მთარგმნელი: მამუკა გურული
ჩვენ დაუღალავად უნდა ვიკვლიოთ სამყარო. ჩვენი ძიების ბოლოში კი იქამდე მივალთ, საიდანაც დავიწყეთ, და თითქოს პირველად ვიხილავთ მას. (ტომას ელიოტი)
ტაროს მაღალი არკანები ერთმანეთს შორის დაკავშირებულია საერთო სტრუქტურით. არკანოლოგიაში ამ სტრუქტურის მრავალი ახსნა არსებობს. ყველა ავტორს თავისი ვერსია აქვს. ჩემთვის ახლოა ხაიო ბანცხაფის პოზიცია, რომ მაღალი არკანების რიგი წარმოადგენს ძველების წარმოდგენას მზის მოძრაობაზე და თავის გამოხატულებას პოულობს სხვადასხვა ხალხების კულტურებსა და მითებში, როგორც მეტაფორა გმირის მოგაურობის შესახებ. ჩემთვის ასევე საინტერესოა იდეა იმის შესახებ, რომ ტაროს მაღალი არკანები წარმოადგენენ ანბანს, როგორც ენის შესახებ ცოდნის შენახვის საშუალებას, მაშინ, როცა დაბალი არკანები - ესაა ცოდნა გამოთვლის სისტემის შესახებ. ენა კულტურას აღწერს. სხვადასხვა ხალხების ანბანი შეიცავს ხედვას სამყაროს წესრიგის შესახებ, ნებისმიერი პროცესის განვითარების შესახებ, იქნება ეს სამყაროს სიცოცხლე თუ ცალკეული ადამიანის.
სულელი - ნულოვანი არკანი - მოგზაურს წარმოადგენს. ეს დასტის უნიკალური კარტია. იგი დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა ნომერის გარეშე და სათამაშო კარტებშიც კი შეაღწია ჯოკერის სახით. და მხოლოდ მაზერსმა, მის შემდეგ კი უეიტმა მოათავსეს ეს მოხეტიალე დასტის დასაწყისში. სულელი უნიკალურია იმით, რომ მეტაფიზიკურად მოიცავს საკუთარ თავში მთელ დასტას. იგი აღნიშნავს აბსოლუტურ არაფერს, რომელიც არაა განპირობებული არც ფორმით, არც შემადგენელით. ამიტომ, გზის ნებისმიერ ახალ ეტაპზე იგი შემდეგი არკანი ხდება, იძენს რა მის ფუნქციას. და კარტის მთელი რიგი - ეს სულელის გზის ეტაპებია. იგი დახეტიალობს ამ საფეხურებზე, რაღაც მომენტში ხდება ხან იმპერატორი ქალი, ხან განდეგილი, როგორც ჩვენი სული [წიგნში ნახსენებია სიტყვა душа, რომელიც ხშირად სამშვინველს შეესაბამება ხოლმე, მაგრამ სიმარტივისთვის ყველგან ვთარგმნი, როგორც „სული“], რომელიც იზრდება, ევოლუციის კანონებს ექვემდებარება, თვითაქტუალიზაციას განიცდის თანმიმდევრულად ყოველ არკანში და ბოლოს მთელი თავისი მრავალფეროვნებით იფურჩქნება არკანში - სამყარო. სწორედ განვითარებისკენ მიმავალი და თავისი მთლიანობის აღმდგენი სამშვინველის რეალიზაციის გზაა ნაჩვენები გამოცდილების პირამიდაში.
სულის დონე — სულელი, მაგი, ქურუმი ქალი.
სულელი - ადამიანის უზენაესი პიროვნებაა, იგი იდენტურია კოსმოსის მიღმიერი რეალობისა, რომელიც რელიგიებში მოხსენიებულია, როგორც - ბრაჰმანი, დაო, ალაჰი, ღმერთი, ხოლო ტრანსპერსონალურ ფსიქოლოგიაში მოიხსენიება, როგორც Mind და «არის ის, რაც არის, და ყველაფერი, რაც არის; არმყოფი სივრცეში და ამიტომ - უსასრულო, არმყოფი დროში და ამიტომ - მარადიული, რომლის საზღვრებს მიღმაც არაფერი არსებობს. ამ დონეზე ადამიანი იდენტიფიცირებულია უნივერსუმთან, ერთიანთან, ან უფრო სწორად იგი თვითონვეა ერთიანი... ეს დონე უნდა განვიხილოთ, როგორც ცნობიერების ერთადერთი რეალური მდგომარეობა, რომელთან მიმართებაშიც ყველა დანარჩენი დონე - სულელის შემდეგი მაღალი არკანები - არსობრივად ილუზორულნი არიან» [კ. უილბერი - „ცნობიერების სპექტრი“].
სულელს - სამყაროს და ადამიანის ამ ღვთაებრივ მდგომარეობას - ტრადიციულად აკავშირებენ სულის ჩასახვამდელ მდგომარეობასთან, ასევე განვითარების საშვილოსნოს შიგა და ახალშობილობის პერიოდებთან. და ეს ისეთი თვისებაა, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ არ განვაცალკევებთ «მე»-ს სამყაროსგან. აქ არ არის საზღვრები შინაგანსა და გარეგანს შორის, არ არის საკუთარი თავის, საკუთარი ყოფიერების გაცნობიერება. და შესაბამისად, არ არის საკუთარი შესაძლებლობების ან შეუძლებლობების გაგებაც, რაც აბსოლუტურ თავისუფლებას იძლევა. ნებისმიერად ყოფნის თავისუფლებად. და ადამიანი ამ განუყოფელი კოსმიური ცნობიერებით მოდის ამ სამყაროში.
შემდეგი ორი კარტი - მაგი და ქურუმი ქალი - ცნობიერების ორი ნაწილია: მამაკაცური და ქალური, ლოგიკა და ინტუიცია, რაციონალურობა და კრეატიულობა, ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფერო. მაგი - აქტიურობა და ჩანერგვაა. ქურუმი ქალი - პასიურობა და მიღებაა. და აქ ჰპოვებს თავის გამოხატულებას კოსმოგონიური წარმოდგენა პირველსაწყის ილუზორულ დუალიზმზე, ცისა და მიწის გაყოფაზე, «სუბიექტის და ობიექტის, შემმეცნებლის და შემეცნებადის, დამკვირვებლის და დაკვირვებადის; ონტოლოგიურად, ესაა დაყოფა „მე“-სა და სხვებს შორის, ორგანიზმსა და გარემოს შორის... როგორც კი ადამიანი იწყებს თავის ორგანიზმთან თვითიდენტიფიცირებას, მაშინვე ჩნდება ყოფნისა და არყოფნის, სიცოცხლისა და სიკვდილის პრობლემა. ასეთი ორმაგობის გაჩენა უცილობლად იწვევს დროის გაჩენას, რამეთუ დროის გარეშე მარადიულ Mind-ში არ არსებობს არც დაბადება, არც სიკვდილი, არც დასაწყისი, არც დასასრული, არც წარსული, არც მომავალი» [კ. უილბერი - „ცნობიერების სპექტრი“].
აქ მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ-ერთ ფსიქოანალიტიკურ იდეაზე, რომელსაც ისევე, როგორც ტრანსპერსონალურს, თავისი ანარეკლი გააჩნია ტაროს მაღალი არკანების სტრუქტურაში. ჩვენი ფსიქიკა პირობითად სამი ნაწილისგან შედგება. ცნობიერება - აისბერგის პატარა მწვერვალია, ყველაფერი, რაც გვესმის, ვაცნობიერებთ და ვცდილობთ, რომ ვაკონტროლოთ. ეს ნაწილი მაგს შეესაბამება. პირადი არაცნობიერი, ანუ ინტუიცია, შეესაბამება ქურუმ ქალს. ესაა ჩვენი გამოცდილება, რომელსაც ვერ ვაცნობიერებთ: საშვილოსნოს-შიგა განვითარება, დაბადების პროცესი, ადრეული ბავშვობის მოვლენათა უმეტესობა და სხვა გამოცდილებები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზებით განდევნილია ცნობიერი მეხსიერებიდან, რაც გვეხმარება, რომ შევქმნათ განცალკევებული პიროვნების ერთადერთი და სუბიექტური სამყარო.
და ბოლოს, ფსიქიკის დიდი ნაწილი - ესაა კოლექტიური არაცნობიერი. ეს ნაწილი საერთო აქვს ყველა ადამიანს, მიუხედავად ეპოქისა და დაბადების ადგილისა, აღზრდისა და ცხოვრების პირობებისა. იგი მემკვიდრეობით გადაეცემა და საბაზისო ზოგადსაკაცობრიო ცნებებს შეიცავს, მაგალითად, სიკეთე და ბოროტება, დედა და მამა, გამარჯვება და მარცხი. ესაა ჩვენი გვარის, ნაციის, ეთნოსის, მთელი კაცობრიობის გამოცდილება, და უფრო ფართოდ - ცხოველების, მცენარეების, მინერალების, მთელი კოსმოსის. ტაროს კარტებში ესაა სულელი, და მასთან ერთად ყველა მაღალი არკანი, როგორც არქეტიპები, სამყაროს აღქმის საკვანძო წერტილები.
პირამიდის შემდეგი საფეხური - ოჯახის დონე - იმპერატორი ქალი, იმპერატორი, იეროფანტი (ქურუმი).
პირველი არსება, რომელსაც ადამიანი ხვდება ამ სამყაროში მოსვლისას - დედაა, მესამე არკანი - იმპერატორი ქალი. ბევრ დასტაში ამ კარტს უწოდებენ დიდ დედას. დედასთან კონტაქტში ადამიანი ღებულობს საბაზისო ნდობის, დანაყრების, დაკმაყოფილების, ტკბობის და სიამოვნების გამოცდილებას. უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი არკანი, როგორც არქეტიპი, ამბივალენტურია, ორმაგია. იმპერატორ ქალს, დედას, შეუძლია იყოს მზრუნველი და მოსიყვარულე, და ამავდროულად სასტიკი, მოუთოკავი და ხარბი. და ამ მდგომრეობების კონკრეტული ადამიანის მიერ განცდა დამოკიდებულია მის ბავშვობაში დედასთან ურთიერთობის გამოცდილებაზე.
დაახლოებით სამი წლიდან მნიშვნელოვანი ხდება მამის ფიგურა, და შემდეგი არკანი - ესაა იმპერატორი. მის უკან ისეთი თვისებები დგას, როგორიცაა პასუხისმგებლობა, ძალაუფლება, კონტროლი, დისციპლინა, სტატუსი, სუბორდინაციის დაცვა. ჩვენს ცხოვრებაში ეს არქეტიპი რანჟირებას განიცდის: თავიდან მამა, შემდეგ ხელმძღვანელი, სახელმწიფო, და ბოლოს, უმაღლესი ხელმძღვანელი - ბედი.
ოჯახის დონის მესამე კარტი - იეროფანტია. მას ასევე უწოდებენ ქურუმს. ეს კარტი გვეუბნება ეგრეგორის და ოჯახის, როგორც სულიერი საზოგადოების ცნებაზე. აღზრდის პროცესზე, იმ ტრადიციების, სოციუმის ეთიკური ღირებულებების გადაცემაზე, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს. იგი განასახიერებს მასწავლებელს, გვარის უხუცესს. მასთანაა დაკავშირებული ნებისმიერი კოლექტიური მოძრაობა ჭეშმარიტებისკენ, მათ შორის რელიგია, მორალი და სკოლა.
მიაქციეთ ყურადღება, რომ აქ, ტაროს სტრუქტურაში, მკაფიოდ გამოიყოფა ორი არსობრივი წყვილი: მაგი და ქურუმი ქალი, იმპერატორი და იმპერატორი ქალი, რომლებიც მამაკაცურ და ქალურ საწყისებს განასახიერებენ. რაშია მათი განსხვავება? მაგი და ქურუმი ქალი წარმოადგენენ მამაკაცურ და ქალურ არსს, ენერგიას, რომელიც ყოველ ადამიანშია, მიუხედავად მისი სქესისა. ესაა შემოქმედი-ღმერთის მამაკაცური და ქალური არსები. ხოლო იმპერატორი და იმპერატორი ქალი - ესაა კონკრეტული მამაკაცი (კერძოდ მამა, ქმარი) და კონკრეტული ქალი (დედა, ცოლი). და ამავდროულად სახელმწიფო წესრიგი დედამიწაზე (იმპერატორი) და ნაყოფიერი დედა-ბუნება (იმპერატორი ქალი). მაგი - აქტიური მამაკაცური საწყისია, მისი ფუნქციაა - შექმნას, მოახდინოს იდეების გენერირება. ქურუმი ქალი - პასიური ქალური საწყისია. მისი ფუნქციაა - ინფორმაციის შენარჩუნება. იმპერატორი ქალი - აქტიური ქალური საწყისია. მისი ფუნქციაა - რეალური სამყაროს ბუნების შექმნა. იმპერატორი - პასიური მამაკაცური საწყისია. მისი ფუნქციაა - რეალობის სტრუქტურის შენარჩუნება.
და არსებობს მესამე არსობრივი წყვილიც, რომელიც არც ისე მკაფიოდ ჩანს - ქურუმი ქალი და ქურუმი (იეროფანტი). ქურუმი ქალი განასახიერებს დედამთავარს, ხოლო ქურუმი - მამამთავარს. გვარის ფესვებს. ამგვარად, ქურუმი ქალი წყვილშია მაგთანაც და იეროფანტთანაც, რადგანაც დაკავშირებულია ქალური ინიციაციების პროცესთან. ამ პროცესის ეტაპებს მისი გვირგვინი აჩვენებს. მთვარის სამი ფაზა. ახალგაზრდა მთვარე განასახიერებს გოგონას ქალწულად ქცევას, სისუფთავეს, უმანკოებას და მამაკაცის მოლოდინს, ინიციაციისთვის მზადყოფნას. სავსე მთვარე განასახიერებს ქალს ძალების მთელი სისავსით, რომელმაც სიყვარული შეიცნო და ნაყოფიერია. დაღმავალი მთვარე - ესაა ქალი, რომელმაც სიბრძნის პერიოდშ შეაბიჯა, ცოდნისა და რიტუალების (საქორწინო, გასვენებების და ა.შ.) შემნახველია. ეს აკავშირებს ქურუმ ქალს მოირას მითიურ ხატ-სახესთან, რომელიც წნავს, ზომავს და ჭრის ბედის ძაფს.
სოციალური დონე - შეყვარებულები, ეტლი, ძალა, განდეგილი.
ამრიგად, ადამიანი, რომელიც აღზრდილია თავისი გვარის ტრადიციაში, ითავისებს თავის კულტურას და გადადის შემდეგ დონეზე - სოციალურზე. აქ იგი იწყებს სოციუმში რეალიზაციას. პირველი კარტი, რომლითაც იგი აქ ხვდება, ესაა მეექვსე არკანი - შეყვარებულები - პარტნიორული ურთიერთობების კარტი. იგი დაკავშირებულია სხვადასხვა სქესების გაცნობიერებასთან, „მეორე ნახევრის“ არჩევასთან, და როგორც შედეგი, მშობლიური ოჯახისგან გამოცალკევებასთან და საკუთარი ოჯახის შექმნასთან. შეყვარებულები განასახიერებენ ანიმას (მამაკაცის ქალური ნაწილის) და ანიმუსის (ქალის მამაკაცური ნაწილის) არქეტიპებს. ამ არქეტიპების როლი მნიშვნელოვანია პიროვნების თვითაქტუალიზაციის გზაზე და არკანთა შემდეგ რიგში გრძელდება. ვახდენთ რა ჩვენს სასიყვარულო პარტნიორებზე საკუთარი ანიმას ან ანიმუსის პროეცირებას, ჩვენ ვითავისებთ ცხოვრების გაკვეთილებს, სევიცნობთ საკუთარ ბნელ მხარეებს, ინტეგრირებას ვახდენთ მასთან და შინაგანი სამყაროს სხვა ნაწილებთან, და ბოლოს, ვთავისუფლდებით პროექციებისგან, ვხედავთ საგნებს ისეთებად, როგორებიც არიან. შეყვარებულები განასახიერებენ პროექტიულ დამოკიდებულებას სამყაროსთან მთლიანობაში. ესაა საკუთარი მდგომარეობების, სურვილების, მოლოდინების პროექტიები სამყაროზე, და მათ შორის პარტნიორებზე. მაგალითად, როდესაც საღამოზე მივა, სეყვარებული მამაკაცი თავის გოგოს ეძებს, და ყველაფერი დანარჩენი მისთვის მეორადია. მშიერი ადამიანი გაშლილი სუფრისკენ მიილტვის. ლამაზად ჩაცმული ქალი დაქალების კაბებს აფასებს... ყველა გამოყოფს საერთო ფონიდან მისთვის მნიშვნელოვან ფიგურას, სხვებში თავისთვის აქტუალურ შტრიხებს ხედავს.
თუ შეყვარებულების არკანში ადამიანი თითქოს ფანარის სხივით ანათებს მის მიერ არჩეულ სფეროს, მეშვიდე არკანი - ეტლი - ესაა ამ სხივის მიმართულებით, თავისი მიზნისკენ მოძრაობა, როცა არჩევანი უკვე გაკეთებულია და სიმპათიები განსაზღვრულია. სოციალური მიღწევების, ამბიციების, წარმატებულობის (მათ შორის კარიერაში) კარტი. აქ ჩვენ ვხედავთ ტრიუმფატორის შემოსვლას. ესაა გმირის არქეტიპი, რომელიც მართავს თავის მოძრაობას.
შემდეგ ტაროს მაღალ არკანებში მაზერსის დროიდან გაურკვევლობაა. უეიტის მასწავლებელმა არა მხოლოდ სულელი მოაქცია დასტის დასაწყისში, ასევე მან ადგილები შეუცვალა ძალისა და სამართლიანობის (მართლმსაჯულების) არკანებს. არ ჩავუღრმავდები ამ ცვლილების თეორიულ საფუძვლებს. სულელის მოგზაურობის და სულის განვითარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, როგორ მიდის ადამიანი სოციალური ცხოვრებიდან (ეტლი) სულიერ ცხოვრებამდე (განდეგილი), „მიწიერი“ მიზნებიდან შინაგანი არსის ძიებამდე. მარსელის ტაროში ეს გზა მართლმსაჯულების არკანზე გადიოდა. ანუ გმირის პასუხისმგებლობაზე თავისი ქმედებების მიმართ, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გაგებაზე. უეიტის დასტაში მერვე არკანი - ძალაა. და აქ სიბრძნის მოსაპოვებლად გმირს სჭირდება ფსიქიკური ენერგიის ფლობა, თავისი შინაგანი მხეცის რბილად და ფაქიზად მოთვინიერება, შინაგანი და გარეგანი კონფლიქტების გადაჭრის, „ცეცხლთან თამაშის“, საკუთარი რისხვისა და სურვილების მართვის სწავლა.
მანამ სანამ სულიერების ძებნას დავიწყებთ, საჭიროა ვისწავლოთ საკუთარი სხეულის მიღება, რომელსაც რეგულარულად სურს ჭამა, სმა, სიყვარული და მოიცავს მრავალ ინსტინქტს, რომლებიც გონებას არ ემორჩილებიან. ამგვარად, ტაროს უეიტამდელ რიგს შეგვიძლია ვუწოდოთ ფილოსოფის გზა, გონების გზა, ხოლო უეიტის შემდგომ რიგს - იოგინის გზა, სხეულის გზა. არსებობს ამ ცვლილების კიდევ ერთი საფუძველი. ეტლი და ძალა დაკავშირებულნი არიან ადამიანის ცხოვრებისეული ციკლის რიტუალებთან, სახელდობრ, ყმაწვილების (ეტლი) და გოგონების (ძალა) პუბერტატულ ინიციაციებთან. ასეთი რიტუალები არქეტიპულია, რადგანაც გავრცელებულია მთელს მსოფლიოში, არსებობს ყველა კულტურის ისტორიაში და გააჩნია მყარი ადგილი ჩვენს არაცნობიერში.
პუბერტატული ინიციაციები ხდებოდა სქესობრივი ბიოლოგიური ნიშნების გამოვლენასთან ერთად და ფორმალურად აფიქსირებდნენ ადამიანის სოციალური სტატუსის ცვლილებას, ზრდასრული ადამიანების რიგში გადასვლას, ფსიქოლოგიურად კი ვლინდებოდა, როგორც ბუნებრივი ინსტინქტების წინააღმდეგ წასვლა და საკუთარ გზაზე გაცნობიერებული, პასუხისმგებელი მოძრაობა.
ძალის (ან მართლმსაჯულების) გავლის შემდეგ ადამიანი ხვდება განდეგილის არკანში, სადაც იგი აცნობიერებს, რომ არსებობს რაღაც მთავარი, სახელდობრ არსის, ღმერთის, საკუთარი თავის ძიება. ეს ძალიან ჰგავს ასაკობრივი კრიზისების გავლას, განსაკუთრებით საშუალო ასაკის კრიზისის. და ამით მთავრდება სოციალური ეტაპი. ყურადღებით დააკვირდით: იგი იწყება პარტნიორის არჩევით, გაივლის სექსუალური ენერგიის მართვას და პასუხისმგებლობას და მთავრდება მარტოობით. ამგვარად, მთავარ ეგზისტენციალურ საკითხებში ადამიანი მარტოა. საინტერესოა, რომ ექვსიანი (6) და ცხრიანის (9) არაბული მოხაზულობა ამ პროცესების ილუსტრირებას ახდენენ. ექვსიანი გახსნადი სპირალია - საკუთარი თავის მიღმა (გარეთ) გასვლა. ცხრიანი - შიგნით ჩახვევადი სპირალია - გარესამყაროდან საკუთარ თავში შესვლა.
იდეების დონე - ბედის ბორბალი, სამართლიანობა (მართლმსაჯულება), ჩამოკიდებული კაცი, სიკვდილი, ზომიერება.
როცა ადამიანი განდეგილი ხდება, იგი იდეებს სწვდება. და არა მხოლოდ იაზრებს მათ, არამედ განიცდის და გამოცდილებას იღებს.
შემდეგი დონე - იდეების დონეა. ისინი ხუთია და გამოვლენილია ხუთ მსოფლიო რელიგიაში. პირველი, რომელსაც განდეგილი ხვდება, - ესაა იდეა კარმის შესახებ. არკანი - ბედის ბორბალი. ეს კარტი მეტყველებს იმაზე, რომ ყველაფერს გააჩნია განვითარების მოცემულობა, პროგრამა, ბედი. როგორც ადამიანის ცხოვრებაში მთლიანად, ასევე მის ცალკეულ ასპექტებში. და ამ მოცემულობის წვდომა, ამ განმეორებადი სცენარების გაცნობიერება, მათში მონაწილეობა (ბორბლის რგოლზე ყოფნა) და ამავდროულად გვერდიდან დაკვირვება (ბორბლის ცენტრში ყოფნა) ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, რომ გაცნობიერებული გახდეს, წარმატების (გაართლების) ნაკადში შევიდეს, საჭირო ადგილას და საჭირო დროს მოხვდეს, და საბოლოო ჯამში - გავიდეს ბორბლის მოცემული წრე-ბრუნვიდან. რელიგიებს შორის ეს იდეა უკეთ ბუდიზმშია გამოხატული. როცა ადამიანი ცხოვრებაში ფატალურობას ხედავს, მას ესმის, რომ თავისი წილის მიხედვით აგებს პასუხს.
შემდეგი კარტი - მართლმსაჯულება - იდეა კანონის შესახებ. და გარდა ჩვენი შეხედულებისა სამართლიანობაზე, ეს კარტი დაკავშირებულია ასევე ისეთ რთულ ცნებასთან, როგორიცაა სისტემური სინდისი. არსებობს კანონები, რომლებიც გაუგებარია პირადად ჩვენთვის, მაგრამ ლოგიკურია სისტემის თვალსაზრისით, მაგალითად გვარის სისტემის თვალსაზრისით. სისტემური სინდისი არეგულირებს კოლექტიურ პროცესებს და ბალანსამდე მიჰყავს ადამიანებს შორის ურთიერთობები, ჰარმონიზაციას უკეთებს „გაცემა-მიღების“ ურთიერთ-გაცვლას. ესაა პასუხი ისეთ უსამართლო საკითხზე, თუ რატომ იბადებიან ავადმყოფი ბავშვები, და სხვა მრავალზე. ჩვენი გრძნობები და ჩვენი მორალიც კი შესაძლოა გვეუბნებოდეს, რომ ეს უსამართლობაა, მაგრამ ვაკვირდებით რა ჩვენი გვარის განვითარების კანონზომიერებებს, გვესმის, თუ რატომ ხდება ასე. სისტემაში ბალანსი უნდა იყოს, ამბობს ეს კარტი, თუნდაც ვინმეს ტანჯვის გზით. ეს იდეა უკეთაა გამოხატული ისეთ მონოთეისტურ რელიგიებში, როგორებიცაა იუდაიზმი და ისლამი. გაიხსენეთ აბრაამის მსხვერპლშეწირვა. ღმერთის, სისტემის კანონის მოთხოვნისადმი უპირობო მორჩილება, მიუხედავად საკუთარი გრძნობებისა.
მართლმსაჯულებას ხშირად მოსდევს სასჯელი, და შემდეგი კარტი - ჩამოკიდებული კაცია. ეს არა მხოლოდ ჩამომხრჩვალი დამნაშავეა. ხეზე (ჯვარზე) ეკიდნენ ღმერთებიც, მაგალითად, ქრისტე, მიტრა და ოდინი. ხშირად ხელდასმა ხდება მტანჯველი და ერთი შეხედვით უაზრო წამებისგან და იზოლაციისგან. აქ წარმოდგენილია იდეა მსხვეპრლის შესახებ, იმის შესახებ, რომ შესაძლებელია მთავარის გადარჩენა, თუკი მსხვერპლად ღირებულს და მნიშვნელოვანს გავიღებთ, იმას, რის მოპოვებასაც, შესაძლოა მთელი ცხოვრების განმავლობაში ვცდილობდით. მაგრამ წარსულ ცოდნას, გამოცდილებას, მიღწევებს, ამ ეტაპზე ვერ მივყავართ პრობლემის გადაწყვეტამდე და უფრო უარესად ხლართავს ადამიანს. საჭიროა თვისობრივად ახალ მდგომარეობამდე - ინსაიტამდე - მისვლა. ესაა ასევე ქრისტიანული აზრი გამოსყიდვის შესახებ: ტანჯვებში სული იწრთობა და ვითარდება. ანუ ესაა გზა, რომელსაც გამონათებამდე, ინიციაციამდე მივყავართ, გვეხმარება ყველა საგნის ნამდვილი არსის გაგებაში.
უნდა ითქვას, რომ ამ დონის არკანები - ეს არა მხოლოდ სულის მიერ წვდომილი იდეებია, არამედ მისი მოძრაობის გაგრძელებაც დროის ხაზით. ადამიანს ესმის, რომ არსებობს მისი საკუთარი პროგრამა (ბედის ბორბალი) და არსებობენ კანონები, რომლებზეც იგი ვერ უფლობს (მართლმსაჯულება). და ეს მოწიფულობის პერიოდია. შემდეგ, ჩამოკიდებულ კაცში, იგი შეზღუდულია თავის ქმედებებში, თუმც კი განათლებულია სხვა ცოდნებით. და ესაა ავადმყოფობებისა და სიბერის პერიოდი. შემდეგი ეტაპი - ესაა სიკვდილი, და ყველაფერი, რაზეც ამის შემდეგ იქნება საუბარი, გვაგონებს მისტიურ წარმოდგენას სიცოცხლის შესახებ ფიზიკური სიკვდილის შემდეგ, რაც ბევრ რამეში ემთხვევა მკვდრების წიგნის აღწერას და სხვა რელიგიურ შეხედულებებს. ასევე ჩამოკიდებული კაცი განასახიერებს ჩამავალ მზეს და მის მოგზაურობას მიწისქვეშა სამეფოში. თუმცაღა მაღალი არკანების რიგი სიკვდილისს არკანის შემდეგ - ეს არაა უბრალოდ ამბავი სტიქსის-იქეთა სამყაროზე, არამედ პირველ რიგში - სამყაროსეულ სულში იმ გამოცდილების ასიმილაციის გზა, რომელიც ადამიანმა მიწიერი ცხოვრების დროს მიიღო.
მეცამეტე არკანი - სიკვდილი - იდეა ტრანსფორმაციის შესახებ. იმის შესახებ, რომ სიცოცხლე გამუდმებით იცვლება. და ზუსტად ამ მომენტში, სიტყვები, რომლებსაც კითხულობთ, უკვე წარსული ხდება. და მათმა შემდეგმა წაკითხვამ, შესაძლოა სრულიად სხვა არსი გაგიხსნათ. ჯერ კიდევ დედის საშვილოსნოში, ჯერარდაბადებული ბავშვის უჯრედები წარმოიქქმნება, იცვლება, იყოფა და კვდება. ეს ბუნებრივი პროცესია, რომელიც გამუდმებით და სწორედ ახლა ხდება. სიცოცხლე სიკვდილის წყალობოთ მოძრაობს. ეს იდეა მკაფიოდაა გამოხატული შამანიზმში.
სიკვდილის შემდეგ ჩვენ ვხვდებით მფარველ-ანგელოზს, ერთგვარ სინათლისმომტან არსებას. ტაროში მას წარმოადგენს არკანი - ზომიერება. ესაა მთავარანგელოზი მიქაელი - ქრისტიანობაში, ან ბოდჰისატვა - ბუდიზმში. მან სრულყოფილებას მიაღწია, მაგრამ მიწიერ პლანზე დარჩა დამხმარედ ყოველდღიურ ცხოვრებაში და გამცილებლად მიწისქვეშა სამყაროში. იგი ჩვენი მეგზურია გამოცდილების ასიმილირებაში, ისეთივე, როგორიცაა ანიმა და ანიმუსი ამ გამოცდილების მიწიერ ცხოვრებაში მოპოვებისთვის. ესაა ზომიერების გრძნობის არკანი სულის ალქიმიის, სინატიფის და ურთიერთსაწინააღმდეგო საწყისების სინთეზირების ხელოვნებაში - მატერიალურის და სულიერის, სიკეთის და ბოროტების, თეთრის და შავის, მამაკაცურის და ქალურის. ეს იდეა ვლინდება, მაგალითად, დაოსიზმში. საინტერესოა, რომ კრიზისული არკანების შინაარსი იკვეთება საბაზისო პერინატალური მატრიცების განცდებთან ტრანსპერსონალურ ფსიქოლოგიაში, კერძოდ, კოსმიური შთანთქმის და გამოუვალობის (ჩამოკიდებული კაცი), დემონურ პერსონაჟებთან და სიკვდილთან ბრძოლის (სიკვდილი), ხელახლა დაბადებისა და ულამაზესი ცისარტყელის ფერების ხედვის (ზომიერება) გამოცდილებებთან.
რეალიზაციის დონე - ეშმაკი, კოშკი, ვარსკვლავი, მთვარე, მზე, სამყარო.
პირამიდის შემდეგი დონე - რეალიზაციის დონეა, რომლითაც სული თავის მთლიანობას აღწევს. აქ შვიდი კარტია. შესაძლოა, ისინი შეესაბამებიან მისტიურ შეხედულებას ადამიანის შვიდ სხეულზე, შვიდ ძირითად ასტროლოგიურ პლანეტაზე, შვიდ ნოტზე, ცისარტყელის შვიდ ფერზე და სხვა არქეტიპულ შვიდეულებზე.
პირველი კარტი, რომელსაც ამ დონეზე ვხვდებით, - ესაა ეშმაკი, ჩრდილის არქეტიპი. იგი მიწიერი სამყაროს, სამსარას მეუფეა, სადაც მოქმედებენ ბედით, მატერიით, სიკვდილით განპირობებულობის კანონები. აქ გენერირდება და კონცენტრირდება ენერგია. წარმოიდგინეთ დიდი და სასარგებლო ცხოველი. ვინ წარმოიდგინეთ? ეს ცხოველი ოდესღაც თქვენთან ერთად დაიბადა. და იგი ჯერ კიდევ ახალშობილობაში ჩასვეს ვიწრო, ბნელ და მშიერ საპყრობილეში - ან მისი მომავალი ძალისადმი შიშის გამო, ან მასზე, როგორც რაღაც ცუდზე წარმოდგენების შესახებ. დრო გადიოდა, ადამიანი იზრდებოდა, და ცხოველიც მასთან ერთად იზრდებოდა. და ცხოველისგან გაიზარდა მონსტრი, მახინჯი, თავის სურვილებში გაუმაძღარი და ყოვლისშემძლე.
მითების თანახმად, ადამიანის სული მიწისქვეშა სამეფოს ჯოჯოხეთში ეშვება, და ამ დროს საკუთარი ეგოს ცდუნებებს გადის. და აქ ინტეგრირდება თავის ჩრდილთან, რომელიც მანამდე განყენებული ჰყავდა საკუთარი თავის ხატ-სახისგან, და მეტისმეტად ავადმყოფურად, დამღუპველად და არასასურრველად ეჩვენებოდა. ადამიანისთვის აქ ყოფნა კომფორტულია, და ეშმაკის არკანიდან იგი ძნელად გამოდის - კოშკის არკანის მეშვეობით. ანუ კათარზისის, წარსული ფორმების ნგრევის მეშვეობით. ესაა იმ კედლების ნგრევა, რომლებიც ოდესღაც გვიცავდნენ და ახლა დაპატარავებული ტანსაცმელივით გვზღუდავენ. ჩვენ თვითონ ამის გაცნობიერება გვიჭირს, რადგანაც შევეჩვიეთ მას, ამიტომ საჭიროა საფუძვლების შემრყევი მოვლენა, მსგავსად მეხის დარტყმისა. და ამავდროულად, ესაა ბაბილონის გოდოლის სიმბოლო - სიამაყის, ეგოსა და თავად პიროვნების სტრუქტურის ნგრევა. ეშმაკში აკუმულირებული ენერგია გარეთ გამოვარდება, გამონთავისუფლდება და ამით ფსიქიკურ სივრცეს წმენდს.
ამგვარად, ეშმაკი ალეგორიულდ წარმოადგენს ჯოჯოხეთში ჩასვლას, კოშკი - განსაწმენდელს (მითების თანახმად - შუალედურ ადგილს ჯოჯოხეთსა და სამოთხეს შორის), ხოლო შემდეგი არკანი - ვარსკვლავი - სისუფთავისა და იმედის არქეტიპია. ესაა პარადოქსული შესაძლებლობა - შევინარჩუნოთ საკუთარი თავი მომავალში - პირადი გამოცდილების პერსონიფიკაციის გარეშე, „ტალღური ეფექტის“ მეშვეობით. ჩვენი მოქმედებებისა და აზრების შედეგები ჩვენი გააზრებისგან და ძალისხმევისგან დამოუკიდებლად ახდენენ ზეგავლენას ადამიანებზე, რომლებსაც ვხვდებთ, მათ ნაცნობებზე, რომლებიც არასოდეს გვინახავს, და შემდეგ თაობებზე. და როგორც ამ საოცარი გზავნილის შესახებ ირვინ იალომი წერდა: „შენი ნაწილი ახლა ჩემშია. მან შემცვალა და გამამდიდრა, და მე მზად ვარ, რომ სხვებს გადავცე იგი. მეძებეთ მე ჩემს მეგობრებში“. აქაა გაგება ყველა ადამიანთან კავშირისა, ძმობისა, სადაც ყველა ყველასთანაა დაკავშირებული ყველას ყველაფერში სისტემური ურთიერთქმედებით.
ტრანსპერსონალური გამოცდილება, მედიტატიური და რელიგიური პრაქტიკა იცნობენ ცნობიერების ისეთ მდგომარეობას, როცა ადამიანის და დანარჩენი სამყაროს საზღვრები არაა ფიქსირებული და აბსოლუტური. ვარსკვლავის არკანში და მის შემდეგ შესაძლებელია სივრცობრივი გაერთიანება ნებისმიერ ობიექტთან, მთელი კოსმოსის ჩათვლით. ვარსკვლავი ორი დოქიდან ღვრის მკვდარ და ცოცხალ წყალს.
გარდასახვა წარმოდგენილია შემდეგ ორ კარტში. მკვდარ წყალში ბანაობა - მთვარის არკანში, ცოცხალში - მზის არკანში. ზღაპრებში ადამიანი ჯერ მკვდარ წყალში შედის, და მას მივყავართ ჩვენს დაფარულ შიშებამდე, არყოფნამდე, თავდავიწყებამდე. მთვარე - ყველაზე ბნელი განთიადისწინა საათის არკანია, გამოცდილების პირამიდის ყველაზე ღრმა წერტილი, მისი ფუძის შუა ნაწილი, და ისტორიული რეგრესიის ისეთი დონე, როცა ცნობიერებას შეუძლია იდენტიფიკაცია განიცადოს ბიოლოგიურ უჯრედთან, დაკავშირებული იყოს ცხოველების ცხოვრებასთან, მცენარეების და მინერალების არსთან, არაორგანული სამყაროს პროცესებთან და ობიექტებთან. შესაძლოა, ესაა თავდაპირველი ცოდნა სიკვდილის შემდეგ სხეულის ცვლილებათა შედეგების, მისი მიწის მატერიად გარდაქქმნის და მისი არსებობის სიცოცხლის სხვა ფორმებად გაგრძელების შესახებ. მთვარის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება მრავალი ქცევა, რომელთა მიზეზსაც ვერ ვხვდებით, ქცევის ნატიფი ნიუანსები, რომლებსაც ვერ ვაფიქსირებთ. ამ საბაზისო პროცესების გაცნობიერების მცდელობები შფოთვას, ძრწოლას იწვევენ ჩვენი სიცოცხლის უნიკალური მექანიზმის წინაშე. ამიტომ მთვარე - ესაა გარიჟრაჟის წინა პერიოდი, ყველაზე ბნელი საათი, რომელიც ადამიანის მიერ ბუნებრივ ტრანსში განიცდება. ესაა დონე დროისგარეთ მყოფი მითისა, ზღაპრისა, იგავისა, რომლებსაც შემდეგ ყველა თავისებურად ხსნის, მაგრამ ძირითადი ზეგავლენა მაინც დაფარული რჩება.
შემდეგი არკანი - მზეა. აქ საუბარია სულის იმ ნაწილზე, რომელიც სხვადასხვა რელიგიებსა და სწავლებებში სხვადასხვაგვაარად იწოდება. ღმერთის ნაპერწკალი ადამიანში, არსობრივი ცენტრი, თვითობა, სინათლის სხეული, განუყოფელი მონადა, რაღაც მთავარი ჩვენში. აქ ცნობიერება გადის გრძნობებით აღქმადი სამყაროს მიღმა და ინტეგრაციას განიცდის მრავალრიცხოვან არქეტიპულ პერსონაჟებთან და სიუჟეტებთან, სხვადასხვა კულტურის ღვთაებებთან. ესაა შინაგანი სინათლისა და სიხარულის ეს მდგომარეობა, ადამიანური ინდივიდუალობის უნიკალური და ერთადერთი რეალიზაცია. ამ სხივმფენი თვისებისგან, სული (სამშვინველი), როგორც ფენიქსი, კვლავ აღდგება ახალი სიცოცხლისკენ არკანში - სამსჯავროში.
აქ იწყება ახალი ერა კაცობრიობისთვის, და ერთიანი სული ინტეგრაციას განიცდის საყოველთაო პროცესებთან, თავისი გვარის, ნაციის, ეთნოსის კოლექტიურ პროგრამებთან. და ბოლოს, სამყაროს არკანში ადამიანი მიდის თავის მთლიანობაამდე, ინტეგრირებას უკეთებს თავისი არსის ყოველ ნაწილს. აქ შესაძლებელია მთელი ბიოსფეროს, ჩვენი პლანეტის და მთელი სამყაროს ცნობიერების განცდა. ასე, „მრავალი ტრანსპერსონალური განცდა შეიცავს მიკროკოსმოსის და მაკროკოსმოსის მოვლენებს, რომლებიც ვერ იქნება აღმოჩენილი უშუალოდ გრძნობათა ორგანოებით, ან მოვლენებს, რომლებიც ეხება პერიოდს მზის სისტემის წარმოქმნამდე, და რომლებიც დაკავშირებულია დედამიწის ფორმირებასთან, ცოცხალი ორგანიზმების წარმოქმნასთან, ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებასთან და გონიერი ადამიანის გაჩენასთან. ეს კი, უდავოდ, ნიშნავს, რომ ყოველ ადამიანში, ჯერ გაურკვეველი მექანიზმით, იმყოფება ინფორმაცია ყველაფერზე ამ სამყაროში, ან მთელი სიცოცხლის შესახებ, რომ ადამიანს პოტენციურად შეუძლია კონტაქტი დაამყაროს ამ მრავალფეროვანი ყოფიერების ყოველ ნაწილთან და წარმოადგენს რაღაც თვალსაზრისით გამთლიანებულ კოსმიურ სტრუქტურას, თუმცა ყოველი ადამიანი მისი მხოლოდ უსასრულოდ მცირე, განცალკევებული და ნაკლებად მნიშვნელოვანი ბიოლოგიური ნაწილია“ (კ. უილბერი - „ცნობიერების სპექტრი“).
სამყაროს არკანი - ეს კვლავ მოპოვებული სამოთხის არქეტიპია, აქტუალიზაციის და წყაროსთან დაბრუნების პროცესის დასასრული. მეტაფორის სახით, მე ძალიან მომწონს ისტორია ერთ ახალგაზრდა ბიჭზე, რომელმაც გადაწყვიტა ხანგრძლივ მოგზაურობაში წასულიყო, შეკრიბა გუნდი, გადაიარა ცხრა ზღვა, მრავალი თავგადასავალი, და როდესაც მშობლიურ მიწას მიაღწია, დაინახა მარტოდ მდგარი ფიგურა, რომელიც მას ელოდებოდა. ვინ შეიძლებოდა ეს ყოფილიყო? მას ხომ არავისთვის უცნობებია დაბრუნების შესახებ? ახალგაზრდა ბიჭი მიწაზე გადმოვიდა და ამ ადამიანში საკუთარი თავი ამოიცნო. ისინი ერთმანეთს მიუახლოვდნენ და ერთ მთლიანობად შეირწყნენ. ჭეშმარიტი მოგზაურობა საკუტარ თავთან გაერთიანებით სრულდება, როცა მოგზაურ სულს მოაქვს თავისი გამოცდილება, ასიმილაციას განიცდის სამყაროსეული სულის ოკენესთან და ყოვლისმომცველი სასიცოცხლო ძალა თავის თავში შთანთქავს მას.
შენიშვნა: ყურადღებით თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ პირამიდა ახალ მნიშვნელობებს იძენს. შესაძლოა, პირამიდის მარჯვენა ფერდობი (სულელი, ქურუმი ქალი, იეროფანტი, განდეგილი, ზომიერება და სამყარო) გამოხატავს ეზოთერულ წარმოდგენას ზეციურ გზაზე, მარცხენა (სულელი, მაგი, იმპერატორი ქალი, შეყვარებულები, ბედის ბორბალი, ეშმაკი) - მიწიერ გზაზე. აი, რას წერს ხაიო ბანცხაფი: «დუალობა შეინიშნება ორივე გზაზე, რომელსაც ადამიანი შემეცნებისკენ მიჰყავს, მაგიურ გზაზე და მისტიურ გზაზე. ისინი, თავის მხრივ, შეესაბამებიან ბუნებასთან თანამყოფობის ორ ძირითად მეთოდს: ჩარევას და ადაპტირებას. მაგის გზა - ესაა ფაუსტის გზა, რომელიც შემეცნების ძიებაში ბუნებაში ერევა, მის საიდუმლოებებში აღწევს, რათა შეიცნოს ისინი, შემდეგ კი დაეუფლოს. ამ გზით წავიდა დასავლეთის ადამიანი - და მივიდა ცხოვრების ამჟამინდელ დონემდე ტექნოლოგიური ცივილიზაციის თავისი პლუსებით და მინუსებით (ეშმაკის არკანი. - ავტორის შენიშნვა). ესაა ძალის აქტიური გზა, რომელიც სამყაროს „ყველა შესაძლო საშუალებით“ გარდაქმნის, და როდესაც რაღაც ისე ვერ გამოდის, ან რაღაცას ხელს უშლის, მაშინ მისგან იმავე მეთოდებით თავისუფლდებიან. ესაა მაგის ენერგია, რომელიც აქტიურ მოქმედებას გულისხმობს, განსხვავებით ქურუმი ქალის ენერგიისგან, რომელიც ჩაურევლობის მისტიური გზით მიდის, სწორედ იმ „არკეთების“ გზით, რომელსაც დღეისათვის აღმოსავლეთში ვპოულობთ ძირითადი ცხოვრებისეული პოზიციის სახით. მისტიური გზა ნიშნავს ვარჯიშს, მოთმინებას და ღვთაებრივი ხმის გაგებისთვის მზადყოფნას, ზემოდან დავალების მიღებას და მის შესრულებას (სამყაროს არკანი - ავტორის შენიშვნა). უფრო მარტივად, მაგი ეძებს, მისტიკოსი კი ელოდება, რომ იგი იპოვონ. ერთიც და მეორეც - შემეცნების გზებია, მაგრამ ყოველი მათგანი შეესაბამება ერთ-ერთ პოლუსს როგორც კოსმიური, ასევე ადამიანური დუალობებიდან, რომლებიც ყველაფერში ვლინდებიან, დაწყებული ჩვენი ტვინის ორი ნახევარსფეროს სხვადასხვა როლებიდან. მაგრამ ამავდროულად, არცერთი ეს გზა არაა მეორეზე მნიშვნელოვაანი, „სწორი“ ან უკეთესი. იგი ცუდია, თუ ადამიანი მხოლოდ ერთით მიდის, და კარგია, თუ ადამიანი მათ ურთიერთ-თავსებაში ზომიერებას ინარჩუნებს. ამიტომაც ჩვენი ამბის გმირმაც, ისევე, როგორც ყოველმა ჩვენგანმა, უნდა გაიაროს ერთი გზაც და მეორეც, რათა მიზანს მიაღწიოს“ (ჰ. ბანცჰაფი - "ტარო და გმირის მოგზაურობა). იდეისა და რეალიზაციის არკანები, რომლებიც ერთიმეორეს ზემოთ იმყოფებიან, აზრობრივ კავშირებს იძენენ და თავის გამოხატულებას ერთიმეორეს მეშვეობით ჰპოვებენ. ბედის ბორბალი და კოშკი - სცენარში ჩაკეტილობა და ბორკილების გაგლეჯა. მართლმსაჯულება და ვარსკვლავი - ბალანსი „მე და სხვები“ და სხვებთან შერწყმა. ჩამოკკიდებული კაცი და მთვარე - გზა ტრანსში და ცნობიერების გამდნარ (გახსნილ) მდგომარეობაში ყოფნა. სიკვდილი და მზე - სიკვდილი და სიცოცხლე. ზომიერება და სამსჯავრო - სიკვდილის ანგელოზი და ხელახლა დაბადების ანგელოზი. საინტერესოა ცენტრალური ღერძი: სულელი, იმპერატორი, ჩამოკიდებული კაცი, მთვარე... ეს საიდუმლოებები თავის მოგზაურებს ელოდება. შესაძლოა თქვენ...
ა. სოლოდილოვას წიგნიდან -ტარო- ფსიქოლოგის საქმეში