ფინანსური სისტემა

Admin
სხვადასხვა
0
0

ავტორი: მანგალა წყარო ორიოდე სიტყვით სისტემის ერთ ერთ უმთავრეს მმართველობით ორგანოზე და მაკონ...

finance

ავტორი: მანგალა

წყარო

ორიოდე სიტყვით სისტემის ერთ ერთ უმთავრეს მმართველობით ორგანოზე და მაკონტროლებელ სტრატეგიულ პუნქტზე. ფული არის ის რის გარეშეც თანამედროვე სამყაროში არსებობა შეუძლებელია. ეს არის სისტემის პროდუქტი, რომელზეც მთელი კაცობრიობაა დამოკიდებული, მაგრამ ფართო მასებისთვის უცნობია ფულთან დაკავშირებული რამდენიმე საინტერესო დეტალი.

1. რა ორგანო ბეჭდავს ფულს?

უმეტესობის აზრით ფულს სახელმწიფო სტრუქტურა ბეჭდავს, მაგრამ ეს ასე არ არის. სახელმწიფოებს არ გააჩნიათ ძალაუფლება ფულზე და მის წარმოებაზე, ამიტომ კუპიურებს კომერციული სტრუქტურები ბეჭდავენ.
მაგალითად აშშ-ს ფინანსურ სისტემას „ფედერალური სარეზერვო სისტემა“ განაგებს და დოლარის კუპიურებსაც სწორედ ეს ორგანიზაცია ბეჭდავს. ეს არის კერძო ორგანიზაცია, სააქციონერო საოგადოება, რომელიც აშშ-ს 12 ყველაზე ძლიერი ბანკის ალიანსს წარმოადგენს. მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იყო; ამ მდგომარეობის მისაღწევად ბანკირები მრავალი წელი იბრძოდნენ და არაერთი „აფიორის“ დატრიალებამ მოუწიათ. ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში, ბანკირების საზოგადოების დამაარსებელი, მაიერ ამშელ როთშილდი ამბობდა „მომეცით საშუალება ვაკონტროლო სახელმწიფოს ფინანსური სისტემა და ჩემთვის სულ ერთი იქნება ვინ წერს კანონებს“. ამ მასშტაბის „აფიორის“ დატრიალება ბანკირებისთვის არ იყო ადვილი, ამიტომ პროცესი რამდენიმე ასწლეულს გრძელდებოდა. იდეა შემდეგში მდგომარეობდა – მათი მიზანი იყო, შეექმნათ კომერციული ბანკი, რომელიც დაბეჭდავდა ფულს, რასაც სახელმწიფოზე კრედიტის სახით გასცემდა. საბოლოოდ ეს ასეც მოხდა, მაგრამ ამ სიტუაციის აფიშირების თავიდან ასაცილებლად და მოსახლეობისგან შესანიღბად (რადგან არ უნდა გამოჩენილიყო, რომ ბანკი კერძოა), ბანკს ფ ე დ ე რ ა ლ უ რ ი დაარქვეს.

1913 წლის 23 დეკემბერს, როდესაც კონგრესმენების დიდი ნაწილი საშობაო შვებულებებში ისვენებდა, პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა ხსენებულ პროექტს ხელი მოაწერა და კერძო კომერციული „ფედერალური“ ბანკი დაარსდა. როგორც შემდგომში გაირკვა, პრეზიდენტი ვილსონი ბანკირებთან საიდუმლო შეთქმულებაში იმყოფებოდა (მისი საარჩევნო კამპანია სწორედ ამ ბანკირების მიერ იქნა დადინანსებული), რაც მოგვიანებით თავადაც აღიარა და საჯაროდ მოინანია – „მე შემთხვევით გავანადგურე ჩემი ქვეყანა“.

ამის შემდეგ, 1944 წელს ბანკირებმა მსოფლიო მმართველობა ჩაიგდეს ხელში და ბრეტონ-ვუდსის შეთანხმება დაიდო, რის თანახმადაც მიიღეს კანონი, რომ დოლარი აღარასოდეს გაიცვლებოდა ოქროზე, რითაც დოლარმა „მსოფლიო ვალუტის“ სტატუსი მიიღო. საბოლოოდ სრული კონტროლი მათ ხელში გადავიდა და ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ და მასში შემავალმა ბანკირებმა მსოფლიო მონოპოლია დაამყარეს. ისინი სრულად აკონტროლებდნენ მთელი მსოფლიოს ფულადი რესურსის ბეჭდვის პროცესებს. ამასთანავე მკაცრად კონტროლდება და იდევნება სხვადასხვა სახელმწიოფოების ან კერძო პირების მიერ „უკანონო“ ბეჭდვა. ამ ქმედებას კრიმინალური ხასიათი მიენიჭა.

2. სამუდამო ვალი

„საუკეთესო მონა ის არის, ვინც თავს თავისუფლად თვლის“.

ფინანსური სისტემის უმთავრესი „კოზირი“ და სტრატეგია შემდეგში მდგომარეობს – დაიბეჭდოს რაც შეიძლება მეტი ფული, რომელსაც შემდეგში სახელმწიფოზე კრედიტის სახით გასცემს. წარმოიდგინეთ, რომ სახელმწიფოს ესაჭიროება 100 მილიონი დოლარი. ფედერალური სარეზერვო სისტემა (ანუ ბანკი, რომელზეც ზევით ვისაუბრეთ) უმოკლედ ვადაში დაბეჭდავს ზუსტად ამ რაოდენობის თანხას და გადასცემს სახელმწიფოს. ავიღოთ პირობითი 5% პროცენტი. გარკვეული ვადის შემდეგ სახელმწიფო იძულებულია უკან დააბრუნოს 105 მილიონი დოლარი. თითქოს არაფერია ამაში გასაკვირი და პროცესიც სავსებით ჩვეულებრივია. მთელი სირთულე და პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ 5 მილიონი, რომელიც პროცენტის სახით არის გადასახდელი, ფიზიკურად არ არსებობს. ფული არსებობს მხოლოდ იმდენი, რამდენსაც ფედერალური სარეზერვო ბანკი დაბეჭდავს. არც მეტი, არც ნაკლები. გამომდინარე აქედან, ვალის დაფარვა ფულის საშუალებით უბრალოდ შეუძლებელია. რჩება მხოლოდ ორი ვარიანტი – მისცენ ბანკირებს ის ქონება, რომელიც თავდებშია ჩადებული ან გაფორმდეს ახალი კრედიტი. ახალი კრედიტის გაფორმებისას, სიტუაცია ყოველ ჯერზე უფრო და უფრო რთულდება და სახელმწიფოს ერთადერთი გამოსავალი რჩება – ფინანსური ობობას ქსელიდან თავის დასაღწევად, ანალოგიური სისტემით სესხი სხვადასხვა პატარა ბანკზე გასცეს, რომლებიც ზუსტად ანალოგიური მიზნით და მიზეზით, კრედიტებს გასცემენ მოსახლეობაზე. გამოსავალი იმაშია, რომ გაიცეს რაც შეიძლება მეტი კრედიტი. ამასთანავე თანდათან კრედიტის პროცენტი მატულობს და როგორც ვხედავთ, ამ ჯაჭვის უკანასკნელი და ყველაზე სუსტი რგოლი მოსახლეობაა. ეს არის ხალხი, რომლის უმრავლესობა დიდი ალბათობით ვერასდროს გადაიხდის კრედიტებს და უწევს ახალი კრედიტების აღება, რათა ძველი დაიფაროს. ეს არის სისტემა, სადაც ყველაზე სუსტი რგოლი წლიდან წლამდე უფრო ღარიბდება და ერთადერთი ვინც არსებული სიტუაციით ძლიერდება, ის ბანკირები არიან, რომლებზეც დასაწყისში ვისაუბრეთ. ფინანსური სისტემა აწყობილია რამდენიმე მილიარდერზე და რამდენიმე მილიარდ ადამიანზე, რომლებიც დროთა განმავლობაში მთელ ქონებას ბანკირებს აძლევენ. აღსანიშნავია, რომ თუ აღარ იარსებებს ვალი (ანუ ყველა ადამიანი სდა სტრუქტურა დაფარავს ვალს, რომელიც აკისრია), დედამიწაზე აღარ იარსებებს ფული.

kenedy

3. წინააღმდეგობა

ბანკირების მიერ დამყარებული მაქსიმალური კონტროლის მიუხედავად, ისტორია არაერთ ადამიანს იცნობს, რომლებიც სისტემას აღუდგნენ და ფინანსური მონობის წინააღმდეგ ბრძოლებს აწარმოებდნენ. ერთ-ერთი მათგანი ჯონ კენედია, რომელიც ამერიკის უკანასკნელი პრეზიდენტია, ვინც ფედერალური სარეზერვო სისტემის წინააღმდეგ გაილაშქრა. 1963 წლის 4 ივნისს ჯ. კენედიმ დაიწყო ბრძოლა ხსენებური სტრუქტურის წინააღმდეგ და ხელი ეწ. „No. 11110“ ბრძანებას მოაწერა, რაც სარეზერვო ბანკის გვერდის ავლით, სახელმწიფოსთვის ფულის დაბეჭდვის უფლების მინიჭებას ითვალისწინებდა. ასევე ცნობილია კენედის გამოსვლა სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე, სადაც ის საიდუმლო ორგანიზაციების შესახებ საუბრობს – „ ჩვენ, ბუნებით ვართ ერი, რომელიც ეწინააღდება საიდუმლო ორგანიზაციებს და დახურულ ორდენებს… ჩვენს წინააღმდეგ ხდება დაუნდობელი შეთქმულება, რომელიც უფრო და უფრო დიდ მასშტაბებს იძენს…“ სარეზერვო ბანკის სათავეში მყოფმა ბანკირებმა, პრეზიდენტის ქმედებას ღალატის კვალიფიკაცია მისცეს (რადგან გარკვეულწილად კენედის საარჩევნო კამპანიაც მათი დაფინანსებული იყო) და ჯ. კენედი მათთვის საშიშ, ნომერ პირველ მტრად იქცა. რამდენიმე თვის შემდეგ, 1963 წლის 22 ნოემბერს მოხდა პრეზიდენტზე ცნობილი თავდასხმა, ჯონ კენედი მოკლეს.

მომდევნო პრეზიდენტის, ლინდონ ჯონსონის პირველი ქმედება კენედის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის გაუქმება იყო! საინტერესო „დამთხვევაა“ არა?...
ფაქტია ამ მოვლენის შემდეგ ტოტალური კონტროლი კვლავ ბანკირების ხელში გადავიდა და სიტუაცია დღემდე უცვლელია. კენედის შემდეგ არცერთ პრეზიდენტს მსგავსი ქმედება აღარ გაუმეორებია და ბრძოლა ბანკირების წინააღმდეგ ამით დასრულდა.

4. ომი

ერთ ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ დოლარი ყველაზე მოთხოვნადი ვალუტაა, ერთ მარტივ „საიდუმლოში“ იმალება – გაზის და ნავთობის საფასურის გადახდა, უმეტესობა შემთხვებაში მხოლოდ დოლარში ხდება. სწორედ ამ მიზეზით ამერიკას ბევრად იოლად მიუწვდება ხელი მსოფლიოს გაზის და ნავთობის რეზერვებზე. გამომდინარე აქედან, აშშ-ს ეკონომიურ კეთილდღეობას განაპირობებს გარანტია იმისა, რომ არსებული სიტუაცია არ შეიცვალოს და გაზის და ნავთობის მომწოდებელი ქვეყნები ანგარიშსწორებას მხოლოდ დოლარში აწარმოებდნენ.

2000 წლის 6 ნოემბერს, მსოფლიოში ნავთობის მიწოდების სიდიდით მეორე ქვეყანამ, ერაყმა, ანგარიშსწორება დოლარიდან ევროზე შეცვალა. მრავალწლიანი მცდელობების შემდეგ, კონტროლი ერაყის ტერიტორიაზე კვლავ ამერიკის ხელში გადასულიყო, ერთადერთი გამოსავალიღა რჩებოდა – ომი!

2002 წლის ივლისში დოლარი კატასტროფულ პოზიციაზე იმყოფებოდა და სრულ კრახამდე აღარაფერი აკლდა. ძალიან მალე, ვიცე პრეზიდენტმა დიქ ჩეინიმ დიდი როლი ითამაშა ერაყის ტერიტორიაზე ომის დაწყებაში. 2003 წლის 19 მარტს ამერიკის ჯარები ერაყში შევიდა. ამავე წლის 5 ივნისს, დოლარი ჩვეულ პოზიციას დაუბრუნდა და ერაყში აღდგენილი იქნა ნავთობის ბაზარზე დოლარით ანგარიშსწორება.

5. ეკონომიკური მკვლელობა

რუსეთში ფულს „რუსეთის ბანკი“ ბეჭდავს, რომელიც ერთი შეხედვით სახელმწიფოს ცენტრალური ბანკია, მაგრამ სინამდვილეში კერძო სახეს წარმოადგენს და ამერიკული სარეზერვო ბანკისგან არაფრით განსხვავდება. „რუსეთის ბანკში“ გამონაკლისის გარეშე იბეჭდება რუბლის ყველა კუპიურა და ბანკი არ ექვემდებარება სახელმწიფოს.

ანალოგიური სიტუაციაა უკრაინაშიც – „უკრაინის ეროვნული ბანკი“ განაგებს ქვეყნის ფინანსურ სიტუაციას და ასევე კერძო სტრუქტურას წარმოადგენს.

ძალიან საინტერესო სიტუაციაა ინგლისში. ხალხის თვალის ასახვევად, კერძო ბანკს დაერქვა „ინგლისის ბანკი“ (Bank of England) და როგორც ხედავთ სიტყვა ეროვნული ამოღებული იქნა. საქმე იმაშია, რომ ტერმინოლოგია „ეროვნული“ და „ფედერალური“, როთშილდების „აფიორის“ ნაწილია.

ჯერ კიდევ მეოცე საუკინის 60-იანი წლებიდან მსოფლიო ბანკი და IMF (საერთაშორისო სავალუტო ფონდი) გასცემს მილიარდობით კრედიტებს ეკონომიკურად სუსტ ქვეყნებზე. პოლიტიკა აქაც იგივეა – გაცემული უნდა იქნას რაც შეიძლება მეტი კრედიტი, რომლის დაფარვაც როგორც უკვე იცით შეუძლებელია და არ ხდება. ქვეყნები ეფლობიან სამუდამო კრედიტებში, ხოლო პროცენტი წლიდან წლამდე მატულობს, ამასთანავე აღებული თანხა არასდროს აღწევს მოსახლეობამდე და ქრება კერძო სტრუქტურების და უცხოური კომპანიების „ჯიბეში“, რის გამოც დაზარალებული კვლავ მოსახლეობა გამოდის, რადგან ვალების დაფარვა (რაც „ფოკუსის“ ნაწილია და დაფარვა არასდროს მოხდება) ისევ ჩვეულებრივ სტატისტიკურ მოსახლეს უწევს. უკანასკნლელ ეტაპზე კი სახელმწიფო იძულებულია დაკარგოს თავდებში ჩადებული ქონება, სრულიად უფასოდ დათმოს ეროვნული საგანძური, უძრავი ქონება და ხშირ შემთხვევებში ტერიტორიებიც. ეს სხვა არაფერია თუ არა „ეკონომიკური მკვლელობა“.

inflation

6. ინფლაცია

ინფლაცია, როგორც ყველამ იცის, ფულის გაუფასურებაა, მაგრამ რა იწვევს სინამდვილეში ინფლაციას? რეალურად, ინფლაციას ფულის იმ რაოდენობაზე მეტის დაბეჭდვა იწვევს, რა რაოდენობაც აუცილებელია ბაზარზე ბრუნვისთვის. სხვა სიტყვებით რომ ავხსნათ, ფულის გაუფასურებას მისი რაოდენობის ზრდა იწვევს. წარმოიდგინეთ პარადოქსი – ყოველ ჯერზე, როდესაც ფულის საბეჭდი მანქანა ირთვება, მოსახლეობა კარგავს ფულს! ეს არის უმაღლესი დონის „ქურდობა“ რომელსაც ვერავინ ამჩნევს. სინამდვილეში, ფული უნდა იბეჭდებოდეს იმისთვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს ვალების გადახდა და მსოფლიო კრედიტორებისგან თავის დაღწევა, მაგრამ რაც ხდება უკვე თავადაც იცით. ეს არის ავტომატური სისტემა, რომელიც იდეალურად მოქმედებს და ზრდის შემოსავალს სათავეში მყოფთათვის. მაგალითად, რაც უფრო გვიანდება კრედიტების გადახდა, მით უფრო მატულობს პროცენტი, ხოლო რაც უფრო მაღალია პროცენტი, რა თქმა უნდა მით უფრო მეტი ფულის ბეჭდვაა საჭირო. მაგრამ ფულს ვინ ბეჭდავს? ის, ვისაც იგივე ფული სახელმწიფომ უკან უნდა გადაუხადოს, მაგრამ როგორც იცით ეს შეუძლებელია. პროცენტის ზომას არ განსაზღვრავს ინფლაციის სიდიდე, არამედ მისი ტემპი. მაგალითად თუ წლიური პროცენტული მაჩვენებელი იქნება 20%, ზუსტად ანალოგიური სიდიდის ინფლაცია იქნება ქვეყანაში ამავე წელს. ეს არის ჩაკეტილი წრე, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს.

ახლა შემოგთავაზებთ ფედერალური ბანკის სტატისტიკას, რომელიც 2011 წელს ჩატარებული პირველი აუდიტის შემდეგ გახდა ცნობილი, მაგრამ „ყველაზე თავისუფალმა ამერიკულმა პრესამ“ ამის შესახებ არაფერი დაწერა. 2008 წლის კრიზისის შემდეგ, გასაიდუმლოებული სტატუსით დაბეჭდილი იქნა 16 ტრილიონი (16 000 000 000 000) დოლარი და გაცემული იქნა სხვადასხვა კერძო ბანკებზე.

Citygroup – 2.5 ტრილიონი.
Morgan Stanley – 2 ტრილიონ 4 მილიარდი.
Merryll Lynch – 1 ტრილიონ 949 მილიარდი.
Bank of America – 1 ტრილიონ 344 მილიარდი.
Barclays – 868 მილიარდი.

16 ტრილიონი ბევრად აღემატება ამერიკის წლიურ ბიუჯეტს!!!

ეს იყო სარეზერვო ფონდის მიერ ბანკირებზე ბონუსის სახით გაცემული თანხები, საიდანაც რასაკვირველია ერთი დოლარიც უკან არ დაბრუნებულა, სამაგიერად ამ უკანასკნელებმა გამოიწვიეს და დაატრიალეა სწორედ ის „ფოკუსები“, რაც პოსტის ზედა ნაწილში დეტალურად ახსნილია.

16 მილიარდი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ პლანეტაზე შიმშილის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გაქრეს, მაგრამ როგორც ვიცით მსოფლიო მმართველობის ინტერესებში ეს არ შედის.

უცებ, არაფრისგან გაჩენილმა 16 მილიარდმა დოლარმა გამოიწვია ის, რომ ტალღამ მოსახლეობაე გადაიარა, ინფლაციის შედეგად დაიკარგა უკვე არსებული ფულის დიდი ნაწილი და საჭირო გახდა ახალი კრედიტების აღება, რომელთაც ზემოთხსენებული ბანკები გასცემდნენ.

აქ მოსახლეობას ხშირად ერთი ლოგიკური კითხვა უჩნდება – რატომ არაფერს ცვლიან მმართველები და პრეზიდენტები? ისინი ხომ სახელმწიფოს კეთილდღეობაზე ზრუნავენ?

საქმე იმაშია, რომ ყველაფერი ეს, ერთი წინასწარგათვლილი დიდი სცენარის ნაწილია და ამ თამაშში ყველას თავის როლი აკისრია. მრავალი პოლიტიკოსის დავალებაა მოსახლეობის ყურადღების ნაკლებად მნიშვნელობვან ფაქტზე გადატანა, რადგან ის რაც სინამდვილეში ხდება ყურადღების მიღმა დარჩეს და ასეც ხდება. ფაქტი კი უცვლელია, ეს იდეალური სისტემა შეუცდომლად მუშაობს და მისი მსხვერპლი უბრალო მოსახლეობაა, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს თუ რა ხდება გარშემო.
გამოსავალი ერთადერთია – რაც შეიძლება ნაკლები კრედიტი!

მსგავსი სტატიები

DEEP STATE -ჩრდილოვანი სახელმწიფო (მეორე ნაწილი)


ის რაც ამ ნაწილში მინდა წარმოგიდგინოთ, ზოგს ზღაპარი ჰგონია, ზოგს გა...

სად არის გრძობები და სად - აზრები?


ტრანსკრიფცია დიმიტრი ტროცკის ვიდეოდან მთარგმნელი: ქეთევან მიმინო...

ოშო - ღმერთის შესახებ


–მიიჩნევთ საკუთარ თავს ღმერთად? –ღმერთო ჩემი, (დარბაზი იცინის), არ...

კვანტური მექანიკა ამხელს მატერიალიზმს (3)


ავტორი: ლეო გურა მთარგმნელი: ქრისტი ჩხაბერიძე ტრანსკრიბცია ვიდე...

ტრადიციების ძალა კოლექტიურ ცნობიერებაში


ავტორი: ანა თოფურიძე კაცობრიობის წარსულმა გამოცდილებებმა უამრავი...

მზის შვილები


ავტორი: ანა თოფურიძე იყო და არა, იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff