დაბალი არკანები

Admin
ტარო
0
0

PC110019_1024x1024

ავტორი: სერგი კუპრეიშვილი

დაბალი, იგივე მცირე არკანები ტაროს მთლიანობის ნაწილს წარმოადგენენ.  ისტორიულად დაბალ არკანებს , როგორც იტალიურ ისე ესპანურ ტაროს ბანქოებში მოვიძიებთ. აღსანიშნავია მარსელის ტაროს აგებულებაც , რომელიც 56 დაბალი არკანისაგან შედეგება უფრო გვიანდელ პერიოდებში სათამაშო ბანქოს სისტემებში ვხვდებით გულის, ყვავის, ჯვრისა და აგურის მასტების სახით . 1910 წლიდან დაბალი არკანების იდეა ,პოპულარული ხდება რაიდერის ტაროს სისტემაში. დაბალი არკანების, რაოდენობა კლასიკურ ტაროს სისტემებში 56 -ია,ისინი იშლებიან ოთხი ჯგუფის წარმომადგენლ ინდივიდუალურ მასტებად: კვერთხები , ხმლები , თასები და პენტაკლები, რომლებიც ჰქმნიან 14 მასტისაგან შემდგარ სისტემას იერარქიული თანმიმდევრობით: პრინციპები, ფორმები და მმართველები. პრინციპებია ტუზები, შემდეგ მოდის ნუმერაციული არკანები 2-დან 10-მდე მათ ფორმები ეწოდებათ. ბოლოს კი მმართველები, რომლებიც მოიცავენ: პაჟებს , რაინდებს , დედოფლებსა და მეფის მასტებს ისინი დამოკიდებულებაში არიან ერთმანეთთან გარკვეული კანონზომიერებიბით.

ყოველი დაბალი არკანი არის ხატ-სახე ჩვენი ფსიქიკური ენერგიის გამოვლინების ანუ შინაგანი მდგომარეობის, განწყობისა თუ განზრახვის. ისინი ასევე აღწერენ ცხოვრების სხვადსხვა სფეროებს, სიტუაციებს, ბუნებაში არსებული ენერგიების არქეტიპულ სახეებს, რომელთაც თავისთავად გავლენა აქვს, როგორც ადამიანის ყოფის ყოველდღიურობაზე, ასევე ყველაფერზე, რაც ჩვენი ხედვის ან აღქმის არეალში ან მის ფარგლებს გარეთ არსებობს. დაბალი არკანების სისტემა აგებულია ოთხი ელემენტის, როგორც სამყაროს აგებულების ალქიმიურ იდეაზე, რომლის თანახმად, ნებისმიერი პროცესი ბუნებაში შეიძლება აიხსნას ან დაიყვნებიდეს ოთხი ელემენტის ცხოველქმედების პრინციპით. ეს ოთხი ელემენტია : ცეცხლი, წყალი, ჰაერი და მიწა . ისინი ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან და ქმნიან გარკვეულ დამოკიდებულებებს. მათი არსებობა არის საფუძველი გამოვლენილი სამყაროს არსებობისა . ელემენტთა იდეა იმდენად კანონზომიერია, რომ მოქმედებს ყოფიერების აღწერილობის ყველა დონეზე. კაბალისტური კოსმოლოგიის მიხედვით ყოველ მოცემულ ელემენტს, თავისი სამყარო გააჩნია ესენია: ბრია, ეცირა, ასია და აცილუტი .ყოველი სამყარო წარმოადგენს ბუნებას და თვისებას ადამიანში, როგორც გარეთ ჩვენს გარემომცველში მაკროკოსმოსის დონეზე, ისე შიგნით ჩვენს არსებაში. ტაროს ყოველი მასტი შეესაბამება ამ სამყაროებს ბუნებასა და თვისებებს. თავის მხრივ ყოველი მასტი ანალოგიაშია ოთხი ელემენტიდან ერთьერთთან : კვერთხები - ცეცხლი, თასები- წყალი, ხმლები - ჰაერი, პენტაკლები- მიწა. ყოველივე ეს იშლება 4 ჯგუფის 14 მასტად და ყოველი ჯგუფის მასტი არის ამ ელემენტის ხარისხი მისი გამოვლინების ინდივიდუალობა

კვერთხების ჯგუფის მასტი - შეესაბამება ცეცხლის ელემენტი . მიჩნეულია , რომ ცეცხლი პირველი ელემენტია , რომელიც სიცოცხლისაგან იქმნა გამოვლენილი , რადგან ცეცხლი არის ძალა რისი საშუალებითაც რაიმე არსებულს ენიჭება მოძრაობის უნარი.წარმოადგენს იან - მასკულინურ აქტიურ ენერგიას. ახასიათებს სიცხე, ექსპანსია გაფართოება მომცველობითობა. მისი უმაღლესი გამოვლინებაა სინათლე და რადგან სინათლე არის ღვთიური არსის ერთადერთი სიმბოლო. იგი შეესაბამება აცილუტის სამყაროს . ცეცხლის ელემენტის არქეტიპული სახე არის ტრანსფორმაცია, მოქმედება, ენერგია, სიმხურვალე, გაფართოება, დაპყრობა, ვნება, ნება, მატერიალიზაცია, აღდგენა. წარმოადგენს დაუოკებელ ძალას, რომელიც ანადგურებს საგნებს და გარდაქმნის მათ ბუნებას ფსიქიკურ დონეზე. 

ეს არის შემოქმედებითი ენერგია, რომელიც გვიბიძგებს მოქმედებისკენ უმაღლესი იდეების რეალურ სამყაროში განხორციელებას . სწორედ ამიტომ კვერთხების ჯგუფის ყოველი მასტი არის სიმბოლო შემოქმედებითი წარმოსახვის, მისი გამოყენების სხვადსხვა ცხოვრებისეულ ასპექტებში. ეს არის სურვილი და სწრაფვა, ჩვენი მოქმედებები და ნების მანიფესტაციის სახეები.

თასების ჯგუფის მასტი - შეესაბამება წყლის ელემენტს. წყალი წარმოადგენს ბალანსის ენერგიას თავისი ბუნებით ეს ელემენტი ქალურია. მიეკუთვნება პასიურ ფემინურ ენერგიას. მისი მთავარი თვისებაა სიცივე და შეკუმშვა. წყლის ელემენტის არქეტიპული სახე არის: დედის ძალა წყალს აქვს მიუწვდომლობის უნარი ასევე სიმძლავრე, ჩარჩოში მოძრაობის თვისება, ანუ იღებს იმ ფორმას რაშიც მოათავსებ, დიფუზიურობა, ინფორმაციის შენახვა აქტივატორობა ასევე ახასიათებს მიმღებლობა. მას შეესაბამება ბრიას - სამყარო. რადგან წყლის ელემენტი არის საფუძველი გრძნობებისა, ამიტომ თასების ყოველი მასტი აღწერს ჩვენს სენსორულ მდგომარეობებს ანუ გრძნობებს, ემოციურ რეაქციებს, ცხოვრებისეულ ცვლილებებთან ჩვენს ემოციურ დამოკიდებულებებს. ფსიქიკური ენერგიის სახე, რომელიც ვლინდება ემოციებში აღწერილია თასების ჯგუფის მასტებით.

ხმლების ჯგუფის მასტები - შეესაბამება ჰაერის ელემენტი. ჰაერი ცეცხლის მსგავსად თავისი არსით მასკულინური ელემენტია . მაგრამ იმის გამო, რომ იგი ალქიმიურად წყლისა და ცეცხლის ურთიერთქმედების შედეგია ამის გამო მიჩნეულია, რომ მისი ბუნება ნეიტრალურია. მან ცეცხლისაგან სითბოს თვისება ხოლო წყლისგან სინოტივე აიღო. მისი ძირითადი თვისებებია სინატიფე, სიმსუბუქე. პასუხს აგებს სიკვდილ სიცოცხლის რითმებზე , ჰაერი ეს არის პრანა - სასიცოცხლო ენერგია , რომელიც უზრუნველჰყოფს გონების სიცხადეს სიცოცხლის არსებობაში. ჰაერის არქეტიპული შესაბამისობა არის ქაოსის კონსტრუქტირებული ძალა ინტელექტში. მას იეცირას სამყარო შეესაბამება ამიტომ ტაროს სისტემაში ხმლების ჯგუფის მასტები- დაკავშირებულია გონებასთან და აზროვნების პროცესებთან, როგორც რენე დეკარტი ამბობს" COGITO, ERGO SUM"- ვაზროვნებ მაშასადამე ვარსებობ ხმლების მასტის ყოველი არკანი არის აზროვნების უნარის განვითარების ფორმები. იგი მეტყველებს აბსტრაქტული აზროვნების უნარზე.

პენტაკლების ჯგუფის მასტები - შეესაბამება მიწის ელემენტს, არის რა ფემინური ენერგიის მატარებელი. თავის თავში მოიცავს განაყოფიერების ძალას , რომელიც არქეტიპულად ანალოგიაშია მიწის ელემენტის თვისებასთან. მიწა არის სიმყარის საწყისი, ამიტომ წარმოადგენს საფუძველს, ჩონჩხს, ბაზას ყოველი მატერიალურისთვის. კაბალაში მას ასიას სამყარო შეესაბამება. მიწის ძირითადი თვისებებია: სიმყარე, სიმტკიცე, ძალა, სიმკვრივე, სტაბილურობა, სიმძიმე. აღნიშნულიდან გამომდინარე პენტაკლების ჯგუფის მასტები მიეკუთვნება მატერიალური სფეროს ასპექტებს, როგორიცაა: ფინანსები, ბიზნესი, ქონება. ჩვენ ნებისმიერ გამოცდილებას განვიცდით სხეულით, პენტაკლები სხეულში განცდილი გრძნობების სიმბოლოა ანუ წარმოადგენს სხეულის ცნობიერებას. ადაპტაციას სხვადასხვა ცხოვრებისეულ პირობებთან. პენტაკლების ყოველი მასტი არის ყოფიერების მდგომარეობები, რომელშიც ვლინდება ჩვენი ფსიქიკური ენერგია.

დაბალი არკანების პირველ ოთხეულს წარმოადგენს ტუზები ისინი ელემენტთა სუფთა მგომარეობებია. გამოსახავენ ჩვენი ფსიქიკური ენერგიის პოტენციურ სახეებს. იერარქიულად ეწოდებათ პრინციპები, რადგან ყოველი ტუზი არის საფუძველი მოცემული ელემენტის, როგორც მდგომარეობის ისე ხარისხების. ოთხივე ტუზი ელემენტთა პირველად ძალებს განასახიერებს. მიჩნეულია, რომ ძალა არის სიდიდე, რისი საშუალებითაც, რაიმე არსებული მოდის მოძრაობაში. შესაბამისად ძალა არის ენერგიის ურთიერთმოქმედების თვისება. პრინციპები საუბრობენ ენერგიის ისეთ ტიპებზე, რომელთაც მოცემული ძალთა პარამეტრები გააჩნიათ, მაგალითად კვერთხების ტუზი - ცეცხლის სუფთა მდგომარეობაა, თასები - წყლის, პენტაკლები - მიწის, ხმლები - ჰაერის. სუფთა მდგომარეობა ნიშნავს, რომ მოცემული ელემენტის პრინციპი წარმოადგენს გამოვლინების უმაღლეს პოტენციალს.

 

კვერთხების ტუზი

არკანის აღწერა: კარტზე გამოსახულია გაბრწყინებული ნათლით შემოსილი თეთრი ხელი იგი გამოდის ნაცრისფერი ღრუბლის სიმბოლოდან , ხელში მოთავსებულია ჯოხი მასზე არის 10 მწვანე ფოთოლი, აქედან ცალკე 8 ფოთოლი ჰაერშია . კარტის ფონი ნაცრისფერია არკანის ქვემოთ იშლება ღია მწვანე ფერის მდელო , რომლის ამაღლებულ ნაწილშიც მდებარეობს კოშკი . მდელოს ორ ნაწილად ჰყოფს მდინარე , მის მარჯვენა ნაწილზე სამი ხე დგას . მდელოს უკან წითელი კლდეები იშლება.

გლიფი ხელი : ხელი კურთხევის სიმბოლოა და იმის გამო , რომ გაბრწყინებულია აღნიშნავს ღვთაებრივს შესაბამისად ღვთაებრივ კურთხევას, დალოცვას. რა არის დალოცვა? ეს არის აქტი, რომლის საშუალებითაც ღვთიური ენერგია, ანუ სუფთა კოსმიური ენერგია ( 4 ტუზი ) ვლინდება გახსნილ პოტეიციალში. ამ შემთხვევაში ღვთაებრივი იძლევა კვერთხს. ყოველივე ეს ინტერპრეტაცია ჩვენი ფსიქიკის ღრმა სტრუქტურას შეესაბამება . თუ ღვთაებრივში მოვიაზრებთ ზეცნობიერს ან უმაღლეს მე- ს ხელის სიმბოლო არის სწორედ ზეცნობიერის ან უმაღლესი "მე" -ს იმპულსი , რომელიც ვლინდება ყოფიერების მდგომარეობაში. ეს არის პოტენციალი, და თუ რისი პოტენციალი და რა ენერგიაა ამაზე შემდეგი გლიფი კვერთხი - იგივე ჯოხი საუბრობს .

გლიფი ჯოხი: ჯოხი არის ძალის სიმბოლო , რომელიც იძლევა ძალაუფლებას .თუ კი ჯოხს დავაკვირდებით შევამჩნევთ, რომ ის ახლად მოტეხილი ხის ნაწილია, რადგან მასზეა ფოთლები ეს სიცოცხლის ხის ტოტია. სიცოცხლის ხეს სხვანაირად ცხოვრების ხე ეწოდება. მწვანე ფოთლები მასზე სასიცოცხლო ენერგიის სიმბოლოა, როგორც ვხედავთ ფოთლების რაოდენობა ტოტზე არის ათი, შესაბამისად კვერთხი მოიცავს ენერგიის ისეთ პოტენციალს, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სიცოცხლის ხის ათივე სეფიროტში, ანუ ცხოვრების სხვადსხვა ასპექტში. გამოდის, რომ კვერთხი არის პოტენციური ენერგია, რომელიც ვლინდება ცხოვრებაში. ტოტის ირგვლივ ჰაერში რვა ფოთოლია, რვა წლის ციკლის სიმბოლოა, ეს კი აღნიშნავს შემდეგს: წლის ნებისმიერ პერიოდში ენერგიის ტოტალური რაოდენობა თქვენს განკარგულებაშია. იმის გამო, რომ წლის ციკლი დამოკიდებულია მზის გარშემო დედამიწის მოძრაობაზე, ხოლო მზე არის სიცოცხლისა და სინათლის ანუ ცეცხლის უმაღლესი არსის სიმბოლო, მიჩნეულია, რომ კვერთხები წარმოადგენს უმაღლესის ნებას, რომელიც ერთიანია ჩვენს პირად ნებასთან ეს ერთიანობა იძლევა შემოქმედებით ცეცხლოვან ენერგიას , რომელსაც გააჩნია დაპყრობის, ყოველივეს მიღწევის, ყველგან შეღწევადობის თვისება. ეს არის შინაგანი ძალა , შინაგანი ენერგია , რომელიც ვლინდება სუფთა განზრახვაში განზრახვა სუფთაა , როცა გადაწყვეტილებას არ ახლავს ეჭვები. ამ შემთხვევაში კვერთხი არის განზრახვის ძალა, რომელიც იძლევა მანიფესტაციის ძალაუფლებას .

გლიფი ღრუბელი: ალქიმიური მსოფლმხედველობით, ღრუბელი წარმოადგენს წყლისა და ცეცხლის ( მზის ) პროდუქტს . წყალი პასიური ელემენტია, ცეცხლი აქტიური ,მათი ურთიერთქმედება გვაძლევს ჰაერის ელემენტის . ჰაერი ქაოსია, თუ კი გავიხსენებთ სულელის არკანში ქაოსის მნიშვნელობას, როგორც დაბადების საწყისს , მაშინ აღმოჩნდება ,რომ ქაოსი წარმოადგენს რაიმეს დაბადების პოტენციალს, ახალ საწყისებს, სწორედ ღრუბლის საშუალებით ეთანადება ყოველი ტუზი სულელის არკანს . და რადგან ღრუბლიდან გამოდის გაბრწყინებული ხელი კონკრეტული ძალის მაჩვენებლით, ამ შემთხვევაში კვერთხით, მოვიაზრებთ, რომ კვერთხების ტუზი არის ახალი საწყისების წყარო, სასურველის მიღწევის პოტენციალი ახალი ენერგიით.

გლიფი ნაცრისფერი ფონი: ნაცრისფერი წარმოადგენს შავის და თეთრის შერევით მიღებულ ფერს. შავი და თეთრი აღნიშნავს დუალობას, ორმაგობას. მაგრამ ნაცრისფერი ამ ორს შორის წარმოიქმნება ამიტომ მისი ბუნება ნეიტრალურია. ნაცრისფერი სიმბოლოა გარემოს ნეიტრალურობის. მოგეხსენებათ ,რომ არკანის ფონი საუბრობს აქტიურ ჩაკრაზე ანუ ცნობიერების მდგომარეობაზე აღქმის უშუალობაზე . ნაცრისფერი არცერთ ჩაკრას არ ეთანადება. ეს არის ნეიტრალური განწყობის, შინაგანი მდუმარების მაჩვენებელი. უმაღლესი იხსნება შინაგან მდუმარებაში. იმისათვის, რომ მიიღოთ კვერთხის ტუზის ენერგია, საჭიროა გონება გაანთავისუფლოთ ყოველგვარი აზრისგან, აღწერილობისაგან და მისცეთ საშუალება ძალას იდინოს თქვენში, ანუ აჰყვეთ თქვენს შინაგან რითმს მიენდოთ გულის ხმას და მომართოთ თქვენი განზრახვა ამ ხმის სიხშირეზე .

გლიფი მწვანე მდელო: ღია მწვანე მდელო გზის ნაყოფიერებაზე საუბრობს . ასევე დროის მაჩვენებელია ეს არის გაზაფხულის ძალა , როცა ბუნება იღვიძებს, მიწა ხდება ნაყოფიერი და სიცოცხლე მოდის ზრდაში და მოძრაობაში ყოველ თესლს ეძლევა ძალა გაღვივდეს წარმოქმნას ფესვები და აღმოცენდეს ,როგორც სიცოცხლე . მდელო საუბრობს ნაყოფიერი გზის საფუძველზე, ყოველი იდეის უნარზე გამოვლინდეს შეისხას ხორცი და გახდეს რეალობა. მდელოს ამაღლებულ ნაწილზე მდებარეობს კოშკი.

გლიფი კოშკი : განასახიერებს ჩვენს სხეულს ანუ გარეგან ტაძარს , რომელიც თავისთავად მოიცავს ჩვენი არსების მთლიანობას გონებას, გულს ( გრძნობებს). კოშკი გაზაფხულით აყვავებულ მდელოზე დგას, შესაბამისად საუბრობს სხეულში განახლებული ენერგიაზე, სასიცოცხლო ენერგიით სისავსეზე და ამ ენერგიის ზრდადობაზე მაჩვენებელია ჯანმრთელი სხეულისა და განწყობის, რომელიც მიემართება წითელ კლდეებს.

წითელი კლდეები : დასახული მიზნებია , ანუ წარმოადგენს განზრახვებს , რასაც თან დევს დაპყრობის სურვილი. წითელი ცეცხლის ფერია, ცეცხლის თვისება კი სწორედ დაპყრობაა . ამ წითელი კლდეებიდან მოედინება მდინარე , რომელიც არკანის მთლიანობას ორ ნაწილად ჰყოფს.

გლიფი მდინარე: ამ შემთხვევაში მდინარე მშვიდი ცხოვრების გზას აღნიშნავს ან იმ პერიოდს, როცა ჩვენ სიმშვიდით და ფაქიზი განწყობით ვიწყებთ მოქმედებას . მდინარე ტრანსფორმაციის სიმბოლოა , რადგან მასზე არ არის მღელვარე ტალღები და მისი ზედაპირი სწორია ,მიუთითებს ტრანსფორმაციის რბილ პროცესზე , რომელიც წარსულისაგან ( წყალი - წარსულია მეხსიერებაა) განთავისუფლების და ახლის შენების საშუალებას იძლევა. წყალი კვებავს სამ ხეს , რომელიც მდინარის მარჯვენა ნაწილში მდებარეობს.

გლიფი სამი ხე: წარმოადგენს ჩვენი პიროვნების მთლიანობის იდეას შინაგან სისავსეს ნაყოფიერებას და იმ შედეგს, რასაც კვერთხების ტუზის ენერგია გვაძლევს . შედეგი გონების, გულისა და სულის მთლიანობაა, ერთიანობაა, როცა გონება სული (არაცნობიერი) და გული ( გრძნობები) ხდება ერთიანი, მაშინ ჩვენი პიროვნება კრისტალიზდება, კრისტალი კი მდგრადი სტრუქტურაა. მას შეუძლია გაატაროს სინათლე დაშლის გარეშე ანუ უმაღლეს სინათლეშიც კი იგი ინარჩუნებს ფორმის მთლიანობას .

მსგავსი სტატიები

მაღალი არკანები (მოკლე აღწერები)


ალიონა სოლოდილოვას წიგნიდან - "ტარო ფსიქოლოგის საქმეში" მთარგმნე...

ტაროს არქეტიპები - სულის გზა მაღალი არკანების სივრცეში


მთარგმნელი: მამუკა გურული ჩვენ დაუღალავად უნდა ვიკვლიოთ სამყარო....

ტარო და გმირის მოგზაურობა (შესავალი)


ავტორი: ჰაიო ბანცჰაფი მთარგმნელი: მამუკა გურული  ავტორის წ...

ოშო - ცხოვრების თამაში (ძენ ტარო)


მთარგმნელი: მამუკა გურული ცხოვრება თამაშია, უმაღლესი თამაში. თუ ცხ...

ტაროს არქეტიპები


სულის გზა მაღალი არკანების სივრცეში მთარგმნელი: მამუკა გურული &...

მე-17 არკანი - ვარსკვლავი


(ამონარიდები ალექსეი პახაბოვის წიგნებიდან) მთარგმნელი: მამუკა გურუ...

ილუმინატების ტარო - მაღალი არკანები


  ავტორები: კიმ ჰაგინსი; ერიკ დანი მთარგმნელი: მამუკა გურული...

The Fool - სულელი


22-ე არკანი. სულელი (ალექსეი პახაბოვის წიგნებიდან). მთარგმნელი: მა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff