კოსმოსის ენერგია, რომელიც ადამიანის სხეულში გადის. ერთად ეს ორი ენერგია ადამიანის ენერგეტიკულ გარსს ქმნის. ადამიანის ენერგია იხარჯება ფიზიკური ფუნქციების შესრულებაზე, და ასევე ხდება მისი გარე სივრცეში გამოსხივება.

კოსმოსის ენერგია გარესამყაროში უსაზღვრო რაოდენობითაა. თუმცაღა ადამიანს ამ ენერგიის მხოლოდ მიზერული ნაწილის ათვისება შეუძლია. თავისუფალი ენერგია სხეულში ორი მიმართულებით გადის. პირველი ნაკადი, რომელიც ქვემოდან ზემოთ მიემართება, განლაგებულია ხერხემლიდან ერთი დუიმით წინ მამაკაცებში და ორი დუიმით წინ ქალებში. მეორე ნაკადი ზემოდან ქვემოთ მიემართება და თითქმის ხერხემლის გასწვრივ გაივლის. თავისუფალი ენერგიის სიდიდე ცენტრალური ენერგეტიკული არხების სიფართოვეზეა დამოკიდებული. რაც უფრო ფართეა ეს არხები, მით უფრო მაღალია ენერგეტიკა.

ცენტრალური ენერგეტიკული ნაკადები ადამიანებმა ძალიან ადრე აღმოაჩინეს. ჩვენ დეტალურად არ ჩავუღრმავდებით ადამიანის ენერგო-სტრუქტურას. თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ შესაბამისი ლიტერატურა წაიკითხოთ. ენერგია ადამიანის სხეულში საკამოდ რთული სახით ცირკულირებს, მაგრამ ეს არ უნდა გაღელვებდეთ. ჩვენი მიზნებისთვის ჯერ-ჯერობით საკმარისია შევჩერდეთ ორ ცენტრალურ ნაკადზე.

თუ ენერგის ნორმალური დინება ირღვევა, ანუ თუ სადღაც საცობები და ხვრელები ჩნდება, მაშინ წარმოიშობა შესაბამისი დაავადებებიც. და პირიქით, თუ შინაგანი ორგანო ავადდდება, ენერგეტიკული სურათიც მახინჯდება. ძნელია ზუსტი ზღვარის გავლება, თუ სად ირღვევა ენერგიის ცირკულაცია ფიზიოლოგიური მიზეზებით, მაგალითად ორგანიზმის დაბინძურებით, და პირიქით, სად იწვევს ფიზიოლოგიურ დარღვევებს ენერგიის დინების ცვლილებები. იგლოთერაპიას, წერტილოვან მასაჟს და სხვა მსგავს მეთოდებს შეუძლიათ აღადგინონ ენერგიის ნორმალური ცირკულაცია, და ამ დროს ენერგიის ცირკულაციის დარღვევებით გამოწვეული დაავადებები გაქრებიან. მაგრამ ეს მხოლოდ დროებით ეფექტს მოგცემთ. ყველაფერი რომ ნორმაში იყოს, აუცილებელია იზრუნოთ როგორც ფიზიკურ, ასევე ენერგეტიკულ სხეულზე.

ადამიანის ენერგეტიკა მჭიდროდაა დაკავშირებული სხეულის კუნთების მდგომარეობასთან. დაჭიმული კუნთები ხელს უშლიან ენერგიის ნორმალურ დინებას და ხარვეზები შემოაქვთ ადამიანის ენერგეტიკულ აურაში. შინაგანად დაძაბული ინდივიდი შეიძლება თავისუფალ და ლაღ კომპანიაში აღმოჩნდეს და ისე, რომ სიტყვაც არ თქვას, მაინც შეცვალოს საერთო განწყობა: დაძაბულობა თითქოს ჰაერშია გამოკიდებული. ასე აღიქვამენ გარშემომყოფები ნეგატიურ ენერგიას, ისე რომ ანგარიშს ვერ უწევენ საკუთარ თავს. დაძაბულობა ქმნის არაერთგვაროვნებას ენერგეტიკულ ველში და აღძრავს წონასწორულ ძალებს. წონასწორობის აღდგენა ხდება ან დაძაბულობის მთელ გარემოცვაში შექმნით, ანუ ენერგიის მთავარ მოქმედი პირზე გადანაწილებით, ან გაჩენილი პოტენციალის საპირისპირო ნიშნის ენერგიით ჩაქრობით. მაგალითად, კომპანია ხუმრობას იწყებს ზედმეტად დაძაბულ ადამიანზე.

განწყობა და სასიცოცხლო ტონუსი პირდაპირაა დაკავშირებული ენერგეტიკასთან. დათრგუნული მდგომარეობა, სტრესი, გამოფიტულობა, დაღლილობა და აპათია ენერგიის უკმარისობაზე მოწმობენ. ფიზიოლოგიური ენერგია საკმარისი არაა მაღალი სასიცოცხლო ტონუსის შენარჩუნებისთვის. ადამიანი შეიძლება ფიზიკურად დაღლილი იყოს, მაგრამ კმაყოფილი და ფხიზელი. და პირიქით, მაძღარი და არდაღლილი ადამიანი შეიძლება თავს დათრგუნულად და მოდუნებულად გრძნობდეს.

მთავარ როლს ადამიანის აქტიურ სასიცოცხლო პოზიციაში სწორედ თავისუფალი ენერგია თამაშობს. თუ არაფერი არ გინდება, ეს ნიშნავს, რომ თავისუფალი ენერგია საკმარისი არაა. თავისუფალი ენერგიის დეფიციტის დროს შეგიძლიათ თავს აიძულოთ რუტინული ფუნქციების შესრულება, მაგრამ შემოქმედება და აქტიური მოქმედებების შესრულება ამ დროს ძნელი იქნება. ადამიანის ნებისმიერი აქტიური მოქმედების უკან განზრახვა დგას. თუ თავისუფალი ენერგია არაა, მაშინ განზრახვაც არაა.

ფიზიოლოგიური ენერგია თავად მოქმედების შესრულებას ხმარდება. ჩვენ ძირითადად თავისუფალი ენერგია გვაინტერესებს, რომელიც განზრახვის ფორმირებისთვისაა საჭირო. სწორედ ესაა განზრახვის ენერგია. სწორედ ამ ენერგიის წყალობით გვიჩნდება ფლობის (ქონის) და მოქმედების გადაწყვეტილება.


 

relax

სტრესი და რელაქსაცია

დათრგუნული და დაძაბული მდგომარეობა ცენტრალური ნაკადების ბლოკირებას იწვევს. ცენტრალური არხები ვიწროვდება, და თავისუფალი ენერგიის ცირკულაცია ნელდება, ან საერთოდ წყდება. ასეთ შემთხვევაში განზრახვა თავისი ენერგიის წყაროს კარგავს. სტრესულ მდგომარეობაში ადამიანს არ შეუძლია ეფექტურად მოქმედება, რადგან განზრახვა დაბლოკილია. სტრესს შეუძლია ენერგეტიკულ არხებზე საწინააღმდეგო სახითაც იმოქმედოს. არხები შეიძლება უეცრად გაფართოვდეს, და მაშინ ადამიანი საოცარ ქმედებებს სჩადის, რომლებსაც ჩვეულ მდგომარეობაში ვერ შეძლებდა. ასეთი მაგალითები ცნობილია, მაგრამ ეს იშვიათად ხდება. უმეტეს შემთხვევებში ადამიანის უნარები და შესაძლებლობები სტრესის მდგომარეობაში მკვეთრად ქვეითდება.

დღის განმავლობაში ადამიანი მრავალ სტრესულ სიტუაციას გადის. ამ სიტუაციების ზემოქმედების ძალა შეიძლება მერყეობდეს ძალიან სუსტიდან, რომელიც მაშინვე გავიწყდებათ, ძლიერამდე, რომელსაც დიდი ხნით გამოყავხართ წყობიდან. ორგანიზმის ბუნებრივი რეაქცია სტრესზე კუნთების ამა თუ იმ ჯგუფების დაჭიმვით გამოიხატება. ეს დაჭიმულობები უკვე იმდენად ღრმად შევიდა ჩვენს ჩვევებში, რომ მათ უბრალოდ ვეღარც კი ვამჩნევთ. მაგალითად, ახლა, როცა ამ ტექსტს კითხულობთ, სახის გარკვეული კუნთები დაჭიმული გაქვთ. როგორც კი ყურადღება მიაქციეთ, ისინი მაშინვე მოდუნდნენ. რამდენიმე წუთში დაგავიწყდებათ თქვენი სახე, და იგი კვლავ გაიყინება ნიღბად, რომელიც თქვენს ემოციურ მდგომარეობას გამოხატავს.

არსებობს ცრუ სტერეოტიპი, თითქოს სტრესისგან განთავისუფლება მოდუნების მეთოდით შეიძლება. სინამდვილეში, როცა დუნდებით, ამით ცდილობთ შედეგს ებრძოლოთ, ისე რომ მიზეზი არ მოგიშორებიათ. ფიზიკური დაძაბულობის მიზეზს ფსიქიკური დაძაბულობა წარმოადგენს. დათრგუნულობის, შფოთვის, გაღიზიანების, შიშის მდგომარეობები კუნთების სპაზმურ დაძაბულობას იწვევენ. რა თქმა უნდა, კუნთების ცნობიერად მოდუნება დროებით შვებას მოგცემთ, მაგრამ ფსიქიკური დაძაბულობა ყველაფერს უკან დააბრუნებს. იმისთვის, რომ ფსიქიკური დაძაბულობა მოიხსნათ, აუცილებელია და საკმარისია - დააგდოთ მნიშვნელოვანობა. დაძაბულ მდგომარეობაში მხოლოდ ჭარბი მნიშვნელოვნების გამო ხართ, რომელსაც იმას ანიჭებთ, რაც ძალიან გეხებათ.

სტრესი წარმოადგენს მნიშვნელოვნების შედეგს. სტრესისგან განთავისუფლება მყისიერად შეიძლება - უბრალოდ მნიშვნელოვნების დაგდებით. მნიშვნელოვნების შენარჩუნება უსარგებლოა და საზიანო. თქვენ ვერასოდეს შეძლებთ სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლას და ეფექტურად მოქმედებას მნიშვნელოვნების ტვირთით. სტრესულ მდგომარეობაში საკმარისია, გაიღვიძოთ და გააცნობიეროთ, რომ ქანქარამ მნიშვნელოვნებაზე წამოგაგოთ. იმას, თუ რაში მდგომარეობს ეს მნიშვნელოვნება, ადვილად განსაზღვრავთ ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში. შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ მნიშვნელოვნების დადგებით ქანქარისგანაც განთავისუფლდებით და უფრო ეფექტურადაც იმოქმედებთ. თავს ანგარიში უნდა გაუწიოთ, რომ ამაღლებული მნიშვნელოვანობა ყოველთვის თქვენს წინააღმდეგ მუშაობს.

ნებისმიერ რთულ სიტუაციაში საკმარისია მხოლოდ, გაიხსენოთ მნიშვნელოვანობა და ცნობიერად დაწიოთ იგი. ერთადერთი სირთულე იმაშია, რომ დროულად გაგახსენდეთ. სტრესის მდგომარეობაში გძინავთ და არანაირი რანსერფინგი არ გახსოვთ. იმისთვის, რომ სტრესისგან განთავისუფლდეთ, აუცილებელია - გაიღვიძოთ და მნიშვნელოვნება დააგდოთ.

თუკი ჩვევად გაქვთ, რომ ყურადღება მიაქციოთ სულიერ კომფორტს, მაშინ დროულად გახსენება არ გაგიძნელდებათ ხოლმე. ყოველ ჯერზე, როცა დისკომფორტს განიცდით, დაუსვით საკუთარ თავს კითხვა - რატომ? სადაა მომატებული მნიშვნელოვნება? რაც არ უნდა „მნიშვნელოვანი“ იყოს ეს თქვენთვის, ცნობიერად თქვით უარი მნიშვნელოვანობაზე. იმოქმედეთ მხოლოდ სუფთა განზრახვის ფარგლებში. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ ეფექტურად მოქმედებას.

იმისთვის, რომ იმუნიტეტი გამოიმუშაოთ სტრესისთვის, აუცილებელია, რომ ყველაფრის გამო დაძაბვის ძველი ჩვევა შეცვალოთ ახალი ჩვევით: შეძლებისდაგვარად იყოთ რელაქსირებულ მდგომარეობაში. მოდუნებული მდგომარეობა სულაც არ ნიშნავს მოღვენთილობას და აპათიას. ესაა სამყაროსთან ჰარმონიული თანაარსებობის მდგომარეობა, წონასწორობა. წონასწორობა გულისხმობს შინაგანი და გარეგანი მნიშვნელოვნების არარსებობას: მე არც კარგი ვარ და არც ცუდი - სამყარო არც კარგია და არც ცუდი; მე არც უბადრუკი ვარ და არც მნიშვნელოვანი - სამყარო არც უბადრუკია და არც მნიშვნელოვანი, და ა.შ.

მნიშვნელოვნების არარსებობა, ან უკიდურეს შემთხვევაში მცირე დოზა - მთავარი პირობაა რელაქსაციის მიღწევისთვის. მომატებული მნიშვნელოვნების ნებისმიერ პირობაში მოდუნება უსარგებლოა. მაგალითად, თქვენ ვერ შეძლებთ მოდუნებას მაღალი სახლის სახურავის კიდეზე, თუკი სიმაღლის გეშინიათ. თუ მნიშვნელოვნების დაგდება შეუძლებელია, მაშინ მოდუნებაზე მაინც ნუ დახარჯავთ ძალებს. ასე ენერგიას ფლანგავთ არა მხოლოდ მნიშვნელოვანი სიტუაციის კონტროლზე, არამედ ასევე იმაზეც, რომ თავი ხელში გეჭიროთ. არაა საჭირო ამის კეთება - გაუშვით საკუთარი თავი და ინერვიულეთ თქვენ გემოზე.

არსებობს რელაქსაციის უამრავი ტექნიკა. უმეტესობა წარმოადგენს რიტუალს, სადაც აუცილებელია მოხერხებული პოზის მიღება, თვალების დახუჭვა და გონებაში ან ხმამაღლა აფირმაციის წარმოთქმა, რომ სხეული მოდუნებულია, და ა.შ. მსგავს რიტუალებს ერთი საერთო ნაკლი აქვთ: ყველანი ისინი ამა თუ იმ დონით მნიშვნელოვანობის ჭარბ პოტენციალს ქმნიან. ჯერ უნდა მოემზადოთ რიტუალისთვის, ტელეფონი გამორთოთ, შუქს დაუწიოთ, მოხერხებულად დაჯდეთ ან დაწვეთ, ან მშვიდი მუსიკაც კი ჩართოთ. ეს ყველაფერი უკვე ქმნის და ადასტურებს რიტუალის მნიშვნელოვნებას. შემდეგ იწყება თვითშთაგონებები სიტყვიერი ფორმულირებების სახით. ცდილობთ საკუთარ თავს შთააგონოთ, რომ მოდუნებული ხართ. თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაარწმუნოთ საკუთარი თავი იმაში, რომ მოდუნება აუცილებელია. რაც უფრო მეტად ცდილობთ, მით უფრო მეტად იძაბებით. სახეზეა წონასწორული ძალების წინააღმდეგობა.

ტრანსერფინგისთვის აუცილებელია, რომ ნებისმიერ ვითარებაში უმოკლეს დროში შეძლოთ რელაქსაცია. ამიტომ ჩვენ გამოვიყენებთ ტექნიკას, რომელიც ყველაზე ნაკლებად მოგაგონებთ რიტუალს - მნიშვნელოვანობის ატრიბუტებით. არანაირი სიტყვიერი თვითშთაგონება არ დაგჭირდებათ, რადგან კუნთებს სიტყვები კი არა, განზრახვა მართავს. სხეულის კუნთების უმეტესობა ცნობიერად შეგიძლიათ, მხოლოდ ყურადღების მიქცევით. ჩვეულებრივ, ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას კუნთებს, სანამ ტკივილს ან დისკომფორტს არ ვიგრძნობთ. ამიტომ საკმარისია, აზრობრივი მზერით მოიაროთ მთელი სხეული და მოადუნოთ დაჭიმულობები. თუმცაღა არსებობს კუნთების ისეთი ჯგუფები, რომლებიც გადაეჩვივნენ იმას, რომ განზრახვას დაემორჩილონ. ეს დაკავშირებულია თანამედროვე ნაკლებად მოძრავ ცხოვრების სტილთან. მაგალითად, ზურგის კუნთების ცნობიერად მართვა ძნელია, ამიტომაც გტკივდებათ ხოლმე ასაკთან ერთად ზურგი. ამ დაჭიმულობების განბლოკვა სპეციალური სავარჯიშოებით შეგიძლიათ, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.

ამრიგად, მთელი პროცედურა შემდეგში მდგომარეობს. აუჩქარებლად, მაგრამ სწრაფად მოიარეთ მთელი სხეული შინაგანი მზერით და მოადუნეთ დაჭიმულობები. ყურადღება მიაქციეთ საკუთარი სხეულის მთელ ზედაპირს, როგორც ერთ მთლიანს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი კანი - ესაა გარსი, რომელიც უეცრად სწრაფად ცხელდება შიგნიდან. მოახდინეთ ყურადღების ფოკუსირება სხეულის ზედაპირზე. წარმოიდგინეთ, რაც გნებავთ: კანი ხურდება, ან ჟრუანტელი გივლით კანზე. მთავარია იგრძნოთ, რომ კანი გაქვთ. ახლა კი შეიგრძენით, თითქოს ენერგია ისე გადაიღვრება სხეულის მთელ ზედაპირზე, როგორც ცისარტყელას ფერები საპნის ბუშტზე. ამ მომენტში თქვენ სამყაროს ნაწილი ხართ და მასთან წონასწორობაში იმყოფებით. არ გჭირდებათ, რომ რაიმე განსაკუთრებული შეგრძნებების მიღწევას ეცადოთ. ყველა ადამიანი თავისებურად გრძნობს. მცდელობა საერთოდ არაა საჭირო. გააკეთეთ ეს სასხვათაშორისოდ, მაგრამ მტკიცე გადაწყვეტილებით. ინტეგრალური შეგრძნება სხეულის ზედაპირისა ენერგიის გადაღვრასთან ერთად არის კიდეც რელქსაციის, წონასწორობის და გარესამყაროსთან გაერთიანების მდგომარეობა. რამდენიმე მცდელობის შემდეგ ეს მყისიერად გამოგივათ, და მალე რელაქსაციის მდგომარეობაში შესვლა ისეთივე ადვილი გახდება თქვენთვის, როგორც გულ-მკერდზე ხელების გადაჭდობა.


 

obsessores

ენერგეტიკული პარაზიტები

ჩვენ ყველანი ენერგიის ოკეანეში ვცურავთ. მაგრამ ამ ენერგიის მიღება არც ისე ადვილია, რადგან იგი ადამიანთან მიმართებაში არადიფერენცირებულდ ნაწილდება. იმისთვის, რომ ცნობიერად მიიღოს ენერგია, ადამიანმა განზრახ უნდა გააფართოვოს თავისი ენერგეტიკული არხები და ცნობიერად უნდა შემოუშვას მათში ენერგია. მაგალითად, წყალი შეგიძლიათ ცნობიერად და განზრახ დალიოთ, მაგრამ არ შეგიძლიათ, რომ ასეთივე ცხადი შეგრძნებით შემოუშვათ თქვენში ენერგია. პრინციპში, ადამიანს გააჩნია უნდარი, რომ განზრახ გაჟღინთოს საკუთარი თავი თავისუფალი ენერგიით, მაგრამ ეს უნარი ჩანასახოვან მდგომარეობაში აქვს.

გაცილებით უფრო ადვილია მივიღოთ უცხო, უკვე ათვისებული ენერგია. ამას აკეთებენ ე.წ. ენერგტიკული ვამპირები. სხვისი ენერგიის ათვისება ადვილია, რადგან გარკვეული სიხშირე გააჩნია. სხვისი ენერგიის მისაღებად საკმარისია, რომ ამ სიხშირეზე განეწყოთ. სწორედ ასევე იჭერს რადიომიმღების რხევითი კონტური არა ყველა რადიოტალღას, არამედ მხოლოდ იმას, რომელზეცაა მომართული. ენერგეტიკული ვამპირები უკვე ათვისებული სხვისი ენერგიით იკვებებიან. ამისთვის ისინი ამ ენერგიის გამოსხივების სიხშირეზე ახდენენ მომართვას.

ვამპირი თავისი მსხვერპლის სიხშირეზე ქვეცნობიერ დონეზე გადაეწყობა ხოლმე. გარეგნულად ეს შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს. იგი შემპარავად იწყებს რაიმე უმნიშვნელო კითხვით, თავსმოხვეულად გიყურებთ თვალებში, ცდილობს შეგეხოთ, ხელი ჩაგკიდოთ, ტვინს გიბურღავთ ბლანტი საუბრებით, ეხერხება თქვენს ხასიათზე და ტემპერამენტზე გადაწყობა, მოკლედ, სულში გიძვრებათ და ცდილობს თავისი მსხვერპლის ფრეილეს შეეხოს. ეს „შემპარავი“ ვამპირის ტიპია. იგი, როგორც წესი, კარგი ფსიქოლოგია, სოციალურია, მაგრამ არა მომხიბვლელი, არამედ „ტვინის ბურღი,“ და ეს მაშნვე იგრძნობა. თუმცა მან იცის თავისი ამ თვისების შესახებ, და შეძლებისდაგვარად ცდილობს ასეთად არ მოაჩვენოს თავი.

ვამპირების მეორე ტიპი მანიპულატორებს განეკუთვნება. მანიპულატორი, როგორც თქვენთვის ცნობილია, ადამიანის დანაშაულის გრძნობაზე თამაშობს. ასეთი ვამპირი ქვეცნობიერად ეძებს ადამიანებს, რომლებიც პოტენციურად არიან მზად - სხვის სამსჯავროზე მისცენ საკუთარი თავი და რჩევა ითხოვონ რთულ სიტუაციაში. ადამიანი, თუნდაც მცირე დანაშაულის კომპლექსით, ქვეცნობიერად ეძებს, რომ ვინმემ განსაჯოს იგი, და მაშინვე შეიწყალოს. მხარდაჭერა და რჩევა მათ ჭირდებათ, ვინც თავის რწმენა-წარმოდგენებს ეჭვქვეშ აყენებს და სხვებს აძლევს განსჯის უფლებას. ამგვარად ვამპირი და დონორი პოულობენ ერთმანეთს და ყველა იმას იღებს, რაც ჭირდება. მანიპულატორი იოლად ეწყობა თავისი მსხვერპლის სიხშირეზე. აქ ტექნოლოგია ძალიან მარტივია: საჭიროა, რომ მხოლოდ მსუბუქად შეეხოთ დონორს პრობლემაზე, რომელიც მას აწუხებს, და ის თვითონვე უხსნის და უბოძებს თავის ენერგიას.

ვამპირის მესამე ტიპი, ესაა ყველაზე უხეში და აგრესიული - „პროვოკატორი“. ასეთი, დიდი დაფიქრების გარეშე, პირდაპირ მიდის შეტევაზე და ცდილობს, რომ თავისი მსხვერპლი წონასწორობიდან გამოიყვანოს. როგორ მოქმედებენ პროვოკატორები, თქვენთვის კარგადაა ცნობილი. აქ გამოიყენება ყველა საშუალება, არააშკარა დაცინვით დაწყებული, უხეში ზეწოლით დამთავრებული. მთავარია, რომ დონორი წყობიდან გამოვიდეს, და რას ამოაფრქვევს შემდეგ - საპასუხო უხეშობას, გაღიზიანებას, შიშს, ზიზღს - მნიშვნელობა არ აქვს, ყველაფერი გამოდგება.

ენერგეტიკულ ვამპირად ადამიანი გაუცნობიერებლად იქცევა. ასევე გაუცნობიერებლად აკეთებს იგი თავის შავ საქმეს. ცხოვრების განმავლობაში იგი მოინიშნავს ხოლმე იმ სიტუაციებს, რომლებშიც სიამოვნებას და ენერგიის მოზღვავებას განიცდის, შემდეგ კი გაუცნობიერებლად ცდილობს, რომ გამომუშავებული გამოცდილება გაიმეოროს. ვამპირის მსხვერპლი „სეანსის“ შემდეგ თავს დანგრეულად გრნობს. თუ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ დათრგუნულობას, გამოცარიელებას, სისუსტეს ან კანკალს გრძნობთ, ეს ნიშნავს, რომ „გამოგიყენეს“.

თუმცაღა თავისუფალი ენერგიის ლომის წილი ადამიანებისგან ქანქარებს მიაქვთ. როგორ აკეთებენ ამას, უკვე იცით. ქანქარები ენერგიას მნიშვნელოვნების არხიდან იღებენ. განსხვავებით ვამპირისგან, რომელიც მოკლე დროის განმავლობაში მოქმედებს, ქანქარას შეუძლია გამუდმებით გწოვოთ ენერგია, სანამ ადამიანი თავის გამოსხივების ტრანსლირებას ქანქარას სიხშირეზე ახდენს. ამ გამოსხივების სიმძლავრე მნიშვნელოვნების პროპორციულია.

როცა რაღაც გაღელვებთ და გთრგუნავთ, თქვენი ენერგეტიკა შესუსტებულია. ინტუიტიურად, ენერგეტიკულ დონეზე, ამას თქვენს გარშემო მყოფი ადამიანები და ცხოველებიც გრძნობენ. თქვენმა თავდაჯერებულობამ და გაცნობიერებულობამ სისუსტე გამოავლინა. ქუჩაში გამვლელებს შორის შესაძლოა სწორედ თქვენ დაგიყეფოთ ძაღლმა. შესაძლოა ბოშა შეგიჩნდეთ და ფული დაგცინცლოთ. ენერგეტიკულ ვამპირს შეუძლია თქვენგან ენერგიის კარგი დოზა მიიღოს. ადვილადაა შესაძლებელი თქვენი ჩართვა პრობლემურ სიტუაციაში.

როგორც ხვდებით, ერთადერთი საშუალება ენერგეტიკული ვამპირებისა და ქანქარების წინააღმდეგ - ესაა გაცნობიერებულობა და მნიშვნელოვნების დაბალი დონე. გაცნობიერებულობა საშუალებას მოგცემთ, რომ საჭირო მომენტში გაუწიოთ თავს ანგარიში, თუ როგორ ცდილობენ თქვენს ჩართვას თამაშში ან ხაფანგში. თუ მნიშვნელოვნების დაბალი დონე გაქვთ, ქანქარა თქვენს სიცარიელეში ჩავარდება, ხოლო ენერგეტიკული ვამპირი ორი-სამი უშედეგო მცდელობის შემდეგ უკვე აღარ გაგიბურღავთ ტვინს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, გაქვთ თუ არა თუნცაც მცირე დანაშაულის გრძნობა. თუ მე ცარიელი ვარ, ვერაფერზე მომეჭიდებით.

არაა საჭირო ყოველ ადამიანში პოტენციური ენერგო-ვამპირის დანახვა. როცა ამის გამო იძაბებით, თქვენ უკვე აღებთ წვდომას თქვენი ენერგიისკენ. უბრალოდ დააკვირდით გაცნობიერებულობას და შეინარჩუნეთ მნიშვნელოვნების დონე ნულზე. მაშინ ყველა ენერგეტიკული ვამპირი დაგანებებთ თავს.

გარდა ვამპირიზმისა, არსებობს ისეთი ენერგეტიკული თავდასხმებიც, როგორიცაა გათვალვა, ჯადო და წყევლა. ეს სულაც არაა „ბებოს ზღაპრები“. გათვალვა - ესაა გარღვევა ენერგეტიკულ გარსში, სხვა სიტყვებით, ხვრელი, საიდანაც ენერგიის გადინება ხდება. ასეთი ხვრელის გაჩენა შეუძლია ვიღაცის ბოროტ აზრებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სიძულვილში სულისა და გონების ერთობაა მიღწეული. გათვალვა ხშირად არაგანზრახ ხდება. ჯადო - ეს უკვე განზრახ მიყენებული ზიანია, როცა ვიღაც მთელი გულით გისურვებთ ბოროტებას. ჯადო - ესაა ავადმყოფური სიმსივნის ან წყლულისმაგვარი ენერგეტიკულ გარსში. წყევლა ყველაზე სერიოზული თავდასხმაა. იგი გარეგანი განზრახვის მეშვეობით კეთდება და ადამიანისკენ „ავ ბედისწერას“ მიმართავს. წყევლა ისე ცვლის ენერგეტიკულ გარსს, რომ გამოსხივება ცხოვრების წარუმატებელ ხაზებზე გადაეწყობა ხოლმე.

ცხადია, რომ არაფერი კარგი ასეთ ენერგეტიკულ თავდასმებს არ მოაქვთ. გაცნობიერებულობა და მნიშვნელოვნების არარსებობა მოცემულ შემთხვევებში ვერ დაგეხმარებათ. თუ გაურკვეველი ავადმყოფობები და პრობლემები გატყდებათ თავს, ჯობია შესაბამის სპეციალისტებს მიმართოთ. რადგან მე არ ვარ სპეციალისტი მოცემულ სფეროში, ენერგეტიკული თავდასხმების თემაზე მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. ერთადერთი, რაც ტრანსერფინგს შეუძლია შემოგთავაზოთ პროფილაქტიკის სახით - ესაა დამცავი ენერგეტიკული გარსის ფორმირება.

იმისთვის, რომ ენერგეტიკული პარაზიტებისგან დაიცვათ თავი, აუცილებელია გაამაგროთ საკუთარი ენერგეტიკული გარსი, თვალყური ადევნოთ მნიშნელოვნების დონეს და განავითაროთ გაცნობიერებულობა. მტკიცე ენერგეტიკული გარსი დაზიანებისგან დაგიცავთ, მნიშვნელოვნების არარსებობს თქვენს სიხშირეზე გადმოწყობას შეუშლის ხელს, ხოლო გაცნობიერებულობა დესტრუქციულ თამაშებში ჩართვის უფლებას არ მოგცემთ.


 

garsi

დამცავი გარსი

ყოველ ადამიანს გარს აკვრია უხილავი ენერგეტიკული გარსი. ჩვეულებრივ ადამიანს არ შეუძლია მისი შეგრძნება, მაგრამ შეუძლია წარმოდგენა. შეიგრძენით თქვენი სხეულის მთელი ზედაპირი, როგორც ეს მაშინ ხდება, როცა ცხელ ვანაში წვებით. მე არ გეუბნებით, რომ „სცადოთ“. უბრალოდ გააკეთეთ ეს. როცა კი არ ცდილობთ, არამედ აკეთებთ, ეს მაშინვე გამოდის და ვარჯიში არ გჭირდებათ. ენერგია ნელი ტალღასავით ვრცელდება თქვენი სხეულის ცენტრიდან, ზედაპირზე გამოდის და სფეროდ იქცევა. წარმოიდგინეთ სფერო თქვენს გარშემო. ეს თქვენი ენერგეტიკული გარსია. მნიშვნელობა არ აქვს, რომ რეალურად ვერ გრძნობთ მას. უკვე წარმოდგენითაც კი, პირველ ნაბიჯს დგამთ გარსის მართვისკენ. შეძლებისდაგვარად წარმოიდგინეთ, თითქოს უკვე გრძობთ მას. დროთა განმავლობაში რეალური შეგრძნებაც მოვა.

ადამიანებს განვითარებული ექსტრასენსორული შესაძლებლობებით შეუძლიათ დაინახონ როგორც თავად გარსი, ასევე მასზე არსებული ყველა დეფექტი. ყოველ ადამიანს თანდაყოლილად უკვე გააჩნია ექსტრასენსორული უნარები, უბრალოდ ისინი დაბლოკილია. მათი გახსნა შესაძლებელია ხანგრძლივი ვარჯიშების შედეგად, ან ერთ მომენტში - ეს მხოლოდ განზრახვის საკითხია. რა თქმა უნდა, ასეთი განზრახვის მოპოვება საკმაოდ ძნელია. მაგრამ ჩვენი მიზნებისთვის სრულიად საკმარისი იქნება, თუ საკუთარ ენერგეტიკას ჯანმრთელ მდგომარეობაში გადაიყვანთ. სუსტი გარსი დაუცველია ენერგეტიკული შემოჭრის წინაშე.

ჯანმრთელი ენერგეტიკის განვითარება და შენარჩუნება შესაძლებელია ენერგეტიკული გიმნასტიკის რეგულარულად შესრულებით. ეს ძალიან მარტივია და ცოტა დროს წაგართმევთ. დადექით სწორად და მოხერხებულად, დაძაბვის გარეშე. ჩაისუნთქეთ და წარმოიდგინეთ, რომ ენერგეტიკული ნაკადი მიწიდან ამოდის, შორისის მიდამოში შედის, ხერხემლის გასწვრივ მოძრაობს (დაახლოებით ზემოთმოყვანილ მანძილზე), თავიდან გადის და ცაში მიდის. ახლა კი ამოისუნთქეთ და წარმოიდგინეთ, რომ მაღლა ციდან ენერგიის ნაკადი ეშვება, თავში შედის, ხერხემლის გასწვრივ მოძრაობს და მიწაში ჩადის. აუცილებელი არაა ამ ნაკადების ფიზიკურად შეგრძნება. წარმოსახვაც სრულიად საკმარისია. დროთა განმავლობაში თქვენი მგრძნობელობა ისე გავარჯიშდება, რომ მათ შეგრძნებას ისწავლით.

შემდეგ წარმოიდგინეთ, როგორ მოძრაობს ორივე ნაკადი ურთიერთ-შემხვედრი მიმართულებით, ისე, რომ არ იკვეთებიან, ყოველი თავის კალაპოტში. თავიდან ჩასუნთქვისას და ამოსუნთქვისას გააკეთეთ ეს, მაგრამ დროთა განმავლობაში ეცადეთ, რომ ნაკადები სუნთქვას აღარ მიაბათ. შეგიძლიათ წარმოსახვის (განზრახვის) ძალით ააჩქაროთ ნაკადები, სიმძლავრე შემატოთ მათ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ აღმავალი ნაკადი ამოდის და შადრევანივით იღვრება თავს ზემოთ. ანალოგიურად დაღმავალი ნაკადი ჩამოდის და ფეხებს ქვემოთ, საწინააღმდეგო მიმართულებით იღვრება შადრევანივით. ზემოდან და ქვემოდან ორი შადრევანი გაქვთ. აზრობრივად დააკავშირეთ ამ შადრევნების შხეფები ისე, რომ ენერგეტიკული სფეროს შიგნით აღმოჩნდეთ. შემდეგ ყურადღება მიაქციეთ თქვენი სხეულის ზედაპირს. უბრალოდ იგრძენით კანის ზედაპირი, შემდეგ კი გააფართოვეთ ეს შეგრძნება სფერომდე, თითქოს საჰაერო ბუშტი იბერება. როცა აზრობრივად ბერავთ (აფართოვებთ) კანის ზედაპირს, ჩაკეტილი ენერგეტიკული შადრევნების სფერო ფიქსირდება. თუკი აშკარად და ფიზიკურად ვერაფერს ვერ გრძნობთ - ეს პრობლემა არაა, საწყის ეტაპზე წარმოსახვაც საკმარისია. ეს ყველაფერი დაძაბულობის გარეშე კეთდება. ნუ ეცდებიტ მთელი ძალით, რომ რამე იგრძნოთ.

ნუ იღელვებთ იმ ფაქტზე, რომ ცენტრალურ ნაკადებს ფიზიკურად ვერ გრძნობთ. თქვენ ისე მიეჩვიეთ მათ, რომ უკვე ვეღარ გრძნობთ, ისევე, როგორც ვერ გრძნობთ ნებისმიერ ჯანმრთელ შინაგან ორგანოს. თუკი დროდადრო რეგულარულად მოახდენთ ყურადღების კონცენტრაციას ნაკადებზე, მალე ფიზიკური შეგრძნებაც მოვა. არა ისეთი ძლიერი, როგორიცაა, მაგალითად, შეხების გრძნობა, მაგრამ საკმაოდ რეალური.

სწორედ ესაა ენერგეტიკული გიმნასტიკა. როდესაც ენერგეტიკულ ნაკადებს ერთმანეთზე სფეროს სახით კეტავთ, ამით თქვენს გარშემო დამცავ ენერგეტიკულ გარსს ქმნით. როდესაც სხეულის ზედაპირის ენერგიას სფეროდ აფართოვებთ, ამით ამ გარსს სტაბილურ მდგომარეობაშ აფიქსირებთ. ასეთი გიმნასტიკა ძალიან სასარგებლოა. პირველ რიგში, ენერგეტიკული გარსი შემოტევებისგან გიცავთ. მეორეც, როცა საკუთარი ენერგეტიკას ავარჯიშებთ, ამით ენერგეტიკულ არხებს წმენდთ. ხდება იმ საცობების გამოვარდნა, რომლებიც ხელს უშლიან ენერგიის მოძრაობას, და იმ ხვრელების ამოკერვა, რომლებისგანაც ენერგია იფანტება. ეს ყველაფერი თანდათანობით ხდება, და არა მაშინვე. მაგრამ სამაგიეროდ, შემდეგ არ გიწევთ, რომ დახმარებისთვის რეფლექსოთერაპევტებს ან ექსტრასენსებს მიმართოთ. თქვენ თავად აღადგენთ ენერგიის ნორმალურ ცირკულაციას.

საკუთარი ენერგეტიკის ამაღლებით, თქვენ თავს იზღვევთ გარსში ენერგეტიკული დაზიანებებისგან. ისინი დროთა განმავლობაში თვითონვე იკურნებიან. არ ვამბობ, რომ ეს დაზიანებები ყველას აქვს. ვიღაცას აქვს რაღაც დონით, ვიღაცას საერთოდ არ აქვს. საჭირო არაა ტვინის მტვრევა ამ საკითხზე. უბრალოდ ავარჯიშეთ თქვენი ენერგეტიკა და გიხაროდეთ, რომ ენერგიით სავსე და ჯანმრთელი ხართ. თუმცაღა, თუკი გაქვთ ინტუიტიური გრძნობა, რომ თქვენს გარსში რაღაც რიგზე ვერაა, ჯობია სანდო სპეციალისტებს მიმართოთ.

უნდა ავღნიშნოთ, რომ ენერგეტიკული გარსი ვერ დაგიცავთ ვამპირებისგან და ქანქარებისგან. ეს პარაზიტები ენერგიას თქვენს სიხშირეზე გადმოწყობით იღებენ. როცა ქანქარა თქვენს გამოჭერას ცდილობს, თქვენ წონასწორობას კარგავთ. ამ დროს, იმისთვის, რომ ქანქარა ჩააგდოთ, უნდა გაიღვიძოთ და დააგდოთ მნიშვნელოვანობა. კუნთები მოდუნდება, ენერგეტიკა წონასწორობაში მოვა, და ქანქარა სიცარიელეში ჩავარდება. თუ თქვენ თვითონ არ მისცემთ, ქანქარა ვერ წაგართმევთ ენერგიას. გაცნობიერებულობა საჭიროა იმისთვის, რომ გამუდმებით აკონტროლოთ მომენტები, როცა უნებლიეთ წონასწორობას კარგავთ.


 

energy charge2

ენერგეტიკის ამაღლება

ენერგეტიკის ამაღლება საერთოდ არ ნიშნავს მის დაგროვებას. ეს შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, რადგან ჩვენ მივეჩვიეთ ისეთი ტიპის ფრაზებს, როგორებიცაა: „ენერგია არ მყოფნის“, ან „ენერგიით ვარ სავსე“. დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ ფიზიოლოგიური ენერგიის, კალორიების სახით. ამისთვის საკმარისია კარგად იკვებოთ და რეგულარულად დაისვენოთ. თავისუფალ ენერგიას კი ადამიანი ვერსად ვერ დააგროვებს. თავისუფალი ენერგია სხეულში კოსმოსიდან მოდის. თუ ენერგეტიკული არხები საკმარისად ფართოა - ენერგია არის, თუ ვიწროა - ენერგია არ არის. ამიტომ მაღალი ენერგეტიკა - ეს პირველ რიგში ფართო ენერგეტიკული არხებია.

თავისუფალი ენერგია ყოველთვის არსებობს ყოველ წერტილში და შეუზღუდავი რაოდენობით - აიღე, რამდენის წაღებასაც შეძლებ. აუცილებელია ისწავლოთ თქვენში ამ ენერგიის შეშვება და საკუთარი თავის სამყაროს ნაწილად შეგრძნება. ეს არ უნდა იყოს რაღაც ერთჯერადი აქტი. გამუდმებით უნდა ესწრაფვოდეთ სამყაროსთან ენერგეტიკული ერთიანობის შეგრძნებას.

ადამიანს ეჩვენება, რომ თუ ის ბევრ ენერგიას დააგროვებს, ძლიერი გახდება და წარმატებას მიაღწევს. ენერგიის დაგროვება ამ თვალსაზრისით მხოლოდ მოსამზადებელ როლს თამაშობს სამყაროზე შინაგანი განზრახვის ძალით ზემოქმედებისთვის. როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, ძალოვანი მეთოდებით სამყაროს შეცვლის ან დამარცხების მცდელობები - უკიდურესად რთული, დაუფასებელი და არაეფექტური საქმეა, და შესაბამისად ენერგიის დიდ დანახარჯს მოითხოვს. ადამიანს, რომელიც სამყაროსთან შინაგანი განზრახვის ძალით ურთიერთქმედებს, საკუთარ თავზე მეტისმეტად დიდი წარმოდგენა აქვს. სინამდვილეში ის უბრალოდ წვეთია ოკეანეში.

გარეგანი განზრახვა არ ცვლის სამყაროს და არ ებრძვის მას. ის უბრალოდ ირჩევს ამ სამყაროში იმას, რაც საჭიროა. გარეგან განზრახვას არ სჭირდება მაღაზიაში არც ზედმეტი ვაჭრობა საქონლისთვის, და არც გამყიდველებისთვის მათი წართმევა. გარეგანი განზრახვით მუშაობისთვის ენერგიის დაგროვება არ გჭირდებათ. ენერგია ისედაც ყველგან ძალიან ბევრია - ჩვენ მასში ვცურავთ. ენერგიის დაგროვება იგივეა, რაც ტბაში ბანაობა და პირში წყლის მარაგად დაგუბება. ნუ ეცდებით ენერგიის დაგროვებას. უბრალოდ ნება მიეცით მას, რომ თავისუფლად იდინოს ორ ერთმანეთის გადამკვეთ შადრევანში. სულ ესაა, რაც გჭირდებათ.

ნუ ეცდებით, რომ ენერგიის გროვად იქცეთ, არამედ თავი ოკეანის წვეთად წარმოიდგინეთ. აღიარეთ და შეიგრძენით, რომ სამყაროსთან ერთიანი ხართ, მისი ნაწილი ხართ, და მაშინ მთელი ენერგია თქვენს განკარგულებაში იქნება. ნუ მოახდენთ ენერგიის თქვენში კონცენტრაციას, არამედ შეერწყით სამყაროს ენერგიას. გააფართოვეთ თქვენი ენერგეტიკული სფერო და გახსენით იგი გარშემომყოფ სივრცეში. ამასთან არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ცალკე ერთეული ხართ. მაშინ, გარეგანი განზრახვის მხოლოდ ნეკის მოძრაობითაც კი დროის გარკვეული შუალედის შემდეგ გააკეთებთ იმას, რის გაკეთებასაც შინაგანი განზრახვის ძალით ვერასოდეს შეძლებდით. რა თქმა უნდა ხვდებით, რომ მე ვსაუბრობ თქვენი მიზნის მიღწევაზე, და არა ვინმესთვის სახეში გლეჯვის შინაგან განზრახვაზე. სასწრაფო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მართლაც მხოლოდ შინაგანი განზრახვის ძალითაა შესაძლებელი.

თავისუფალი ენერგია საკმარისი რაოდენობით იქნება, თუ ენერგეტიკული არხები დავიწროებული არაა. ენერგეტიკული არხების დავიწროება ორი მიზეზით ხდება: ორგანიზმის დაბინძურებით და სტრესების გამუდმებული ზემოქმედებით. შლაკებით სავსე ორგანიზმში ენერგია თავისუფლად ვერ იმოძრავებს. სტრესულ მდგომარეობებში არხები კიდევ უფრო მეტად ვიწროვდება. ენერგეტიკული აღმასვლის მოკლევადიანი აფეთქებები, როგორც წესი, დაღმასვლის ხანგრძლივი პერიოდებით იცვლება. ასეთ პერიოდებში ადამიანს არ შეუძლია, რომ სრულფასოვანი აქტიური ცხოვრებით იცხოვროს, და ასე ვთქვათ, ზომიერად არსებობს.

დროთა განმავლობაში ენერგეტიკული არხები უფრო და უფრო მეტად ატროფირდება. ეს გამოწვეულია იმით, რომ ასაკთან ერთად ადამიანი განვითარებას წყვეტს, ცხოვრების თანაბარზომიერ რიტმში შედის და არხების ვარჯიში პრაქტიკულად წყდება. არხების ვარჯიში მაშინ ხდება, როცა ადამიანი იძულებულია განზრახვა მაქსიმალურ დონეზე გამოიყენოს.

აღწევს რა სასიცოცხლოდ აუცილებელ მიზნებს, ადამიანი განზრახვას ავარჯიშებს, და შესაბამისად არხებსაც. როგორც ძირითადი მწვერვალები დაპყრობილია, განზრახვის ზღურბლი თანდათან დაბლა იწევს. და მოდის დრო, როცა საღამოობით (და არა მხოლოდ) გინდა დივანზე გაიშხლართო ტელევიზორის წინ. ენერგეტიკული არხები ვიწროა, განზრახვის ენერგია არაა, ცხოვრებას კი სიხარულის ნაცვლად ტანჯვა მოაქვს.

საბედნიეროდ ამ ყველაფრის გამოსწორება ადვილად შეიძლება. ამისთვის არაა საჭირო, რომ საკუთარ განზრახვას ახალი მწვერვალების დაპყრობა აიძულოთ. ენერგეტიკული არხები კარგად ვარჯიშდება ენერგეტიკული გიმნასტიკით. მაგრამ კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ ცენტრალური ნაკადებისა და ენერგეტიკული სხეულის შეგრძნება შეძლებისდაგვარად მუდამ გექნებათ. ეს მდგომარეობა საკუთარ თავში რიგ უპირატესობებს მოიცავს. თქვენ ჰარმონიაში და წონასწორობაში იმყოფებით გარესამყაროსთან. ფაქიზად რეაგირებთ გარემოს ცვლილებაზე და წარმატებით მოძრაობთ დინების მიმართულებით. თქვენ ჩართული ხართ ინფორმაციულ ველში, რომელიც შეუზღუდავი წყაროა შემოქმედებისთვის. წვდომას იღებთ კოსმოსის ენერგიასთან. ახდენთ ჰარმონიული გამოსხივების ტრანსლირებას, რაც თქვენს გარშემო კეთილდღეობისა და წარმატების ოაზისს ქმნის. მაგრამ რაც მთავარია, თქვენ მოქმედებთ სულისა და გონების ერთობის ზღვარზე, ანუ გარეგან განზრახვასთან ახლოს. გარეგანი განზრახვის მართვის თქვენი უნარი ამით ვითარდება, და შესაბამისად სურვილებიც უფრო სწრაფად და ადვილად სრულდება.

საკმარისი იქნება, თუ დროდადრო დღის განმავლობაში ენერგეტიკული ნაკადების შადრევანს ჩართავთ და მის აზრობრივად გაძლიერებას ეცდებით, მაგრამ ზედმეტი ძალისხმევის დაძაბულობის გარეშე. თუ ამასთან გარკვეულ სიმძიმეს გრძნობთ თავში, ეს ნიშნავს, რომ აღმავალი ნაკადი ძალიტ დაღმავალს აჭარბებს. ამ შემთხვევაში ყურადღება გაამახვილეთ დაღმავალ ნაკადზე და ცოტათი გააძლიერეთ იგი. ნაკადები წონასწორობაში უნდა იყვნენ, ისე, რომ ცენტრალური წერტილი სადღაც სხეულის შუაში იყოს. ამ წერტილიდან აზრობრივად მიმართეთ მთელი გამოსხივება მთელ ენერგეტიკულ სფეროზე. ამით ენერგეტიკული სხეულის შეგრძნება მკაფიოდ იზრდება. ამგვარად თქვენ უნდა მიიღოთ საკუთარი ენერგეტიკული სხეულის შეგრძნებასთან შეერთებული აღმავალი და დაღმავალი ენერგეტიკული ნაკადების კომპლექსური შეგრძნება. თუ ყურადღების კონცენტრირებას დაღმავალ ნაკადზე მოახდენთ, ენერგეტიკული ცენტრი ქვემოთ გადაიწევს. და პირიქით, თუ აღმავალ ნაკადზე კონცენტრირდებით, ენერგია სხეულის ზედა ნაწილში დაგროვდება. გარდა ამისა, სიმძიმის ფიზიკური ცენტრი ისევე გადაადგილდება, როგორც ენერგეტიკული. ამ თვისების გამოყენება სპორტში შეიძლება. თუ საჭიროა ფეხების სიმყარე, როგორც მაგალითად მთის თხილამურებზე დგომისას, შეგიძლიათ დაღმავალი ნაკადი გააძლიეროთ. ხოლო თუ ხტომაა საჭირო, მაშინ - აღმავალი. აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატებმა კარგად იციან ენერგეტიკული ნაკადების ეს თვისებები. არიან ისეთი სპეციალისტები, რომელთა ადგილიდან დაძვრაც პრაქტიკულად შეუძლებელია, თუკი ისინი დაღმავალ ნაკადზე კონცენტრირდნენ. და პირიქით, თუ ოსტატი აღმავალ ნაკადზე კონცენტრირდა, მას შეუძლია წარმოუდგენელი ნახტომები შეასრულოს.

ფიზიკური სავარჯიშოების შესრულებისას ყურადღება მიაქციეთ ცენტრალურ არხებს. ნუ გააკეთებთ ამას მეტისმეტი მონდომებით - გულმოდგინებით ვერაფერს მიაღწევთ. უბრალოდ მიაპყარით ზოგჯერ შინაგანი მზერა ხერხემლის წინა მიდამოზე და წარმოიდგინეთ, როგორ მოძრაობს აღმავალი ნაკადი ზემოთ, დაღმავალი კი - ქვემოთ. თუკი რეგულარულად ამოძრავებთ აზრობრივად ცენტრალურ ნაკადებს, თანდათანობით მათი შეგრძნებას თავისუფლად შეძლებთ. შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ზოგიერთი მოძრაობა ვერანაირად ვერ ეთანხმება ნაკადების ვიზუალიზაციას. ნუ იჩქარებთ, დროთა განმავლობაში ისწავლით, რომ იოლად შეუსაბამოთ ნებისმიერი მოძრაობა ნაკადების შეგრძნებას.

თუ ძალისმიერი ვარჯიშებით ხართ დაკავებული, შეგიძლიათ საგრძნობად აიწიოთ თქვენი ენერგეტიკა ყურადღების ცენტრალურ ნაკადებზე კონცენტრირებით. როცა ხდება მოძრაობა ძალის დაძაბვით, ყურადღება კუნთებისკენაა მიმართული. როცა ხდება საპირისპირო მოძრაობა, რომლის დროსაც კუნთები დუნდება, ყურადღება ცენტრალურ ნაკადებზე გადაერთვება. მოდუნების მომენტი შეგიძლიათ ერთი-ორი წამით შეაკავოთ და ნაკადების მოძრაობა იგრძნოთ.

მაგალითისთვის ავიღოთ ღერძზე აზიდვა. აზიდვის დაწყებისას სუნთქვა შეკავებულია, ხდება აზიდვა და კეთდება ამოსუნთქვა, ყურადღება კონცენტრირებულია ძალისხმევაზე. შემდეგ, დაბლა დაშვებისას, ჩაისუნთქეთ, მოადუნეთ კუნთები და გადართეთ ყურადღება ცენტრალურ ნაკადებზე. წარმოიდგინეთ, როგორ მოძრაობენ მოდუნების დროს ენერგეტიკული ნაკადები ერთდროულად ორივე მიმართულებით. აუცილებელია, რომ ბოლომდე გაშალოთ ხელები და მოდუნებული ხელებით ჩამოეკიდოთ ერთი-ორი წამით. მაშინ თქვენ მკაფიოდ შეიგრძნობთ ენერგეტიკულ ნაკადებს - ისინი თითქოს თავისუფლდებიან და აუჩქარებლად იწყებენ მოძრაობას. მოდუნების მომენტში საჭირო არაა მათი აჩქარება, გაუშვით ისინი და საშუალება მიეცით, რომ თავისუფლად იმოძრაონ.

იატაკიდან აზიდვის გაკეთებისას ცენტრალური ნაკადები შეგიძლიათ ძალით ამოძრავოთ. ხელების გაშლისას ამოსუნთქვასთან ერთად აზრობრივად და ძალით ამოძრავეთ ნაკადები. ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა ისეთი რიგით გააკეთეთ, როგორც თქვენთვის უფრო მოსახერხებელია, ისე, რომ დისკომფორტი არ გამოიწვიოს. მაგრამ ზოგადად, ძალისმიერი ვარჯიშების უმეტესობაში ძალისხმევის ფაზის დროს სუნთქვა შეკავებულია ან ამოსუნთქვა ხდება, მოდუნებისას კი - ჩასუნთქვა.

როდესაც ნაკადებს ყურადღებას აქცევთ, ამით უკვე ახდენთ მათი გაძლიერების სტიმულირებას. დაძაბულობის და რელაქსაციის მონაცვლეობა მათ კიდევ უფრო მეტად ასტიმულირებს, თუკი ყურადღებას სწორად მიმართავთ. დაძაბულობის სტადიაზე ისინი თითქოს ჩერდებიან და ზამბარებივით იკუმშებიან. მოდუნებისას ზამბარები იმართება და ნაკადების ძალა იზრდება. დაძაბულობის შემდეგ დაგროვილი და შეკუმშული ენერგია თავისუფლდება და ხდება მისი მთელი ძალით გატარება ცენტრალური არხების გავლით.

ენერგეტიკის ზრდა არა მხოლოდ აგიმაღლებთ სასიცოცხლო ტონუსს, არამედ უფრო გავლენიან ფიგურადაც გაქცევთ. თქვენი გამოსხივება გაიზრდება. ეს გამოგადგებათ, როცა ვინმეზე ზეგავლენის მოხდენა ან ვინმეს რაიმეში დარწმუნება დაგჭირდებათ. ცნობილია ასევე ადამიანებზე ენერგეტიკული ზემოქმედების ძალისმიერი მეთოდები, მაგრამ ისინი წინააღმდეგობაში მოდიან ტრანსერფინგის პრინციპთან, რომელიც ამბობს, რომ თქვენ არ გაქვთ უფლრბა რამე შეცვალოთ, არამედ შეგიძლიათ მხოლოდ აირჩიოთ. არაა საჭირო გარესამყაროსთან ბრძოლა და მასზე ზეწოლა. ეს მიზნების მიღწევის ძალზე ნაკლებ-ეფექტური მეთოდია. როგორც იცით, ძალისმიერ ზეწოლაზე სამყარო ამითვე გპასუხობთ.

რაც უფრო მაღალია თქვენი ენერგეტიკა, მით უფრო უკეთ გეპყრობიან ადამიანები, რადგან ისინი ქვეცნობიერად გრძნობენ თქვენს ენერგიას, და რაღაც დოზით მოიხმარენ კიდეც მას. ვამპირები და ქანქარები მიზანმიმართულად ირებენ ამ ენერგიას თქვენგან. ვამპირმა გააკეთა თავისი საქმე და თავს გამოწურული ლიმონივით გრძნობთ. ქანქარა ენერგიას ცოტ-ცოტას და გამუდმებით გწოვთ. მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანები ენერგიას მიზანმიმართულად არ გართმევენ. ისინი თითქოს ბანაობენ თქვენს ენერგიაში, თუკი იგი ჭარბადაა და თქვენი შადრევანის კიდეებიდან იღვრება.

ჭარბი ენერგიით ადამიანებში კეთილგანწყობას იწვევთ. ადამიანები ისე მიეჩვივნენ ენერგიის ქანქარებისთვის მიცემას, რომ მათ ყოველთვის ახარებთ წყარო, რომელიც თავად იძლევა ენერგიას. ასეთ წყაროებს მიეკუთვნებიან ე.წ. მაგნეტური ანუ ქარიზმატული პიროვნებები. მათზე ამბობენ, რომ რაღაც ამოუხსნელი მომხიბვლელობა და მაგნეტიზმი აქვთ. ეს არცაა გასაკვირი. რა უფრო მეტ სიმპათიას იწვევს თქვენში: გუბურა დამდგარი წყლით თუ სუფთა წყარო? ნუ იღელვებთ იმაზე, რომ თქვენს ენერგიას გარშემომყოფები მოიხმარენ. ის მცირე ჭარბი ენერგია, რომელსაც გარშემომყოფებს აძლევთ, მხოლოდ თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს.

დავუშვათ, წინ გელით შეხვედრა, რომელიც ბევრს ნიშნავს თქვენთვის. უარი თქვით მნიშვნელოვანობაზე და ჩართეთ თქვენი ცენტრალური ნაკადები. დაე, შადრევანივით ამოხეთქონ. შედეგად გაცილებით უფრო ნაკლები ჭკვიანური სიტყვა და დამაჯერებელი არგუმენტი დაგჭირდებათ. უბრალოდ ჩართეთ ტქვენი შადრევნები. როდესაც თქვენში თავისუფალ ენერგიას იზიდავთ და ატარებთ, ამით გარშემომყოფებსაც უწილადებთ მას. ქვეცნობიერად ისინი გრძნობენ ამას, და ისე, რომ ვერც ხვდებიან, სიმპათიით იმსჭვალებიან თქვენდამი. მომხიბვლელობის საიდუმლო გამოცანა იქნება მათთვის, მაგრამ არა თქვენთვის.


 

HoldingPower 1200 2 1080x608

განზრახვის ენერგია

როგორც უკვე ითქვა პირველ თავში, ენერგია ადამიანის სხეულში ცენტრალური ნაკადების სახით შედის, აზრებით მოდულირდება და გამოსვლისას ამ აზრების შესაბამის პარამეტრებს იძენს. მოდულირებული ენერგია ვარიანტთა სივრცის შესაბამის სექტორს ედება, რასაც ვარიანტის მატერიალურ რეალიზაციამდე მივყავართ. მოდულაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს ადგილი, თუ სული და გონება ერთობაში არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრობრივი ენერგია რადიომიმღების ხარვეზებს ჰგავს.

შინაგანი განზრახვის ძალით თქვენ შეგიძლიათ ელემენტარული მოქმედებები შეასრულოთ მატერიალურ სამყაროში. თუმცაღა ვარიანტთა სივრცეში პოტენციალური შესაძლებლობის მატერიალური რეალიზაცია მხოლოდ გარეგანი განზრახვის ძალით ხორციელდება. როცა სული და გონება ერთიანნი არიან თავიანთ მისწრაფებებში, ჩნდება გარეგანი განზრახვა. გარეგანი განზრახვის ძალა ენერგეტიკის დონის პროპორციულია. გარეგანი განზრახვა წარმოადგენს აბსოლუტურ გადაწყვეტილების უნარს მაღალ ენერგეტიკულ პოტენციალთან სინთეზში.

თუ თქვენ დაბალი ენერგეტიკული პოტენციალი გაქვთ, ელემენტარული მოქმედებაც კი არ შეგიძლიათ - განზრახვის ენერგია არ გყოფნით. ეს კარგად ჩანს ავადმყოფობის დროს, როცა ენერგეტიკული არხები შევიწროვებულია. ორგანიზმის დაბინძურებას ასევე მივყავართ ენერგეტიკული არხების შევიწროვებისკენ. შეგიძლიათ ენერგეტიკული პოტენციალი რამდენიმე საფეხურით ასწიოთ, თუკი ჯანმრთელობას მიხედავთ და ცენტრალურ ნაკადებს ავარჯიშებთ.

ხანშიშესულ ადამიანებს ორგანიზმი ძალიან აქვთ დაბინძურებული, რესურსები თითქმის ამოწურულია და ენერგეტიკული არხების გამტარობა ძალზე დაბალია. თავისუფალი ენერგიის კომპენსირებას ადამიანები კალორიული საკვებით ცდილობენ. მაგრამ ეს სხვა სახის ენერგიაა. იგი შეიძლება მხოლოდ არსებობის შენარჩუნებისთვის გამოგადგეთ.

ბაზარზე, ხორცის პროდუქტებთან ხშირად შეამჩნევთ მოხუცებს, რომლებიც საქმიანად იქექებიან ძვლებში. ისინი ენერგიის ნაკლებობას განიცდიან და ინსტინქტურად გრძნობენ, რომ ხორცი სასიცოცხლო ტონუსს ზრდის. ეს მართლაც ასეა. ხორცი საკმარისი რაოდენობით ფიზიოლოგიურ ენერგიას იძლევა. მაგრამ ხორცი სასარგებლოა ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც რესურსები ჯერ კიდევ ბევრი აქვთ, მოხუცებისთვის კი ეს მანკიერი წრეა. ორგანიზმი ასეთი საკვებისგან კიდევ უფრო მეტად ბინძურდება და ენერგეტიკული არხები ვიწროვდება. ვიღაცამ თქვა, რომ „სიცოცხლე - ესაა სქესობრივი გზით გადამდები დაავადება“. აი, ასე გამოდის.

ენერგეტიკის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ ცენტრალური ნაკადების ვარჯიშით და ორგანიზმის გაწმენდით. მაგრამ ტრანსერფინგში კიდევ ერთი შესანიშნავი მეთოდი გვაქვს, რომელიც დაგეხმარებათ ენერგეტიკული არხების გაფართოვებაში - პროცესის ვიზუალიზაცია.

განზრახვის ენერგიის გასაზრდელად თავად განზრახვაა საჭირო. შეგიძლიათ საკუთარ თავს ასეთი აფირმაცია მისცეთ: „ჩემი ენერგეტიკული არხები ფართოვდებიან, და განზრახვის ენერგია იზრდება. ენერგეტიკული გიმნასტიკის დროს შეასრულეთ ამ პროცესის ვიზუალიზაცია. როგორც გახსოვთ, პროცესის ვი„უალიზაციის არსი მდგომარეობს იმ ფაქტის კონსტატაციაში, რომ დღეს უკეთესია, ვიდრე გუშინ, და ხვალ უკეთესი იქნება, ვიდრე დღეს. გაუშვით ენერგეტიკული შადრევნები და გაიმეორედ აზრობრივად განცხადება, რომ თქვენი განზრახვის ენერგია დღითიდღე იზრდება. ამგვარად თავად განზრახვა შეუწყობს ხელს საკუთარ თავს, და ენერგიის მზარდ ამაღლებას განაპირობებს.

არ დაგავიწყდეთ, რომ ენერგიის ამაღლების განზრახვა გასუფთავებული უნდა იყოს სურვილისა და მნიშვნელოვნების პოტენციალებისგან. გულმოდგინება მისწრაფება იმისა, რომ ენერგეტიკული ნაკადები გააძლიეროთ, საპირისპირო შედეგს გამოიწვევს. ნებისმიერი ზედმეტი მცდელობა და გულმოდგინება ჭარბ პოტენციალს ქმნის, რადგან ამ დროს ზედმეტად ჭარბ მნიშვნელობას ანიჭებთ მიზნის მიღწევას. განზრახვა - ესაა არა გულმოდგინება, არამედ კონცენტრირება. მნიშვნელობა მხოლოდ პროცესზე კონცენტრირებას აქვს. თუკი სამუშაოს მთელი ძალების დაძაბვით აკეთებთ, თქვენი გონება კი რამე სხვაზე ფიქრობს, დროს და ენერგიას ამაოდ ფლანგავთ. მოადუნეთ ძალისხმევის მოჭიდება და უბრალოდ კონცენტრირდით მოქმედებაზე.


 

Fotolia 36596340 XS

ჯანმრთელობის დაბრუნება

ტრანსერფინგის პრაქტიკისთვის საჭიროა გქონდეთ თავდაჯერება და საკმარისად ძლიერი ენერგეტიკა, რაც შეუძლებელია ცუდი ჯანმრთელობის პირობებში. რა თავდაჯერებაზეა საუბარი, თუკი ტკივილი გაწუხებთ ან შეუძლოდ ხართ! კარგი ენერგეტიკის პირველი პირობა კარგი ჯანმრთელობაა. არ შეიძლება ენერგეტიკის და ჯანმრთელობის ერთმანეთისგან განცალკევება. ეს საგნები მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, ამიტომ კომპლექსური მიდგომაა საჭირო. ცალმხრივი მიდგომა, მაგალითად: „ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულია“, ან პირიქით, „თუ ხორცი უძლურია, სული კი ჯანსაღი“, საზიანოა, და ამის დამტკიცების საჭიროებას ვერ ვხედავ.

თუ ფიქრობთ, რომ ჯანმრთელობა არ გაწუხებთ, შეგიძლიათ გამოტოვოთ ეს თავი. სხვა დროს დაბრუნდით აქ. ჯანმრთელობა ხომ - დროებითი მოვლენაა, იგი ადრე თუ გვიან მთავრდება. მაგრამ თუ მაინც კითხულობთ, მაშინ ნუ მიწოდებთ მოსაწყენს.

ალბათ ყველა ადამიანს უოცნებია განვლილი წლების, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების, ჯანმრთელობის დაბრუნებაზე. წლების და ცხოვრების განვლილ ხაზებზე ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების დაბრუნება შეუძლებელია, აი, ჯანმრთელობის დაბრუნება კი - სრულიად რეალურია, თან როგორიც გინდათ (თუ რა თქმა უნდა ყველა ორგანო ჯერ კიდევ ადგილზე გაქვთ). გინდათ დაუბრუნდეთ ჯანმრთელობის იმ დონეს, რომელიც, მაგალითად, 14 წლის ასაკში გქონდათ? რა კარგი იქნებოდა, უბრალოდ დაგებრუნებინათ წამზომი ნულზე და თავიდან გაგეშვათ დრო.

წარმოიდგინეთ, როგორ დარბიხართ თავქუდმოგლეჯილი სკოლის კორიდორში, და შემდეგ წარმოიდგინეთ როგორ ადიხართ კიბეზე ხვნეშით, გულისცემის შეგრძნებით და მუცელში სიმძიმით. ამრიგად, ყველაფრის დაბრუნება შეიძლება. შეამჩნევდით, რომ ამ წიგნში მე სრული დარწმუნებულობით ვყვები ჩვეული თვალთახედვით სრულიად შეუძლებელ მოვლენებზე. მაგრამ მაქვს ამის უფლება, რადგან ჩემს საკუთარ ტყავზე არტყია ბეჭედი - „შემოწმებულია“. არჩევანი მხოლოდ თქვენზეა. გაფრთხილებთ, ყველა თქვენს სკეპტიკურ შენიშვნებს მაშინვე უარვყოფ. საკითხის დასმა აქ იმის მიხედვით კი არ ხდება, „შესაძლებელია თუ არა“, არამედ - „განზრახული გაქვთ თუ არა“.

თუკი პრაქტიკაში უკვე გამოიყენეთ ტრანსერფინგის მეთოდები, ეს ნიშნავს, რომ დარწმუნდით, რა სასწაულების ჩადენა შეგიძლიათ. თქვენი შესაძლებლობები შეზღუდულია მხოლოდ თქვენი განზრახვით. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, არანაირი სასწაული აქ არ ხდება. და ამ შემთხვევაშიც არანაირი მაგია არ იქნება. თქვენგან მოითხოვება მხოილოდ განზრახვა, რომ უარი თქვათ ზოგიერთ ძველ ჩვევაზე, სანაცვლოდ კი მოიპოვოთ სხვები. თუკი ჯანმრთელობის დაბრუნებისთვის მხოლოდ სურვილი გექნებათ, ამით ვერაფერს შეცვლით. მუშაობს მხოლოდ განზრახვა, ანუ ფლობისა და მოქმედების გადაწყვეტილება.


 

jensen marquee

განზრახვის ნაბიჯი

ამრიგად, თუ განზრახვა გაქვთ, ახლა თქვენ გადადგამთ პირველ ნაბიჯს თქვენი ყმაწვილობის დროინდელი ჯანმრთელობისკენ გზაზე. გადადეთ ეს წიგნი, მოეწყვეთ მოხერხებულად, მოდუნდით. დაფიქრდით, შეიძლება თუ არა თქვენი ყმაწვილობის დროინდელი ჯანმრთელობის დაბრუნება? ახლა კი საკმარისია, ეს ამაზე უკანასკნელი ფიქრი იყო. წაშალეთ ეს აზრი გონებიდან. ამ მომენტიდან აღარ დაიწყებთ მსჯელობას: შესაძლებელია თუ არა ეს. უბრალოდ განახორციელებთ თქვენს განზრახვას.

მოცემულ შემთხვევაში საკუთარ თავზე არანაირ ძალადობას არ ახდენთ. პირიქით, ცრუ სტერეოტიპისგან თავისუფლდებით. სტერეოტიპის როლს ამ შემთხვევაში ასრულებს საყოველთაო ცრურწმენა იმისა, რომ ასაკთან ერთად ჯანმრთელობა მიდის, ისე, რომ უკან ვეღარ დააბრუნებ. ამ განცხადების პირველი ნაწილი სიმართლეა, მეორე - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპერაცია გაგიკეთეს, რის შედეგადაც რაიმე ორგანო დაკარგეთ. მაშინაც კი, თუ ეს თქვენ გეხებათ, ყველაფერი არც ისე ცუდადაა. თქვენ ხომ ამ წიგნს კითხულობთ, ეს კი ნიშნავს, რომ გაგაჩნიათ ნება - არა უბრალოდ განაგრძოთ არსებობა, არამედ მიიღოთ ცხოვრებისგან ყველაფერი, რასაც სხვები არარეალურად თვლიან. და თქვენ მიიღებთ ამას.

წარმოიდგინეთ ახალშობილი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ისეთ საზოგადოებაში მოათავსეს, სადაც ადამიანები ძალიან ნელა ბერდებიან და სამას წელს ცოცხლობენ. როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს იცოცხლებს იგი? იმის თქმა მინდა, რომ ადამიანს დაბადებიდანვე აჩვევენ სტანდარტულ სცენარს: ასაკთან ერთად ჯანმრთელობა უარესდება, სხეული ბერდება და ბოლოს და ბოლოს კვდება. უეჭველია, რომ ამას ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური მიზეზები აქვს.

თუმცაღა თუ დაბერების პროცესს ტრანსერფინგის თეორიის პოზიციით განვიხილავთ, ეს სხვა არაფერია, თუ არა ინდუცირებული გადასვლა. შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ ეს ყველაზე ხანგრძლივი ინდუცირებული გადასვლაა. იგი აუჩქარებლად, მაგრამ ფრიად საიმედოდ მიმდინარეობს. დაბერების პროცესი იმდენად ჩვეული და თვალნათლივია, რომ არავის თავშიც კი არ მოუვა მასში დაეჭვება. სცენარის შეცვლის მცდელობები მხოლოდ ყველა შესაძლო ელექსირების გამოგონებამდე დაიყვანებოდა. მაგრამ თანამედროვე ფარმაკოლოგიის და გენეტიკის მიღწევებსაც კი ვერ მოაქვთ საგრძნობი შედეგები.

აქედან შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ ფიზიოლოგიური ფაქტორები მხოლოდ გარკვეულ წილს შეადგენენ დაბერების პროცესში. რამდენია აქ ინდუცირებული გადასვლის წილი, ამის შეფასება რთულია, მაგრამ ეს არც ისე მნიშვნელოვანია. მთავარია გავაცნობიეროთ, როგორ ხდება ეს.

ადრეული ბავშვობიდანვე თქვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ხართ, რომ დაბერების პროცესი გარდუვალია. მთელი ცხოვრების განმავლობაში ამის უამრავ დადასტურებას პოულობთ როგორც სხვების, ასევე საკუთარი გამოცდილებიდან. ყოველ თქვენს იუბილეს თან ახლავს კარგი ჯანმრთელობისა და დღეგრძელი ცხოვრების სურვილები. მაგრამ ყველას კარგად ესმის, რომ ეს სურვილები არაფრად არ ღირან და ვერანაირ გავლენას ვერ ახდენენ სცენარზე. პირიქით, მსგავსი კეთილი სურვილები, ფაქტების ენაზე თუ ვთარგმნით, ნიშნავს, რომ ჯანმრთელობა უკვე ისეთი აღარ გაქვთ, როგორც ადრე, და წლებიც მიფრინავენ. ესაა დესტრუქციული ქანქარას მსუბუქი რხევები, ან შეიძლება ითქვას უფრო თამაშები.

ადრე თუ გვიან შენიშნავთ, რომ ათი წლის წინ ძალა და ენერგია გაცილებით მეტი გქონდათ. გინდებათ, რომ ვინმეს გაუზიაროთ ეს აზრები. თანამოსაუბრეები მაშინვე გამოჩნდებიან და აქტიურად ანვითარებენ ამ თემას. ავადმყოფობების თემა კი „სვეცკი“ საუბრებში იგივე პოპულარობით სარგებლობს, როგორც ამინდი. ასეთ საუბრებში მონაწილეობის მიღებისას, ენერგიას დესტრუქციული ქანქარის სიხშირეზე ასხივებთ, ან უ მის თამაშში ერთვებით.

ქანქარას შეუძლია ბიძგი მოგცეთ შეუძლოდ ყოფნის, ან ავადმყოფობის სახით. ეს გაღელვებთ, და თქვენთვის აღნიშნავთ: „როგორც ჩანს ავად ვარ“. ესაა თქვენი პასუხი ქანქარას რხევის სიხშირეზე, იგი თქვენგან ენერგიას იღებს და კვლავ და კვლავ გიბიძგებთ - ტკივილიც უფრო და უფრო იზრდება. შემდეგ ექიმთან მიდიხართ, იგი ავადმყოფობას ადასტურებს, და პროცესი უფრო ვითარდება. ქანქარა თქვენგან ენერგიას იღებს და უფრო მეტი ამპლიტუდით ირხევა. როცა კრიზისი დგება, ქანქარამ უკვე ყველაფერი მიიღო, იგი თავს განებებთ, და თქვენც გამოჯანმრთელდებით, თუკი ინდუცირებულმა გადასვლამ ცხოვრების იმ ხაზზე არ გადაგაგდოთ, სადაც ინვალიდი ხართ.

შესაბამისი კითხვა: რა გამოდის, არც ექიმებთან ვიაროთ, არც წამლები მივიღოთ და საერთოდ შევეშვათ ჩვენს ავადმყოფობას? არა, უკვე განვითარებული ავადმყოფობის განკურნებაზე უარის თქმა - თამაშიდან გამოსვლა კი არა, უპასუხისმგებლო გულგრილობაა. საუბარია იმაზე, რომ არ მისცეთ ქანქარას უფლება - თამაშში ჩაგრთოთ.

შეგიძლიათ სამსახურში თანამშრომელს ჰკითხოთ: „რატომ არ იყავი გუშინ?“ რაზეც იგი აუცილებლად გიპასუხებთ: „ავად ვიყავი“. ყურადღება მიაქციეთ, კი არ ვმკურნალობდი, არამედ ავად ვიყავი. კითხვაზე: „რა მოგივიდა?“, პასუხი იქნება - „ავად ვარ“. რა თქმა უნდა, პასუხი ამ კითხვებზე ფორმით - „მე ვმკურნალობდი (ვმკურნალობ)“ არაბუნებრივი იქნება. ეს იმიტომ, რომ ადამიანები ისე მიეჩვივნენ ამ თამაშს, სახელწოდებით ავადმყოფობა, რომ თავად განკურნება მიზნად კი არა, ატრიბუტად, თამაშის თანმდევ მოვლენად ითვლება.

თამაში დესტრუქციულ ქანქარასთან იმით იწყება, რომ მთელი მონდომებით იღებთ ავადმყოფობის სიმპტომებს, ან სხვა სიტყვებით, ინდუცირებული გადასვლის სპირალის ბოლოს ეჭიდებით. ქანქარის პირველი ბიძგი შეგიძლიათ ჩააგდოთ, თუკი სიმპტომებს სერიოზულად არ მიიღებთ, მშვიდად უკუაგდოთ იგი და დაივიწყოთ. თუ ასე არ გამოგდით, მაშინ შეგიძლიათ ჩააქროთ ქანქარა ელემენტარული პროფილაქტიკური ზომების მიღებით. და თუ მაინც ავად გახდით, ნუ ითამაშებთ ავადმყოფობანას თამაშს, არამედ ითამაშეთ მკურნალობის თამაში.

ავადმყოფობის თამაში - ესაა პასიური ტანჯვა, მონაწილეობის მიღება ავადმყოფობების შესახებ საუბრებში, ოხვრა, წუწუნი, გარშემომყოფებისგან თანაგრძნობის და მზრუნველობის კაპრიზულად მოთხოვნა, ავადმყოფობის საკუთარ უცვლელ ატრიბუტად ჩათვლა, მასთან დაკავშირებული ინფორმაციის გატაცებით ძებნა და გამოყენება.

მკურნალობის თამაში - ესაა აქტიური მოქმედება, გამოჯანმრთელების მეთოდებით დაინტერესება, მისწრაფება ცხოვრების ჯანსაღი წესისკენ, ავადმყოფობებისადმი იუმორით მიდგომა, ყურადღების აქცენტირება ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე, ჯანმრთელობისკენ სწრაფვა, თანამოაზრეებთან ურთიერთობა.

ხედავთ, ეს ორი სრულიად განსხვავებული თამაშია. ავადმყოფობაში თქვენ პასიური მსხვერპლის როლს თამაშობთ და დესტრუქციული ქანქარას სიხშირეზე ასხივებთ, შემდეგ კი ინდუცირებული გადასვლის ძაბრი გისრუტავთ. მკურნალობის თამაშის დროს აქტიური შემოქმედის და ბატონის როლში გამოდიხართ, თავად განკარგავთ საკუთარ ბედს, და შედეგად ცხოვრების ჯანმრთელ ხაზებზე გადადიხართ.

ახლა, თუკი მკურნალობის თამაშს გადაწყვეტთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს, თავაშობთ თუ არა ამ თამაშს საკმარისად გულწრფელად? საქმე იმაშია, რომ თქვენ შეიძლება მოატყუოთ საკუთარი თავი, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე. მთელი გონებით აღიარებთ, რომ საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება, მავნე ჩვევებზე უარის თქმა, ფიზიკური ვარჯიშების შესრულება, ჯანსაღი საკვების მიღება, და ა.შ. მაგრამ სინამდვილეში ძველი ჩვევები ღრმადაა თქვენში ფევვგადგმული, ჯანმრთელი წესით ცხოვრებას მხოლოდ იმიტომ ცდილობთ, რომ „ასეა საჭირო“, სინამდვილეში კი უბრალოდ გეზარებათ.

ეს არაა სუფთა თამაში. მას ეწოდება „მე ავად ვარ, და მმკურნალობენ“. ენერგეტიკულ დონეზე ასეთი თამაში არაფრით არ განსხვავდება ავადმყოფობანას თამაშისგან. ამ შემთხვევაში მკურნალობის თამაშს იძულებით ცდილობთ და არა საკუთარი მონდომებით. განზრახვა სუფთა და გულწრფელი არაა, ამიტომ შედეგიც შესაბამისი იქნება.

არასუფთა თამაშის კარგი ილუსტრაციაა მშვენიერი სქესის მცდელობები - დაიკლონ წონაში. ისინი თავს იტანჯავენ დიეტებით და ძალადობენ საკუთარ თავზე (ავად ვარ და მმკურნალობენ); ვერ იტანენ თავიანთ წონას და ფიგურას, და ალბათ გახსოვთ, რომ ეს მშვენიერი საშუალებაა ენერგიის გამოსხივებისთვის იმ ცხოვრების ხაზზე, რომელშიც სწორედ ასეთი ფიგურა გაქვთ. მათ არ მოწონთ ასეთი დიეტები, და იმის ჭამა უნდათ, რასაც მიეჩვივნენ. თუ თქვენც თამაშობთ ამ თამაშს, შეეშვით საკუთარ თავზე ამ უაზრო ძალადობას. უკეთეს შემთხვევაში იგი მხოლოდ უმნიშვნელო დროებით შედეგებს მოგცემთ. როცა საკუთარ თავზე ძალადობთ, ქვეცნობიერს ეშინია, წინააღმდეგობას გიწევთ, და ბოლოს მაინც გაიმარჯვებს - მიატოვებთ დიეტას და უფრო მეტად გასუქდებით.

აქედან შეგვიძლია მხოლოდ ერთი დასკვნა გამოვიტანოთ: თუ გსურთ ჯანმრთელობა და სილამაზე, შეიცვალეთ ცხოვრების წესი. ეს ნიშნავს, რომ უნდა გადააგდოთ ძველი ჩვევები და შეიძინოთ ახალი, მაგრამ არა გარდუვალი აუცილებლობის, არამედ დარწმუნებულობის გამო. უნდა გქონდეთ სუფთა განზრახვა. ვერ შეძლებთ, რომ ენერგია თქვენი ცხოვრების ჯანმრთელ ხაზებზე გამოასხივოთ, და შესაბამისად მათზე გადახვიდეთ, თუკი ისე იქცევით, როგორც ყოველთვის. ყველაფერი არც ისე რთულია, როგორც შეიძლება მოგეჩვენოთ. ჩვევების შეცვლა - მხოლოდ განზრახვისა და დროის ამბავია. და თან დროც ბევრი არაა საჭირო. არჩევანი თქვენზეა.


 

pharm1

ავადმყოფობათა ქანქარები

ყოველი თქვენგანი ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ ყოფილა ავად. ავადმყოფობა მთელ რიგ უსიამოვნებებს უქმნის ადამიანს, წარმოშობს ნეგატურ აზრებს და ემოციებს, რომლებიც სივრცეში გამოსხივდებიან. ეს ენერგია ნაყოფიერი ნიადაგია სხვადასხვა სახის დესტრუქციული ქანქარების განვითარებისთვის. ისინი ყოველთვის ძალიან კარგად ითვისებენ ნეგატიურ ენერგიას.

ქანქარები, რომლებიც ავადმყოფობების მიერ არიან წარმოშობილნი, ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილები არიან. ეს, პირველ რიგში, თავად ავადმყოფობები და ეპიდემიებია. მათ ოპოზიციას წარმოადგენენ მედიცინის ყველა შესაძლო ქანქარები. წარმოგიდგენიათ, რა მძლავრი სტრუქტურებია! კლინიკები, სანატორიუმები, ინსტიტუტები, ფაბრიკები, აფთიაქები, მეცნიერება, განათლება...

მედიცინის ქანქარების დეკლარურებული მიზანი - ესაა დაავადებებთან ბრძოლა. ეს ბრძოლა წარმოშობს მრავალ ნეგატიურ მოვლენას, რომლებიც დამახასიათებელნი არიან ნეგატიური ქანქარებისთვის, რადგან მათი მთავარი მიზანი - ესაა მიმდევრების მოზიდვა და შენარჩუნება.

მაგალითად, ოფიციალური მედიცინა მტრულადაა განწყობილი მკურნალობის ყველა სახის არატრადიციული (ანუ ოფიციალური მედიცინისადმი არ-მიკუთვნებული) მეთოდისადმი. მოძველებული ან არასწორი წარმოდგენების კრიტიკა, თუ იგი არატრადიციული მედიცინის მიმდევრებისგან მომდინარეობს, შერაცხული იქნება ანტი-მეცნიერულად. მკურნალობის ნებისმიერ ახალ მეთოდს, თუკი ისინი არატრადიციულ მედიცინას მიეკუთვნებიან, მტრულად შეხვდებიან.

არატრადიციული მეთოდების მიმდევრები, თავის მხრივ, ასევე ისვრიან ქვებს ოფიციალური მედიცინის მიმართულებით.

დესტრუქციულ ქანქარებს შორის, როგორც წესი ბრძოლა მიდის, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში თანამშრომლობაც კია შესაძლებელი. მაგალითად, მედიცინისა და ფარმაკოლოგიის ურთიერთობა. უკვე საიდუმლო აღარაა, რომ ბევრი ექიმი და აფთიაქი თანამშრომლობს ერთმანეთთან. ექიმმა შესაძლოა თავის პაციენტებს კონკრეტული წამალი გამოუწეროს, აფთიაქარმა კი კონკრეტული ექიმი ურჩიოს. და პირიქით, ექიმები მედიკამენტების რეკლამების წინააღმდეგ გამოდიან, რადგან თუ ადამიანებს ყველაფერი ეცოდინებათ წამლების შესახებ და თვითგანკურნებით დაკავდებიან, მაშინ ექიმებს ნაკლები პაციენტი ეყოლებათ.

ადამიანი, რომელიც ავადმყოფობების ან მედიცინის ქანქარების გავლენის ქვეშ იმყოფება, ვერ შეძლებს თავისი ყმაწვილობის დროინდელი ჯანმრთელობის დაბრუნებას. გაიხსენეთ, მაშინ ხომ ძალიან ნაკლებად გაღელვებდათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები. ეს თქვენ პირდაპირ არ გეხებოდათ, ამას მნიშვნელობას არ ანიჭებდით და უბრალოდ ყურადღებას არ აქცევდით საკუთარ ჯანმრთელობას, რადგან არაფერი გაწუხებდათ. შესაბამისად, თქვენი ენერგეტიკული გამოსხივება არ მოიცავდა საკუთარ თავში ავადმყოფობათა ქანქარების სიხშირეებს.

ასაკთან ერთად თანდათანობით, ამა თუ იმ დონით, ქანქარების გავლენის ქვეშ ექცევით. გამოასხივებთ რა ენერგიას ქანქარების სიხშირეზე, ამით ენერგიას აძლევთ მათ, დამოკიდებული ხდებით მათზე და ცხოვრების ავადმყოფურ ხაზებზე გადადიხართ. ამიტომ უწინდელი ჯანმრთელობის მოსაპოვებლად აუცილებელია, რომ პირველ რიგში განთავისუფლდეთ ქანქარებთან კავშირებისგან. ეს ნიშნავს, რომ არ შემოუშვათ თქვენში ქანქარების ინფორმაცია და არ მიიღოთ მონაწილეობა მათ თამაშებში, ანუ გამოიყენოთ ქანქარების ჩაგდების მეთოდი. თუ ავადმყოფობები სერიოზულად გაწუხებენ, მაშინ ითამაშეთ მკურნალობანას თამაში და იზრუნეთ საკუთარ სხეულზე, და ეს ჩაქრობის მეთოდი იქნება. განვიხილოთ ავადმყოფობათა ქანქარების ქცევის რამდენიმე მაგალითი.

მედიკამენტების რეკლამა ყოველდღე ახდენს თქვენს წინაშე იმ ბედნიერი ადამიანების დემონსტრირებას, რომლებიც გარკვეულ წამალს ღებულობენ და სწორედ ამიტომ ხდებიან ჯანმრთელები. და უფრო მეტიც, არათუ ჯანმრთელობას, არამედ ყოველმხრივ წარმატებებსაც აღწევენ ამით. მაცდური სატყუარაა, და კარგადაც მუშაობს, რადგან როგორც უკვე განვიხილეთ, ადამიანთა უმეტესობა ნახევრად-ცნობიერ მდგომარეობაში ცხოვრობს. თქვენს ტვინში იდება პროგრამა: წადი აფთიაქში, იყიდე წამალი და მიიღე ჯილდო - სრული წესრიგი ყველა საქმეში“. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა ისეთი საშიში. ამ რეკლამაში დაფარულია სხვა, უფრო ღრმა პროგრამა.

აბა დაფიქრდით, რეკლამაში, როგორც წესი, აჩვენებენ სრულიად ნორმალურ, მიმზიდველ და ხშირად წარმატებულ ადამიანებსაც. (თქვენ რა, ნაკლები ხართ?) ყველა ეს ადამიანი რაღაცითაა ავად, მაგრამ მალე იკურნება სასიამოვნო წამლებით. (და თქვენც ასეთი ხართ!) თქვენ გტენიან ცნობიერში და ქვეცნობიერში იმ ფაქტს, რომ წინასწარგანწყობილი ხართ დაავადებებისადმი, უკვე ავად ხართ, ან მალე გახდებით ავად. და თქვენ იღებთ თამაშის ამ პირობებს. სწორედ ესაა დესტრუქციული ქანქარის არა დეკლარირებული, არამედ ნამდვილი სახე. მისი ამოცანა თქვენი განკურნება კი არაა, არამედ თავის მიმდევრად ქცევა, ანუ იმის შთაგონება, რომ ავად ხართ და წამლები უნდა მიიღოთ.

მიმდევრების მოზიდვის კიდევ ერთი საინტერესო მეთოდი - არასურველი ამინდის პროგნოზი. საფუძვლად აღებულია პროგნოზები მაგნიტურ ქარებზე, ატმოსფერული წნევის ცვალებადობაზე და სხვა არასასიკეთო ფაქტორებზე. (შეამჩნევდით, რომ ყველა ეს მოვლენა ამა თუ იმ დონით პრაქტიკულად ყოველდღე ხდება). ამ მონაცემებიდან გამომდინარე, დგება პროგნოზი: ვის და რა ავადმყოფობებით შეექმნება ხვალ პრობლემები. სასაცილოა ერთხელ და ორჯერ მოსმენა იმისა, თუ როგორ ჩამოთვლის ხოლმე ქანქარა ყველა შესაძლო ავადმყოფობას და გარდუვალ შედეგებს მათი მფლობელებისთვის. მაგრამ შემდეგ უკვე სასოწარკვეთილება გიპყრობთ. წარმოგიდგენიათ, რა დამანგრეველი პროგრამა იდება ისედაც არაჯანმრთელი ადამიანების ცნობიერებაში? ასეთ რამეს რომ ისმენ, შეიძება იფიქრო, რომ ჯობია საერთოდ არ გახვიდე სახლიდან. რა თქმა უნდა, არასასიკეთო ფაქტორები ზემოქმედებენ თვითგანწყობაზე, მაგრამ რა საჭიროა თავიდანვე საკუთარი თავის ამაზე მომართვა? არადა ბევრი, განსაკუთრებით ხანშიშესული ადამიანები უსმენენ ქანქარების ამ გადმოღვრილ ინფორმაციას და განაჩენივით წინასწარ იდგენენ საკუთარი თავისთვის ავადობებისა და გამწვავებების პროგრამას. მსგავსი პროგნოზები წარმოადგენენ მაგალითს ქანქარების თავხედური და ცინიკური მისწრაფებისა - დაუქვემდებარონ ადამიანები თავიანთ ზეგავლენას.

და ყველაზე კლასიკური სიუჟეტი - საუბრები ჯანმრთელობის შესახებ ნაცნობებთან და ახლობლებთან. როგორც წესი, საუბრები მიდის არა ჯანმრთელობის გამყარების, არამედ ავადმყოფობების და მათი განკურნების თემაზე. ერთი გატაცებით აღწერს, როგორ ებრძვის თავის ავადმყოფობებს, მეორე კი მზადყოფნაში მყოფი ქოთქოთებს პასუხად: ჰო, სიბერე ტანჯვაა. ასეთი საუბრის მონაწილეები აქტიურად გამოასხივებენ ენერგიას ავადმყოფობების ქანქარების სიხშირეზე. ეს ენერგია ისეთივე გადამდებია, როგორც პათოგენური მიკრობები. თავი აარიდეთ მსგავს საუბრებს, წინააღმდეგ შემთხვევაში თავადაც ვერ შეამჩნევთ, ისე გადახვალთ ავადმყოფობების გამოსხივების სიხშირეზე.

ავადმყოფობის ქანქარის იდენტიფიკაცია ძალიან მარტივია - იგი გიტყუებთ ინფორმაციით ავადმყოფობებისა და მათი მკურნალობის შესახებ. თუ ამ ინფორმაციას იგნორირებას გაუკეთებთ, ანუ თუ ყურებს მიღმა გაატარებთ და სერიოზულად არ მიიღებთ, ქანქარა თავს დაგანებებთ - ეს მისი ჩაგდება იქნება. თუ ამ ინფორმაციას იდიოტური სიცილით და დაცინვით შეხვდებით, ქანქარა შიშით კუდამოძუებული გაიქცევა თქვენგან - ეს მისი ჩახშობაა.

დაშორდებით რა ავადმყოფობათა ქანქარებს, თქვენ მიიღებთ სრულ თავისუფლებას, მაგრამ ის დიდხანს არ გაგრძელდება. ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ მას სჭირდება - იყოს რაიმე ქანქარების მიმდევარი. ამიტომ ადრე თუ გვიან კვლავ იქნება რისკი, რომ კვლავ მოექცევით ავადმყოფობათა ქანქარების ზეგავლენის ქვეშ. ეს რომ არ მოხდეს, თქვენ გჭირდებათ, გამოხვიდეთ გამოკიდებული მდგომარეობიდან და შეუერთდეთ გაჯანსაღების ქანქარებს. ჯანსაღი ქანქარები - ესაა ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სხეულისა და სულის გაძლიერებასთან. გახდით ცხოვრების ჯანმრთელი წესის მიმდევარი, და მიხვდებით, რა კარგი და სასიხარულოა ეს, ავადმყოფობებთან მძიმე და უიმედო ბრძოლებთან შედარებით.

სრულიად ცხადია, რომ თუკი ადამიანი ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე , იგი ენერგიას ჯანმრთელი ხაზების სიხშირეზე ასხივებს და ამიტომ ჯანმრთელია, ავადმყოფობებისთვის არ სცხელა. ამგვარად, თქვენ ხედავთ, რომ არსებობს ცხოვრების ორი სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო სახე: ავადმყოფობების განკურნება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ცხადია, რომ ავადმყოფობებთან მიმართებაში, პირველი შინაგან განზრახვას მიეკუთვნება, მეორე კი გარეგანს. თქვენ თავად ირჩევთ თქვენი ცხოვრების სახეს.


 

smoking

მავნე ჩვევები

რაც შეეხება მავნე ჩვევებს, ყოველ ადამიანს შეუძლია თავი დაანებოს დალევას ან მოწევას ნებისმიერ მომენტში. ეგრეთწოდებული ფიზიოლოგიური დამოკიდებულობა ან მიჩვევა აქ საერთოდ არ თამაშობს მთავარ როლს. ენერგეტიკული თვალსაზრისით მიჩვევა ნიშნავს ცხოვრების იმ ხაზებზე გადაწყობას, სადაც ამ ადამიანს ეს მავნე ჩვევები აქვს. არის ცხოვრების სუსტი ხაზები, სადაც ადამიანი ზომიერად სვამს (ეწევა), და არის უფრო ინტენსიური ხაზებიც. თქვენ მოცემულ მომენტში რომელიღაც ხაზში ხართ. თუ ჩვევა პრობლემებისგან გაქცევის საშუალებად იქცევა, პრობლემა კი ბევრია, გამოსხივება უფრო სუფთა ხდება, რაც იწვევს უფრო ინტენსიურ ხაზებზე გადასვლას.

იმისთვის, რომ დაბრუნდეთ ცხოვრების ხაზზე ამ ჩვევების გარეშე, საჭიროა, რომ უბრალოდ შეწყვიტოთ ენერგიის გამოსხივება მოცემულ სიხშირეებზე. მოვიყვან ერთ ძალიან კარგ მაგალითს. როცა ყველაზე გამოცდილი მწეველები წყალქვეშა ნავით მოგზაურობენ, მათ საერთოდ არ აღელვებთ ის, რომ მოწევის შესაძლებლობა არ აქვთ. როგორც კი ლუქი იხურება და გაცემულია ბრძანება წყალში ჩაღრმავების შესახებ, აზრები მოწევის შესახებ საერთოდ ქრება, რადგანაც ობიექტურად მოწევის არცერთი ვარიანტი აღარ არსებობს. მწეველი სრულიად ეგუება ამ ობიექტურ მოცემულობას და აღარც კი ფიქრობს ამაზე. მას არც აბრაზებს და არც ახარებს ეს ფაქტი. არ არის აზრები - არ არის გამოსხივება, შესაბამისად მწეველი გადადის ცხოვრების სხვა ხაზზე, სადაც ის აღარ ეწევა. სად გაქრა ფიზიოლოგიური დამოკიდებულობა? მაგრამ აი, წყალქვეშა ნავი ხმელეთს უბრუნდება და თუკი მწეველს არ ჰქონია თავის დანებების განზრახვა, ახსენდება, რომ ცუდი არ იქნებოდა გაბოლება. კვლავ ჩნდება გამოსხივება და იგი კვლავ უბრუნდება ცხოვრების ძველ ხაზებს.

ფიზიოლოგიური დამოკიდებულობა სინამდვილეში ვლინდება, როგორც ქანქარას მიერ აზრობრივი გამოსხივების სიხშირის მიტაცება. თუ ადამიანმა ალკოჰოლი ან ნარკოტიკები მიიღო, ქანქარა დროებით ენერგიას აძლევს მას, ამიტომ დამიანი ძალების მოზღვავებას, ეიფორიას განიცდის. ასე ხდება სიხშირის მიტაცება. მაგრამ ქანქარა არ იძლევა ენერგიას ასე უბრალოდ. მოკლევადიან აღმასვლას მძიმე ანგარიშგება მოსდევს - ნაბახუსევის სინდრომი ან “ლომკა“. ამ მდგომარეობაში ადამიანი პირდაპირაა მიერთებული ქანქარაზე, და ის მისგან ენერგიას იწოვს. ენერგიის ის ნაწილი, რომელსაც ქანქარა თავიდან იძლევა, უმნიშვნელოა იმასთან, რასაც შემდეგ იღებს. ამიტომაცაა „ლომკა“ ასეთი მძიმე. ადამიანი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით გრძნობს, თითქოს ვიღაც მარწუხებით ჩაეჭიდა მის ენერგეტიკულ სხეულს. ქანქარა პირობას აყენებს: ან კიდევ მიიღებ, ან ტანჯვა გაგრძელდება. თუ ადამიანი კიდევ იღებს დოზას, მას კვლავ ეძლევა ენერგიის ნაწილი, მაგრამ ამას კიდევ უფრო მძიმე ანგარიშგება მოსდევს. ქანქარა მხოლოდ მაშინ დაანებებს თავს ადამიანს, თუ მისგან უკვე აღარაფერია ასაღები. თუ ადამიანი, რომელმაც „ლომკა“ გადაიტანა, კვლავაც ჩამოკიდებულია ქანქარას ძაფზე, ისტორია კვლავ მეორდება. ქანქარას ძაფს წარმოადგენს მოგონებები მოკლევადიანი ეიფორიის შესახებ და იგივე განცდის განმეორების სურვილი.

რატომაა ასე რთული მავნე ჩვევისგან განთავისუფლება? მიაქციეთ ყურადღება, როგორ ისმება საკითხი უმეტეს შემთხვევებში: არა „უარის თქმა“, არამედ „გადაგდება“. ჩვევა განიხილება, როგორც მავნე პარაზიტი, რომლის განადგურებაც პრინციპში შესაძლებელია, ან ავადმყოფობა, რომლის განკურნებაც შესაძლებელია. საკითხის ასეთმა დასმამ გამოიწვია მკურნალობის სხვადასხვა მეთოდებისა და სხვადასხვა ფარმაკოლოგიური პრეპარატების გამოჩენა. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ მკურნალობა ზოგჯერ შველის, ზოგჯერ კი - არა.

თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ახლა მედიცინის ლანძღვას და ანათემაზე გადაცემას ვაპირებ? ვერ გამოიცანით! თუ ადამიანი მკურნალობანას თამაშობს, მედიცინა დაეხმარება მას. მკურნალობის ეფექტურობისადმი რწმენა - კარგი მეთოდია საკუთარი გამოსხივების ჯანსაღ ღაზებზე გადაწყობისთვის. ხოლო თუ პაციენტმა ავადმყოფობანას თამაში აირჩია, ვერანაირი პროგრესული მეთოდები ვერ გამოგლეჯენ მას ცხოვრების ავადმყოფური ხაზებიდან.

როგორც წესი ადამიანები თავიდან თვითონ ცდილობენ საკუთარი პრობლემების გადაჭრას. თუ ადამიანმა მავნე ჩვევებზე „უარის თქმა“ გადაწყვიტა, მას ეს გამოსდის. ხოლო თუ ცდილობს, რომ „გადააგდოს“ ის, იწყება „გადაგდებების“ და კვლავ დაბრუნებების ჯაჭვი. ეს ჯაჭვი შეიძლება წლობით გაგრძელდეს, რადგან, მაგალითად, მწეველი ფიქრობს, რომ კეთილშობილურ მისიას ასრულებს: „მოწევა ჩემთვის საზიანოა ჩემთვისაც და გარშემომყოფებისთვისაც. მე გავანთავისუფლებ ჩემ თავსაც და საზოგადოებასაც ამ დამღუპველი ჩვევისგან!“ მაგრამ სინამდვილეში მოწევა მაინც უნდა. „აი, მხოლოდ ერთიც, უკანასკნელად და თავს დავანებებ!“ მაგრამ თუ ერთ მომენტში მწეველი საკუთარ თავზე ძალადობს, მეორე მომენტში ის აუცილებლად შეიცოდებს საკუთარ თავს, ან სისუსტეს გამოავლენს. ხვდებით, რა მექანიზმი მუშაობს აქ? ამ დროს წონასწორული ძალები ცდილობენ ჭარბი პოტენციალის მოშორებას. ძალადობა სისუსტით წონასწორდება. მარკ ტვენი ამბობდა: „მოწევისთვის თავის დანებება? ამაზე ადვილი არაფერია! ეს ათასჯერ გამიკეთებია.“

ამ „გადაგდებობანას“ თამაშს, როგორც ხვდებით, ეწოდება: „მე ავად ვარ და მმკურნალობენ“. განზრახვა არაა სუფთა, გონება კი იძახის, რომ გადაგდება აუცილებელია, ამიტომ ჩვევას ომს უცხადებენ - იგი სძულთ, ულტიმატუმებს უყენებენ, მასზე ნადირობას აცხადებენ, იდება საზეიმო ფიცები - მოკლედ, მთელი დრამატული თეატრი მძლავრი და სუფთა გამოსხივებით ცხოვრების არაჯანსაღი ხაზების სიხშირეზე.

იმისთვის, რომ მავნე ჩვევების სიხშირეებზე გამოსხივება შეწყვიტოთ, საჭიროა, პირველ რიგში სუფთა განზრახვა. თუ ჩვევაზე უარის თქმის საჭიროებაში დარწმუნებული ხართ და ეს არაა უბრალოდ მოვალეობა, მაშინ შანსები უკვე ნახევარზე მეტია. თუმცა, როგორც წესი, ჩვევას კავშირი აქვს ადამიანის ცხოვრების გარკვეულ წესთან. მაგალითად, მწეველი მიეჩვია „პერეკურებს“ სამსახურში შესვენებებზე და ეს მუშაობის განუყოფელი ატრიბუტი გახდა. ან მაგალითად, ცხოვრებაში დალევის ძალიან ბევრი საბაბი არსებობს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ახლო გრემოცვის ადამიანებიც იგივეს აკეთებენ. ასე იქცევა ჩვევა ცხოვრების სახედ.

ჩვევა კიდევ უფრო ერწყმის ცხოვრებას კიდევ იმიტომ, რომ იგი დაკავშირებულია ემოციურ განცდებთან და ფსიქოლოგიურ თავდაცვასთან. როგორც ცნობილია, სმას სიხარულის ან მწუხარების გამო იწყებენ, შემდეგ კიდევ უფრო მეტიმიზეზი ხდება საჭირო, ბოლოს კი მიზეზები საჭირო აღარაა - უბრალოდ არსებობს უწინდელი ემოციური განცდების დაბრუნების სურვილი.

ჩვევის ემოციებთან ამ კავშირის გაწყვეტა ძალიან რთულია. თუ კავშირი უკვე ღრმადაა ფესვგადგმული, და ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ იცხოვრებთ ამის გარეშე, მაშინ, ყოველ შემთხვევაში, იმას მაინც ნუ ეცდებით, რომ ითამაშოთ თამაში: „მე ავად ვარ და მმკურნალობენ“, რადგან ამას შედეგები არ მოაქვს. პირიქით, უფრო გირთულებთ ცხოვრებას. თუ ჩვევასთან ერთად ცხოვრება კიდევ შეიძლება, ანუ თუ ის მეტისმეტად შორს არ წასულა, მაშინ უფრო გონივრული იქნება, უბრალოდ გაუშვათ სიტუაცია, ვიდრე განაგრძოთ უსარგებლო ბრძოლა. საკუთარი თავის გაშვებით, თქვენ უფრო თავისუფლად ამოისუნთქებთ და დიდი ალბათობით გადახვალთ ხაზზე, სადაც ჩვევა უფრო ზომიერი იქნება.

ხოლო თუ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი ჩვევა ცხოვრებას გიფუჭებთ, მაშინ ასევე დიდია ალბათობა იმისა, რომ სუფთა განზრახვას მოიპოვებთ. მაშინ, პირველ რიგში, უნდა გაწყვიტოთ კავშირი ჩვევასა და თქვენს ემოციურ განცდებსა და ცხოვრების წესს შორის. ეს ნიშნავს, რომ უნდა მოაშოროთ ყოველგვარი მიზეზი.

მიზეზების მოშორება შესაძლებელია თანდათან, ერთი-მეორეს მიყოლებით. მაგალითად, ადრე ნებისმიერ პრობლემას სიგარეტის მოწევით „ახშობდით“ - შეცვალეთ ეს პრობლემური ქანქარის ჩაგდების ან ჩახშობის მეთოდით. სამუშაოს დასასრული ყოველთვის სრულდებოდა კარგი „პერეკურით“ - ჯობია მიირთვათ თქვენი საყვარელი ნუგბარი. სიგარეტი ძილის წინ - მოაჩვენეთ საკუთარ თავს, რომ დაგავიწყდათ. და ა.შ. თქვენ უფრო იცით თქვენი მიზეზები.

როცა ჩვევის ცხოვრების წესთან კავშირი მოშორებულია, მას უკვე აღარაფერი აქვს საყრდენად. მაშინ შეგიძლიათ მშვიდად და თავდაჯერებულად უთხრათ საკუთარ თავს: „მე უარი ვთქვი ამაზე“. კი არ „გადავაგდე“, არამედ უარი ვთქვი! აი, ამ მომენტში ორი ხაფანგი გელოდებათ.

პირველი ხაფანგი - ესაა აზრები, რომ თქვენ უარი თქვით ჩვევაზე. თქვენ ეს გახსოვთ, და სიამოვნებით უყვებით ყველას, რომ გადააგდეთ. ისევ ამაზე ფიქრობთ, რაც ნიშნავს, რომ ენერგიას ასხივებთ ჩვევის სიხშირეზე. ნებისმიერი აზრი ჩვევის შესახებ, მის სიხშირეს ემთხვევა. ასეთ შემთხვევაში ძალიან ძნელი იქნება ქანქარასთან დამაკავშირებელი ძაფის გაწყვეტა და ცხოვრების ახალ ხაზზე თავის შენარჩუნება.

მეორე ხაფანგი - ესაა გადაგდების ფაქტისგან მოვლენის შექმნა. თუ თქვენთვის მაინც დასანანია ჩვევასთან განშორება, ეს დრამა იქნება. თუ პირიქით, გიხარიათ ეს - მაშინ ეს აღტაცება იქნება. ნებისმიერი ემოცია ამ საკითხზე - ჭარბ პოტენციალს წარმოშობს, რომლების მოშორებასაც წონასწორული ძალები მაშინვე ეცდებიან, და უკვე იცით როგორც.

ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება - ხელი ჩაიქნიოთ და დაივიწყოთ, სინანულის ან სიხარულის გარეშე, თითქოს არაფერი მომხდარა. არ არის მნიშვნელოვნება, არ არის აზრები, არ არის ემოციები, არ არის გამოსხივება - და თქვენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ჩამოვარდებით ცხოვრების მავნე ხაზიდან, რადგან უკვე აღარ შეესაბამებით მის პარამეტრებს. ამაშია მთელი საიდუმლო.


 

junk

ავადმყოფობათა ნამდვილი მიზეზები

თქვენ გიწევთ, რომ მთელი ცხოვრება ატაროთ სხეული, რომელშიც ჩასახლდით. თუკი არ მოუვლით, იგი დროთა განმავლობაში დაბინძურდება, როგორც სანტექნიკა, და აქ ვერც დიეტები და ვერც მედიტაციები ვერ დაგეხმარებათ. სხეულზე ზრუნვა ბევრს ზედაპირულად ესმის. უბრალოდ რეგულარული ბანაობა, კბილების ხეხვა და ვარჯიშების კეთება საკმარისი არაა. ცხოვრების ბოლოსთვის ადამიანის სხეული ათეულობით კილოგრამ სხვადასხვა ნაგავს იგროვებს. ესაა ქვები საჭმლის მომნელებელ სისტემაში, არაორგანული მარილების გროვები, ლორწო და სხვა ნაგავი. ეს ყველაფერი მაგიდაზე რომ გადმოყაროთ, დიდ საზიზღარ გროვას მიიღებთ. ისღა დაგრჩენიათ, გაგიკვირდეთ, როგორ შეიძლება საერთოდ ამ ყველაფერთან ერთად ცხოვრება.

ორგანიზმის რესურსები კოლოსალურია, მაგრამ არა უსაზღვრო. მაგალითად, წყალგაყვანილობის მილი გარედან შეიძლება სრულიად ნორმალურად გამოიყურებოდეს. მაგრამ დროთა განმავლობაში მას შიგნით ნალექის სქელი ფენბა ედება, და გასასვლელი ვიწროვდება. ასეთი მილის გარედან შეღებვა უსარგებლოა - მას უბრალოდ აგდებენ და ახლით ცვლიან. ადამიანის ორგანიზმთან დაკავშირებითაც იგივე ისტორიაა, ოღონდ ამ შემთხვევაში ადამიანი უბრალოდ კვდება. როგორ შეიძლება გული ჯანმრთელი იყოს და ამდენ დატვირთვას გაუძლოს, თუკი სისხლძარღვების კედლებზე ნალექების სქელი შრეა, და ღვიძლს აღარ შეუძლია სისხლის გაწმენდა?

ყმაწვილობის დროინდელი ჯანმრთელობის მიზეზი მხოლოდ ერთია - ორგანოების რესურსები ჯერ არაა ამოწურული. როცა რესურსი დასასრულს უახლოვდება, ორგანო ზღვარზე იწყებს მუშაობას. ორგანო, რომელსაც ამოწურული აქვს რესურსები, სხვა ორგანოებს ართმევს ენერგიას. იქმნება როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი პათოლოგიური კავშირები. მაგალითად, ნატანჯი ღვიძლი უწინდებურად ვეღარ წმენდს სისხლს. ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს იგი კენჭებით აქვს სავსე. ამიტომ სისხლძარღვები ბინძურდება, იზრდება გულზე ზეწოლა, და ა.შ. ენერგეტიკულ დონეზე ავადმყოფი ღვიძლი მეზობელ ორგანოებს ართმევს ენერგიას, რამაც შეიძლება სხვა ავადმყოფობებამდე მიგვიყვანოს. რესურსების ამოწურვის მიზეზი ბანალურია - ესაა ორგანიზმის დაბინძურება. ამიტომ ამ პრობლემის გადაწყვეტაც ასევე ბანალურია - ორგანიზმის გაწმენდა.

არსებობს ორგანიზმის ბუნებრივი მეთოდებით გაწმენდის შესახებ უამრავი კარგი წიგნი და მეთოდი, ანუ წამლებისა და ქირურგიული ჩარევის გარეშე. თუ მოინდომებთ, იპოვით მათ. საოცარია, რამდენი ადამიანი კვდება, ან ქირურგის დანის ქვეშ წვება ისე, რომ არ იცის, რა ადვილია ყველა პრობლემის ორგანიზმის გაწმენდის ნატურალური მეთოდებით გადაწყვეტა.

ორგანიზმის გაწმენდა საჭიროა თანმიმდევრულად: თავიდან ნაწლავები, შემდეგ ღვიძლი, შემდეგ მარილების გროვები. ყველა რეცეპტს და რეკომენდაციას სპეციალისტების წიგნებში იპოვით. მე შემიძლია მხოლოდ აღვნიშნო, რომ მაგალითად, ღვიძლი უფრო ეფექტურად იწმინდება მცენარეული ზეთისა და ლიმნის წვენის, ან გახეხილი ჭარხლის მეშვეობით. ამით ხდება ორ სანტიმეტრამდე დიამეტრის კენჭების გამოტანა! და ამას ვერ მიაღწევთ ვერანაირი მედიკამენტებით, ამიტომაც ოფიციალური მედიცინის მიმდევრები ამბობენ, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. გაწმენდა უნდა ჩატარდეს შესვენებებით, მანამ, სანამ ქვები არ შეწყვეტენ გამოსვლას.

თირკმელებში კენჭების დაშლა ხდება ასკილის ფესვების ნაყენით, და სხვა მრავალი ბუნებრივი საშუალებით. მარილების ორგანიზმიდან გამოტანა ადვილია ლიმნის წვენით, ან შავი ბოლოკის წვენით. ბევრი ავადმყოფობა იკურნება სტაფილოსა და ისპანახის წვენით. ბუნებამ ყველაფერი გაითვალისწინა, რაც მკურნალობისთვისაა საჭირო. ცივილიზაციის ისტორია ათასწლეულებს ითვლის, თანამედროვე მედიცინის ქანქარა კი სულ ცოტა ხნის წინ გაჩნდა.

თუკი საკუთარ თავზე გამოცდით ბუნებრივი გაწმენდის მეთოდებს, შოკირებული იქნებით იმით, თუ რამდენად მკვეთრად გაუმჯობესდება თქვენი თვითგანწყობა. მაგალითად, ღვიძლის გაწმენდის შემდეგ იგრძნობა უჩვეულო სიმსუბუქე და ძალების მოზღვავება - სხეულმა თითქოს მძიმე ტვირთი გადააგდოო. ენერგეტიკამ ერთი საფეხურით მაღლა აიწია. გამოთავისუფლდა დიდი რეზერვი. რამდენიმე დღის შემდეგ სიმსუბუქის შეგრძნება ჩვეული ხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ენერგეტიკამ დაიწია. უბრალოდ ენერგიის მოპოვებული დონე ჩვეულ ნორმად იქცა. იგივე მიზეზით, სიმძიმეების აწევის შემდეგ, საგნები უფრო მსუბუქი გვეჩვენება, ვიდრე ჩვეულებრივ. ჰოდა გაწმენდის შემდეგაც რამდენიმე დღე გიხარიათ სიმსუბუქე, შემდეგ კი ეჩვევით, ჯანმრთელობა და ენერგია, როგორც წესი არ იგრძნობა. ავადმყოფობა გვახსენებს ხოლმე თავს, რადგან არ წარმოადგენს ნორმალურ მდგომარეობას.

ნაწლავებისა და ღვიძლის გაწმენდის შემდეგ შეგიძლიათ უფრო ნატიფ წმენდაზეც გადახვიდეთ. მაგრამ მთავარია, კვლავაც არ დააბინძუროთ თქვენი ორგანიზმი. დაბინძურება ხდება არასწორი კვების შედეგად. თითქმის ყველა ავადმყოფობა, პირდაპირ ან ირიბად, გამოწვეულია არასწორი კვებით. ინფექციური ავადმყოფობებიც კი მხოლოდ დაბინძურებულ და დასუსტებულ ორგანიზმში ჩნდებიან, სადაც კარგი გარემოა ინფექციის განვითარებისთვის. არსებობს ასევე დაავადებები, რომლებიც მემკვიდრეობით გადაეცემა. მაგრამ გენეტიკური წინასწარგანწყობა ჯერ კიდევ არაა ავადმყოფობის გარანტი.

მე არ ვაპირებ, რომ სხვა რწმენაზე მოგაქციოთ - ეს დაუფასებელი შრომა იქნება. თქვენი ჯანმრთელობა ხომ თქვენ გჭირდებათ და არა მე. შესაძლოა ამ ყველაფერში ახალი არაფერი აღმოგიჩენიათ. მაგრამ ადამიანების უმეტესობა ყოველდღიურად უშვებს უხეშ შეცდომებს კვების ელემენტარულ წესებში, შემდეგ კი საკუთარ ჯანმრთელობის პრობლემებზე წუწუნებს. ან არ უნდა დაარღვიოთ წესები, ან ცნობიერად უნდა გააკეთოთ ეს. უკანასკნელ შემთხვევაში საჭიროა, ის მაინც იცოდეთ, რომელი წესები ირღვევა. ნუთუ საწყენი არ იქნება უმეცრებაში რომ მოკვდეთ? მიუხედავად ამისა, ადამიანთა უმეტესობა დიდად არ ღელავს საკუთარ სხეულში არსებულ სიბინძურეზე. ეს იმიტომ, რომ თვალები ვერ ხედავენ, რამდენი ნაგავია სხეულში, და როგორ გროვდება იგი. შემიძლია ბევრი მაგალითი მოვიყვანო იმისა, თუ როგორ ხვდება ნაგავი ორგანიზმში. აი, რამდენიმე მათგანი:

შეწვის დროს მცენარეულ ზეთში შხამიანი ნივთიერებები წარმოიქმნება, ამიტომ ყველაზე კარგია ერბოში შეწვა. სახამებლით მდიდარ პროდუქტებში მაღალ ტემპერატურაზე დამუშავების დროს შხამიანი ნივთიერებები წარმოიშობა, და ისინი კიბოს იწვევენ - ეს ინფორმაცია მათთვის, ვისაც ჩიფსები და შემწვარი კარტოფილი უყვარს.

რევანდის, მჟაუნასა და ისპანახის ხარშვის დროს მჟაუნმჟავა არაორგანულ ფორმაში გადადის და ორგანიზმში კრისტალების სახით ილექება, რაც იწვევს რევმატიზმს და თირკმლების დაავადებებს.

პურის საფუარი, რომელიც გამომცხვარ პურშია, ნაწლავის მიკროფლორას თრგუნავს. საჭმლის მონელების პროცესის უმეტეს ნაწილს ბაქტერიები ანხორციელებენ. ყოველ ცოცხალ არსებას თავისი განსაკუთრებული მიკროფლორა აქვს ნაწლავებში, და ეს მიკროფლორა განპირობებულია მისი კვების რაციონით. აი, რატომაა, რომ ძროხას მხოლოდ ბალახის ჭამა შეუძლია, ლომს კი - მხოლოდ ხორცის. თანდათანობით შესაძლებელია ახალ რაციონზე გადასვლა, და ამასთან ერთად მიკროფლორაც იცვლება. საფუარი თრგუნავს ბუნებრივ მიკროფლორას, საჭმელი ცუდად მოინელება და ორგანიზმს აბინძურებს.

ადუღებულ ან პასტერიზებულ ძროხის რძეში არაფერი სასარგებლო აღარაა. საერთოდ, დიდი შეცდომაა - ძროხის რძე სასარგებლოდ ჩათვალოთ. ეს ჩვილი ბავშვების საჭმელია. ზრდასრული ადამიანის ორგანიზმს უკვე აღარ შეუძლია რძის სრულყოფილად მონელება. მაგალითად, ძროხის რძე შეიცავს კაზეინის დიდ პროცენტს. ესაა ნივთიერება, რომელიც განკუთვნილია რქების, ჩლიქების და ბეწვის ფორმირებისთვის. კაზეინისგან წებოსაც ამზადებენ. როცა ორგანიზმში გროვდება, კაზეინი შემაწებებელ ეფექტს იძლევა და ცოცხალ და მოძრავ პლაზმას ბლანტ მასად აქცევს. თხის რძე ბევრად უფრო ნაკლებ კაზეინს შეიცავს, ვიდრე ძრიხის რძე. თუმცაღა ზრდასრულების მიერ რძის მიღება - ესაა ბუნებრივი ნორმისგან ანომალიური გადახრა.

მოხარშულ საჭმელს მხოლოდ ის შეუძლია, რომ არსებობა შეგვინარჩუნოს. მოხარშულ და კონსერვირებულ საჭმელში თითქმის ყველა ნივთიერება არაორგანული, მკვდარი ხდება. ორგანული ნივთიერებები არაორგანულისგან კვანტურ დონეზე განსხვავდებიან. მაგალითად, ორგანულ კალციუმს ორგანიზმი ითვისებს, არაორგანულს კი - არა. ასევეა ყველა დანარჩენ მიკროელემენტზეც. ორგანიზმი ვერ ასწრებს ყველა არაორგანული მარილის გამოტანას და მთელ სხეულში განაბნევს მას, სადაც კი შესაძლებელია, ოღონდ კი სიცოცხლეს პირდაპირი საფრთხე არ შეექმნას. მაგრამ უსასრულობამდე ასე ვერ გაგრძელდება.

ბევრი პროდუქტი სხვადასხვანაირად მოინელება, ამიტომ ერთმანეთს არ ეთავსება. თუ ერთმანეთთან შეუთავსებელ პროდუქტებს კუჭში ერთად ჩაყრით, ისინი უბრალოდ ამჟავდებიან და გაიხრწნებიან, მავნე ნივთიერებებს გამოყოფენ და ორგანიზმს დააბინძურებენ. მაგალითად, დესერტი ტკბილეულის ან ხილის სახით სადილის შემდეგ - საშინელებაა. ჭამის შემდეგ წყლის დალევის ჩვევის შედეგად კი საჭმლის მომნელებელი წვენი განზავებული ხდება და შესაბამისად საჭმლის მონელება ძნელდება და ხანგრძლივდება. საჭმელს შეგიძლიათ ორი-სამი ყლუპი წყალი დააყოლოთ, მაგრამ ბევრი წყალი ჭამიდან მინიმუმ ორი საათი მაინც არ უნდა დალიოთ.

ჭარბცხიმიანობა იმის შედეგად ჩნდება, რომ მოხარშული და კონსერვირებული საჭმელი ცუდად მოინელება, და ორგანიზმი ვერ იღებს საკმარისი რაოდენობით საჭირო ვიტამინებს და მიკროელემენტებს - მოხარშულ საჭმელში ისინი მიზერული რაოდენობითაა. ორგანიზმი საჭირო ნივთიერებებს ითხოვს, ამიტომ კვლავ და კვლავ გვიჩნდება შიმშილის გრძნობა. თქვენ კი ფიქრობდით, რომ შიმშილის გრძნობა კალორიების უკმარისობის გამო ჩნდებოდა? ეს კიდევ ერთი დიდი ილუზიაა.

უხეში დარღვევების სია შეგვიძლია კიდევ დიდზე გავშალოთ. ასეთ შემთხვევებში მიღებულია, რომ სკანდალური ტონით დასვან ხოლმე პრიმიტიული კითხვა: „რა უნდა ვჭამოთ მაშინ, თუ ყველაფერი საზიანოა?“ ასე ამბობენ ქანქარები. დიახ, მათ ადამიანის არსებობის ყველა სფეროში შეაღწიეს. მათ შექმნეს არასწორი კვების სტერეოტიპები და მთელი ძალებით შეინარჩუნებენ მათ.

არაჯანსაღი კვების ქანქარები - ესენია პრინციპები და სტერეოტიპები, რომლებიც არც ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა სხვადასხვა ხალხის სამზარეულოებში. ქანქარებს არ აქვთ მიზნად, რომ ადამიანის ორგანიზმი დააბინძურონ. რადგან ჯანსაღი კვების ქანქარებიც ხომ არსებობენ. ნებისმიერი ქანქარას მიზანია - გადარჩეს და რაც შეიძლება მეტი მიმდევარი მოაგროვოს. ამისთვის კი საჭიროა, რომ თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს და სხვები ლანძღოს. ამიტომ ხორცის მოყვარული ისეთივე ძლიერ არგუმენტებს მოგიყვანთ თავის სასარგებლოდ, როგორც ვეგეტარიანელი. მე გთავაზობთ ჯანსაღი კვების ქანქარების არგუმენტებს, არჩევანი კი თქვენზეა.

ადამიანთა უმეტესობა ოფიციალური მედიცინისა და პროდუქტების დამზადების დამკვიდრებული რეცეპტების მტკიცე ქსელშია გახლართული. ეს ქანქარები თანამშრომლობენ კიდეც ერთმანეთთან, რადგან სწორედ ეს რეცეპტები და კვებაზე წარმოდგენები წარმოშობენ ყველა ცნობილ დაავადებას, და შესაბამისად ზრდიან სამედიცინო დაწესებულებათა კლიენტების რიცხვს. ორივე ეს ქანქარა საკმაოდ დესტრუქციულია. ეს იმაში ვლინდება, რომ ამ ქანქარების ნებისმიერი კანონის დამრღვევებს მკაცრ დისკრედიტაციას და დევნას უცხადებენ. ამის ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო - ისინი თვალსაჩინოა ყველასთვის.

მაგალითად, კენჭები თირკმელებში, ნაღვლის ბუშტში და ღვიძლში არასწორი კვების შედეგად გროვდება. რას გვთავაზობს ოფიციალური მედიცინა? ოპერაციას ან ტაბლეტებს, რომლებიც კიდევ უფრო აბინძურებენ ორგანიზმს. მძიმე შემთხვევებში, როცა უკვე აღარსადაა წასასვლელი, მედიცინამ შეიძლება აუკრძალოს პაციენტს ზოგიერთი იმ პროდუქტის მიღება, მაგრამ კვების მთელი სისტემის შეცვლაზე საუბარი როგორც წესი არაა ხოლმე. ამგვარად, ფარმაკოლოგიის ქანქარა მხარდაჭერას იღებს, არაჯანსაღი კვების ქანქარა, ცოტათი შევიწროვდება, ადამიანი კი საბოლოოდ ქირურგის დანის ქვეშ წვება და მედიცინის ქანქარისადმი სრულ დამოკიდებულებაში აღმოჩნდება ხოლმე.

არადა ბევრ ოპერაციას და უაზრო სიკვდილს ავარიდებდით თავს. იგივე კენჭები, თანაც ნებისმიერი ზომის, ადვილად და უმტკივნეულოდ იშლება და გამოიდევნება ორგანიზმის მიერ არატრადიციული მედიცინის მეთოდებით, რომლებიც დაფუძნებულნი არიან ჩვეულებრივი ბოსტნეულისა და ხილის გამოყენებაზე. მაგრამ ორგანიზმის წმენდის ასეთ მეთოდებს ანტი-მეცნიერულად აცხადებენ და ისინი ფართო გავრცელებას ვერ პოულობენ, რადგან არატრადიციული მედიცინის ქანქარა ძალიან სუსტია ოფიციალური მედიცინის ქანქარასთან შედარებით.

შეხედეთ, რა მჩქეფარე საქმიანობას აწარმოებენ არაჯანსაღი კვების ქანქარები. ისეთი საშინელი საჭმელები, როგორებიცაა პიცა, ჰამბურგერი, ჰოთ-დოგი, ჩიფსები - ცოტა ხნის წინ გაჩნდნენ და მთელი მსოფლიო დაიპყრეს. გარშემო ყველგან გვვხვდება იმ საკვების რეცეპტები, რომლებიც ერთმანეთთან შეუთავსებელი პროდუქტებისგან მზადდება, და ამ საკვებს საოცრად არაადეკვატური რაოდენობით შთანთქავენ. გემრიელი, მაგრამ არაჯანსაღი სუფრა ძალიან ლამაზადაა ხოლმე გაწყობილი და გაფორმებული, დაწყებული მიმზიდველი რეკლამით და დასრულებული სარესტორნო რიტუალებით. არაჯანსაღი, მაგრამ გემრიელი კერძებისგან კულტი იქმნება. ხოლო მათ, ვინც ჯანსაღი კვების პრინციპებს მიჰყვება, საუკეთესო შემთხვევაში „ჩუდაკებად“ შერაცხავენ ხოლმე, ცუდ შემთხვევაში კი უბრალოდ „ბრიყვებად“. არადა სინამდვილეში, ჯანსაღი კვება სულაც არ ნიშნავს არაგემრიელ კვებას.

ქანქარებს ადვილად შეუძლიათ თავიანთ ქსელში გახვევა. ეს ილუზია ძალიან ძლიერია და ცოტა ადამიანს თუ შეუძლია, რომ დაინახოს იმ მდგომარეობის მთელი საშინელება, რომელშიც ადრე იმყოფებოდნენ. იცით, როგორ ახდენს ობობა თავისი მსხვერპლის შხამით პარალიზებას? ის ჯერ კიდევ ცოცხალია, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევა აღარ ძალუძს. დაახლოებით ასევე მოქმედებენ ქანქარებიც, მაგრამ დამატებით ისინი ნარკოზსაც იყენებენ, როგორც ვამპირები, ამიტომ მსხვერპლს ეჩვენება, რომ სიამოვნებას იღებს, და საერთოდ, თავისუფალი და დამოუკიდებელი არჩევანის შესაძლებლობა აქვს.


 

207

დაბინძურების წყაროები

სრულიად არაა საჭირო, რომ ჯანსაღი ცხოვრების ქანქარის აპოლოგეტი გახდეთ და აბსურდამდე პედანტურად მიჰყვეთ რაღაც პრინციპებს. როგორც ხვდებით, ეს მნიშვნელოვნების გამოვლინება იქნება და ჭარბ პოტენციალს შექმნის, აქედან გამომდინარე შედეგებით. მაგრამ ჯანსაღი კვების მთავარი წესები ჯობია დაიცვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში სხეული ბევრ უსიამოვნებას შეგიქმნით.

დაბინძურების მთავარი წყარო ორგანიზმისთვის ერთ მიღებაზე ურთიერთ-შეუთავსებელი პროდუქტების მიღებაა. როგორც ალტერნატივა, არსებობს ერთი ძალიან კარგი ქანქარა: დაყოფილი კვება, ალბათ გსმენიათ ამის შესახებ. პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ კუჭში ერთმანეთთან შეუთავსებელი პროდუქტები ერთად არ მოხვდნენ. მაგალითად, ხორცი მხოლოდ მწვანე ბოსტნეულთან ერთად უნდა მიირთვათ, ტკბილეული და ხილი ცალკე უნდა ჭამოთ, ძირითად ულუფამდე მინიმუმ ნახევარი საათით ადრე. არ უნდა შეურიოთ ცილოვანი პროდუქტი სახამებლიანთან, და ა.შ. დაყოფილ კვებაზე წიგნები ადვილად მისაწვდომია. აუცილებელი არაა დაყოფილი კვების წესების მკაცრად დაცვა, მაგრამ უხეშად მაინც ნუ დაარღვევთ მათ. დაყოფილი კვება ბევრად გაუადვილებს ცხოვრებას თქვენს სხეულს, ეს კი ნიშნავს, რომ ბევრი თავისუფალი ენერგია გამოგიჩნდებათ სხვა საქმეებისთვისაც. და რა თქმა უნდა დაყოფილი კვება ერთადერთი ქმედითი საშუალებაა ჭარბი წონისგან გასანთავისუფლებლად. ნებისმიერი სხვა მეთოდი მხოლოდ დროებით გაუმჯობესებას იძლევა, რომ არაფერი ვთქვათ ნარჩენ უარყოფით ეფექტებზე.

ნაგვის მეორე წყაროა თეთრი ფქვილისგან დამზადებული პროდუქტები - ცალსახად დესტრუქციული ქანქარას ქმნილება. ყველაფერი ღირებული, რაც კი ხორბლეულშია, ქერქში და ჩანასახშია. უმაღლესი ხარისხის თეთრი ფქვილი ხორბლის ქერქისა და ჩანასახისგან გასუფთავების შედეგად მზადდება. ამგვარად, ყველაფერი ღირებული მოშორებული აქვს, და რჩება მხოლოდ მკვდარი ნაწილი, რომელიც ძირითადად სახამებლისგან შედგება. შემდეგ ფქვილს ხელოვნურ ვიტამინებს უმატებენ. ხორბლის ეს უსიცოცხლო ნაწილი ბუნების მიერ გათვალისწინებულია, როგორც საშენი მასალა, ერთგვარი ცხიმით სავსე კასრი ჩანასახისთვის. უმაღლესი ხარისხის თეთრი ფქვილისგან დამზადებული პროდუქტებით კვება - ეს იგივეა, მაღაზიაში სახამებელი რომ იყიდოთ და სადილზე კოვზით ჭამოთ. ღვიძლი მაზუთისმაგვარი მასით ბინძურდება, სახამებელი ორგანიზმში ლორწოს სახით ილექება, ნაწლავების კედლებსაც ნალექი უჩნდება. თვალები ამ ყველაფერს ვერ ხედავენ, სამაგიეროდ ისინი ხედავენ, რა მომხიბვლელად გამოიყურებიან თეთრი ფქვილისგან დამზადებული პროდუქტები.

ყველაზე სასარგებლო პური - ესაა მსხვილად დაფქვილი ხორბლის პური საფუარის გარეშე. რაც უფრო მაღალია ფქვილის ხარისხი, მით უფრო საზიანოა იგი, და მით უფრო ნაკლებად ღირებულია ორგანიზმისთვის.

სიბინძურის მესამე წყარო - ესაა თერმულად ან სხვა სახით დამუშავებული პროდუქტები. ცოცხალ ბუნებაში მხოლოდ ადამიანი ამუშავებს თავის საკვებს, მეტი არავინ. მაგალითად, წვენებში, რომლებსაც მაღაზიებში ყიდულობთ, სასარგებლო თითქმის აღარაფერი რჩება, მაშინაც კი, თუ ისინი ასპროცენტიანია. ეს წვენები კონცენტრირებული წვენებისგან კეთდება. და როგორ იქმნება კონცენტრირებული წვენები? დამუშავებით, პასტერიზაციით. შემდეგ მათში ვიტამინებსაც ამატებენ. ჩნდება კითხვა: რა საჭიროა ვიტამინების დამატება პროდუქტში, რომელიც მას თავისთავად უნდა შეიცავდეს? იმიტომ, რომ დამუშავების შემდეგ ვიტამინები იქ უკვე აღარაა. სასარგებლოა მხოლოდ ახალდაწურული წვენები, რომლებსაც თქვენ თვითონ წურავთ წვენსაწურის მეშვეობით. წვენები ასევე შეიცავენ ორგანულ, ცოცხალ წყალს. წყალი, რომელიც ონკანში მოდის, ცოცხალი არაა. ესაა უბრალოდ ქიმიური ნივთიერება, რომელიც ცუდად შეიწოვება ორგანიზმის უჯრედების მიერ.

უმი სახით ნებისმიერი პროდუქტი შეიცავს ორგანულ ნივთიერებებს და ყველა აუცილებელ ფერმენტს მათ მოსანელებლად. ამაში ვლინდება ბუნების სრულყოფილება: საჭმელი უკვე შეიცავს ყველაფერ აუცილებელს იმისთვის, რომ იგი მონელებულ იქნეს. თუმცაღა არსებობს ცნობილი მითი, რომ უმი საკვები ძნელად მოინელება. ეს მართლაც ასეა, მაგრამ მხოლოდ იმ ორგანიზმისთვის, რომელიც მოხარშულ საკვებსაა მიჩვეული. თუ ადამიანი მთელი ცხოვრება უპირატესად მოხარშული და შემწვარი საკვებით იკვებებოდა, მისი მიკროფლორაც სწორედ ასეთ რაციონთანაა ადაპტირებული. როგორც კი ასეთ ადამიანს უმ დიეტაზე დასვამთ - ის გამოფიტვისგან მოკვდება.

მკვეთრი გადასვლა ჩვეული კვებიდან უმ კვებაზე კარგს არაფერს მოგიტანთ. ორგანიზმს დრო ჭირდება იმისთვის, რომ შეეჩვიოს და გადაეწყოს. ამიტომ გადასვლა საჭიროა თანდათანობით, მოხარშული საკვების წილის თანდათანობით შემცირებით და უმის გაზრდით. ტრადიციული კვების ქანქარას მიმდევარმა შეიძლება დასვას კითხვა: „და რა საჭიროა ეს საერთოდ?“ რა თქმა უნდა, ეს თავისუფალი არჩევანის საკითხია, როგორც ყველაფერი ამ სამყაროში. შეგიძლიათ გაცნობიერებულად ამოიყოროთ მუცელი ნაგვით, შემდეგ კი საკუთარ ავადმყოფობებზე იწუწუნოთ.

თერმული დამუშავების დროს თითქმის ყველა ვიტამინი იშლება, მიკროელემენტები კი არაორგანულ, არაათვისებად ფორმაში გადადიან. შედეგად არაორგანული ქიმიური ნივთიერებები ვეღარ ასწრებენ ორგანიზმიდან გამოსვლას და შლაკების სახით ილექებიან. 47 გრადუსზე მაღლა ყველა ფერმენტი იშლება, და ამით ბუნების ძღვენი ნადგურდება.

უფრო დეტალური და კვალიფიციური ინფორმაცია კვებაზე შეგიძლიათ მოიძიოთ წიგნებში, რომლებიც ჯანსაღ კვებას ეძღვნება. ცხადი ერთია, რომ კვების რაციონში დაუმუშავებელი პროდუქტები უნდა ჩარბობდნენ. და რა დოზით - ამას უკვე ყველა თავად წყვეტს. ბოლოს და ბოლოს უმი ხორცით და უმი კარტოფილით ხომ არ იკვებებით.

უფრო დეტალურად უმად კვების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ლინკზე: "ცოცხალი სამზარეულო"

 


 

xorbali

დავიწყებული მკურნალები

თანამედროვე მედიცინის და კვების ქანქარებმა რამდენიმე ათწლეულში მჩქეფარე საქმიანობა გააჩაღეს და უკანა პლანზე გადაწიეს ყველაფერი ღირებული, რაც ბუნების მიერ თავიდანვე იყო წარმოდგენილი. ქანქარების მეთოდები თქვენთვის ცნობილია: მედიცინის ავტორიტეტული მიმდევრების არგუმენტები, რეკლამა, ინდუცირებული აჟიოტაჟი, მოდა, ლამაზი შეფუთვები, და ა.შ.

ბევრი ხელოვნური გამაჯანსაღებელი საშუალების ეფექტურობა საეჭვოა, თანაც, მათთვის საფასურის გადახდაა საჭირო. თუკი ქანქარებს ზურგს აქცევთ და ბუნებისკენ შებრუნდებით, შეგიძლიათ გაცილებით მეტი მიიღოთ უფრო დაბალ ფასად. ბუნება სრულყოფილია, და იგი ყველაფერ აუცილებელს იძლევა - ისღა დაგრჩენიათ, რომ აირჩიოთ. ქანქარებმა ბუნების მიბაძვით მრავალი პრეპარატი შექმნეს. მაგრამ ეს ყველაფერი არა მხოლოდ ძვირია, არამედ შორსაა სრულყოფილებისგან.

აფთიაქში ნაყიდი ვიტამინები ისე მოქმედებენ, როგორც ტაბლეტებისთვისაა დამახასიათებელი, მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში. ხელოვნური ვიტამინები, ბუნებრივისგან განსხვავებით, მკვდარ ქიმიურ ნივთიერებას წარმოადგენენ, ამიტომ ორგანიზმი მათგან განთავისუფლებას ცდილობს. ამ ქიმიის რაღაც ნაწილი გარეთ გამოიყოფა, მაგრამ ნაწილი მაინც ილექება სისხლძარღვების კედლებზე და ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილებში. ნატურალური ცოცხალი ვიტამინები, რომლებიც ორგანიზმში საღი ბოსტნეულის და ხილის სახით შედიან, თავის ფუნქციას დანიშნულებისამებრ ასრულებენ, და ამასთან რეზერვის სახითაც გროვდებიან.

საერთოდ, აფთიაქიდან ნებისმიერი ქიმიის მიღება ადამიანში ცხოვრების განმავლობაში მინერალური მარილების დიდ ნალექებს წარმოშობს ორგანიზმში. ამაში განსაკუთრებულად ეფექტურია ინტრავენური ინექციები - სამკურნალო ეფექტთან ერთად ისინი პირდაპირ წარმოქმნიან ნალექებს სისხლძარღვთა კედლებზე.

ქანქარებმა გადაულახავი სტერეოტიპი შექმნეს: თანამედროვე მედიცინა ძალიან შორს წავიდა ნატურალურ მეთოდებთან და საშუალებებთან შედარებით. გამოჯანმრთელების ნატურალური მეთოდები - ძალიან მარტივნი არიან იმისთვის, რომ სამკურნალოდ გამოდგნენ. ყველაფერი სამკურნალო ან ძნელად მისაწვდომია, ან აფთიაქში იყიდება და ძალიან ძვირი ღირს. ახალგაზრდა ქანქარები მიმდევრებისთვის მოპოვებისთვის ბრძოლაში ყველა საშუალებას იყენებენ, მოიშორონ თავიანთი დაბერებული და არც ისე აქტიური კონკურენტები. ასე რომ შექმნილმა სტერეოტიპმა მყარად გაიდგა ფესვები ადამიანთა ცნობიერებაში.

საბედნიეროდ, ნატურალური გამაჯანსაღებელი საშუალებების ქანქარები ჯერ არ ჩამქრალან. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ იპოვოთ უამრავი რეცეპტი, რომელთა ეფექტურობაც ბევრად აჭარბებს სამედიცინო პრეპარატებს. სამკურნალწამლო ბალახეულობას არ შევეხებით, საჭიროა ისეთი სპეციალისტები მოძებნოთ, რომლებიც მათ გამოყენებაშ კარგად ერკვევიან, ასეთი კი ძალიან ცოტაა. საერთოდ, ტრანსერფინგის მიზანი მკურნალობის მეთოდი არჩევა კი არა - ჯანმრთელობის არჩევაა. ჯანმრთელობისთვის სრულიად საკმარისია - უბრალოდ არ დაარღვიოთ კვების ბუნებრივი პრინციპები. ამიტომ განვიხილოთ მხოლოდ რამდენიმე ნატურალური საშუალება, რომლებიც თავიანთი ეფექტურობით ხელოვნურ მედიკამენტებს აღემატებიან. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ისინი აბსოლუტურად უვნებელნი არიან.

დავიწყოთ იმით, რომ ორგანიზმს ყოველდღიურად ესაჭიროება ვიტამინებისა და მიკროელემენტების გარკვეული რაოდენობა. თუკი არ გაქვთ შესაძლებლობა ან სურვილი, რომ რაციონში უმი ბოსტნეულისა და ხილის საკმარისი რაოდენობა ჩართოთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი სხეული ვერ მიიღებს იმ ყველაფერს, რაც სათანადო ფუნქციონირებისთვის ესაჭიროება. ამ უკმარისობას ისეთი მარტივი პროდუქტები შეგივსებენ, როგორებიც არიან ზღვის წყალმცენარეები - ფუკუსი და ლამინარია (ზღვის კომბოსტო). ისინი თითქმის ყველა ვიტამინის და მიკროელემენტის დიდ რაოდენობას შეიცავენ. განსაკუთრებით ფუკუსი. თუკი არ არის მათი საღი სახით შოვნის შესაძლებლობა, შეგიძლიათ იყიდოთ გამხმარი სახით საკვები დანამატების მაღაზიაში, ან აფთიაქშიც კი.

წყალმცენარეების ღირებულება იმაშიც მდგომარეობს, რომ ისინი თავიანთი ქიმიური შემადგენლობით თითქმის იდენტურნი არიან ორგანიზმის პლაზმისა. სიცოცხლე ოკეანეში ჩაისახა, ასე რომ მოცემული პრეპარატი ბუნებრის მიერ მილიონობით წლების განმავლობაში „მუშავდებოდა“ და ხარისხის სერთიფიკატი ღმერთისგან აქვს. ამასთან, წყალმცენარეები რამდენად ძვირფას, იმდენადვე იშვიათ მიკროელემენტს, როგორიცაა იოდი. როგორც ცნობილია იოდის უკმარისობას ფარისებრი ჯირკვლის კიბომდე მივყავართ ზრდასრულებში, და გონებრივ განვითარებაში ნორმიდან გადახრამდე ბავშვებში. წყალმცენარეები ასევე შეიცავენ ზოგიერთ საჭირო ელემენტს, რომლებიც ხმელეთზე არსებულ მცენარეებში არ გვხვდება. თქვენი ორგანიზმი თავად იზრუნებს საკუთარ ჯანმრთელობაზე, თუკი ამ ყველაფერს მიიღებს.

პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ წყალმცენარეებს ფრიად სპეციფიური გემო აქვთ, ამიტომ თუ მათი მომზადება არასწორად ხდება, ნაკლები შანსია, რომ მათი ჭამა შეძლოთ. გასაგებია, რომ მათი მოხარშული, ან მითუმეტეს კონსერვირებული სახით მიღება არაფერს მოგცემთ - ამ დროს ყველაფერი ძვირფასი ნადგურდება. გამხმარი ფუკუსის ერთ მარტივ რეცეპტს გეტყვით, გამხმარი წყალმცენარეების ორმოცდაათი გრამი ნახევარ ლიტრიან ქილაში ჩაყარეთ, დაამატეთ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, ერთი ჩაის კოვზი სანელებელი „კორეული სტაფილოსთვის“, შემდეგ კი აურიეთ ერთმანეთში. წვრილად დაახეხეთ ერთი კბილი ნიორი და ერთი პატარა თავი ხახვი. დაამატეთ ორი-სამი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი, ჩაასხით წყალი ერთი პატარა ჭიქით, ეს ყველაფერი ერთმანეთში გადაურიეთ და ნახევარი საათით დატოვეთ. თუ წყალი მთლიანად შეიწოვება, შეგიძლიათ ცოტა კიდევ დაამატოთ, მაგრამ ისე, რომ ზედმეტი წყალი არ დარჩეს. ერთ საათში წყალმცენარეები მთელ წყალს შეიწოვენ, რისი შეწოვაც შეუძლიათ. შემდეგ ზემოდან ნახევარ სანტიმეტრზე არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი მოასხით და აურიეთ.

ამ შესანიშნავი საკვების ორი სუფრის კოვზი დღეში ორგანიზმს ყველა აუცილებელი ვიტამინით და მიკროელემენტით უზრუნველჰყოფს. გამხმარი ზღვის კომბოსტო შეგვიძლია ასევე გამოვიყენოთ, ან უბრალოდ წინასწარ დასველების შემდეგ სალათებში დავამატოთ. საღი წყალმცენარეები იმავე პრინციპით მზადდება, მაგრამ წყლის გარეშე.

კიდევ ერთი დავიწყებული მკურნალი - გაღივებული მარცვლეულია. ჩვენი რაციონის საკმაოდ დიდი ნაწილი მარცვლეულისგან შედგება - ესაა ხორბლეული, პარკოსნები და ა.შ. თესლები შედგება ნახევარფაბრიკატებისგან, დაკონსერვებული საშენი მასალებისგან. ძირითადად ესაა სახამებელი, ცილები და ცხიმები. როცა თესლები ღივდება, მათში მკვეთრი ცვლილებები ხდება: სახამებელი მალტოზად იქცევა, ცილები ამინმჟავებად, ცხიმები კი - ცხიმოვან მჟავებად. იგივე ხდება საჭმლის ორგანიზმში მონელების დროსაც. გამოდის, რომ სამუშაოს დიდი ნაწილი გაღივებულ მარცვლეულში უკვე შესრულებულია. უფრო მეტიც, ამ დროს ხდება ვიტამინების და სხვა სასარგებლო ელემენტების სინთეზირება, გროვდება ენერგია და მობილიზდება ყველა ძალა იმისთვის, რომ მთელი ეს ენერგია მცენარის განვითარებას მოხმარდეს. თესლების დაკონსერვებული და მთვლემარე ძალები იღვიძებენდა კოლოსალურ პოტენციალს გამოყოფენ ახალი სიცოცხლის დაბადებისთვის.

ფარმაკოლოგიის ქანქარამ მშვენივრად იცის ამ პოტენციალის შესახებ. ასეთი რაღაცის იგნორირება შეუძლებელია. ამიტომ სიმინდის, ხორბლის და სხვა მარცვლეულის გაღივებული თესლები სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად გამოიყენება. ისინი საკმაოდ ძვირი ღირს. მაშ, რატომ არ შეიძლება გაღივებული ხორბლეულის საჭმელად გამოყენება ჩვეულებრივის ნაცვლად? რა თქმა უნდა შეიძლება - მისი გემოვნებითი თვისებები ამით უმკობესდება კიდეც. მაგრამ ტრადიციული კვების ქანქარები საერთოდ არ ზრუნავენ თავიანთი მიმდევრების ჯანმრთელობაზე.

გაღივებული თესლები მაღალ სამკურნალო და ბიომასტიმულირებელ თვისებებს ფლობენ. მიჭირს ყველა ამ თვისების ჩამოთვლა - აქ ყველაფერია. პირველ რიგში, ესაა ვიტამინები და მიკროელემენტები, ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება, ორგანიზმის გაწმენდა, იმუნიტეტის გაძლიერება, შრომისუნარიანობის ამაღლება, მრავალი დაავადების განკურნება, და ა.შ. გაღივებულ ხორბლები შეიცავენ ყველაფერს, რაც მზრუნველადაა გათვალისწინებული ბუნების მიერ ახალი ცხოვრების განვითარებისთვის და მისი აგრესიულ გარემოში გადარჩენისთვის. ესაა მშვენივრად დაბალანსებული, ადვილად ათვისებადი საკვები, და ამავდროულად ეფექტური წამალიც. გაღივებული მარცვლეული - ეს არაა უბრალოდ ცოცხალი საკვები, არამედ ახლადდაბადებული სიცოცხლის ენერგიაცაა. აქ მეტს ვერაფერს დავამატებ.

ყველა მარცვალს შორის გაღივებული ხორბალს ყველაზე მკაფიოდ გამოხატული სამკურნალო თვისებები გააჩნია. ესაა უნივერსალური საკვები და ძალიან ეფექტური წამალი. გაღივებული ხორბალი ვიტამინების და მიკროელემენტების მთელ ნაკრებს შეიცავს. სამკურნალო თვისებები მაშინვე არ ჩნდება, არამედ ამ პროდუქტის სისტემატიური და ხანგრძლივი გამოყენების შედეგად. ამ დროს იკურნება მრავალი დაავადება, იწმინდება ორგანიზმის ისეთი მიტოვებული კუნჭულები, რომლამდეც სხვა სამკურნალო საშუალებები ვერ აღწევენ. გაღივებული ხორბლით ორკვირიანი კვების შემდეგ, ზოგჯერ კი უფრო ადრეც, შეიმჩნევა გუნება-განწყობილების მკვეთრი გაუმჯობესება, რაც ორგანიზმის ენერგეტიკის ამაღლებაზე მოწმობს. ფუნდამენტური ცვლილებები უფრო ხანგრძლივი დროის შემდეგ დგება, ზოგჯერ ნახევარი წლის, ზოგჯერ კი ერთი წლის შემდეგ.

ყოველწლიურად შიმშილობით ათასობით ადამიანი კვდება. მილიონობით სიცოცხლე მიაქვს შიმშილობას ომების ან სტიქიური უბედურებების დროს. ადამიანები შიმშილისგან კი არა, უმეცრებისგან კვდებიან. უფრო სწორად, ადამიანებს პროდუქტების უკმარისობა კი არა, იმის უკმარისობა კლავს, რაც ორგანიზმს სიცოცხლისთვის სჭირდება, ანუ მიკროელემენტების და ვიტამინების. წარმოიდგინეთ, რამდენი სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება ერთი ტომარა ხირბლით? თუ ხორბალს დაფქვავთ და უმაღლესი ხარისხის ფქვილად აქცევთ, შემდეგ კი მისგან საფუარიან პურს გამოაცხობთ, ეს ძალიან ცოტა ხნით თუ ეყოფა ადამიანთა მცირე ჯგუფს. თეთრი პური არსებობისთვის აუცილებელი ნივთიერებების მიზერულ რაოდენობას შეიცავს. ახლა კი აიღეთ გაღივებული ხორბლის ასი გრამი - ეს საკმარისზე მეტია მთელი დღით არა მხოლოდ არსებობის შესანარჩუნებლად, არამედ სრულფასოვანი ცხოვრებისთვისაც. ორმოცდაათ ადამიანს შეუძლია სრულფასოვნად იცხოვროს ხორბლის ერთი ტომრით მთელი თვის განმავლობაში, თუკი გაღივებულ ხორბალს შეჭამენ, და არა გამომცხვარ პურს.

პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანისთვის გაღივებულ ხორბალს ის უპირატესობა აქვს, რომ ორგანიზმს ნაგვისგან განთავისუფლებაში ეხმარება. ეს მხოლოდ სისტემატიური და ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ ხდება. ორგანიზმი ხომ ათწლეულების განმავლობაში ნაგვიანდებოდა. შედარებით მოკლევადიანი შედეგებიდან თვალშისაცემი იქნება თმების ხარისხის გაუმჯობესება - ასეთ ცვლილებას ვერანაირი შამპუნით ვერ მიაღწევთ. შემდეგ: კიბოსა და კარიესის ეფექტური პროფილაქტიკა, ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაცია, ორგანიზმის საერთო ტონუსის და წინააღმდეგობის უნარიანობის მომატება, ნერვული სისტემის გაძლიერება, ძილის გაუმჯობესება, ნაწლავების გაწმენდა, და სხვა მრავალი.

განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ ღივების დადებითი ზეგავლენა მხედველობაზე. თუკი სათვალეს იყენებთ, მაგრამ პრინციპში მათ გარეშეც შეგიძლიათ, - შეგიძლიათ გადააგდოთ, რადგან ღივებით რამდენიმე თვიანი კვების შემდეგ სათვალე უკვე აღარ დაგჭირდებათ. მიმდინარე მდგომარეობის შესაბამისად, ასპროცენტიანი მხედველობა ერთი თვიდან ერთ წლამდე ვადაში აღდგება, თუკი შეეგუებით უსათვალოდ ყოფნის დროებით დისკომფორტს და ყოველდღე დაღეჭავთ გაღივებულ მარცვლებს. რამდენიმე თვის შემდეგ, ან უფრო ადრეც, ერთხელაც გაოცებული აღმოაჩენთ, რომ მხედველობის სიმკვეთრე მნიშვნელოვნად გაიზარდა. შემდეგ შეამჩნევთ, რომ ფერები უფრო მკაფიო და წვნიანი გახდა. და ბოლოს, დადგება დღე, როცა ოკულისტი გეტყვით, რომ ასპროცენტიანი მხედველობა გაქვთ. მხედველობის აღდგენა ოპერაციითაც შეიძლება, მაგრამ თუ ფული არ გაქვთ, მაგრამ კარგი მხედველობის ქონის განზრახვა გაქვთ, თამამად შეგიძლიათ ღივების იმედი გქონდეთ.

ხორბლის გაღივების ტექნიკა ძალიან მარტივია, მაგრამ თუ არ დაიცავთ მას, შეიძლება არაფერი გამოგივიდეთ. ამიტომ გირჩევთ დაიცვათ ის რეკომენდაციები, რომლებსაც ქვემოთ მოვიყვან:

ჩაყარეთ ნახევარი ჭიქა ხორბალი თუშფალანგში ან საწურში და გარეცხეთ გამდინარე წყლით. მოათავსეთ ხორბალი ლიტრიან ქილაში და დაასხით წყალი. ყველაფერი, რაც ამოტივტივტება, უნდა გადაყაროთ. ასანთის ღერის წვერით აიღეთ ოდნავ მარგანცოვკა, ჩაყარეთ ქილაში და კარგად მოურიეთ, გადაღვარეთ წყალი, აავსეთ ახლით, ისევ გადაღვარეთ და ისევ აავსეთ (სასურველია წყალი წინასწარ რამდენიმე საათით იყოს დამდგარი). ხორბლის დასველება საჭიროა დილით ან შუადღით. საღამოს გადაღვარეთ წყალი, გადაავლეთ ხორბალს გამდინარე წყალი, მოათავსეთ ლიტრიან ქილაში და დატოვეთ მთელი ღამით. ქილა ჰერმეტულად არ დახუროთ, უბრალოდ თავზე დაადეთ თავსახური.

დილით ხორბალი ისევ გამდინარე წყლით გარეცხეთ. თუკი ღივები ამოიწვერა, აცადეთ ქილაში კიდევ რამდენიმე საათით ყოფნა და მზად იქნება. თუ ღივები ჯერ კიდევ არ გაჩნდა, საღამოს კიდევ ერთხელ გაავლეთ წყალი და შემდეგ დილამდე დატოვეთ. ენერგეტიკულად ყველაზე ძვირფასია 1 ან 2 მილიმეტრიანი ღივები. იმისთვის, რომ ზრდა შეანელოთ, შეგიძლიათ ხორბალი ცოტა ხნით მაცივარში მოათავსოთ. მათი შენახვა საყინულეშიც შეგიძლიათ, მაგრამ ჯობია მაშინვე შეჭამოთ.

ხორბლის ღივები შეიძლება არათანაბრად გაიზარდოს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ერთმანეთში არეული სხვადასხვა სორტის ხორბალი შეგხვდათ. სასურველია, რომ უკანასკნელი მოსავლის და კარგი ხარისხის ხორბალი იყიდოთ. ღივებს შეგიძლიათ ნებისმიერი სანელებელი თხილეული და დანამატები დაამატოთ, გარდა თაფლისა. არ შეიძლება არანაირი თერმული დამუშავება. მარცვლები იქამდე უნდა ღეჭოთ, სანამ პირის ღრუში ფაფად არ იქცევიან. ამ შემთხვევაში ეფექტის მაქსიმუმს მიაღწევთ. თუ დაღეჭვა არ შეგიძლიათ, მაშინ მარცვლები ხორცის გასატარებელ მანქანაში ორჯერ გაატარეთ. უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლიათ ასეთი ფარშისგან ნაყენი დაამზადოთ და დალიოთ.

ყოველდღიური დოზა თავად განსაზღვრეთ. ღივების პატარა ჭიქას შეუძლია სრულფასოვნად შეგიცვალოთ სადილი. თუმცა ორმოცი წუთი მაინც მოგიწევთ ღეჭვა. ამის შემდეგ ერთი საათის განმავლობაში არაფერი ჭამოთ და არც დალიოთ. საშუალება მიეცით ორგანიზმს, რომ ბოლომდე დატკბეს ამ ბალზამის სამკურნალო თვისებებით. თუ მძიმე დაავადებები გაქვთ, მაშინ რაც შეიძლება მეტი ღივი უნდა მიირთვათ ისე, რომ ერთ მიღებაზე სხვა საჭმელთან არ შეურიოთ.

და რა თქმა უნდა, ხორბლოის გარდა შეგიძლიათ გააღივოთ სიმინდი, პარკოსნები, ლობიო, ბარდა, ოსპი, სოიო და სხვა მარცვლოვნები. მოგიყვანთ მსხვილი მარცვლეულის გაღივების კიდევ ერთ ტექნოლოგიას:

გარეცხეთ მარცვლები გამდინარე წყლით, მოათავსეთ ჭურჭელში და დაასხით წყალი ისე, რომ წყალი ზემოდან ფარავდეს. ბარდას გაჩერება რვა საათითაც საკმარისია, ლობიოს კი უფრო დიდი დრო ჭირდება. შემდეგ გადაწურეთ თუშფალანგით, გაავლეთ წყალი, ზემოდან დააფარეთ სველი მარლადა მოათავსეთ თუშფალანგი ბნელ ადგილას, ისე რომ ჰაერი მისაწვდომი იყოს. ყოველ რვა საათში გაავლეთ გამდინარე წყალი. მწვანე აღმონაცენის ზომა ერთ სანტიმეტრზე ნაკლები უნდა იყოს. შეგიძლიათ სალათებში დაამატოთ და უმად მიირთვათ, ან რამდენიმე წუთით გადმოადუღოთ. ჩვეულებრივ გამხმარი პარკოსნები რამდენიმე საათი იხარშება, გაღივებული და კანგაცლილი კი სამ წუთში იხარშება. გრძნობთ განსხვავებას?

დილით უზმოზე სასარგებლოა მიირთვათ ერთი სუფრის კოვზი ნატურალური ვაშლის ძმარი და დააყოლოთ ერთი ჭიქა მწვანე ჩაი თაფლით. ვაშლის ძმარი ყურძნის ძმრისგან განსხვავებით არ შეიცავს ძმარმჟავას და არ იწვევს სისხლის წითელი უჯრედების დაშლას. მას შლაკები გამოყავს ორგანიზმიდან და თანდათანობით წონასაც არეგულირებს. მწვანე ჩაი ხელს უშლის კიბოს სიმსივნეების წარმოშობას. თუკი მიჩვეული ხართ ყავის ან შავი ჩაის დალევას, მწვანე ჩაი კი არ გიყვართ, ე.ი. საჭიროა, კარგი სორტი იპოვოთ, ისინი უამრავი სახეობისაა.

ამით ჯობია დავასრულო, თორემ ვრისკავ, რომ ტრანსერფინგი კულინარულ წიგნად ვაქციო.

 


 

asd 3

სიცოცხლის ხე

იმისთვის, რომ სამყაროს ენერგია აქტიურად აითვისოთ, საჭიროა გქონდეთ ჯანმრთელი ხერხემალი. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ცენტრალური ენერგეტიკული არხები ხერხემლის გასწვრივ გადიან. ხერხემლის შიგნით იმყოფება ზურგის ტვინი, რომლისგანაც ნეირონული ტოტები ყველა ორგანომდე ნაწილდებიან. ეს ტოტები ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებაზე აგებენ პასუხს.

ხერხემალი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ჯანმრთელი, თუ ყოველდღე აკეთებთ თუნდაც ელემენტარულ გიმნასტიკას. უბრალოდ ჯანსაღი კვება აქ ვერ დაგეხმარებათ. თქვენ თქვენს საკუთარ სხეულში ცხოვრობთ, ამიტომ საჭიროა მოუაროთ მას. კუნთები ვეღარ შეასრულებენ ნორმალურად თავიანთ ფუნქციებს, თუ მათ დაივიწყებთ. ეს იგივეა, რომ საკუთარ შვილებზე არ იზრუნოთ - ისინი უმეთვალყუროები, ჭუჭყიანები და მშივრები დარჩებიან, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. გიმნასტიკა ისეთივე აუცილებელია, როგორც კბილების ხეხვა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ზურგის კუნთების ვარჯიშებს. ამ კუნთებს, განსხვავებით ხელების და ფეხების კუნთებისგან, ყველაზე მეტად აკლიათ ჩვენი ყურადღება. ფეხებით დავდივართ, ხელებით კი ყოველდღიურ ფუნქციებს ვასრულებთ. და მაინც, ხელების და ფეხების გარეშე შეგვიძლია ცხოვრება, ხერხემლის გარეშე კი - არა.

თუ ხელებით ძლივს წვდებით იატაკს, თქვენი რესურსი ამოწურულია. რესურსების აღდგენაში გაწელვითი ვარჯიშები დაგეხმარებიან. ხოლო თუ ზურგი გტკივათ, ვერანაირ ჯანმრთელობაზე ვერ იქნება საუბარი. დროთა განმავლობაში ეს ტკივილი არ გაივლის, არამედ უფრო გაუარესდება, ამასთან არა მხოლოდ ზურგისთვის. შეიძლება ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრობდეთ, სპორტითაც კი დაკავდეთ ინტენსიურად, მაგრამ ამასთან ავადმყოფი ხერხემალი გქონდეთ. ბევრი პროფესიონალი სპორტსმენი უჩივის ზურგში ტკივილებს. რატომ ხდება ასე?

გარკვეული ჯგუფის კუნთების მიზანმიმართული ვარჯიში, ისევე, როგორც ვარჯიშის უკმარისობა, ყურადღების გარეშე ტოვებს ზურგის კუნთებს. ადამიანებს, როგორც წესი, ეს განსაკუთრებულად არ აღელვებთ, მაგრამ მალე მიტოვებული ზურგის კუნთები დეგრადაციას განიცდიან და საკუთარი თავის შესახებ გვახსენებენ.

სინამდვილეში ხერხემალი კი არა, ზურგის კუნთები გტკივათ. თქვენ შეგიძლიათ შეიგრძნოთ მტკივნეული ადგილები - ისინი გამაგრებულია, რადგან კუნთები დაძაბულია. კუნთები იღლებიან გამუდმებული დაძაბულობისგან და ამიტომაც გტკივათ. რის გამო ვერ დუნდებიან კუნთები? მათ დაავიწყდათ, როგორ კეთდება ეს. ცხოვრების ნაკლებად მოძრავი სტილი ჩვეულებრივ ადამიანებში, ან არაზომიერი დატვირთვები სპორტსმენებში, ასევე ნერვული სტრესები იწვევენ იმას, რომ კუნთები სპაზმური დაჭიმულობის მდგომარეობაში არიან. ასეთი სპაზმური დაჭიმულობის უკიდურესი შემთხვევა - ესაა კრუნჩხვები. ზურგის კუნთების ცნობიერად მოდუნება ძნელია. ჯანმრთელ სხეულში ისინი თავისთავად, რეფლექტორულად დუნდებიან. მაგრამ თუ კუნთებს ზედმეტად გადატვირთავთ, ან პირიქით, სამუშაოს გარეშე დატოვებთ მათ, დროთა განმავლობაში ისინი კარგავენ ნორმალურად მოდუნების უნარს.

თუკი მტკივნეული ადგილი გამაგრებული არაა, ეს ნიშნავს, რომ ტკივილი კუნთების სპაზმით არაა გამოწვეული. ყველაზე ხშირად მიზეზი წელის მიდამოში ან სახსრებში არაორგანული მარილების დაგროვებაა. მაშინ საჭიროა, რომ მარილებისგან გაწმინდოთ სხეული.

დავუბრუნდეთ დაჭიმულ კუნთებს. ტკივილი - ეს ჯერ ნახევარი უბედურებაა. მუდმივად დაძაბული კუნთები ხერხემალს ამრუდებენ. მალები თავიანთ ნორმალურ მდგომარეობას იცვლიან და ზურგის ტვინიდან გამოსულ ნეირონულ ტოტებს აწვებიან. ამან შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ხელებში, ფეხებში და სხვა ადგილებში. შეიძლება გულმკერდის არეში გტკიოდეთ, და იფიქროთ, რომ გული გტკივათ, სინამდვილეში კი ასე არაა. იმ ორგანოების ენერგეტიკა, რომლებშიც გაჭყლეტილი ნერვული ტოტები შედიან, ირღვევა. ორგანო, რომელიც საკმარის ენერგიას ვერ იღებს, მეზობლებს ართმევს მას. ასე ირღვევა არა მხოლოდ ზურგის ნორმალური ფუნქციონირება, არამედ სხვა ორგანოებისაც. ამასთან, მკურნალობას იქ იწყებენ, სადაც ტკივილია, ისე რომ მიზეზი არ ესმით. შედეგთან ბრძოლა მიზეზის აღმოფხვრის გარეშე კიდევ უფრო მეტი ზიანის მომტანია.

ხერხემლის პრობლემებს მიდრეკილება აქვთ, რომ პროგრესირება განიცადონ და სხვა ორგანოების პრობლემები გამოიწვიონ. ხერხემლის პრობლემების განკურნება რთული და ხშირად არაეფექტურია. უნდა გააცნობიეროთ, რომ საწყისი მიზეზი ერთია: ზურგის კუნთებს ნორმალურად მოდუნება დაავიწყდათ, თავიანთი სპაზმური დაჭიმულობებით აწვებიან ხერხემალს და მის დეფორმაციას იწვევენ. ასეთი ზეწოლის შედეგების მკურნალობა აუცილებელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ავადმყოფობა შორს წავიდა. მაგრამ თუკი თქვენ თვითონ არ მოკიდებთ ხელს მთავარ მიზეზს, ნებისმიერი მკურნალობა მხოლოდ დროებით შვებას მოგცემთ.

ასე რომ, გიმნასტიკის კეთება აუცილებელია, მაშინაც კი, თუ გეზარებათ. მოცემულ შემთხვევაში თამაშიც კი - „მე ავად ვარ და მმკურნალობენ“ - სარგებლობას ვერ მოგიტანთ. დრო ძალიან ცოტა დაგჭირდებათ, თუნდაც 15 წუთი დღეში. ზურგის კუნთებს გამუდმებით უნდა შეახსენოთ, რომ აუცილებელია არა მხოლოდ დაჭიმვა, არამედ მოდუნებაც. სავარჯიშოებს ზურგის კუნტებისთვის წიგნებში იპოვოთ, თუ მოისურვებთ. აირჩიეთ თქვენთვის, რომლებიც მოგწონთ და რომლებიც უფრო ეფექტურად მოგეჩვენებათ. თქვენ თვითონაც კი შეგიძლიათ გამოიგონოთ სავარჯიშოები. პრინციპი მარტივია: ისეთი მოძრაობები უნდა შეარჩიოთ, რომ კუნთების დაჭიმულობა მოდუნებით იცვლებოდეს.

აუცილებლად უნდა მოახდინოთ ყურადღების კონცენტრირება იმაზე, თუ როგორ იჭიმებიან და დუნდებიან კუნთები. სავარჯიშოების კეთება ასეთი ყურადღების გარეშე უსარგებლოა! ყურადღება ანახლებს და ეხმარება შინაგან მეხსიერებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიჭიმოთ და მოდუნდეთ. სინაგანი მზერით დააკვირდით კუნთებს ვარჯიშების დროს. თქვენი ყურადღებით არა მხოლოდ სხეულს ავარჯიშებთ, არამედ აჩვენებთ, რომ ზრუნავთ სხეულზე. ის თქვენი მადლიერი იქნება.

იდეალურ შემთხვევაში, ვარჯიშის დროს ძალიან სასარგებლო იქნებოდა ყურადღების მიქცევა ცენტრალურ ენერგეტიკულ ნაკადებზე. სავარჯიშოების შესრულებისას წარმოიდგინეთ ეს ნაკადები. თავიდან ამან შესაძლოა სირთულე წარმოშვას. ზედმეტი მცდელობა საჭირო არაა. უბრალოდ დაძაბულობის გარეშე დააკვირდით ნაკადებს. დროთა განმავლობაში, ნებისმიერი სავარჯიშოს შესრულებისას, თქვენ თავისუფლად მართავთ თქვენს ყურადღებას.

მანამ, სანამ ვარჯიშს შეუდგებით, აუცილებელია მოიშოროთ ტკივილები. ტკივილების არსებობის დროს თქვენ არა მხოლოდ ვერ შეძლებთ ვარჯიშს, არამედ უარესსაც დამართებთ საკუთარ თავს. თუ ხერხემალი მეტისმეტად პრობლემური არაა, ტკივილის მოხსნა საკმაოდ ადვილია, და ახლა თავადვე დარწმუნდებით ამაში.

თუ კუნთები ზურგის ქვედა ნაწილშია დაჭიმული, დაჯექით ისეთი საწოლის კიდეზე, რომლისზედაპირიც სავარძელს ჰგავს და ძლიერ არ იზნიქება. ამ მდგომარეობიდან დაწექით ზურგზე, მიიტანეთ ფეხები მკერდთან და მოეჭიდეთ ხელებით. ეს უნდა იყოს კომფორტული მდგომარეობა, რომლის დროსაცტკივილს და დაძაბულობას არ განიცდით.შეინარჩუნეთ ეს პოზა ორი წუთის განმავლობაში, შემდეგ კი აუჩქარებლად, კუნთების დაძაბვის გარეშე ადექით საწოლიდან. თუ ადგომის დროს გრძნობთ, რომ კუნთები იჭიმება, მაშინ ადექით სწრაფად, ინერციით. შედეგდ დარწმუნდებით, რომ ბოლოს და ბოლოს შეგიძლიათ თავისუფლად გამართოთ ზურგი.

თუ გარკვეულ მდგომარეობაშ ტკივილი ქრება, ეს ნიშნავს, რომ ამ დროს კუნთები მოდუნდა. აქ მნიშვნელოვანია ერთი მომენტი. როცა ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდებით, გააკეთეთ ეს ფრთხილად, ისე, რომ კუნთები კვლავ არ დაუბრუნდნენ დაჭიმულ მდგომარეობას. ფრთხილად - არ ნიშნავს ნელა. მთავარია, რომ კუნთები არ დაიჭიმონ. იპოვეთ საშუალება, რომ ნორმალურ მდგომარეობას დაჭიმულობის გარეშე დაუბრუნდეთ. არ დაგავიწყდეთ ყურადღების კუნთებზე კონცენტრირება.

გააკეთეთ ასე რამდენჯერმე, მცირე პაუზებით, სანამ ტკივილი არ გაქრება. კვლავ მიიღეთ მწოლიარე მდგომარეობა, მუხლები მოხრილია და ფეხები საწოლზე დგანან. შეზნიქეთ ზურგი და შინაგანი მზერით დააკვირდით ზურგის კუნთებს. შემდეგ ნელა მიიტანეთ მუხლები მკერდამდე და მოხარეთ ზურგი. იმოძრავეთ ასე, შეზნიქეთ და გამოზნიქეთ ზურგი. რომ არ დაიძაბოთ, ფეხების მკერდთან მიტანაში ხელები დაიხმარეთ. სცადეთ ფეხების ქნევა მარჯვნივ და მარცხნივ. ესაა ერთ-ერთი სავარჯიშო, რომელიც ახსენებს ზურგის კუნთებს, თუ როგორ შეუძლია დაიჭიმოს და მოდუნდეს.

თუ კუნთები ზურგის ზედა ნაწილში ან მხრებშია დაჭიმული, დაჯექით თავისუფლად და გადაწექით სავარძელზე ისე, რომ ხელები თავს უკან გქონდეთ. იჯექით ასე ორი წუთი და ფრთხილად დაუშვით ხელები. თვალყური ადევნეთ, რომ კუნთები ისევ არ დაიჭიმოს.

შესაძლოა დაგჭირდეთ სხვა მდგომარეობების მოძებნა, რომლებშიც კუნთები მოდუნდება და ტკივილი გაქრება. მაგალითად, თუ ტკივილი ბარძაყის კუნთებშია, შეგიძლიათ მუცელზე დაწვეთ და მუხლები გულ-მკერდთან მიიტანოთ. ან ზურგით დადგეთ მაგიდასთან და ხელებით დაეყრდნოთ მას. მთლიანობაში, ბევრი პოზა უნდა სცადოთ, უნდა იპოვოთ ის მდგომარეობა, რომელშიც კომფორტულად ხართ, დაყოვნდეთ ამ პოზაში ორი წუთი, შემდეგ კი აჩქარების და დაძაბვის გარეშე დაუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას. გაიმეორეთ სავარჯიშო, სანამ ტკივილი არ გაქრება, მხოლოდ გახსოვდეთ, რომ ზედეტი ძალისხმევით მოდუნებას ვერ მიაღწევთ. აქ მნიშვნელოვანია სიფრთხილე და ზომიერება.

ამის შემდეგ დანერგეთ ჩვევა, რომ ყოველ დილით აკეთოთ მარტივი გიმნასტიკა. ცნობილია, რომ კატა ძალიან ზარმაცია. ის არასოდეს არ გააკეთებს თავისი ნებით არანაირ ზედმეტ მოძრაობას. მაგრამ ის აუცილებლად იზმორება (იწელება) დღეში რამდენჯერმე. ეს მისთვის ჩვევაა, და არა ვალდებულება.

გამაჯანსაღებელი ვარჯიშები საერთოდ არ მოითხოვენ დაძაბულობას და შესამჩნევ ძალისხმევებს. გადაჭარბებული დატვირთვები განკუთვნილია სპორტული შედეგებისთვის. თუკი ეს არ გჭირდებათ, დამაკმაყოფილებელი ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვის საკმარისია უბრალოდ რეგულარულად იმოძრაოთ დაძაბულობის გარეშე. სირბილიც კი არაა აუცილებელი. ნახევარსაათიანი ფეხით სიარული სამსახურამდე, ტრანსპორტის გამოყენების ნაცვლად - საჩუქარი იქნება თქვენი სხეულისთვის. მოძრაობა სიამოვნებას უნდა განიჭებდეთ. თუ ეს ასე არაა, ეს ნიშნავს, რომ სხეული საფუძვლიანადაა გადატვირთული ნაგვით.

არ დაგავიწყდეთ, რომ თავისთავად მოძრაობებს არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნიათ. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ თქვენი ყურადღების კონცენტრაციას იმაზე, თუ როგორ იჭიმებიან და დუნდებიან კუნთები. სავარჯიშოებს შორის შესვენებების დროს სასარგებლო იქნება, თუ ყუადღების კონცენტრირებას მოახდენთ ცენტრალურ ენერგეტიკულ ნაკადებზე. სიარულის ან სირბილის დროს აუცილებელი არაა კუნთებს მიაქციოთ ყურადღება, მაგრამ სასარგებლოა, თუ დროდადრო ცენტრალურ ენერგეტიკულ შადრევნებს ჩართავთ.

კარგია ასევე ძელზე ჩამოკიდება, თუკი გაქვთ ასეთი შესაძლებლობა. შეგიძლიათ სახლში გააკეთოთ ძელი. ჩამოეკიდეთ მას და იქანავეთ წინ და უკან, გვერდებზე და წრიულად. ამ სავარჯიშოს შესრულებისას მოახდინეთ ყურადღების კონცენტრირება დაღმავალ ენერგეტიკულ ნაკადზე. ამ დროს ხერხემლის მალები ცდილობენ, რომ თავის ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდნენ.

თუ ტკივილები არ გადის, ეს ნიშნავს, რომ მეტისმეტად მიუშვით თქვენი ხერხემალი. მოგიწევთ, რომ მიხვიდეთ მანუალურ თერაპევტთან, რათა მან მალები თავის ადგილას ჩაგისვათ. თუმცა ეს ზედმეტი არ იქნება არცერთი ადამიანისთვის, ვისაც როდესმე მაინც ატკივებია ზურგი. თერაპევტი ხერხემლის ნორმისგან გადახრას პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანშიც კი იპოვის. ჯანმთელი ხერხემალი - ძალიან იშვიათი მოვლენაა.

წიგნის დასაწყისში მე შეგპირდით, რომ არანაირი სავარჯიშო არ იქნებოდა. მაგრამ ნუთუ ყველა ეს მოქმედება, თუკი მათ შეგვიძლია სავარჯიშოები დავარქვათ, ასეთი ტვირთია? როგორც ხედავთ, ტრანსერფინგი - ესაა შესანიშნავი საჩუქარი ზარმაცებისთვის. სიზარმაცე არც ისე ცუდი რამაა, თუკი სიამოვნებით ზარმაცობთ.


 

summer 00001

სტადიონი აბაზანაში

არსებობს მცდარი შეხედულება, რომ ჯანმრთელობის მისაღწევად დამღლელი სავარჯიშოები უნდა აკეთოთ, მკაცრი დიეტები და შეზღუდვები დაიცვათ, და ზოგადად, გათანგოთ თქვენი სული და სხეული მთელი პროგრამით. ამ თამაშს სხვადასხვა მოდიფიკაციებში ერთი და იგივე სახელი ჰქვია: „მე ავად ვარ და მმკურნალობენ“. ნებისმიერ ძალადობას საკუთარ თავზე მივყავართ არა ჯანმრთელობამდე, არამედ სპორტულ რეკორდებამდე, და ისიც არა ყოველთვის. თუ რეკორდები არ გჭირდებათ, ყოველიო თქვენი ქმედება თავისუფალი განზრახვის შედეგი უნდა იყოს. სხვა სიტყვებით, მოქმედება საჭიროა არა იძულებით, არამედ საკუთარი გადაწყვეტილებით. თუ საკუთარ თავს ეუბნებით: „საჭიროა!“, ეს იძულებაა. თუ ამბობთ: „მინდა!“ ეს გადაწყვეტილებაა. ყველა გამაჯანსაღებელი მოქმედება სასარგებლოსთან ერთად სასიამოვნოც უნდა იყოს. ნუ იბრძოლებთ საკუთარი ჯანმრთელობისთვის. შემოუშვით იგი საკუთარ თავში.

კონტრასტული შხაპი ყველაზე მარტივი და ეფექტური პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი პროცედურაა. (ნახეთ, მედიცინის ნამდვილი მიმდევარივით დავიწყე ლაპარაკი!) ეს პროცედურა მდგომარეობს ცხელი და ცივი წყლის მონაცვლეობაში. ჯერ რამდენიმე წუთით ცხელი წყალი, შემდეგ ერთი წუთი ან ნაკლები - ცივი წყალი, და ა.შ. არანაკლებ სამჯერ. შემდეგ გაიმშრალეთ და დაიზილეთ ტანი უხეში პირსახოცით.

მიუხედავად სიმარტივისა, ასეთი ზემოქმედების ეფექტურობა ძალზე მაღალია. თითქოს, სირბილი და შტანგების აწევა - ეს თვალნათლივი ვარჯიშია. და რის მოცემა შეუძლია შხაპს? საქმე იმაშია, რომ შხაპი ინტენსიურად ზემოქმედებს ჩვენი სხეულის პრაქტიკულად ყველა ორგანოზე. შედეგად ვიღებთ კოლოსალურ ეფექტს.

- აქტიურდება ყველა ბიოლოგიური პროცესი.
- ირყევა ყველა ბლოკი ორგანიზმში.
- იწმინდება და აღდგება სისხლძარღვოვანი სისტემა.
- ყველა შინაგანი ორგანო და კანი ჯანმრთელობის მუხტს იღებს.
- ქრება გულის არითმია.
- იზრდება ლეიკოციტების და წითელი სხეულების რაოდენობა სისხლში.
- იზრდება კუნთოვანი მასა.
- აღდგება შრომისუნარიანობა.
- მაგრდება ნერვული სისტემა.
- უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა.
- მთელი ორგანიზმი ინტენსიურად იწმინდება და ახალგაზრდავდება.
- ნორმალიზდება სხეულის ელექტრული მუხტი.
- იზრდება ენერგეტიკა.
- ვარჯიშდება გული, როგორც სირბილის დროს.

საკუთარ თავზე არანაირი განსაკუთრებული ძალისხმევა არ გჭირდებათ. ეს არა მხოლოდ დამტვირთველი არაა, არამედ სასიამოვნოცაა. ნუთუ შეგიძლიათ ამ ყველაფერზე უარი თქვათ?

კონტრასტული შხაპის ეფექტურობის საიდუმლო ძალიან მარტივია: უშუალო ზემოქმედებას ექვემდებარება სხეულის ყველაზე დიდი ორგანო - კანი. იგი სხეულის მთელი წონის 20%-ს შეადგენს. შეგიძლიათ შინაგანი განზრახვის ძალით დაიჭიმოთ, დატვირთოთ ცალკეული კუნთები, გამოსცადოთ ორგანიზმი გამძლეობაზე. მაგრამ ასევე შეგიძლიათ ყოველგვარი ნების დაძაბვის გარეშე საშუალება მისცეთ სხეულს, რომ თავად იზრუნოს საკუთარ თავზე. თქვენ კი არ ვარჯიშობთ, არამედ აკვირდებით, როგორ ვარჯიშობს სხეული თავისით.

რა ხდება ამ დროს? ჯერ ცხელი წყალი აფართოებს სისხლძარღვებს, შემდეგ კი ცივი წყალი ავიწროვებს მათ. შედეგად სისხლი ინტენსიურ ცირკულაციას განიცდის, უძრავი მიდამოები მოძრაობაში მოდიან, ორგანიზმი კარგად ინჯღრევა. სისხლის სხეულში მოძრაობა გადამწყვეტ როლს თამაშობს. როგორც კი გული ჩერდება, მაშინვე დგება სიკვდილი. ნორმალურ მდგომარეობაში სისხლის მიმოქცევას გული უზრუნველჰყოფს. მაგრამ სისხლი სწრაფად მხოლოდ მსხვილ სისხლძარღვებში მოძრაობს. სხვა სისხლძარღვებში იგი ძალზე ნელა მოძრაობს. რაც არ უნდა უცნაური იყოს, კაპილარებში მთელი ცირკულირებადი სისხლის 80 პროცენტია. კაპილარების მთელი მანძილი დაახლოებით 100 000 კილომეტრია. ნებისმიერი ავადმყოფური პროცესი - ეს პირველ რიგში კაპილარული სისხლის მიმოქცევის დარღვევაა. კონტრასტული შხაპი ააქტიურებს კაპილარულ სისხლის მიმოქცევას, და შესაბამისად ყველა სასიცოცხლო პროცესს.

ახლა კი რამდენიმე რჩევა: წყლის გადავლება აუცილებელი არაა თავზე, მაგრამ აუცილებლად უნდა დაიწყოთ სხეულის ზედა ნაწილით. თუ წყალს ქვემოდან ზემოთ გადაივლებთ, მაშინ სისხლი ტალღასავით მიაწვება თავს, რამაც შესაძლოა წნევის არასასურველი ცვლილება გამოიწვიოს.

ბევრი შეცდომით თვლის, რომ კონტრასტული შხაპი - ესაა უბრალოდ ცხელი და ცივი წყლის მონაცვლეობა, კბილების კაწკაწი და საკუთარ თავზე ძალადობა გაკაჟების გულისთვის, ან რაღაც ამდაგვარი.

პირველ რიგში აუცილებელია კარგად გახურდეთ ცხელი (ან არც ისე ცხელი) წყლის ქვეშ. შემდეგ ამას მოსდევს ცივი წყლის ხანმოკლე გადავლება. ცხელი წყლის ზემოქმედება რამდენიმე წუთი უნდა გრძელდებოდეს, ცივი წყლის კი - ნახევარი წუთი, ან მაქსიმუმ ერთი წუთი. ცივი წყალი მხოლოდ მაშინ უნდა ჩართოთ, როცა იგრძნობთ, რომ სხეული კარგად გახურდა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიყვანოთ საკუთარი თავი გაყინვამდე. პროცედურამ სიამოვნება უნდა მოგანიჭოთ, და არა ტანჯვა. აუცილებელი არაა რამდენიმე ათეულჯერ გააკეთოთ ეს. სამჯერ საკმარისია, შემდეგ კი განწყობის მიხედვით შეხედეთ. არ უბრძანოთ საკუთარ თავს, არამედ დააკვირდით შეგრძნებებს - სხეული თავად გეტყვით - „საკმარისია“, თუკი მოუსმენთ მას.

თუ ჯერ არ აკეთებთ ამას, უნდა დაიწყოთ ზომიერად, თანდათან, ყოველდღე გაზარდოთ სხვაობა ცხელი და ცივი წყლის ტემპერატურებს შორის. თუ ყვირილი გინდებათ, ეს კარგია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ არ უნდა განიცდიდეთ მკვეთრ დისკომფორტს და მკაფიოდ უსიამოვნო შეგრძნებებს. ასეთ შემთხვევაში ტემპერატურებს შორის სხვაობა უნდა შეამციროთ.

შხაპის მიღება ყველაზე კარგია ყოველ დილით, გიმნასტიკის შემდეგ. ცხელმა წყალმა არ უნდა დაგწვათ. ერთი თვის განმავლობაში შეგიძლიათ ცივი წყლის ტემპერატურა მინიმალურამდე დაიყვანოთ - ისეთამდე, როგორიც ონკანიდან მოდის. ტემპერატურების ასეთი სხვაობის დროს სასიამოვნო შეგრძნებებს მიიღებთ, თითქოს მილიონი ნემსი ჩხვლეტს თქვენს კანს.

განსაკუთრებულად უნდა აღვნიშნოთ, რომ ცივი წყლის გადავლება შეიძლება მხოლოდ ფიზიკური ვარჯიშების შემდეგ, ან რამდენიმე წუთიანი ცხელი შხაპის შემდეგ, თუ ისედაც გცივათ და ცივ წყალს ივლებთ, ელემენტარულ სურდოს მიიღებთ.

შხაპის ქვეშ კი არ უნდა იდგეთ, არამედ ტერფები რიგრიგობით უნდა ამოძრაოთ, რათა ისინი უფრო მეტად შეეხონ წყალს.

პროცედურის შესრულებისას იმაზე უნდა იფიქროთ, თუ რის მიღწევა გსურთ ამით. შეგიძლიათ გონებაში დაახლოებით ამ სახის ბგერითი სლაიდი ატრიალოთ: „შლაკები ორგანიზმიდან გამოდის. ჩემი ორგანიზმი იწმინდება. ჩემში ენერგიას ვუშვებ. ენერგეტიკული არხები იწმინდება და ფართოვდება. ჩემი ენერგეტიკული პოტენციალი იზრდება“. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ყველაფერი უნდა წარმოიდგინოთ (როგორც შეგიძლიათ) და სიტყვებს თან უნდა ახლდეს შეგრძნებებიც. შეგრძნებების მთელი კომპლექსი შეგიძლიათ გააერთიანოთ ერთ ფრეიმში და დაარქვათ მას: „ენერგია და ჯანმრთელობა“.

თუკი კონტრასტული შხაპის შემდეგ ციებას გრძნობთ, ეს ნიშნავს, რომ ან ცივი შხაპის ხანგრძივობა უნდა შეამციროთ, ან წყალი არ იყო საკმარისად ცივი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ორგანიზმის დამცავი რეაქცია არ აქტიურდება, ამიტომ უბრალოდ გცივათ, ამაში კი სასარგებლო არაფერია. ძალიან ცივი წყლის ხანმოკლე ზემოქმედება ახურებს, არც ისე ცივი წყლის ხანგრძლივი ზემოქმედება კი - აცივებს.

კონტრასტულ შხაპზე უკეთესი შეიძლება იყოს მხოლოდ მონაცვლეობითი ბანაობა ცხელ აუზში და თოვლში. თუკი გადალახავთ წინასწარგანწყობებს და შიშებს იმაზე, რომ გაცივდებით და ავად გახდებით, თქვენ შეუდარებელ სიამოვნებას მიიღებთ. თუ დიდხანს არ იგორავებთ თოვლში, ეს არც ცივია და არც სახიფათო. კამჩატკაზე არის გეოთერმული წყლების აუზები ღია ცის ქვეშ. მე მინახავს, როგორ ბანაობდა ხალხი ცხელ წყალში, შემდეგ თოვლში გორაობდნენ, შემდეგ კი კვლავ აუზში ხტებოდნენ. მას შემდეგ, რაც ამ საოცარ აღმოჩენას გააკეთებდნენ, უკვე ვეღარ ჩერდებოდნენ ხოლმე და აღტაცებისგან და სიამოვნებისგან გოჭებივით ყვიროდნენ. რა სახის სიამოვნებაა ეს, შეგიძლიათ მხოლოდ მას შემდეგ გაიგოთ, რაც გამოცდით. თუმცა, ამას არ ვურჩევდი იმ ადამიანებს, რომლებსაც ავადმყოფი გული აქვთ.

შხაპის შემდეგ კარგია მთელი სხეულის უხეში პირსახოცით დაზელა. ეს ერთდროულად მასაჟიცაა და კაპილარული სისხლის მიმოქცევის გააქტიურებაც. სასურველია ასევე გააკეთოთ ენერგეტიკული გიმნასტიკაც - შეახსენოთ სხეულს ენერგეტიკული შადრევნების შესახებ და დააფიქსიროთ ისინი სფეროში. შედეგად თქვენ იგრძნობთ სასიამოვნო სითბოს და სიფხიზლეს, რაც მეტყველებს ენერგეტიკული ტონუსის მომატებაზე.

ეფექტის მიღწევა ამ პროცედურით შესაძლებელია მხოლოდ რეგულარულობის შედეგად. თუკი შეწყვეტთ ამის კეთებას, ყველაფერი ძველ მდგომარეობას დაუბრუნდება. ეს არაა დროებითი გაჯანსაღება, არამედ ესაა ჩვევა, ცხოვრების წესი, რომელიც გათვლილია მთელ ცხოვრებაზე.

ამ თავში მოცემულია მხოლოდ ძირითადი პრინციპები, რომელთა შესრულებაც უკვე დაგეხმარებათ, საგრძნობლად გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა და ენერგეტიკა. მაგრამ რა თქმა უნდა, თუკი განზრახვა გაქვთ, ამაზე არ გაჩერდებით.


 

რეზიუმე

ფიზიოლოგიური ენერგია იხარჯება საკუთრივ მოქმედების შესრულებაზე.

განზრახვა ფორმირდება თავისუფალი ენერგიის ხარჯზე.

თავისუფალი ენერგია სხეულში ორი ურთიერთ-საწინააღმდეგო ნაკადის სახით გადის.

სტრესულ მდგომარეობაში ხდება განზრახვის ენერგიის ბლოკირება.

იმისთვის, რომ სტრესისგან განთავისუფლდეთ, საჭიროა გამოიღვიძოთ და მნიშვნელოვნება დააგდოთ.

თუ მნიშვნელოვნების დაგდება შეუძლებელია, მაშინ ძალებს ნურც მოდუნებაზე დახარჯავთ.

გაცნობიერებულობა და მნიშვნელოვნების დაბალი დონე ვამპირებისგან თავდაცვის საშუალებაა.

ენერგეტიკული გიმნასტიკის შესრულებისას თქვენ დამცავ გარსს აძლიერებთ.

ნუ დააგროვებთ ენერგიას, არამედ საშუალება მიეცით მას, რომ თავისუფლად იმოძრაოს თქვენი გავლით.

მაღალი ენერგეტიკა - ესაა ფართო ენერგეტიკული არხები.

ენერგეტიკული არხები კარგად ვარჯიშდება ენერგეტიკული გიმნასტიკით.

გარეგანი განზრახვის ძალა ენერგეტიკის დონის პროპორციულია.

პროცესის ვიზუალიზაცია ენერგეტიკული გიმნასტიკის მსვლელობის პროცესში ეფექტს აძლიერებს.

განზრახვა - ესაა კონცენტრირებულობა, და არა ზედმეტი გულმოდგინება.

თქვენი შესაძლებლობები შეზღუდულია მხოლოდ თქვენი განზრახვით.

იმისთვის, რომ ჯანმრთელობა მოიპოვოთ, საჭიროა ითამაშოთ მკურნალობანას თამაში, და არა ავადმყოფობანას.

შინაგანი განზრახვაა- ავად იყო და იმკურნალო.

გარეგანი განზრახვაა - იცხოვრო ჯანსაღი წესით.

ჩვევების შეცვლის განზრახვა სუფთა უნდა იყოს.

არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთოთ ავადმყოფობის დესტრუქციული ქანქარების თამაშში.

მავნე ჩვევებისგან კი არ უნდა განთავისუფლდეთ, არამედ უარი უნდა თქვათ მათზე.

იმისთვის, რომ მავნე ჩვევაზე თქვათ უარი, მნიშვნელოვნება უნდა დაწიოთ.

დაიცავით არა მხოლოდ გარეგანი, არამედ შინაგანი ჰიგიენაც.

ავადმყოფობათა უმეტესობა პირდაპირ ან ირიბად გამოწვეულია არასწორი კვებით.

ნუ დაარღვევთ თქვენში ბუნების მიერ ჩადებულ კვების წესებს.

აუცილებელია, მუდმივად შეახსენოთ კუნთებს, როგორ უნდა დაიჭიმონ და მოდუნდნენ.

ვარჯიშის შესრულება ყურადღების გარეშე უსარგებლოა.

ვარჯიშის შესრულებისას ყურადღება მიაქციეთ ცენტრალურ ნაკადებს.

გამაჯანსაღებელი ვარჯიშები არ მოითხოვენ დაძაბულობას და ძალისხმევებს.

სხეულზე ზრუნვა თავისუფალი განზრახვის შედეგი უნდა იყოს.

 

მსგავსი სტატიები

თავი XIV. წინ, წარსულში


ფანტასტიკა და მაგია ხანდახან თავისი მისტიური იდუმალებით გვნუსხავს. ...

თავი XIII. კოორდინაცია


მიზნების მისაღწევად სულაც არაა სავალდებულო ძლიერი და საკუთარ თავში ...

თავი XI. ენერგია და ჯანმრთელობა


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

თავი IX. სული და გონება


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

თავი VII. განზრახვა


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

თავი VI. ვარიანტთა დინება


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

თავი VIII. სლაიდები


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff