ცხადია, რაც უფრო მძლავრია გამოსხივება, მით უფრო ეფექტიანია მატერიალიზაციის პროცესი. როგორც წინა თავში ითქვა, აზრების რეალიზაცია მომენტალურად არ ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ცხოვრება კომპიუტერულ თამაშს დაემსგავსებოდა სრული ქაოსის სამყაროში. ანარეკლის ფორმირებისთვის სულის და გონების ერთობაში დაბადებული მკაფიო სურათ-ხატია საჭირო, ან საკმაოდ ხანგრძლივი ყურადღების მიზანმიმართული კონცენტრაცია. შესაძლოა, ოდესმე ვარიანტების სივრცის „მატერიალიზატორს“ გამოიგონებენ.