სონმის ისტორია ვაჩოვსკების ფილმში "ღრუბლის ატლასი"

Admin
ხელოვნება
0
0

ავტორი: გიორგი დოლიძე

გოგონა სახელად სონმი-451 ცხოვრობს ოცდამეორე საუკუნეში, ნეო-სეულში. მთელი მოსახლეობა დაყოფილია ორ კასტად: "წმინდა სისხლის"მქონენი (ბუნებრივი გზით დაბადებულები) და "ფაბრიკატები" (კლონები), რომლებიც შეადგენენ ყველაზე დაბალ კლასს. ფაბრიკატებს იყენებენ კვების ობიექტებში მომსახურე პერსონალად, ისინი ცხოვრობენ მიწისქვეთში და ვერასოდეს ხედავენ მზის სინათლეს, 19 საათს მუშაობენ, აქვთ დრო მხოლოდ პირადი ჰიგიენისათვის და ენერგოსაპნის საჭმელად. ატარებენ ყელსაბამს, რომლითაც ზედამხედველს შეუძლია ფაბრიკატი მოკლას დაუმორჩილებლობის გამო.

clouds_atlas

 12 წლის მუშაობის შემდეგ ფაბრიკატები გადიან ე.წ. ეგზალტაციის პროცედურას, ყველა დანარჩენს ეუბნებიან რომ ეგზალტირებული კლონი უკეთეს ცხოვრებას იწყებს, სინამდვილეში კი მათ კლავენ, შემდეგ სასაკლაოზე დაამუშავებენ მათ ცხედრებს, რათა აქციონ ენერგოსაპნად, რომლითაც სხვა კლონებს კვებავენ. ფაბრიკატებმა არ იციან ადამიანური სიხარული, არ იციან სიყვარული და სექსი. სონმის მეგობარი, იუნა-939 მოკლეს იმის გამო, რომ საკუთარი უფლებების დაცვა და გაქცევა სცადა, როცა იგი კაფეს სტუმარმა დაამცირა. ამ დროს გამოჩნდება კომანდორი ჰე ჯუ ჩენი, რევოლუციური ჯგუფის წევრი, რომელიც გაიტაცებს სონმის და სურს მისი გადაქცევა რევოლუციის სიმბოლოდ. სონმი პირველად იხილავს ცას, მას და ჰე ჯუ ჩენს ერთმანეთი შეუყვარდებათ და სონმი შეიცნობს სექსს. როცა სონმი გაიაზრებს, თუ როგორ ექცევიან კლონებს "ეგზალტაციის" დროს და რომ კლონებს საკუთარ თავს აჭმევენ, ის შოკირებული და დამწუხრებულია, ჰე ჯუ ჩენის მკლავებში ჩახუტებული ტირის და ამბობს, რომ ყველა თანასწორია, "წმინდა სისხლის" მქონეც და კლონიც, და ეს წყობა უნდა განადგურდეს. აჯანყებულებთან ერთად სონმი თავს წირავს: შეაღწევს გადამცემი ხაზის სადგურში და სანამ დრო აქვთ კაცობრიობას ამცნობს სიმართლეს.

 ამასობაში მას აპატიმრებენ, ჰე ჯუ ჩენი კი სადგურზე შეტევის დროს სონმის თვალწინ იღუპება. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სიკვდილით დასჯის წინ სონმი მშვიდად უყვება თავის ისტორიას, არის არქივარიუსი, რომელსაც სურს სიკვდილმისჯილის ქმედების მოტივები გაიგოს. ამ ამბებიდან დაახლოებით ორასი წლის შემდეგ დედამიწაზე მოხდება აპოკალიპტური მოვლენები - დიდი ნგრევა, და კიდევ ერთ ეპიზოდში ვხედავთ ხალხს, რომლებიც წარმოადგენენ პოსტაპოკალიპტურ საზოგადოებას. ისინი დეგრადირდნენ ცნობიერად და ყოფით დონეზე, აქვთ ბუნდოვანი მეხსიერება წარსულის შესახებ, ცხოვრობენ პატარ-პატარა კლანებად.

 მათ ახსოვთ, რომ "ძველნი", ანუ მათი წინაპარი ადამიანების უდიდესი ნაწილი დაიღუპა ე.წ. "ნგრევის" დროს, მათ ღმერთს ჰქვია ჩარლზ დარვინი, ხოლო ქალღმერთს - სონმი, რომლისგანაც ადამიანთა ახალი თაობები იშვა. ისინი დიდ პატივს მიაგებენ და ლოცულობენ ქალღმერთ სონმიზე, წმინდა წერილივით იყენებენ გამონათქვამებს, რომლებიც შემორჩა სონმის გამოცხადებიდან, რომელიც მან ოდესღაც აუწყა სიმართლის სახით კაცობრიობას გადამცემი სადგურიდან. ერთ-ერთი ტომის მწყემსი ზაჰრი მთაზე შემორჩენილი გადამცემი სადგურისაკენ გაუძღვება ნათელმხილველ მერონიმს, რომელიც მთაზე ასვლის შემდეგ აუწყებს მწყემს ზაჰრის თუ ვინ იყო სინამდვილეში სონმი: რომ ის არ ყოფილა ქალღმერთი, რომ ის ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანი იყო და შემორჩენილ ვიდეოჩანაწერზე აჩვენა ზაჰრის თუ როგორ გადასცემდა სონმი თავის "გამოცხადებას"...

 იგავური მინიშნება იმაზე, თუ როგორ ხდებიან ადამიანები სიკვდილის შემდეგ მითოსის ნაწილი, გარდაცვალებიდანვე როგორ იწყება მათი პიროვნების დაცლა ცოცხალთა თვალში ადამიანური ნიშან-თვისებებისაგან. და ადამიანები, რომლებმაც თავი დაამახსოვრეს თავი მომავალ თაობებს, ოდესღაც მითიურ, ზღაპრულ გმირებად და ღმერთებადაც კი შეურაცხავთ, როცა რაიმე დიდი კატასტროფის შედეგად წარსულზე ცოდნა დაკარგულა და ადამიანები ხელის ცეცებით იხსენებენ წარსულს, შორეული წარსულის გმირებს კი სრულად გამოაცლიან ადამიანურ მხარეს, აქცევენ მათ იდეად... და ეს ბედი ელის ადრე თუ გვიან ყოველ ეპოქალურ პიროვნებას, რომელიც სიმბოლურად ეპოქას წარმოადგენს და ცვლის თავის დროებას...

 

მსგავსი სტატიები

პოპ არტის საკულტო ფიგურის, ენდი უორჰოლის, ბიოგრაფია


წყარო  მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი;  Ikigai / იკიგაი ენდ...

„შენი სახელი დამიძახე“: მიმზიდველი კადრების მიღმა


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი (ფოტოები იხილეთ გალერეაში) წყარო ფილმი ...

ორაკული მატრიცაში


"მატრიცაში" ორაკულის არ არის მხოლოდ საინტერესო პერსონაჟი, ის თავად ...

კურტ ვონეგუტის 1973 წელს დაწერილი წერილი კაცს, რომელმაც მისი წიგნები დაწვა


წყარო მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი (აუდიო-ვერსია იხ. ტექსტის ბოლოს)...

რეჟისორები და მათი მუზები


  თარგმანი: ანეტ შტრაუსი; Ikigai / იკიგაი წყარო 1. ლორა დერ...

რას ნიშნავს იყო „ნამდვილი“?


მონაკვეთი მარჯერი უილიამსის წიგნიდან „ვილვეტის კურდღელი“ მთარგმნ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff