საჭიროა განზრახვის ორიენტაციის შეგნებულად შეცვლა: იმის მაგივრად, რომ საკუთრი თავის წარმოჩენას ცდილობდეთ, მნიშვნელოვნების მომატება საერთოდ უნდა შეწყვიტოთ. თუ ადამიანი ამას არ აკეთებს (თქვენ კი იცით, რომ ამას პრაქტიკულად ყველა აკეთებს, ყველა თავისებურად), გარშემომყოფები ინტუიციურად გრძნობენ, რომ ეს მნიშვნელოვნება დადასტურებას არ საჭიროებს. ხოლო რაკი ასეა, ადამიანს მეტი სიმპატიით და პატივისცემით ეპყრობიან. შედეგად სული და გონება თანდათან რწმუნდებიან, რომ „მე ნამდვილად რაღაც ვღირვარ“. სარკული წრე რომელიღაც მომენტში ერთ ადგილზე იყინება, შემდეგ შემობრუნდება და შემხვედრად მოდის. შედეგად თვითშეფასება მატულობს, და არასრულფასოვნების კომპლექსი თითქოს არც ყოფილა.