ზდზისლავ ბექსინსკი

Admin
ხელოვნება
0
0

ზდზისლავ ბექსინსკი (24 თებერვალი 1929 – 21 თებერვალი 2005) პოლონელი მხატვარი,ფოტოგრაფი და მოქან...

Zdzislawa Beksinskiego ktory CKE zatytulowa

ზდზისლავ ბექსინსკი (24 თებერვალი 1929 – 21 თებერვალი 2005) პოლონელი მხატვარი,ფოტოგრაფი და მოქანდაკე. მისი სპეციალობა მხატვრობაში იყო "დისტოპური სიურრეალიზმი".ბექსინსკი როგორც თავად აღნიშნავდა,საკუთარ ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს ქმნიდა "ბაროკოს (Baroque)" ან "გოთიკური" სტილით.მისი შემოქმედება მოიცავს ორ პერიოდს.მისი პირველი პერიოდის ნამუშევრები შედგება "უტოპიური რეალიზმის" და "სიურრეალისტური არქიტექტურისგან",რომელიც შეიცავს ექსპრესიონისტურ ფერებს.მეორე პერიოდი კი შეიცავს აბსტრაქტულ სტილს,"ფორმალიზმის" ძირითადი მახასიათებლებით.

ბიოგრაფია  

ზდზისლავ ბექსინსკი დაიბადა ქალაქ სანოკში,სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში.იგი სწავლობდა არქიტექტურას კრაკოვში.1955 წელს,მან დაასრულა სწავლა და იგი დაბრუნდა ქალაქ სანოკში, სადაც მან დაიწყო მუშაობა სამშენებლო უბნის ხელმძღვანელად,ხოლო მოგვიანებით აღმოაჩინა,რომ ეს არ ანიჭებდა მას სიამოვნებას.ამ პერიოდის განმავლობაში მას გაუჩნდა ინტერესი ფოტოგრაფიის,სკულპტურის და მხატვრობის მიმართ.

მას არ გაუვლია ფორმალური სწავლება მხატვრობაში.მან დაასრულა არქიტექტურის ფაკულტეტი კრაკოვის პოლიტექნიკურში.იგი საკუთარ ფერწერულ ნამუშევრებში იყენებდა ზეთის საღებავებს,გამჭირვალე პანელებს,რომელსაც თავად ამზადებდა.იგი ხატვის დროს ყოველთვის უსმენდა კლასიკურ მუსიკას,ასევე ძალიან აფასებდა "როკს".

წყარო: wikipedia.org

მთარგმნელი: ლუკა შერმადინი

მსგავსი სტატიები

რეჟისორები კინოს შექმნაზე


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი წყარო დევიდ ფინჩერი: „არაფერია იმაზე უარ...

დიდოსტატის მარჯვენა და იერუსალიმის ტაძრის ხუროთმოძღვარი ჰირამი


კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენაში" სამი მთავარი გმირი...

რილკეს ვარდის ძალა


1926 წლის 29 დეკემბერს გარდაიცვალა დიდი ავსტრიელი პოეტი რაინერ მარი...

ხელოვნების ომი


ხელოვნების ომი: გაარღვიე შინაგანი ბარიერები და გაიმარჯვე შემოქმედებ...

ფრიდა ჰიუზი მშობლებსა და ხელოვნებაზე


ფრიდა ჰიუზი თავის პირველ პოეტურ კრებულს ათვალიერებს, ცდილობს, მოძებ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff