ცხოვრების მიზანი

Admin
სადჰგურუ
0
0

ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: თეონა ნაცვლიშვილი ცხოვრება მნიშვნელოვანია, რადგან...

purpose

ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან

მთარგმნელი: თეონა ნაცვლიშვილი

ცხოვრება მნიშვნელოვანია, რადგან ეს ერთადერთია რაც იცით. თქვენ არ იცით სხვა არაფერი, იცით სხვა რამ? რა არის ცხოვრების მიზანი? ყოველმხრივ სიცოცხლე მნიშვნელოვანია. ასე რომ, რა არის მიზანი მისთვის? ნახეთ, თუ თქვენ გქონდათ ცხოვრების მიზანი და მიაღწიეთ მას, ამის შემდეგ რას გააკეთებთ? მოსაწყენია, ასე არ არის? ეს არის ისეთი ჩახლართული ცხოვრება, ისე ფენომენალურად ჩახლართული, რომ თუმც გაატაროთ 10 000 წელი მასზე ყურებით, მაშინაც კი ვერ შეისწავლით მას მთლიანად. თუ გაატარებთ მილიონ წელს მასზე აბსოლუტური ფოკუსირებით, მაშინაც კი არ გეცოდინებათ მისი მთლიანობა. ასეა. აქვს მას მნიშვნელობა?

უდიდესი რამ ცხოვრებაზე ისაა, რომ მას არანაირი მიზანი არ აქვს. ესაა უდიდესი ცხოვრების ასპექტი, რომ მას არ აქვს მნიშვნელობა, და არც არის საჭიროება რომ ქონდეს მნიშვნელობა. ეს არის ადამიანის დაწვრილმანებული გონება, რომელიც ეძებს მნიშვნელობას. რადგან ფსიქოლოგიურად თქვენ თავს გრძნობთ ცხოვრებისგან მოწყვეტილად თუკი არ გაქვთ მიზანი. ადამიანები გამუდმებით ცდილობენ შექმნან ეს ყალბი მიზნები. ახლა ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ და უეცრად დაქორწინდნენ, ახლა მათი მიზანია სხვა პიროვნება. შემდეგ იყოლიებენ შვილებს, ახლა უბედურები გახდებიან ერთმანეთის მიმართ, ახლა მთელი მიზანი, რასაც ისინი გადიან, ყველა უბედურება ბავშვების გამოა. და ასე გრძელდება...

ესაა მოვლენები, რომლებსაც თქვენ იწვევთ და ატარებთ მათ, როგორც ცხოვრების მიზნებს. და არსებობს ღმერთის მიერ ბოძებული მიზანი? რა ხდება, თუ ღმერთმა არაფერი იცის თქვენი არსებობის შესახებ? თუ ოდნავ ყურადღებას მიაქცევთ ცხოვრების პროცესს, თქვენ არანაირი მიზანი არ დაგჭირდებათ. ის დაგტოვებთ ჩართულს მილიონი წლის განმავლობაში, თუ მოისურვებთ. იმდენი რამ ხდება ირგვლივ. იმდენში ვგულისხმობ იმდენი დაუჯერებელი რამ ხდება აქ და ახლა, თუ მიაქცევთ საკმარის ყურადღებას, მილიონწლიანი არსებობის შემთხვევაში ის გამყოფებთ დაკავებულს.

ამჟამად თქვენ გჭირდებათ დანიშნულების ადგილი, რადგან თქვენივე ფსიქოლოგიური სტრუქტურის ხაფანგში ხართ გაბმული, და არა თქვენი ცხოვრების პროცესში. თქვენი ფსიქოლოგიური სტრუქტურა ფუნქციონირებს ლიმიტირებული მონაცემებიდან, რომელიც თქვენ შეაგროვეთ. ის მის შიგნით ბრუნავს და ამჟამად თქვენი ფიქრი და ემოციები გახდა უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე თქვენი ცხოვრება. ასე არ არის? ასე რომ, ამიტომაც ეძებთ მიზანს, რომ თავი დააღწიოთ ხაფანგს, რომელიც თვითონვე შეუქმენით საკუთარ თავს. ეს ხაფანგი თქვენი მომართულია, თქვენ ადვილად შეგიძლიათ გამოძვრეთ მისგან. მაგრამ ამაშია საქმე. რატომ არის ეს ასეთი ძნელი, ახლა თქვენ იდენტიფიკაციას უკეთებთ საკუთარ თავთან ხაფანგს. თქვენ მოგწონთ ის, რადგან გაძლევთ შეგძნებას გარკვეული დაცულობისა, უსაფრთხოებისა, და თვითმყოფადობისა.

თუ თქვენს გარშემო ჭუპრს აიშენებთ, ის მოგცემთ უსაფრთხოებას, მაგრამ ამავდროულად დაგატყვევებთ. პირველი, რაც გჭირდებათ ეს ბალანსია. თუ გაქვთ ბალანსი, შეგიძლიათ მაღლა აცოცდეთ. თუკი არ გაქვთ ის, მაშინ ჯობს მიწაზე დარჩეთ. ასე არ არის? არაა უსაფრთხო, როდესაც ვინმეს ვისაც არ გააჩნია ბალანსი, მიცოცავს მაღლა. უკეთესია დარჩეს მიწასთან ახლოს. თქვენ არ უნდა ახვიდეთ მაღლა. ასე რომ, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, არის ის, რომ დაამყაროთ ბალასი, შემდეგ თქვენ უნდა შეასუსტოთ თქვენი ფსიქოლოგიური სტრუქტურა. შემდეგ ყველაფერი შესანიშნავია. თუ თქვენ შეასუსტებთ თქვენს ფსიქოლოგიურ სტრუქტურას ბალანსის გარეშე, რომელსაც ბევრი ადამიანი აკეთებს დღეს დღეისობით, ნახეთ რატომ უნდათ ვიღაცეებს ალკოჰოლის დალევა, ან წამლის მიღება, რადგან ის ასუსტებს თქვენს ფსიქოლოგიურ სტრუქტურას და თავს თავისუფლად გაგრძნობინებთ რაღაც მომენტამდე. მაგრამ საჭირო ბალანსის გარეშე, როდესაც ბალანსისთვის არ გიმუშავიათ, მაგრამ გაქვთ თავისუფლება, თავისუფლება ბალანსის გარეშე გამანადგურებელია, ანარქიაა, ასე არ არის? ასე რომ პირველი ნაბიჯია იმუშავოთ ბალანსზე, უზარმაზარ ბალანსის შეგრძნებაზე, სადაც თუმც თქვენ ჩამოანგრევთ თქვენს ფსიქოლოგიურ სტრუქტურას, მაშინაც შეგეძლებათ უბრალოდ იცხოვროთ აქ.

თქვენი ფსიქოლოგიური სტრუქტურის დემონტაჟი მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან ის თქვენივე ხაფანგია. ეს თქვენი დაცვაა, თქვენი სტაბილურობა, მაგრამ ამავდროულად ხაფანგიცაა. რადგანაც კედლები ამოშენებულია, თქვენ თავს დაცულად გრძნობთ, მაგრამ ამავდროულად ხაფანგში ხართ. თუ ჩამოშლით ხაფანგს, ასევე ჩამოიშლება თქვენი დაცულობა. ასე არ არის? თქვენ ასევე ჩამოშლით თქვენი მიზნის შეგრძნებას, ასევე ჩამოიშლება ყველაფერი, რაც გეხებათ, ამიტომ ამას დასჭირდება ბალანსი. ბალანსის გარეშე თუ დაანგრევთ ამ ყველაფერს, ჭკუიდან შეიშლებით. მაგრამ არ ეძებოთ მიზანი, რადგან თუკი მას ეძებთ, თქვენ ეძებთ სიგიჟეს. თუ იპოვით მას, თქვენ ნამდვილად ჭკუიდან ხართ შეშლილი. თუ ფიქრობთ რომ ცხოვრების მიზანი ნაპოვნი გაქვთ, თქვენ ნამდვილად შეიშალეთ. რადგან მხოლოდ ფსიქიურად შეშლილ ადამიანებს აქვთ ცხოვრების მიზანი, ანდა ხალხს, რომელსაც აქვთ ცხოვრების მიზანი-არიან შეშლილები უამრავმხრივ. ესაა ის, რასაც თვითონ ქმნით გონებაში, და გჯერათ რომ ეს სიმართლეა. ასე არ არის? ‘’ახლა ჩემი ქვეყნისათვის ბრძოლა არის ჩემი მიზანი!’’ ახლა, თუკი ეს საჭიროა მე ვიბრძოლებ და დარწმუნებული ვიქნები რომ ეს არის არასაჭირო სისხლიანი ბრძოლა. შემდეგ იმდენად იბრძოლებ, რამდენადაც ეს აუცლებელი იქნება. თუ ფიქრობთ რომ ესაა თქვენი მიზანი, თქვენ შეიძლება გინდოდეთ მთელი მსოფლიოს განადგურება რა უაზრობისაც გჯერათ იმისთვის, ასე არ არის? თუ რაღაც საჭირო იქნება, ჩვენ ამას გავაკეთებთ აბსოლუტური ჩართულობით.

არ არსებობს სხვა ცხოვრების მიზანი. მიზანი ისაა, რომ იცხოვრო, და იცხოვრო სავსედ, სავსედ ცხოვრება კი არ ნიშნავს ყოველ ღამე წვეულებებზე სიარულს. ასეთი ცხოვრება ნიშნავს, რომ სანამ გარდავიცვლებით, ყველა ცხოვრების ასპექტი გამოვიკვლიოთ. არაფერი არ დარჩეს გამოუკვლეველი. დიახ, სანამ გარდაიცვლებით, თუმც ვერ გამოიკვლევთ მთელ კოსმოსს, სულ მცირე თქვენი ცხოვრების ნაწილი უნდა იცოდეთ მთლიანად. ამდენი უნდა გაუკეთოთ საკუთარ თავს. ასე არ არის? ესაა სავსედ ცხოვრება, რომ თქვენ გამოსცადოთ ის მთლიანობაში, ყველა მის განზომილებაში, თქვენ არ დატოვებთ არაფერს ხელუხლებელს. უბრალოდ გააკეთეთ ეს. ეს ბევრ დროს მოითხოვს, მაგრამ კარგი მიზანია თქვენთვის.

მსგავსი სტატიები

სადჰგურუ - ხუთი ელემენტის შესახებ...


მთარგმნელი: ლიკა მარღანია წყარო როდესაც ადი-იოგი გადასცემდა ამ ...

სადჰგურუ - ალკოჰოლის შესახებ


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: ანასტასია მჟავია კი...

შეიძლება თუ არა რომ რეიკი და პრანით მკურნალობა იყოს სახიფათო?


წყარო მთარგმნელი: თეონა ნაცვლიშვილი სადჰგურუ გვაჩვენებს, თუ როგ...

რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ?


რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ?  (საუბარი სადჰგურუსთან) ...

ცხოვრების მიზანი


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: თეონა ნაცვლიშვილი ც...

ოთხი იოგის ისტორია


მონაკვეთი სადჰგურუს წიგნიდან - "შინაგანი ინჟინერია" მთარგმნელი: ...

სადჰგურუ - ქორწინების შესახებ


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: გვანცა მოდებაძე მსო...

საკუთარ აზრებთან ბრძოლა


 არ გააიგივოთ აზრები უარყოფითთან, იმიტომ რომ ეს მხოლოდ აზრია...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა - 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🌞 მზის მანდალა - პიროვნული განვითარების 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🔥 წამყვანი - მამუკა გურული

🔥 დასრულდა მაგმას ყველაზე ხანგრძლივი (108 დღიანი), ყველაზე მრავლისმომცველი, ყველაზე ეფექტური, და სასერთიფიკატო ონლაინ-ტრენინგი: "მზის მანდალა" 

🔥 დღეიდან შეგიძლიათ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ ამ ტრენინგის ჩანაწერები (ლაივ რეჟიმთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო იაფად). შეძენის შემთხვევაში დაგამატებთ ფეისბუქ-ჯგუფში, სადაც ყველა ვიდეო-ჩანაწერი შენახულია. 

🔥 ექსკლუზიურად ამ ტრენინგისთვის - 2 ლექციას მითო-არქეტიპების სისტემაზე (ონლაინ) წაიკითხა „მითოლოგიის ქალღმერთმა“ - ხათუნა თავდგირიძემ (აღწერილობა იხ. ქვემოთ)...

🔥 მათთვის, ვინც სრულად გაივლის ტრენინგს (თუნდაც მხოლოდ თეორიულ ნაწილს) გაიცემა სერთიფიკატები! (სერთიფიკატი გაიცემა ყველა ლაივის ნახვისა და ბოლოს მცირე გასაუბრების შემდეგ)...

🔥 ტრენინგი განკუთვნილია როგორც დამწყებებისთვის, ასევე პროფესიონალი ფსიქოლოგებისთვის, ქოუჩებისთვის, კონსულტანტებისთვის და ა.შ. და რა თქმა უნდა, უბრალოდ საკუთარი თავის შემეცნების მსურველთათვის.

🔥 ამ ტრენინგს 3 მთავარი მიზანი აქვს:

1. სხვადასხვა თვალთახედვისა და სისტემის მეშვეობით (როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ეზოთერული) გამოვიკვლიოთ ჩვენი (და ზოგადად ადამიანის) პირადი არაცნობიერი. ასევე გავერკვეთ კოლექტიური არაცნობიერი მექანიზმების კანონზომიერებებში, არქეტიპებში, ეგრეგორებში და ა.შ.

2. დავამყაროთ ან/და გავაძლიეროთ კონტაქტი ჩვენს შინაგან მზესთან (ზე-მე-სთან, ანუ ზე-ცნობიერთან, უბრალო ენაზე რომ ვთქვათ - „სინდისთან“). 

3. ყველაზე უსაფრთხო, გამოცდილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პრაქტიკების მეშვეობით გავიჯანსაღოთ ფიზიკური, ენერგეტიკული და ემოციური სხეული, და მოვიშოროთ ყველა ის „ბლოკი“, რომელიც ხელს გვიშლის განვითარებაში და რაც მთავარია - სრულად, ტოტალურად და თავისუფლად ცხოვრებაში. 

🔥 პრაქტიკაში გამოვიყენებთ იმ უნივერსალურ პრინციპებს, რომლებიც ყველა სულიერი განვითარების სისტემას აერთიანებს.

🔥 რაც შეხება თეორიას, პრაქტიკა რომ არ/ვერ გააკეთოთ ან მომავლისთვის გადადოთ, ეს თეორიული ლექციები უკვე ძალიან დიდ შემეცნებით ბაზას მოგცემთ. 

ლექციების ჩამონათვალი:

🌞 შესავალი ლაივი - გაცნობა და პროგრამის წარდგენა; 
🌞 დოქტორ ტორსუნოვის სისტემა; ენერგეტიკული შრეები;
🌞 გურჯიევის სისტემა (ზოგადი მიმოხილვა)
🌞 ვექტორული ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 ვილჰელმ რაიხის „კუნთოვანი ჯავშანი“
🌞 ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია; პერინატალური მატრიცები; 
🌞 მითო-არქეტიპების სისტემა: 5 წრედი და 27 არქეტიპი (2 ლექცია): (1) „ცენტრალური და ბინარული არქეტიპები“; „პიროვნული განვითარების ზღურბლური არქეტიპები; (2) სამყაროსული ფუნდამენტური „ფენომენების არქეტიპები“.. ლექციები წაიკითხა სისტემის ავტორმა - ხათუნა თავდგირიძემ
🌞 ტაროს არქეტიპები - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ლირი-ვილსონის წრედების სისტემა (2 ლექცია)
🌞 კაჰუნების სიბრძნე (უძველესი შამანური სისტემა) (2 ლექცია)
🌞 ბავშვის ფსიქოლოგია (ლექცია წაიკითხა ლელა ბექაურმა)
🌞 ვედური ფსიქოლოგია
🌞 აიურვედას ძირითადი პრინციპები
🌞 ეგრეგორები
🌞 იუნგიანური ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 სამყაროს მოწყობა სოფოოსის ჩენელინგების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ჩაკრების სისტემა
🌞 ჯიოტიში - სამყაროს ცხრა ძალა

✅ სულ ჩატარდა 28 თეორიული (საღამოს) და 15 პრაქტიკული (დილის) ლაივი.

✅ თეორიული ლექციების ხანგრძლივობა საშუალოდ - 1.5-დან 2 საათამდე (თემატიკის მიხედვით). ჩანაწერები შეინახება და მათზე წვდომა მუდმივად გექნებათ.

✅ პროგრამას საჩუქრად მოყვება მაგმას ყველა PDF წიგნი ქართულად (სულ 350 ლარის ღირებულების).

☘️ მანდალას ჩანაწერების ღირებულება: 500 ლარი

☘️ მათთვის, ვინც მაგმას რომელიმე მანდალა გაიარა, ან ჩემთან პირადი კონსულტაცია გაიარა, ასევე მაგმას რეგულარული ფინანსური მხარდამჭერებისთვის ფასდაკლებაა - ფასი: 400 ლარი.

☘️ 23 წლამდე სტუდენტებისთვის - ფასი: 300 ლარი

პროგრამის ჩანაწერების შესაძენად მოგვწერეთ მაგმას გვერდზე; ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com,

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598116447

პროგრამის შესაძენად საჭიროა გქონდეთ ფეისბუქ-ექაუნთი.

მონაწილეების შთაბეჭდილებები იხილეთ ამ პოსტის კომენტარებში...

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff