ჰერბერტ ზილბერერი

woody180
ფსიქოლოგია პერსონა
0
0

Herbert_Silberer

წყარო: ვიკიპედია

მთარგმნელი: მარიამ ადამია

ჰერბერტ ზილბერერი იყო ფსიქოანალიტიკოსი, რომელიც დაიბადა  1882 წელს, ვენაში. იგი პროფესიულ წრეში  მონაწილეობდა ზიგმუნდ ფროიდთან ერთად, რომელშიც შეიოდნენ სხვა ისეთი პიონერებიც, როგორებიც იყვნენ კარლ გუსტავ იუნგი ალფრედ ადლერი და სხვები. ასევე იგი დაინტერესებული იყო სპორტული ჟურნალისტიკითა და მძლეოსნობით. 
 
ბიოგრაფია 
 
იგი დაინტერესებული იყო სიზმრებით, სწორედ 1909 წელს მან გამოცა ნაშრომი ჰიპნაგოგიური მდგომარეობის შესხებ (ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც დაძინებასა და გაღვიძებას შორისაა). სილბერერი მიიჩნევდა, რომ ჰიპნაგოგიური მდგომარეობა ავტოსიმბოლურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მდგომარეობაში აღქმული სიმბოლოები და გამოსახულებები აღქმის ფიზიკურ ან ფსიქიკურ მდგომარეობას წარმოადგენს (სიმბოლურია). მან დაასკვნა, რომ ავტოსიმბოლური ფენომენების გამოვლენისთვის აუცილებელია ორი ,,ანტაგონისტური ელემენტი“: ძილიანობა და ფიქრი რაიმეს შესახებ. 
 
1914 წელს ზილბერერმა დაწერა წიგნი „Probleme der Mystik und ihrer Symbolik’’ (მისტიკის პრობლემები და მისი სიმბოლიზმი) თანამედროვე ფსიქოლოგიის, მისტიკისა და ეზოთერული ტრადიციების ურთიერთმიმართების შესახებ. (განსაკუთრებით დასავლური, ქრისტიანული ტრდიციები, როგორიცაა: ჰერმეტიკა, როზენკროიცერობა, ალქიმია და მასონობა.)  ბევრი მოსაზრება რომელსაც სილბერერი გვთავაზობს, განსაკუთრებით ალქიმიურ წარმოსახვასა და თანამედროვე ფსიქოლოგიასთან დაკავშირებით, მსგავსია იმ მოსაზრებების, რომლებიც შემოიღო კარლ იუნგმა მის წიგნში „უგონო მდგომარეობის ფსიქოლოგია’’(1911). ამ წიგნის სახელწოდება მოგვიანებით შეიცვალა და დაერქვა „ტრანსფორმაციის სიმბოლოები’’. შემდგომში იუნგმა განავითარა ეს შეხედულებები მის სემინარულ ნაშრომში „ფსიქოლოგია და ალქიმია’’ 1944 წელს, რომელშიც წვლილი მიუძღვის  ზილბერერს მისი კვლევებით. იუნგსა და ზილბერერს მასში შეტანილი ჰქონდათ ფსიქიკური მოვლენები, რომლებიც ფროიდმა თავისი სექსუალური თეორიების სასარგებლოდ გამორიცხა,  როგორც ფსიქიკური აშლილობის მთავარი ფაქტორი და მიზეზი. ფროიდი და მისი თანამოაზრეები ცივად და სასტიკად უარყოფდნენ იუნგისა და სილბერერის მოსაზრებებს, რამაც ხელი შეუშალა ფსიქიკური კვლევების განვითარებას და ფსიქიკური აშლილობების მკურნალობის ხერხების აღმოჩენას. იმის ნაცვლად, რომ ბოლომდე გამოეკვლიათ დარღვევების მიზეზი, პაციენტების უმრავლესობას მხოლოდ მედიკამენტებით მკურნალობდნენ, ახშობდნენ სიმპტომებს, რომლებიც შესაძლებოდა უფრო რთულ ფორმებში განმეორებოდათ. ფროიდთან გამოყოფიდან 9 წლის შემდეგ, ზილბერერმა განახორციელა სუიციდი, მან თავი ჩამოიხრჩო 1923 წლის 12 იანვარს. იუნგმა მის ავტობიოგრაფიაში „მოგონებები, სიზმრები და ანარეკლები“ აღწერა, თუ როგორ დაიწყო მისი ფსიქიკის სერიოზული არევა, რა გავლენა მოახდინა ფროიდის შეურაცხყოფამ მასზე და მის მეგობარზე, რომლის სუიციდს სწორედ ფროიდის უცენზურობას მიაწერდა“.
 
მისტიციზმის პრობლემა და მისი სიმბოლიზმი        
 
პრობლემა მისტიციზმის და მისი სიმბოლიზმის იყო ზილბერერის მაგნუმ ოპუსი. თავის ამოსავალ წერტილად, როზენკროიცერულ ტექსტში, რომელიც ცნობილია, როგორც „პარაბოლის ალეგორია’’, ალქიმიური მწერლობა, რომელსაც მრავალი პარალელი აქვს „ქრისტიან როზენკროიცის ქიმიურ ქორწილთან’’, მან გამოიკვლია ფროიდისეული ანალიზის უნარები მისი ინტერპრეტაციისთვის. ალეგორიის დეტალური, ფროიდისეული ინტერპრეტაციის შემდეგ, სილბერერი ადარებს ალქიმიის, ჰერმეტიზმის, როზენკროიცერობისა და სხვა მისტიური ტრადიციებისა და ტექსტების უფრო ფართო, სიბოლურ მეთოდებს, როგირიცაა კუნდალინი იოგა, ბჰაგავად გიტა და  ინგლისელი მისტიკოსის ჯეინ ლიდის თხზულებები. ზილბერერის ხედვა სინქროტიკულია, მისი კითხვის დიაპაზონი არაჩვეულებრივია, რადგან იგი აერთიანებს სამყაროს ეზოთერულ ტრადიციებს ინტროვერსიის კონცეფციაში: ინდივიდუალიზმის წარმოშობას სულსა და ფსიქიკაში, საიდანაც შეიძლება უდიდესი ფსიქიკური და სულიერი განძის ამოღება. 
 
თეზისი წიგნისა გახლავთ შემდეგი, მიუხედავად იმისა, რომ ფროიდისტულმა ანალიზმა შეიძლება გარკვეული შეხედულებები შეგვიქმნას, ეს საკმარისად შორს ვერ წაგვიყვანს ფსიქიკური პროცესების ან შემოქმედებითი შედეგების შინაგანი ფსიქოლოგიური და სულიერი მნიშვნელობების ინტერპრეტაციისას - საბოლოოდ იუნგმა მიიღო ეს გადაწყვეტილება მოსაზრების სახით, რამაც ფროიდთან მისი შემდგომი გამოყოფა გამოიწვია. 
 
ზილბერერი ცდილობდა ფროიდისეული იდეების შერწყმას მისტიკური აზროვნების პროცესებთან და "სამეფო ხელოვნების" შექმნას, რომელიც ფაქტობრივად არის სულიერი ტრანსმუტაცია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა მისტიკურ ტრადიციებში გვხვდება. ფართო რეალისტური გაგებით, მისტიკისა და მისი სიმბოლიზმის პრობლემები ერთ მომენტში წყდება, როგორც ფსიქოლოგიური კვლევის სამეცნიერო ნაშრომი და თავისთავად ხდება მისტიციზმის ნაშრომი  (ბოლო თავში სილბერერი ღიად საუბრობს კაცობრიობის სრულყოფის შესახებ, რომელიც იყო მისინაშრომის მიზანი).

მსგავსი სტატიები

ვილჰელმ რაიხი - ფროიდის აღმოჩენის რეალური გამგრძელებელი


ანიშა დილანის წიგნიდან: ტანტრა - გზა ნეტარებისკენ მთარგმნელი: მა...

ფსიქოლოგიური ეფექტები


მთარგმნელი: ელისო აბულაშვილი წყარო ადამიანის ცხოვრება ძალიან რთ...

როგორია CT-ს მეთოდოლოგია?


  მთარგმნელი: კესო გაგოშიძე წყარო: cognitivetype.com ...

ფსიქოლოგიური ექსპერიმენტები


მთარგმნელი: ანა მორჩილაძე წყარო ადამიანი, განსაკუთრებით კი მისი პ...

ცხოვრების ოთხი ეტაპი


ავტორი: მარკ მენსონი მთარგმნელი: გუგა გეგეჭკორი წყარო ცხოვრება...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას ლექციების ვიდეო-ჩანაწერები

  MAGMA, გთავაზობთ უკვე ჩატარებული ლექციების ვიდეო-ჩანაწერებს ფასდაკლებით.

 

- გურჯიევის სისტემა - გასაგებად და მარტივად - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: პიოტრ უსპენსკის - "მეოთხე გზა"

  - რაიხიანული ფსიქოლოგია - ენერგეტიკული ბლოკები, კუნთოვანი ჯავშნები და მათგან განთავისუფლების გზები - 30 ლარი

  მოყვება წიგნი:ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ"

  - შამანური ფსიქოლოგია - კაჰუნების სიბრძნე - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა"

  - ფსიქიკის შრეები და მათი გადაპროგრამების მეთოდები ლირი-ვილსონის სისტემის მიხედვით - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: რობერტ ანტონ ვილსონი - "პრომეთეს აღზევება"

  - მეხუთე ლექცია: "ცხოვრების თამაშით კაიფის" 8 მთავარი არხი (ორი ლექცია ვექტორული ფსიქოლოგიის თემაზე) - 60 ლარი

  - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (ორი ლექცია) - 45 ლარი

 

დაგამატებთ ლექციების შესაბამის ჯგუფებში, სადაც მუდმივი წვდომა გექნებათ ჩანაწერებზე.

ყველას ერთად შეძენის შემთხვევაში ფასი 225 ლარის ნაცვლად 150 ლარია.

შესაბამის ჯგუფში დასამატებლად ჩარიცხეთ თანხა რომელიმე ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე და მოგვწერეთ მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ან ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე: https://www.facebook.com/info.magma.ge/

 

ანგარიშის რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი:
#GE04BG0000000621532700

TBC ბანკი:
#GE30TB7154245061100005

მიმღები: მამუკა გურული

პირადი ნომერი: 35001029103

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff