რატომ უნდა ესაუბროთ უცნობებს

Admin
ფსიქოლოგია
0
0

TED-ის ვიდეოს ტრანსკრიბცია წამყვანი: კიო სტარკი მთარგმნელი: ქრისტი ჩხაბერიძე არსებობს რაღაცე...

KioStark

TED-ის ვიდეოს ტრანსკრიბცია

წამყვანი: კიო სტარკი

მთარგმნელი: ქრისტი ჩხაბერიძე

არსებობს რაღაცები რასაც ვამბობთ, როდესაც ქუჩაში მიმავალ უცნობს ან მეზობელს მოვკრავთ თვალს. ჩვენ ვამბობთ: "გამარჯობა, როგორ ხართ? მშვენიერი დღეა, თავს როგორ გრძნობთ?" ცოტა არაფრისმთქმელად ჟღერს, არა? და რაღაც მხრივ ასეცაა, მათ არ აქვთ სემანტიკური მნიშვნელობა. მნიშვნელობა არ აქვს როგორ ხართ ან როგორი დღეა. მაგრამ მათ აქვთ რაღაც სხვა - ეს სოციალური მნიშვნელობაა. ამ ყველაფრის თქმით, ერთ რამეს ვგულულისხმობთ: მე თქვენ გხედავთ მანდ.

მე შეპყრობილი ვარ უცნობებთან საუბრით, ვამყარებ თვალებით კონტაქტს, ვესალმები, ვთავაზობ დახმარებას, ვუსმენ. ყველანაირ ამბავს ვეცნობი. ამის მიზეზის გასგებად, დაახლოებით 7 წლის წინ ჩემი გამოცდილების დოკუმენტირება დავიწყე და აღმოვაჩინე, რომ რაღაც ძალიან ლამაზი ხდებოდა. ეს თითქმის პოეტურია. ეს იყო ძალიან ღრმა გამოცდილებები. მოულოდნელი სიამოვნებები, ნამდვილი ემოციური კავშირები. განმათავისუფლებელი მომენტები.

ერთ დღეს, ქუჩის კუთხეში შუქნიშნის შეცვლას ველოდი. მე ნიუ-იორკელი ვარ, რაც ნიშნავს, რომ ფაქტიურად მე ვიდექი ტრასაზე, წყალსადენ ჭაზე, თითქოს ეს უფრო სწრაფად გადმიყვანდა მეორე მხარეს. ჩემს გვერდით ერთი მოხუცი კაცი იდგა, მას გრძელი ლაბადა ეცვა და რაღაც მოხუცი კაცის სტილის ქუდი ეფარა, რომელიღაც ფილმის პერსონაჟს ჰგავდა, და ის მეუბნება: " ნუ დადგები მანდ, შეიძლება გაქრე" ეს აბსურდია არა? მაგრამ მე გავაკეთე რაც მან თქვა. უკან დავიხიე ტროტუარზე. მან გაიღიმა და თქვა. " კარგია, არასოდეს იცი, შეიძლებოდა წუთით მივბრუნებულიყავი და ზუუპ, აღარ ხარ."

ეს იყო უცნაური და ამასთანავე ძალიან მშვენიერი შემთხვევა. ის ისეთი თბილი იყო, და ბედნიერი ჩანდა, რომ გადამარჩინა. ჩვენ გვქონდა ეს პატარა კავშირი. წუთით, ვიგრძენი რომ ჩემი არსებობა, როგორც პიროვნების, შეამჩნიეს და მე გადარჩენის ღირსი ვიყავი. ნამდვილად სამწუხაროა, რომ მსოფლიოს ბევრ მხარეში, ჩვენ ვიზრდებით რწმენით, რომ უცნობები საშიშები არიან, ჩვენ არ უნდა ვენდოთ მათ, მათ შესაძლოა გვავნონ. უცნობების გარემოცვაში, ცოტათი ვშფოთავთ, რადგან არ ვფლობთ კონტექსტს. არ ვიცით მათი განზრახვები, შედეგად, იმის მაგივრად, რომ გამოვიყენოთ ჩვენი შეგრძნებები და გავაკეთოთ არჩევანი, ვეყრდნობით ამ კატეგორიას- "უცნობი".

ერთხელ, როდესაც უცნობს მივესალმე, თან 4 წლის გოგონა მახლდა, მან მკითხა თუ რატომ გავაკეთე ეს, - " ჩვენ მათ ვიცნობთ?"

მე ვუპასუხე :"არა, ისინი ჩვენი მეზობლები არიან"

"ისინი ჩვენი მეგობრები არიან?"

"არა, უბრალოდ კარგია იყო მეგობრული."

ყოველთვის კარგად ვფიქრობ როცა მას ასეთ რამეს ვეუბნები, რადგან ასეც ვთვლი, მაგრამ როგორც ქალი, პრაქტიკულად, მე ვიცი, რომ ქუჩაში ყველა უცნობს, საუკეთესო განზრახვა არ აქვს. კარგია, იყო მეგობრული და კარგია, ისწავლო, როდის არ უნდა იყო მეგობრული, მაგრამ არც ერთი აქედან არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გვეშინოდეს.

აღქმას, შიშთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს. პირველი - ის გვათავისუფლებს. თქმა გაცილებით ადვილია ვიდრე გაკეთება, როდესაც კატეგორიების ნაცვლად აღქმის გამოყენებაზე ფიქრობთ. კატეგორიები სწორედ ისაა რასაც ჩვენი ტვინი იყენებს. როცა ჯერი ადამიანებზე მიდგება, მათ შესახებ იარლიყების მეშვეობით ვსწავლობთ. ვხედავთ-მამაკაცს, ქალს, მოხუცს, ახალგაზრდას, შავს, თეთრს, უცხოს მეგობარს და შესაბამისი ყუთიდან ვიყენებთ ინფორმაციას. ეს სწრაფი, ადვილი და მიკერძოებისკენ მიმავალი გზაა. ნიშნავს, ჩვენ არ ვფიქრობთ ხალხზე, როგორც ინდივიდებზე. მე ვიცნობ ერთ ამერიკელ მკვლევარს, რომელიც ხშირად, მარტო მოგზაურობს ცენტრალურ აზიაში და აფრიკაში. ქალაქებსა და სოფლებში, როგორც სრულიად უცხო შედის, მას არ აქვს კავშირები, ის უცხოელია. მისი გადარჩენის სტრატეგია შემდეგია: იპოვე ერთი უცნობი, რომელიც დაგინახავს , როგორც ინდივიდუალურ პიროვნებას, თუ ამის გაკეთებას შეძლებ, ეს სხვებს დაეხმარება იმავე გზით შეგაფასონ.

აღქმის გამოყენების მეორე სარგებელი დაკავშირებულია სიახლოვესთან. ვიცი, ეს ცოტა პარადოქსულად ჟღერს - სიახლოვე უცნობთან, მაგრამ ამ სწრაფ ინტერაქციას შეუძლია მიგვიყვანოს გრძნობამდე, რასაც სოციალოგები "ხანმოკლე ინტიმურობას" ეძახიან. ეს პატარა ექსპერიმენტია, ემოციური შედეგებითა და მნიშვნელობით. ეს ის კარგი შეგრძნება, მოხუცი კაცისგან რომ მივიღე, როცა მან წყალსადენ ჭაზე დგომის დროს, სიკვდილის მახისგან მიხსნა, ან ის შეგრძნება საზოგადოების ნაწილად, რომ ვგრძნობ თავს, სამსახურისკენ მიმავლ მატარებელში ვინმეს თუ გამოველაპარაკები ხოლმე.

straingers

ზოგჯერ ეს უფრო შორს მიდის. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები ხშირად უცნობებთან უფრო გულახდილები არიან და თავს კომფორტულად გრძნობენ საკუთარი შინაგანი სამყაროს შესახებ საუბრისას, ვიდრე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. ასე ისინი უფრო მეტად გრძნობენ რომ გაუგეს. ამას მედიაში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. "უცნობები უკეთ ამყარებენ კომუნიკაციას ვიდრე მეუღლეები!" კარგი სათაურია, არა? ვფიქრობ ამგვარი შეხედულება საკითხს მთლიანად სცდება. ამ კვლევის არსი უბრალოდ ის არის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ეს ინტერაქცია. როგორ გვაძლევს სიახლოვის ეს კერძო ფორმა, რაღაც ისეთს, რაც ისევე გვჭირდება როგორც ჩვენი ოჯახი და მეგობრები.

როგორ ვახერხებთ უცნობებთან ასე კარგად კომუნიკაციას? ამის ორი მიზეზი არსებობს. პირველი, ეს სწრაფი ინტერაქციაა, რომელსაც არ მოჰყვება შედეგები. ადვილია, გულახდილი იყო ვიღაცასთან, ვისაც ვეღარასოდეს შეხვდები, ხომ მართალია? ამაშია არსი. მეორე მიზეზი არის, რომ ეს საინტერესო ხდება. ჩვენ მიკერძოებულები ვართ ახლობლების მიმართ, მათგან ყოველთვის გაგებას ველით. ვუშვებთ, რომ აუცილებლად ასე იქნება და ისინი ჩვენს ფიქრებს წაიკითხავენ. წარმოიდგინეთ, თქვენი მეგობარი ან მეუღლე ვერ მიხვდა წვეულების ადრე დატოვება რომ გინდათ და თქვენ ფიქრობთ, " მე შენ მიგანიშნე."

უცნობთან კი ნულიდან ვიწყებთ. ჩვენ ვუყვებით მთლიან ამბავს, ვუხსნით თუ ვინ არიან ეს ადამიანები, რას ვგრძნობთ მათ მიმართ, ვავლენთ მთელ შინაგან იუმორს, და გამოიცანით რა? ზოგჯერ ისინი, ცოტათი უკეთ გვიგებენ.

კარგია, როცა ვიცით რომ უცნობებთან საუბარი მნიშვნელოვანია. ახლა, როგორ მუშაობს ეს? ჩვენ დაუწერელ წესებს მივყვებით. ეს წესები ძალიან განსხვავებულად დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ქვეყანაში ვიმყოფებით. ამერიკის უმეტეს ნაწილში, საბაზისო მოლოდინები, საზოგადოებაში, სამოქალაქოსა და პირადულს შორის ბალანსის დაცვაა. რაც ცნობილია, როგორც სამოქალაქო უყურადღებობა. წარმოიდგინეთ, ქუჩაში ორი ადამიანი შემხვედრი მიმართულებით მიდის,ისინი შორიდან ერთმანეთს თვალს შეავლებენ, ეს არის მოქალაქეობრივობა, აღიარება. ხოლო როდესაც მიუახლოვდებიან, თვალს აარიდებენ, რათა ცოტა სივრცე მისცენ ერთმანეთს.
ზოგ კულტურაში, ხალხი, უჩვეულო დოზით, არიდებს თავს კომუნიკაციას. ადამიანებმა, დანიიდან მითხრეს, რომ ბევრ დანიელს ისე ეჯავრება უცნობთან საუბარი, ავტობუსით მგზავრბისას, თავიანთ გაჩერებას უფრო გასცდებიან, ვიდრე ვინმეს სთხოვენ, რომ გაატარონ. ზოგჯერ, გზის დათმობის თხოვნისთვის ორი სიტყვის თქმის სანაცვლოდ, ჩანთებისა და სხეულის მოხერხებული მოძრაობებს იყენებენ.

მე მითხრეს, რომ ეგვიპტეში უცნობის იგნორირება უხეშობაა. ეს დიდებული სტუმართმოყვარეობის ქვეყანაა. უცნობებმა შესაძლოა ერთმანეთს ყლუპი წყალი სთხოვონ. ან, თუ ვინმეს გზას ჰკითხავთ, დიდი ალბათობით სახლში ყავაზე მიგიპატიჟებენ. ამ დაუწერელ წესებს, ყველაზე ნათლად მაშინ ვხედავთ, როცა დარღვეულია, ან როდესაც ახალ ადგილზე ხართ და ცდილობთ გაარკვიოთ თუ რისი გაკეთებაა სწორი.

ზოგჯერ ცოტათი წესებს დარღვევა დინამიკაში ხდება. იმ შემთხვევაში, თუ გაუგებარია, მინდა ამის გაკეთება გთხოვოთ, კარგი? ანუ, როგორ ხდება ეს. იპოვეთ ვინმე, ვინც თვალებით კონტაქტს ამყარებს. ეს მშვენიერი ნიშანია. პირველი რაც უნდა გააკეთოთ, მარტივი ღიმილია. თუ ვინმეს ქუჩაში ან დერეფანში გვერდს უვლით გაიღიმეთ, ნახეთ რა მოხდება.

შემდეგი ტრიანგულაციაა. ანუ, თქვენ ხართ ერთ მხარეს უცნობი მეორე მხარეს და არის კიდევ მესამე, რაღაც რისი დანახვა და აღნიშვნაც, ორივეს შეგიძლიათ, მაგალითად საზოგადოებრივი ხელოვნების ნიმუში, ან ვიღაც, ვინც ქუჩაში ქადაგებს, ან ვინმე, სასაცილო ტანსაცმელით. სცადე. გააკეთე კომენტარი ამ მესამე რაღაცაზე და ნახე თუ დაიწყება საუბარი.

შემდეგი არის ის, რასაც მე შემჩნევას ვეძახი, ეს ძირითადად კომპლიმენტის მიცემაა. მე ადამიანების ფეხასცმელის შემჩნევის დიდი ფანი ვარ. ამჯერად, ნამდვილად არ ვატარებ გასაოცარ ფეხსაცმელის, მაგრამ ფეხსაცმელი, ზოგადად ფანტასტიკურია. და საკმაოდ ბუნებრივია, მათზე კომპლიმენტის გაკეთება. ხალხს ყოველთვის უნდა თავიანთ მშვენიერ ფეხსაცმელზე კომპლიმენტის მოსმენა.

თქვენ ალბათ უკვე გაქვთ გამოცდილება ბავშვების და ძაღლების პრინციპის. შესაძლოა უხერხული იყოს, ქუჩაში უცნობ ადამიანებს ჰკითხოთ როგორ არიან, მაგრამ ყოველთვის შეგიძლიათ ესაუბროთ მათ ძაღლებს ან ბავშვებს. ბავშვი ან ძაღლი პიროვნების სოციალური გამტარია, იმის მიხედვით თუ როგორ რეაგირებენ ისინი, თქვენ შეგიძლიათ ამოიცნოთ რამდენად იქნებიან ღია მეტი საუბრისათვის.

ბოლო, რაშიც მინდა გამოგიწვიოთ არის გამოვლენა, ეს გასაკეთებლად ძალიან მოწყვლადი რამეა და შესაძლოა ძალიან დაგიფასონ. ამრიგად, შემდეგში, როდესაც უცნობთან ისაუბრებთ და თავს კომფორტულად იგრძნობთ, უთხარით რაიმე სიმართლე თქვენს შესახებ, რაღაც ძალიან პირადული. თქვენ სავარაუდოდ, მიიღებთ მსგავს გამოცდილებას, რაც გაგების გრძნობაზე ვთქვი.

ზოგჯერ საუბარში ისე ხდება, რომ ხალხი მეკითხება " რას საქმიანობს მამათქვენი?" ან "რას აკეთებს ის?" და ზოგჯერ მე მათ მთელ სიმართლეს ვეუბნები, რომ ის ჩემს ბავშვობაში გარდაიცვალა. ამ მომენტში ისინი , ყოველთვის თავაინთი დანაკარგის გამოცდილებას მიზიარებენ. რადგან, ჩვენ გამოვლენას გამოვლენით ვხვდებით, უცნობებთანაც კი.

ამრიგად, ასეა. უცნობებთან საუბრისას, თქვენ მშვენიერ კავშირს ამყარებთ, რაც თქვენი დღიური ნარატივის ნაწილი ხდება. იქმნება მოულოდნელი კავშირები. თუ არ ესაუბრებით უცნობებს, კარგავთ ყოველივე ამას. ჩვენ ხომ ძალიან ბევრ დროს ვახარჯავთ ბავშვებს, რომ უცნობების შესახებ ვასწავლოთ. რა მოხდება მეტ დროს საკუთარ სწავლებას თუ დავუთმობთ? შესაძლოა ყველა ის იდეა უარვყოთ, რომელიც, ერთმანეთის მიმართ ასე ეჭვიანს გვხდის. ჩვენ შეგვიძლია სივრცე შევქმნათ ცვლილებებისთვის.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

ნეიროქიმიური აღმოჩენები და კოგნიტური ფუნქციები


მთარგმნელი: კესო გაგოშიძე წყარო რამდენად რეალურია კოგნიტური ფუნქც...

ვიქტორ გულენკო - ექსტრავერსია, ინტროვერსია და ამბივერსია (ინტერვიუ)


ვიქტორ გულენკო - კლინიკური ფსიქოლოგი და სოციოლოგი, რომელმაც საფუძვე...

ოთხი ყურის მოდელი


ავტორი: ნანა აბესაძე რატომ არ ესმით ადამიანებს ერთმანეთის? მიზე...

ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი (წესი VI)


ავტორი: ჯორდან პიტერსონი მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე შესავალი წესი ...

ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი (წესი III)


ავტორი: ჯორდან პიტერსონი მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე შესავა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff